პირველ რიგში - გაზაფხულის ავიტამინოზთან. ზამთრის პერიოდში გადატანილი ვირუსული დაავადებები, გაციებები - მთლად ფიტავს ჩვენს ორგანიზმს ვიტამინებისაგან. ავიტამინოზის შედეგი კი იმუნიტეტის დაქვეითება და ქრონიკული დაღლილობის მდგომარეობაა.
გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ რაციონიდან ხორცისა და რძის პროდუქტების ამოღებისას, ორგანიზმი ფაქტობრივად ვეღარ იღებს B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ცხოველმყოფელობის პროცესში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს B12 ვიტამინის დეფიციტი, რადგან ამ ვიტამინს ადამიანი მხოლოდ ცხოველური საკვებიდან ღებულობს.
ამიტომ არის ხოლმე, რომ ხანგრძლივი მარხვის შემდგომ ხშირია ანემიები, სისუსტე, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ადვილად გაღიზიანებადობა.
B ჯგუფის ვიტამინებიდან აღსანიშნავია აგრეთვე B6-ის და ფოლიუმის მჟავას დეფიციტი მარხვის პერიოდში. მათ დეფიციტს შეიძლება უკავშირდებოდეს კანისა და თმების პათოლოგიური ცვლილებები, ქერტლის გაჩენა, ქავილი, წითელი ლაქები, ნევროლოგიური პათოლოგიები.
უნდა აღინიშნოს, რომ ანემიის განვითარების მიზეზი მარხვის დროს არის აგრეთვე რკინის დეფიციტი, რომლის ძირითადი წყარო ორგანიზმისთვის ასევე ცხოველური პროდუქტია.
კიდევ ერთი დეფიციტი, რომელიც საყურადღებოა დიდი მარხვის დროს, ეს C ვიტამინის ნაკლებობა გახლავთ. ერთი შეხედვით, ხილითა და ბოსტნეულით კვებისას, ამ ვიტამინის მარაგი ორგანიზმში საკმარისი უნდა იყოს, მაგრამ ასე არ არის - რკინის დეფიციტის პირობებში ვერ ხდება C ვიტამინის საკმარისად ათვისება და გარდა ამისა გაზაფხულზე მცენარეული საკვები ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს ც ვიტამინს. სწორედ ამიტომ ორგანიზმში შეიძლება განვიტარდეს C ვიტამინის ნაკლებობისთვის მახასიათებელი ნიშნები: ღრძილებიდან სისხლდენა, სისხლჩაქცევები კანზე, ადვილად გაციება.
განსაკუთრებით საყურადღებოა მოზარდის მიერ მარხვის დაცვის პერიოდი. მოზარდის მზარდ ორგანიზმს ისედაც მუდმივად ვიტამინებზე მომატებული მოთხოვნილება აქვს. ამ პერიოდში კი შესაძლოა მწვავე დეფიციტი განვითარდეს და ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას.
იმისათვის, რომ სხვადასხვა ვიტამინის დეფიციტმა მარხვის დროს მოზარდის ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს, მან აუცილებლად უნდა მიიღოს ვიტამინურ-მინერალური კომპლექსები. არსებობს გოგოსა და ბიჭისთვის შექმნილი სპეციალური მულტივიტამინები - ველთინი ბიჭი და ველთინი გოგო, რომლებშიც მოზარდის ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინები დოზირებულად არის შერჩეული სქესის შესაბამისად.
