"მკურნალობა - ზოგჯერ, ნუგეშისცემა კი - ყოველთვის"
"მკურნალობა - ზოგჯერ, ნუგეშისცემა კი - ყოველთვის"
"სიბრძნე ზირაქისაში" ვკითხულობთ: "შვილო, შენს სნეულებას ნუ მიუყრუებ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცდუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისაგან... მიეცი ადგილი მკურნალს, რადგან უფალმა შექმნა და ნუ მოიშორებ, რადგან გჭირდება იგი. არის ჟამი, როცა მათ ხელშია წარმატება, რადგან ისინიც უფალს ევედრებიან, რომ შეეწიონ სნეულთათვის შვების მისაცემად და მათ სასიცოცხლოდ" (ზირ. 38:9,10,12-14).

წმინდა მამები თვლიდნენ, რომ ავადმყოფის გამოჯანმრთელების ერთ-ერთი საშუალება და უმნიშვნელოვანესი ამოცანა - ავადმყოფის სულიერი მდგომარეობის ამოცნობაა. ამჟამად მართლმადიდებლური მედიცინა მჭიდროდ არის დაკავშირებული სამედიცინო და ფსიქოლოგიური ცოდნის გამოყენების უნართან და ითვალისწინებს ჯანმრთელობასა და ავადმყოფობაზე საღვთო განგებულების მოქმედებას.

გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.

- ბატონო ლევან, ცნობილია, რომ სტრესი ხელს უწყობს ადამიანის ავად გახდომას, დადებითი ემოციები და თანაგრძნობა კი აჩქარებს გამოჯანმრთელებას. რამდენად მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება?

- გამოკვლევები ცხადყოფს, რომ უარყოფითი განცდები ასუსტებს ადამიანის იმუნურ სისტემას, მისი მდგომარეობა წარსულში გადატანილ სტრესებზეა დამოკიდებული. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ სტრესულ მდგომარეობაში ადამიანის ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც ხელს უწყობს დამატებითი ენერგიის გამოყოფას და ინარჩუნებს არტერიული წნევის მაჩვენებელს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამავე დროს ასუსტებს იმუნიტეტს.

ალბათ შეგინიშნავთ, თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაძაბული იყავით, ადვილად ხდებით ავად. ეს ემართებათ, მაგალითად, სტუდენტებს, რომელთაც გამოცდისთვის მზადების პერიოდში მრავალი დაძაბული საათი გაატარეს წიგნთან. ასევე ცნობილია, რომ ბავშვები ავად ხდებიან, როცა მტკივნეულად განიცდიან შინიდან დედის ხანგრძლივად გასვლას. მჭიდრო კავშირია ემოციებსა და გულის დაავადებებს შორისაც...

"მკურნალობა - ზოგჯერ, ნუგეშისცემა კი - ყოველთვის", - ასეთი იყო ადრე ექიმების დევიზი და ავადმყოფთან პირადი ურთიერთობა ყველა წამალზე უკეთეს შედეგს იძლეოდა. დღეს თანამედროვე ექიმები მიიჩნევენ, რომ უნდა აღდგეს ავადმყოფის ნუგეშისცემის ტრადიცია.

- რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ნერვულ-ფსიქიკურმა ფაქტორებმა?

- მეცნიერებმა გამოყვეს აშლილობათა განსაკუთრებული ჯგუფი, რომელსაც ეწოდება ფსიქოსომატური, რადგან მათ წარმოშობაში ერთ-ერთ მთავარ როლს ნერვული ფაქტორები ასრულებენ. ავადმყოფობათა ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს, ჰიპერტონიულ, გულის იშემიურ დაავადებებს, ბრონქულ ასთმას, ასევე წყლულოვან კოლიტს, თირეოტოქსიკოზს, რევმატიულ ართრიტს... თანამედროვე მედიცინა მიიჩნევს, რომ ყველა დაავადების 80% ასე თუ ისე დაკავშირებულია ფსიქიკის მოშლასთან.

"როცა ტვინი ტირის, ცრემლები გულში, ღვიძლში, კუჭსა და სხვა ორგანოებში იღვრება", - ასე აღწერს ფსიქოსომატურ მდგომარეობას გამოჩენილი ფსიქოლოგი ა. ლურია. ამასვე იწვევს სულის მშფოთვარე მდგომარეობა, ხოლო ღირსი ეფრემ ასური მრისხანე ადამიანზე საუბრისას აღნიშნავდა, რომ "მისი სულისთვის უცხოა მშვიდობა, სხეულისთვის კი - ჯანმრთელობა, რადგან მისი სხეული გამუდმებით ცვდება, სული კი წუხს".

მართლმადიდებელი ფსიქიატრის, დიმიტრი ავდეევის აზრით, არსებობს სხვადასხვა სახის სევდა და მწუხარება. სულ სხვაა მწუხარება ცხოვრებისეული, ყოფითი წვრილმანებისა თუ სირთულეების გამო და სხვაა ტირილი ცოდვათა გამო. ადამიანები მწუხარებენ მცირე ანაზღაურების, ღალატის, სამსახურებრივი წარუმატებლობის გამო. ცდილობენ, თავიდან აიცილონ ეს უსაფუძვლო მწუხარება, რომელსაც ბოროტი უშვებს მათზე და ცხოვრება გაიმხიარულონ. ნათელია, რომ ამას ღვთის გარეშე ვერაფრით შეძლებენ.

"არის ერთი ქმედება, რომელსაც ადამიანი უმოკლესი გზით მიჰყავს ღმერთთან. ეს არის მწუხარება ცოდვათა გამო, განმარტოებით ლოცვა და სინანული. ცრემლს მოჰყვება სიხარული, შვება; რაც უფრო წინ მიიწევს ამ გზაზე, მით მეტად ნათელი და სიხარულით აღსავსე ხდება იგი", - ასეთია ეპისკოპოს ბარნაბა ბელიაევის კომენტარი.

ზოგჯერ ადამიანი ავლენს ამა თუ იმ დაავადების სიმპტომებს, მაგრამ გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდება, რომ ყველა ორგანო წესრიგშია და ავადმყოფობის არავითარი ფიზიოლოგიური მიზეზი არ არსებობს, ან ჯანმრთელი ადამიანი შთააგონებს თავს, რომ ავადაა. მისთვის უბრალო თავის ტკივილი მენინგიტის ან სიმსივნის მომასწავებელია. ამ სიმპტომს იპოქონდრიას უწოდებენ.

- რა მნიშვნელობა აქვს რწმენას, განწყობას, თვითშთაგონებას ავადმყოფობის გამოვლენის ან განკურნებისთვის?

- დავუშვათ, ორი ავადმყოფი იღებს ერთი და იმავე ავტორიტეტული ექიმის მიერ გამოწერილ ერთსა და იმავე წამალს. ერთს შველის, მეორე უარესად ხდება... მიზეზი სხვადასხვა სხეულზე წამლის განსხვავებული ზემოქმედების შედეგი შეიძლება იყოს, მაგრამ არ არის გამორიცხული ამ ადამიანების განსხვავებული დამოკიდებულება მკურნალობის პროცესის მიმართ. ერთს სწამს მკურნალობისა, მეორეს - არა. ფსიქოლოგიურ გამოკვლევებში აღწერილია ფაქტი, როცა ადამიანს ტკივილის მოსახსნელად ტკივილგამაყუჩებლის ნაცვლად ფიზიოლოგიური ხსნარის ინექცია გაუკეთეს. ამ სრულიად ნეიტრალური ნივთიერების მიღებამ მორფინის ეფექტიანობის 70%-ს მიაღწია. ამას ფსიქოლოგიაში პლაცებოს ეფექტს უწოდებენ.

გამოცდილი პრაქტიკოსი ექიმებიც ადასტურებენ, რომ თვითშთაგონებას შეუძლია გააძლიეროს ან შეამციროს ყოველგვარი ქიმიის ზემოქმედება ორგანიზმზე, კერძოდ, ტვინზე. რა თქმა უნდა, საუბარი არ არის დიდ და ტოქსიკურ დოზაზე, მაგრამ ალბათ არ იქნება უინტერესო, ვიცოდეთ, რომ ზოგიერთ ველურ ტომში დღესაც კი ასე ეძებენ დამნაშავეს: ეჭვმიტანილებს აძლევენ საკმაოდ დიდი რაოდენობით შხამს და მიიჩნევენ, რომ მოკვდება მხოლოდ ნამდვილი დამნაშავე.

ხშირად ხდება, რომ ცნობიერი თვითშთაგონება ან არაცნობიერი ფაქტორები ზემოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ბავშვებს უკვირთ, რატომ არასდროს ხდება დედა ავად. ეს მოვლენა კიდევ უფრო მკაფიოდ შეიმჩნევა საზღვაო ექსპედიციების, სამხედრო ჰოსპიტლების ექიმების მაგალითზე. ეს ადამიანები თითქმის არ ავადმყოფობენ, თითქოს არ აძლევენ თავს ამის უფლებას. საპასუხისმგებლო ან უსიამოვნო საქმიანობის დაწყების წინ კი ადამიანი მოულოდნელად შეუძლოდ ხდება, ფსიქიკა ამით თითქოს არიდებს მას მოსალოდნელ პასუხისმგებლობას და დისკომფორტს.

ფსიქოლოგი ვლადიმერ ლევი ერთ საინტერესო ვარაუდს გვთავაზობს, - ჩვეულებრივი ადამიანი იმ საზოგადოებაში რომ მოხვდეს, სადაც "მიღებულია", ვთქვათ, ორას წლამდე სიცოცხლე, ისიც ამ ასაკამდე მიაღწევდა. ეს, ცხადია, გაზვიადებული, უტრირებული შეფასებაა, მაგრამ მასშიც არის ჭეშმარიტების მარცვალი - ყველას შეგვიმჩნევია, რა სწრაფად ბერდება ფსიქიკურად მოტეხილი ადამიანი და რა დიდი მნიშვნელობა აქვს ოპტიმიზმს, სიცოცხლის სიყვარულსა და რწმენას ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის.

- როგორია ავადმყოფობაზე ქრისტიანული შეხედულების არსი?

- ღვთის მიერ გამოგზავნილი მწუხარებანი და ავადმყოფობები გვეხმარება სულის განწმენდაში. ჩვენ ვერსად გავექცევით მათ, უნდა შევეგუოთ და მოთმინებით მივიღოთ, მაგრამ თუ უბედურებით გამოწვეულ განცდებს ავყვებით, ეს ჩვენს სულზე საზიანოდ იმოქმედებს, დაამძიმებს მას. "ესეც გაივლის", - ხშირად გავუმეოროთ საკუთარ თავს ბიბლიური სიბრძნე.

გავიხსენოთ ცნობილი იგავი - ტყუპი ჩანასახის დიალოგი დაბადების წინ. ერთ მათგანს უხარია მოსალოდნელი დაბადება, ახალი სიცოცხლის დაწყება. მეორეს კი აშინებს: როგორც კი მოვშორდებით იმ სამყაროს, სადაც ახლა ვართ, დავიღუპებით, რადგან მალე გადაგვიჭრიან საარსებო წყაროს, აქედან გასული უკან არასდროს დაბრუნებულაო. აი, ამგვარი დიალოგი მიმდინარეობს მარადიული სამყაროს არსებობის შესახებ რწმენასა და ურწმუნოებას შორის.

წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი გვასწავლის: "ღარიბი ხარ თუ ავადმყოფი - მოითმინე... სრულიად ჯანმრთელ ადამიანს ძალიან ხშირად არც ღმერთი ახსოვს, არც მოყვასის თანადგომა და არც სხვა კეთილი საქმე. მაშ, რაღად ითხოვ სწრაფ გამოჯანმრთელებას, თუკი შენც მათ მიემსგავსები, რად გსურს ასე მალე გაცვალო უკეთესი უარესზე?"

ნათქვამია, როდესაც სახლი იწვის, უპირველესად ცდილობენ გადაარჩინონ ის, რაც ძვირფასია. ავადმყოფი ადამიანიც ალმოდებულ სახლს ჰგავს, ყველაზე დიდი განძი კი სულია და მის გადარჩენაზე უნდა იზრუნოს. წმინდა სახარებიდან ვიცით, რომ მაცხოვარმა განკურნა ის ადამიანები, ვინც მისგან განკურნება ითხოვა. როგორც სწავლული ღვთისმეტყველები ამბობენ, ვინ იცის, იქნებ უფლის ძალაში უკვე დარწმუნებული განკურნებულები დიდხანს დაეძებდნენ მას, ამჯერად - ჯანმრთელობაზე უფრო ძვირფასი რამის სათხოვნელად...

- გამოჩენილი ფილოსოფოსი და ექიმი კარლ იასპერსი მძიმე სნეულების, სიკვდილისა და საბედისწერო შემთხვევითობის თაობაზე წერდა: "ჩვენ უძლურნი ვართ მათ წინაშე, უკეთეს შემთხვევაში კი, მათში, ისიც გარკვეულ მომენტში, მხოლოდ კორექტივების შეტანა შეგვიძლია. ის, რაც ღვთის მიერ დაიშვა, ადრე თუ გვიან მაინც თავისას იზამს. ისღა დაგვრჩენია, ყოველგვარი სამწუხარო მოულოდნელობისთვის შინაგანად მოვემზადოთ". რისკენ გვიბიძგებენ ეს განსაცდელები, თუკი სულიერი თვალით შევხედავთ მათ?

- დიდი ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე თავის ფილოსოფიურ საუბარში, "სიკვდილი", აღნიშნავს: "ვისთვისაც ძვირფასია ცხოვრება, მისთვის სიკვდილიც ძვირფასი უნდა იყოს. ვინც იმით ამაყობს, რომ ერთუჯრედიანი უკვდავი პროტოპლაზმა არ არის და მსოფლიო ცხოვრების ერთგვარი გამოხატულებაა, ამას სიკვდილს უნდა უმადლოდეს".

სიკვდილის თემა თითქოს აკრძალული და ტაბუირებულია. ადამიანები გაურბიან სიტყვა "სიკვდილის" წარმოთქმას და ამბობენ: "გარდაიცვალა", "დაიღუპა", "სული განუტევა"... დღესაც კი, როცა ადამიანი უკურნებელი სენით არის დაავადებული, ახლობლები არწმუნებენ მას, იცოცხლებო. ვაისმანმა ამ ფაქტს "სიჩუმის შეთქმულება" უწოდა. მეცნიერმა კიუბლერ-როსმა დიდი დრო გაატარა მომაკვდავი ადამიანების საწოლებთან და გამოყო ხუთი ეტაპი მათი განცდებისა:

უარყოფა - დიაგნოზის შეტყობის შემდეგ ავადმყოფებს აეჭვებდათ მისი სისწორე და ირწმუნებოდნენ, რომ ექიმებმა რაღაც აურიეს.

რისხვა - შემდეგ ავადმყოფი კითხულობს: "რატომ მაინცდამაინც მე?" ეძებს დამნაშავეს მის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის გამო და იწყებს წუწუნს ღვთის მისამართით.

დეპრესია - ავადმყოფი კარგავს ცხოვრების ინტერესს, იპყრობს გულგატეხილობა და სრული უიმედობა.

ვაჭრობა - ავადმყოფი თანახმაა ყველაფერზე სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ამბობს, რომ აღარ მოწევს, არ დალევს, დაიცავს დიეტას, დადებს ღვთის წინაშე უმანკო ცხოვრების აღთქმას.

მიღება - ეს არის ბოლო ეტაპი, როცა ავადმყოფს შინაგანი სიცარიელე იპყრობს და თუმცა მხიარული და ბედნიერი არ არის, მაინც ეგუება თავის მდგომარეობას, ცდილობს, იცხოვროს თავის ავადმყოფობასთან ერთად და ზოგჯერ ჯანმრთელებზე რეალურად და ადეკვატურად უყურებს სიცოცხლის დასასრულს.

სულიერი კრიზისის გადატანის შემდეგ ლევ ტოლსტოიმ, სხვა ნაწარმოებთა შორის, ერთი პატარა შედევრი შექმნა - იგავი "მოხუცი და სიკვდილი". მისი შინაარსი ასეთია: ტყიდან შეშის მძიმე კონით მომავალმა მოხუცმა დაღლილობის გამო სიკვდილის მოსვლა ინატრა. სიკვდილი მართლაც მივიდა მასთან - რატომ მიხმეო. შეშინებულმა მოხუცმა - მინდოდა, ტვირთის აწევაში მომხმარებოდიო.

ამ იგავის მორალი ჩვენი საუბრის თემას ეხმიანება. ნუ მოვუხმობთ და ნურც შევუშინდებით ავადმყოფობასა და სიკვდილს, ჩვენი ტვირთი ბოლომდე თვითონვე ვატაროთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.02.2018
ზოგადად, მარხვა არ არის მხოლოდ საკვების შეზღუდვა, ეს დიდი სულიერი ცვლილებების პერიოდია.
12.09.2013
ეკლესიის დამოკიდებულებას სამკურნალო საქმის მნიშვნელობისადმი კარგად გამოხატავს მაღალღირსი ბარსანოფი დიდის წერილი
29.08.2013
ხალხური მედიცინა
ცნობილი ექიმი, სამედიცინო ფსიქოლოგი და რელიგიათმცოდნე კ. როზინი ბიბლიურ ცოდნაზე დაყრდნობით ამბობდა:
04.08.2011
თუ ვინმეს ტკივილებსა და უძლურებაში ვიხილავთ, ცბიერებით კი არ დავიწყოთ ავადმყოფობის მიზეზების რკვევა, არამედ უბრალო და უანგარო სიყვარულით მივიღოთ და შევეცადოთ, როგორც საკუთარ თავს, ისე ვუმკურნალოთ
04.08.2011
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:

- მამაო, რატომ ეძლევათ ადამიანებს ავადმყოფობა?
04.08.2011
იმკურნალე, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც
ჩვენს ქვეყანაში მედიცინისა და რელიგიის, მართლმადიდებლობის ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს.
04.08.2011
მოციქულის სწავლებით (რომ. 5,12), ამქვეყნად ცოდვა ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა, ხოლო ცოდვის გზით, როგორც მისგან გამომდინარე ბუნებრივი შედეგი - შემოვიდა სიკვდილიც, სხვადასხვა სნეულებასთან ერთად, რომლებიც წინ უძღვიან მას.
04.08.2011
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი, რომელიც პროფესიით ექიმი გახლდათ, მკურნალთ მოუწოდებს, მიემსგავსონ მუსიკალურ სიმს, რომელსაც თავისით ხმის გამოღება არ შეუძლია.
04.08.2011
ვინც წმინდანთა ცხოვრებებში ეძებს სულიერ საზრდოს, კარგად იცის, რომ ბევრ მათგანს სიცოცხლეშივე მიეცა ღვთისგან ხელმწიფება ეშმაკთა განსხმისა, სნეულთა განკურნებისა, ბრმათათვის თვალთა აღხილვისა
03.03.2011
კვება სიცოცხლის პირველი და აუცილებელი პირობაა. ჯანსაღი საკვების მიღება ძნელი არ არის, თუ, რასაკვირველია, ვიცით, რა გვსურს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat