ავადმყოფმა, თუ იგი მორწმუნეა, იცის, რომ მხოლოდ უფალია მისი შემწე
ავადმყოფმა, თუ იგი მორწმუნეა, იცის, რომ მხოლოდ უფალია მისი შემწე
ვინც წმინდანთა ცხოვრებებში ეძებს სულიერ საზრდოს, კარგად იცის, რომ ბევრ მათგანს სიცოცხლეშივე მიეცა ღვთისგან ხელმწიფება ეშმაკთა განსხმისა, სნეულთა განკურნებისა, ბრმათათვის თვალთა აღხილვისა , უშვილოთათვის შვილის მინიჭებისა, უეცარი სიკვდილისაგან დაცვისა და სხვა. გარდაცვალების შემდეგ კი მრავალმა წმინდანმა მიიღო მაცხოვრისგან ნიჭი კურნებისა თუ სხვადასხვა განსაცდელისგან დახსნისა.

განსაცდელში მყოფი ადამიანის ლოცვა-ვედრება ღვთისადმი გულწრფელი და მხურვალეა. ავადმყოფმა, თუ იგი მორწმუნეა, იცის, რომ მხოლოდ უფალია მისი შემწე, ამიტომ განსაკუთრებით ევედრება შეწევნას წმინდანებს.

მართლმადიდებელი ეკლესია ძმების - კოზმა და დამიანეს ხსენებას სამჯერ აღნიშნავს. ეს ძმები სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობდნენ. მათ სახელებს უვერცხლოდ მკურნალობა აერთიანებს.

კოზმა და დამიანე რომაელნი
რომში წამებული წმინდანების - უვერცხლო მკურნალთა კოზმა და დამიანეს (ხსენება 14 (1) ივლისს) ცხოვრებაში ვკითხულობთ:

კოზმა და დამიანე ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული ძმები უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: - ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით. ირწმუნეთ ქრისტე და განიკურნებითო. მშობლებისგან მიღებული მდიდარი მემკვიდრეობა გაყიდეს და გლახაკთა დახმარება დაიწყეს. სიკეთით, გულმოწყალებითა და უანგარობით მრავალი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე. კოზმასა და დამიანეს ღვთივსათნო ცხოვრებამ, საზოგადოებაში მათმა ავტორიტეტმა რომის ხელისუფალთა ყურადღება მიიპყრო და მკურნალთა შესაპყრობად მეომრები გაგზავნეს. ძმები რომ ვერ იპოვეს, მეომრებმა სხვა ქრისტიანები დაატუსაღეს. მაშინ კოზმა და დამიანე მათ ჩაბარდნენ იმ პირობით, რომ მათი გულისთვის დაპატიმრებულნი გაეთავისუფლებინათ. რომში უფლის რჩეულები თავდაპირველად საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ კი სამსჯავროზე წარადგინეს. მათ იმპერატორის წინაშე ახოვნად აღიარეს თავიანთი სარწმუნოება.

იმპერატორ კარუსს (282-283), ღვთის განგებით, სნეულება შეეყარა და საკუთარ მაგალითზე დარწმუნდა უფლის ყოვლისშემძლეობაში. ამაყმა თვითმპყრობელმა შემწეობა სთხოვა წმინდა ძმებს და დაიფიცა, ქრისტეს შევუდგებიო. კოზმამ და დამიანემ უწამლეს იმპერატორს, მან ორივე გაათავისუფლა.

რაც ვერ შეძლო წარმართთა სიძულვილმა და რომაელ ხელისუფალთა სისასტიკემ, მოახერხა შურმა: მხცოვანი მკურნალი, ძმების მასწავლებელი, მათმა დიდებამ შურით აღავსო, მოწაფეები ტყეში გაიტყუა თითქოსდა იშვიათი სამკურნალო მცენარეების შესაგროვებლად, გონდაბინდულმა, ვერაგულად დახოცა ძმები და ცხედრები მდინარეს მისცა (ამ დღის წმინდანები, კოზმა და დამიანე უნდა განვასხვაოთ მათი მოსახელე წმინდანებისგან, რომელთა ხსენებაც აღინიშნება 17 ოქტომბერსა და 1-ელ ნოემბერს).

კოზმა და დამიანე ასიელნი
ღვიძლი ძმები, წმინდა უვერცხლონი კოზმა და დამიანე (ხსენება 14 (1) ნოემბერს) ასიაში (მცირე აზია) ცხოვრობდნენ. დედა მართლმორწმუნე ქრისტიანი ჰყავდათ. ადრე დაქვრივებულმა კეთილმსახურებით აღზარდა ძმები. ისინი საოცარი ქველმოქმედებით გამოირჩეოდნენ. მოყვასთათვის კიდევ უფრო მეტი სარგებელი რომ მოეტანათ, მკურნალობის ხელოვნების დაუფლებას შეუდგნენ: მცენარეების სამკურნალო თვისებებს ეძიებდნენ და მალე ცნობილი ექიმები გახდნენ. უფალმა თავის რჩეულებს ლოცვის ძალით სულიერი და ხორციელი ავადმყოფობების კურნების ნიჭი მიმადლა. წმინდანები უანგაროდ მკურნალობდნენ ადამიანებს, ცხოველებსაც. ხალხმა მათ უვერცხლონი შეარქვა.

ერთხელ წმინდა მკურნალებს უხმეს მძიმედ დასნეულებულ დედაკაცთან, პალადიასთან, რომლის მკურნალობაზეც ექიმებმა უარი თქვეს. პალადიას სარწმუნოებითა და ნეტარი ძმების მხურვალე ლოცვით უფალმა სულთმობრძავი განკურნა.

მადლიერებით აღსავსე ქალმა დამიანეს სამი კვერცხი გაუწოდა და უთხრა: - მიიღე ეს მცირედი საბოძვარი ყოვლადწმინდა სამების - მამის, ძისა და სულიწმინდის სახელითო. წმინდა სამების სახელი რომ ესმა, უვერცხლომ უარის თქმა ვერ გაბედა.

კოზმა ძალიან დაღონდა - იფიქრა, დამიანემ დაარღვია მათი მკაცრი აღთქმა და სიკვდილის წინ დაიბარა, იგი მის გვერდით არ დაეკრძალათ. მალე დამიანეც გარდაიცვალა. ახლობლებს ვერ გადაეწყვიტათ, სად დაეკრძალათ წმინდა მკურნალი. მაშინ, ღვთის ნებით, სასწაული აღესრულა: ხალხის წინაშე უვერცხლო მკურნალების მიერ ოდესღაც ცოფისგან განკურნებული აქლემი წარდგა, ადამიანური ხმით თქვა, - დამიანე დაეკრძალათ კოზმას გვერდით, რადგან მას ანგარებით კი არ მიუღია ძღვენი დედაკაცისაგან, არამედ უფლის სახელით. ნეტარი ძმების წმინდა ნეშტი ერთად დაკრძალეს ფერემანში (მესოპოტამია).

წმიდანი უვერცხლონი სიკვდილის შემდეგაც მრავალ სასწაულს აღასრულებდნენ. ფერემანში, კოზმასა და დამიანეს სახელობის ტაძრის მახლობლად მცხოვრებმა ქრისტიანმა მალქოზმა შორეული მგზავრობის წინ ახალგაზრდა მეუღლე წმინდა ძმებს შეავედრა და მათ ზეციურ მფარველობას მიანდო. რამდენიმე ხნის შემდეგ მალქოზის ახლობელმა კაცმა ქალს უთხრა, - შენმა ქმარმა გამომგზავნა, რომ მასთან მიგიყვანოო. მალქოზის მეუღლე ენდო სტუმარს და გაჰყვა, კაცმა კი იგი უდაბურ ადგილას გაიყვანა და შეეცადა, ჯერ ძალა ეხმარა მასზე, შემდეგ კი მოეკლა. უეცრად საიდანღაც ორი ჭაბუკი გამოჩნდა. მზაკვარმა კაცმა გაქცევა სცადა, მაგრამ ხრამში გადაიჩეხა. ჭაბუკებმა მალქოზის ცოლი შინ დააბრუნეს. სასწაულებრივ გადარჩენილმა ქალმა სახლის ზღურბლთან მათ მდაბალი მადლი უძღვნა და ჰკითხა: - რა გქვიათ, ჩემო მხსნელებო, ვის ვუმადლოდე სიცოცხლესო. ჩვენ ქრისტეს მონები - კოზმა და დამიანე ვართო, - მიუგეს ჭაბუკებმა და გაუჩინარდნენ. შეძრწუნებულმა და გახარებულმა ქალმა ყველას მოუთხრო, რაც თავს გადახდა, ღვთისადმი მადლიერებით აღსავსემ, აცრემლებულმა, კოზმასა და დამიანეს ხატთან სამადლობელი ლოცვა აღავლინა გადარჩენისთვის. ამ დღიდან მოყოლებული, წმინდა უვერცხლო მკურნალ ძმებს თაყვანს სცემენ როგორც ქრისტიანული ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის მფარველებს.

კოზმა და დამიანე არაბები
წმინდა მოწამენი, უვერცხლონი კოზმა და დამიანე (ხსენება 30 (17) ოქტომბერს) არაბები იყვნენ. ისინი სახარებას ქადაგებდნენ და ქრისტეს ძალით სნეულებს უანგაროდ კურნავდნენ. კილიკიაში წარმართებმა მკურნალნი შეიპყრეს და მმართველ ლისიუსთან მიიყვანეს. უსჯულომ ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვა მათ. უარი მიიღო და ბრძანა, წმინდანები სასტიკად გვემეთ და ზღვაში გადაყარეთო. მაგრამ ანგელოზმა ისინი მორევიდან ნაპირზე გამოიყვანა. მაშინ წარმართებმა უფლის რჩეულებს თავები მოჰკვეთეს. წმინდა მკურნალებთან ერთად ეწამნენ მათი ძმებიც: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპი.

დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი
დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი დაიბადა ქალაქ ნიკომიდიაში დიდებული და გავლენიანი წარმართის, "მეფის თანამეინახის", ევსტორგიოსისა და კეთილმსახური ქრისტიანი ქალის, ევბულას ოჯახში. ახალშობილს პანტელეონი - ყოვლად ლომი დაარქვეს. დედა, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის სასოებით ზრდიდა შვილს, ადრე გარდაიცვალა, ხოლო მამამ წარმართული სარწმუნოების ერთგულება ჩაუნერგა ყრმას, "განსწავლა იგი სიბრძნესა და მწიგნობრობასა", შემდეგ კი სამკურნალო ხელოვნებაში დასაოსტატებლად მიაბარა ეფროსინეს - მკურნალთა მთავარს, რომელიც "ჰკურნებნ მეფესა და ყოველსა ერსა პალატისა მისისასა".

გულისხმიერებით, სიკეთითა და მშვენიერებით გამორჩეული ჭაბუკი მასწავლებელს ყოველთვის თან დაჰყავდა ხოლმე სასახლეში. იმპერატორი მაქსიმიანე (284-305; 307-310) მოხიბლა პანტელეიმონმა და ეფროსინეს უბრძანა, სწრაფად განსწავლე, რომ პირად მკურნალად დავადგინოო. მოძღვართან მიმავალ პანტელეონს გზად ერთი პატარა სახლის წინ უნდა ჩაევლო, რომელშიც წმინდა ხუცესნი: ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე (ხს. 26 ივლისს) ცხოვრობდნენ. ერმოლაოზმა სულით იგრძნო, რომ ეს ჭაბუკი ღვთის რჩეული ჭურჭელი გახდებოდა. ერთ დღეს შინ შეიპატიჟა და გაესაუბრა. როცა გაიგო, რომ იგი წარმართულ მოძღვრებებს ეუფლებოდა, უთხრა: "შვილო ჩემო, ასკლიბიოს და ბაგრატ და გალიანოს არარანი იყვნენ, რამეთუ მსახურებდეს ამაოებასა; და ღმერთნიც, რომელთა ჰმონებდეს მეფე თქუენი, არარანი არიან", შემდეგ კი ჭეშმარიტი სარწმუნოება უქადაგა. კეთილი თესლი კეთილ ნიადაგზე მოხვდა: პანტელეონმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ამიერიდან იგი ყოველდღე დადიოდა ერმოლაოზ ხუცესთან და სახარებას სწავლობდა.

ერთ დღეს შინ მიმავალი პანტელეონი წააწყდა მკვდარ ბავშვს, რომელიც ასპიტს დაეგესლა და თვითონაც იქვე გაწოლილიყო. თავდაპირველად ჭაბუკი შეძრწუნდა, "განცუიბრდა და მცირედ განდგა კიდე", შემდეგ გადაწყვიტა, დარწმუნებულიყო ერმოლაოზის სიტყვების ჭეშმარიტებაში, თვალები ზეცად აღაპყრო და წარმოთქვა: "ჰოი, უფალო იესუ ქრისტე, უკუეთუ სათნო-გიჩს, რაითა ვიყო მსახურ შენდა და ღირს წოდებისა შენისა, აღდეგინ აწ უკუე ყრმაი ესე სახელითა შენითა!" ამ სიტყვებზე ყრმა, თითქოს ძილისგან გამოფხიზლდაო, ფეხზე წამოდგა, გველი კი განსკდა და მოკვდა. "მაშინ პანტელეონ შეიწყნარა მადლი სარწმუნოებისაი", მადლობა შესწირა ღმერთს, მყის მივიდა ერმოლაოზთან, დაუჩოქა და სთხოვა, მოენათლა. წმინდა ხუცესმაც ნათელსცა ნეტარს.

პანტელეონმა მადლმოსილი სიტყვითა და მახვილგონივრული შეკითხვებით წარმართული ღვთაებების რწმენა შეურყია მშობელს. მას შემდეგ კი, რაც მან მაცხოვრის სახელის მოხმობით თვალი აუხილა ბრმას, რომელსაც ქალაქის ყველაზე დახელოვნებულმა ექიმებმაც კი ვერაფერი უშველეს, ევსტორგიოსმა საკუთარი ხელით შემუსრა ცრუ ღმერთების ქანდაკები, აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა.

მამის სიკვდილის შემდეგ წმინდანმა მონები გაათავისუფლა, მემკვიდრეობით მიღებული ქონება კი გლახაკებს გაუნაწილა. იგი დადიოდა საპყრობილეებში და ნუგეშს სცემდა პატიმრებს, სნეულებს მსახურებდა "ხელითა თვისითა", ქრისტეს სახელით კურნავდა, თან ნივთიერადაც შეეწეოდა. ქალაქის მკვიდრნი სხვა ექიმებს ტოვებდნენ და პანტელეონისკენ ისწრაფოდნენ. ისიც, ღვთის მადლით, მრავალ სასწაულს აღასრულებდა. "შეიშურეს მკურნალთა სხუათა საქმეი იგი მისი" და მიზეზს ეძიებდნენ ნეტარის დასაღუპავად. ბოლოს, დაბოღმილებმა, მაქსიმიანეს აუწყეს, შენი რჩეული "ჰკურნებს... მათ, რომელნი ღმერთთა აგინებენ და მისცემს საზრდელს და განდგომილ არს იგი მსახურებისაგან ღმერთთაისა", და თუ დროზე არ წარწყმედ მას, კიდევ ბევრს გარდააქცევს მამა-პაპათა სჯულიდანო. მეფემ მოაყვანინა პანტელეონი და ბრალდების გაქარწყლება მოსთხოვა, წმინდანმა კი ახოვნად აღიარა თავისი სარწმუნოება და თვითმპყრობელის თვალწინ ქრისტეს სახელის მოხმობით განრღვეული განკურნა. განრისხებულმა მაქსიმიანემ უფლის რჩეულს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, მაგრამ ვერც მუქარამ, ვერც ლიქნამ ვერ მოდრიკა ნეტარი. მაშინ იგი საშინლად აწამეს: ხეზე დაკიდეს, რკინის სამთითებით "ხუეტეს" და "დაბძარეს" ხორცი მისი, ანთებული ლამპრებით დაუდაღეს სხეული, ადუღებულ ტყვიაში ჩააგდეს, ყელზე ლოდგამობმული ზღვაში მოისროლეს, მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, დიდი ურმის თვალზე დააკრეს და მაღლიდან დააქანეს, რომ დაკუწულიყო, მაგრამ უფლის გამოცხადებით გამხნევებული მოწამე უფლისავე ძალით სრულიად უვნებელი გამოვიდა სატანჯველებიდან. ამის შემდეგ სამსჯავროს წინაშე წარადგინეს წმინდანის მოძღვარი ერმოლაოზი, მასთან ერთად ხუცესნი: ერმიპე და ერმოკრატე და ჭეშმარიტების აღსარებისთვის სიკვდილით დასაჯეს, პანტელეონს კი უთხრეს: "აჰა, ეგერა, მოძღუართა შენთა აღიარეს ღმერთთა უფლებაი", უზორეს მათ და ახლა სასახლეში პატივით იმყოფებიანო. ქრისტეს მარტვილმა მიუგო: კარგად ვუწყი, რომ "წმიდანი იგი ზეცას არიან მკუიდრ ქალაქსა ქრისტესსა".

გონდაკარგულმა მაქსიმიანემ კვლავ "ტანჯა იგი სატანჯველითა მრავლითა", შემდეგ კი მსახურებს მისი მოკვდინება და ცეცხლში დაწვა უბრძანა. ჯალათებმა ქალაქიდან გაიყვანეს ნეტარი, მიიყვანეს "ადგილსა მას, სადა-იგი სათნო-უჩნდა უფალსა აღსრულებაი წმიდისაი მის" და ზეთისხილის ხეებქვეშ დააყენეს. ერთმა მხედარმა მახვილი ჩასცა უფლის სათნომყოფელს, მაგრამ ბასრი იარაღი ცვილივით გაიღუნა, წმინდანს კი "არარაი ევნო". სასწაულით შეძრულმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და მარტვილს სთხოვეს, უფლისგან ცოდვათა მიტევება გამოეთხოვა მათთვის. ლოცვის პასუხად ზეციურმა ხმამ სასუფევლისკენ მოუწოდა ნეტარს და ამცნო, "ამიერითგან არღარა გეწოდოს შენ სახელი პანტელეონ, არამედ პანტელეიმონ იყოს სახელი შენი, რომელ არს: ყოველთა მოწყალეთაი, რამეთუ იყავ ყოველთა კაცთა მოწყალე, და შენ იყავ ნავთ-საყუდელ მყუდრო, რომელნი მოივლტოდიან შენდა, და ჭირვეულთა შემწე და განწირულთა ხელის ამპყრობელ და ბოროტთა სულთა განმდევნელ".

ჯალათებმა უარი განაცხადეს სასჯელის აღსრულებაზე, ქრისტეს მარტვილმა კი მიუგო: "უკუეთუ თქუენ არა ჰყოთ ესე, არა გაქუს ჩემ თანა ნაწილი". მაშინ მხედრებმა კრძალვით ამბორს-უყვეს ნეტარს, "და ესრეთ მოჰკუეთეს თავი მისი". წმინდანის ცხედარი თოვლივით განსპეტაკდა, ჭრილობებიდან სისხლის ნაცვლად რძე გადმოდინდა, ზეთისხილის ხეები კი ნაყოფებით დაიხუნძლა. ამ სასწაულის მრავალმა მხილველმა ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი. ქრისტიანებმა იგი პატივით მიაბარეს მიწას (+305). უფლის რჩეულის სიკვდილით დასჯას ესწრებოდნენ მისი მსახურები: ლავრენტი, ვასოი და პროვიანე. სწორედ მათ შემოგვინახეს ცნობები პანტელეიმონის ცხოვრებისა და მოწამებრივი ღვაწლის შესახებ.

დიდმოწამის უხრწნელი ნაწილები მთელ ქრისტიანულ სამყაროშია მიმოფანტული. მისი პატიოსანი თავი ათონზე, წმინდა პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერში ინახება.

KARIBCHEყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი "ყოველთა დედუფალი" ("პანტანასა"), რომელსაც განსაკუთრებული მადლი აქვს, შეეწიოს სიმსივნით დაავადებულებს
საბერძნეთში, ათონის წმინდა მთის ვათოპედის სავანეში დასვენებულია ღვთის დედის "ყოველთა დედუფალად" ("პანტანასა") წოდებული ხატი. მონასტრის ბერები ჰყვებიან: ერთხელ ვათოპედის ტაძარში სალოცავად მისული ერთი ახალგაზრდა მიუახლოვდა თუ არა "პანტანასას" ხატს, მოულოდნელად ღვთისმშობლის ხატიდან რაღაც ელვისმაგვარი გამოკრთა და ყმაწვილი პირქვე დასცა. გონს რომ მოეგო, მან აღიარა, რომ უღვთო ცხოვრებას ეწეოდა და მაგიით იყო გატაცებული. ღვთის დედის სასწაულებრივმა ჩარევამ იგი ღვთისმოსავი გახადა. XVII ს-ის ეს მცირე ხატი ძველთაგანვე იზიდავდა მლოცველებს, რომელნიც მძიმე სნეულებათა და განსაცდელთა შინა ეძებდნენ კურნებასა და ნუგეშს ყოვლადწმინდისაგან. ცნობილია სიმსივნისაგან განკურნების მრავალი შემთხვევა, რომელიც ამ ხატთან სარწმუნოებით მლოცველებს მიენიჭათ.

ნაკურთხი წყალი
ნაკურთხი წყალი არ იხრწნება. მორწმუნეები, როგორც სიწმინდეს, წლობით ინახავენ მას, რაშიც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია დარწმუნდეს, მაგრამ თუ ნაკურთხ წყალს უდიერად მოვეპყრობით, ის შეიძლება გაიხრწნას კიდეც. ამის გამო იგი სუფთად უნდა შევინახოთ. ნაკურთხი წყლის უხრწნელობა ერთ-ერთია იმ სასწაულთაგან, რომელნიც დღემდე ხილულად აღესრულება. ნაკურთხი წყალი, სასურველია, ყოველ დილით დავლიოთ უზმოზე, აგრეთვე ავადმყოფობისას. დროდადრო, კვირა დღეს ან საეკლესიო დღესასწაულებზე ნაკურთხი წყალი უნდა მოვასხათ ოთახებში, ყველა სათავსში. სხურება შეიძლება ხელით ან, თუ მხოლოდ ამ მიზნისათვის გამოვიყენებთ, რაიმე მაშხეფებელი ხელსაწყოთი.

სეფისკვერი
სასურველია, მორწმუნეს შინ მუდამ ჰქონდეს ნაკვეთი სეფისკვერი.

როდესაც წირვაზე შევგზავნით სეფისკვერს, იგი იკვეთება მოხსენებულისა და მომხსენებლის სახელზე; წირვის შემდეგ კი ნაკვეთი სეფისკვერები ურიგდებათ მორწმუნეებს. ნაწილი შეიძლება აქვე მივიღოთ, თუ უზმოზე ვართ (სასურველია, წირვაზე უზმოდ მივიდეთ), ნაწილი კი შეიძლება შინ წავიღოთ, მცირე ნაწილებად დავჭრათ და ყოველ დილით საუზმემდე ნაკურთხ წყალთან ერთად მივიღოთ ოჯახის წევრებთან ერთად.

არტოსი
აღდგომის სადღესასწაულო დღეებში პირველი ერთი კვირის - ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში საკურთხეველში შესასვლელ სამეუფო კარებთან პატარა მაგიდაზე დევს არტოსი (ბერძნულად - პური).

ეს არის საგანგებოდ გამომცხვარი რამდენიმე პური, რომელიც ბრწყინვალე შვიდეულის ბოლოს მცირე ნაწილებად იჭრება და აღდგომის სწორზე, კვირაცხოვლობას, წირვის შემდეგ მორწმუნეებს ურიგდებათ.

არტოსი წმინდა პურია, რომელიც, როგორც დიდი სიწმინდე, ცალკე სათუთად უნდა შევინახოთ და განსაკუთრებულ შემთხვევებში - ავადმყოფობისა თუ სხვა განსაცდელის ჟამს სასოებით მივიღოთ.

დადება პატიოსნისა სარტყლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა
დადება პატიოსნისა სარტყლისა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა კონსტანტინოპოლში, ვლაქერნის ტაძარში აღესრულა იმპერატორ არკადის (395-408) დროს. ეს დიდი სიწმინდე, გადმოცემით, თავად ღვთისმშობელს ჩაუბარებია თომა მოციქულისათვის, შემდგომ კი მემკვიდრეობით გადაეცემოდათ კეთილმსახურ ქრისტიანებს. მრავალი წლის შემდეგ, ლეონ ბრძენის (886-911) ზეობისას, ღვთისმშობლის სარტყელმა სასწაულებრივად განკურნა ბოროტი სულით შეპყრობილი იმპერატორის მეუღლე ზოია.

დედოფალს გამოცხადებით ეუწყა, რომ სნეულებისაგან ღვთისმშობლის სარტყელის შეხებით განიკურნებოდა. იმპერატორმა პატრიარქს დახმარება სთხოვა. მღვდელმთავარმა გახსნა დაბეჭდილი კიდობანი, რომელშიც სიწმინდე ინახებოდა, სნეულ დედოფალს შეახო და იგი მაშინვე განიკურნა. სამადლობლად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადეს, შემდეგ კი სიწმინდე კვლავ კიდობანში ჩააბრძანეს.

აღსრულებული სასწაულის აღსანიშნავად დაწესდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყლის დადების დღესასწაული.
ბეჭდვაელფოსტა
14.05. 2022
Ue8383
ძმები მკურნალის ეკლესია სად მდებარეობს
სხვა სიახლეები
26.02.2018
ზოგადად, მარხვა არ არის მხოლოდ საკვების შეზღუდვა, ეს დიდი სულიერი ცვლილებების პერიოდია.
12.09.2013
ეკლესიის დამოკიდებულებას სამკურნალო საქმის მნიშვნელობისადმი კარგად გამოხატავს მაღალღირსი ბარსანოფი დიდის წერილი
29.08.2013
ხალხური მედიცინა
ცნობილი ექიმი, სამედიცინო ფსიქოლოგი და რელიგიათმცოდნე კ. როზინი ბიბლიურ ცოდნაზე დაყრდნობით ამბობდა:
04.08.2011
თუ ვინმეს ტკივილებსა და უძლურებაში ვიხილავთ, ცბიერებით კი არ დავიწყოთ ავადმყოფობის მიზეზების რკვევა, არამედ უბრალო და უანგარო სიყვარულით მივიღოთ და შევეცადოთ, როგორც საკუთარ თავს, ისე ვუმკურნალოთ
04.08.2011
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:

- მამაო, რატომ ეძლევათ ადამიანებს ავადმყოფობა?
04.08.2011
იმკურნალე, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც
ჩვენს ქვეყანაში მედიცინისა და რელიგიის, მართლმადიდებლობის ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს.
04.08.2011
"სიბრძნე ზირაქისაში" ვკითხულობთ: "შვილო, შენს სნეულებას ნუ მიუყრუებ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცდუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისაგან...
04.08.2011
მოციქულის სწავლებით (რომ. 5,12), ამქვეყნად ცოდვა ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა, ხოლო ცოდვის გზით, როგორც მისგან გამომდინარე ბუნებრივი შედეგი - შემოვიდა სიკვდილიც, სხვადასხვა სნეულებასთან ერთად, რომლებიც წინ უძღვიან მას.
04.08.2011
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი, რომელიც პროფესიით ექიმი გახლდათ, მკურნალთ მოუწოდებს, მიემსგავსონ მუსიკალურ სიმს, რომელსაც თავისით ხმის გამოღება არ შეუძლია.
03.03.2011
კვება სიცოცხლის პირველი და აუცილებელი პირობაა. ჯანსაღი საკვების მიღება ძნელი არ არის, თუ, რასაკვირველია, ვიცით, რა გვსურს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat