ხელოვნური განაყოფიერება და კლონირება
ხელოვნური განაყოფიერება და კლონირება
თუ ქალთა დიდი ნაწილი ჩასახვისგან თავდაცვის საშუალებებს ეძებს, სხვა წყვილები რას აღარ ცდილობენ შვილიერებისთვის, მაგრამ ამ მიზნით გამოყენებულ ზოგიერთ მეთოდს ეკლესია არ იწყნარებს. მეტიც, ადამიანის ფანტაზია უფრო შორს წავიდა - მეცნიერებმა თავი უფალს გაუტოლეს და ხელოვნური ადამიანის შექმნა მოინდომეს. ამისთვის ორი მშობლის თანამონაწილეობა აღარ სჭირდებათ; ადამიანის გენეტიკური მასალა და სუროგატი დედა საკმარისია ახალი ინდივიდის მისაღებად...

გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური კონსტანტინე გიორგაძე.

- მამაო, რატომ უარყოფს ეკლესია ხელოვნური ჩასახვის მეთოდს, რომელსაც უმეტესად მეუღლეებს შორის შეუთავსებლობის დროს მიმართავენ?

- ნუ ვისწრაფვით იმის მისაღწევად, რაც არ გვეძლევა უფლისგან. ღვთის კურთხევას, ეკლესიის პოზიციას არ უნდა გადავიდეთ, ბუნების წინააღმდეგ არ უნდა წავიდეთ. ექიმი, ცხადია, უნდა დაეხმაროს უშვილო წყვილს, თუ მას სჭირდება კლასიკური სამედიცინო მკურნალობა, რეკონსტრუქციული - აღდგენითი ოპერაცია ან სხვა ჩარევა ორთოდოქსული მედიცინის ფარგლებში, მაგრამ ისეთი რადიკალური მეთოდები, როგორებიცაა ხელოვნური, ინ ვიტრო - სინჯარაში განაყოფიერება, ეწინააღმდეგება და შეურაცხყოფს უფალს.

ხსენებული მეთოდების მომხრენი ამბობენ: "ნახეთ, ოჯახმა როგორ გაიხარა, ბავშვი ჰყავთ, ცხოვრების მიზანი გაუჩნდათ. განა ეს უფლისთვის სათნო არ არის?" არ არის სათნო. თუ შემოქმედს ოჯახისთვის ბავშვის მიცემა სურდა, ზედმეტი ჩარევის გარეშეც მისცემდა. უფალმა იცის, ვის მისცეს შვილი, როდის და რამდენი. თუ ზოგს შვილიერება აცხოვნებს, ზოგი უშვილობით ცხონდება. უფალს ყოველივე განჭვრეტილი აქვს. ამიტომ ჩვენ მოვლენების სულიერი ასპექტები უნდა ვეძიოთ და ხორციელ შეღავათებზე ისე ვიფიქროთ.

- მაგრამ ხელოვნური განაყოფიერება ხომ მხოლოდ წახმარებაა გარკვეული ბარიერის გადასალახად?

- უფალი ვერ ეხმარება და ადამიანი შველის? ნუთუ უფალზე მოწყალენი და გულკეთილნი ვართ?! ამ მეთოდის დროს სპეციალურად იღებენ სპერმას (რაც თავისთავად ცოდვიანი ქმედებაა) და ქალის ორგანიზმში შეჰყავთ.

უფალმა მკურნალობის უფლება კი მოგვცა, მაგრამ ტრადიციული მეთოდებით. ნებადართულია, მაგალითად, სხვადასხვა ანთებითი პროცესის მკურნალობა, ამის შედეგად საშვილოსნოს დახშული მილების გამტარობის აღდგენა, მედიკამენტური და ჰორმონული პრეპარატების გამოყენება და სხვა.

როცა კვერცხუჯრედი ნაყოფიერდება ანუ ზიგოტა წარმოიქმნება, იქ უკვე უფლის უკვდავი სული მკვიდრდება - ნაყოფი დედის სხეულის ნაწილი აღარ არის, ის ცალკე პიროვნებაა. ამიტომ როცა ჩასახვა უფლის საწინააღმდეგო ქმედებებით ხდება, უნდა ვიფიქროთ, ხომ არ შეურაცხვყოფთ ამით შემოქმედს.

არის შემთხვევა, როცა სპერმას საერთოდ არ გააჩნია განაყოფიერების უნარი. ამ დროს ხელოვნურად ჩასახვის მეთოდითაც ვერ გაანაყოფიერებს კვერცხუჯრედს. ისეც მომხდარა, რომ მსგავსი პრობლემისას მოტყუებით სხვა ადამიანის სპერმა შეუტანიათ, რაც წყვილის დიდი შეურაცხყოფაა.

- ზოგჯერ დონორი სპერმის შეტანა მეუღლეების თანხმობით ხდება...

KARIBCHE- ეს მთლად საშინელებაა! ამ გზით ჩასახული ბავშვები უფრო აგზნებულები, ნაკლები ინტელექტის მქონენი და ურჩები არიან. ამიტომ მოთმინებით უნდა დაველოდოთ ჩვენზე უფლის ნების აღსრულებას და ყოველივე მორჩილებითა და მადლიერებით მივიღოთ.

- უფრო რთული ტექნოლოგია გამოიყენება "სინჯარის ბავშვის" მისაღებად. ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე?

- ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისას, როდესაც განაყოფიერება დედის ორგანიზმის ნაცვლად სინჯარაში ხდება, რამდენიმე კვერცხუჯრედს ანაყოფიერებენ. შემდეგ თვითონ არჩევენ მათგან "საუკეთესოს" ან სასურველი სქესისას და საშვილოსნოში შეაქვთ. ზოგჯერ ყველა განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს შეიტანენ და ბუნებრივ გადარჩევას ელოდებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მათგან ერთი ან ორი გააგრძელებს არსებობას, დანარჩენი კი დაიღუპება. თვითნებობას, რომელსაც ხელოვნური განაყოფიერების დროს სჩადიან, "სინჯარის ბავშვის" შემთხვევაში ჩანასახების მკვლელობის ცოდვაც ემატება.

- კლონირებაზე რას გვეტყვით?

- სიონისტურ მოძრაობას ჯერ კიდევ XIII საუკუნეში სურდა ხელოვნური ადამიანის შექმნა. დღეს ეს ოცნება რეალობად იქცა. 1996 წელს ბიოლოგმა ვილმუტმა მოახერხა, გამოეყო ღეროვანი - საწყისი უჯრედები, რომელთაგან ფორმირდება სხვადასხვა ქსოვილის უჯრედები. ამ მიღწევამ მეცნიერებს კლონირების გზა გაუხსნა, რაც წარმატებით განახორციელეს კიდეც ცხვრებზე. ერთი ცხვრისგან აღებულ კვერცხუჯრედს ასუფთავებენ გენეტიკური კოდისგან, მასში მეორე ცხვრის ღეროვანი უჯრედისგან აღებულ გენეტიკურ კულტურას ნერგავენ და ეს კვერცხუჯრედი მესამე ცხვრის საშვილოსნოში ანუ სუროგატულ დედაში შეაქვთ. გამოდის, რომ არსებობს სამი დედა და არც ერთი მამა.

1997 წელს უკვე მიიღეს ასეთი ცხვარი. მას დოლი დაარქვეს. ამის შემდეგ ადამიანის გენებზე დაიწყეს მუშაობა. ამ მუშაობის ერთ-ერთი შედეგი გახლდათ ცხვარი პოლი, რომელიც ადამიანის ცილის მქონე რძეს იძლეოდა. დღეს კი უკვე არსებობს ადამიანის შექმნის შესაძლებლობაც.

უფალმა მისცა გონიერება ადამიანს, რომ გენური ინჟინერიის მეშვეობით მიეგნო ამა თუ იმ დაავადების გამომწვევი გენებისთვის. მაგრამ როცა მოლეკულურ დონეზე ცვლიან დაავადებულ გენს და ახდენენ გენეტიკური კოდის კორექციას, იოლი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ბიოლოგიური მასისგან შეკვეთილი პარამეტრების მქონე ადამიანების მიღება. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ეს საშუალება არაკეთილსინდისიერი კაცის ხელში მოხვდა. რომ მოინდომოს, სასურველი მონაცემების მქონე მთელ არმიას შექმნის - ფიზიკურად ძლიერებს, აგრესიულებს... კლონირება ხელს შეუწყობს ორეულების შექმნას, რომელთა გენეტიკური მასალა დონორების ბანკში იქნება შენახული. არადა, უფალმა თითოეული ჩვენგანი განუმეორებელ ინდივიდად შეგვქმნა...

ცნობილია, როცა მეცნიერება არ ექვემდებარება ღმერთს, ის აღვირახსნილი ხდება. ფიზიკაში ასეთი აღვირახსნილობის მაგალითია ატომური ბომბი, მედიცინაში - აბორტი, ექსტრაკორპორალური განაყოფიერება, კლონირება და სხვა, ბიოლოგიაში - გენმოდიფიცირებული პროდუქტების შექმნა, არქეოლოგიაში - ნახშირბადის დაშლის სიჩქარით ქრონოლოგიის დადგენა და ა.შ. საჭიროა ლაგამი, ზღვარი, რომელსაც ეკლესია და მისი კურთხევა იძლევა. მის გარეშე ადამიანი უგზო-უკვლოდ მიექანება და ბოლოს სადმე გადაიჩეხება კიდეც.

- მამაო, როგორ ფიქრობთ, ექნება თუ არა სული კლონირებულ ადამიანს?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებით შემიძლია. ვფიქრობ, კლონირებულ ადამიანებს, ცხოველების მსგავსად, მხოლოდ სამშვინველი ექნებათ, სული კი - არა, რადგანაც მათ შექმნაში ღმერთი არ მონაწილეობს.

მართლმადიდებლური სწავლებით ცნობილია, რომ ადამიანს სამშვინველთან ერთად უფლის მიერ უკვდავი სულიც ეძლევა. ეს არის ჭეშმარიტი სული. ხოლო თუ უფალი არ მონაწილეობს ინდივიდის შექმნაში, თუ იქ მისი უკვდავი სული არ იმყოფება, როგორღა მიეცემა იგი? ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, კლონირებულ ადამიანს ჭეშმარიტი სული ანუ უფლის მიერ შექმნილი სული არ უნდა ჰქონდეს.

კიდევ გავიმეორებ: ეს მხოლოდ ჩემი აზრია და სინამდვილეში რა ხდება, მხოლოდ უფალმა იცის.

- ერთ ჩემს ახლობელს სამშობიაროში ბავშვის ჭიპლარის შენახვა შესთავაზეს, რათა მომავალში რომელიმე ორგანოს დაავადებისას მისგან ჯანსაღი ქსოვილი წარმოქმნან და ამ გზით განკურნონ.

- ასეთ რამეს ქრისტიანები არ უნდა ავყვეთ. ჭიპლარის ბანკში შენახვას, რათა ავადმოფობისას გადაგვინერგონ ჩვენივე გენეტიკური მასალისგან მიღებული თირკმელი, გული თუ სხვა ორგანო, სჯობს, ორთოდოქსული მედიცინის მეთოდებით შემოვიფარგლოთ და სასოება არა ორგანოთა ბანკზე, არამედ უფალზე დავამყაროთ.

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
08.09. 2015
მარიამი
უფლის ნება მარტო უფალმა უწყის და იქნებ სწორედ უფლის ნებით მივიდა მედიცინა ხელოვნური განაყოფიერების შესაძლებლობის აღმოჩენამდე რათა უამრავ ადამიანს დედობის და მამობის სიხარული განეცადა?
სხვა სიახლეები
26.02.2018
ზოგადად, მარხვა არ არის მხოლოდ საკვების შეზღუდვა, ეს დიდი სულიერი ცვლილებების პერიოდია.
12.09.2013
ეკლესიის დამოკიდებულებას სამკურნალო საქმის მნიშვნელობისადმი კარგად გამოხატავს მაღალღირსი ბარსანოფი დიდის წერილი
29.08.2013
ხალხური მედიცინა
ცნობილი ექიმი, სამედიცინო ფსიქოლოგი და რელიგიათმცოდნე კ. როზინი ბიბლიურ ცოდნაზე დაყრდნობით ამბობდა:
04.08.2011
თუ ვინმეს ტკივილებსა და უძლურებაში ვიხილავთ, ცბიერებით კი არ დავიწყოთ ავადმყოფობის მიზეზების რკვევა, არამედ უბრალო და უანგარო სიყვარულით მივიღოთ და შევეცადოთ, როგორც საკუთარ თავს, ისე ვუმკურნალოთ
04.08.2011
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:

- მამაო, რატომ ეძლევათ ადამიანებს ავადმყოფობა?
04.08.2011
იმკურნალე, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც
ჩვენს ქვეყანაში მედიცინისა და რელიგიის, მართლმადიდებლობის ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს.
04.08.2011
"სიბრძნე ზირაქისაში" ვკითხულობთ: "შვილო, შენს სნეულებას ნუ მიუყრუებ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცდუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისაგან...
04.08.2011
მოციქულის სწავლებით (რომ. 5,12), ამქვეყნად ცოდვა ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა, ხოლო ცოდვის გზით, როგორც მისგან გამომდინარე ბუნებრივი შედეგი - შემოვიდა სიკვდილიც, სხვადასხვა სნეულებასთან ერთად, რომლებიც წინ უძღვიან მას.
04.08.2011
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი, რომელიც პროფესიით ექიმი გახლდათ, მკურნალთ მოუწოდებს, მიემსგავსონ მუსიკალურ სიმს, რომელსაც თავისით ხმის გამოღება არ შეუძლია.
04.08.2011
ვინც წმინდანთა ცხოვრებებში ეძებს სულიერ საზრდოს, კარგად იცის, რომ ბევრ მათგანს სიცოცხლეშივე მიეცა ღვთისგან ხელმწიფება ეშმაკთა განსხმისა, სნეულთა განკურნებისა, ბრმათათვის თვალთა აღხილვისა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat