"ავადმყოფობისას ექიმსა და წამალზე უწინ ლოცვით ისარგებლე"
"ავადმყოფობისას ექიმსა და წამალზე უწინ ლოცვით ისარგებლე"
თბილისის ონკოპრევენციის ცენტრს მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ფერისცვალების დედათა მონასტერთან. ონკოლოგები და მონაზვნები ყველაფერს აკეთებენ, რომ ავადმყოფებს დაეხმარონ და ფიზიკური თუ სულიერი მდგომარეობა გაუუმჯობესონ. ისინი ზრუნავენ პაციენტებზე, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ გულისხმიერება.
გვესაუბრება ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ონკოპრევენციის ცენტრის ონკოლოგი, დოცენტი რემა ღვამიჩავა:

- ბატონო რემა, როგორი ურთიერთობა გაქვთ დედათა მონასტერთან?

- ონკოპრევენციის ცენტრი კლინიცისტი ონკოლოგების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა და მიზნად ისახავს კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენას, პროფილაქტიკას და უკვე შორსწასული დაავადების მქონე პაციენტებზე მზრუნველობას, რასაც დასავლეთში პალიატიურ მზრუნველობას უწოდებენ. სამწუხაროდ, საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, კიბოს შემთხვევები მატულობს. იმ დროისთვის, როცა დიაგნოზის დასასმელად მოგვმართავენ, პაციენტთა დიდ ნაწილს სიმსივნის უკვე შორსწასული ფორმა აქვს. ადრე ავადმყოფებს, რომელთა მკურნალობაშიც მედიცინა უძლური იყო, სახელმწიფო მხოლოდ უფასო ნარკოტიკით ამარაგებდა და ამით ამთავრებდა მათთან ურთიერთობას. დღეისთვის კი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცალკე დარგადაა ჩამოყალიბებული პალიატიური მზრუნველობა. ჩვენმა წარმომადგენლებმა უცხოეთში გაიარეს ტრეინინგები, ევროპელმა ექსპერტებმა ჩვენი ორგანიზაცია ამიერკავკასიაში ლიდერად აღიარეს.

პალიატიური მზრუნველობის კლინიკის გახსნამდე ურთიერთობა გვქონდა თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერთან, რომლის წინამძღვარია დედა მარიამი. ქართველი მეცენატების დახმარებით მონასტრის მახლობლად აშენდა სამსაწოლიანი ქსენონი, სადაც მეტწილად ონკოლოგიური პაციენტები წვანან, თუმცა ვერც სხვა კატეგორიის ავადმყოფებს ეუბნებიან უარს. მონაზვნები თავადვე უვლიან ავადმყოფებს და წამლებით უზრუნველყოფენ. ბევრი მათგანი განათლებით ექიმია და მათთვის ავადმყოფზე ზრუნვა უცხო არ არის. ჩვენი, ონკოლოგების ფუნქცია სამედიცინო მხარის მართვით შემოიფარგლება, თუმცა ვცდილობთ, ტრეინინგებში სასულიერო პირებიც ჩავრთოთ, რადგან პაციენტების სამედიცინო მომსახურების დახვეწა სულიერი მდგომარეობის მოუწესრიგებლად წარმოუდგენელია. დასავლეთში ამას ფსიქოლოგები აკეთებენ და არცთუ ურიგოდ, მაგრამ მათი დახმარება ეკლესიის მზრუნველობასთან ახლოსაც ვერ მოვა. ხშირად ვთხოვთ რჩევას სასულიერო პირებს, ვეკითხებით, როგორ დავეხმაროთ პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს სულიერი სფეროს მართვაში, რათა შეძლებისამებრ ავამაღლოთ და ნორმალურს მივუსადაგოთ მათი ცხოვრების ხარისხი.

სოროსის ფონდისა და ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ონკოცენტრში 10 საწოლზე გავხსენით პალიატიური მზრუნველობის კლინიკა, სადაც ავადმყოფის მოვლაზე გაწეულ ხარჯებს ძირითადად სახელმწიფო ფარავს (პაციენტს მიზერული თანხის გადახდა უხდება). პაციენტები უზრუნველყოფილნი არიან მედიკამენტებით, საკვებითა და მოვლით. აქ დაწოლის ყველა მსურველის დაკმაყოფილებას ვერ ვახერხებთ, ამიტომ გვინდა, ასეთი პაციენტების ბინაზე მომსახურება დავიწყოთ. დიდი სურვილი გვაქვს, დედათა მონასტერთან აქაც ვითანამშრომლოთ, რადგან ვფიქრობთ, ეკლესიის წარმომადგენელი გამუდმებით უნდა იყოს ავადმყოფის გვერდით. დამერწმუნეთ, ეს დადებითად იმოქმედებს ავადმყოფსა და მის ახლობლებზე და ექიმების შრომასაც უფრო ეფექტიანს გახდის.

რამდენიმე კითხვით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის კათედრის პროფესორს, ონკოპრევენციის ცენტრის პალიატიური მზრუნველობის კლინიკის ხელმძღვანელს მიხეილ შავდიასაც მივმართეთ:

- ბატონო მიხეილ, რამდენად ეხმარება რწმენა ავადმყოფს დაავადების დამარცხებაში?

- მედიცინას არ აქვს საიმისო საშუალებები, რომ სიმსივნით დაავადებულებს ეფექტიანად დაეხმაროს, ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მათ კომპლექსური სამედიცინო-ფსიქოლოგიური და სულიერი დახმარება გავუწიოთ. ჩვენი პრაქტიკიდან თვალნათლივ ჩანს, რომ პაციენტები, რომელთაც აწუხებთ ძლიერი ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა, საერთო სისუსტე, ფსიქოთერაპიის, განსაკუთრებით კი მღვდელთან საუბრების შემდეგ გაცილებით უკეთ ხდებიან. დეპრესია ეხსნებათ, ტკივილის ინტენსივობა საგრძნობლად კლებულობს და ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება. ეს საშუალებას გვაძლევს, სამედიცინო ჩარევა უფრო ეფექტიანი გავხადოთ. ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ პაციენტებს მღვდლებთან ურთიერთობას, მაგრამ ხშირად თავადვე, ჩვენი რჩევის გარეშეც, მოჰყავთ მოძღვარი. ბევრი აქ პირველადაც კი ეზიარება. როგორც უკვე მოგახსენეთ, ზიარების შემდეგ პაციენტების მდგომარეობა უმჯობესდება. ვისაც ამის გაკეთება არ სურს, მისი მდგომარეობა უფრო მძიმეა. შორსწასული სიმსივნეების შემთხვევაში სიკვდილი ხშირად გარდაუვალია, მაგრამ მორწმუნენი სულიერად დამშვიდებულნი, ტკივილისა და ტანჯვის გარეშე გადიან ამ ქვეყნიდან, ხოლო ურწმუნოები ტკივილებისგან იტანჯებიან.

დღეისათვის არსებული მეთოდებით სიმსივნის შორსწასულ შემთხვევებში სიცოცხლის გახანგრძლივება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი იქნება პაციენტის დარჩენილი ცხოვრების ხარისხი? ექსპერიმენტულად დამტკიცებულია, რომ ტკივილი იწვევს დეპრესიას, დეპრესიის გამო იმუნიტეტი ქვეითდება და სიმსივნური პროცესები გაცილებით აგრესიულად მიდის. უფლის რწმენა კი ადამიანს უხსნის დეპრესიას, ტკივილს, ავადმყოფი იწყებს ჭამას, ერთი სიტყვით, მისი და მის გარშემომყოფთა ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება. სულიერი მდგომარეობის კორექცია მეტად მნიშვნელოვანია ყველასთვის და მით უმეტეს - ასეთი მძიმე პაციენტებისთვის.

ჩვენი კლინიკის თანამშრომლები ყველანაირად ზრუნავენ ავადმყოფებზე, ძალ-ღონეს არ იშურებენ მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ განყოფილება მხოლოდ 10 პაციენტისთვისაა განკუთვნილი, აქ დაწოლის მსურველი კი მეტია...

ესაუბრა
ნინო ჩარგეიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.02.2018
ზოგადად, მარხვა არ არის მხოლოდ საკვების შეზღუდვა, ეს დიდი სულიერი ცვლილებების პერიოდია.
12.09.2013
ეკლესიის დამოკიდებულებას სამკურნალო საქმის მნიშვნელობისადმი კარგად გამოხატავს მაღალღირსი ბარსანოფი დიდის წერილი
29.08.2013
ხალხური მედიცინა
ცნობილი ექიმი, სამედიცინო ფსიქოლოგი და რელიგიათმცოდნე კ. როზინი ბიბლიურ ცოდნაზე დაყრდნობით ამბობდა:
04.08.2011
თუ ვინმეს ტკივილებსა და უძლურებაში ვიხილავთ, ცბიერებით კი არ დავიწყოთ ავადმყოფობის მიზეზების რკვევა, არამედ უბრალო და უანგარო სიყვარულით მივიღოთ და შევეცადოთ, როგორც საკუთარ თავს, ისე ვუმკურნალოთ
04.08.2011
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:

- მამაო, რატომ ეძლევათ ადამიანებს ავადმყოფობა?
04.08.2011
იმკურნალე, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც
ჩვენს ქვეყანაში მედიცინისა და რელიგიის, მართლმადიდებლობის ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს.
04.08.2011
"სიბრძნე ზირაქისაში" ვკითხულობთ: "შვილო, შენს სნეულებას ნუ მიუყრუებ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცდუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისაგან...
04.08.2011
მოციქულის სწავლებით (რომ. 5,12), ამქვეყნად ცოდვა ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა, ხოლო ცოდვის გზით, როგორც მისგან გამომდინარე ბუნებრივი შედეგი - შემოვიდა სიკვდილიც, სხვადასხვა სნეულებასთან ერთად, რომლებიც წინ უძღვიან მას.
04.08.2011
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი, რომელიც პროფესიით ექიმი გახლდათ, მკურნალთ მოუწოდებს, მიემსგავსონ მუსიკალურ სიმს, რომელსაც თავისით ხმის გამოღება არ შეუძლია.
04.08.2011
ვინც წმინდანთა ცხოვრებებში ეძებს სულიერ საზრდოს, კარგად იცის, რომ ბევრ მათგანს სიცოცხლეშივე მიეცა ღვთისგან ხელმწიფება ეშმაკთა განსხმისა, სნეულთა განკურნებისა, ბრმათათვის თვალთა აღხილვისა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat