გულისთქმების გამოცნობა და მათთან გამკლავების ხელოვნება უმნიშვნელოვანესია ქრისტიანის ცხოვრებაში
გულისთქმების გამოცნობა და მათთან გამკლავების ხელოვნება უმნიშვნელოვანესია ქრისტიანის ცხოვრებაში
ჩვენი დროის საეკლესიო მამა, არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) წერს: "საიდან მომდინარეობს ცოდვილი უწმინდურება გულისა , როდესაც ჩვენ შექმნილნი ვართ ხატად და მსგავსად ღმრთისა, ხოლო ღმერთი "წმინდა არს და უწმინდეს". იგი მომდინარეობს ეშმაკისაგან, რომელსაც წმინდა წერილში ხშირად უწმინდური სული ჰქვია, ხოლო ლოცვაში მოიხსენიება უცხო, ბილწ და საძაგელ სულად, რომელიც თავისი დაცემის შემდეგ გადაიქცა ყოველგვარი სიბინძურის ჭურჭლად და იმთავითვე თავისი უწმინდური სუნთქვით შებილწა პირველ ადამიანთა გულები, ღრმად ჩათესა ცოდვა მათ არსებაში, სულში, სხეულში და კვლავაც გადასცემს ამ უწმინდურებას, როგორც მემკვიდრეობით მანკიერებას, ყოველ მომდევნო თაობას. ეს ცოდვილი უწმინდურება ისე დიდია, ისე ღრმად გაიდგა ფესვი კაცის გულში, ისე ძნელია მისგან გათავისუფლება, რომ თვით წმინდა მამებიც კი, რომლებიც მთელი სიცოცხლე ფხიზლად ადევნებდნენ თვალყურს საკუთარი გულის მიმოხვრასა და ზრახვას, დროდადრო თავის თავში ამჩნევდნენ მოზღვავებას ცბიერი, უწმინდური აზრებისას. ისე დიდი იყო ეს ცდუნება, რომ სიწმინდის მწვერვალზე მოქცეულნი ჩამოვარდნილან უწმინდურების ცოდვაში. ეს ცოდვა ისე დიდია, რომ ხშირი ლოცვის მიუხედავად, იგი მაინც რჩება ჩვენში და სამარის კარამდე მიგვყვება, ხოლო ზოგიერთ ჩვენგანში კი განსაკუთრებული თავხედობითა და ურცხვობით ვლინდება.

წმინდა მამები და მართლმადიდებელი ეკლესია გვთავაზობენ საუკუნეებით გამოცდილ გზას მავნე გულისთქმათაგან ჩვენი გონების განწმენდისა: აი, მივაღწიეთ ხანდაზმულობის ასაკს და იმდენად მივეჯაჭვეთ მიწიერ საფიქრალს, ხორციელ საზრუნავს, ისე დავშორდით სულიერ ცხოვრებას, რომ ვერც კი ვხვდებით გულისთქმებთან ბრძოლის აუცილებლობას და ბოროტებადაც აღარ მიგვაჩნია მათი არსებობა, რომელნიც უმოწყალოდ გვტაცებენ ყოველივე იმას, რასაც უფლისაგან ვიღებთ საეკლესიო საიდუმლოებათა აღსრულებისას. მაგრამ როგორმე ხომ უნდა გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე, ვიფიქროთ სულის უკვდავებაზე, ვიზრუნოთ გულის განწმენდაზე, რადგანაც წმინდა გული არის ის საქორწილო სამოსელი, რომლის შესახებაც უფალი თავის იგავში საუბრობს. მხოლოდ ამ სამოსლით შეგვიძლია მივუსხდეთ ზეციურ ტრაპეზს მარადიულ ცხოვრებაში".

წმინდა მამები ბევრს წერენ იმაზე, თუ მთელი სიცოცხლე როგორ უნდა უდარაჯოს ადამიანმა საკუთარი გულის კარს და დაიცვას იგი ვნებიანი გულისთქმებით დაბინძურებისაგან, რადგან ჩვენი მთავარი უბედურება სწორედ ჩვენივე გულის მოუწესრიგებლობაა, რაც ხორციელ უწმინდურებაზეც აისახება. დღეს, როდესაც ვნებების ტყვეობაში ყოფნა ლამის ადამიანის ხასიათად და მუდმივ ჩვევად იქცა, ალბათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სიწმინდისა და უბიწოების დაცვა, ხორციელ გულისთქმათაგან თავის შეკავება და კეთილკრძალულებისკენ სწრაფვა არათუ სათაკილო საქმე, არამედ აღმატებული საზომია ქრისტიანული მოღვაწეობისა. რა სიკეთე მოაქვს სულიერი და ხორციელი უბიწოების დაცვას, როგორ არის განდიდებული მართლმადიდებელ ეკლესიაში ქალწულებრივი სპეტაკი ცხოვრების მშვენიერება, რა განსხვავებაა სიყვარულსა და ვნებას შორის და რა უმთავრესი მოტივით უნდა იყოს განპირობებული საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობა, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება მართლმადიდებელი ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე:

- თანამედროვეობაში დამკვიდრდა შეხედულება, თითქოსდა სექსუალური თავშეკავება ადამიანში ახშობს სექსუალურ ენერგიას და ამსხვრევს მის ცხოვრებას. ამასთან დაკავშირებით მღვდელმონაზონი ზენკოვსკი ამბობდა, რომ ხორციელი თავშეკავება კი არ ახშობს და კლავს სექსუალურ ენერგიას, არამედ, ხშირად სუბლიმაციის გზით გადაჰყავს იგი უმაღლეს სულიერ ფორმაში და წარმოადგენს უმაღლესი შემოქმედებითი ცხოვრების დაწყების წინაპირობას. საერო პირთა შორის დღეს ხშირად შეხვდებით დონ ჟუანის მანტიიან მექალთანეებს, რომლებიც ამაყობენ თავიანთი დიდი მიღწევებით სექსუალური ურთიერთობის სფეროში. ეს კარგად ამხელს მათ დამოკიდებულებას ღვთის მცნების მიმართ. ქრისტიანულ სამყაროში არსებობს უამრავი მაგალითი, რომელიც წარმოაჩენს იმას, თუ როგორ ჯილდოვდება ქალწულებრივი ცხოვრება და თუ რამდენად სათნოა იგი უფლისათვის. მაგალითად, ომიდან დაბრუნებულ ერთ-ერთ რუს საერო პირს, ნიკოლოზს, ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: შენ მარტო იმიტომ გადარჩი ომში, რომ არასოდეს აჰყოლიხარ უხამს და ბილწ გულისთქმებს და არ გაგიზიარებია სარეცელი მრუშ ქალთანო. ამის მერე ნიკოლოზმა ეკლესიური ცხოვრება დაიწყო და ქალწულების აღთქმა დადო, რომელსაც სიკვდილამდე ურყევად იცავდა. ამ გამოცხადებამ მას ნათლად დაანახა და აგრძნობინა, თუ რა არის სათნო უფლისათვის და რა - არა. სახარებისა და მოციქულთა სწავლებით, ქალწულება ქორწინებაზე მაღლა დგას, მაგრამ ის აუცილებლობა კი არ არის, არამედ უმაღლესი შესაძლებლობაა. მაგალითად, რამდენადაც ქალწულება უმჯობესია ცოლქმრობისა, იმდენად ზნეკეთილი ქორწინება აღემატება საეჭვო ქორწინებას; "დაე, ნუ გაკიცხავს უმანკოებას ის, ვისაც თავისთვის ქორწინება აღურჩევია; და ქორწინებასაც ნუ დაგმობს, ვინც კეთილკრძალულებას შესდგომიაო", - გვასწავლიან წმინდა მამები.

ქალწულებრივი ცხოვრების მშვენიერებაზე საგანგებოდ წერს წმინდა ამბროსი მედიოლანელი: "ქალწულთა სამკაულად სხეულებრივი მშვენიერება კი არ წარმოდგება, რომელიც უნდა განქარდეს სნეულებათაგან თუ ხანდაზმულობისაგან, არამედ კეთილ ღვაწლთა ის დიდება, რომელიც არანაირ შემთხვევითობას არ ექვემდებარება და შეუძლებელია, ოდესმე მოკვდეს, განქარდეს... ვინც უმეტეს წმინდა არს, იგი მეტადვეა გარეშემოზღუდული. თქვენ, წმიდანო ქალწულნო, რომელნიც უბიწო კეთილმსახურებით დაიმარხავთ უფლის წმინდათაწმინდა სარეცელს, უწყოდეთ, განსაკუთრებულნი მცველნი არსებობენ და გასაკვირიც არ არის, რომ თქვენი საღვთო მოშურნეობის გამო ანგელოზებრივი ჩვეულებებისადმი თქვენთვის ანგელოზები იბრძვიან. ქალწულებრივი უბიწოება იმსახურებს შეწევნას მათგან, ვისი ცხოვრების მიბაძვის ღირსიც იგი შექმნილა. რა მშვენიერია: ანგელოზები თავიანთი უკრძალველობისათვის ზეციდან ამა ქვეყნად გარდამოცვივნენ, ქალწულნი კი თავიანთი უბიწოებისათვის ამა ქვეყნიდან ზეცად გადასახლდნენ".

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ყმაწვილობაში მისთვის მოვლენილ ხილვაზე ამბობდა: "ერთხელ სიზმარში ჩემს სიახლოვეს მდგარი ორი ქალწული ვიხილე; ორივე ლამაზი იყო, სიმაღლითა და ასაკით ტოლი, უსამკაულონი; არც ოქროთი, არც ვერცხლით, არც მარგალიტებით, არც ძვირფასი ქვებით და საკინძეებით, არც რბილი აბრეშუმის სამოსით, არც ოქროს სარტყლებით, არც სახის სილამაზით არ ამაყობდნენ ისინი, არც წარბებისა და თმის მშვენიერებით და არც არაფერი ისეთით, რითაც ამქვეყნიური ქალწულები ყმაწვილთა მზერას იპყრობენ და თავს იწონებენ. სადა, სუფთა, თეთრი სამოსით უბრალოდ იყვნენ შემოსილნი, თავი და სახე თხელი საბურავით ჰქონდათ დაფარული, თვალებდახრილნი, უბიწო და ქალწულებრივი მორცხვობით ლოყებშეფაკლულნი, ალისფერი ბაგეებით, თავიანთი დუმილით თავმდაბლობას გამოხატავდნენ". მათი შემყურე გრიგოლ ღვთისმეტყველი უდიდეს სიხარულს განიცდიდა. მას მიწიერად ვერ წარმოედგინა ისინი, არამედ მხოლოდ კაცობრივ ბუნებაზე აღმატებულად. ხოლო ისინი მათი გამოცხადებით გახარებულ წმინდა მამას სიყვარულით და ალერსიანად ეხვეოდნენ, როგორც შვილს. როდესაც ღვთისმეტყველმა ჰკითხა მათ, - ვინა ხართ და საიდან მოხვედითო, - პირველმა თქვა, რომ უბიწოებაა, ხოლო მეორემ თავი დათმენად გააცნო. ამბობენ, რომ ისინი მეუფე ქრისტეს დიდების ტახტთან არიან წარდგომილნი და ზეციური ქალწულების სილამაზით ტკბებიან. გაღვიძებულმა გრიგოლმა ენით აუწერელი სიხარულითა და სიტკბოებით აღვსილი გული შეიგრძნო. ამ დღიდან სულით აენთო, გულმოდგინედ დაეცვა თავისი უმანკოება, რასაც უდიდესი დათმენით ცდილობდა და გაურბოდა ყოველგვარ ამქვეყნიურ ტკბობას.

მე-20 საუკუნის დასაწყისში პროლეტარი ღვთისმებრძოლები დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ სექსი ისეთივე აუცილებლობაა ადამიანისთვის, როგორიც ჭამა და ძილი, რომ ქალწულების დაცვა მავნეა ჯანმრთელობისთვის, რადგანაც იწვევს ისტერიას, სხვადასხვა სახის ფსიქიკურ აშლილობას, ამიტომ ქალებმა უნდა იბრძოლონ სექსუალური თავისუფლებისთვის და ა. შ. მათ წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა ბერმა ალექსი შუშანიამ. იგი ამხელდა მათი მატერიალისტური და მკვდრადშობილი მოძღვრების სრულ უსუსურობასა და არასიცოცხლისუნარიანობას. წმინდა ალექსი შუშანია მათ პასუხობდა, რომ სხეულებრივი და სულიერი ავადმყოფობის წინაპირობა სწორედ თავშეუკავებელი და აღვირახსნილი ცხოვრებაა, ხოლო სიწმინდის დაცვა უზრუნველყოფს ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ ცხოვრებას. ბერ-მონაზვნები 80-90 წლის ასაკამდეც ჯანმრთელად და უვნებლად ცხოვრობენო, - აცხადებდა წმინდა მამა.

სხვათა შორის, დღევანდელ სექსოლოგებსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთივე პოზიცია აქვთ. ამ მხრივ არაერთი გამოკვლევის შემდეგ მეცნიერებმა - მასტერსმა და ჯონსმა დაასკვნეს, რომ უქორწინებელი ცხოვრება ჯანმრთელობისათვის სრულიად უვნებელია.

- აქვე, ალბათ, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ჩვენს საზოგადოებაში რატომღაც დამკვიდრდა შეხედულება, თითქოს უბიწოების დაცვა მოეთხოვება მხოლოდ ქალს. მამაკაცისთვის კი ეს სულაც არ არის აუცილებელი.

- როგორც წესი, ქრისტიანული და, საერთოდ, მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, ორივე სქესს მოეთხოვება სიწმინდის დაცვა. ნიშანდობლივია, რომ საერთოდ ბერები ქორწინების საიდუმლოს აღსრულებას არ ესწრებიან. მაგრამ წმინდა მამა ლავრენტი ჩერნიგოველი საგანგებოდ დაესწრო ერთ-ერთ ქორწინების ცერემონიალს. როდესაც ამის მიზეზი ჰკითხეს, წმინდა მამამ უპასუხა: - მე ვხედავდი, რომ ორივენი - ნეფეც და პატარძალიც უბიწონი იყვნენ და სულიწმინდა ერთიდან მეორეზე გადადიოდა; იმდენად ბედნიერი ვიყავი ამ ხილვით, რომ არ შემეძლო, დავკლებოდი ამ უჩვეულო სანახაობასო.

- ქალწულება უდიდესი სათნოებაა და მას მრავალი წახნაგი აქვს. რამდენად მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ამ სათნოების აღსრულება მხოლოდ სხეულებრივი სიწმინდის დაცვით არ შემოიფარგლება და რომ უბიწოების დაკარგვა გამოიხატება არა მხოლოდ საქმით აღსრულებაში ცოდვისა, არამედ იგი ჩვენს აზრებთან და გულისთქმებთანაც არის დაკავშირებული?

- ამის შესახებ სახარებაში წერია: "ყოველი, რომელი ჰხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მანვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა" (მათე 5, 28). საეკლესიო სწავლების მიხედვით, ჩვენ ყველანი ვცოდავთ უმანკოების დაკარგვით: საწინააღმდეგო სქესთან მეტისმეტად თამამი მოქცევით, ბილწი შეხებით, ლამაზ სახეთა ავხორცული მზერით, ბილწსიტყვაობით, ურცხვი მიმოხვრით, მაცდუნებელი სანახაობების ყურებით, გამომწვევი ჩაცმულობით და ა. შ. მთელი ჩვენი ცხოვრება ამ გულისთქმებითაა განმსჭვალული. ისინი ხან აშკარად მოქმედებენ, ხანაც - ფარულად. წმინდა მამები გვირჩევენ: "ვინც დაუქორწინებელია და თავისი გონებრივი ან სულიერი სიდუხჭირის გამო უარყოფს წმინდა ქორწინებას და თავს წარმოადგენს ჭეშმარიტ ქალწულად, თავის გულში ჩაიხედოს და სინდისს ჰკითხოს, ხომ არ გაუხრწნია თავისი ქალწულება ბიწიერი აზრებით? ხომ არ დაუპყრია მისი სული ვნებათაღელვის ცოდვას?"

ქალწულება, რა თქმა უნდა, გულისხმობს როგორც სხეულებრივ, ასევე სულიერ სიწმინდეს. წმინდა მამების სიტყვებით: "თუკი ქალწულებრივად მცხოვრების სხეული ღმერთის ტაძარია, მაშინ რა უნდა იყოს მისი სული, რომელიც სხეულის განხრწნად ნაშთთა მოცილების შემდეგ, გათავისუფლებული თითქოსდა ზეციური მღვდლის ხელით, საღმრთო ცეცხლის ალს გამოავლინებს". სწორედ ასეთი საღვთო ცეცხლის ალის გამოვლენა იყო ნეტარი მასტრიდიას ცხოვრება. მან სიყრმის ასაკშივე ქალწულების აღთქმა დადო. მისდამი უსაზღვრო ვნებით განიმსჭვალა ერთი ყმაწვილი, რომელიც ნეტარ ქალწულს დღენიადაგ მოსვენებას არ აძლევდა და მისგან საპასუხო გრძნობას ელოდა. ერთხელაც ნეტარმა მასტრიდიამ მას ჰკითხა, ჩემი რა მოგწონს და გიზიდავსო. ყმაწვილმა მიუგო, რომ ქალწულის თვალები აღუძრავდა მას ვნების ცეცხლს. ამ ვნების ცეცხლის ჩასაქრობად ნეტარმა ქალწულმა მაქო აიღო და ორივე თვალი გამოითხარა. მასტრიდიამ სიცოცხლე უსინათლოდ განვლო, თუმცაღა მისი სული უჩვეულო ნათლით ბრწყინავდა. ნეტარი ქალწულის მაგალითმა საოცარი გავლენა მოახდინა მისადმი გამიჯნურებულ ყმაწვილზე. ამის შემდეგ ისიც ბერად აღიკვეცა და მთელი სიცოცხლე ქალწულებრივი ცხოვრებით ემსახურა უფალს. მართლმადიდებელი ეკლესია შემკული და გაბრწყინებულია უამრავი ქალწულმოწამის ღვაწლით, რომელთაც უარი განაცხადეს მიწიერ საქმროებზე და შეუერთდნენ ზეციურ სიძეს.

- თანამედროვე საზოგადოება თუმცა არ უარყოფს ქორწინებას, მაგრამ უმრავლესობას მიაჩნია, რომ ახალგაზრდებს ადრეული ასაკიდან ერთმანეთთან რომანტიკული ურთიერთობის რაც შეიძლება მეტი გამოცდილება უნდა ჰქონდეთ, რათა შემდეგ მიეცეთ შესაძლებლობა, ამოირჩიონ მეუღლე. რა უნდა გაითვალისწინონ ახალგაზრდებმა ამ შემთხვევაში?

- როდესაც ჩვენ ვესაუბრებით ახალგაზრდებს სქესთა შორის ურთიერთობებზე, მათ არ უნდა შეექმნათ ისეთი შთაბეჭდილება, რომ ესა თუ ის გრძნობა, გულისთქმა და სურვილი, რომლებიც უჩნდებათ, თავისთავად ცოდვისმიერია. უნდა გვესმოდეს: ისინი ბუნებრივია და ღმერთმა იმიტომ დანერგა ჩვენს ბუნებაში, რომ გაგვაერთიანოს მეორე ერთადერთ პიროვნებასთან ერთობლივი ცხოვრებისათვის. შეიძლება ვურჩიოთ ჩვენს შვილებს, რომ საკუთარი გრძნობების გამო სხვებს საცთურს ნუ დაუგებენ. შეიძლება, აგრეთვე, ავუხსნათ, რომ წმინდა მამათა სწავლებით, ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებული მღვიძარება ამ ჩვენი ბუნებითი ლტოლვის მიმართ, რადგან ასეთ გრძნობებს უფრო მეტად შეუძლიათ ჩვენი დატყვევება, ვიდრე სხვა ბუნებრივ გრძნობებს, როგორიცაა, მაგალითად, შიმშილის გრძნობა.

როდესაც აფრთხილებთ შვილებს, დაუქორწინებლად ვინმესთან ინტიმური ურთიერთობისგან თავი შეიკავონ, დაეხმარეთ მათ გააცნობიერონ, რომ ვისაც მსგავსი გამოცდილება აქვს (და განსაკუთრებით ერთზე მეტ ადამიანთან), შეიძლება დაკარგოს უნარი ნამდვილი და ხანგრძლივი სიყვარულისა. "და იყვნენ ორივენი იგი ერთ ხორც", - ერთ პარტნიორზე მეტის ყოლა, ანდა ღვთივკურთხეული ქორწინების გარეშე ურთიერთობანი ანადგურებს პიროვნებას. ურთიერთობანი, რომელთაც მრუშობამდე მიჰყავთ ადამიანი, არ არის ისეთი, რომელსაც ბედნიერი ერთობლივი ცხოვრებისაკენ მივყავართ.

- და მაინც, როგორ უნდა განვასხვავოთ ვნებიანი გულისთქმა და ლტოლვა ჭეშმარიტი სიყვარულისგან?

- ამასთან დაკავშირებით ისევ ზენკოვსკის სიტყვებს მოვიხმობ. იგი ბრძანებს: "თუმცა სიყვარულის გრძნობადი განცდა და სექსუალობა ერთი ფესვებიდან არიან ნასაზრდოები და მოგვიანებით წარმოიშობა მათი შერწყმის მოთხოვნილებაც, თავიდან ისინი მოძრაობენ არათუ ცალ-ცალკე, არამედ, არცთუ იშვიათად, ერთმანეთის უგულებელყოფით. სიყვარულის მოძრაობა უცხოა სექსუალობისთვის. სექსუალობა მხოლოდ ტრანსკრიფციაა სხეულის სფეროში იმისა, რაც სიყვარულის ძიებიდან მომდინარეობს. რამდენადაც ღრმაა სიყვარული, იმდენად მცირეა სექსუალობა. სიყვარული იფარავს ადამიანს სექსუალობისგან. მას მოაქვს კეთილსურნელება, რომელიც წმენდს, ასპეტაკებს ადამიანს და ათავისუფლებს სექსუალური ფორიაქისაგან. ხოლო როდესაც წინა პლანზე არის წამოწეული ვნებითი გახელებები, ჩათვალეთ, რომ იქ სიყვარულს ხელი არა აქვს". გული წმინდა იბადება ადამიანში, მაშინ ვნებები უკანა პლანზე ინაცვლებენ. რადგანაც "სატრფოდ ყოფნა წარმავლობაა, სიყვარული კი "მარადისი ყოფიერება" (რილკე). "გული წმინდას" გულისხმობს, ალბათ, ბარათაშვილიც, როდესაც წერს:

"თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს,
მას ვერც შემთხვევა, ვერცა ხანი ვერ დააბერებს...
მხოლოდ კავშირი ესრეთ სულთა ჰშობს სიყვარულსა,
ზეგარდმო მადლით საუკუნოდ დამტკიცებულსა".


მხოლოდ ვნებას და ხორციელ სილამაზეს შენამსჭვალები გული, ბარათაშვილის აზრით, "ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცები".

ერთი წმინდა მამა ბრძანებს, რომ ხორციელი ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის შეიძლება დამყარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ორი ადამიანი სულიერად იმდენად არიან ერთნი, რომ მათ სხვა არა დარჩენიათ რა, გარდა იმისა, რომ ფიზიკურადაც შეერთდნენო. რადგან თუკი ორ ადამიანს შორის არსებობს სულიერი ერთობა და მათი ურთიერთობის განმსაზღვრელი უპირველესად არის სიყვარული, შესაბამისად, ოჯახიც ჯანსაღი, მტკიცე და ერთსულოვანია. ოჯახის სიჯანსაღეზე კი, თავის მხრივ, დამოკიდებულია საზოგადოებისა და ქვეყნის სიჯანსაღე და წინსვლა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat