მატერიალური კეთილდღეობა არამც და არამც არ არის სიმშვიდის წყარო
მატერიალური კეთილდღეობა არამც და არამც არ არის სიმშვიდის წყარო
სიმშვიდე ღვთაებრივი ნიჭია, გულგრილობა კი - სიყვარულის ნაკლებობა
გვესაუბრება ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაია კალანდარიშვილი.

- როგორ მოვიპოვოთ საკუთარ სულსა და გულში სიმშვიდე...

- თუ დავუკვირდებით, მშვიდი ადამიანის გარშემო მუდამ სიმშვიდე იმკვიდრებს. სიმშვიდე უძლიერესი იარაღია ქრისტიანისა. ამ სათნოების მფლობელი თვით დაცემული ანგელოზის წინაშეც კი მშვიდია და ამ სიმშვიდით ამარცხებს ბოროტ სულს. ერთ-ერთი წმინდა მამა თავის სენაკში შევიდა და საწოლზე მწოლი ეშმაკი იხილა. ადგა და მშვიდად შეწვა საწოლის ქვეშ. ბოროტი მაშინვე გაეცალა - მან სწორედ მისი სიმშვიდე ვერ დაითმინა. მრისხანებითა და შფოთით ვერავითარ კეთილ საქმეს ვერ ვიქმთ: "მრისხანებამან კაცისამან სიმართლე ღვთისა ვერა ქმნეს", - ბრძანებს პავლე მოციქული. მრისხანებით გაკეთებული სიმართლე ღვთაებრივი სიმართლე არ იქნება, რადგან მას საფუძვლად ყოველთვის ბოროტება უდევს.

საზოგადოდ კი, გაცილებით ძნელია, შინაგანად მოიპოვო ესა თუ ის სათნოება, ვიდრე გარეგნულად აღასრულო, მაგრამ თუ გარეგნულად არ დავიწყეთ, შინაგანად ვერც ერთს ვერ მოვიპოვებთ. სათნოების გარეგნულად გამოხატვა ვარჯიშია სათნოებაში. შეუძლებელია სათნოებებში გამოწრთობა, წარმატების, სრულყოფილების მიღწევა, თუ ჯერ ამ სახით არ ვივარჯიშეთ. არ ვამბობ, კარგია-მეთქი, როცა გარეგნულად სიმშვიდეს ვინარჩუნებთ, შინაგანად კი შფოთითა და მრისხანებით ვართ აღსავსე, მაგრამ ეს იმას მაინც სჯობია, როცა კაცი შინაგანადაც მრისხანებს და ამას გარეგნულადაც გამოხატავს.

სიმშვიდის მოპოვება კი მაჭირვებელთათვის ლოცვით უნდა დავიწყოთ, მტრების სიყვარული ვისწავლოთ.

- როგორ მივაღწიოთ სიმშვიდის მდგომარეობას?

- ეს მართლაც ძნელია, მაგრამ თავის იძულებით ყველაფერი მიიღწევა. შესაძლოა, ვმრისხანებთ და ვბრაზობთ მაჭირვებელთა მიმართ, მაგრამ თავი უნდა ვაიძულოთ და ლოცვად დავდგეთ. ღმერთს ვთხოვოთ მტრების სიყვარულის უნარის მონიჭება. უფალი შეგვეწევა. მრისხანებისთვის გონებას ბოროტი ძალა აღძრავს, შემდეგ კი ადამიანი თავისი თავისუფალი ნებით ვარდება მრისხანების მდგომარეობაში, მაგრამ როცა ლოცვას ვიწყებთ, ჩვენს გონებას ბოროტი აზრებისგან უფლის ანგელოზები იცავენ და თავისთავად ვმშვიდდებით. ჩვენი ლოცვის სანაცვლოდ თავად მაჭირვებელთაც დაიცავს უფალი კაცთა მაჭირვებელი საქციელისგან.

- ბუნებრივი თვისებაა თუ არა ადამიანისთვის სიმშვიდე?

- სიმშვიდე ღვთისგან ბოძებული ნიჭია, რომელიც მხოლოდ თავმდაბლებს ეძლევათ, რადგან ასეთი ხალხი ღვთის მოყვარულია და რწმენაში მტკიცე. ადამიანისთვის სიმშვიდე ბუნებრივი მდგომარეობა გახლდათ. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ღვთის საფარველს შეფარებული, ბოროტს არ განიზრახავდა და ამიტომაც მშვიდად გრძნობდა თავს - იცოდა, რომ ღმერთი მუდამ მასთან იყო, მაგრამ როგორც კი მცნება დაარღვია და უფალთან კონფლიქტში შევიდა, სიმშვიდეც დაკარგა.

უფსკრული, რომელიც მცნების დარღვევით ადამის მოდგმასა და ღმერთს შორის გაჩნდა, მაცხოვრის მოვლინებითა და ღვთის მცნებების შესრულებით ამოივსო. ადამიანი ღმერთს კვლავ დაუახლოვდა.

- ვისთვის სიმშვიდის წყაროა მატერიალური კეთილდღეობა, ვისთვის - ჯანმრთელობა, ოჯახური ურთიერთობები... საიდან მოდის ჭეშმარიტი სიმშვიდე?

- მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ სიმშვიდე მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის შედეგია, მოციქული ამბობს: სიყვარული ამა სოფლისა მტერობაა უფლისაო, - ხოლო ვინც უფალს მტრად გაუხდება, რა თქმა უნდა, სიმშვიდეს ვერასოდეს პოვებს. ასე რომ, მატერიალური კეთილდღეობა არამც და არამც არ არის სიმშვიდის წყარო. პირიქით. წმინდა მამათა ცხოვრება უამრავი ისეთი ადამიანის ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც ვრცელ პალატებში ცხოვრობდნენ, ჰქონდათ უსაზღვრო ძალაუფლება, ჰყავდათ უამრავი მონა-მოსამსახურე, მაგრამ ყველაფერი მიატოვეს, უდაბნოებში, მონასტრებში, განმარტოებულ სენაკებში დასახლდნენ და მხოლოდ იქ პოვეს ჭეშმარიტი სიმშვიდე.

თუნდაც დიოკლეტიანეს ცხოვრება გავიხსენოთ... მას შემდეგ, რაც უამრავი მართლმორწმუნის სისხლი დაღვარა, ტახტზე უარი თქვა, თავისი სამფლობელო ოთხ მთავარს გაუყო, თავად კი ქალაქგარეთ დასახლდა და მიწის დამუშავებას მიჰყო ხელი. როცა მემკვიდრეებს ქვეყნის მართვა გაუჭირდათ, ეახლნენ ყოფილ იმპერატორს და დაბრუნება სთხოვეს. მან საუბარი შეაწყვეტინა: წამოდით, გაჩვენოთ, როგორი კომბოსტო მოვიყვანეო. ამა სოფლის დრტვინვისა და შფოთისაგან დაღლილმა სიმშვიდე შრომაში იპოვა და მისი დატოვება აღარ უნდოდა... მით უფრო, ვერაფერი შეცვლის ჭეშმარიტ სიმშვიდეს, რაც უფალთან ყოფნით ეძლევა ადამიანს - ვერც მატერიალური კეთილდღეობა, ვერც ოჯახური მყუდროება, ვერც განათლება და ვერც სხვა რამ ამსოფლიური სიკეთე. ღმერთი თავად სიყვარულია, ყველაფერი ღვთის სიყვარულს ეფუძნება და მისით საზრდოობს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ უამისოდ მოიპოვებს სიმშვიდეს, თავს იტყუებს.

- ტემპერამენტის მიხედვით ზოგი მშვიდია, ზოგი - ფეთქებადი... სიმშვიდის მოსაპოვებლად ყველას განსხვავებული საწყისი აქვს... შესაბამისად, მართებს თუ არა ყველას სხვადასხვაგვარი ძალისხმევის გამოჩენა სიმშვიდის მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად?

- ყველაფერი ღვთის ნებაა. "საქმე მოციქულთა" მოგვითხრობს, რომ ვიდრე ქრისტიანებს დევნიდა, პავლე მოციქული ფიცხი ბუნებისა იყო, მაგრამ უფლის შემეცნების შემდეგ შეიცვალა და ღვთის მადლითა და წყალობით სიყვარულის მქადაგებლად და მოციქულთა თავად შეიქმნა. მან შეიცნო უფალი, ჭეშმარიტება იწამა და აღარასდროს დაშორებია მას. რა თქმა უნდა, ხასიათსაც აქვს მნიშვნელობა - ზოგი ადვილად მოიპოვებს სიმშვიდეს, ზოგი - ძნელად, მაგრამ ყველაფერი მაინც ღვთის კურთხევაზე, მადლსა და წყალობაზეა დამოკიდებული... თუ მოვლა-პატრონობა დავაკელით, მოსავალი ნოყიერ მიწაზეც არ მოვა. თუ ჩვენი სარწმუნოების ძირი, ფესვი ღრმა არ იქნა, რაგინდ კეთილ ნიადაგზეც არ უნდა იყოს თესლი დათესილი, ამა სოფლის საზრუნავი მოაშთობს.

- რა განსხვავებაა გულგრილობასა და სიმშვიდეს შორის?

- სიმშვიდე ღვთაებრივი ნიჭია, გულგრილობა კი - სიყვარულის ნაკლებობა. საქმემან შენმან გამოგაჩინოსო, ნათქვამია სახარებაში. თუ ადამიანი სიყვარულით აღასრულებს საქმეს, მაშინ იგი ამ მცნების მიხედვით მოქმედებს და გულგრილობა ძნელად მოერევა, ხოლო თუ ფარისეველივით ათეულსაც სწირავს, ტაძარშიც შედის, მაგრამ მოყვასს განიკითხავს და მადლობას სწირავს უფალს, მას არ ვგავარო, - მას ჭეშმარიტად კი არა, მოჩვენებითად უყვარს ღმერთი.

- დღევანდელი ცხოვრება შფოთითა და კონფლიქტებითაა აღსავსე...

- ეს, ბუნებრივია, ყველა ჩვენგანზე ახდენს უარყოფით გავლენას და მართლაც ხშირად ვკარგავთ სიმშვიდეს. სამწუხაროდ, არათუ უცნობ ადამიანებს შორის შფოთი და მტრობა, ახლობლების უთანხმოებაც ნაკლებად გვადარდებს...

ქრისტიანობის ისტორიას გადავხედოთ. სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად ქრისტიანები ტოვებდნენ ამა სოფელს და უდაბნოში გადიოდნენ. ეს ხდებოდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ადამიანი გაცილებით ნაკლებინფორმირებული იყო, ვიდრე დღეს არის. არათუ მსოფლიოში არსებული ვითარების, თავიანთი ქვეყნის მდგომარეობის შესახებაც არ უწყოდნენ. ამის გამო უფრო მშვიდნი იყვნენ, სიმშვიდით ცხოვრობდნენ.Bბევრი ინფორმაციის გადამუშავება ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება. გადაუმუშავებელი ინფორმაცია კი შინაგან შფოთს იწვევს. თანაც, თუ დავაკვირდებით, ჩვენამდე მოსული ინფორმაცია უმეტესწილად უარყოფითია, სკანდალურია, რადგან ასეთი ამბები უფრო მომგებიანია. ჩვენ კი ისეთ სულიერ სიმაღლეზე არ ვდგავართ, ეს ყველაფერი სიმშვიდით რომ მივიღოთ. ზოგჯერ თვითონაც უკვირს ადამიანს, რატომ მრისხანებს, როცა ამის მიზეზი არ აქვს. მიზეზი კი უარყოფითი ინფორმაციით დატვირთული გონებაა, რომელიც ვეღარ აკონტროლებს ადამიანის სულიერ მდგომარეობას. ასე რომ, თუ სიმშვიდის შენარჩუნება გვსურს, ვეცადოთ, მიწიერი ინფორმაცია ნაკლებად მივიღოთ.

- როგორ მოქმედებს დაძაბული რიტმი, მძიმე ინფორმაციული გარემო?

- ეს სოფელი ადამიანს ყველა საშუალებით ებრძვის. თუ სიმშვიდის შენარჩუნება გვინდა, მაგრამ არ გვაქვს იმდენი ძალა, ინფორმაციას ვისმენდეთ და არ გვეხებოდეს, როგორც ვთქვი, ნუ მოვუსმენთ მას. თუ სიმშვიდეს ცუდი გარემო, ამხანაგების წრე გვაკარგვინებს, მოვერიდოთ. უკიდურეს შემთხვევაში, ზომიერი ურთიერთობებით შემოვიფარგლოთ. სადაც ჩვენი სულიერი წონასწორობა ირღვევა, სჯობს, არ მივიდეთ. მანამდე კი, სანამ განსაცდელი დაგვიდგება, გულმოდგინედ ვილოცოთ, სახარება ვიკითხოთ, ეკლესიურად ვიცხოვროთ, აღსარება ვთქვათ, ვეზიაროთ, რათა შფოთს მომზადებულნი შევხვდეთ, მსგავსად იმ მეომრებისა, რომლებიც მშვიდობიან ჟამს ომისთვის მზადებაში ატარებენ.

- როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე განსაცდელისას?

- ამაში, უპირველესად, ლოცვა შეგვეწევა. ლოცვა უძლეველი იარაღია ბოროტის დასაძლევად. ყველაზე დიდი ძალა "იესოს ლოცვას" შესწევს.Aამიტომ შფოთის მდგომარეობაში ჩავარდნისას იგი გულში განუწყვეტლივ უნდა ვიმეოროთ, ვიდრე უკეთურ აზრებსა და სურვილებს არ მოვერევით. ამის შემდეგ კარგია გახსენება იმისა, თუ რა დაითმინა სრულიად უდანაშაულო უფალმა ჩვენი ხსნისთვის. წმინდა მამები სიმშვიდის მოსაპოვებლად მუდამჟამს სიკვდილისა და პირადი სამსჯავროს ხსოვნასაც გვირჩევენ, როცა ჩვენ მიერ წარმოთქმული ნებისმიერი სიტყვისა და ქმედების სანაცვლოდ მოგვიხდება პასუხისგება უფლის წინაშე. საერთოდ კი, ქრისტიანული, ეკლესიური ცხოვრებით, უფლის მცნებათა დაცვა-აღსრულებით მთელი ცხოვრება უნდა ვემზადოთ, რათა ნებისმიერ შფოთს მომზადებულნი შევხვდეთ.

- ერთნაირი სიმშვიდით უნდა შევხვდეთ თუ არა განსაცდელსაც და სიხარულსაც?..

- მამები გვასწავლიან, რომ ქების მიმართაც და ლანძღვის მიმართაც ერთნაირი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს; თუ ქებას დავიჯერებთ, გაამაყებულნი აუცილებლად დავეცემით, ხოლო შეურაცხყოფით დათრგუნულნი, შესაძლოა, სასოწარკვეთილებაში ჩავცვივდეთ და გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვათ.

საკუთარი სიკეთე არ უნდა ვითვალოთ - ჩვენ არაფერი გვეკუთვნის, გარდა ცოდვებისა, - ხოლო აუგი, რაკი დამსახურებულად ვიღებთ, არც უნდა გვწყინდეს. მაგრამ ეს ყველაფერი მორჩილებით, მოთმინებით რომ მივიღოთ, უზარმაზარი სულიერი ღვაწლია საჭირო. ერთი წმინდა მამა ფულს იხდიდა, რათა მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ. რომ ჰკითხეს, რატომ აკეთებო ამას, უპასუხა, თქვენ არ იცით, ამ გროშების სანაცვლოდ თქვენგან რამხელა სიკეთეს ვიღებო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat