შაშის კონფორმიზმის ექსპერიმენტი
შაშის კონფორმიზმის ექსპერიმენტი
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) მიხედვით: "შიში არის ის უსიამოვნო და მოუსვენარი განცდა, რომელიც ეუფლება კაცის სულს მოახლოებული უბედურების ან საფრთხის წარმოდგენისას. შიშის გრძნობა ეუფლება სულს მოულოდნელად და ძლიერად, ზოგჯერ კი, თუკი სული ნების სიმტკიცით ამარცხებს მას, სუსტდება და აღარ იზრდება. თავდაპირველად ის უბრალო შეშფოთებაა, რომელიც გონებას არა აქვს ნათლად გაცნობიერებული. მაგრამ რაც უფრო ძლიერდება ის, მით მეტად შემაწუხებელი ხდება და ბოლოს იმდენად ეუფლება მთელ სულს, რომ ყველა სხვა გრძნობას ახშობს. ასეთი შიში თავზარად იწოდება. თავზარი იწვევს გაშეშებას. ისე აზიანებს სულისა და სხეულის მთელ ძალას, რომ ადამიანს არ ძალუძს არც აზროვნება და არც მოძრაობა. ამ მდგომარეობაში ადამიანს სახე უფითრდება, თმა ყალყზე უდგება, სისხლი გულისკენ მიედინება, ხელები და მუხლები უკანკალებს, სუნთქვა ეკვრის, მუნჯდება. თუმცა ზოგჯერ პირუკუც ხდება. ადამიანი გრძნობს საოცარ ენერგიას და ამჟღავნებს არაჩვეულებრივ ძალას".

შიში ადამიანში იწვევს სხვადასხვაგვარ ნევროზს. ხშირად ამ ნერვულ აშლილობას არაეკლესიური ცხოვრების წესი და ცნობიერება განაპირობებს. ხოლო ვინც ცდილობს, უფლის სათნოდ იცხოვროს, რაც შეიძლება ერიდება ცოდვას, მას ნაკლებად ემართება ნევროზი, ან აუცილებლად იკურნება მისგან.

- ნევროზის სამი სახე:

დეკანოზი დავით ციცქიშვილი:

- ცნობილი მართლმადიდებელი ფსიქიატრის დ. ავდეევის მიხედვით: "ტრადიციული მედიცინა ნევროზის სამ სახეს გამოყოფს, მის ნევრასთენიულ, აკვიატებულ მდგომარეობათა და ისტერიულ ფორმებს". იგი ასე აღწერს მათ გამოვლინებებს: ნევრასთენია (ძალის უკმარისობა - ასთენია) ყველაზე გავრცელებულია და ნერვული სისუსტე ახსიათებს, რამაც დროთა განმავლობაში შეიძლება მეტად გამოფიტოს, დააძაბუნოს ადამიანი. იგი ბიძგს აძლევს სხვადასხვა დაავადებათა გამოვლენასაც: ქოლეცისტიტის, გასტრიტის, ინფექციის მიჩქმალული კერების, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარებას.

ნევრასთენიკის ტიპური პორტრეტი ასეთია: ის არის სწრაფად აღგზნებადი, ფეთქებადი, გაღიზიანებული ადამიანი, აშკარად ღალატობს ნერვები, ან პირიქით, მოშვებული, ცხვირპირჩამომტირალია, გრძნობს დაღლილობას და სასიცოცხლო ძალების განლევას. მაგრამ ნევრასთენიკის გაღიზიანება, ფეთქებადობა მიმართულია არა საკუთარი თავის, არამედ მხოლოდ გარემომცველი საზოგადოების მიმართ. ნევრასთენია მეტად თუ ნაკლებად არის უფრო ეგოისტი ნევროზი, რომელიც საზრდოობს იმ ცოდვილი ვნებით, რომელსაც წმინდა მამები ამპარტავნებას, ქედმაღლობას უწოდებენ.

აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზის გამოვლენას აკვიატებული აზრების, მოგონებების, ეჭვების, ქმედებების გაჩენა წარმოადგენს. იგი, შესაძლოა, დემონური თავდასხმების შედეგი იყოს. სხვანაირად როგორ აიხსნება ჭამის წინ არაერთგზის ხელების დაბანის სურვილი ან დაუოკებელი სწრაფვა გამვლელთა ღილების დათვლისა? დედას, რომელსაც ძალიან უყვარს შვილი, უცბად უჩნდება შიში, რომ შეუძლია მისი მოგუდვა. ასეთი აზრები აძრწუნებს მას, იგი არ არის ნაკარნახევი სულიერი გარემოებით, არ შეესაბამება ზნეობრივ ნორმებს, მოკლებულია ჯანსაღ საფუძველს. ავადმყოფი იტანჯება, წუხდება თავისი მდგომარეობით, მაგრამ ვერაფერს ხდება.

აკვიატებული აზრები ხშირად იწყება კითხვით - "ვაითუ?" შემდეგ მკვიდრდება ცნობიერებაში, მეორდება მრავალჯერ და აძნელებს ცხოვრებას. რაც მეტად ებრძვი, მით უფრო გიპყრობს.

ნევროზის ისტერიული ფორმის შემთხვევაში წინ საკუთარი თავის საქვეყნოდ წარმოჩენის სურვილია წამოწეული. ისტერიულ ადამიანთა მეტყველება სახოვანებით გამოირჩევა და ისინი ხშირად აზვიადებენ, ამუქებენ მოვლენებს. ნევროზის ამ ფორმით დაავადებულები ყურადღებას ითხოვენ სხვისგან და თუ ეს ასე არ არის, მძიმედ განიცდიან ამას. მათთვის ასევე დამახასიათებელია თავის უფრო ღირსეულად წარმოჩენა, ვიდრე სინამდვილეშია.Aადგილი აქვს ემოციურ არამდგრადობასაც, რასაც თან სდევს ხასიათის მშფოთვარე ცვალებადობა, მერყეობა, შეიმჩნევა სწრაფვა განცალკევებული ცხოვრებისაკენ და ა. შ.

ნევროზის სხვადასხვა სახით გამოვლინების ნიშნები შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: გუნება-განწყობის დაქვეითება, გაღიზიანებადობა, გონებრივად თუ ფიზიკურად ადვილი დაღლა, დეპრესია, ძილის გაუარესება, შფოთვა, რიგ შემთხვევებში აკვიატებული იდეების, შიშების არსებობა, აგრესიული შეტევები, გაჯავრება; ხშირად უსიამოვნო სხეულებრივი შეგრძნებების, განცდების წინ წამოწევა.

- ნევროზის განმაპირობებელია დამთრგუნველი და არახელსაყრელი გარემო პირობები, სტრესული მომენტები...

დეკანოზი დავით ციცქიშვილი:


- დღეს სულ უფრო იკიდებს ფეხს ის აზრი, რომ მთავარი არახელსაყრელი გარემო პირობები კი არ არის, არამედ თავად ადამიანია, მისი პიროვნული თვისებები, მსოფლმხედველობა, ცხოვრებისეულ სიძნელეთა გადალახვის, დათმენის უნარი. თუ ზედმეტად მგრძნობიარე ხარ, გაკლია ბრძოლისუნარიანობა, ვერ ანაწილებ საკუთარ ძალებს, არ გამოირჩევი მტკიცე ხასიათით, ნებისყოფით, თან უფალი, სარწმუნოება არ გიმყარებს ზურგს, ადვილი შესაძლებელია, შეგერყეს ფსიქიკური ჯანმრთელობა. "ეს სოფელი ბოროტსა ზედა დგას", - ვკითხულობთ სახარებაში. ხშირად ამქვეყნიური თვალსაზრისით გამარჯვებულად, დიდი მიღწევის მქონედ (იქნება ეს მატერიალური სფერო, კარიერა თუ სხვა პატივმოყვრული მიზნების აღსრულება) ეკლესიისგან შორს მდგომი ხალხი მოჩანს. ის კი, ვინც უმეტესწილად მარცხდება და ვერ იკმაყოფილებს თავის მიწიერ, ყოფით სურვილებს, ვერ იკავებს, მისი აზრით, შესაფერის ადგილს საზოგადოებაში, ვერ ახდენს საკუთარი ნიჭის, უნართა რეალიზაციას, ხშირად ნერვულად ავადდება და ამის ერთ-ერთი გამოვლინება სწორედ ნევროზია.

მისგან ის არის დაცული, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს და სწორი მართლმადიდებლური ცნობიერებით გამოირჩევა.

ეკლესიური ცხოვრებისას თავს იჩენს საყურადღებო კანონზომიერება. როცა იმსახურებ, უფლის შემწეობით, ადრე თუ გვიან იქმნება პირობები იმისა, რომ საკუთარი თავი გამოავლინო იმ საქმეში, რისთვისაც ხარ მოწოდებული, რის კეთებისკენაც ისწრაფვი.

ნევროზის ერთ-ერთი განმაპირობებელი არახელსაყრელი გარემოს გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს უსიამოვნო სიტუაცია ოჯახში, ყოფითი თუ სხვა სახის მძაფრი პრობლემები, გადატანილი ტრავმული, სტრესული მომენტები. ასეთ დროს დამცავ ფარად მართლმადიდებელი სარწმუნოება, სწავლება გამოდის. ეკლესიური შეგნება გულისხმობს - რაც არ უნდა მოხდეს, ნაკლებად აჰყვე ემოციებს, არ მისცე შფოთვას გასაქანი, უნდა შეეცადო განდევნო გონებიდან ზედმეტად დამთრგუნველი უსიამოვნო ფიქრები, აზრები და აი ამ მიდგომით, რომ არაფერი ხდება ღვთის ნების გარეშე და იგი შესაძლებლობებზე მეტად არ გამოგცდის, უდრტვინველად აიტანო ცხოვრებისული მწარე დარტყმები. ყველაფერთან ერთად ამით ქარწყლდება ის მიზეზებიც, რომლებიც ხელს უწყობენ ნევროზის ჩამოყალიბებას.

როცა კაცი ეკლესიურად ცხოვრობს, ღმერთი ეხმარება, რათა შესუსტდეს უარყოფითი, დამთრგუნველი გარემოს ზემოქმედება. მორწმუნეს ღვთაებრივი მადლი იფარავს და ხშირად სასტიკი, მრისხანე თუ სხვა სახის ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანთა შეტევები ადრე თუ გვიან წყდება ან უფრო ასატანი ხდება, ხოლო როცა ეკლესიისგან შორს დგანან, არცთუ იშვიათად უფრო და უფრო მძიმდება ის სიტუაცია, გარემო, რომელიც დამთრგუნველად მოქმედებს ადამიანზე, დიდხანს უნარჩუნდება იგი.

- ხშირად ადამიანი ვერ ამჩნევს და ვერ გულისხმაყოფს იმას, თუ საიდან მოდის საფრთხე და საშიშროება, შესაბამისად, ვერ ახერხებს თავდაცვას, რადგან ცოდვისმიერი ფიქრი, აზრი თუ გრძნობა საწყის ეტაპზე კეთილი ნიღბით იმოსება. რა ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმები არსებობს იმისათვის, რომ ადამიანმა გამოიცნოს საფრთხე და მოახერხოს საკუთარი სულისა და ფსიქიკის დაცვა?

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაია კალანდარიშვილი:

- ადამიანები იმდენად ვართ გარემოცულნი ყოფითი პრობლემებით, რომ ვეღარ ვამჩნევთ იმ საფრთხეებს, რაც ჩვენში უკეთეს და უმაღლეს საწყისს - სულს ემუქრება. საფრთხის შემჩნევა და თავიდან აცილება ადამიანის სულიერ კრედოზე, მის ღირებულებათა სისტემაზეც არის დამოკიდებული. ამას აყალიბებეს გარკვეულწილად რელიგიური ნორმები. მორწმუნე ადამიანს აქვს კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც მას შეუძლია გამოიცნოს საფრთხე და დროულად აღკვეთოს იგი. კრიტერიუმი ცალსახად ასეთია - თუკი რაიმე არ ესადაგება და არ ექვემდებარება უფლის მიერ დაწესებულ მცნებებს, ის არ არის ნამდვილი და უკვე საფრთხეს წარმოადგენს. მაგრამ, რა თქმა უნდა, რელიგიურობა არ არის იმის სრული გარანტი, რომ ადამიანი ყოველთვის სათანადო დონეზე შეაფასებს საფრთხეს, შესაბამის სახელს დაარქმევს მას და არასოდეს გახდება მსხვერპლი ცდუნებისა. წმინდა ანტონი დიდმა სულიერი თვალით იხილა უამრავი მახე, რომელიც კაცთა მოდგმის მტერმა კაცობრიობას დაუგო. კითხვაზე, თუ ვინ გადაურჩებოდა ამ საფრთხეებს, მან მიიღო პასუხი: ამ მახეებისგან თავის დაღწევა ხელეწიფებათ უფლის რჩეულებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც სრული თავმდაბლობა შეიძინეს. სახარებაში უფალი მოციქულებს ეუბნება, რომ მათ უნდა შეიძინონ: "გონიერება გველისა" ("იყვენით თქვენ მეცნიერნი, ვითარცა გველნი" (მათ. 10, 16)). უფალი მტრედის უმანკოებასთან შეერთებულ გველის სიბრძნეს ითხოვს, რადგან, როგორც განმმარტებლები ამბობენ: გველი არაფერს უფრთხილდება, როცა მის სხეულს კვეთენ ნაწილებად, გარდა თავისა, ასევე ჩვენც, ყველაფერი უნდა მივცეთ და გავიმეტოთ: ქონებაც, სხეულიც და თვით სულიც კი, გარდა რწმენისა, რადგან სარწმუნოება არის ყოველივეს თავი და საფუძველი. ეს არის ყველაზე მთავარი დასაცავი და გადასარჩენი. ამიტომ როდესაც არჩევანის გაკეთება გვიწევს, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, რა არის უკეთესი ღირებულება, სხეულებრივი "მე" უნდა დავთრგუნოთ და შევზღუდოთ და ჩვენში უკეთეს საწყისს - ღვთაებრივ კატეგორიას უნდა გავამარჯვებინოთ. აქ იკვეთება პიროვნების თავისუფალი ნება. თავიდან, საფრთხისადმი დამოკიდებულებაში შეიძლება მართლაც ვერ გამოვიჩინოთ სათანადო სიფრთხილე, ეს უფრო გვქონდეს გონიერ და არა გრძნობიერ დონეზე, მაგრამ, თუკი მოვიგერიებთ ცდუნებას, მერე და მერე აუცილებლად გამოჩნდება გონიერი კრედოს შესაბამისი არგუმენტები, გონება დაიმორჩილებს გრძნობებს და ცოდვის მიმართ დადებითი განწყობა თანდათან შეიცვლება უარყოფითი განწყობით. სულიერი საფრთხის შემჩნევასა და მათ ალაგმვაში გვეხმარება ასევე მოძღვართან, ფსიქოლოგთან, მეგობართან ურთიერთობა, მათი რჩევების გათვალისწინება და სხვ.

- ჰანს ქრისტიან ანდერსენს აქვს ზღაპარი: "შიშველი მეფე", რომლის შინაარსი ყველასთვის ცნობილია. ყველა (მათ შორის მეფეც) ხედავს, რომ მეფე შიშველია, მაგრამ შიშით დათრგუნული საზოგადოება თვითგადარჩენის ინსტრუმენტს ხედავს სიცრუეში და ფარისევლურად არწმუნებს მეფეს, რომ მას აცვია ულამაზესი სამოსი. და მხოლოდ პატარა ბიჭუნას ხვდება წილად ამ სახიფათო სიმართლის ხმამაღლა გამჟღავნება.

რატომ ემორჩილებიან და ემორჩილებოდნენ ადამიანები ტოტალიტარულ რეჟიმებს? რატომ არიან ისინი ჩუმად, როცა სხვა ადამიანს დაუმსახურებლად უსწორდება სისტემა? რატომ უჭირს ადამიანს საკუთარი აზრის დაფიქსირება ან, საერთოდ, იმის მიხვედრა, თუ რა არის მისი აზრი? რატომ ვემონებით და ვექცევით სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ? რა ფენომენია "ინფორმაციული კონფორმიზმი"?

ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე:

- ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების მეშვეობით მეცნიერებმა ადამიანთა ფუნდამენტურ მიდრეკილებებზე დაკვირვება შეძლეს. მაშინ ეს ექსპერიმენტები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, რადგან ექსპერიმენტატორებმა შედეგების მისაღებად ადამიანი გამოიყენეს. შედეგები კი იმდენად დამაჯერებელი აღმოჩნდა, რომ, მიუხედავად წლების გასვლისა, დასკვნები, რომლებიც ამ ექსპერიმენტების დროს გაკეთდა, მეცნიერებს და არა მარტო მათ - საფიქრალს დღემდე უტოვებს.

50-იან წლებში პროფესორმა სოლომონ აშმა სტუდენტები დასხა და მარტივი დავალება მისცა: წარმოიდგინეთ, რომ ოთხი ადამიანი ზის. აქედან სამი შეკრულია პროფესორთან. მიცემულია მარტივი დავალება: დაფაზე ოთხი ხაზია. აქედან ორი აშკარად ერთმანეთის ტოლია. სტუდენტებმა უნდა თქვან, რომელი - ბოლო სტუდენტმა არ იცის, რომ დანარჩენი სამი შეგნებულად არასწორ პასუხს იძლევა.

- სამი, სამი, სამი, ერთი.

- ერთი, ერთი, ერთი, ორი?!

მეოთხე სტუდენტს სიჯიუტე დიდხანს არ ჰყოფნის. ტესტის ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ხედავს, ჯგუფის წევრები აშკარად შეცდომით პასუხობენ, ამ შეცდომას იმეორებს და ისიც სამს ამბობს.

- სამი, სამი სამი, ჰმ - სამი.

ამ ექსპერიმენტს "შაშის კონფორმიზმის ექსპერიმენტი" დაერქვა. ადამიანები საკუთარ აღქმას ეჭვის ქვეშ აყენებენ და ენდობიან სოციუმის მიერ შეთავაზებულ ახსნა-განმარტებას. მიზეზი სხვადასხვაა: ერთ-ერთი საკუთარ აღქმაში გულწრფელად ეჭვის შეტანაა. რადგან ყველა ამბობს, შესაძლოა მე ვცდები - ისინი ბევრნი არიან, ჰოდა, მათი აზრი შესაძლოა სწორია; რომც არ იყოს, მარტო მე არ ვიქნები, ვინც შეცდომას უშვებს. ამას მეცნიერებმა ინფორმაციული კონფორმიზმი დაარქვეს. არის სხვა შემთხვევაც: ადამიანი დარწმუნებულია, რომ ჯგუფი ცდება, მაგრამ კონფორმიზმი აქ უფრო ჯგუფისგან გარიყვის შიშითაა განპირობებული: ისევ ჯობია შეცდომა დავუშვა, ვიდრე მარტო დავრჩე. მე რომ შემეშალოს? - ზღვარი აქ ძნელი დასადგენია, თუმცა ამ მეორე შემთხვევას საკუთარი აკადემიური სახელი, ნორმატიული კონფორმიზმი, დაერქვა. ადამიანები შემთხვევების მხოლოდ ერთ მესამედში ამბობენ ჯიუტად უარს ჯგუფის გადაწყვეტილებას დამორჩილდნენ, თუკი მათი საკუთარი აზრი განსხვავებულია.

- ტოტალიტარულ რეჟიმებში გამეფებული შიშები - რით აიხსნება ადამიანთა სიჩუმე?

ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე:

- ზოგადად დადგენილი თამაშის წესებისადმი მორჩილება. ადამიანთა ბუნებაში კონფორმიზმისკენ მიდრეკილება თანამედროვე სამყაროში მეცნიერებმა მასმედიასთან კავშირშიც განიხილეს. მასმედია, როგორც მასების მედიუმი, ზოგადად, მიჩნეულია უმრავლესობის დისკურსად, გადაწყვეტილებად, შეთანხმებად იდეოლოგიურ თუ სხვა ფაქტორებზე. ამის გამო მეცნიერები საფრთხეს ხედავდნენ, განსაკუთრებით მეოცე საუკუნეში, მასობრივი მედიის ძალაუფლებაში - მედიისა, რომელსაც შეეძლო ეთქვა მარტივად "ორი" და ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მისი საკუთარი პასუხი იყო "სამი", თავის პირად აღქმასა და დაკვირვებას ეჭვის ქვეშ აყენებდა და მორჩილდებოდა აზრს, რომელსაც მასმედია ავითარებდა.

მოდით, წინ წავიწიოთ და სხვა ექსპერიმენტზე მოვყვეთ. ფრაგმენტი BBC-ის მიერ მომზადებული ფილმიდან:

"იმის გასაგებად, თუ როგორ შეძლეს ადამიანების დარწმუნება, რომ დამორჩილებოდნენ უსამართლო რეჟიმებს და მონაწილეობა მიეღოთ ისეთ სისასტიკეში, როგორიც ჰოლოკოსტი იყო, ჩატარდა ექსპერიმენტი".

ეს ექსპერიმენტი 1961 წელს იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა სტენდლი მილგრამმა ჩაატარა. ექსპერიმენტი მარტივად ასე გამოიყურება: მოდის ორი ადამიანი. თითქოსდა შემთხვევითი შერჩევით, ერთ-ერთი - მასწავლებლის, მეორე კი მოსწავლის როლს ირგებს. მასწავლებელს ეუბნებიან, რომ ხდება სამეცნიერო დონეზე მეხსიერების გაუმჯობესების მეთოდების კვლევა.

მონაწილეებს ცალ-ცალკე ოთახებში ათავსებენ. მასწავლებელი ჯდება მაგიდასთან, რომელზეც ღილაკებია განთავსებული, მინაწერით 30-დან 450 ვოლტამდე. მოსწავლეს კი მეორე ოთახში სკამზე სვამენ, ხელებს უბამენ, სკამს კი დენის წყაროს უერთებენ. მასწავლებლის როლში მყოფ მონაწილეს ღილაკზე თითის დაჭერით მოსწავლისთვის ელექტრონული შოკის მიყენება შეუძლია. მასწავლებელს გადაეცემა კითხვარი და ინსტრუქცია, რომ ყოველი არასწორი პასუხის შემთხვევაში მომდევნო ღილაკს დააჭიროს თითი, რაც ძაბვის ზრდას იწვევს: შემდეგი შეკითხვა, შემდეგი არასწორი პასუხი და შემდეგი გაზრდილი დენის ულუფა.

მასწავლებელი: სწორი პასუხია "ცხენი".

მოსწავლე: მორჩა, გამომიშვით აქედან.

მასწავლებელი: რა გავაკეთო? მგონი, სტკივა.

პროფესორი: ექსპერიმენტი მოითხოვს, რომ განაგრძოთ.

მასწავლებელი: ნუთუ?

პროფესორი: უბრალოდ, განაგრძეთ.

ამ ექსპერიმენტში მონაწილე მასწავლებელთა ორი მესამედი, მილგრამის დასკვნით, 450 ვოლტამდე უპრობლემოდ ადის. ერთი რამ, რაც მათ არ იციან, არის ის, რომ ყვირილი, რომელიც მათ ესმით, უბრალოდ, აუდიოჩანაწერია და მოსწავლე, სინამდვილეში, დენის სკამზე არ ზის. ამის მიუხედავად, მასწავლებლები უპრობლემოდ აჭერენ მომაკვდინებელ 450 ვოლტიან ღილაკს მაშინ, როცა მათ უკან ავტორიტეტული თეთრხალათიანი ადამიანი ზის და ეუბნება:

"ექსპერიმენტს სჭირდება, რომ განაგრძოთ".

ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მასწავლებლებს ექსპერიმენტის რეალურ მიზეზს უხსნიან - ეუბნებიან, რომ დაკვირვება მორჩილებაზე ხდება. ექსპერიმენტს სწორედ ასე ჰქვია "მილგრამის მორჩილების ექსპერიმენტი". მისი მიზანი იმის დადგენაა, თუ როგორ ემორჩილება ადამიანი ავტორიტეტებს და რა მოსდის მის პასუხისმგებლობას ამ დროს. მონაწილეთა უმრავლესობა ამბობს, რომ ისინი, უბრალოდ, პროფესორის ბრძანებას ემორჩილებოდნენ და პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არა ისინი, არამედ სწორედ პროფესორი იყო, რომელიც კვლევას ატარებდა. თუმცა რამდენად ასეა ეს? რამდენად არიან ადამიანები საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებელნი? პასუხი, ბუნებრივია, ინდივიდუალურად გასაცემია, თუმცა მილგრამის ექსპერიმენტმა ამაზე საფიქრალად რეალურ კვლევაზე დაფუძნებული მიზეზი გააჩინა.

თუმცა იმედს ყველა ამ ექსპერიმენტის ავტორი ხედავს მათში, ვინც გავლენებისგან თავის დაღწევას ცდილობს, ამისთვის კი ოფიციალურ რიტორიკას, იდეოლოგიას, ავტორიტეტებს კითხვებს უსვამს, ეჭვის ქვეშ აყენებს და საკუთარი დაკვირვების, გამოცდილების, გრძნობის შენარჩუნებას და განვითარებას ახერხებს. ასეთნი ამ ორივე ექსპერიმენტში იყვნენ, თუმცა არა უმრავლესობა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat