მე მჯერა, რომ ლამაზი ოცნებების ახდენა შესაძლებელია
მე მჯერა, რომ ლამაზი ოცნებების ახდენა შესაძლებელია
ბოლო ოცი წლის მანძილზე, უმთავრესად მატერიალური სიდუხჭირის გამო, უამრავმა ქართველმა ნებსით თუ უნებლიეთ დატოვა მშობლიური კერა და უცხო სამყაროს შეეკედლა. შემაშფოთებელი რეალობის წინაშე ვდგავართ: უფროსი ასაკის ქართველები, რომლებიც აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ, კიდევ ინარჩუნებენ ქართულ მეობას, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი შვილების უმრავლესობა, რომლებიც უცხო გარემოში დაიბადნენ, სულ სხვა მენტალიტეტით იზრდებიან. ნიუ-იორკში გამომავალი ერთადერთი ქართული გაზეთის, "მამულის" მთავარი რედაქტორი წერს: "საშიში ერი ვართ ქართველები! ორ-სამ თაობაში აღარცა ვართ ქართველები, გადაშენების გზას ვადგებით, ებრაელებივით 26 საუკუნე კი არა, უკვე მეორე თაობაში აღარ ვმეტყველებთ ქართულად..."

როგორ დავიცვათ ჩვენი გენეტიკური კოდი გადაჯიშებისაგან? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ნინო ჭავჭავაძე.

- საზღვარგარეთ ქართველები სხვადასხვა მიზეზით მიდიან: ახალგაზრდების ნაწილს განათლების მიღება სურს ევროპისა თუ ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს სასწავლებლებში; ასეთები ბევრნი არ არიან, რადგან ეს საკმაოდ ძვირი ჯდება. მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა ქვეყანა უმუშევრობის გამო დატოვა. ისინი ოჯახების რჩენას სხვა ქვეყნებში მუშაობით ცდილობენ. ვიმედოვნებ, მდგომარეობა გაუმჯობესდება. არიან ისეთებიც, რომელთაც უბრალოდ არ მოსწონთ ჩვენი ქვეყანა - პოლიტიკური შეხედულებების, დამკვიდრებული ღირებულებებისა და სხვა მიზეზების გამო და ამიტომაც მიდიან. საქართველოდან ბევრი ხელოვანიც გაემგზავრა, რადგან სხვაგან შემოქმედებითი ცხოვრებისათვის უფრო შესაფერისი და მათთვის მოსაწონი პირობები შეუქმნეს.Aადამიანებს ვერ გაამტყუნებ: ყველას აქვს, უპირველესად, არსებობის, შემდეგ კი - თვითრეალიზაციისა და არჩევანის გაკეთების უფლება. ზოგჯერ ისიც ხდება, რომ უცხოელები სახლდებიან საქართველოში, რადგან ძალიან მოსწონთ აქაური პირობები. საერთოდ, თანამედროვე სამყაროში მოქალაქე ღია საზოგადოების წევრია და სხვადასხვა მიზეზით, მიზნით და დროით გადაადგილება ერთი ქვეყნიდან მეორეში ბუნებრივ პროცესად არის მიჩნეული.

- აკაკი წერდა: "სამუდამოდ თავის სამშობლოს მოშორება ნახევარი სიკვდილია, მაგრამ დროებით კი - მხოლოდ გადახალისებაო". რა სულიერ-ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე დგას ემიგრანტი, რამდენად უჭირს შეგუება უცხო გარემოსთან?

- სხვა ქვეყანაში ადამიანს ფსიქოლოგიური პრობლემები რომ არ შეექმნას, უნდა იცოდეს, სად მიდის, რატომ მიდის და რამდენი ხნით. თუ ეს ყველაფერი გარკვეულია, თავიდანვე უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ უნდა ისაუბროს უცხო ენაზე და შეიძლება მშობლიური ენა გარკვეული ვადით არც კი გამოიყენოს. ესეც საკმაოდ რთულია. ენის უცოდინარობა სერიოზულ წინააღმდეგობებს უქმნის ემიგრანტს: იგი ვერ ამყარებს ურთიერთობას ადამიანებთან, ვერ ერთვება იქაურ ცხოვრებაში და თავს გარიყულად და დაჩაგრულად გრძნობს. თუმცა ინგლისური დღეს ფაქტობრივად საერთაშორისო ენად იქცა და მისი ცოდნა თითქმის ყველა ქვეყანაში ადგებათ.

დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორი ფსიქოლოგიის ადამიანი მიდის საზღვარგარეთ საცხოვრებლად: თუ ოპტიმისტია, თავის თავში დარწმუნებული, საკუთარ თავს ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით კომპეტენტურად მიიჩნევს, მისი აზრით, ცხოვრებისეული წარმატებები თვითონ ადამიანზე, მის ძალისხმევაზეა დამოკიდებული და არა გარეშე ძალების მოქმედებაზე, მაშინ ის უფრო ადვილად ამყარებს საქმიან ურთიერთობას უცხო ადამიანებთან და ხშირად აღწევს მეტს, ვიდრე პესიმისტები. დათრგუნული და დეპრესიაში მყოფი ადამიანები პასიურები ხდებიან, რადგან თვლიან, რომ მათი ძალისხმევა არაეფექტიანი იქნება.

ცხოვრებაში ყველგან, სამშობლოშიც და სამშობლოს გარეთაც, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად დიდია ადამიანში ღვთის რწმენა და რამდენად შესწევს მას უნარი, იცხოვროს ეკლესიურად, რადგან მორწმუნე არასდროს არის მარტო, არის იმედით აღსავსე და ღვთის წყალობით, სირთულეების დაძლევის უნარი გააჩნია. სამშობლოდან მოშორებულნი ხშირად არიან იძულებულნი, შეასრულონ ის პირობები, რომელთაც მათ უყენებენ დამქირავებლები. თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებს მხოლოდ სხვისი მითითებით და საკუთარი სურვილებისა და გადაწყვეტილებების მიხედვით მოქმედება არ შეუძლია, უსუსურობის განცდა ეუფლება. სტრესული სიტუაციები ძალიან ხშირად ნერვული აშლილობის მიზეზია. ახლობელთა წრეში ყოფნა ადამიანს ამგვარი მდგომარეობიდან გამოსვლაში ეხმარება. უცხო გარემო კი უარყოფით განცდებს ამძაფრებს.

- უამრავ დაავადებას შორის არსებობს ერთი, თითქოს უცნაური, მეცნიერული თვალსაზრისით აუხსნელი, მაგრამ ამავე დროს ძალიან გასაგები და ბუნებრივი - მას ნოსტალგია ჰქვია. რამდენად დიდი სურვილი აქვთ ქართველებს უკან დაბრუნებისა?

- დღეს ძნელია იმის თქმა, რამდენ ადამიანს სურს დაბრუნება სამშობლოში და რამდენს - არა. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საგანგებო კვლევების ჩატარებაა საჭირო, მაგრამ ადამიანურ ბუნებას თუ გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაბრუნება ბევრს მოუნდება. დარწმუნებული ვარ, როცა შეიქმნება პირობები, რომელთა უქონლობის გამო სამშობლო დატოვეს, უმეტესობა სიხარულით დაბრუნდება. ჩვენ განსაკუთრებული თბილი ურთიერთობებით გამოვირჩევით, ნამდვილი ცხოვრება კი სიყვარულით სავსე ურთიერთობაა!

- ემიგრანტების ნაწილი საზღვარგარეთ საცხოვრებლად რჩება, ქმნის ოჯახს. რამდენად ინარჩუნებენ უცხოეთში ქართველები თავიანთ ენას, ტრადიციებს, თვითმყოფადობას და რამდენად გადასცემენ ამას ყველაფერს მომავალ თაობას?

- ზოგი ინარჩუნებს თავის ენას და ტრადიციებს, ზოგი - ვერა. ვისაც შეგნებული აქვს ენისა და ტრადიციების შთამომავლობისათვის გადაცემის აუცილებლობა და უნარი შესწევს, იზრუნოს ამ საკითხებზე, ის ახერხებს ქართველობის შენარჩუნებას. ყველა, ალბათ, ვერ შეძლებს. თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ კავშირი საქართველოსთან თითქმის ყველა ქვეყანას აქვს, იქ მცხოვრები ქართველები ქმნიან სათვისტომოებს და სხვადახვა სახით თანამშრომლობენ სამშობლოსთან. ეს კავშირები ბავშვებში ქართველობის გაღვივებას შეძლებენ, თუმცა სამშობლოში შვილის აღზრდა უმჯობესია.

- XX საუკუნის 20-იან წლებში ქართველი თავადაზნაურობის დიდმა ნაწილმა, ჩვენი თაობისაგან განსხვავებით, იძულებით დატოვა სამშობლო. ისინი შორიდან ეთაყვანებოდნენ თავიანთ ქვეყანას. უკან დაბრუნების ტკივილს იმით იქარვებდნენ, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართულ საქმეს აკეთებდნენ, რაც მათთვის ქართული ჯიშის არდავიწყებას და, მაშასადამე, გადარჩენას ნიშნავდა. უამრავი სიძველე სწორედ მათი წყალობით გადაურჩა ბოლშევიკების ხელყოფას. იმ ადამიანთა შორის ალბათ თქვენი წინაპრებიც იყვნენ. რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი თაობისთვის მათი მაგალითის გათვალისწინება?

- 1924 წელს პაპაჩემმა, თავადმა ზურაბ ჭავჭავაძემ არ დატოვა საქართველო და მამაჩემის (ნიკო ჭავჭავაძის) ნათლიასთან, ქაქუცა ჩოლოყაშვილთან მეგობრობის გამო დააპატიმრეს. მამაჩემი და ბებიაჩემი სახლიდან გამოყარეს და ათასნაირად შეავიწროვეს, მაგრამ ბებიამ მამა მაინც საქართველოს სიყვარულით გაზარდა, რადგან სამშობლოს სიყვარულის გრძნობა განსაკუთრებით ამაღლებული გრძნობაა და იგი პოლიტიკური ვითარების მიხედვით არ იცვლება. Eეს არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც ჩვენი სულიერი ღირებულებები განსაზღვრავენ და არა გარემო და ვითარება. პაპაჩემის ძმა, მიხეილი, იმავე წელს საფრანგეთში გაემგზავრა. იქ სულ საქართველოზე ოცნებობდა. 1950-იან წლებში დაბრუნდა. მაშინვე დააპატიმრეს და ოჯახთან ერთად ყაზახეთში გადაასახლეს.Mმხოლოდ რამდენიმე წელი შეძლო საქართველოში ცხოვრება, მაგრამ, როგორც ამბობდა, ნამდვილი ცხოვრებით მხოლოდ აქ იცხოვრა, რადგან ბედნიერი მხოლოდ აქ იყო. ახლა სხვა დროა და თუ ვინმეს საქართველოს დატოვება უნდა, ალბათ ღირს გაითვალისწინოს გამოცდილი ადამიანების განცდები! უნდა გვახსოვდეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გრძნობა და დაავადება ნოსტალგიაა, რომელსაც მხოლოდ სამშობლოში დაბრუნება შველის!

- ყოველი ქართველი ემიგრანტი ერთგვარი სავიზიტო ბარათია თავისი ქვეყნისა. ბევრმა უცხოელმა სწორედ მათი წყალობით გაიცნო საქართველო, ქართული კულტურა. თუმცა, სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, ვინც თავს ირცხვენს, სახელს უტეხს ჩვენს ქვეყანას... როგორია უცხოეთში მცხოვრები ადამიანების დამოკიდებულება ქართველი ემიგრანტების მიმართ?

- საერთოდ, ადამიანთა ურთიერთობა სხვადასხვანაირია. გააჩნია, ვინ არიან ისინი, როგორ ქვეყანაში ცხოვრობენ, რა წესები აქვთ, ვისთან აქვთ ურთიერთობა. ზოგან პატივს სცემენ ემიგრანტებს, ზოგან - არა. რუსეთში განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ შეიძლება ძალიან დაიჩაგროს კაცი სამშობლოს გარეთ. თუმცა ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც სხვაგან ბევრად უფრო აფასებენ პიროვნებას, ვიდრე თავის ქვეყანაში. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს სხვადასხვანაირი გამოცდილება.

ცუდი ადამიანები ჩვენშიც არიან და სხვაგანაც. არ არსებობს იდეალური ერი, არსებობენ შესანიშნავი პიროვნებები. ზოგიერთმა ქართველმა თუ თავი მოსჭრა საქართველოს, ზოგიერთმა, და შეიძლება უფრო ბევრმაც კი, ასახელა სამშობლო. სხვათა შორის, ქურდებისა და ყაჩაღების სახელებს ნაკლებად იმახსოვრებენ. სახელგანთქმული მეცნიერების, მხატვრების, მუსიკოსების სახელები კი ყველასთვის ცნობილია. მთავარია, საქართველოში დამყარდეს მშვიდობა, დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები, ბავშვებმა მიიღონ კარგი განათლება, ჩვენი ეკლესია კიდევ უფრო გაძლიერდეს, მეცნიერება და კულტურა აღორძინდეს და, მერწმუნეთ, თითო-ოროლა ქურდბაცაცა არავის გაახსენდება.

ჩვენ უაღრესად საინტერესო და რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ. დაწყებულია გლობალიზაციის პროცესი, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს. სწორედ ამიტომ ერის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად განსაკუთრებული ძალისხმევა გვმართებს ყოველ ქართველს, რომ ამ რთულ და ყოვლისმომცველ პროცესში შევძლოთ ქართული ინტონაციის შეტანა, ჩვენი სულიერი ღირებულებების დაცვა, განმტკიცება და გაძლიერება. ეს კი თითოეული ადამიანის სულის სიძლიერეზე, ჩვენს პროფესიულ ოსტატობაზე, ნიჭსა და უნარზეა დამოკიდებული. მე მჯერა, რომ ლამაზი ოცნებების ახდენა შესაძლებელია და ყველას ამას ვუსურვებ - თქვენი ჟურნალის მკითხველსაც და მთელ საქართველოს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat