ენა - სიცრუის სამკაული
ენა - სიცრუის სამკაული
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) წერს: "ერთ-ერთი ცუდი და მავნებელი ჩვეულება, ანუ ცოდვა, რომელიც ძალიან გავრცელებულია ჩვენში, ეს არის ჭორი და ენის მიტან-მოტანა, დაბეზღება, რომელსაც ადამიანი თავისი ბოროტი ენით აღასრულებს. ეს ცოდვა ერთნაირადაა გავრცელებული როგორც მდაბიოთა, ისე მაღალ წრეში, განსაკუთრებით კი ქალთა შორის. ზოგიერთი ქალი მთელ დღეს იმაში ატარებს, რომ ჭორი გაავრცელოს და ენა მიიტან-მოიტანოს; ასე რომ, ეს საქმე მისთვის დღიურ საზრდოდ ქცეულა. ვინ მოთვლის რამდენი ვნებისა და მწუხარების მიზეზი გამხდარა ეს საძაგელი ჩვეულება, რამდენი მეზობელი, მოყვარე და ნათესავი გადაუმტერებია ერთმანეთისთვის. ერთი ძირითადი მიზეზი იმ სიძულვილის, შურისა და განხეთქილებისა, რომელსაც, სამწუხაროდ, ხშირად ვხედავთ მეზობელთა, მოყვასთა და ნათესავთა შორის, სწორედ დაბეზღება და ენის მიტან-მოტანაა. ზოგიერთს ეს ჩვეულება ცოდვადაც კი არ მიაჩნია, მაგრამ ვნახოთ, რას გვასწავლის საღმრთო წერილი, კერძოდ კი მოციქულ იაკობის კათოლიკე ეპისტოლე. მოციქული გვეუბნება, რომ ღმრთის წინაშე სრული კაცი ისაა, ვინც არც სიტყვით სცდება, მას შეუძლია აღვირი მთელ სხეულს ამოსდოსო. ამას იმიტომ გვეუბნება, რომ ენით შეცოდება ადვილია და დიდ შრომას არ მოითხოვს და თუ იგი დაიმორჩილა კაცმა, სხვა ცოდვასაც ადვილად შეებრძოლება. იაკობ მოციქული ენას უწოდებს ცეცხლს, სიცრუის სამკაულს, მთელი სხეულის შემაგინებელს. მართლაც, თუ ვინმეს ენას მიუტან და შენს მოყვასს ბოროტად დაასმენ, მის გულში შურისა და სიძულვილის ცეცხლს დაანთებ; თანაც ენის მიმტანი მარტო იმას კი არ ამბობს, რაც გაიგონა, არამედ ხშირად თავისას უმატებს, ავრცელებს და ამკობს. ე. ი. მოციქული სამართლიანად უწოდებს ენას სიცრუის სამკაულს. ენა ბოროტისა სავსეა მომაკვდინებელი გესლით, რომელიც მსგავსად გველის გესლისა წამლავს და კლავს ადამიანს. აი, როგორ მკაცრად კიცხავს საღმრთო წერილი ბოროტი ენის მოქმედებას. კაცმა კარგად უნდა იფიქროს და მერე თქვას ყოველი სიტყვა".

ცილისწამების ცოდვის ერთ-ერთი მძლავრი განმაპირობებელი ფაქტორი - შურია, რომელიც "სხვა ადამიანის კეთილდღეობით, უპირატესობით ანდა სხვა რაიმე წარმატებით გამოწვეული წყენა და გაღიზიანებაა. იგი ყველას მიერ დაგმობილი, თუმცა მრავალთათვის დამახასიათებლი ნაკლია, რომლის დამალვასაც საგულდაგულოდ ცდილობენ. შურმა შეიძლება კაცი ბოროტმოქმედად აქციოს. შურით ანთებული ადამიანი კილავს და აძაგებს ყველას, ვისაც ეჯიბრება: მტერსა თუ მოყვარეს. ხშირად უნიჭოებს დიდი პრეტენზიები აქვთ, საქმით კი არაფერს აკეთებენ და ამ სამწუხარო გრძნობის მორჩილნი პატიოსან და უდანაშაულო ადამიანებს განიკითხავენ და ცილს სწამებენ" (კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე).

ამ თემაზე გვესაუბრება დეკანოზი დავით ციცქიშვილი.

- რას გულისხმობს უფლის მცნება ცილისწამების შესახებ და ფსიქოლოგიურად რა შედეგები მოაქვს მის დარღვევას ადამიანისათვის?

- ეს მცნება მოითხოვს, არ ვთქვათ სიცრუე მოყვასის შესახებ, რა სახითაც არ უნდა იყოს ეს - სასამართლოზე, პირში თუ პირს უკან. ეს მცნება იმასაც გულისხმობს, რომ დიდი სიფრთხილე გამოვიჩინოთ ვისიმე ნაკლოვანებებზე საუბრისას. სახარებისეული სიბრძნეა - ხშირად სხვის თვალში წვლილს ვხედავთ, საკუთარში კი დირესაც ვერ ვამჩნევთ.

რაც შეეხება ათ მცნებას, რომელიც უფალმა მოსეს გაუმჟღავნა: მრავალ ჩვენგანს, მორწმუნეებსაც კი, სულის სიღრმეში მაინც ურწმუნოება აფორიაქებს. ვფიქრობთ: მართლა ასეა? მართლა მკაცრად სჯის უფალი ამ მცნებების დამრღვევს? მართლა მოგვკითხავს პასუხს? ეს ადამიანის ცნობიერების ვერაგობაა. ათ მცნებას თითქოს ვენდობით, მაგრამ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რომ მათი დარღვევისთვის დავისჯებით.

ცილისწამების ფენომენის მიმართ მიდგომა სხვადასხვაგვარია საერო თვალსაზრისით და სულიერი თვალსაზრისით. ჩვეულებრივი ერისკაცი ცილისწამებასა და უსამართლო კიცხვას მტკივნეულად აღიქვამს, ფიქრობს, რატომ გაწირა ღმერთმა ასე, რატომ არის ცხოვრება ესოდენ უსამართლო. ეს ადამიანური მიდგომაა, რომელიც სავსებით გასაგებია. მაგრამ სულ სხვა პოზიციაზე დგას დიდი სულიერების მქონე კაცი. ქრისტეს სახელისთვის ის ყველაფერს ითმენს, რაკი ეს ყოველივე სულისთვის დიდი ნაყოფის მომტანია. თუკი უსამართლობას უდრტვინველად დავითმენთ, ამით ღვთის კურთხევას მივიღებთ. სხვა მაგალითიც მოჰყავს მამა პაისის: "ვთქვათ, ვინმემ უსამართლოდ გამარტყა ხელი. ვამბობ: დიდება შენდა, უფალო! ამ გზით, ვინ იცის, რომელიმე ცოდვისგან გავთავისუფლდე! ოდესღაც ხომ მეც ამიწევია ხელი ვიღაცაზე. ან კიდევ, უსამართლოდ გამლანძღეს. მაინც ვადიდებ უფალს და ვიღებ ამას იმ სიყვარულის გამო, რომელიც უფალმა კაცობრიობის მიმართ გამოამჟღავნა". აქ ჩვენ საქმე გვაქვს სულიერ თვალთახედვასთან. მათ კი, ვინც ნაკლები სულიერების მდგომარეობაში იმყოფებიან, ცილისწამების მიღება ძალიან უჭირთ.

- ცილისწამების განმაპირობებელი მეტწილად შურია. როგორ უნდა დავინახოთ, რომ შურით ვართ სნეულნი?

- წმინდა მამები გამუდმებით მოთქვამდნენ თავიანთი ცოდვების გამო და ყველაზე უღირსებად მიიჩნევდნენ თავს. მაგალითად, სულიერებით გამორჩეული ერთ-ერთი მწირი აღსარებაში ამბობს მეტად შთამბეჭდავ სიტყვებს: "წმინდა წერილში ნათქვამია: "გიხაროდეთ მათთან ერთად, რომლებიც ხარობენ და იტირეთ მათთან ერთად, რომლებიც ტირიან" (რომ. 12, 15). მაგრამ მე, როცა საკუთარ გულში ვიხედები, ვხედავ, რომ სრულებით არ მიხარია ადამიანთა კეთილდღეობა და ბედნიერება. მე გულგრილი ვარ მათ მიმართ. მაგრამ ამაზე საშინელსაც ვხედავ ჩემს თავში: მათი სიკეთე გულის სიღრმეში მწყინს! ხოლო როცა ვინმეს უბედურება ეწვევა, გარეგნულად თანავუგრძნობ, შინაგანად კი ბოროტად მიხარია". ამ მწირმა, რაკი დიდი სულიერებით გამორჩეული ადამიანი იყო, უმალვე შეამჩნია თავისი სულის ჩრდილოვანი მხარე, თორემ ის, ვინც ეკლესიისგან შორს არის და სულიერებით არ გამოირჩევა, რა თქმა უნდა, საკუთარ თავში ამ თვისებას ვერ დაინახავს.

- შური სხვადასხვაგვარად ვლინდება ადამიანის არსებაში. როგორ ვებრძოლოთ მას?

- ეპისკოპოსი გაბრიელი წერს: "შური გრძნობაა უსიამოვნების, დარდისაც კი, სხვისი კეთილდღეობის ხილვისას, იმ კეთილდღეობისა, თავად ჩვენთვის რომ გვსურს. ამ აზრით შურს შეიძლება ვუწოდოთ მწუხარების განსაკუთრებული სახე. ყველა გრძნობათაგან შური უფრო მეტადაა გავრცელებული ადამიანთა შორის, ისე რომ, ძალზე ცოტა თუ იქნება გამონაკლისი ამ წესისაგან. სხვისი კუთვნილი მცირეოდენი სარგებელი შურიანს საწყენად ეჩვენება. სხვისი კეთილდღეობა, რომელიც აღძრავს რომელიმე ადამიანის შურს, კარგავს თავისი ფასის ნახევარს, როცა მიიღწევა ამ ადამიანის მიერ. შურიანს ადვილად ეუფლება რისხვა, როცა მეორე ადამიანის კეთილდღეობის ზრდას ხედავს. ის გახარებულია, როცა მისი შურის საგანი უბედურებაშია, მზადაა, შური იძიოს მასზე, როგორც პირად მტერზე. ცილისწამებაც შურისძიების გამოვლენაა. ამიტომ შურს უნდა ვებრძოლოთ. იგი დროულად უნდა შევამჩნიოთ და მასთან გამკლავება ვისწავლოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ვინმესი შეგვშურდება, აღსარებაში ვთქვათ, მოვინანიოთ. ჩვენს არსებაში შურის გაჩენისთანავე ლოცვა უნდა დავიწყოთ - ეს საოცრად ამსუბუქებს სულიერ მდგომარეობას. ღვთაებრივი მადლის მეოხებით ყოველგვარი ვნების დაძლევა შეიძლება.

- ცილისწამების ერთ-ერთი გამოვლინებაა განკითხვა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ადამიანთა ნაკლოვანებებზე, ვამხელთ მათ, მაგრამ სინამდვილეში ხომ მხოლოდ უფალმა უწყის ყველა ჩვენგანის ჭეშმარიტი ნაკლოვანებაც და ღირსებაც?

- სახარება გვასწავლის: "რომლითა განკითხვითა განიკითხავდეთ, მითვე განიკითხნეთ". უფლის დაშვებით, ხშირად თვითონვე ვვარდებით იმ ცოდვაში, რომლის გამოც სხვა განვიკითხეთ, რათა უფრო ლმობიერნი და შემწყნარებელნი გავხდეთ და თავი დავაღწიოთ იმ ქედმაღლობასა და ამპარტავნებას, რომელიც ხშირად სხვისი განკითხვის საფუძველია. იგივე შეიძლება ითქვას მხილების შესახებ. მხილება სხვადასხვა შინაარსის მატარებელი შეიძლება იყოს. ქრისტიანული კუთხით, განასხვავებენ მხილებას, რომელიც დასაშვებია და მხილებას, რომელიც საშიშია თავისი შინაარსით. მაგალითად, დასაშვებია მხილება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი რაიმე დაწესებულების ხელმძღვანელია. ამ დროს მას უფლება აქვს, ამხილოს და შენიშვნა მისცეს ხელქვეითებს. დასაშვებია მხილებაც, როცა მშობლები ნაკლოვანებებზე მიუთითებენ შვილებს. ეკლესიურად გამართლებულია აგრეთვე მხილება სასულიერო პირისგან, როცა ის მრევლს ამხელს. ცხადია, არის შემთხვევები, როცა მღვდელი მეტისმეტად მკაცრად ამხელს თავის სულიერ შვილებს, მეტისმეტს მოითხოვს მათგან, მაგრამ, ზოგადად, ასეთი მხილება მაინც დასაშვებია. გარდა ამისა, არსებობს ძმური მხილება, როდესაც გვსურს, მოყვასს ნაკლოვანებებზე, სუსტ მხარეზე, ცოდვაზე მივუთითოთ. ცუდი ის არის, რომ ამას ხშირად ქედმაღლურად, უხეშად, მრისხანებით ვაკეთებთ. ეს ხშირად ჩვენი პატივმაყვარეობის გამოვლინებაა. ამ შემთხვევაში წინ ჩვენივე საკუთარი მე წამოიწევს - აქაოდა, იმდენად სულიერი ვარ და იმდენი მესმის, რომ შემიძლია, სხვა ვამხილო და გამოსწორებისკენ ვუბიძგოო. სინამდვილეში კი ეს ჩვენი ვნებების გამოვლინებაა. ასეთ შემთხვევაში ბრალმდებლისა და მოსამართლის ტონი მიუღებელია. პირიქით, უნდა ვისწრაფოდეთ, რაც შეიძლება ლმობიერად მოვექცეთ მოყვასს. შევთხოვოთ უფალს, სიყვარული მოგვანიჭოს იმ ადამიანის მიმართ, გაუხსნას მას გონება, რათა მან ჩვენი ნათქვამი გააცნობიეროს.

- ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორი გახდება მომავალში ის ადამიანი, რომელიც განვიკითხეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთგვარად ცილი დავწამეთ?

- მაცხოვარი ამბობს, მეზვერეები და მემრუშეები თქვენზე წინ შევლენო სასუფეველში. ასეც მოხდა - სამოთხეში პირველად ავაზაკი შევიდა. ცოდვას ერთი კარგი მხარეც აქვს - ის ადამიანს ამდაბლებს, სინანულში აგდებს. მამა პაისი ამბობს, რომ ცუდად აქვთ საქმე მათ, ვისაც ჰგონია, რომ მართალია და სხვას განიკითხავს. ამ შემთხვევაში მათ ამპარტავნება სძლევთ, ვერ გრძნობენ, რომ უფლის შეწევნა სჭირდებათ და, აქედან გამომდინარე, საკუთარ თავს ართმევენ მადლს. ხშირად ადამიანური, მწირი გონებრივი შესაძლებლობები არ გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ ადამიანში დაფარული სათნოება, განვჭვრიტოთ მისი მომავალი გზა. უამრავი ცოდვილი აღკვეცილა მონაზვნად, დაუწყია სულიერი ცხოვრება და ამ სარბიელზე დიდი წარმატებისთვისაც მიუღწევია, მათში კი, ვინც გარეგნულად თითქოს არ სცოდავს, ისეთი ვნებები ბობოქრობს, რომ საშიშია მათი ყოფა. ხშირად ცოდვით დაცემა დასაწყისია ჩვენი სულიერი აღმავლობისა. ცოდვით დაცემა ისეთი ფონია, რომელიც ადამიანის მთელ ცხოვრებას გასდევს და გაამპარტავნების საშუალებას არ აძლევს, სიმდაბლეს ანიჭებს, ათავისუფლებს სიამაყისგან.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat