ხიბლში მყოფი კაცი საკუთარ თავს სულიერ ნიჭთა სიმრავლეს მიაწერს
ხიბლში მყოფი კაცი საკუთარ თავს სულიერ ნიჭთა სიმრავლეს მიაწერს
ეკლესიური ცხოვრების გზაზე შემდგარ ადამიანს კაცთა მოდგმის მტერი ყოველი მხრიდან უგებს მახეს. ძნელი სათქმელია, რა უფრო რთულია დაძლიო - მრუშობა, პარვა, ცილისწამება, თუ მოერიო მათი ძლევით გამოწვეულ ამპარტავნებას. სწორედ ამ ოქროს შუალედის დაცვაა ქრისტიანის მთავარი საზრუნავი.

ცოდვა მრავალგვარია. მათგან ზოგი აშკარაა, ზოგი - ერთი შეხედვით უწყინარი, მაგრამ სულისთვის განსაკუთრებით საშიში. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას საფუძვლად რწმენის ნაკლებობა უდევს. საეკლესიო მამები ბრძანებენ, რომ ხიბლით დაცემა სწორედ იმით გამოირჩევა ყველა სხვა ცოდვისგან, რომ ხიბლში მყოფი კაცი საკუთარ თავს სულიერ ნიჭთა სიმრავლეს მიაწერს. ეს არის სულის ყალბი, მოჩვენებითად ეკლესიური მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ გარედან ჩანს მაცხოვნებელი, სინამდვილეში კი ამპარტავნების ბუდეა.

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) წერს: "კაცი, რომელიც თავისი სათნოებით იქადის, ამით ამტკიცებს, რომ მას არა აქვს ჭეშმარიტი სათნოება, შინაგანი გულის კმაყოფილება არის ნიშანი მისი უგუნურებისა".

ხიბლის შესახებ გვესაუბრება საპატრიარქოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ნინო კანდელაკი.

- ბევრი კითხულობს, რას ნიშნავს ხიბლი, მაგრამ როგორც კი თავად ნახავს ასეთ ადამიანს, ყველაფერს ხვდება.

ხშირად კაცს სიცრუე ჭეშმარიტება ჰგონია და სჯერა საკუთარი თავისა, რომ ეს განწყობა ერთიანად მოიცავს მის გულსა და გონებას.

ჩვენი მცირედმორწმუნეობის გამო დემონები ადვილად ამყარებენ ჩვენთან ურთიერთობას, თანაც ისე შენიღბულად, რომ მათ მიერ შთაგონებული აზრი საკუთარი გვგონია, ამიტომაც ხშირად გვემუქრება საშიშროება, თითქოსდა ცხადი, სინამდვილეში კი ყალბი იდეა ან ემოციური აღტკინება მხსნელ და მადლმოსილ გამონათებად მივიღოთ.

წმინდა მამათა სწავლებიდან მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომლებიც ცდუნებათა მრავალფეროვნებას და ვერაგობას ააშკარავებს.

ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი ბრძანებს, რომ დემონები ცდილობენ, ადამიანს მხოლოდ საკუთარ თავთან ჰქონდეს კონტაქტი და ემორჩილებოდეს საკუთარ, ხშირად არცთუ ისე ცოდვილ ჩანაფიქრს. თავდაპირველად ისინი ისეთ საქციელს შთააგონებენ ადამიანს, რომელიც, ერთი შეხედვით, არ არის დასაძრახი, პირიქით, ხშირად კეთილშობილურიც კი ჩანს, მერე კი, როცა ნდობასა და გავლენას მოიპოვებენ, ადამიანს ცოდვისკენ უბიძგებენ. ყოველივე ეს ცხადს ხდის, რაოდენ ვიწროა გზა განსჯისა და რა ფხიზლად უნდა მივდიოთ მას.

ერთი ბერი ასეთ ამბავს მოგვითხრობს: ვინმე ჭაბუკი მამის ნებართვით მონასტერში მივიდა და ისე ბეჯითად დაიწყო მოღვაწეობა, რომ წინამძღვარიც კი გააოცა. მცირე ხნის შემდეგ უდაბნოში წასვლის ნებართვა ითხოვა. თანხმობა რომ მიიღო, უდაბნოსკენ გაემართა და იქ დასახლდა, სადაც უფალმა მიანიშნა. ექვსი წელი ისე გაატარა, ძეხორციელი არ უნახავს. ერთხელ კი მასთან ბერად გარდასახული ეშმაკი მივიდა. იმდენად საზარელი სახე ჰქონდა, რომ განდეგილი შეშინებული დაემხო მიწაზე და ლოცვა დაიწყო. რომ ადგა, ეშმაკმა უთხრა: "კიდევ ვილოცოთ, ძმაო". ლოცვის შემდეგ ეშმაკმა ჰკითხა: "რამდენი ხანია, აქ ცხოვრობ?" "ექვსი წელია", - მიუგო განდეგილმა. "მე შენს მეზობლად ვცხოვრობ, - უთხრა ეშმაკმა, - თერთმეტი წელია, სენაკიდან არ გამოვსულვარ. Mმხოლოდ დღეს დავტოვე იგი, რადგან შევიტყვე, რომ აქვე დასახლებულხარ. ვიფიქრე, წავალ იმ ღვთის კაცთან და გავესაუბრები სულის მარგებელ თემაზე, ვეტყვი, რომ ჩვენს განდეგილობას არავითარი სიკეთე არ მოაქვს ჩვენთვის, რადგან არ ვეზიარებით ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს; რომ მეშინია, თუ ამ საიდუმლოს განვეშორებით, უცხონი არ გავხდეთ-მეთქი მაცხოვრისთვის. აქედან სამი მილის მოშორებით მონასტერია, მივიდეთ იქ კვირას, ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს და ისევ ჩვენს სენაკებში დავბრუნდეთ".

განდეგილს რჩევა მოეწონა და კვირას მასთან ერთად მონასტრისაკენ გაემართა. შევიდნენ ტაძარში და მლოცველებს შეუერთდნენ. ლოცვა რომ დასრულდა, განდეგილმა თავისი მეგზური მოიკითხა. ბერებმა უპასუხეს, შენ გარდა ჩვენ არავინ გვინახავსო. მიხვდა განდეგილი, რომ დემონი იყო მისი თანამგზავრი და თქვა: "ხედავ, რა მოხერხებულად გამომიყვანა სენაკიდან! მაგრამ რა საქმე მაქვს ამასთან, მე ხომ კეთილი მიზნით მოვედი აქ. ვეზიარები და უკან გავბრუნდებიო". ასეც მოიქცა, მონასტრის ძმებთან ტრაპეზზეც დარჩა და მერეღა დაბრუნდა სენაკში.

გავიდა დრო და მასთან ისევ მივიდა ეშმაკი, ამჯერად - ახალგაზრდა ერისკაცის სახით, დაკვირვებით შეხედა და თქვა: "ის არის!" განდეგილმა ჰკითხა: "რატომ მიყურებ ასე?" მან უპასუხა: "ამდენი ხნის შემდეგ როგორღა უნდა მიცნო! მამაშენის მეზობელი ვარ. შენ ამა და ამ კაცის შვილი არა ხარ? დედაშენს ხომ ესა და ეს ერქვა? დას ხომ ამასა და ამას ეძახდნენ? შენი საერო სახელიც ხომ ეს იყო? დედაშენი და შენი და სამ წელზე მეტია, მიიცვალნენ, მამა ახლახან მოკვდა და თავის მემკვიდრედ აგირჩია. სიკვდილის წინ გვთხოვა, გვენახე და გვეცნობებინა, რომ მემკვიდრეობა ჩაიბარო და შენი და მამაშენის სულის საცხოვნებლად ღარიბებს დაურიგო. ნუ დააყოვნებ, წადი, გაყიდე ყველაფერი და აღასრულე მამაშენის ნება". "აღარ მეგების მე დაბრუნება საერო ცხოვრებაში", - უპასუხა განდეგილმა. "თუ არ წახვალ, - უთხრა ეშმაკმა, - ქონება დაიკარგება და ღვთის წინაშე აგებ პასუხს. ხომ შეიძლება, ღარიბებისთვის დანატოვარი მემკვიდრეობა მრუშმა, გარყვნილმა ხალხმა დაიტაცოს?!" განდეგილი შეცდა და ქალაქში დაბრუნდა. სახლს რომ მიუახლოვდა, უეცრად იქიდან მამამისი გამოვიდა. მამამ ვერ იცნო და ვინაობა ჰკითხა. შენი შვილი ვარო, მიუგო შემცბარმა ბერმა. რა მიზეზით დაბრუნდი? - ჰკითხა მამამ. განდეგილს ნამდვილი მიზეზის თქმისა შერცხვა და უპასუხა, დაბრუნება შენდამი სიყვარულმა და სიბრალულმა მაიძულაო. ის მამის სახლში დარჩა, მცირე ხნის შემდეგ კი სასიყვარულო ცოდვით დაეცა, მაგრამ არ მოინანია და შერჩა საერო ცხოვრებას.

წმინდა ეგნატეს თქმით, ბერის დაცემის მთავარი მიზეზი განდეგილობის ნაადრევი დაწყება გახლდათ - იგი ჯერ არ მომწიფებულიყო საამისოდ. იგი შენიშნავს, რომ ეშმაკი განდეგილებს ხშირად პირისპირ ეცხადება, ერთად მცხოვრებთ კი, ჩვეულებრივ, ფიქრებით ებრძვის. Mმიზანი ორივე შემთხვევაში ერთია - დაღუპოს ადამიანის სული.

ასე რომ, ხიბლიც ერთ-ერთი იმ ცოდვათაგანი გახლავთ, რომლისგანაც უპირველესად ის გადარჩება, ვინც სწორად გაიგებს ქრისტიანობის არსს, ვინც საკუთარ თავში ნაკლოვანებათა ძიებას დაიწყებს და არა ღირსებისას. შესაბამისად, მისი წამალი - თავმდაბლობაა. ოღონდ გულწრფელი და არა მოჩვენებითი თავმდაბლობა. ეს კი საკუთარ დაცემაზე ხშირი ფიქრის შედეგია. თუმცა აქაც სიფრთხილეა საჭირო. საეკლესიო მამები შეგვაგონებენ: "გახსოვდეთ ორი გულისთქმა და გეშინოდეთ მათი: პირველი, რომელიც გეუბნება, რომ წმინდანი ხარ და მეორე, რომელიც გეუბნება, რომ წარწყმდები. ორივე ეს ფიქრი ბოროტისგანაა, მათში არ არის ჭეშმარიტება. შენ კი ასე იფიქრე: მე უდიდესი ცოდვილი ვარ, მაგრამ ღმერთი გულმოწყალეა, ძალზე უყვარს ადამიანები და მაპატიებს ჩემს ცოდვებს".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat