"ის გვიყურებს და ალბათ უკვირს ჩვენი"
"ის გვიყურებს და ალბათ უკვირს ჩვენი"
დავიბადებით თუ არა, მაშინვე იწყება სიკვდილთან ჩვენი დაახლოების გზა. მაგრამ ადამიანის არსებაში ღრმად გამჯდარი ურწმუნოების გამო მაინც ჩნდება კითხვები: მართლა არსებობს კი ის სამყარო, მართლა სჭირდებათ კი ჩვენს მიცვალებულებს დახმარება? ბოროტი ძალა გვირყევს რწმენას. მაგრამ ამის მიუხედავად არსებობს უფალი და იმქვეყნიური სამყარო, სადაც ამ წუთისოფლიდან წასული ადამიანები დაემკვიდრებიან. რაც უფრო გავითავისებთ იმას, რომ ადრე თუ გვიან ყველას მოგველის სიკვდილი, მით მეტად შევეჩვევით ამ საოცარ და იდუმალ სამყაროს. ეს კი ჩვენი სულიერი სიწმინდის, სიბრძნის გამოხატულება იქნება.

გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.

- სულიერ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რა მნიშვნელობა აქვს ფიქრს სიკვდილზე, მის ხსოვნას?

- რაც უფრო პატარაა, მით ნაკლებად ფიქრობს ადამიანი სიკვდილზე, ნაკლებად იჩენს თავს მასთან დაკავშირებული განცდები. ბავშვს რომ ჰკითხო რამე სიკვდილის შესახებ, ყურადღებას არ მოგაქცევს და თავის საქმეს გააგრძელებს. ამასაც უფალი უშვებს, რათა პატარას თავიდანვე გული არ გაუტყდეს, არ დაბრკოლდეს და არ დაზაფროს ამქვეყნიური აღსასრულის შეგნებამ. მაგრამ გადის დრო, ჩვენი ცხოვრება დასასრულისკენ მიდის და თანდათან მეტად შემოდის ფიქრი სიკვდილზე, უფრო და უფრო ახლობელი ხდება იგი ჩვენთვის, თითქოს უფრო მეტადაც ვეჩვევით მას. სიყრმეში მისი გახსენებაც კი გვზაფრავდა, შემდეგ ეს ფიქრი იმდენად მწველი აღარ არის. თუმცა, ერთგვარი შეგუების მიუხედავად, კაცისთვის მაინც ძნელია იმაზე ფიქრი, რომ ადრე თუ გვიან ამ სოფელს დატოვებს და გადაინაცვლებს სადღაც სხვა სამყაროში. ზოგიერთში ამ სამყაროს არსებობაც დიდ ეჭვს ბადებს, ეჭვი ხანდახან გულში გაჰკრავთ მათაც, ვისაც საკმაოდ ღრმა რწმენა აქვს ამისა. ამ სხვა სამყაროს აღქმაც ძალიან ინდივიდუალურია. მიცვალებულის შემხედვარეთ, განსაკუთრებით - როცა გვიკრძალავენ ამას, გვიპყრობს ფიქრი,
რომ ადრე თუ გვიან ჩვენც ეს გველის, მაგრამ ამავე დროს თითქოს ალოგიკური განცდაც შემოდის, რომ ეს მომენტი ჩვენ არასოდეს დაგვიდგება. არადა ყველამ კარგად იცის, რომ ამას ვერავინ წაუვა. ადამიანი სხვადასხვანაირ ცოდნას ეძებს და მოიპოვებს ამქვეყნად და ხშირად ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ავიწყდება ხოლმე. უმრავლეს შემთხვევაში კაცს არ ყოფნის სიბრძნე, უფრო მეტად იფიქროს სიკვდილზე. ადრე მონასტერში ასეთი მორჩილება არსებობდა: ერთ-ერთ ძმას ავალებდნენ, მონასტრის წევრებისთვის შეეხსენებინა, რომ ადრე თუ გვიან სიკვდილი ელით. იგი მიდიოდა და ყველას ეუბნებოდა: ჩვენ გველის სიკვდილი. ხშირად ტაძრები და მონასტრები სასაფლაოების გვერდით იყო აგებული და ესეც ერთგვარად ხელს უწყობდა ხსოვნას იმისას, რომ ადამიანი ამ ქვეყნიდან წავა. არსებობს ასეთი ცნობილი გამონათქვამიც - "გახსოვდეს სიკვდილი".

- როგორ აღიქვამენ სიკვდილის ფენომენს ის ადამიანები, რომლებიც ქრისტიანულად ცხოვრობენ და სულიერად ვითარდებიან?

- მახსოვს ერთ-ერთი ფარული მონაზვნის სიტყვები. როცა ჰკითხეს, როგორ ხართო, უპასუხა: - По стариковски, завидую умирающим (ე.ი. ბებრულად, მომაკვდავებისა მშურსო). ამ ქალში ისეთი სულიერი გარდატეხა იყო მომხდარი, რომ მას სიკვდილი ტანჯვისგან, ამქვეყნიური ყოფის სიმძიმისა და დაძაბულობისგან განთავისუფლებად მიაჩნდა. როდესაც პაისი ათონელს უთხრეს, - ავთვისებიანი სიმსივნით ხართ ავად და დიდი დღე აღარ გიწერიათო, მან თქვა: "კარგად ბრძანდებოდე, უბედურო ამქვეყნიურო სამყაროვ. მე ცხოვრებაში არასოდეს მიცეკვია, მაგრამ ახლა მინდა ავცეკვდე სიხარულისგან, რადგან ახლოვდება ჩემი სიკვდილის დრო". ასე იცვლება სიკვდილთან დამოკიდებულება ქრისტიანულ სამყაროში, მაგრამ, ამას ყველა, რა თქმა უნდა, ვერ განიცდის, არამედ მხოლოდ ისინი, ვის სულშიც დიდი გარდატეხა მოხდა.

- ჩვენ ხშირად არ ვიცით, თუ რა განცდები ახლავს თან სიცოცხლის ბოლო წუთებს. ამიტომ უნუგეშოდ მივტირით მიცვალებულს...

- მოგეხსენებათ, არსებობს კლინიკური სიკვდილის შემთხვევები. ის ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლეში შეიგრძნეს სიკვდილის მოახლოება და მერე მაინც დარჩნენ ამქვეყნად, გვეუბნებიან, რომ იქ ხშირად ფიგურირებს ნეტარების განცდა და სულაც არ არის იმის შეგრძნება, რომ გაცილებით უარეს, დამთრგუნველ სამყაროში ხდება გადასვლა. მაგალითად, წმინდა თეოფანე დაყუდებული თავის მომაკვდავ დასთან დაკავშირებით წერს: "აქ დარჩენილები იმქვეყნად წასულებს მივტირით, არადა იქ მოხვედრისას ისინი მაშინვე უკეთ და საამოდ გრძნობენ თავს. ვინც გამოსცადა სიკვდილი და შემდგომ ისევ სხეულში მოუხდა დაბრუნება, საცხოვრებლად მეტად მოუხერხებლად აღიქვამს მას. ჩემს დასაც ამგვარი შეგრძნებები ექნება. მისთვის იქ უკეთესია. ჩვენ კი თავს ვიკლავთ, თითქოს რაღაც უბედურება შემთხვეოდეს. ის გვიყურებს და ალბათ უკვირს ჩვენი". XIX საუკუნეში მცხოვრები ერთ-ერთი პიროვნება თავისი გამოცდილებით ასე აღწერს სულის სხეულში დაბრუნების მომენტს: "ღრმა მწუხარებამ შემიპყრო, თითქოს რაღაც უძვირფასესი განძი დავკარგე. ეს გრძნობა მთელი ცხოვრება თან მდევს. არაფერი მიზიდავდა უწინდელი ცხოვრებისკენ და არც ერთი წუთით არ მნდომებია მასთან დაბრუნება, თუმცა აქამომდე იგი სულაც არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე და ძნელი ჩემთვის. ალბათ გინახავთ სინესტეში დიდხანს დადებული ფოტოსურათი. სახეებს კი არჩევ, მაგრამ გახუნებული და ფერგადასულია, მშვენიერი გამოსახულების ნაცვლად რაღაც უფერული, მოყვითალო ლაქა ამჩნევია. სწორედ ასევე გაუფერულდა ჩემთვის ყველაფერი, გახუნებულ სურათად იქცა და დღემდე ასეთად რჩება".

- მაგრამ ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ სიკვდილი მხოლოდ ნეტარ წუთებს განაცდევინებს კაცს...

- ზოგიერთი ეჭვობს, მართლა არსებობს თუ არა ჯოჯოხეთი, საუკუნო სატანჯველი. მის არსებობაზე ჩვენი მიწიერი ცხოვრებაც მიგვანიშნებს. ხშირად ცხადად ვგრძნობთ, რომ უფალი გვსჯის. ადამიანის სულის ერთ-ერთი თვისებაა - შიში ღვთისა, რაც იმ მხარესაც გულისხმობს, რომ ჩვენ გვეშინია ცოდვის ჩადენისა, რადგან ამისთვის სამაგიერო მოგვეგება. სამწუხაროდ, კაცი ისეთი არსებაა, რომ მხოლოდ თეორიულად ვერ სწავლობს. ხშირად შეცოდების შემდეგ ამჩნევს უფლისმიერი დასჯის მომენტს, ეს კი მას სტიმულს აძლევს, რათა ამა თუ იმ ცოდვას გადაეჩვიოს. და თუ დასჯის ფენომენი ამ წუთისოფელშივე კარგად შეიმჩნევა, განა შეიძლება, იმქვეყნად არ მჟღავნებოდეს? განა შეიძლება, რომ იმქვეყნად ერთნაირად კარგად იყოს პატიოსანი, კეთილშობილი ადამიანი და ავაზაკი, მკვლელი?.. ეს ალოგიკური, უსამართლო იქნებოდა. ეკლესია გვასწავლის, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი ღვთაებრივ სასამართლოს გაივლის. ეს არის საზვერეების გავლაც. აქ ბოროტი სულები ადამიანის მიერ ჩადენილ ცოდვებს წარმოადგენენ, იმათ, რომლებიც აღსარებაში არა აქვთ ნათქვამი; უფალი ამას იმისათვის უშვებს, რომ მოხდეს ადამიანის ამქვეყნიური ყოფის განსჯა. ეს სრულიად გასაგებია ღვთაებრივი სამართლის მიხედვით. განა შეიძლება, უფალმა ოდესმე არ გამოამზეუროს ჩვენი ცოდვები? ოდესმე ხომ უნდა მოგვეკითხოს სამაგიერო?!

- იმქვეყნად წასულები იწყებენ ბრძოლას საზვერეებში გადანაცვლებისთვის. როგორ უნდა დავეხმაროთ განსვენებულის სულს?

- წმინდა თეოფანე დაყუდებული წერს: "ჩემს გარდაცვლილ დას დახმარება დასჭირდება. რომ შეგვეძლოს, მის გოდებას გავიგონებდით: "დამეხმარეთ!" აი, რას უნდა მიექცეს მთელი ყურადღება - როგორ უნდა გამოვლინდეს ჩვენი სიყვარული მისადმი. ვფიქრობ, მიცვალებულის ყველაზე დიდი დაფასება ის იქნება, თუ სულის სხეულიდან განსვლის წამიდან სხვას მიანდობთ მის სხეულზე ზრუნვას, თავად განმარტოვდებით და როგორადაც კი შესაძლებელი იქნება, დაიწყებთ მისი მოსახსენებელი ლოცვების კითხვას".

ბევრი მაგალითია მართლმადიდებლურ სამყაროში იმისა, თუ როგორ სთხოვდნენ მიცვალებულები სიზმარში გამოცხადებით თავიანთ ახლობლებს ლოცვით შეწევნას. მაგალითად, წმინდა თეოდოსი ჩერნიგოველი სიზმარში გამოეცხადა მღვდელმონაზონ ალექსის, როცა იგი მის ცხედართან იჯდა და უთხრა: "მადლობელი ვარ ამაგისთვის, მაგრამ ერთი თხოვნაც მექნება შენთან: ლიტურგიის გადახდისას, გთხოვ, ჩემი მშობლებიც მოიხსენიო". წმინდანმა ბერს თავისი მშობლების სახელები ამცნო: მღვდელი ნიკიტა და მარიამი. მანამდე კი მათი სახელები არავინ იცოდა. ამ სახელების ნამდვილობა დადასტურდა მხოლოდ წმინდანის კანონიზაციიდან რამდენიმე წლის შემდეგ - მონასტერში, რომლის წინამძღვარიც წმინდა თეოდოსი იყო, იპოვეს მოსახსენებელი. "და შენ, წმინდანო, თავად ღვთის ტახტთან მდგომარევ, მადლით რომ აცისკროვნებ ადამიანებს, მე როგორ მთხოვ ლოცვას?" - ჰკითხა მას მღვდელმონაზონმა, - "ეს მართალია, - უპასუხა წმინდა თეოდოსიმ, - მაგრამ განსვენებულისთვის ლიტურგიის დროს შესაწირავის შეწირვა ჩემს ლოცვაზე უფრო ძლიერია".

წმინდა მოწამე პერპეტუას ცხოვრებიდან ვიგებთ, თუ როგორ გაუმხილეს წყალსატევის საშუალებით მისი ძმის - დემოკრიტეს ხვედრი. წყალსატევი იმდენად მაღლა იყო, რომ წმინდანის ძმა იმ უსუფთაო და აუტანლად ცხელი ადგილიდან, სადაც ტყვედ ჰყავდათ, ვერაფრით ვერ წვდებოდა. დის მთელი დღე-ღამის გულმხურვალე ლოცვის შემდეგ დემოკრიტემ წყალსატევს მიაღწია - წმინდა პერპეტუამ იგი ნათელ ადგილს მყოფი იხილა. ამ ჩვენებით წმინდანი მიხვდა, რომ მისი ძმა სასჯელისგან გათავისუფლდა.

- რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გარდაცვლილთა ლიტურგიაზე მოხსენიება, მათთვის წირვის ჩატარება?

- წმინდა გრიგოლს მიცვალებულთა ცოცხლად გამოცხადების რამდენიმე მაგალითი მოჰყავს, რომელთა დროსაც ისინი ლიტურგიის ჩატარებას ითხოვდნენ ან მადლობას იხდიდნენ ამისათვის. ერთი კაცი, რომელიც ცოლს დაღუპული ეგონა და მისთვის განსაზღვრულ დღეებში წირვას უკვეთავდა, ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ ჰყვებოდა, ზოგჯერ ჯაჭვებისგან მათავისუფლებდნენო. აღმოჩნდა, რომ ეს ხდებოდა იმ დღეებში, როცა მისთვის ლიტურღია ტარდებოდა. როგორც გამოცდილი სასულიერო პირები აღნიშნავენ, როცა ისინი მიცვალებულთათვის მსახურებას ატარებენ და წირვაში მოიხსენიებენ იმქვეყნად წასულებს, თითქოს გრძნობენ კიდეც მათი სულების მდგომარეობას. ეს შეიმჩნევა წესის აგების დროსაც. ერთ-ერთი მღვდელმონაზონი აღნიშნავდა, რომ წესის აგებისას მას სხვადასხვაგვარი განცდა ეუფლებოდა და ამ განცდების მიხედვით გრძნობდა, ამა თუ იმ ადამიანის სული მომწიფებული წავიდა თუ არა იმქვეყნად. ვინც ამისთვის მზად იყო, იმ შემთხვევაში ბერს სიმსუბუქის, სიმშვიდის განცდა ეუფლებოდა, ხოლო თუ ადამიანი მოუმზადებელი შეხვდა სიკვდილს, დაძაბულობა, სიმძიმის შეგრძნება უჩნდებოდა.

- რამდენად ეხმარება ჩვენს მიცვალებულებს ჩვენი პირადი ღვაწლი?

- მამა პაისი ამბობს: მიცვალებულთათვის სხვადასხვა ღვთისმსახურებითი წესის აღსრულებაზე უფრო მეტად სასარგებლოა ჩვენი პირადი ღვაწლი, როცა ყურადღებით ვუკვირდებით ჩვენს ცხოვრებას, ვიბრძვით გამოვასწოროთ ნაკლოვანებები. ამის გამო არა მხოლოდ ჩვენ ვთავისუფლდებით სიმძიმისაგან, არამედ ჩვენი წასული წინაპრებიც. ისინი სიხარულს განიცდიან, როდესაც მათი შთამომავალი უფლისთვის სათნოდ ცხოვრობს, რადგან მათაც ხომ გარკვეული წვლილი მიუძღვით ჩვენს ამქვეყნად მოვლინებაში. ისინი ამისთვის უფლისაგან დახმარებას იღებენ, რადგან ღმერთი თითქოსდა ვალდებული ხდება, დაეხმაროს მათ ჩვენ გამო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat