ადრე თუ გვიან მაინც დაიტანჯები ამის გამო
ადრე თუ გვიან მაინც დაიტანჯები ამის გამო
წმინდა ნიკოლოზ სერბი წერს: "მნიშვნელობა არა აქვს, ავადმყოფობით მოვკვდები თუ კაცის ხელით, მაგრამ, ადამიანისგან განსხვავებით, ავადმყოფობა სიკვდილზე პასუხს არ აგებს. რამოდენა სიბრძნეა ფუტკრის მაგალითში: კბენისთვის იგი საკუთარი სიცოცხლით აგებს პასუხს. ყველა შენს მიერ მოკლულს ორი განსასვენებელი აქვს: ერთი სხვა სამყაროა, მეორე კი - შენი სინდისი. სადაც არ უნდა დამარხო მიცვალებული, შუაღამისას იგი შენი სინდისის მეოხებით მაინც გაიღვიძებს და ისეთ შეკითხვებს დაგისვამს, რომლებზეც, ოფლად გაღვრილს, გათენებამდე მოგიწევს პასუხის გაცემა".

მკვლელობის ცოდვაზე გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.

- ადამიანის მიერ ამ მცნების დარღვევის რამდენნაირი გამოვლინება არსებობს?

- ადამიანი მკვლელობაში დამნაშავეა მაშინაც, როდესაც თვითონ არ კლავს, მაგრამ ხელს უწყობს სხვისი სიცოცხლის ხელყოფას, როდესაც სხვას აძლევს ამ მძიმე ცოდვის ჩადენის საშუალებას. მაგალითად, მკვლელობაში დამნაშავე ხდება მოსამართლე, რომელიც უდანაშაულო ადამიანს გაასამართლებს; თითოეული ადამიანი, რომელიც სხვას მკვლელობის ჩადენისკენ უბიძგებს ბრძანებით, რჩევით, ხელშეწყობით, თანხმობით, ის, ვინც მალავს ან ამართლებს მკვლელს და ამით მას ახალი მკვლელობისკენ აქეზებს. მკვლელობაში დამნაშავე ხდება ისიც, ვინც სიკვდილისგან არ იხსნის მოყვასს, როდესაც ეს ხელეწიფება. ამ ცოდვით სცოდავს ისიც, ვინც მძიმე შრომით, სასტიკი დასჯით აწვალებს ხელქვეითებს და ამით აჩქარებს მათ სიკვდილს, ყველა, ვინც თავისი თავშეუკავებლობითა და მანკიერებებით სიცოცხლეს უმოკლებს ადამიანს.

განსაკუთრებით მძიმე ცოდვაა თვითმკვლელობა, რადგან საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი გულისხმობს არა მხოლოდ მკვლელობის, არამედ სასოწარკვეთილების ცოდვას - ღვთის მიმართ სასოების დაკარგვას, გამსჭვალულია უფლის სისასტიკის, მის მიმართ უკმაყოფილების განცდით. ადამიანი მიიჩნევს, რომ ის ყველამ მიატოვა და მის ცხოვრებას აზრი აღარ აქვს.

კაცის კვლის კიდევ ერთი გამოვლინება - ამჯერად სულიერი კუთხით - ის არის, როცა ვისიმე სიკვდილი სურთ, არ ეხმარებიან ღარიბ-ღატაკს, ავადმყოფს, გაჭირვებულს; ცოდვილია ისიც, ვინც არ ცხოვრობს სხვასთან მშვიდობით, თანხმობით, მის მიმართ სიძულვილს, შურს, წყენას განიცდის, ვინც გულს სტკენს ადამიანს. მკვლელობის ასეთივე გამოვლინებაა, როდესაც "ძლიერნი ამა სოფლისანი" უმწეოებს, სუსტებს ჩაგრავენ.

მაგრამ გვახსოვდეს ისიც, რომ არ არსებობს ცოდვა, რომლის სიმძიმეც უფლის მოწყალებას აღემატებოდეს. "სადა განმრავლდეს ცოდვა, მუნ უფროის გარდაემეტოს მადლი უფლისა". ამის დასტურად ავაზაკის მაგალითიც კმარა. ადამიანმა უფლის მოწყალების იმედი ამ მძიმე ცოდვის ჩადენის შემდეგაც კი არ უნდა დაკარგოს.

- არსებობს თუ არა სულიერი მკვლელობა?

- სულიერ მკვლელობად შეიძლება მივიჩნიოთ ის შემთხვევები, როდესაც სხვას რაიმე ცოდვით აცდუნებენ, ახელებენ მის ვნებებს, განაშორებენ ქრისტიანული ცხოვრებისგან. მაცხოვარი ამბობს: "ვინც ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც ვწამვარ, აცდუნებს, - მისთვის უმჯობესი იქნებოდა, წისქვილის ქვა ჩამოეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ". სულიერ მკვლელობას სჩადიან ნარკოტიკების გამსაღებლები, ის ადამიანები, რომლებიც რყვნიან ახალგაზრდა ქალიშვილებს, აჩვევენ მათ მრუშობის ცოდვას. გარდა ამისა, არსებობს სარწმუნოებრივი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა - ბოროტი ძალა ხშირად იყენებს ადამიანის მისწრაფებას ღმერთისკენ და მას ამა თუ იმ მცდარი რელიგიური მიმდინარეობისკენ უბიძგებს.

- ითვლება თუ არა ცოდვად უნებლიე მკვლელობა?

- ასეთ შემთხვევაში ეკლესია მაინც კიცხავს ადამიანს გაუფრთხილებლობისთვის. კაცი უნდა ეცადოს, თავიდანვე დაიოკოს მრისხანების ვნება, შეეწინააღმდეგოს მას. თუ ასე არ მოხდა, შეიძლება ისე გახელდეს, რომ სხვისი სიცოცხლეც კი ხელყოს. ამრიგად, ადამიანი დამნაშავეა იმაში, რომ დასაწყისშივე არ აღკვეთა მრისხანება, ვნებით გახელება, რომელსაც შემდეგ მკვლელობა მოჰყვა.

- როდესაც ქვეყანა თავდაცვით ომს აწარმოებს, რა შემთხვევაში შეიძლება შეერაცხოს მეომარს ცოდვად კაცის კვლა?

- ჩვენს წინაპრებს ამ საკითხის მიმართ მეტად ბრძნული სარწმუნოებრივი მიდგომა ჰქონდათ. წინათ მეომრები ბრძოლის წინ აღსარებას ამბობდნენ, ეზიარებოდნენ მაცხოვრის წმინდა სისხლსა და ხორცს, რაც ხელს უწყობდა იმას, რომ არ გაუხეშებულიყო მათი გული, ნაკლები ყოფილიყო მავნე ზემოქმედება, რომელიც შეინიშნება ბრძოლის დროს. თუმცა ამ შემთხვევაში ისინი ნათესავების, თანამემამულეების სიცოცხლეს იცავენ და მათთვის თავის გაწირვა დიდი სიყვარულის გამოვლენაა. მოყვასისთვის საკუთარი სულის დადება დიდი ქრისტიანული სათნოების ნიმუშია. მაგრამ აქაც ბევრი რამ არის საფრთხილო. ამ შემთხვევაშიც შეიძლება, ადამიანის საქციელი ცოდვისმიერი გახდეს. მაგალითად, როდესაც უკვე დანებებულ ტყვეებს ხოცავენ ან შეურაცხყოფენ, აბუჩად იგდებენ, აწამებენ. მეორე მხრივ, მეომრებს შორის ბევრი წმინდანიც იყო. მართლმადიდებლობის ისტორია მრავალ ასეთ შემთხვევას იცნობს.

ასე რომ, სამართლიანი ომის დროს ადამიანი ან ღირსეულად აღესრულება, ან მძიმე ცოდვაში ჩავარდება.

- ითვლება თუ არა ცოდვად დამნაშავეთა სიკვდილით დასჯა?

- რა თქმა უნდა, ითვლება. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ეკლესიის დიდი ხელშეწყობით სიკვდილით დასჯა აიკრძალა. ადამიანისთვის (მკვლელისთვის, ყაჩაღისთვის, მოძალადისთვის), რომლის სინდისზეც უამრავი ცოდვაა, სწრაფი სიკვდილი ერთი შეხედვით შეიძლება შვებაც კი იყოს (თუმცა, ცხადია, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით - ჩადენილი დანაშაული მას იმქვეყნად მაინც მოეკითხება), ხოლო წლების განმავლობაში საკანში განმარტოებით ტანჯვა - წამების ტოლფასი.

საინტერესოა თვითონ მოძღვრების დამოკიდებულებაც ამ ცოდვით დაცემულთა მიმართ. მახსოვს, ერთ სასულიერო პირს ჰკითხეს: არ გიჭირთ ასეთი ცოდვის მიტევება, მკვლელთან ურთიერთობაო? მან ასეთი პასუხი გასცა: თუ ვხედავ, რომ კაცს აქვს სინანული და გამოსწორების სურვილი, უფრო თამამი ვხდები და შემიძლია, მას სულიერი ხელმძღვანელობა გავუწიო, ხოლო თუ ვხედავ, რომ ეს არის ფორმალური აღსარება, რომელსაც გამოსწორების სურვილი არ ახლავს, მისი სულიერი ცხოვრების წარმართვას საკუთარ თავზე ვეღარ ვიღებო. ასე რომ, მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სულიერი შვილი გამოსწორებას ცდილობდეს, ხოლო მოძღვარი მისი შინაგანი ბუნების სწრაფვას სრულყოფილებისაკენ გრძნობდეს.

- ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ ცოდვილები ზნეობრივი მთვარეულები არიან. ხშირად მკვლელებს საშინელი შიში იპყრობთ - მათ მოკლულის სახება სდევნით. შესაძლებელია თუ არა, ადამიანი ამ ცოდვას ისე შეეჩვიოს, რომ სინანულს აღარ გრძნობდეს?

- ზოგჯერ ადამიანის ბუნება იმდენად გადაგვარდება, რომ მისთვის ჩვეულებრივი რამ ხდება ადამიანის მოკვლა. მაგალითად, პროფესიონალი მკვლელები, ქილერები, კაცს ყოველგვარი ემოციის გარეშე კლავენ, მერე კი წავლენ, დროს გაატარებენ, მოილხენენ... ალბათ, პირველი მკვლელობისას ყოველ მათგანს აწუხებდა სინდისის ქენჯნა, სინანული, შფოთვა, მაგრამ შემდგომში შეეჩვია ამას და მკვლელობა მისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცა. თუმცა როგორც არ უნდა მიეჩვიო მკვლელობას, ადრე თუ გვიან მაინც დაიტანჯები ამის გამო. ბევრს ეს ბოდვითი დევნის მანიაშიც კი გადაეზრდება ხოლმე. დემონები ცოდვილს ადრე თუ გვიან აუცილებლად უხდიან სამაგიეროს. ამის დასტურია საშინელი განცდები, შფოთვა, მოლანდებები.

- ძნელია მიუტევო მკვლელს, რომელმაც ძვირფასი ადამიანი მოგიკლა, თუმცა ცხოვრებაში ასეთი სასწაულებიც ხდება, რაც კიდევ ერთხელ შეგვაგრძნობინებს იმ საოცარი მოვლენის ძალას, რასაც კათარზისი ჰქვია...

- უწმინდესი და უნეტარესი, ჩვენი პატრიარქი ილია II, წლების წინ ერთ-ერთ ქადაგებაში ასეთ ამბავს მოჰყვა: რუსეთში ციხის მღვდელს შეხვედრია პატიმარი, რომელიც სასჯელს ცოლის მკვლელობისთვის იხდიდა. აღსარებაში მას მღვდლისთვის უამბნია, რომ ცოლი ძლიერ ჰყვარებია, თუმცა მასთან შვილი არ გასჩენია. ეს ქალი უყვარდა მეზობელსაც, ის კი მას სიახლოვეს არ იკარებდა. ერთხელ, როცა ქმარი სამსახურიდან დაბრუნდა, დაინახა ცოლის უსულო გვამი და მეზობელი, რომელსაც ქალი მოეკლა. პირველი აზრი, რაც დაებადა, ის იყო, რომ მკვლელისთვის სამაგიერო გადაეხადა, მაგრამ მან დაუჩოქა და უთხრა: შენი ცოლი ძალიან მიყვარდა, მაგრამ ის გრძნობაზე არ მპასუხობდა, ამიტომაც მოვკალიო. ამ სიტყვებმა კაცზე ისე იმოქმედა, რომ მკვლელი გაუშვა და თვითონ ჩაბარდა პოლიციას, საკუთარ თავზე აიღო დანაშაული. ის დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს.

როდესაც მოძღვარმა ჰკითხა: რატომ მოიქეციო ასე, პატიმარმა მიუგო: თვითონაც არ ვიცი, რატომ; სხვისი მძიმე ტვირთის ტარება მინდოდა და შევეცადე, იმ კაცისთვის ეს მძიმე დანაშაული გამეადვილებინაო. ამის შემდეგ მომაკვდავ პატიმარს მოძღვრისთვის უთქვამს: შეხედე, ვინ მობრძანდაო. ვინო? ვინ და მაცხოვარიო, - და ამ სიტყვებით გარდაცვლილა. აი, როგორ დააფასა უფალმა ასეთი საოცარი თავდადება მტრის მიმართ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat