ამას თუ გააკეთებ, ღმერთს ეყვარები
ამას თუ გააკეთებ, ღმერთს ეყვარები
არ არის ეფექტიანი, ვუთხრათ: ამას თუ ჩაიდენ, ღმერთი დაგსჯის!
რა პერიოდებს გაივლის ბავშვი განვითარების პროცესში, როგორ იცვლება მისი დამოკიდებულება გარემოსთან სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე ბიო-ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით, რითი განისაზღვრება ასაკობრივი გარემოს შინაარსი, როგორ ხდება ხასიათის ფორმირება და რა ასრულებს გადამწყვეტ როლს ამ შემთხვევაში - ეს საკითხები წარმოადგენს ბავშვის ფსიქოლოგიის შესწავლის საგანს. გვესაუბრება ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაია კალანდარიშვილი.

- ბავშვობის ასაკის პერიოდიზაცია საკმაოდ პირობითია. მაგალითად, დიმიტრი უზნაძე გამოყოფს შემდეგ საფეხურებს: დედის მუცლის, შემდეგ ახალდაბადებულობის ხანას, რომელსაც მოსდევს სკოლის წინარე და შემდგომი ასაკები. ზოგადი კლასიფიკაციით, შეიძლება ითქვას, რომ არსებობს: ჩვილობის ხანა, რომელიც გრძელდება დაბადებიდან 1 წლამდე; შემდეგ - 1 წლიდან 3 წლამდე ასაკობრივი საფეხური, რომელსაც მოსდევს სკოლამდელი ასაკი - 3 წლიდან 6 წლამდე; სკოლაში სწავლის პერიოდი იყოფა პირველ სასკოლო (მე-4 კლასამდე) და მეორე სასკოლო (სკოლის დამთავრებამდე) ეტაპებად. 18 წლის ადამიანი კი, როგორც იცით, უკვე ზრდადასრულებულად ითვლება. თითოეულ ასაკს გარკვეული სპეციფიკური თავისებურებები ახასიათებს. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ისიც, რომ განვითარების ახალ-ახალი საფეხურების მიღწევა ძველების სრულ აღკვეთას როდი ნიშნავს. ძველები, მართალია, მოხსნილი სახით, მაგრამ მაინც განაგრძობენ არსებობას. მაგალითად, მეორე საფეხურს ახასიათებს პირველი საფეხურისთვის დამახასიათებელი გარკვეული ნიშნებიც. მათ შორის თითქოს ერთგვარი ბრძოლაა გამართული. თითოეული საფეხური ერთმანეთისგან განსხვავდება არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ თვისობრივი თვალსაზრისითაც. ანუ ბავშვის სხეული გადადის რაოდენობრივი და თვისობრივი განვითარების ახალ ეტაპზე.

ჩვილობის ხანიდან 18 წლამდე დაჩქარებული ტემპით ხდება ახალი ფენომენების ჩამოყალიბება, ახალი უნარების განვითარება. შემდეგ უკვე დგება სტაბილიზაციის პერიოდი. 18-იდან 40 წლამდე ადამიანში არაფერი ახალი არ ხდება გარდა იმისა, რომ ღრმავდება პიროვნების პროფესიონალიზმი და ა. შ. თუკი ასაკობრივი განვითარების ამ თუ იმ განსაზღვრულ საფეხურზე ბავშვი არ განვითარდა, არ შეიძინა ესა თუ ის ფიზიკური და ფსიქოლოგიური უნარები და თვისებები, შემდგომ საფეხურზე ამის მიღწევა უკვე შეიძლება დაგვიანებული აღმოჩნდეს. მაგალითად, თუ ბავშვმა 3 წლამდე ფეხი ვერ აიდგა, მან შეიძლება საერთოდ ვეღარ ისწავლოს სიარული. იგივე შეიძლება ითქვას მეტყველების სწავლაზეც. მეტყველების დასაწყისი ფაზა ბავშვის ცხოვრების პირველსავე პერიოდში უნდა ვეძებოთ: ერთი წლის ბავშვს არა მარტო ზოგიერთი სიტყვის გაგების უნარი აქვს, არამედ უკვე თვითონაც იწყებს მეტყველებას, რომელშიც შემდგომ სხვადასხვა მომენტი გამოიყოფა. 6-7 წლამდე ასაკში ხდება მეტყველების ფორმირება და განვითარება. ეს არის სენზიტიური ასაკი მეტყველების განვითარებისათვის. ამ ასაკს თავისი მექანიზმი აქვს და სწორედ ამ დროს უნდა მოხდეს გარკვეული უნარების ფორმირება. როგორც უკვე ვთქვით, თუ ეს ასაკი გავიდა, ვეღარ მოხერხდება ბავშვის ნორმალური, სრულფასოვანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარება. თუკი ბავშვმა სათანადო ასაკში არ გამოიმუშავა სწავლის უნარ-ჩვევა, შემდგომში ერთბაშად მას ძალიან გაუჭირდება ამის შეძენა. როდესაც ბავშვი ამა თუ იმ საფეხურზე რაღაც წარმატებებს მიაღწევს, ეს მიღწეული უკვე ხდება მომავალ საფეხურზე ასევე წარმატებით გადასვლის ბაზისი. შემდგომ ამ ბაზისს ედება მეორე ახალი პლასტი, მეორეს - მესამე და შედეგად ვიღებთ სრულფასოვანი ინტელექტის მქონე პიროვნებას.

- რა უფრო წამყვან როლს ასრულებს ბავშვის ხასიათისა და პიროვნების ჩამოყალიბებაში: მემკვიდრეობითობა თუ გარემო? რა მოსაზრებები არსებობს ამასთან დაკავშირებით?

- წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი აღნიშნავდა, რომ ხასიათის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს სულის ყველა ძალა და უნარი, მაგრამ არა ყოველთვის ერთი და იმავე ზომით. უმეტესწილად ხასიათში შეიმჩნევა ზოგი უნარის მომეტებული გავლენა სხვა უნარებთან შედარებით. ამაშია საფუძველი ხასიათების სხვადასხვაობისა. ანუ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ხასიათი. ხასიათების სიმრავლეს განაპირობებს სხვადასხვა შინაგანი და გარეგანი ფაქტორი. გარეგან ფაქტორებში იგულისხმება გარემო: საცხოვრებელი ადგილი, კლიმატი, რომელიც ჯერ მთლიანად გარდაქმნის ადამიანის ორგანიზმს, მისი საშუალებით კი სულიერ ნიშნებსაც, რადგან ეს უკანასკნელი დიდადაა დამოკიდებული ორგანიზმის მდგომარეობაზე; მნიშვნელოვანია ასევე აღზრდაც, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს ხასიათის ჩამოყალიბებაზე. ჩვენ ვიცით, რომ უკლებლივ ყველა ადამიანური მოქმედება ატარებს აღზრდის განსაკუთრებულ დაღს. ასევე ღრმა და უცილობელია რელიგიის გავლენა ადამიანის ხასიათზე. ეს დასტურდება ისტორიითაც და იმ ხალხთა ხასიათების სხვადასხვაობითაც, რომლებიც სხვადასხვა სარწმუნოებას აღიარებენ. რა თქმა უნდა, ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბებაზე დიდია ისეთი შინაგანი და მემკვიდრეობითი ფაქტორის გავლენა, როგორიც გახლავთ - ტემპერამენტი. იგი სულზე ორგანულ ზემოქმედებათა შედეგია. ფიზიოლოგიაში ახსნილია ის გარემოება, რომ ადამიანის სხეული ღებულობს იმ ორგანიზმის თვისებებს, რომლისგანაც იგი წარმოიშვა და ამასთანავე, ცალკეული გამონაკლისების გარდა, მემკვიდრეობით ღებულობს თავისი მშობლებისაგან ყველა სულიერ ნიშან-თვისებასაც, ე.ი. მათ ტემპერამენტს. ჩანასახში უკვე არსებობს შესაძლებლობა, რომ ბავშვმა შეითვისოს ერთი ხასიათი უფრო მეტად, ვიდრე მეორე. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი წერს, რომ "თვით ზნეობრივი აღზრდის შესაძლებლობა, ე. ი. ადამიანისათვის გარკვეული ზნეობრივი მდგომარეობის ზიარება გვიჩვენებს, რომ ბუნებრივ მიდრეკილებათა გავლენა მაინც გარდაუვალია და თანაც იმდენად, რომ ამ მიდრეკილებათა არამც თუ მოსპობა, არამედ მნიშვნელოვნად შესუსტებაც შეუძლებელია, და რომ ადამიანის ძლიერ ნებასაც არ ძალუძს წინ აღუდგეს ბუნებრივ სწრაფვებს". ამაზე კარგად ამბობს ჩვენი სახელოვანი პოეტიც: "მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველაო?" უამრავი მეცნიერული გამოკვლევა არსებობს, რომელთა მიხედვითაც დადასტურდა, რომ უამრავი ფსიქოლოგიური თავისებურება, მათ შორის ინტელექტი გენეტიკურად არის განსაზღვრული. მაგალითად, გამოიკვლიეს სხვადასხვა გარემოში გაზრდილი იდენტური ტყუპები და ისინი ინტელექტის მიხედვით ყველაზე მაღალი კორელაციის მქონენი აღმოჩნდნენ. სტატისტიკით გაირკვა, რომ ისეთი თვალსაჩინო პიროვნული მახასიათებელი, როგორიცაა ინტელექტი, 80%-ით დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორზე. თუმცა ეს, რაღა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ გარემოს როლი უნდა უგულებელვყოთ. მაშინ რად გვინდა სკოლები, ათასგვარი სწავლების მეთოდი და ა. შ.?

თუკი ბავშვს არ შევუქმნით სათანადო გარემოს, მისი ინტელექტუალური მონაცემებიც, ბუნებრივია, განუვითარებელი დარჩება. გასაგებია, რაც არ უნდა კარგი იყოს გარემო, ის ვერ შექმნის ჩანასახს, რადგან მემკვიდრეობითია, მაგრამ ამ ჩანასახის განვითარებას სჭირდება შესაბამისი, ხელსაყრელი პირობები. ეს ეხება ემოციურ თავისებურებებსაც, ხასიათის ტიპს და ა. შ. აღზრდა იმისთვისაა სწორედ საჭირო, რომ მეტ-ნაკლებად შეცვალოს და დაადგინოს ადამიანის ზნეობრივი ტემპერამენტი. გონივრულმა აღზრდამ ადამიანი უნდა აზიაროს გარკვეულ განწყობას, რომელიც მას მთელი სიცოცხლე გაჰყვება. მაგალითად, როგორი უზარმაზარი სხვაობა შეიმჩნევა იმ ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთი იზრდებოდა კეთილგონივრული წესების შესატყვისად, მეორე კი ბუნების ამარა იყო მიტოვებული. ეს ადამიანები განსხვავდებიან შინაგანი თუ გარეგანი ნიშან-თვისებების მიხედვით. აღზრდა სწორედ იქით უნდა იყოს მიმართული, რომ ბავშვში ჩამოაყალიბოს სწორი ღირებულებათა სისტემა. ბავშვი, რომელიც იზრდება გარკვეულ ოჯახურ გარემოში, ითვისებს პირველ შთაბეჭდილებებს და აზრებს იმ ადამიანებისგან, ვინც მას გარს არტყია. გარემომცველთა მაგალითი მასზე აუცილებლად მოქმედებს და იგი იღებს თავისი მშობლების ცნებებს, გრძნობებს, ღირებულებებს, დამოკიდებულებას გარესამყაროს მოვლენებთან, სარწმუნოებას და ა. შ. ხშირად ეს ღირებულებათა სისტემა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თუნდაც ტემპერამენტი ან ინტელექტი. იმიტომ რომ, თუკი ადამიანს არ ექნება სწორი ღირებულებათა სისტემა, ინტელექტი და ტემპერამენტი შეიძლება არასასიკეთო მიმართულებითაც წარმართოს. აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე ჩამოყალიბებული ღირებულებათა სისტემით არავინ იბადება. ეს ყველაფერი ნელ-ნელა ვითარდება, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ ასეთი ქცევის ფორმები ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ გარემოთია განსაზღვრული და მემკვიდრეობითობისაგან მთლიანად დაცლილია. უბრალოდ, ამ შემთხვევაში ცოტა მეტია გარემოს როლი. სიკეთის არჩევანი გარკვეულწილად ადამიანის ბუნებრივი მისწრაფებითაც არის განპირობებული.

- რა როლი აქვს ოჯახს, მშობლების მაგალითს ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბების პროცესში?

- წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია მშობლების პირად მაგალითზე. თუ ბავშვები მშობლების საუბარში ისმენენ შეურაცხმყოფელ ანდა აგრესიულ ინტონაციას, იმავეს ისწავლიან. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვი იზრდებოდეს სიყვარულით სავსე ოჯახში. მშობელმა უნდა იცოდეს, რა ფორმით დატუქსოს ბავშვი, ანდა რა ფორმით მისცეს მას შენიშვნა. ბავშვი ყოველთვის გრძნობს მშობლის დამოკიდებულებას. როდესაც მას რამეს ვუშლით, პირველ რიგში, უნდა ავუხსნათ, რატომ ვაკეთებთ ამას, რომ ეს აკრძალვა ისევ და ისევ მის სიკეთეს ემსახურება და ა. შ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უხეშად გავკიცხოთ ბავშვი არასწორი საქციელისთვის და იარლიყი მივაწებოთ. მაგალითად, არ უნდა ვუთხრათ: შენ ცუდი გოგო ხარ, ანდა ცუდი ბიჭი ხარ! არამედ უნდა დავუწუნოთ მხოლოდ საქციელი. უნდა ვუთხრათ მხოლოდ, რომ ეს ცუდი საქციელია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქცევის, ცოდვის გაიგივება და გათანაბრება ადამიანთან, პიროვნებასთან. პიროვნება არ არის ერთხელ და სამუდამოდ მოცემული, დამთავრებული და ჩამოყალიბებული რამ. იგი მუდამ ცვლილებებს ექვემდებარება. სასურველია ბავშვს წარმოვუჩინოთ დადებითი მხარე ამა თუ იმ საქციელის აკრძალვისა. არ არის ეფექტიანი, ვუთხრათ: ამას თუ ჩაიდენ, ღმერთი დაგსჯის, არამედ უფრო სასურველი და სასიკეთო შედეგის მომტანია წახალისება: ამას თუ გააკეთებ (ანდა არ გააკეთებ), ღმერთს ეყვარები. მერწმუნეთ, ბავშვი ჯილდოს უფრო აფასებს, ვიდრე დასჯას. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ბავშვმა იფიქროს, თითქოს ქრისტეს არ უყვარს იგი მისი ცუდი საქციელის გამო, ან, რომ, ვთქვათ, მისი ავდმყოფობა არის სასჯელი, რომელიც უფალმა მას მოუვლინა. ბავშვისთვის მშობელი უნდა იყოს საკმარისად ავტორიტეტული, რათა არ დასჭირდეს ქრისტეს გადაქცევა პოლიციელად, რომელსაც დაშინებისთვის იყენებენ. ბავშვს არ უნდა შევაძულოთ ქრისტე, არ უნდა ვაფიქრებინოთ, რომ ღმერთს არ უყვარს ის. თუ მაინცდამაინც დასჯაა საჭირო და ლმობიერება არ ჭრის, ესეც, რაღა თქმა უნდა, სიყვარულის კონტექსტში უნდა მოხდეს: "გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ" (ეფეს. 4,26). ასეთ სიყვარულს საფუძვლად აქვს, ასწავლოს, რა არის კარგი და რა - ცუდი, და არა სურვილი, დათრგუნოს და დაჯაბნოს. განრისხება მშობლების ვნებების გამოვლინება კი არა, პედაგოგიური საშუალება უნდა იყოს. ისევ წმინდა იოანე ოქროპირს დავესესხები: "როგორც კი შენიშნავ, რომ დატუქსვის შიში მოქმედებს ბავშვზე, თავი შეიკავე, რადგან ადამიანის ბუნება მოითხოვს შეღავათსო".

მონაზონი მაგდალინა წერს: "როდესაც ვცდილობთ მივაღწიოთ მორჩილებას და დავამყაროთ დისციპლინა, არ უნდა დაგვავიწყდეს ბავშვის პიროვნული განვითარება და მისი ხასიათი. ჩვენი პედაგოგიური ამოცანა სრულებითაც არ მდგომარეობს იმაში, რომ მთლიანად დავთრგუნოთ ანდა ბოლომდე გავტეხოთ ბავშვის ნება (მსგავსად ცხენის გახედვნისა), მთლიანად დავუმორჩილოთ მისი პიროვნება ჩვენსას. მართალია, სანამ ბავშვი პატარაა, ჩვენ უნდა ვასწავლოთ მას, უბრალოდ აკეთოს ის, რასაც ეუბნებიან, მაგრამ ჩვენი საბოლოო მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ განვავითაროთ მასში თავგანწირვის უნარი და მოყვასისადმი პატივისცემა. თუ ჩვენ დავთრგუნავთ ბავშვის ნებას, წავართმევთ იმას, რაც არის თავისუფალი პიროვნების აუცილებელი შემადგენელი და რაც ქრისტიანისთვის აუცილებელი იარაღია გადარჩენისთვის ბრძოლაში. ადამიანს სჭირდება თავისი ნებელობა, რომ განვლოს თავისი გასავლელი გზა ამქვეყნად, და არ დარჩეს ბოლომდე დამოკიდებული საკუთარ ოჯახზე; ასეთი მეტისმეტი დამორჩილება თავს იჩენს მაშინ, როცა ის უკვე ზრდასრული ტოვებს მშობლების სახლს. ეს ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, როცა ვცდილობთ, მაგალითად, ჯიუტ ბავშვს თავისი ადგილი მივუჩინოთ. ზოგჯერ კიდეც უნდა დავეთანხმოთ ბავშვის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას, თუნდაც ის პატარა იყოს".

ბავშვების სრულფასოვან პიროვნებებად ჩამოყალიბების, მათი კეთილდღეობისა და მომავალი ოჯახური ცხოვრებისათვის აგრეთვე არსებითად აუცილებელია მშობლების ერთსულოვნება, რელიგიური აღზრდა. წმინდა ცხოვრების სიყვარული ბავშვებს, სასურველია, პირველ რიგში მშობლების მაგალითზე ჩაენერგოთ. ქრისტეს სიყვარული მათ გულებში ერთგვარ ინდიკატორად იქცევა, რომელიც აჩვენებს მათ, სადაა სიკეთე და სად - ბოროტება. ეს საუკეთესო დაცვითი საშუალებაა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat