მოიპოვე დიდება არა ადამიანთა, არამედ ღვთის წინაშე
მოიპოვე დიდება არა ადამიანთა, არამედ ღვთის წინაშე
ადამიანთაგან ზოგი ფუტკარს ჰგავს და ზოგიც – ბუზს
ჩვენს ცხოვრებასა თუ ყოფიერებაში არცთუ იშვიათად ვხვდებით სულიერ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ისეთი მძიმე და საზიანო სენის, ნაკლოვანების გამოვლენას, როგორიცაა დაყვედრება. უკმაყოფილო ვართ ჩვენი ცხოვრებით, ხშირად ვდრტვინავთ და წამოგვცდება საყვედური ღმერთის, მისი განგებულების, ადამიანების მისამართით. რა ფსიქოლოგიური საფუძველი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს სულში ასე ძალუმად ფეხმოკიდებულ ვნებას - ყვედრებას და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას? - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.

- ადამიანები ხშირად ვიწუნებთ ღვთის სამართალს ("სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა"), ვყვედრით ღმერთს. ამის შესახებ დავით მეფსალმუნეც ამბობს: "ყოველთა მტერთა ჩემთაგან ვიქმენ მე საყვედრელ, და მოძმეთა ჩემთაგან ფრიად" (ფს. 30,11). რისი ბრალია, რომ ადამიანი ზოგჯერ იქამდეც კი მიდის, ღმერთს თავის გაჩენას წამოაყვედრებს და შეჰბედავს: "მე ხომ სიცოცხლე არ მითხოვიაო"?

- ჩვენი ცხოვრება საკმაოდ რთულია და განსაცდელებით აღსავსე. ბევრი გაჭირვების გადატანა უხდება ადამიანს მიწიერ ყოფაში და ეს, არცთუ იშვიათად, ყვედრების მომენტს იწვევს ღვთის განგებულების მიმართ. მთავარეპისკოპოსი ლუკა ვოინო-იასენეცკი წერდა: "მძიმე ავადმყოფობები, დამცირება, დაუდევრობა, ქონების დაკარგვა, მეუღლის ეჭვიანობა, ცილისწამება, ყველაფერი, რასაც ადამიანები ჩვენს მიმართ სჩადიან, განა არ წარმოადგენს ჩვენს ჯვარს?! ვალდებულნი ვართ, ვზიდოთ ეს ჯვარი, თუნდაც არ გვსურდეს. ჩვენ ხშირად ვჩივით ღმერთზე, ვუმხედრდებით, ვკიცხავთ მას: რისთვის, რატომ გვსჯი ასე, უფალო? - თავად ვერ ვაცნობიერებთ საკუთარ დანაშაულს, ბრალს, ღმერთმა კი იცის ჩვენი გულის მდგომარეობა და დამსახურებულად გვსჯის. ღმერთზე ჩივილი მეტად დიდი ცოდვაა, რისთვისაც იგი ხალხს სჯის. გავიხსენოთ ებრაელთა მაგალითი უდაბნოში. როცა ღმერთზე ვდრტვინავთ, ეშმაკი ამრავლებს ჩვენს ჭმუნვარებას, იმას, რასაც განვიცდით უფლისმიერი დასჯის გამო. ამრავლებს იმიტომ, რომ უფრო მეტად ვიდრტვინოთ ღმერთზე, მაგრამ მათ, ვინც მადლობელია უფლისა შეგონებისა და დასჯისთვის, ეშმაკი ნაცემი ძაღლივით განეშორება". ყვედრება ღმერთისა მეტად მძიმე ცოდვაა, რომელიც აუცილებლად უნდა გადალახოს ადამიანმა. რა თქმა უნდა, ადვილი არ არის უფალთან ურთიერთობა, ადვილი არ არის მიწიერი გამოცდის ჩაბარება ზეციური სასუფევლის დასამკვიდრებლად. ეს ყველაფერი ძალიან ძნელია და გარკვეულწილად ლოგიკურიცაა ჩვენი დრტვინვა ამ სიძნელეების მიმართ, მაგრამ ეს დიდი ცოდვაა და საჭიროა გავაცნობიეროთ იგი, შევიგნოთ ჩვენი ქრისტიანული ვალი და ფსიქოლოგიურად მოვემზადოთ, რათა გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ განსაცდელებს და ავიცდინოთ ყვედრება ღვთის მიმართ.

- მაინც როგორ უნდა მოვახერხოთ ეს?

- კარგი იქნება, თუ გავიხსენებთ ბერი სილუან ათონელის ცხოვრებასა და დარიგებებს. მის შესახებ დაწერილი წიგნი ასე იწყება: "თვითონ მაცხოვარი ამოწმებს, რომ ღმერთი ყურადღებით ფიქრობს ყველა ქმნილებაზე. მისგან მცირე ფრინველიც კი არ არის დავიწყებული. იგი ზრუნავს ბალახის მოკაზმულობაზეც კი. ხოლო ადამიანებზე მისი მზრუნველობა შეუდარებლად დიდია, იმდენად დიდი, რომ ჩვენს თავზე თმის თითოეული ღერიც კი დათვლილია. მაგრამ სად არის ეს უკანასკნელ წვრილმანამდე დაყვანილი, ყურადღებიანი ფიქრი?! - ჩვენ, ყველანი, დათრგუნულნი ვართ ბოროტების თავშეუკავებელი ხეტიალით ამქვეყნად. მილიონობით ახალდაწყებული სიცოცხლე, მანამ, სანამ მიაღწევდეს ცხოვრებისეულ შემეცნებას, დაუჯერებელი სისასტიკით ითრგუნება, წყდება. მაშ, რატომ მოგვეცა ეს უაზრო ცხოვრება? – ხარბად ეძებს სული ღმერთთან შეხვედრას, რათა უთხრას მას: "რატომ მომეცი სიცოცხლე? - მე ვიტანჯები, უკუნია ჩემს გარშემო. რატომ მემალები? ვიცი, რომ შენ ხარ მადლი, წყალობა, მაგრამ რატომ ხარ ასე უყურადღებო ჩემი ტანჯვისადმი, ასეთი მკაცრი და ულმობელი ჩემდამი? მე არ მესმის შენი!" თქვენ წარმოიდგინეთ, მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, რელიგიური თვალსაზრისით მიუღებელია ეს განცდები, მაინც ცხოვრებისეულია, ადამიანმა აუცილებლად უნდა გადალახოს იგი და დროთა განმავლობაში, თავისი სულიერების ზრდასთან ერთად, თანდათანობით, უფრო და უფრო უნდა მოუკლოს ყვედრებას იმ განსაცდელებისა და გაჭირვებების გამო, რასაც ადგილი აქვს ჩვენს ცხოვრებაში. ეს არის ჩვენი ეკლესიური ცხოვრების ერთ-ერთი უპირველესი დანიშნულება. თუმცაღა, საკმაოდ რთულია და ამის გაუბრალოება, ვფიქრობ, არ შეიძლება.

- ღმერთისა და მისი განგებულების ყვედრებასთან ერთად ხშირად ვხვდებით ასევე ადამიანთა მიმართ გამოვლენილი ყვედრების შემთხვევებსაც, რაც არანაკლებ დაღს ასვამს ჩვენს ფსიქიკას. რა შეიძლება იქცეს ადამიანთა მიმართ ყვედრების სხვადასხვაგვარი ფორმით გამოვლენის მიზეზად და როგორ გადავლახოთ იგი?

- მართლაც, ადამიანთა მიმართ ყვედრება შეიძლება სხვადასხვაგვარი სახით გამოვლინდეს. ამის შესახებ ბერი პაისი ათონელი აღნიშნავს: "ჩემთან ზოგჯერ მოდიან და მეუბნებიან: - მამაო, ვერ ვუძლებ ჩემი მშობლების განუწყვეტელ წუწუნს. რა ვქნა? მე მათ ვეუბნები: - აკვანში რომ იწექი, მაშინ ხომ დღე და ღამე სლუკუნებდი. მშობლებს კი ხელში სიყვარულით აჰყავდი, მკერდზე გიკრავდნენ. მოგეწონებოდა, რომ ეფიქრათ შენს ჩაბარებაზე რომელიმე დაწესებულებაში, რათა დაესვენათ და უფრო განცხრომით ეცხოვრათ? უფლის სამართალი ახლა საშუალებას გაძლევს, მშობლების წინაშე ნაწილობრივ გადაიხადო ვალი ისეთივე ქცევით, როგორსაც ოდესღაც ისინი ავლენდნენ". აქ სწორედ ყვედრების ერთ-ერთი ფორმაა გამოთქმული. ესაა ყვედრება მშობელთა მიმართ. ასევე ხშირად გვხვდება ცხოვრებაში ყვედრების გამოვლენა საკუთარ ბედზე, გაჭირვებაზე. მამა ბარნაბა ბელიაევი წერს: "არის სევდა, რომელსაც სარგებელი მოაქვს და არის სევდა, რომელიც ვნებს ადამიანს. სევდის სარგებლობა საკუთარი ცოდვების განცდაში მდგომარეობს, რათა კაცი დასახულ მიზანს არ ასცდეს, მოიპოვოს სულიერი სიკეთე და სასუფეველი. ეს არის სევდა ღვთისთვის, მაგრამ აქ შეიძლება მტრების ხელიც ერიოს. ადამიანს შეიძლება სევდა მოჰგვაროს სხვადასხვა რამემ. მაგალითად, მოდის მიმდევარი ქალი იმიტომ ტირის, რომ არა აქვს საზაფხულო ქუდი, რომ მოდიდან გამოვიდა მისი ფეხსაცმელი; ვიღაც ეარშიყება ვიღაცას, ეს ვიღაცა კი უფრო ლამაზი და ბედნიერია, ვიდრე თვითონ; ახალგაზრდა მამაკაცს აწუხებს ჯიბის ფულის ნაკლებობა, რომ მას არ შეუძლია მისი დახარჯვა თავისი სიამოვნებისთვის; ცოლი ტირის ქმრის ღალატის გამო, ხოლო ქმარი კი იმიტომ, რომ უსიამოვნება აქვს სამსახურში; ექიმი, ადვოკატი, ინჟინერი... ყველა უკმაყოფილოა მცირე ხელფასით, მათთვის ყველაფერი ცოტაა. ვაჭარი სასოწარკვეთილია დანაკარგის გამო. ყველა მოთქვამს და წუხს. ის კი, ვინც მდიდარია და ფუფუნებაში ცხოვრობს, განიცდის, რომ რაღაც არ აქვს ანდა დაეკარგა. ზოგჯერ ასეთი სევდა აჭკნობს ადამიანს, სნეულებამდე, სიკვდილამდე მიჰყავს იგი. ეს ეშმაკისეული სევდაა. კაცთა მოდგმის მტერი იწვევს ასეთ სევდას და კაცობრიობა გმინავს ამის გამო, ცდილობს გაიუმჯობესოს ცხოვრება, მაგრამ ღვთის გარეშე ამას ვერ ახერხებს. ქრისტიანობა კი, პირიქით, განხშოებულია ნამდვილი სიხარულით, სახარების, რწმენის, სიყვარულის სულით: - დევნილი არ წუხს, ტანჯული ყველაფრისთვის მადლობს უფალს, დამცირებული ლოცულობს მტრისთვის, ერთნაირად ღებულობს ქებასა და გმობას, ცდილობს ემსახუროს ღმერთს და მოიპოვოს დიდება არა ადამიანთა, არამედ ღვთის წინაშე".

- როგორ შევცვალოთ უკეთური განზრახვები ღვთისთვის სათნო ფიქრებით?

- ეს არის მეტად მნიშვნელოვანი კანონზომიერება. ამასთან დაკავშირებით მამა პაისი ათონელი წერს: "როდესაც ვინმე მეტყოდა, ეკლესიაში სრულიად შეუფერებელი ადამიანების დანახვა მაბრკოლებსო, ვპასუხობდი, - ბუზს თუ ჰკითხავ, ახლომახლო ყვავილები ხომ არ გეგულებაო, გიპასუხებს, რომ ყვავილებისა არაფერი იცის, მაგრამ, სამაგიეროდ, თანმიმდევრულად ჩამოგითვლის ყველა იმ ადგილს, სადაც ათასგვარი სიბინძურით აღსავსე კონსერვის ქილები ყრია. მაგრამ თუ ფუტკარს ჰკითხე, ამ მიდამოებში რაიმე უწმინდურება ხომ არ შეგხვედრიაო, გეტყვის, არაო და ჩამოთვლის მთისა თუ ბარის კეთილსურნელოვან ყვავილებს. როგორც მივხვდი, ადამიანთაგან ზოგი ფუტკარს ჰგავს და ზოგიც – ბუზს. ბუზის მსგავსი ყველა სიტუაციაში ცუდს ეძებს და ამით არის დაკავებული. ის, ვინც ფუტკრის მსგავსია, ყველაფერს კეთილად უცქერის. ნაკლოვანი ადამიანი ნაკლოვანად ფიქრობს და ზრახავს, ყველაფრის მიმართ სიფრთხილეს იჩენს, ყველაფერს უკუღმართად ხედავს, მაშინ როდესაც კეთილი ზრახვების მქონე, რაც არ უნდა დაინახოს და რაც არ უნდა უთხრან, კეთილ ზრახვებს აამოქმედებს. ერთხელ ჩემთან მეორეკლასელი გიმნაზიელი ბიჭუნა მოვიდა და ჭიშკარზე რკინის ურდულით დააკაკუნა. თუმცა წინ უამრავი წასაკითხი წერილი მედო, გადავწყვიტე, გავსულიყავი და მეკითხა, რა უნდოდა. ყმაწვილო, რა გნებავს-მეთქი. მან მკითხა, - ეს მამა პაისის სენაკია? მამა პაისი მინდოდა. სენაკი მისია, მაგრამ თვითონ მამა პაისი არ არის, სიგარეტის საყიდლად წავიდა, - ვპასუხობ მე. ალბათ, სიგარეტისთვის იმიტომ წავიდა, რომ ვინმემ სთხოვა, - კეთილი ზრახვიდან გამომდინარე დაასკვნა ბიჭმა. თავისთვის უნდოდა სიგარეტი, გაუთავდა და ცეცხლმოკიდებული გავარდა მაღაზიაში. აქ მარტო დამტოვა და ისიც კი არ ვიცი, როდის დაბრუნდება. თუ დაიგვიანა, მეც წავალ-მეთქი. ბიჭს თვალებში ცრემლი აუკიაფდა და კვლავ კეთილი ზრახვიდან გამომდინარე წარმოთქვა: როგორ ვღლით წმინდა მამას. შენ რა გინდოდა მასთან? - ვეკითხები. კურთხევა მინდა ვთხოვოო. რა კურთხევა, შე სულელო, ის ხომ ხიბლშია, ასეთ გზააბნეულ კაცუნას ჯერ არსად შევხვედრივარ. ასე რომ, ამაოდ ელი. რომც დაბრუნდეს, უგუნებოდ იქნება, თანაც შესაძლოა მთვრალიც გამოგვეცხადოს და ადვილი შესაძლებელია, გვარიანად წაგითაქოს კიდეც-მეთქი. მოკლედ, რა არ ვუთხარი ამ ყმაწვილს, მაგრამ მისი კეთილი ზრახვა არ შეიცვალა. ბოლოს დავყაბულდი, - კარგი, მე კიდევ ცოტა ხანს დაველოდები მამა პაისის. მითხარი, რა გინდა და გადავცემ-მეთქი. მისთვის წერილი მაქვს, მაგრამ დავუცდი, რომ კურთხევა ავიღოო, - მომიგო მან. ხედავთ, რაც არ უნდა მეთქვა, ყველაფერს კეთილი ზრახვებით იღებდა. ვუთხარი, მამა პაისი ცეცხლმოკიდებული გავარდა სიგარეტისთვის-მეთქი. მას კი ამის გაგონებაზე თვალს ცრემლი მოადგა და ოხვრა დაიწყო. იფიქრა, - ვინ იცის, რისთვის წავიდა, ალბათ, კეთილი საქმის გასაკეთებლადო. სხვები ამდენ წიგნს კითხულობენ და კეთილი ზრახვები მაინც არა აქვთ. გიმნაზიის მეორე კლასის მოსწავლე კი ესოდენ კეთილი ზრახვებითაა სავსე. შენ უნგრევ მას წარმოდგენას, ის კი ხელახლა აგებს მას და ამაზე დაყრდნობით საუკეთესო დასკვნამდე მიდის. ამ ბავშვმა აღმაფრთოვანა. ასეთი ვინმე პირველად ვნახე". ვფიქრობ, ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა ლოგიკურად, ცხოვრებისეულად თითქოს საყვედრებელი რამ სულ სხვა მიმართულებით შეცვალოს და იფიქროს კარგზე, ნათელზე და არა იმ ნაკლოვანსა და მიუღებელზე, რომელსაც მრავლად წარმოაჩენს ხოლმე ცხოვრება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს მეტად ძნელი მისაღწევია და ჩვენი რეალური ყოფიერება, ცხოვრებისეული სურათი სულ სხვა რაღაცას გვიჩვენებს. სამწუხაროდ, მეტად მარჯვენი ვართ ყვედრებაში, დრტვინვასა და განკითხვაში; ადვილად წამოგვცდება ძვირი როგორც ღმერთის, ასევე ადამიანების მიმართ და რაღაცნაირად ვეშვებით ხოლმე ამ ყვედრების მორევში. ამ ნაკლოვანების დაძლევა კი, როგორც აღვნიშნე, ხდება ეკლესიური აზროვნებითა და ცხოვრებით.
ბეჭდვაელფოსტა
28.04. 2016
ნინო
დიდება უფალს,! უფალო! მომეცი ძალა! დავგმო ჩემში ყოველგვარი მანკიერი მხარე და ვიცხოვრო უფლის გზით...ძალიან მომეწონა ეს წერილი....უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat