"მე ვთხოვე უფალს, შემოვიდეს ჩემში, რათა არაფერი ვთქვა ჩემით, არამედ მხოლოდ ის, რასაც იგი მიბრძანებს"
"მე ვთხოვე უფალს, შემოვიდეს ჩემში, რათა არაფერი ვთქვა ჩემით, არამედ მხოლოდ ის, რასაც იგი მიბრძანებს"
მართლმადიდებლურ სამყაროში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ღვთის ნების გაგებას, შემდეგ კი - მისდამი მორჩილებას. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი წერს: "ნება ღმრთისა ჩვენს მიმართ ისაა, რომ ამქვეყნად მისი სჯული და მცნებანი კეთილად აღვასრულოთ და მომავალ საუკუნეში (ცხოვრებაში) მისგან დაუსრულებელი ნეტარება მივიღოთ. ვინც წირვა-ლოცვას გულმოდგინედ ისმენს, ის შეიცნობს, რა არის ნება ღმრთისა, რა მცნება მოგვეცა, როგორ უნდა ვიცხოვროთ და სათნოვეყოთ ღმერთს".

ღვთის ნების გაგება და, შესაბამისად, მისდამი მორჩილების მიღწევა მეტად რთულია. უბრალო მოკვდავები ხშირად ვერ ვგრძნობთ, რა სურს ჩვენგან უფალს, ვემორჩილებით ჩვენთვის საზიანო სხვა ნების ზემოქმედებას. რა უწყობს ხელს ღვთის ნების გაგებას, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რათა დავიმსახუროთ, რომ უფალმა მოიღოს მოწყალება და გაგვაგებინოს თავისი ნება ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით?.. გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.

- რამდენი სახის ნება არსებობს ადამიანში და როგორ უნდა გამოვიცნოთ და განვასხვაოთ მათი გამოვლინებები?

- ეკლესიის მამები სამი სახის ნებას გამოყოფენ. წმინდა სერაფიმე საროველის მიხედვით, ანტონი დიდი მოწყალების გაღებასთან დაკავშირებით რამდენიმე ნების გამოვლინებას განასხვავებს: ღვთაებრივის, ადამიანურის და ბოროტისეულის. ეს ბოლო ნება გვასწავლის, ან საერთოდ არ გავაკეთოთ კეთილი საქმენი, ან კიდევ, თუ ეს მოხდა, გავაკეთოთ პატივმოყვრული მიზნით, რათა შემდეგ ჩვენც დავტკბეთ და სხვასაც კარგი ვაფიქრებინოთ საკუთარ თავზე. ამ დროს შეიძლება წინ წამოვიდეს სხვა მოტივიც: მოწყალების გაღება მარტოოდენ სიკეთის ქმნისთვის, ადამიანური კეთილშობილების გამოსაჩენად, ყურადღების მიუქცევლად გვაახლოებს თუ არა უფალს, მოაქვს თუ არა მადლი, რამდენად სასარგებლოა ჩვენი სულისთვის. შენი გაგებით, შეიძლება სიკეთე გაუკეთო სხვას, უფლის თვალში კი იგი მავნებელი ჩანდეს და ავის მომტანი. ადამიანური ნებაც სიკეთის ქმნას ჩვენი სურვილების, მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად გვასწავლის, რომ გულისხმიერება გამოვიჩინოთ სხვისადმი, მაგრამ ამ დროს ყოველივე ამას არ უკავშირებენ ქრისტიანულ ყოფას, არ ფიქრობენ, რამდენად სათნოა იგი უფლისთვის. მხოლოდ მესამე, ღვთაებრივი ნება განაპირობებს სიკეთის ქმნას უფლისადმი მსახურების მიზნით, სულიწმინდის მადლის მოსაპოვებლად, რწმენის განსამტკიცებლად.

- ღვთის ნების გაგება განსაკუთრებული მადლია. ამ მადლს ფლობდნენ წმინდა მამები...

- ერთ-ერთი, რასაც ყველაზე მეტად ევედრებიან უფალს სულიერებით გამორჩეული მამები, არის - მოიღოს მოწყალება და გაუმჟღავნოს მათ თავისი ნება. უკანასკნელ ოპტელ მამათა ლოცვა იწყება სიტყვებით: "უფალო, მომეცი ძალა, რათა სულიერი სიმშვიდით შევეგებო ყოველივეს, რასაც მომიტანს დღევანდელი დღე, მომეცი ძალა, რათა მთლიანად მივეცე შენს წმინდა ნებას". იმავე ლოცვაში ვხვდებით ვედრებას: "უფალო, მომეცი ძალა, რათა გადავიტანო მომავალი დღის სიმძიმილი და ყოველივე, რაც მოხდება მთელი დღის მანძილზე, უწინამძღვრე ჩემს ნებას და მასწავლე ლოცვა, სასოება, მოთმინება, მიტევება და სიყვარული".

ჩვენი საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ ბერდიდს, მამა ზოსიმეს ეკუთვნის სიტყვები: "მე ვთხოვე უფალს, შემოვიდეს ჩემში, რათა არაფერი ვთქვა ჩემით, არამედ მხოლოდ ის, რასაც იგი მიბრძანებს და ზოგჯერ შიშნარევ მოწიწებას განვიცდი, ვგრძნობ შიგნიდან ძალას და ხმას ღვთისას.

ვიცი, ზოგჯერ ტკივილს ვაყენებ ჩემი სიტყვებით, მაგრამ ვალდებული ვარ, ვუთხრა ის, რასაც შთამაგონებს უფალი. ახლა ჩემით აღარაფერს ვამბობ და სრულდება ყოველთვის სიტყვა ღვთისა, რადგანაც ის არის სიცოცხლე და ჭეშმარიტება".

მამა ზოსიმესგან არაერთხელ გაუგონიათ: "ზოგჯერ ჩემთვის მოულოდნელად ისეთ რამეს ვამბობ, თვითონ მიკვირს. ჩემი ბაგენი, გული მივანდე უფალს, მხსნელს ჩვენსას, იესო ქრისტეს და რასაც ის მკარნახობს, იმას ვამბობ და ვაკეთებ. აღარაფერს ვამბობ ჩემით, აღარც ნება მაქვს საკუთარი".

მამა ბარსანოფიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, მას შემდეგ, რაც თავად ეზიარებოდა, მღვდლის მოქმედებას. "წირვას ჩაატარებ, ეზიარები, მიდიხარ ხალხის მისაღებად. გიყვებიან თავიანთ გასაჭირზე. ზოგჯერ უცებ გეძნელება, უპასუხო გასაგებად, სთხოვ, მოიცადონ. წახვალ შენს კელიაში, იფიქრებ, შეჩერდები რომელიღაც გადაწყვეტილებაზე, ხოლო როცა განიზრახავ, უთხრა ეს გადაწყვეტილება, ამბობ სულ სხვას და იგია ჭეშმარიტი პასუხი, რჩევა, რომელსაც თუ არ შეასრულებ შემკითხველი, უარეს გასაჭირს დაიტეხს თავს, - ამბობდა მამა ზოსიმე, - სწორედ ეს არის უხილავი ღვთაებრივი მადლი, რომელიც განსაკუთრებით ვლინდება ბერდიდებზე წმინდა ნაწილების მიღების შემდეგ". ზოგჯერ ასე უცნაურად ვლინდება ღვთის ნება, როცა ადამიანი სულ სხვას ფიქრობს, მაგრამ როგორც უნდა ხდებოდეს ეს, სწორედ მისი გაგებაა უმთავრესი ჩვენთვის, სწორედ ასე მოგვეცემა ჭეშმარიტი პასუხი უმნიშვნელოვანეს კითხვებზე.

- გასაგებია, რომ მართლმადიდებლისთვის მეტად მნიშვნელოვანია ღვთის ნების გაგება, მისადმი მორჩილება და არა საკუთარი ნებით მოქმედება, თავისი გეგმების, სურვილების, მოთხოვნილებების აყოლა. მაგრამ რით დავიმსახუროთ, რომ უფალმა გვაუწყოს თავისი ნება?

- ადრე უფრო მრავლად იყვნენ დიდი სულიერებით გამორჩეული სასულიერო მოღვაწენი, ვისგანაც საჭიროების შემთხვევაში დამოძღვრის, რჩევა-დარიგების მიღება შეიძლებოდა. განსაკუთრებით ამ მხრივ ბერდიდნი - ხუცესები გამოირჩეოდნენ, რომლებიც იმდენად იყვნენ სულიწმინდის მადლით განბრძნობილნი, რომ მისულთ ღვთის ნებას აუწყებდნენ საჭირბოროტო საკითხებთან, პრობლემებთან დაკავშირებით. იმ ხალხის უმრავლესობამ, ვინც მათ მიმართავდა, კარგად უწყოდა, უნდა დამორჩილებოდა ბერის ნათქვამს, რამეთუ მისი კურთხევა, დარიგება ღვთის ნების მაუწყებელი იყო. ვინც ასე არ გააკეთებდა, ისჯებოდა და ყველაფერი მის საწინააღმდეგოდ იმართებოდა.

ახლა ასეთ მამებს მეტად იშვიათად შეხვდებით და როგორც აღნიშნავენ, ისინი იფარავენ თავს, არ ამჟღავნებენ წინასწარმეტყველების, სხვისი აზრების წაკითხვის, მომნანიებლის უთქმელად მისი ცოდვების დანახვის, განკურნების სხვა ღვთივმიმადლებულ თვისებებს. ამიტომაც დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა იმან, რომ თავად ვისწავლოთ პირობების შექმნა, რათა გაგვიადვილდეს ღვთის ნების გაგება ჩვენთვის საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით. უფლის დაშვებით ხდება ყველაფერი და ჩვენც უნდა შევიგრძნოთ დროის მაჯისცემა, რას მოითხოვენ ზევიდან.

როგორ შევძლოთ ეს? - ერთ-ერთი ნეტარება გვასწავლის: "ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ". იმისთვის, რომ ხელშემწყობი პირობები შევქმნათ ღვთის ნების გასაგებად, რაც შეიძლება უნდა განვიწმინდოთ თავი, შევეცადოთ, ნაკლებად შევცოდოთ... აზროვნება იწმინდება, სწორი მიმართულებით მიდის, როცა ცდილობენ, ნაკლებად შესცოდონ. გონება რომ საღად მუშაობდეს, მსჯელობა გამართული იყოს, ამას დამსახურება უნდა, ეს უფლის წყალობაა და ღვთისთვის სათნო ცხოვრებით მიიღწევა.

- ღვთის ნების გაგებას რამდენად უწყობს ხელს ლოცვა?

- რა თქმა უნდა, ლოცვაც დიდად უწყობს ხელს ღვთის ნების გაგებას, ოღონდ ამ დროს აჩქარება არ შეიძლება. უფალი თავად საზღვრავს, როდის შეგვეშველოს სწორი პასუხის მოძებნაში. ერთ-ერთი მოძღვარი წერს: "ლოცვა ადამიანს ჭეშმარიტების უტყუარობის შეგრძნების ერთგვარ სულიერ უნარს ანიჭებს, როგორც კაცი გემოთი არჩევს ტკბილს მწარისაგან, საღ საკვებს - მავნებლისაგან, ასე ლოცვაც განსაკუთრებულ უნარს, ჭკუას აძლევს, ჭეშმარიტების სიცრუისგან განსხვავების, ჭეშმარიტების აუცილებლობის განსაზღვრისა". ლოცვა ნათელს ხდის გონებას და ხშირად პასუხი საჭირო კითხვაზე ამ დროს ეძლევათ ხოლმე, შინაგანად გრძნობენ, რომ სწორედ ეს არის ღვთის ნება. როცა კი არასწორად იქცევიან, სცოდავენ, მაშინ იგრძნობა, თუ როგორ მრუდდება აზროვნება, კეთდება არასწორი დასკვნები, იღებენ მცდარ გადაწყვეტილებებს, იწყებენ საქმიანობას, რომელიც გაუმართლებელია და წარუმატებლად ბოლოვდება. უფალი გვიჩვენებს ამ დროს, რომ სწორი აზროვნება, მსჯელობა მისი წყალობაა, ამას კი დამსახურება უნდა ღვთისნიერი ცხოვრებით.

ვის არ დასდგომია ცხოვრებაში რთული პერიოდი, როცა არ იცი, რა გზას დაადგე. მსჯელობ, ფიქრობ, სხვა გამოსავალიც ხომ არ არსებობს, დასკვნას კი ვერაფრით აკეთებ. შფოთავ, თან ყოყმანობ და ასეთ წუთებში განსაკუთრებით გრძნობ საკუთარი გონების უძლურებას, მიაგნო სწორ გამოსავალს. ამ დროს ხშირად მეტად მძაფრდება უფალზე დამოკიდებულების შეგრძნება, ითხოვენ, ევედრებიან ზეციურ მბრძანებელს, გაუნათოს გონება, აგრძნობინოს თავისი ნება, დაეხმაროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ასეთ ვითარებაში უფრო მეტად უნდა შეეცადო, ნაკლებად შესცოდო, გააკონტროლო საკუთარი ქცევა, არ მისცე გონებაში გაჩენილ ცოდვილ ფიქრებს, წარმოდგენებს გასაქანი, უფრო დიდხანს, ყურადღებით ილოცო ანუ უნდა შექმნა პირობები, უფალმა მოიღოს მოწყალება და დაგეხმაროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. მართლმადიდებლური ცხოვრების წესი ნათლად მიუთითებს, რამდენად მნიშვნელოვანია პირადი დამსახურება უფლის წინაშე.

- კიდევ რა უწყობს ხელს ღვთის ნების გაგებას?

- ღვთის ნების გაგებას მეტად უწყობს ხელს გულისხმიერი მიდგომა საკუთარი საქმიანობისადმი, დღის განმავლობაში ხშირად იმის განსაზღვრა, დროის ამა თუ იმ მომენტში რისთვის მომწიფდი, შინაგანად რისი კეთებისთვის ხარ ყველაზე მეტად განწყობილი. თუ მეტად დავუკვირდებით საკუთარ თავს, ვიგრძნობთ, რომ უმეტესწილად ჩვენთვის სასარგებლო ის კი არ იქნება, რაც გვსურს ან რასაც ვგეგმავდით ამ დროისათვის, არამედ სულ სხვა რამ. აწმყოთი უნდა იცხოვროს მართლმადიდებელმა ქრისტიანმა და ხშირად დამდგარ წუთს ის მოაქვს, რასაც ნაკლებად ველით ან არ გვინდა. ეს სურვილი გქონდა, ამგვარად ფიქრობდი, მაგრამ ახლა სულ სხვა საქმიანობის საჭიროებას გრძნობ. უნდა მივენდოთ შინაგან ხმას. ამ შემთხვევაში ადამიანი მორჩილებაშია, იქცევა არა ისე, როგორც სურს, დაგეგმილი ჰქონდა, არამედ იმგვარად, როგორც აწმყომ მოიტანა. ეს კი ცხოვრების, სულიერი განვითარების ღვთიური რიტმის აყოლას ნიშნავს, ემორჩილები იმას, რასაც დრო გკარნახობს, ეს კი ხშირად ზემოდან მითითების შეგრძნებაა, გაცნობიერებაა. არსებობის ამგვარი წესი კეთილსახოვან პირობებს ქმნის სულიერი განვითარებისთვის. დროს ჭკვიანურად ხარჯავ, არ იყენებ მას ფუჭად და აკეთებ იმას, რასაც ზეციური სამყაროდან განგისაზღვრავენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat