უძლური ხარ, თუკი უფალი არ შეგეწია
უძლური ხარ, თუკი უფალი არ შეგეწია
უფალი კი შეგეწევა მაშინ, როდესაც ამას იმსახურებ - იღვწი, ებრძვი საკუთარ ვნებებს, ცდილობ, გააკონტროლო ფიქრები და განცდები
ფსალმუნში ვკითხულობთ: "იხარებდნენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო". ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება მრავალ საცდურსა და განსაცდელს შორის მიედინება. ათას რამეს ვამატებთ ადამიანები თვალის საცდურს: სხვადასხვა ხელოვნებათა თუ ხელობათა ქმნილებებს - ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ჭურჭელს, ავეჯს, სამკაულს, სურათებს, ქანდაკებებს თუ სხვა წვრილმანს და გარესამყაროში დანთქმულებს, საკუთარ ქმნილებათა ყურმოჭრილ მონებად ქცეულებს ხშირად გვავიწყდება, რომ ყველაზე ძვირფასი მარგალიტი უფლის დიადი წყალობაა, რომლის შესაძენადაც სახარებისეული კეთილი ვაჭარი მთელ ქონებას გაყიდის. გულმოწყალე უფალი აღძრავს ჩვენში მისი ძიების სურვილს, ხან ადამიანთა რჩევა-დარიგებების, ხან რომელიმე ანგელოზის მეშვეობით შთაგვაგონებს კეთილ ზრახვებს, გარდაქმნის, განანათლებს ჩვენს გონებას და ღვთიური სასოებით განმსჭვალავს. ვერანაირი გრძნობა ვერ შეედრება უფლის შეცნობით გამოწვეულ სიხარულს, რომელსაც დავით მეფსალმუნე ასეთი სიტყვებით გადმოსცემს: "და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა".

გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი:

- უფლისკენ სწრაფვა, მისი მოძიების, მასთან ყოფნის სურვილი ადამიანის სულისა და ბუნებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. არანაირი მიწიერი სიამე, რაც გაგვაჩნია და რომლისკენაც ვისწრაფვით, არ აკმაყოფილებს სწორად განვითარებული ადამიანის მოთხოვნილებებს. რაგინდ დიდ განძსაც არ უნდა ვფლობდეთ, გამუდმებით ვესწრაფვით მეტს. ეს არის მუდმივი დაურწყულებლობა, რაც მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ კაცის სულს მიდრეკილება აქვს, მოძებნოს რაღაც უფრო ამაღლებული, ვიდრე ის, რითაც ამ მიწიერ ცხოვრებაშია გარემოცული, რადგან ვერავითარი მიწიერი შვება ამ წყურვილს ვერ კლავს. ადამიანის სული მუდმივად ეძებს და ვერ პოულობს სიმშვიდეს, სანამ უფალს არ მიეახლება და არ ექნება მასთან ცოცხალი ურთიერთობა. როგორც ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს: "უფალო, შენსკენ სწრაფვით შექმენი ადამიანი და მშფოთვარეა ჩვენი სული, სანამ არ დამშვიდდება შენში". ანუ ადამიანში დევს უფლისკენ მისწრაფება და ვერაფერი მიწიერი ამ მისწრაფებას ვერ უკმაყოფილებს მას. "ეკლესიასტეში" სოლომონ ბრძენი აღნიშნავს: "ამაოება ამაოებათა, - თქვა ეკლესიასტემ, - და ყოველივე ამაოა". შემდეგ კი დასძენს: "მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო. ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგანაც ეს არის კაცის თავიდათავი. რადგან ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი - ყოველივე დაფარულს - კეთილს და ბოროტს". როდესაც კაცს ასაკი ემატება და თანდათან უახლოვდება ცხოვრების დასასრულს, ძალიან ბევრი მიწიერი, ამქვეყნიური ღირებულება კარგავს მისთვის დანიშნულებასა და მიმზიდველობას. მკვეთრდება ის შეგრძნება, რაც სოლომონ მეფის სიტყვებითაა გამოხატული: ,,ამაოება ამაოებათა". მხოლოდ ღვთაებრივ სამყაროში არ ეუფლება ადამიანს ამგვარი შეგრძნება, მასზე ვერ ვრცელდება ამაოებასთან დაკავშირებული ფილოსოფიური, გნებავთ, ფსიქოლოგიური განცდები. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი ვერ მაღლდება იმ სულიერ სიმაღლემდე, რომ უფლისგან ბოძებული ეს მისწრაფება სულში გააღვივოს და სათანადო გამოძახილი აპოვნინოს. არაერთხელ შევსწრებივარ ასეთ სურათს: კვირა დღეა, ეკლესიებში წირვა აღევლინება და ამ დროს სოფლის სალაყბოზე ან თუნდაც ქალაქის ბირჟაზე ახალგაზრდებს, გნებავთ, ასაკოვანთ მოუყრიათ თავი, საუბრობენ, მასლაათობენ, საქმეებს არჩევენ - დროს ატარებენ და სრულებით არ ფიქრობენ იმაზე, რომ ასეთ დროს საჭიროა კაცი ეკლესიაში იყოს. ადამიანები ხშირად საუბრობენ პოლიტიკაზე, ფულის შოვნაზე, ამა თუ იმ ჭორზე, მაგრამ ნაკლებად ეხებიან მარადისობის თემას, უფალს. და მაინც, რაც არ უნდა მრავალრიცხოვანი იყოს ასეთთა კატეგორია, უფლისკენ სწრაფვა ადამიანის თანდაყოლილი მოთხოვნილებაა, რადგან მხოლოდ ის არის ჩვენი ნუგეშისა და ხსნის წყარო.

- უფლის შეცნობასა და სიმშვიდის პოვნაში გარკვეულწილად საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობაც გვეხმარება. მათ შორის განსაკუთრებულია აღსარება, ცოდვების მონანიება. რამდენად მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სიმშვიდეს ადამიანი სწორედ მოუნანიებელი ცოდვების გამო კარგავს?

- როდესაც პირველ აღსარებას ამბობს ადამიანი, ანუ მიეახლება უფალს და ცდილობს ცოდვებისა და მანკიერი მხარეების მონანიებას, განსაკუთრებით დიდ წყალობას გრძნობს, მასში სიმშვიდე ისადგურებს, სხვაგვარად უყურებს განვლილ ცხოვრებასა და დაშვებულ შეცდომებს. ხშირად ფიზიკურადაც კი შეიგრძნობს აღსარების მადლით მოტანილ შედეგს. ესეც გამოხატულებაა იმისა, რომ ჩვენ მივეახლებით უფალს და მასში ვპოულობთ ნუგეშს.

არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) სინანულის საიდუმლოს შესახებ წერს: ,,მაინც რამ უნდა გვიბიძგოს აღსარებისკენ, რომელი მსჯელობა ჩააგონებს მორწმუნეს, მიაშუროს ამ წმინდა საიდუმლოს? უპირველეს ყოვლისა, ის ტანჯვა-წამება, რომელიც ადამიანის სულში შეაქვს ყოველგვარ ცოდვასა და ცდომილებას. როგორც მტკივანი კბილი აბეზრებს კაცს თავს და უკარგავს საქმის მშვიდად კეთების უნარს, აწამებს, ართმევს ძილსა და მოსვენებას, ასევე, ცოდვის ხიჭვი ესობა სულს, წამლავს მას, სტაცებს სიხარულს, მშვიდობასა და სიმყუდროვეს. ხშირად გონებას არ ახსოვს ჩადენილი ცოდვა. არც უწყის, რომ სცოდა. სული კი კარგად სცნობს მის გეზს, წვალობს, იტანჯება, სტკივა. კაცს მთლიანად ეუფლება გამოუცნობი ჭმუნვა, შფოთი და მწუხარება. მოუნანიებელი ცოდვები არა მარტო დღე, არამედ ღამღამობითაც ისე აწვება სინდისს, რომ ადამიანს უჩვეულო შიში იპყრობს; ეჩვენება, თითქოს რაღაც საშინელი უნდა შეემთხვეს, ეწყება ნერვული სტრესი, ღიზიანდება, მოუსვენრობს, კარგავს შინაგან სიმტკიცეს, არ შეუძლია საკუთარი თავის ფლობა და ა.შ. ხშირად ვერც ხვდებიან, რა მიზეზით ხდება ეს. მიზეზი კი ის არის, რომ სინდისს შეუნანებელი ცოდვები ამძიმებს. ღმერთის გამოუთქმელი კაცთმოყვარებითა და წყალობით, ეს განცდები ჩვენს ცოდვებს გვახსენებს. მძიმე სულიერი გაჭირვება გვაიძულებს, მივმართოთ აღსარების საიდუმლოს, გადმოვანთხიოთ დაგროვილი შხამი და იმ სატანჯველსაც გადავურჩეთ, რომელიც ყველა მოუნანიებელ ცოდვილს ელის საშინელი სამსჯავროს შემდეგ. ანუ სიმშვიდე, ადამიანური ნუგეში მოდის მხოლოდ უფალთან მიახლების შემდეგ, მას შემდეგ, რაც ვიწყებთ ღვთისმსახურებითი წესების შესრულებას. იქნება ეს ლოცვაზე დასწრება, აღსარება, ზიარება და ა. შ. რამდენჯერ ყოფილა, განერვიულებულნი ვართ, გვებრძვის სასოწარკვეთილების მძიმე და მტანჯველი განცდები, ამ დროს ვიწყებთ ლოცვას და ნუგეშს ვგრძნობთ, გვიმსუბუქდება მდგომარეობა. არადა, თითქოს რა შეიცვალა - მიწიერი სინამდვილე, პრობლემები იგივე დარჩა, მაგრამ უფალთან მიახლებამ, მისდამი გულისა და გონების აღპყრობამ ასეთი ცვლილება შემოიტანა ჩვენში, ნუგეში გვაპოვნინა.

- თქვენ, ფსიქოლოგებს, ყოველდღიურად მრავალი შეჭირვებული მოგმართავთ ნუგეშისა და დახმარებისათვის. რა არის საჭირო იმისთვის, რომ სხვას დაეხმარო?

- როდესაც ადამიანი ირჩევს ფსიქოლოგის პროფესიას, ვისაც აქვს სულიერი თვალსაზრისით გამახვილებული თვალი, ის აშკარად ხედავს, ადამიანს რომ დაეხმარო და ნუგეშისცე, აუცილებელი და საჭიროა, თავად ცხოვრობდე ეკლესიურად. უფალი გაძლევს ძალას, რომ დაეხმარო ადამიანს, ის გიმაგრებს ზურგს და თუ ასეთი ცნობიერება არ გაგაჩნია, ისე, რაც არ უნდა შეიარაღებული იყო სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მეთოდით და ღრმად გქონდეს შესწავლილი სხვადასხვა ფსიქოლოგიური მიმართულება, მაინც შეგრძნება გაქვს იმისა, რომ უძლური ხარ, რაიმე ღრმა კვალი დაამჩნიო პიროვნების განვითარებას, უშველო მას სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ეკლესიური ცხოვრება დავიწყე, გახლდათYის, რომ დავინახე საკუთარი უძლურება, დავხმარებოდი სხვას. უძლური ხარ, თუკი უფალი არ შეგეწია. უფალი კი შეგეწევა მაშინ, როდესაც ამას იმსახურებ - იღვწი, ებრძვი საკუთარ ვნებებს, ცდილობ, გააკონტროლო ფიქრები და განცდები.

- როგორ ფიქსირდება უფლისმიერი ნუგეშის პოვნა და დაკარგვა ჩვენს ცხოვრებაში?

- ადამიანები ვართ და ხშირად ვუშვებთ შეცდომებს, ვეცემით. არის ცოდვები, როდესაც გრძნობ, მათი ჩადენის შემდეგ როგორ გშორდება უფალი და თითქოსდა ზურგს გაქცევს. უფალთან ურთიერთობის მოკლება სასჯელივით აღიქმება. მაგრამ ისიც ბევრჯერ შეიძლება შევამჩნიოთ, რომ როგორც კი მოვინანიებთ ცოდვებს, შევეცდებით, განვერიდოთ მათ, უფალი ისევ ბრუნდება ჩვენსკენ. ანუ უფალი გვცემს ნუგეშს, გვეხმარება და გვამშვიდებს. ბევრი პატიმარი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი განცდა, რაც ციხის კედლებში მათ ეუფლებათ, არის ის, რომ აქ მოხვდნენ არა იმდენად ჩადენილი დანაშაულის, არამედ უფრო მეტად ცოდვებისა და შეცდომების გამო. როდესაც კაცი ამას შეიგრძნობს, მაშინ მოდის უფლისმიერი ნუგეში და კანონმდებლობის თვალსაზრისით, რაც არ უნდა უსამართლოდ იყოს დასჯილი, უკვე სხვა თვალით უყურებს სასჯელის მოხდის მომენტს, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ უფალი ყველა სიტუაციაში გვაძლევს ნუგეშს და გვეხმარება.

განსაკუთრებული ნუგეში და წყალობაა უფლის მხრიდან ეძლევათ იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს ტოვებენ მისთვის და მთლიანად უძღვნიან მას თავს. ისინი იმდენად ეფლობიან ამ ღვთისნიერ ყოფაში, რომ ვერც წარმოუდგენიათ სხვაგვარად არსებობა. ერთხელ უდაბნოში დიდი ათონელი მამის, იოსებ ისიქასტის სულიერი ძმის, მისი თანამოღვაწე მამა არსენის სენაკთან გზააბნეული მგზავრი აღმოჩნდა. დაინახა უდაბნოს ცხოვრების სიმწირე, შეიგრძნო ასკეტური ცხოვრების სიღრმე და სიმძიმე და მამა არსენის უარი უთხრა მასთან დარჩენაზე: ,,არა, მამაო, მე წავალ აქედან. როგორ შეგიძლია, რომ წლების განმავლობაში იცხოვრო აქ, ამ სალ კლდეებში! აქ რომც დამაბა, მაინც გავგლეჯ თოკებს და გავიქცევი". "სად ცხოვრობ?" - ჰკითხა ბერმა. ,,ერთ-ერთ ქალაქში", - მიუგო მგზავრმა. "მე კი, - უთხრა მამა არსენმა, - ქალაქში რომ დამაბან, იქ გავწვეტ ამ თოკებს და აქეთკენ გამოვიქცევი". ანუ არიან ადამიანები, რომლებიც იმდენად ისწრაფვიან უფლისკენ, რომ ყოველგვარ პირობებს უძლებენ და ჯილდოდ დიდ ნეტარებასა და ნუგეშს იღებენ ღვთისგან.

იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ცდილობს ადამიანი იცხოვროს ღვთის სათნოდ, სხვადასხვაგვარად ვლინდება უფლის მფარველობა, წყალობა და ნუგეში. წმინდა მამა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს, რომ ,,სხვა არის ღვთის განჭვრეტა, მეორეა მისი შეწევნა, კიდევ სხვა - მისი დაცვა, წყალობა, ნუგეში. პირველი ყველა არსებაზე ვრცელდება, შეწევნა ღვთისა ერთგულებთან გვხვდება, დაცვა კი ისეთ ერთგულებთან, რომლებიც ჭეშმარიტად ასეთნი არიან. წყალობას უფლისთვის მომუშაკენი მოიმკიან, ხოლო ნუგეშს - მისი მოყვარულები". არ არსებობს უნუგეშო სიტუაცია. ყველა მდგომარეობაში უფალი ეხმარება ადამიანს და ადრე თუ გვიან უწვდის წყალობის ხელს. ადამიანმა არამც და არამც არ უნდა წარიკვეთოს სასო, მუდამ უნდა იქონიოს ღვთის იმედი და სთხოვოს მას დახმარება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat