მარადიული სიხარულის წყარო
მარადიული სიხარულის წყარო
რა ფსიქოლოგიური ფენომენია სიხარული, როგორ წარმოიშობა იგი სულში, რა არის მიზეზი იმისა, რომ ადამიანი მუდმივად სიხარულის განცდისკენ მიისწრაფვის, რა არის ჭეშმარიტი, ნამდვილი და, მაშასადამე, მდგრადი სიხარულის წყარო... ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ქეთევან მაყაშვილი:

- სხვადასხვანაირი ემოცია არსებობს. მათ ახასიათებს პოლარობა ანუ სხვადასხვა შეფერილობა. ერთსა და იმავე ემოციას აქვს ორი ბოლო - პოზიტიური და ნეგატიური. მაგალითად, სიხარულის საპირისპირო გრძნობაა მწუხარება. ემოცია არის ის ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელიც ცნობიერების კარიბჭესთან დგას, ანუ ის არის ცნობიერების პირველი რეაქცია გარემოზე. ამიტომაც ემოცია ძალიან მნიშვნელოვანია. სანამ ინტელექტი გაიაზრებს, სანამ რაღაც აზრი ჩამოყალიბდება, მანამდე ემოცია თავის საქმეს აკეთებს და შემდგომ ჩართავს უკვე სხვა ფსიქიკურ პროცესებსაც. თავდაპირველად ფსიქოლოგები ემოციას, მისი არასრულყოფილების გამო, დესტრუქციულ ფენომენად მოიაზრებდნენ. ერთი მხრივ, ემოცია ზოგჯერ ბინდავს გონებას და ამ დროს ადამიანი ხდება უმართავი, ხოლო, მეორე მხრივ, ემოცია ძალიან საჭიროა ადაპტაციისთვის, იმიტომ რომ ყველაფერზე საბოლოოდ განსაზღვრული და ჩამოყალიბებული დამოკიდებულების შექმნა, ალბათ, შეუძლებელია. ეს არის პირველეული, შეიძლება ბოლომდე ჩამოუყალიბებელი და დაუხვეწავი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დამოკიდებულება, რომელიც უდიდეს მასალას აძლევს ცნობიერებას. ალბათ ყველას გვქონია ზოგჯერ ისეთი გრძნობა, რომ გავიდა დღე, ფაქტობრივად, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ რატომღაც რაღაცით დამძიმებულნი ვართ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველაფერზე ვერ ვფოკუსირდებით. რაღაც-რაღაცები ამ ჩვენს დაძაბულ გარემოსა და რეჟიმში მიდის ჩვენი ცნობიერების, აზროვნების მიღმა, მაგრამ ემოცია ამას მაინც აფიქსირებს. ანდა, პირიქით, თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრამ რაღაც კარგ გუნებაზე ვართ. ვთქვათ, ვიღაც შეგვხვდა ისეთი, დადებითი ემოცია გადმოგვაფრქვია და ა.შ. შეიძლება ბოლომდე ვერ გავიაზრე, მაგრამ ჩემმა ემოციამ ეს დაიჭირა. ასე რომ, ემოციას აქვს თავისი სისუსტე: ზოგჯერ ის შეიძლება დაუპირისპირდეს ჩვენს ოპტიმალურ ქცევას, მაგრამ, ამავე დროს, მას ძალიან დიდი ძალაც აქვს - მთლიან და პირველეულ დამოკიდებულებას სძენს ადამიანს ცხოვრებაში, გარემოში.

- ეს, ალბათ, იმაზეც არის დამოკიდებული, თუ რამდენად მიმღებია ადამიანი ამ ემოციისა - დადებით, სიხარულის ემოციას ვგულისხმობ. მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა ახარებს ადამიანს ამ სამყაროში...

- უკვე აღვნიშნე, რომ ემოცია დგას ჩვენი ცნობიერების კარიბჭესთან, მაგრამ იგი, აგრეთვე, ძალიან ახლოს არის ჩვენს მოთხოვნილებებთან. ადამიანის მოთხოვნილებათა სისტემა თანდათანობით ყალიბდება. თავიდან იგი პირველად მოთხოვნილებებზეა დაყრდნობილი, მერე და მერე კი უფრო მაღალი, მეორეული მოთხოვნილებებიც უვითარდება. ემოცია პირდაპირი მაჩვენებელია იმისა, თუ რა არის ამჟამად აქტუალური ადამიანის მოთხოვნილებათა სისტემაში. როდესაც ჩვენი განვითარების მოცემული ეტაპისთვის აქტუალური მოთხოვნილებები დაბლოკილია, ცხადია, ამ დროს პოზიტიური ემოციები ითრგუნება და ჩნდება ნეგატიური. გააჩნია, რის გამო უკრძალავს ადამიანი თავის თავს ამ დაბალი რანგის (ძირითადად სხეულთან დაკავშირებულ) მოთხოვნილებებს, რა არის მისი სტიმული. თუკი ეს ხდება მხოლოდ შიშით, ამ შემთხვევაში ადამიანი კარგავს სიხარულს. მხოლოდ სიყვარული ღვთისა იძლევა საშუალებას, რომ პირველეული და დაბალი რანგის მოთხოვნილებები ნელ-ნელა გადავზარდოთ მაღალი რანგის მოთხოვნილებებში, რათა მართლა გვიხაროდეს ის, რაც ღირებულია.

- ნეტარი ავგუსტინეს "აღსარებანში" ვკითხულობთ, რომ მან თავისი ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა მიწიერი სიამოვნებისა და სიტკბოების ფიალას გაუსინჯა გემო და საბოლოოდ იმედგაცრუებული მიმართავს ღმერთს, - უფალო, შენ განგებ აწვეთებდი ჩემი სიამოვნების ყველა ფიალაში შხამს, რათა მეძებნა ის სიტკბოება, რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი იმედგაცრუების სიმწარეო. ჩვენ გვაქვს ჩვენი წარმოდგენები სიხარულისა და სიამოვნების წყაროებზე, რაც საკმაოდ მყიფეა. როგორ ვეძებოთ ჭეშმარიტი და ნამდვილი სიხარულის წყარო?

- სინამდვილეში აღზრდის საზრისიც, ალბათ, სწორედ ეს გახლავთ: რაღაც ძალიან პირველადი საზრისებიდან და სტიმულებიდან ადამიანი გადავიდეს უფრო რთულ საზრისებზე. მაგალითად, პატარა ბავშვს აქვს არაჩვეულებრივი უნარი სენსორული ტკბობისა, რომელსაც ადამიანი თანდათან კარგავს. ეს არის, ვთქვათ, ბავშვობაში ნანახი ხასხასა ბალახი. ის სიმწვანე და სიხასხასე, რომელიც ბავშვობაში გახარებდა, დიდობაში, სამწუხაროდ, ისე ვეღარ გახარებს. სენსორული არხების სიმძაფრე იკარგება და ადამიანმა რაღაც სანაცვლო უნდა იპოვოს, რაც სიხარულს განაცდევინებს. ეს რთული პროცესია, რომელიც დაკავშირებულია აღზრდის ფილოსოფიასთან. მთავარია, გავიგოთ, რა შეიძლება იყოს სამიზნე.

- ახსენეთ, რომ დროთა განმავლობაში ბავშვური სიწრფელე და სიხალისე იკარგება. ბავშვობასთან დაბრუნება, ბავშვური გრძნობების მოხელთება ძალიან ძნელია. ამისათვის, ალბათ, განსაკუთრებული, ღვთაებრივი მადლია საჭირო. პოეტების, ხელოვანთა ნაწარმოებებში ხშირად ვხვდებით ბავშვობის ხანის მონატრების, მოსაკლისების მძაფრ განცდებს...

- სამყაროს პოეტური განცდა იშვიათია და, ამავე დროს, ცოტა არ იყოს, სახიფათოც. პოეტები მოწყვლადი სულისანი არიან, ბავშვური სიხალასე და გრძნობათა სიმძაფრე ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ, ეს კარგი და მშვენიერია, მაგრამ ზედმეტი სენსიტურობა გარკვეულ საშიშროებას შეიცავს - ასეთ გულჩვილ ადამიანებს ცხოვრება უჭირთ სამყაროში, სადაც, სამწუხაროდ, ნაკლებად ვუფრთხილდებით ერთმანეთს.

- ალბათ ამიტომაც ამბობს მაცხოვარი: "იყავით უმანკონი, ვითარცა ტრედნი და გონიერნი, ვითარცა გველნი". არ შეიძლება ადამიანი მხოლოდ შიშველი გრძნობების ამარა დარჩეს. საჭიროა შეიმოსოს, მაგრამ რით? ზოგჯერ ყინულოვანი სიცივითაც ხდება შემოსვა და ეს ადამიანში სიხარულის გრძნობას თრგუნავს...

- რა თქმა უნდა, შიშველი ემოციების ამარა დარჩენა აზიანებს ადამიანის ფსიქიკას, სულს. აზროვნება კაცობრიობის დიდი ძალა და იარაღია, რომელიც გვიცავს. მისი საშუალებით ვთრგუნავთ გრძნობებს, რადგანაც გვიპყრობს შიში - არ დავრჩეთ გულნატკენნი.

ნათქვამია, რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არისო. შეიძლება გარეგნულად მშვიდი, გაწონასწორებული, გონებადამჯდარი და ვნებამოთოკილი ადამიანის უკან იმალებოდეს მანიპულატორი. დიახ, ჩვენ ხშირად მანიპულატორები ვხდებით. ანუ ჩვენ არა ვართ ნამდვილნი. შესაბამისად, სხვა ადამიანზეც ასე ვფიქრობთ და ფორმალურ, ზედაპირულ ურთიერთობას ვამყარებთ მასთან. ამით ითრგუნება აქტუალიზირებადი ადამიანი, რომელიც მასში მოცემულ პოტენციას აძლევს უფლებას, გაიფურჩქნოს და რეალიზდეს. ვფიქრობ, აღზრდა-განათლების სისტემა გარკვეულ დაცულობას უნდა გულისხმობდეს იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანმა არ დაკარგოს თავისი პოტენციური შესაძლებლობების ბოლომდე მოსინჯვისა და გამოვლენის უნარი და არ გადაიქცეს მანიპულატორად, ანუ ცხოვრებას მორგებულ ადამიანად, რომელიც შეიძლება იყოს კმაყოფილი, მაგრამ სიხარულით სავსე ვერ იქნება. მანიპულატორმა შეიძლება ძალიან ბევრს მიაღწიოს ცხოვრებაში, თავისი კმაყოფილება განახორციელოს, მაგრამ სიხარული უფრო მეტია, ვიდრე კმაყოფილება. ზემოთ აღვნიშნე, რომ ემოციები კავშირშია მოთხოვნილებებთან, მაგრამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება გარე ობიექტებით ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმ სიხარულს, რომელსაც იძენ მაშინ, როდესაც შენი შინაგანი შესაძლებლობები გარეთ გამოგაქვს და ჩუქნი სამყაროს. ფაქტობრივად, ეს არის ადამიანში არსებული ღვთიური ნაპერწკალი, რომელიც უნდა გამოვიდეს გარეთ და დაუბრუნდეს სამყაროს. ხოლო თუკი ამის შესაძლებლობა არ გეძლევა, მაშინ ის ღვთიური ნაპერწკალი ითრგუნება. ამ შემთხვევაში შეიძლება კმაყოფილიც იყოს ადამიანი, ბევრი მატერიალური სიკეთეც ჰქონდეს, მაგრამ სიხარული ვერ განიცადოს.

- ანუ სიხარულის განცდა თურმე ბევრ რამეს მოიცავს: ადამიანმა უნდა მიაგნოს თავის "მე"-ს და მისცეს მას გამოვლენის, რეალიზების საშუალება, რადგანაც თუ ადამიანში დათრგუნულია ეს "მე" (კარგი გაგებით), მაშინ იგი ვერ იქნება გახარებული და ბედნიერი. ასეთი ადამიანი გარემოშიც, ირგვლივმყოფების მიმართ ვერაფერ ნამდვილს ვერ გასცემს...

- ვფიქრობ, ეს ორსაფეხურიანი ჯაჭვია. გარემო რომ დათრგუნულია, ეს სიხარულს კი არა, თვითრეალიზაციის შესაძლებლობას კლავს, რომელიც თავისთავად ამცირებს იმის შანსს, რომ ადამიანს ჰქონდეს სიხარულის განცდა.

- ერთიც არის, ზოგს ძალიან ცოტა რამ ახარებს, მცირედიც ჰყოფნის, რომ გაიხაროს და მადლობდეს ღმერთს. ზოგი კი სიხარულს რაღაც მიუწვდომელ, საოცნებო საგანს უკავშირებს, სულ უკმაყოფილოა, დრტვინავს და არაფერი ახარებს. რატომ ხდება ასე?

- სიხარული მე მინდა გამოცდილებასაც დავუკავშირო. ოცნებისგან განსხვავებით, სიხარული ის კატეგორიაა, რასაც ჩვენ რეალურად განვიცდით, რაშიც რეალურად ვართ ჩართულნი. ანუ ეს არის ჩვენი გამოცდილება. ჩვენი სიხარული ვერ იქნება რაღაც აბსტრაქტულ ოცნებებში. ის არის აქ, სადაც რეალობაა, სადაც მე ვარ. ბევრი ისეთი რამ ხდება სამყაროში, რაც უნდა გვიხაროდეს და რისთვისაც უნდა ვმადლობდეთ ღმერთს. თუნდაც ის, რომ ვსუნთქავთ თავისუფლად, მთელი სხეულით. ეს არ გახლავთ გამარტივება ამ გრძნობისა, არამედ ძალზე სწორი მიდგომაა და მოხაზვაა იმ სივრცისა, თუ რა უნდა გვიხაროდეს, რა უნდა დავაფასოთ.

უკვე აღვნიშნეთ, რომ ადამიანს სენსორული არხების სიმძაფრე აღარ უბრუნდება, პირიქით, ის თანდათან უფრო სუსტდება. დროთა განმავლობაში სათვალეც შეიძლება დასჭირდეს კაცს, ჯოხიც და ა.შ., მაგრამ სიხარულის გრძნობა მაინც შეიძლება დარჩეს. წლებს, აღზრდა-განათლებას მოაქვს სიბრძნე, სწორი დამოკიდებულება ამ ყველაფერთან. რა თქმა უნდა, სხეულს, სენსორულ არხებს ვეღარ დავიბრუნებთ, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენ ხომ სულიერებას ვიძენთ. მთავარია, სწორად განვსაზღვროთ ეს დამოკიდებულებები...

- ფსალმუნში წერია: "ნათელი თვალთა ჩემთა და იგიცა არა დაადგრა ჩემთანა", ანუ ადამიანს ბოლოს თვალისჩინიც ღალატობს. ეს ნიშნავს, მუდამ გვახსოვდეს ჭეშმარიტება, რომ არაფერია მდგრადი წუთისოფელში და მარადიული სიხარულის წყარო ვეძებოთ...

- მართლაც, სხეული, რომელიც ჩვენ ბუნებით მოგვეცა, თანდათან განილევა. თითქოს ადამიანი განწირულია ცუდი ემოციებისთვის, განცდებისთვის. სიბერე ხომ ლოგიკური დასასრულია ჩვენი ცხოვრებისა. ამ დროს მწუხარების განცდა ეუფლება ბევრ ადამიანს. იწყება დრტვინვა: რა საშინელებაა, ასე კარგად დაიწყო ჩვენი ცხოვრება და ნუთუ ასე ცუდად უნდა დამთავრდესო?! მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რაღაც გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასე "ცუდად არ დამთავრდეს". ანუ რეზერვი ყოველთვის არსებობს. კი ბატონო, სიბერის ჟამს ჩვენ უკვე აღარ გვექნება ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი სხეული, მაგრამ, სამაგიეროდ, ამ დროს ადამიანს ეხსნება სამყაროს უკვე სხვაგვარი, სულიერი და ღირებულებითი თვალით ჭვრეტის უნიკალური შესაძლებლობები. თუ სწორმა აღზრდა-განათლებამ ეს თვალი გაახილა, მაშინ მოხუცებულობის ჟამიც უკვე აღარ იქნება მძიმე და უსიხარულო, არამედ, პირიქით, - საინტერესო, სიბრძნითა და სულიერებით აღჭურვილი. ადამიანს აქვს ბევრი რესურსი იმისათვის, რომ სიბერე არ აღიქვას მარტოოდენ სიმძიმილისა და მწუხარების ხანად, არამედ შეძლოს მოიხელთოს მარადიული და უჭკნობი სიხარულის განცდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat