რა შეიძლება იყოს ეკლესიურ სამყაროზე უფრო დიდი, ღრმა და საინტერესო?!
რა შეიძლება იყოს ეკლესიურ სამყაროზე უფრო დიდი, ღრმა და საინტერესო?!
უფლის სამართალი ყველას აძლევს იმას, რასაც სწორად, საუკეთესოდ მიიჩნევს
"ეკლესიური დაშვებით, არსებობს ღმერთი და ბოროტი ძალა, რომელიც უპირისპირდება მას. მათ შორის ბრძოლის არენა კი ადამიანის არსება გახლავთ. ბოროტი ძალა ყოველნაირად ცდილობს, დაღუპოს უფლის მიერ გაჩენილი ქმნილება. მისი ბრძოლის უმთავრესი ხერხი კი ფსიქოლოგიურია. იგი კაცში სხვადასხვა აზრს, გრძნობას, წარმოდგენას აღძრავს, მრავალგვარ ცოდვილ, ზიანის მომტან მისწრაფებას, ახელებს ამა თუ იმ ვნებას. აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვნებასთან დაპირისპირების ხელოვნებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ მივცეთ ვნებას განვითარების საშუალება, გამოვიჩინოთ ნებისყოფის სიმტკიცე და კავშირი გვქონდეს ღმერთთან, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღწევა ძირეული გარდატეხა ვნებასთან დაპირისპირებაში.

წმინდა გიორგი, რომელიც საქართველოს სიმბოლოდ აღიქმება, ურჩხულს (გველეშაპს) ერკინება და ამარცხებს. ამ ამბის ერთ-ერთი ინტერპრეტაცია ისაა, რომ წმინდა გიორგი თავის შინაგან ურჩხულს - ვნებას - ამარცხებს, სჯობნის მას და სწორედ ამის წყალობით ხდება უნარიანი, იბრძოლოს სიკეთისათვის".

ნარკომანია ჩვენი დროის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა და ძლიერი ვნებაა, რომლის დაძლევაშიც ადამიანს ეკლესიური მადლი და ცხოვრება ეხმარება. ამ დაავადების არსსა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, საპატრიარქოსთან არსებული წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგი, დავით ციცქიშვილი.

- რატომ სინჯავენ ნარკოტიკს?


- ნარკოტიკს ღებულობენ იმისთვის, რომ მოიპოვონ სულიერი სიმშვიდე, მოიხსნან ნერვული დაძაბულობა, დაწყნარდნენ, განიმუხტონ, გაექცნენ ცხოვრებისეულ პრობლემებს, უსიამოვნო რეალობას.

მოზარდები, რომელთაც უჭირთ სხვებთან ურთიერთობა, გარემოსთან შეგუება, ფსიქიკურად მუდმივად დაძაბულნი არიან. არ იციან, როგორ დაამყარონ კონტაქტი სკოლაში, ოჯახში, მეგობრებთან და მხსნელად ნარკოტიკი ევლინებათ. იქმნება იმის საშიშროება, რომ ცხოვრებაში ნებისმიერი წინააღმდეგობის გაჩენისას რეალობისგან გაქცევის საშუალებად გამოყენებულ იქნეს ნარკოტიკული თრობა. ზოგჯერ ნარკოტიკს იყენებენ უარყოფითი ემოციებისგან გასათავისუფლებლად, შფოთვის, დეპრესიის მოსახსნელად. სურთ, გაიუმჯობესონ გუნება-განწყობილება, ასეთ დროს ყოფითი სიძნელეები უფრო ადვილი ჩანს.

ნარკოტიკული თრობის დროს სხვებთან კონტაქტი უადვილდებათ, შედარებით თამამები, თავდაჯერებულები, "საქმიანები" ხდებიან. ნარკოტიკს, ალკოჰოლს ძალების მოზღვავების, მხნეობის, აქტივობის მოსამატებლადაც ეტანებიან. ამ მდგომარეობაში უფრო ადვილად ხერხდება საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, გამოყენება; ქცევას მეტი სითამამე ახლავს თან, სათქმელიც შედარებით კარგად ყალიბდება, ერთგვარად თავისუფლდებიან კომპლექსებისგან. ნარკოტიკული თრობის შესახებაც იგივე ითქმის.

როცა არ იციან, როგორ გაერთონ ან არ აქვთ ამის შესაძლებლობა, ასეთი ხერხით ცდილობენ მოახდინონ საკუთარი სურვილების რეალიზება.

კიდევ ერთი მიზეზი ამ მიმართულებით წასვლისა - განსაკუთრებით მოზარდები ისწრაფვიან, არ ჩამორჩნენ თანატოლებს, აღიარება მოიპოვონ მათთან. ძალიან ხშირად ნარკოტიკის მოხმარება ამა თუ იმ ჯგუფში იწყება. იმისთვის, რომ ალმაცერად არ შეხედონ მას, იძულებული ხდებიან, ეზიარონ იმ გარემოში არსებულ ყველა წესს, მანკიერებას. ნარკოტიკს ეტანებიან იმიტომ, რომ მეგობრებიც ასევე იქცევიან. მოზარდებთან ეს დაკავშირებულია სწრაფვასთან, მიბაძონ ლიდერებს.

- ნარკოტიკისკენ სწრაფვის მთავარი არსი მაინც სინამდვილისგან გაქცევაა. ადამიანი ხშირად ვერ უმკლავდება სიძნელეებს, განსაცდელს, საკუთარ უარყოფით განცდებს, ფიქრებს, ემოციებს, ამა თუ იმ სტრესულ სიტუაციას და ამიტომაც გარბის. ცხოვრების საზრისის პოვნას, ალბათ, გადამწყვეტი როლი ენიჭება ამგვარი სწრაფვის დაძლევაში.

- ჩვენი ცხოვრების არსი და აზრი ეკლესიური მიდგომით გამოიხატება იმაში, რომ ვატაროთ ჩვენი ჯვარი, რომელიც გულისხმობს ამქვეყნიური, პირადული სირთულეების დაძლევას. მთავარეპისკოპოსი ლუკა (ვოინო-იასენეცკი) წერს: "ჩვენ გვსურს, საკუთარი ცხოვრებისეული გზა ფართო იყოს, ვრცელი, ტალახის, ეკლების, ქვების გარეშე, ყვავილებით მოფენილი. ღმერთი კი სულ სხვა გზისკენ მიგვითითებს, ტანჯვის გზისკენ". "ეს სოფელი ბოროტსა ზედა დგას", - გვასწავლის სახარება და ბუნებრივია, რომ ამან ჩვენს ფიქრებზე, გრძნობებზეც პოვოს ასახვა. ერთ-ერთი ფსიქოლოგიური კვლევის მიხედვით, დღის განმავლობაში გაცილებით მეტი უარყოფითი განცდები გვხვდება, ვიდრე დადებითი. ამიტომაც ჩვენი პიროვნული სიძლიერე, გაძლება ამქვეყნიური ყოფისა მჟღავნდება იმაში, რომ არ დავნებდეთ სიძნელეებს, ვისწავლოთ გამკლავება უარყოფით განცდებთან, არ გავიქცეთ ნარკოტიკისკენ, ალკოჰოლისკენ. უფლის დაშვებით, ამქვეყნად ჭარბობს განსაცდელი, გაჭირვება. ამას ერთი მეტად ბრძნული დანიშნულება აქვს. არქიმანდრიტი კირილე (პავლოვი) აღნიშნავს: "ჩვენ გვსურს, ვიყოთ ჯანმრთელნი, არ ვიტანჯებოდეთ სნეულებებით, გამოვირჩეოდეთ გარეგნული სილამაზით, ძალით, სულიერი უნარებით, გვეკავოს საზოგადოებაში საპატიო ადგილი, ვიყოთ სახელოვანნი და არა უცნობი სხვებისთვის. ამასთან, არ ვცხოვრობდეთ სიღარიბეში, არ განვიცდიდეთ ყველაფერში უკიდურეს გაჭირვებას. ჩვენი ხორციელი ტანჯვა შთაგვაგონებს, მივაღწიოთ ამ მიწიერ საუნჯეებს და თუ ვერ შევძელით საკუთარი სურვილების შესრულება, ვჩივით ბედზე, ვდრტვინავთ ღმერთზე, გვშურს სხვისი და საბოლოოდ ვიღებთ ბოროტებას, ცოდვას..."

უფლის სამართალი ყველას აძლევს იმას, რასაც სწორად, საუკეთესოდ მიიჩნევს. ვინ გათამამდება, ამტკიცოს, რომ ბედნიერების შემთხვევაში მოიქცეოდა უკეთ, მეტად პატიოსნად, ზნეკეთილი, ღვთისმოშიში იქნებოდა? საუკუნეობრივი გამოცდილება საპირისპირო სურათს გვიხატავს: ბედნიერება აფუჭებს, ამედიდურებს კაცს, უბედურება კი აფხიზლებს, ამდაბლებს. ადვილი შესაძლებელია, რომ კარგი ჯანმრთელობის, კეთილდღეობის პირობებში, სიმდიდრისა და სახელის ქონისას ადამიანი, თუნდაც მშვენიერი სულიერი თვისებებით შემკული, გაამაყდეს, გაზვიადდეს, გახდეს უკარება, ამპარტავანი, ძალაუფლების მოყვარე, ძუნწი, გაუმაძღარი, გარყვნილი და გადაუხვიოს კიდეც ღვთის გზიდან.

- რატომ უჭირთ ნარკომანებს ნარკოტიკისთვის თავის დანებება?

- ნარკოტიკების სისტემატური მოხმარების დაწყებიდან მეტ-ნაკლები დროის შემდეგ შემთხვევით აღმოაჩენენ, რომ ჩვეული ნარკოტიკის ხმარების უეცარი შეწყვეტა იწვევს ძლიერ ფიზიკურ აშლილობას, რაც მორიგი დოზის მიღებისთანავე მთავრდება. ეს აშლილობა აღკვეთის მდგომარეობის ანუ აბსტინენციური სინდრომის სახელით იწოდება. იგი ფიზიკური და ფსიქიკური სიმპტომების კომპლექსს წარმოადგენს და მიუთითებს, რომ ადამიანს ჩამოუყალიბდა ნარკოტიკის მიმართ ფიზიკური დამოკიდებულება.

ამ სტადიაზე ნარკოტიკის სპეციალური ეფექტი ფერმკრთალდება და მისი მოხმარება გრძელდება არა იმდენად ეიფორიის განცდის გამო, არამედ უფრო აბსტინენციური მოვლენების თავიდან ასაცილებლად. მისთვის ნარკოტიკი აუცილებელია. თუ ეს ასე არ მოხდა, იგი ვერაფერს გააკეთებს, ვერაფერზე იფიქრებს, ვერ განთავისუფლდება დიდი დისკომფორტის და მოუსვენრობის განცდისგან. ნარკოტიკის შეჩვევასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ნიუანსი იჩენს თავს - არცთუ იშვიათად მისი პირველი მიღებისას საკმაოდ ძლიერი უარყოფითი განცდებია: ფითრდებიან, ეწყებათ ღებინება, ცუდად ხდებიან. უფალი თითქოს აფრთხილებს, აკავებს კაცს. მაგრამ ამ დროს ბოროტი ძალის მოქმედებაც ვერაგულია. თან, ეტყობა, ადამიანის ფსიქიკაც უცნაურადაა მოწყობილი. მიუხედავად თავდაპირველი უსიამოვნო შეგრძნებებისა, მაინც ეტანებიან "დემონურ ბანგს" მანამ, სანამ ნარკოტიკულ თრობას არ შეეჩვევიან. შემდგომ უკვე ამოქმედებას იწყებს ბიოლოგიური კანონი და აყალიბებს ნარკოტიკზე დამოკიდებულებას. ნარკოტიკისთვის თავის დანებების ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ უჭირთ ახალ რეალობასთან შეგუება, რადგან მათ სულში უკვე სიცარიელე ისადგურებს. როდესაც ნარკოტიკს იღებდნენ, დღედაღამ მისი შოვნის გზებს ეძებდნენ, ვიღაცას ხვდებოდნენ, წრე ჰყავდათ... ნარკოტიკისთვის თავის დანებების შემდეგ უკვე აღარ იციან, რა გააკეთონ. სიძნელეებთან შეჭიდებას გადაჩვეულნი არიან, "ამაღლებული" განწყობაც აღარ არის. თანაც ამ დროს ორგანიზმში გამჯდარი სნეულებები თავს იჩენს. ხშირად პრობლემების მოზღვავებაც ხელს უწყობთ, დაუბრუნდნენ ძველ ყოფას.

- ამ სენის ასეთი მომძლავრების ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა გაჭირვებათა გადალახვის, სტრესულ სიტუაციათა გაძლების თვალსაზრისით უფრო სუსტი, უნებისყოფო და ნაკლებად ბრძოლისუნარიანი ჩანს. სამწუხაროდ, ოჯახური გარემოც აღარ არის ისეთი, რომ ადამიანი აღზარდოს სათანადო დონეზე, მიაჩვიოს სირთულეების გადალახვას...

- დღეს მართლაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამასთან დაკავშირებით მეტად წუხან, თრთიან, იძაბებიან. ისწრაფვიან განმუხტვისკენ და ეს არცთუ იშვიათად გულისხმობს ნარკოტიკისკენ, სასმლისკენ, აზარტული თამაშებისკენ სწრაფვას. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ძალა უფრო ნაკლებად აქვთ მიწიერი სატკივარის გასაძლებად, გადასატანად. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ ხალხი ადრინდელთან შედარებით უფრო უწიგნური, გაუნათლებელია. ეს კი ზედაპირულს ხდის კაცს, რაც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს სინამდვილისგან გაქცევის, სირთულისადმი დამონების ტენდენციას. როცა დიდი მოაზროვნეების, მწერლების, პოეტების, მეცნიერების შემოქმედებას ეცნობა, ეს სხვაგვარად ამდიდრებს, პიროვნულად ზრდის, დიდი სასულიერო პირების ნაშრომების კითხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. ამ შემთხვევაში უკვე სხვა სიღრმე აქვს კაცს და მეტად უძლებს ცხოვრებისეულ გაჭირვებას. წიგნიერი და ნაკითხი ადამიანი ნაკლებად გაიხედავს ნარკოტიკისკენ, აზარტული თამაშებისკენ, რადგან მისი გონება სხვა რამითაა მოცული, საფიქრალი ბევრი აქვს, იმპულსურობისგანაც უფრო თავისუფალია და შედარებით ნაკლებად არის მოსალოდნელი, ნარკოტიკის, სასმლის, სასოწარკვეთის მორევში ჩაეფლოს. ადრე სკოლაში, ოჯახში ბავშვი უკეთეს აღზრდას ღებულობდა. ეს გულისხმობდა უფროსების მრავალი აკრძალვისადმი დამორჩილებას, მათდამი მეტ პატივისცემას. უფროსებიც მეტ დროს უთმობდნენ შვილებთან ურთიერთობას, შედარებით მკაცრად აკონტროლებდნენ მათ ქცევას. ახლა კი გაუარესებული მატერიალური პირობების, სოციალური მდგომარეობის გამო იმაზე ფიქრით დაღლილ კაცს, როგორ არჩინოს ოჯახი, ან სამსახურით დაქანცულს ხშირად დრო, ენერგია აღარ რჩება ბავშვების მისახედად. თანამედროვე ცხოვრების წესიც, ტელევიზორი, კომპიუტერი, ჟურნალ-გაზეთები, მათგან მიღებული დიდი ინფორმაცია ხელს უშლის ძალების დროულ აღდგენას, რაც შვილებთან ურთიერთობასაც ეტყობა.

სწორი რელიგიური ცხოვრება კი გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს გააზრებული აქვთ, მიწიერ ყოფაში, ღვთისკენ სავალ გზაზე მრავალი დაბრკოლება, სიძნელე შეხვდებათ და სულ ძალისხმევის გამოჩენა, მონდომებაა საჭირო, რათა უფლის შემწეობით მოხდეს მათი გადალახვა. ბავშვი, რომელიც მორწმუნე ხალხის გარემოში იზრდება, დადის ტაძარში, ჰყავს მოძღვარი, ნაკლებად გაიხედავს ნარკოტიკისკენ, ვიდრე მისი ის თანატოლი, ვისაც გარშემო ასეთი სამყარო არ აქვს. ლოცვა, მარხვა, ეკლესიური ცხოვრების წესი ერთგვარად განუმტკიცებს ბრძოლის უნარს ამა თუ იმ საცდურის მიმართ. "უფალო, მომეც ძალა, რათა სულიერი სიმშვიდით შევეგებო ყოველივეს, რასაც მომიტანს დღევანდელი დღე", - ასე იწყება ოპტელი ბერების უფლისადმი სავედრებელი ლოცვა. ამგვარ შეწევნას შესთხოვენ ბერები ამ ბობოქარ, ურთულეს მიწიერ ცხოვრებაში ღმერთს სიმშვიდის შესანარჩუნებლად. იგი დიდი შრომით, საკუთარ თავზე მუშაობით, ძალისხმევით მოიპოვება, მაგრამ ყოველივე ეს ჯერ სურვილით, მისწრაფებით იწყება. უფალს მიმართავენ დასახმარებლად კრიტიკული ვითარების ჟამს და არა სასმელს, "წამალს".

ქრისტიანულ აღზრდას, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მოზარდი, რომელიც ეკლესიაში დადის, იცავს მის ნორმებს, ნაკლებად მოსალოდნელია, ჩაითრიოს ნარკოტიკმა იმ თანატოლებთან შედარებით, რომლებიც ტაძრისგან შორს დგანან. ამ პრობლემაზე მომუშავე ეკლესიურ სპეციალისტთა შორის ვხვდებით ასეთ აზრს: თითოეულ შემთხვევაში, როცა კი ჩნდება სურვილი ნარკოტიკის გასინჯვისა, მოზარდს უნდა ურჩიო იფიქროს ამგვარად: იგი ამ შემთხვევაში აკეთებს არჩევანს ღმერთსა და ეშმაკს შორის და მასზეა დამოკიდებული, საითკენ გადაიხრება.

- დაბოლოს, ნარკოტიკების მიღების დაუოკებელი, მეტად ძლიერი სწრაფვის უკან ბოროტი ძალა დგას. მრავალი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ამ სწრაფვაში არის რაღაც სატანური მიმზიდველობა, ზემოქმედება. თუმცა ბევრი ამას სათანადოდ ვერ აცნობიერებს, რადგან დემონური ძალა უხილავად მოქმედებს. ამ უხილავ ბრძოლაში როგორ მიიღწევა გამარჯვება?

- როდესაც ნარკომანი ნარკოტიკს თავს ანებებს, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი არის ის, რომ მას ეგზისტენციალური სიცარიელე შეუვსო, ანუ სანაცვლოდ რაღაც ახალი სამყარო შესთავაზო. რუსი ფიზიოლოგი ბეხტერევი ამბობს, რომ არ კმარა, ლოთს თავი დაანებებინო სმისთვის, სანაცვლოდ რაღაც უნდა შესთავაზო. ასევეა აქაც. მაგრამ რა შეიძლება იყოს ეკლესიურ სამყაროზე უფრო დიდი, ღრმა და საინტერესო?! დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, ფსიქოლოგიური და სულიერი გარდატეხა ხდება მხოლოდ ეკლესიის სამყაროში. ფარულად მოქმედ ღვთის საწინააღმდეგო ძალას, რომელიც ყოველნაირად მალავს საკუთარ თავს, ვერ დაამარცხებ მარტოოდენ მედიკამენტებით ან ფსიქოლოგიური მეთოდებით. ამგვარი დაშვება პრიმიტიულ მიდგომას, ილუზიით გატაცებას ნიშნავს. ზოგჯერ დემონური ძალა, ეშინია რა, უფალს არ მიმართონ დასახმარებლად, არწმუნებს ადამიანს, რომ მას შეუძლია განთავისუფლდეს ამ დამღუპველი ჩვევისგან მარტოოდენ მკურნალობით ან ექიმების, ფსიქოლოგების თუ სხვა დარგის სპეციალისტთა ჩარევით. მრავალი ნარკომანი, ექიმი-ნარკოლოგი, ფსიქოლოგი წამოგებია ბოროტის ასეთ სატყუარას. ბევრი კი, რომელიც ამ თვალსაზრისით გამოცდილია, აცხადებს, რომ ღვთის შემწეობის გარეშე ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია.

ბოროტი ძალის ზემოქმედებას, რომელიც ასე ძალუმად იგრძნობა ნარკოტიკის ტყვეობაში ყოფნისას, აქარწყლებს მარტოოდენ ღვთაებრივი მადლი, რომელიც ეკლესიის წიაღშია. მადლი კი ეკლესიური წეს-ჩვეულებების დაცვით, ღვთისთვის სათნო ცხოვრებით, ქრისტიანული მსოფლმხედველობით მოიპოვება. მართლმადიდებლობა პიროვნული სრულყოფის, ადამიანის გამოსწორების რელიგიაა. ადამიანის ამქვეყნად მოვლინების უპირველესი მიზანია, გამოისწოროს თავი და დაემსგავსოს უფალს, რომლის სახედ და ხატადაც შეიქმნა. განა შეიძლება, ამ უმთავრეს მიზანს უფალთან კავშირის, შემწეობის გარეშე მიაღწიო? ღმერთი არ დაუშვებს ამას. მაშინ უზენაესი რა საჭიროა, თუ ადამიანი საკუთარი უსუსური ძალებით შეასრულებს ამ უმნიშვნელოვანეს მისიას? უფლის შეწევნის გარდამტეხი მნიშვნელობა ჩვენი არსების ისეთი წამლეკავი ვნების შემთხვევაში, როგორიც ნარკოტიკის ტყვეობაა, როცა საოცარი ძალით გიზიდავს ის, განსაკუთრებით თვალსაჩინოა. თუ, დავუშვათ, მაინც მოხდა ნარკოტიკის გადაგდება ეკლესიის გვერდის ავლით, ძალიან ხშირად ადამიანი სხვა ვნებების ტყვეობაში ვარდება: იწყებს ლოთობას, აზარტულ თამაშებს ან მრუშობას, ანუ ბოროტი სხვა მხრიდან უტევს. როგორც სახარებისეული სიბრძნე გვეუბნება: "როცა არაწმინდა სული გამოდის ადამიანიდან, დადის უწყლო ადგილებში სიმშვიდის საძებნელად და ვერ პოულობს. მერე ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი. როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს. წავა და თან მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დაბინავდებიან იქ. და იმ კაცისთვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება". უბრალოდ, ხდება ერთი ვნების ჩანაცვლება სხვა ვნებით. ამიტომაც ნარკომანიის პრობლემის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმ ეკლესიური საშუალებების, ხერხების გამოყენებას ენიჭება, რომლებიც ასუსტებს ღვთის საწინააღმდეგო ძალის ზემოქმედებას.
ბეჭდვაელფოსტა
30.03. 2018
დავით ნარმანია
უფრო დიდი არის საქართველოს მთავრობის უნამუსობა, უფრო ღრმა მათი ჯიბე, საინტერესო კი ის სადამდე უნდა გაგრძელდეს მათი ღორობა როდემდე უნდა გვჭამონ.
30.03. 2018
დავით
რა შეიძლება იყოს ეკლესიურ სამყაროზე უფრო დიდი, ღრმა და საინტერესო?! ვისთვის? _ რიგითი ხალხისთვის? _ ადამიანური არსებობა, უსაფრთხოება, განვითარების შესაძლებლობა... _თუ სასულიერო პირებისთვის? _ რათქმაუნდა ძალაუფლება, ქონება, ფული და ა.შ.
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat