თუ აპირებთ, უარი თქვათ მავნე ჩვევაზე, ჩვეულ ცდუნებებზე, განსაზღვრეთ, როდის შეუდგებით ამას - დღესვე, ხვალ თუ შემდეგი კვირიდან
თუ აპირებთ, უარი თქვათ მავნე ჩვევაზე, ჩვეულ ცდუნებებზე, განსაზღვრეთ, როდის შეუდგებით ამას - დღესვე, ხვალ თუ შემდეგი კვირიდან
საცდურის განმეორებადობა ცდუნებისა და ცოდვით დაცემის წინაპირობაა
წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: "ჩვენი ცხოვრება მწუხარებებით, უბედურებითა და განსაცდელებითაა აღვსილი. ჩვენ გვეწინააღმდეგება ჩვენი გონება: ეს გზისგამკვლევი ხშირად თვითონვე უხვევს გზიდან და ცდომილებაში გვითრევს. გვეურჩება გული, რომელიც თავისი შეგონებების გასაცხადებლად მიდრკება და ღვთის ნების აღსრულებას თავს არიდებს. გვეწინააღმდეგება ცოდვა: ის ცოდვაც, რომელიც ჩვენში დაცემითაა დანერგილი და ისიც, რომელიც ყველა მხრიდან გარშემორტყმული საცდურებიდან მოქმედებს. გვეწინააღმდეგება წუთისოფელი, რომელიც ამაოებას, ხრწნილებას ემსახურება და ყველას, როგორც დაყვავებით, ისე დევნით, ამგვარ მსახურებაზე დათანხმებას აიძულებს. გვეწინააღმდეგებიან მტრები - უხილავი სულები და მათ მფლობელობაში მყოფი მათი მონა ადამიანები. ხშირად თვით მეგობრებიც კი უნებურად ჩვენს მოწინააღმდეგეებად იქცევიან. უფალმა სათნოებებში ვარჯიშით, ღვთის სიტყვით, ლოცვით, რწმენით, თავმდაბლობით, ცოდვისგან გამიჯვნით საკუთარი თავის მიმართ განუწყვეტლივ ფხიზლად ყოფნა გვამცნო".

საცდურზე სრული გამარჯვების მოპოვება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია: "მშვიდობა მრავალ არს მათთანა, რომელთა უყვარს სჯული შენი და არა არს მათ თანა საცდურ" (ფს. 17,165). ჩვენი ცხოვრება კი მრავალ საცდურს შორის მიედინება. ჩვენი სულიერი სიბეცის გამო ხშირად ვერ ვცნობთ მათ და მხოლოდ ურმის გადაბრუნების მერეღა ვხედავთ გზას. უმრავლესობა ხედავს შედეგს, მაგრამ ვერ ხედავს მიზეზს. საცდური იმდენად შენიღბულია, რომ მხოლოდ მწარე შედეგის შემდეგ ვლინდება მისი შემზარავი სახე. როგორ უნდა გამოვიცნოთ მტრის მზაკვრული ჩანაფიქრი, როგორ აღვუდგეთ და ვძლიოთ საცდურს - ამ კითხვებზე გვიპასუხებს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური ცენტრის ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი.

- საცდური ყველგან არის, მას ვერსად გაექცევი. საცდური მრავალგვარი შეიძლება იყოს და ყველა ადამიანისთვის განსხვავებული. ის, რაც ერთისთვის იძულების საგანია, მეორისთვის სიამოვნების ძლიერი წყაროა, რომელზეც უარის თქმა არ ძალუძს; შრომაც კი, რომელიც ერთი შეხედვით საყოველთაოდ მიღებული ქცევაა, შესაძლებელია ერთი ადამიანისთვის თავზე ძალდატანების საშუალება იყოს, მეორისთვის - ჩვეული მდგომარეობა, მესამისთვის კი საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენის ჩამოყალიბებას ემსახურებოდეს.

ყოველდღიურად შევთხოვთ უფალს: "ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა..." განსაცდელსა და საცდურში რატომღაც გარეგან მოვლენას მოვიაზრებთ, რომელიც ცოდვისკენ გიბიძგებს. ხშირად საცდურს მივაწერთ ჩვენს უნებისყოფო საქციელს და ამით ვაკნინებთ ჩვენს მონაწილეობას ამა თუ იმ ქცევაში.

იაპონელი მოძღვარი და განმანათლებელი, მამა ნიკოლოზი, ერთ-ერთ ქადაგებაში აღნიშნავს, რომ ცდუნება ორი სახისაა: პირველი - გამოცდა, რომელიც ზემოდან გვეგზავნება და მეორე - მიწიერი საცდური. პირველი ადამიანს თავისი სათნოების ხარისხის განსაზღვრისთვის ეგზავნება, რათა სწორად შეაფასოს ის, შეინანოს სიცრუე და დაადგეს სიკეთის გზას. მიწიერი ცდუნებების მიზანი კი ადამიანის ღვთისგან დაშორებაა. სწორედ ამგვარ საცდურს უნდა ერიდოს ის. ყველაზე საშიშია თვითკმაყოფილება და სიამაყე. მათი შემჩნევა ადამიანებს ძალიან უჭირთ და თუ ვინმე მიუთითებს, ხშირად მას მრისხანებით პასუხობენ.

ადამიანმა განსაკუთრებული სიფხიზლე უნდა გამოიჩინოს განმეორებადი საცდურის მიმართ. ის ხომ მიდრეკილია ცოდვისკენ. საცდურის განმეორებადობა ცდუნებისა და ცოდვით დაცემის წინაპირობაა. განმეორებადი ცოდვა კი სულ უფრო ღრმად აღწევს ჩვენს არსებაში - სულში, სხეულსა და სამშვინველში, ძნელდება სინანული, აღსარება, ადამიანი ბრკოლდება და უკუმიემართება სულიერი განვითარების გზაზე.

- როგორ და რატომ ხდება ადამიანის ცდუნება?

- ცდუნების ის მოდელი, რომელიც წმინდა წერილშია აღწერილი, უცვლელად მუშაობს თანამედროვე ადამიანთა საზოგადოებაში. წმინდა მამები განმარტავენ ევას ცდუნებისა და უდაბნოში მაცხოვრის გამოცდის ეპიზოდებს. პირველ შემთხვევაში ბოროტი აღწევს მიზანს, მეორეში კი მარცხდება.

ცდუნება და დაცემა თანდათან ხდება. მათ განაპირობებს ურწმუნოება, მცირედმორწმუნეობა, თავნებობა. ცდუნებას დღესაც ხშირად წინ უძღვის ცნობისმოყვარეობა - რა დგას აკრძალვის უკან. ადამიანი თითქოს გამოცდის, რა მოჰყვება დაუმორჩილებლობას. ამასთან მას უჩნდება რწმენა, რომ შეუძლია მოიპოვოს სიამოვნება უფლისგან დამოუკიდებლად, ვერ გრძნობს, რომ ამით დამოუკიდებელი კი არა, ბოროტ ძალაზე დამოკიდებული ხდება.

- როგორ აღვუდგეთ წინ საცდურს, როგორ ვძლიოთ მას?

- მაცხოვრის გამოცდის ეპიზოდი გავიხსენოთ: თავდაპირველად ის ქვების - უსულო საგნების პურებად - საკვებად გადაქცევაზე ამბობს უარს. ჩვენ კი ვიკვებებით თანამედროვე პროგრესის უსიცოცხლო მიღწევებით და მათგან თავი ვერაფრით დაგვიღწევია. არც ნამდვილი საკვებისგან ვიკავებთ თავს, ვაშენებთ გიგანტურ რესტორნებს, სუპერმარკეტებს და მაინც ვერაფრით დავკმაყოფილებულვართ, - ეს ნამდვილი საცდურია.

ადამიანს აქვს უსაზღვრო თავისუფლების განცდის ძლიერი სურვილი. "არა განსცადო უფალი ღმერთი შენი" (მთ. 4,7) - ეს არის მაცხოვრის პასუხი ამ სახის ცდუნებაზე.

მესამე ცდუნებაც ცნობილია თანამედროვე ადამიანისთვის - მიწიერი წარმატებების მოპოვება ღვთის გარეშე და ბოროტის მსახურების ხარჯზე - "ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყვანის-მცე მე" (მთ. 4,9).

საცდურების დაძლევის მაგალითი თავად მაცხოვარია: "უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა მსახურებდე", - ასეთი უნდა იყოს თითოეული ადამიანის სტრატეგიაც, ვისაც საცდურზე გამარჯვება გადაუწყვეტია.

- ცდუნებათა გადასალახავად რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის პიროვნულ თვისებებს?

- ცდუნებათა გადალახვის გზით ადამიანი თვითონ მონაწილეობს თავისი ხასიათის გამოწრთობაში... ეს გამოიხატება ისეთ არასასურველ და მანკიერ სურვილებსა და აზრებთან გამკლავებაში, როგორიცაა გაღიზიანება, რისხვა, ეჭვიანობა, შური, შიში... ღმერთი ყოველთვის აძლევს ადამიანს საშუალებას და პირობებს საამისოდ, მაგრამ არასოდეს აიძულებს მას. ის, ვინც ყოყმანობს ამ გადაწყვეტილების მიღებისას, ვერ შეძლებს, თავი დააღწიოს ცდუნებებსა და ცოდვებს. აუცილებელია თვითგამორკვევა და საკუთარი პრიორიტეტების გადახედვა, თუ რა ღირებულებებს ვანიჭებთ უპირატესობას: "როდემდის უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ უფალია ღმერთი, გაჰყევით მას, თუ ბაალია, მას გაჰყევით" (3 მეფ. 18,21).

ნებისყოფის სიმტკიცეს ხშირად ხასიათის სიძლიერესაც უწოდებენ.

ძლიერ პიროვნებად, რასაკვირველია, უნდა მივიჩნიოთ მხოლოდ ის, ვინც ათანხმებს პირად ინტერესებს საზოგადოებრივთან და დაბრკოლებათა გადალახვით აღწევს მიზანს. რამდენადაც რთულია ეს დაბრკოლებები, მით ძლიერია ამ ადამიანის ნებისყოფა. მეორე მხრივ, ადამიანს შეუძლია თვითონვე გაამყაროს თავისი ნებისყოფა და ხასიათი სწორედ შინაგან და გარეგან დაბრკოლებათა გადალახვის გზით. შინაგანი დაბრკოლებები თვითონ ადამიანის მიერაა შექმნილი. ეს არის სიზარმაცე, სიჯიუტე, ყალბი თავმოყვარეობა, სიმორცხვე, პასიურობა, ეჭვი და შიში. გარეგანი დაბრკოლებები შეიძლება იყოს სხვა ადამიანების ზემოქმედება, დასახული ამოცანის სირთულე და სხვა ობიექტური პირობები.

- როდის არის განსაკუთრებით დაუცველი ადამიანის ფსიქიკა, როდის იზიდავს საცდურს?

- არსებობს მდგომარეობები, როდესაც უჭირს ადამიანს საკუთარი თავის ფლობა. ეს შეიძლება იყოს სტრესი, ავადმყოფობა, დაღლილობა, დიდი სიხარული ან მწუხარება, მატერიალური სიდუხჭირე თუ სიმდიდრე. საცდური ამ დროს შეიძლება სუსტი და შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ მისი სიძლიერე გაცილებით აღემატებოდეს შეჭირვებულის სულიერ ძალას.

გასათვალისწინებელია ე.წ. კრიტიკული ასაკობრივი პერიოდები (მაგალითად, გარდამავალი ასაკი), მაგრამ გაცილებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოჯახში დამკვიდრებულ აღზრდის სტილს. პათოლოგიურ აღზრდად ითვლება როგორც გადაჭარბებული სიმკაცრე, ასევე ხელმიშვებულობა. ბავშვი უნდა გრძნობდეს ზრუნვასაც, კონტროლსაც, მაგრამ რჩებოდეს სივრცე თავისუფალი ქმედებისთვის. უაღრესად საზიანოა მისი ზედმეტად განებივრება. ასეთი დამოკიდებულება ადამბლავებს ადამიანის ნებისყოფას. მას აღარ შეუძლია შეეწინააღმდეგოს თავის სურვილებს. ასეთი რამ ხშირად ხდება ისეთ ოჯახებში, სადაც მშობლებს თავიანთი პრობლემები აქვთ და შვილისადმი ყურადღების კომპენსაციას საჩუქრებითა და ფულით ცდილობენ.

- აქვს თუ არა მშობლების ზეწოლას ყოველთვის კარგი შედეგი?

- ოჯახის ინსტიტუტი გარკვეულ ასაკამდე იცავს ადამიანს ცდუნებათა აგრესიისგან, მაგრამ როცა მოზარდი იგრძნობს თავისუფლებას და აღმოაჩნს უამრავ ახალ შესაძლებლობას როგორც გარშემო, ასევე საკუთარ თავში, ის იჩენს გაძლიერებულ ინიციატივას და ცდილობს განიცადოს ახალი - მანამდე უცნობი შთაბეჭდილებები. ხშირად ალოგიკურად იქცევა, ერთდროულად ავლენს სრულიად ურთიერთგამომრიცხავ თვისებებს - ეგოიზმსა და თვითგანწირვას, თავაზიანობასა და უხეშობას. ამას საფუძვლად ერთადერთი მიზეზი უდევს - შეიმუშაოს ღირებულებათა საკუთარი სისტემა. თავისთავად ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია, მაგრამ ყოველთვის არ ამართლებს პოპულარული სარეკლამო სლოგანი: "ჯერ გასინჯე, შემდეგ განსაჯე". ამ გზაზეც ახალგაზრდას სჭირდება მიმართულების მიმცემი - ოჯახის, ახლობელი ადამიანების, ნათლიის, მასწავლებლის, მოძღვრის დახმარება.

ზეწოლით კი მხოლოდ გადავავადებთ და გავამწვავებთ მოზარდის ემანსიპაციის რეაქციას და შედეგად ის აღმოჩნდება მოუმზდებელი იმავე საცდურების მიმართ უფრო მოზრდილობაში. სჯობს, მშობელი, აღმზრდელი თვითონ იყოს აღსაზრდელისთვის ნებისყოფიანი ადამიანის მაგალითი.

- საცდურის დასაძლევად რა თვისებები უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა და როგორ?

- მათ ვურჩევთ, იმუშაონ ხასიათის ისეთ შტრიხებზე, როგორიცაა:

* პრინციპულობა - უნარი, კრიტიკულად გადახედოს სხვათა რჩევებსა და შემოთავაზებებს და საკუთარი ღირებულებების გათვალისწინებით მიიღოს ან უარყოს ისინი.

* მიზანსწრაფულობა - ყოველი ქცევა დაუმორჩილოს მყარ ცხოვრებისეულ მიზანს ან მისაღებ კონკრეტულ ამოცანას.

* გადაწყვეტილების დროულად მიღებისა და შესრულების უნარი.

* გამძლეობა, საკუთარი თავის ფლობა, საკუთარი ქცევისა და ემოციების კონტროლი.

* გამბედაობა, შიშის დაძლევა, გონივრულ რისკზე წასვლისთვის მზადყოფნა. მოჩვენებით უდარდელობას და დაუდევრობას ამ თვისებებთან საერთო არაფერი აქვს და არც შედეგი მოაქვს.

ყველა თვისება ცხოვრების განმავლობაში გამომუშავდება და განუწყვეტელ შრომას მოითხოვს.

გადაწყვეტილებები უნდა იყოს კონკრეტული და დროში განსაზღვრული. თუ აპირებთ უარი თქვათ მავნე ჩვევაზე, ჩვეულ ცდუნებებზე, განსაზღვრეთ, როდის შეუდგებით ამას - დღესვე, ხვალ თუ შემდეგი კვირიდან, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნათქვამის შესრულება ნებისყოფის კიდევ ერთი მაჩვენებელია. ამიტომ არასდროს თქვათ უარი მიღებულ გადაწყვეტილებაზე, თუ ის სწორი და სასარგებლოა.

არ შეუშინდეთ წარუმატებლობას, არასდროს დაეცეთ სულით, ნუ დაიზარებთ, სცადოთ კიდევ ერთხელ და წარმატება აუცილებლად მოვა.

P.შ. დაბოლოს, საცდური გამოსცდის და აწრთობს ადამიანს. საცდური რომ არ არსებობდეს, როგორ წარემატებოდა ადამიანი სულიერ ცხოვრებაში?! როგორც ამბობენ, რაც არ გვკლავს, ყველაფერი გვზრდის. თუ ადამიანს არა აქვს საცდურთან გამკლავების გამოცდილება, ვერაფერს ვიტყვით მისი პიროვნების სისუსტეზე და მით უფრო - მის ძლიერებაზე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat