ბავშვს უფლება აქვს, გახდეს ის, რაც შეუძლია გახდეს
ბავშვს უფლება აქვს, გახდეს ის, რაც შეუძლია გახდეს
ფსიქოლოგიას დიდი ცოდნა აქვს პიროვნების აღზრდის, ჩამოყალიბების, ინტელექტუალური განვითარების, სოციალურ ურთიერთობაში ადგილის პოვნის შესახებ. ამ ცოდნის გამოყენება სასკოლო თუ უმაღლესი სასწავლებლების პრაქტიკაში ემოციურად და ინტელექტუალურად ჯანსაღ საზოგადოებას ჩამოაყალიბებს. გვესაუბრება ფსიქოლოგი ივერი მეძველია:

- ინფორმაციის გაცვლის და მიმოსვლის საშუალებების სრულყოფამ გამოიწვია ინფორმაციის მოზღვავება და მისი ზემოქმედების გააქტიურება. ადამიანის ფსიქოფიზიოლოგიური შესაძლებლობები განუსაზღვრელი არ არის. მისთვის ძნელი ხდება ინფორმაციის და შთაბეჭდილებების სიმრავლიდან საჭირო შინაარსის შერჩევა და გადამუშავება. თუმცა მდგომარეობა უიმედო არ არის, თანამედროვე ფსიქოლოგიამ გახსნა ადამიანის ფსიქიკის ისეთი სფეროები, რომლებშიც აკუმულირებულია ადამიანის აქტივობის უდიდესი პოტენციალი. საქმე ეხება ფსიქიკის ქვეცნობიერ და არაცნობიერ სფეროებს. სრულად არ არის გამოყენებული ადამიანის ცნობიერი ფსიქიკის შესაძლებლობებიც.

- როგორ აისახება ცხოვრების დაჩქარებული ტემპი ბავშვებსა და მოზარდებზე?

- ბავშვებს უამრავი განსხვავებული შინაარსის მქონე საგნის შესწავლა უწევთ სკოლაში. გარდა ამისა, მშობლები ფიქრობენ, რომ თანამედროვე სკოლა ვერ უზრუნველყოფს ზოგიერთი საგნის ხარისხიან სწავლებას, ამიტომ აიძულებენ ბავშვებს, მოემზადონ კერძო მასწავლებლებთან. ასევე, აიძულებენ, იარონ მხატვრულ და სპორტულ სექციებში.

სასწავლო მასალის და აქტივობის სიჭარბე კოლოსალურ დაწოლას და დაძაბულობას იწვევს ბავშვის ბიოლოგიურ და ფსიქიკურ სისტემებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვებს აიძულებენ, ისწავლონ მათთვის უინტერესო საგნები.

ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ იგი ამჩნევს და გადაამუშავებს მხოლოდ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და მისი შინაგანი წყობის ადეკვატურ სტიმულებსა და შინაარსებს.

იმისდა მიხედვით, როგორ სააღმზრდელო გარემოში იმყოფება ბავშვი, ხდება შესაბამისი პიროვნული სტრუქტურისა და პოზიციების, ან მისი პიროვნული სამყაროს ჩამოყალიბება.

უპირატესად პოზიტიური პიროვნული პოზიციის მქონე ადამიანი უფრო გახსნილია სამყაროსადმი, მისი ფსიქიკა უფრო მოქნილია და ხელსაყრელად იხარჯება ფსიქიკური ენერგიები.

ნეგატიური პიროვნული სამყაროს მქონე პიროვნებაში კი შემზღუდველი ფიქსირებული წარმონაქმნები დომინირებენ.

ბავშვს ამ დაჩქარებული ცხოვრების პროცესში ზღუდავენ სწორედ შემზღუდველი იდეები, რომლებიც მას ჩამოუყალიბდა არახელსაყრელი სააღმზრდელო გარემოებების შედეგად (ეს შეიძლება იყოს ბავშვობაში მიღებული ფსიქიკური ტრავმა, რომლის ნეიტრალიზება ვერ მოხერხდა; ეს შეიძლება იყოს დედის მიერ რომელიმე შვილის გამორჩევა, მისი ყურადღების დეფიციტი; მასწავლებლების ცინიკური დამოკიდებულება, მშობლების განქორწინება და სხვა მრავალი მოვლენა, რომლებიც ბავშვის ფსიქიკაზე დამანგრევლად მოქმედებს).

ბავშვთან მუშაობის პედაგოგიური და ფსიქოლოგიური მეთოდები ისე უნდა შეირჩეს, რომ შესაძლებელი გახდეს მისი არაცნობიერი სფეროს რესურსების კონსტრუქციული გამოყენება.

- დღეს ჩვენში პოპულარულია ამერიკული ფსიქოლოგია, რომელიც უფრო მეტად იკვლევს დასწავლის ეფექტებს, მეხსიერებას. ევროპული ფსიქოლოგია კი აზროვნების, ინტელექტის განვითარებაზე აკეთებს აქცენტს. ტესტები, რომლებიც ჩვენს სკოლებში შემოაქვთ, იმაზეა აგებული, თუ რა იცის ბავშვმა, რა ახსოვს, რითია მისი ცნობიერება მდიდარი და არა იმაზე, თუ რას იფიქრებს, რა ამოცანას გადაწყვეტს. უწმინდესიც ხშირად აღნიშნავს, რომ საჭიროა ბავშვს განუვითარდეს ანალიტიკური აზროვნება, ბავშვმა ისწავლოს ფიქრი. კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს?

- ინფორმაციის მხოლოდ მიღება და დამახსოვრება მექანიკური პროცესია, მან შეიძლება განავითაროს ერთი ან რამდენიმე ფსიქიკური ფუნქცია და არა მთლიანად პიროვნება, განუვითარებელი დარჩეს ანალიტიკური აზროვნების უნარი. ანალიტიკური უნარი ვითარდება ბავშვის განვითარების რომელიმე სტადიაზე, ადეკვატური პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტით. განვითარების საწყის სტადიებზე ასეთი ამოცანები მარტივია. მარტივია ჩვენი, მოზრდილების შეფასებით. იმიტომ რომ, მაგალითად, პატარა ბავშვისთვის ფოფხვის სწავლა ისეთივე შრომატევადი და რთულია, როგორიც მოზრდილ ასაკში ცურვის ჩვევის გამომუშავება, ანდა სიმწიფის ხანაში რომელიმე მეცნიერის მიერ ფუნდამენტური თეორიის შექმნა. ამიტომაც აუცილებელია ბავშვი მუდმივად აქტიური იყოს, პრაქტიკულ ამოცანებს ჭრიდეს და გადაჭრისას შესატყვის პასუხისმგებლობას იღებდეს. ე.ი. საჭიროა ბავშვს შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ იგი პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტას დამოუკიდებლად შეეცადოს. სწორედ ეს უწყობს ხელს ბავშვის გონებრივ განვითარებას. ამ დროს სწავლობს ბავშვი ფიქრს ანუ ანალიტიკურ და სინთეზურ აზროვნებას, იძენს სწორი დასკვნის გამოტანის უნარ-ჩვევებს. მაგრამ ასეთ საქმეში ბავშვს სჭირდება კვალიფიციური და კომპეტენტური მეურვეობა როგორც ოჯახში, ისე სკოლაში.

KARIBCHE- როგორი უნდა იყოს სასწავლო (საგაკვეთილო) პროცესი? რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი გაკვეთილის დროს იყოს არა უბრალოდ მსმენელი, არამედ აქტიურად მონაწილე, იყოს ჩართული კამათში, სვამდეს კითხვებს და ა.შ.?

- სასწავლო პროცესი გაკვეთილებზე ისე უნდა აიგოს, რომ ბავშვი მუდმივ აქტიურობდეს, თან ეს აქტიურობა არ იყოს დამღლელი და დამძაბველი. როდესაც ბავშვი სასწავლო პროცესის მხოლოდ ობიექტია, იგი იღლება, თავისი მოთხვნილებები აიძულებს, უფრო საინტერესო რამ ეძებოს გარემოში, რათა თავიდან აიცილოს ყურადღების დაძაბულობა და მოსაწყენი ერთფეროვნება. როგორი საინტერესოც არ უნდა იყოს სასწავლო მასალა, მისი მიწოდებისა და ბავშვებისათვის წარდგენის მენტორული სტილი, გარკვეული დროის შემდეგ, მას მოსაწყენს ხდის, რაც იწვევს უყურადღებობას და ბავშვის ცნობისმოყვარეობის მოთხოვნილებიდან გამომდინარე, სხვა აქტივობაზე გადართავს მას. მასალა ისე უნდა იყოს დასტრუქტურებული და გამზადებული, რომ ბავშვს გარკვეული როლის შესრულება უხდებოდეს სხვა თანაკლასელებთან ერთად. მისი პასუხი მნიშვნელოვანი უნდა იყოს პირადი თუ საერთო სასწავლო მიზნის მისაღწევად. იგი სასიამოვნო დაძაბულობის მდგომარეობაში უნდა იყოს და მოელოდეს შეკითხვას, რომელზე პასუხიც მისი პოტენციური შესაძლებლობის რეალიზაციას და შემეცნების მოთხოვნილების დაკმაყოფილებას გულისხმობს. ამ აქტივობის დროს ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის ინდივიდულური თავისებურებები, ტემპერამენტის ტიპი, აღქმის ტიპი და ა.შ.

- რა უპირატესობა აქვს თანამედროვე სკოლებში დანერგილ სემინარული მუშაობის ფორმებსა და მეთოდებს?

- ძირითადი ნიშნები, რომლებიც განასხვავებს ასეთ სკოლებს სტანდარტულისგან, ესაა: 1) აქ პატივს სცემენ მოსწავლეებს და არა სისტემას; 2) მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ გაკვეთილზე მასალის მიწოდების საშუალება და ტემპი; 3) მოქნილი სასწავლო გეგმა, რომელიც იცვლება იმის მიხედვით, ვინ სწავლობს კლასში; 4) სწავლების პრინციპებზე პასუხისმგებელნი არიან მოსწავლეები და მასწავლებლები და არა სისტემა; 5) ჯგუფებთან, რომლებთანაც მუშაობენ, მასწავლებლებს ეძლევათ მოქმედების თავისუფლება; 6) მოძველებული პედაგოგიური წესები არ იკრძალება. ახალ იდეებს მიესალმებიან; 7) ტესტები მუდმივად იცვლება და გადამუშავდება, რათა შეესაბამებოდეს უნარ-ჩვევების დონეს; 8) მონტესორის სკოლების სისტემა წარმოადგენს სკოლების ლიცენზირებულ სისტემას, რომელიც ეპყრობა მოსწავლეებს, როგორც "დამოუკიდებელ მოსწავლეებს".

სამწუხაროდ, საქართველოში არ არის ასეთი ტიპის ინოვაციური სკოლები, სადაც მთავარი ღირებულება მოსწავლის პიროვნება და მისი შინაგანი რეალობაა, სადაც მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ შემოქმედებითად და დამოუკიდებლად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

ასეთი სკოლების ცალკეული მეთოდების გამოყენება ხდება ზოგიერთ კერძო სასკოლო დაწესებულებაში. მაგალითად, ამერიკულ-ქართულ სკოლაში გამოიყენება ჰარკნერის მრგვალი მაგიდები. მათი უპირატესობა ის არის, რომ ყველა მოსწავლე წინა პლანზეა, კარგად ჩანს მათი აქტივობა. წინა პლანზე ყოფნა მოსწავლეს ფსიქოლოგიურად განაწყობს, მზად იყოს, ყოველ წამს ჩაერთოს დისკუსიაში, პატივი სცეს სხვების აზრს, სხვადასხვა თვალსაზრისით შეხედოს საკითხის გადაწყვეტას, კრიტიკულად აზროვნებდეს და სხვადასხვა შეხედულების შეჯერებით იღებდეს დასკვნას. ჰარკნერის მაგიდასთან ყველაფერი თვალსაჩინოა. ყველა ბავშვს ექმნება წარმოდგენა ერთმანეთის მიმართ, თავიანთი ცოდნის თავისუფალი გამოვლენით ამდიდრებენ ერთმანეთს, ვითარდებიან ფსიქოლოგიურად, სძლევენ მორიდებულობას და სოციალურ ფობიებს.

სემინარული მუშაობის ფორმები ბავშვს აჩვევს დამოუკიდებლად მუშაობას, საკუთარი სამუშაოს მიმართ პასუხისმგებლობის გამომუშავებას და ათვისებული მასალის ეფექტიანად პრეზენტაციას.

- ეკლესიურ საიდუმლოებებში მონაწილეობა რამდენად ხსნის ბავშვის გონებას და რამდენად უწყობს ხელს მისი აზრების სწორი მიმართულებით მსვლელობას?

- ლოცვა უდიდესი მადლია. იგი აუცილებელია ყოველი მნიშვნელოვანი საქმიანობის დაწყების წინ. ვინაიდან სწავლა ბავშვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობაა, სწავლის დაწყების წინ სასურველია, ბავშვმა წაიკითხოს "იესოს ლოცვა" ან "ლოცვა სწავლის დაწყების წინ". ლოცვა და ქრისტიანული საიდუმლოებები აძლიერებენ ბავშვებში რწმენას, ხოლო ძლიერი რწმენის ადამიანს ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია, მათ შორის სწავლაში წარმატების მიღწევაც.

ლოცვა, წირვა-ლოცვაზე დასწრება წმენდს ადამიანს შინაგანად, უხსნის სტრესებს და ფსიქიკურ დაძაბულობას, აღსარება ათავისუფლებს დანაშაულის გრძნობისგან, ხოლო უფლის ხორცთან და სისხლთან ზიარება - იმედით და რწმენით ავსებს.

- მშობლები ხშირად შვილებს თავს ახვევენ სურვილებს; ისე ზრდიან, როგორც თავად სურთ. რა შედეგები მოაქვს ამგვარ აღზრდას?

- მშობლებმა სრულად უნდა გააცნობიერონ, რომ ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბება დაბადებისთანავე იწყება. პიროვნების ძირეული სქემა და საფუძველი დაბადებიდან 5 წლამდე ხდება, ხოლო შემდეგ ხორციელდება ამ სქემის გაშლა, განვითარება და გენეტიკური ნასახების გამოვლენა. დაბადებისთანავე ბავშვს უნდა დაუკმაყოფილდეს ბაზისური მოთხოვნილებები, რომლებიც მის ემოციურ კეთილდღეობას უყრის საფუძველს. ესენია: მე - კარგი; მე - საყვარელი; მე - შემიძლია; მე - ვარ. პირველ რიგში საჭიროა, მშობელმა უპირობოდ მიიღოს იგი, უყვარდეს იმიტომ, რომ არსებობს, და არა იმიტომ, რომ იგი საჭიროა ან რაიმე მიზნისთვის გამოსადეგი. ამ ბაზისური მოთხოვნილებების სრულფასოვნად დაკმაყოფილება განსაზღვრავს ადამიანის ღიაობის სამყაროს და ადამიანების მიმართ, მის თავდაჯერებულობასა და საკუთრივ შესაძლებლობების რწმენას, მის ოპტიმიზმს და დადებით განწყობას ურთიერთობებში. ხოლო დაუკმაყოფილებლობის ესა თუ ის ხარისხი იწვევს ბავშვის შესატყვის დაურწმუნებლობას საკუთარ შესაძლებლობებში, პესიმიზმს, გაუბედაობას, შიშს, პასიურობს და ა.შ. მშობლებისთვის სახელმძღვანელო უნდა იყოს შემდგომი რჩევები:

1. უპირობოდ მიიღეთ ბავშვი.

2. აქტიურად მოუსმინეთ მის განცდებს და მოთხოვნილებებს.

3. მეტი დრო დაუთმეთ მას.

4. არ ჩაერთოთ მის საქმეში, თუ ხედავთ, რომ იგი თავადაც წარმატებით უმკლავდება დაკისრებულ ამოცანას.

5. დაეხმარეთ, როდესაც ბავშვი გთხოვთ.

6. წაახალისეთ მისი უმნიშვნელო წარმატებაც კი.

7. კონსტრუქციულად გადაწყვიტეთ კონფლიქტები.

8. გაუზიარეთ თქვენი გრძნობები. ენდეთ, საკუთარი ღირებულება აგრძნობინეთ.

9. ყოველდღიურ ურთიერთობებში გამოიყენეთ კეთილგანწყობილი სიტყვები. მაგალითად: მე შენთან კარგად ვგრძნობ თავს, მიხარია შენი დანახვა, მომენატრე, შენ ეს შეგიძლია და ა.შ.

10. მოეხვიეთ და ჩაეხუტეთ არანაკლებ 4-ჯერ დღეში, უკეთესია 8-ჯერ.

მშობლები, რომლებიც ბუნებრივად და წარმატებით ასრულებენ ამას, ბავშვს უქმნიან ხელსაყრელ სააღმზრდელო პირობებს.

მშობლები, რომლებიც იღებენ საკუთარ შვილებს ისეთებად, როგორებიც ისინი არიან, ითვალისწინებენ მათ მოთხოვნილებებს და შესაძლებლობებს, საშუალებას აძლევენ მათ, თვითონ დაგეგმონ საკუთარი ცხოვრება, ხოლო უნდო მშობლები თვითონ უპროგრამებენ შვილებს ცხოვრებას.

ბევრი მშობელი შვილს უყურებს, როგორც საკუთარი ცხოვრების გამგრძელებელს და თავისი განუხორციელებელი ოცნებების და სურვილების ამსრულებელს. ამას კი იქამდე მივყავართ, რომ მშობლები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ შვილებზე და აქციონ ისეთებად, როგორც თვითონ თვლიან სჭიროდ. ხშირად ასეთ დაძალებას მრავალი უარყოფითი შედეგი მოსდევს. ბავშვები ხდებიან კონფორმისტები და მშობლების ნების უსიტყვო შემსრულებლები, პასიურები, უნებისყოფოები ან ცდილობენ, საკუთარი ნების და სურვილების დაცვას, როგორც შეუძლიათ, ანდა ილუზორულ სამყაროში (ნარკომანია, ქურდობა, აზარტული თამაშები) მიდიან, სადაც თავისუფლად გრძნობენ თავს.

ბავშვს უფლება აქვს, გახდეს ის, რაც შეუძლია გახდეს. მშობლებმა ამაში ყოველნაირად უნდა შეუწყონ ხელი, მიუხედავად იმისა, თვითონ რას თვლიან უმჯობესად. მშობლები უნდა ეცადონ აიმაღლონ სააღმზრდელო კულტურა და აქტიურად ითანამშრომლონ პედაგოგებთან და ფსიქოლოგებთან. პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური ცოდნის თანამედროვე დონე ამის საშუალებას იძლევა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat