არაამქვეყნიური შეგრძნების მომნიჭებელი წუთები
არაამქვეყნიური შეგრძნების მომნიჭებელი წუთები
ქრისტეს აღდგომის ჩაუქრობელი ნათელი ყოველი კაცის გულში იღვრება: "აი, რას წერს წმინდა ნიკოლოზ სერბი იერუსალიმში, სააღდგომო წირვაზე განცდილი სიხარულის შესახებ: "დიდხანს ველოდეთ და ბოლოს გავიგონეთ ჭაღარა პატრიარქის გალობა: "ქრისტე აღდგა!" სულებიდან მძიმე ტვირთი ჩამოგვეხსნა. ანგელოზებად ვიგრძენით თავი, თითქოს აღვსდექით! მაშინვე ყოველი მხრიდან გაისმა ბობოქარი მდინარის ხმაურის მსგავსი შეძახილები ხალხისა... ამ შეძახილებით ისინი გამოხატავდნენ აღტყინებულ სიხარულს. "აღდეგინ ღმერთი და განიბნენ ყოველნი მტერნი მისნი", - გალობს პატრიარქი. საფლავი სამოთხედ იქცა, ვნების ადგილი - სიხარულის წყაროდ. ყველას სანთლები გვიჭირავს, მაგრამ ყველას სული სანთელზე ნათელია... ამ წამში, ამ ადგილზე უხეირო გალობაც კი სასიამოვნოდ გეჩვენება, ყველაზე ულამაზო სახე - ულამაზესად. აღდგომის ნათელი და სიხარული ყველაფერს ცვლის, გარდასახავს: ხმასაც, სახესაც, ნივთებსაც. გარშემო ყველაფერი მშვენიერია, ყველაფერი წმინდაა, ყველაფერი ბრწყინავს, თითქოს სამოთხეში ხარ.

ათასობით სანთლისა და კანდელის ციმციმში სახეზე ჩამოდენილი ცრემლები უბრწყინავთ. მწუხარების ცრემლები სიხარულის მსახურებად ქცეულან. რა დიდებულია ადამიანის სული! მასზე აღმატებული მხოლოდ უფალი და მისი ანგელოზებია!

გარშემო ადამიანები ანგელოზებივით კეთილნი და ლამაზები არიან. ეს ისეთი სასწაულია, მხოლოდ აღმდგარ ქრისტეს რომ შეეძლო მოეხდინა. ეს არის სწორედ ერთადერთი საფუძველი კაცთა შორის ძმობისა - ყველა ადამიანი კეთილი და მშვენიერი რომ დაინახო.

განთიადისას დასრულდა ტაძარში სააღდგომო მსახურება, მაგრამ გაგრძელდა ჩვენს სულებში. ახლა ყველაფერს ქრისტეს აღდგომის ნათელში ვუცქერთ, და ყველაფერი გუშინდელისგან განსხვავებით გამოიყურება: საზეიმო და მშვენიერია. მხოლოდ აღდგომის ამ ნათელში იძენს აზრს სიცოცხლე.

რა სიმსუბუქეა სულში. ქრისტემ სძლია სიკვდილს და მასთან ერთად ტანჯვას და მწუხარებას. აღდგომის ნათელში მათი კვალიც აღარ სჩანს.

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე!"

რა სულიერ-ფსიქოლოგიურ ფერიცვალებას ახდენს ადამიანის სულში ქრისტეს აღდგომით მონიჭებული სიხარული? - ამ საკითხზე გვესაუბრებიან საპატრიარქოსთან არსებული წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნინო კანდელაკი და ამავე ცენტრის თანამშრომელი, თეოლოგი და ფსიქიატრი მერაბ ონიანი.

- ქალბატონო ნინო, როგორ ესმით მართლმადიდებელ ეკლესიაში მოღვაწე წმინდა მამებს სიხარული?

- პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შნემანი სიხარულის შესახებ წერს: "სიხარულის უარყოფა ცრუ რელიგიის დასაწყისია. სიხარული მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის არის ღმერთის მყოფობის უცილობელი ნაყოფი. შეუძლებელია, იცოდე, ღმერთი არსებობს და არ გიხაროდეს. ცოდვის შიში არ იფარავს ცოდვისგან, ქრისტესმიერი სიხარული კი - იფარავს. მას გადამრჩენელი ძალა აქვს. სიხარული არის თავისუფლების საძირკველი. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ვიდგეთ ამ საძირკველზე; მუდმივად უნდა ვიყოთ მოცულნი ამ სიხარულით, ყველგან უნდა ვხედავდეთ ქრისტეს და ეს სიხარული დაგვიცავს ყოველგვარი ცოდვისა და უსჯულოებისაგან".

ადამიანური სიხარულის სხვადასხვა ხარისხი არსებობს. ზოგჯერ უფრო მეტად განვიცდით ამ გრძნობას, ზოგჯერ - ნაკლებად.

სრულიად განსაკუთრებული და გულის შემძვრელი გრძნობაა უფლის აღდგომით გამოწვეული სიხარული, რომელიც სააღდგომო ლიტურგიის დროს განიცდება...

- ეს არის საოცრად ამაღლებული, არაამქვეყნიური შეგრძნების მომნიჭებელი წუთები, როდესაც ყველა ადამიანი გვიყვარს, ყველაში ღვთის ხატს ვხედავთ და შეგვიძლია ყველას ყველაფერი შევუნდოთ და ვაპატიოთ. მახსენდება მეუდაბნოე ღირსი დედის, წმინდა მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება. მან 47 წელი იღვაწა უდაბნოში და შემდეგ ღირსი გახდა ზიარებისა. ეს ზიარება მან სწორედ სააღდგომოდ, დიდ ხუთშაბათს (საიდუმლო სერობის დღეს) გამოითხოვა. ღირსი დედის ცხოვრებაში ვკითხულობთ: მოახლოვდა საიდუმლო სერობის მოხსენიების დღეც. მამა ზოსიმემ აღასრულა დანაპირები (იგი დაპირდა წმინდა მარიამ მეგვიპტელს, რომ ერთი წლის შემდეგ მასთან საზიარებლად მივიდოდა). თან წაიღო წმინდა ჭურჭლით წმინდა ძღვენი, ზიარების წმინდა ნაწილები და გვიან საღამოს მონასტრიდან გავიდა. იგი ღირსი დედის გამოჩენას იორდანესთან ელოდა. მაგრამ წმინდანი აგვიანებდა. მამა ზოსიმე ღმერთს ევედრებოდა: - უფალო, ნუ მომაკლებ ღირს დედასთან შეხვედრასო. ბოლოს, ღირსი დედაც გამოჩნდა და მდინარის მეორე ნაპირზე გაჩერდა. გახარებული მამა ზოსიმე წამოდგა და ღმერთს ადიდებდა ამ წყალობისთვის, მაგრამ აფიქრებდა, როგორ გადმოლახავდა წმინდანი მდინარეს უნავოდ. წმინდა დედამ იორდანეს ჯვარი გადასახა და სწრაფად გადმოვიდა წყალზე, თითქოს ხმელეთზე დადისო. ბერს უნდოდა თაყვანი ეცა მისთვის. ღირსმა დედამ შუა მდინარიდან გამოსძახა: "რას სჩადი, მამაო, შენ ხომ მღვდელი ხარ, აღმასრულებელი დიდ საიდუმლოთა". ნაპირზე სასწაულებრივად გადმოსვლის შემდეგ წმინდა მარიამ მეგვიპტელმა ლოცვა-კურთხევა სთხოვა ბერს. ამ საკვირველი სანახაობით შეძრწუნებულმა მამა ზოსიმემ კი თრთოლვით მიუგო: "ჭეშმარიტად მართალ და უტყუარ არს ღმერთი, ვინც აღთქმისაებრ იმსგავსებს განწმენდილთ იმდენად, რამდენადაც ეს მოკვდავთათვის არის შესაძლებელი. დიდება შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, ვინაც ამ შენი წმინდა მხევლის სახით მიჩვენე მე, თუ როგორ შორს ვარ სრულყოფილებისგან". ამის შემდეგ ღირსმა დედამ სთხოვა ბერს, "მრწამსი" და "მამაო ჩვენო" წარმოეთქვა. ლოცვის დასრულებისთანავე მამა ზოსიმემ იგი აზიარა ქრისტეს წმინდა და საშინელ საიდუმლოს. წმინდა მარიამ მეგვიპტელმა ცად აღაპყრო ხელნი და ცრემლით და თრთოლვით წარმოსთქვა წმინდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ლოცვა: "აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო სიტყვისაებრ შენისა, მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი". ამის მერე მალე აღესრულა წმინდა მარიამ მეგვიპტელი. მან ისურვა მაინცდამაინც სააღდგომოდ ზიარებულიყო და განეცადა ეს ღვთაებრივი სიხარული. ჩვენ, რა თქმა უნდა, წმინდა მარიამ მეგვიპტელის მსგავსი მზაობა ვერ გვექნება, მაგრამ ოდნავ მიმსგავსებული განცდა, ჩემი აზრით, ალბათ, ყველა ქრისტიანის გულში ისადგურებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომისას. იმ წუთას გეჩვენება, თითქოს უკვე მზად ხარ უფლის წინაშე წარსდგე; თითქოს უკვე მიიღე იმდენი მადლი და სიხარული, რომ მზად ხარ, წაგიყვანოს უფალმა. ყოველ შემთხვევაში, ისეთი შიში აღარ გაქვს უფლის წინაშე წარდგომისა.

სააღდგომო სიხარულის განცდა თითქოს უფლებას გვანიჭებს, დავუმეგობრდეთ უფალს, მივიდეთ უფრო ახლოს, ვიდრე მანამდე ვიყავით და დავტკბეთ მისი მადლითა და წყალობით.


აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებული სიხარულის შესახებ გვესაუბრება ბატონი მერაბ ონიანი:

- სადაც სიყვარულია, შეუძლებელია, არ იყოს სიხარული, რადგან სიყვარული ბადებს სიხარულს. ღმერთი კი სიყვარულია; ამიტომ სადაც ღმერთია, თავისი მადლით იქაა სიხარულიც და რადგან ეს საუნჯე - სულიერი სიხარული შინაგანია, რომელსაც ადამიანი ყველგან და ყოველთვის ატარებს საკუთარ თავში, მისი წართმევა არაფერს შეუძლია.

რწმენა ბადებს მორწმუნის გულში სულიერ სიხარულს. წმინდა სახარება - სიხარულის ხარებაა, სასიხარულო უწყებაა და მისი მიმღები სულიერი სიხარულით აღივსება.

ღვთის მოყვარულთათვის ამ სიყვარულისთვის ტანჯვის დათმენაც სასიხარულოა, სწორედ ამიტომ, წმინდა მოწამენი სიხარულით ეძლეოდნენ სატანჯველს... რაც მეტი სიყვარული ძალუძს ადამიანს, მით უფრო უშიშრად იღვწის ღვთისთვის.

ჭეშმარიტი სიხარული ქრისტიანისთვის ღმერთშია. ესაა მისი საუნჯე, ნუგეში, სიხარული და მხიარულება. ამ სიხარულს ცოცხალი, უკვდავი, ყველგანმყოფი, ყოვლისმპყრობელი, ყოვლისშემძლე, ყოვლადკეთილი და მრავალმოწყალე შემოქმედისადმი მსახურება და სიყვარული იწვევს. სულიწმიდაც ხომ ამ სიხარულისკენ მოუწოდებს: "იხარებდით, მართალნი უფლისა მიმართ" და მოციქულის ბაგით განგვიწესებს მარად მხიარულებას.

"გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კვალად გეტყვი გიხაროდენ" (ფილიპ. 4.4.).

სიხარული, რომელსაც ქრისტიანი ატარებს, მარადიული ნეტარების განცდის მსგავსია, ხოლო სრულყოფილი შეგრძნება ამ სიხარულისა, მხოლოდ ღვთაებრივ მერმისშია შესაძლებელი: "რამეთუ შენგან არს წყალობაი ცხოვრებისაი და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი" (ფს.35,9).

ღვთაებრივი სიხარულის ნიშანია ღვთისადმი გულითადი სიხარულის განცდა. მოგეხსენებათ, რაც გვიყვარს, სიხარულსაც ის გვანიჭებს. ასევეა ღვთის სიყვარული.

ღვთის მადლი განსწავლის ადამიანს მხსნელი უფლისადმი სიყვარულში და ბადებს მის გულში სულიერ, ზეციურ, ჭეშმარიტ სიხარულსა და აღტაცებას. ეს ყოველივე კი მარადიული ცხოვრების განცდაა, ზეციური ტრაპეზიდან ადამიანის გულზე დაცემული ნამცეცია, რომელიც სრულყოფილი მომავალ ცხოვრებაში ხდება, სადაც შესაძლებელია ვიხილოთ მშვენიერი და მარადიული მზე, რომელიც გამოუთქმელ სიხარულს მიანიჭებს მის მოყვარულთ და მისადმი სასოებით მზირალთ. ისინი აღივსებიან ამ ტკბილი სახილველის სიხარულით და დაიმკვიდრებენ ყველა სიკეთეს, რადგან როგორც კორინთელთა მიმართ ეპისტოლე გვამცნობს: "რომელი თვალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვასს თვისთა".

ერთხელ ღირსი გრიგოლი სინელი კელიიდან გახარებული გამოვიდა. მისი ცხოვრების აღმწერელმა ჰკითხა სიხარულის მიზეზი, მან კი უპასუხა: "ღმერთზე მიწებებული სული სიყვარულით აღსავსე ქმნილებათა, ხილულ საგანთა მაღლა აღვალს და საღმრთო სურვილით აღვსილს არ შეუძლია თავი სადმე შეაფაროს. აკი, ამბობს უფალი: "მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულთა, ცხადად მოგაგებს შენ" (მათე 6.6.) და კვლად: "ეგრეთ ბრწყინავდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთასაითა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა" (მათე 5.16), რადგან როდესაც ადამიანის გული ხარობს და ბედნიერია, გონება სასიამოვნოდ ღელავს, კაცის სახეზეც მხიარულება აისახება, მსგავსად გამოთქმისა: "სახე აღყვავებულია - როცა გული ხარობს" (ათონის პატერიკი, 84,389).

ღირსი სერაფიმე საროველი სიხარულით ამბობდა: - ერთხელ ღმერთს შევთხოვე, მისი ზეციური სამყოფელი ეჩვენებინა. ღმერთმა არ მომაკლო წყალობა და შემისრულა თხოვნა. ზეცად აღმიტაცა. შეუძლებელია იმ სიხარულისა და ზეციური სიტკბოების გამოთქმა, რომელიც იქ განვიცადე. ვერც ერთ სიტყვას ვერ ძალუძს ღირსეულად გამოხატოს სიყვარული, რადგან ის არამიწიერი ზეციური წარმომავლობისაა. თვით ანგელოზთა ენასაც არ ხელეწიფება სრულყოფილად გამოიკვლიოს ის, რაც განუწყვეტლივ მომდინარეობს ღვთისგან. სიყვარული, სამყაროში რომ ვერ თავსდება, მდაბალი ადამიანის გულში ეტევა. შეუძლებელია მოიძებნოს სიყვარულზე უფრო ძვირფასი, უფრო მაღალი და მარადიული რამ. ღვთის სიყვარული განსაკუთრებით მაშინ შეიმეცნება, როცა ადამიანი უიმედო მდგომარეობაშია. ამ დროს ავლენს ღმერთი თავის ძალას მის გადასარჩენად. არსად ისე მძლავრად არ წარმოაჩენს თავის სიძლიერეს, როგორც მდუმარების, განმარტოების უდაბურ ადგილებში.

***
განუზომელი მნიშვნელობა აქვს სიხარულს, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს უკავშირდება. დიდი მარხვის განუმეორებლად წმინდა დღეები მოწოდებულია ისეთი სულიერი განწყობის შესაქმნელად, რომელიც ღრმა სინანულით, მკაცრი მარხვითა და ლოცვითი განწმენდით მიიღწევა. დიდი მარხვის დღეები თანდათანობით ამზადებს ადამიანს სააღდგომო სიხარულთან შესახვედრად. ენით უთქმელი სიხარული - სამოთხის განცდის მსგავსი, სასუფევლისეული ნეტარების შეგრძნების შესაძლებლობას აძლევს მორწმუნეთ. უფლის აღდგომის დღესასწაულთან ერთად ადამიანი ხომ მისი მომავალი აღდგომის სიხარულსაც განიცდის. სულის ეს თითქოს არამიწიერი მდგომარეობა განსაკუთრებით მძაფრად შეიგრძნობა ტაძრის საკურთხეველში მსახურებისას, სადაც უხვად იფრქვევა საღმრთო მადლი მთელი თავისი დიდებულებით. ძნელად გამოსათქმელია უფლის აღდგომის დღესასწულისთვის დამახასიათებელი სიხარული, აღდგომის წუთების საოცარი მოლოდინით რომ არის გამძაფრებული, მოლოდინით ზეიმთა ზეიმისა, დღესასწუალი გვირგვინისა, მოლოდინი სიხარულისა, რომელიც ტაძარში წარმოთქმული "ქრისტე აღსდგას" გაგონებისას გვეუფლება. სწორედ ეს სიტყვები გვამცნობენ სიკეთის ძლევას ბოროტებაზე, ნათლის ზეობას ბნელზე, სიმართლის გამარჯვებას უკეთურებაზე და მარადიულ ნათელთან ადამიანის ზიარების ბედნიერებას.

ქრისტეს აღდგომის სიხარული ადამიანის მანუგეშებელი, გამომხსნელი, მაცხოვნებელი მადლის მატარებელია, რომლის წყალობითაც შესაძლებელია საკუთარ თავზე ამაღლება, შინაგანი სულიერი ფერისცვალება, საკუთარ თავში მიძინებულ ღვთაებრივ ძალთა აღდგინება მომაკვდინებელ ვნებათა დასათრგუნად და შესამუსრად.

ქრისტე აღსდგა და მთელი სამყაროსთვის დაიწყო ჭეშმარიტი გაზაფხული. ახალი ცხოვრების ნათელი, სიხარულით სავსე დილა. ქრისტეს აღდგომა ხომ პირველი ნამდვილი გამარჯვებაა სიცოცხლისა სიკვდილზე.

სააღდგომო მსახურება შუაღამისას იწყება და მთლიანად აღვსილია განსაკუთრებული სულიერი სიხარულით. ეს სადღესასწაულო ჰიმნია, უწყვეტი საგალობელია ქრისტეს ნათელი აღდგომისადმი, ღვთისა და ადამიანის შერიგებისადმი.

მთელი ამ დღეების განმავლობაში ერთმანეთს ვესალმებით და ვახარებთ სიხარულოვანი სიტყვებით: "ქრისტე აღსდგა" და ვჩუქნით ერთმანეთს პასქას, რაც ახალი ნეტარი ცხოვრების სიმბოლოა, უფლის საფლავიდან რომ მიეცა დასაბამი.

***
გამორჩეულია სააღდგომო სიხარულის განცდა იერუსალიმის წმინდა მიწაზე. საზეიმო სააღდგომო ლიტურგია უფლის საფლავის წინ იმ ადგილას იმართება, სადაც გაოცებულ მარიამ მაგდალინელს ანგელოზისგან ეუწყა ქრისტეს აღდგომის ამბავი. იმ ადგილას, სადაც ზეცით გარდამოვლენილი ღვთაებრივი ცეცხლით ანთებული სანთლებით იერუსალიმის პატრიარქი გამობრძანდება და ამით გვამცნობს უფლის სიახლოვეზე, მის უსაზღვრო სიყვარულზე კაცთა მოდგმისადმი და ეს უტყუარი ნიშანი ღვთაებრივი მოწყალებისა და მისი მარად ჩვენთან ყოფნისა, განუმეორებელი სიხარულით აღანთებს მორწმუნეთა გულებს, ღვთაებრივი შეუწველი ცეცხლოვანებით მოსავს ამ სიხარულის ბრწყინვალებას.

ამ დღესასწაულის თითოეულ მონაწილეს ხელთ უპყრია ზეციური ცეცხლით აელვარებული სანთლები და მთელი ტაძარი ამ ნათებით ივსება.

ალბათ შეუძლებელია იმ სიხარულის სრულად გადმოცემა, რასაც ამ დროს განიცდი. ტაძრის საღმრთო ცეცხლით გამოწვეული ნათება თითქოს უფლის მიერ ფერისცვალებისას გაცხადებულ სასუფევლისეულ ნათებას წააგავს. მაგრამ იმ განსხვავებით, რომ თაბორის ნათელი ჩვენთვის მხოლოდ ზეცაში იხილვება სასწაულებრივად, ხოლო სააღდგომო ცეცხლის ნათელს ყოველი ადამიანი უფრო ხელშეუხებლად მიეახლება და უფრო ახლოს თავად ეძლევა საშუალება, როგორც ზეციური ცეცხლის ნათელი, ასევე ამ ნათლით გამთბარი გულის სიხარული უწილადოს მოყვასს და გახდეს აღმსარებელი სიტყვებისა: "იყუარებდეთ ურთიერთარს, რათა ერთობით ვაღიარებდეთ".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat