ჩემს რიგს სხვას დავუთმობ, მე კი მოვიცდი
ჩემს რიგს სხვას დავუთმობ, მე კი მოვიცდი
გახსოვდეს, რომ ყველაფერი, რაც ტკივილს გვანიჭებს, უფლის დაშვებით ხდება და სასიკეთოა ჩვენთვის
კითხვას, თუ როგორ უნდა გავაცნობიეროთ, რა არის მოწამეობა და მოღვაწეობა, მამა პაისი ათონელი ამგვარად პასუხობს: "ცოტათი მაინც რომ გავიგოთ, რა არის მოწამეობა, სხვების სიძულვილი სიხარულით მიიღე. და თუ გსურს, მცირედ მაინც შეიცნო, რა არის მოღვაწეობა, თუ ვერ შეძლებ, ქრისტესავით ორმოცი დღე იმარხულო, იმარხულე ოთხშაბათს მაინც, როცა გასცეს, და პარასკევს, როცა ჯვარს აცვეს იგი. მათ, ვისაც სურს, მოწამეობით დაამოწმოს ქრისტეს სიყვარული, შეუძლიათ, მოწამეობის გარეშეც გამოავლინონ ეს სიყვარული, რომელიც წვავს მათ, გამოავლინონ მათ, რომელთა სულებიც იწვის, რათა მცირეოდენი სიმშვიდე მაინც მოიპოვონ. მოღვაწეობა - ეს ისეთივე ზეიმია, როგორიც მოწამეობა, ვინაიდან ამ და სხვა შემთხვევაშიც ადამიანი გაურბის ყოველგვარ ადამიანურ ნუგეშს და საღვთო ნუგეშს მოიპოვებს".

წმინდა მოწამეები უდიდეს სიხარულს გრძნობდნენ, როცა კეთილსასურველი წამების დათმენის შესაძლებლობა ეძლეოდათ. სულიერ ცხოვრებაში მოწამეობამ ასკეტიზმს ჩაუყარა საფუძველი.

მოწამეობა და თავგანწირვა ადამიანის სულიერი ცხოვრების საფუძველი და მამოძრავებელი ძალაა. რა მნიშვნელობა აქვს უფლისთვის, მოყვასისთვის, მაღალი იდეალებისთვის გაღებულ მსხვერპლს და როგორ სიხარულს გრძნობს ადამიანი, როდესაც თავს მსხვერპლად სწირავს, - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.

- ამქვეყნად მრავალი განსაცდელისა და სატკივრის გადატანა უწევს ადამიანს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლო ჟამს მხოლოდ განსაცდელებისა და ავადმყოფობების დათმენითაც გადარჩებიან ადამიანები. ე.ი. გარკვეულწილად მოწამებრივი ღვაწლია ის, რომ ვაჟკაცურად, დიდსულოვნად გაუძლო მწარე სინამდვილის შემოტევებს?

- "სიბრძნე ზირაქისაში" ვკითხულობთ: "ნუ მიეცემი მწუხარებას და თავს ნუ გაიწამებ ნებაყოფლობით. გულის სიხარული ადამიანის სიცოცხლეა და კაცის მხიარულება - დღეგრძელობა მისი. დაიამე სული, გულით გამხნევდი და დარდი განიშორე, რადგან დარდს მრავალი დაუღუპავს და უსარგებლოა იგი". მართლმადიდებლური შეგნებით - როგორც არ უნდა გაგიჭირდეს, საჭიროა მოითმინო, არ აჰყვე მძიმე განცდებს და გახსოვდეს (რაოდენ ძნელი გასაგებიც არ უნდა იყოს), რომ ყველაფერი, რაც ტკივილს გვანიჭებს, უფლის დაშვებითაა და ჩვენთვის სასიკეთო. ამ სიბრძნის გაცნობიერება ან კიდევ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, განსაცდელის დროს მისით ხელმძღვანელობა, არ არის ადვილი. ფული დაკარგე, ავად გახდი, მეგობარმა გიღალატა, ნერვები ვეღარ უძლებს ახლობლების მეტისმეტ ჭირვეულობას, - განა ძნელი არ არის ყოველივეს უდრტვინველად მიღება იმ შეგნებით, რომ უფალს შენთვის ასე სურს?! ეს მართლაც ასეა, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. მართლმადიდებლური სრულყოფა უპირველესად გულისხმობს გაჭირვების დათმენას და შეგნებას იმისა, რომ ასეთია ღვთის ნება. ასე რომ, ჩვენ როგორმე უნდა გავითავისოთ, რომ ამქვეყნიურ ცხოვრებას თან ახლავს მოწამებრივი მომენტი.

მთავარეპისკოპოსი ლუკა ვოინო-იასენეცკი წერს: "ყველა ადამიანი ატარებს თავის ჯვარს და უმრავლესი ჩვენგანის ჯვარი არის ის, რომ მიწიერი ცხოვრება, თითოეულის არსებობა - ეს არის მწუხარება, ვაება, ტანჯვა. სწორედ საზოგადოებრივი, ოჯახური ცხოვრების ყველა მხარე წარმოადგენს ჩვენს ჯვარს: უიღბლო ქორწინება, პროფესიის არასწორი არჩევანი განა მცირე ტანჯვის მომტანია, განა ბევრი არ უნდა ითმინოს მან, ვისაც ასეთი გაჭირვება დაატყდა თავს?! მძიმე ავადმყოფობები, დამცირება, დაუდევრობა, ქონების დაკარგვა, მეუღლის ეჭვიანობა, ცილისწამება, ყველაფერი, რასაც ადამიანები ჩვენს მიმართ სჩადიან,P- წარმოადგენს ჩვენს სატარებელ ჯვარს. სწორედ ეს არის ის ჯვარი, რომელსაც უმრავლესობა ატარებს და ვალდებულნი არიან, უნდათ თუ არა, ეს ჯვარი ზიდონ". ჩვენი ცხოვრების არსი და ანაბანა არის ის, რომ გაჭირვებით, საცდურთა დათმენით მოწამებრივად გავუძლოთ მიწიერი ცხოვრების შემოტევებს და ვიაროთ ღვთისკენ სავალ გზაზე.

- მაგრამ ერთია ჩვეულებრივი ჯვარი, რომელსაც ყველა ადამიანი ატარებს და მეორეა ის მძიმე ჯვარი, რომელიც მხოლოდ რჩეულთათვის - დიდი ქრისტიანი მოწამეებისთვის არის დამახასიათებელი. ჩვენ, უბრალო მოკვდავებს, ყოველთვის გვაკვირვებს, თუ როგორ უძლებდნენ ისინი არაადამიანურ ტკივილებს, როგორ ამარცხებდნენ ტანჯვისა და სიკვდილის შიშს?..

- მართლაც, მოწამეებს საშინლად აწამებდნენ, აჭრიდნენ ხელ-ფეხს, მათ სხეულს მტაცებელ ცხოველებს უგდებდნენ. ამის გაძლება წარმოუდგენელი ჩანს ჩვენთვის, მაგრამ უფალი ანიჭებდა მათ სხვაგვარ ძალას. მამა პაისი ათონელი წერს: "წმინდანისთვის, რომელიც მოწამეობაზე მიდის, ქრისტესადმი სიყვარული ყოველგვარ ტკივილს აღემატება და აქარწყლებს. ჯალათის დანა მოწამეთათვის ვიოლინოს ხემზე უნაზესია. როდესაც ქრისტესადმი სიყვარული აგიზგიზდება, მოწამეობა დღესასწაულად იქცევა ხოლმე. ასეთ წამებაში ცეცხლი უფრო მეტად აგრილებს, ვიდრე - ბანაობა, ვინაიდან მისი წვა საღვთო სიყვარულის წვაში ქარწყლდება. კანის გაძრობა ალერსად შეიგრძნობა, საღვთო სიტყვა იპყრობს გულს, გონებას და ადამიანი ხდება "შეშლილი". ის ვერ გრძნობს ვერც ტკივილს, ვერც სხვა რაიმეს, რამდენადაც მისი გონება ქრისტეშია და მისი გული სიხარულითაა სავსე. რამდენი საწამებლად მიმავალი წმინდანი განიცდიდა ისეთ სიხარულს, თითქოს დღესასწაულზე მიდიოდა!"

- წმინდა მამები ამბობენ, რომ მსხვერპლის გაღებას სიხარული მოაქვს. ჩვენს ეპოქაში თავგანწირვა იშვიათობად იქცა. ადამიანებმა დაკარგეს იდეალები და არ იციან ამ იდეალებისთვის თავგანწირვის სიხარულის გემო...

- დღეს ადამიანი თითქოს გადაეჩვია თავდადებას, ერთგვარ მოწამებრივ ღვაწლს, რომელიც განკუთვნილია იმისათვის, რომ სხვას დაეხმაროს, ნუგეში სცეს და შეეშველოს გაჭირვების ჟამს. თანამედროვე ადამიანი გახდა უფრო ჩაკეტილი, ეგოისტი, ნაკლებად თავდადებული სხვისთვის. წმინდა მამათა და მოღვაწეთა ცხოვრება კი ამ თანამედროვე პირქუში სულის საპირისპიროა. მამა პაისის ცხოვრება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ეწამებოდა იგი მოყვასისთვის. წერს: "სამყარომ უკვე დაკარგა საკუთარ თავზე კონტროლი. ადამიანებს განეშორა კეთილზნეობა, თავგანწირვა. ოდესღაც გიყვებოდით, თუ რა დღეში ვიყავი, როცა წმინდა მთაზე, სენაკში თიაქარი ჩამეჭედა. მაშინ ვიღაც აკაკუნებდა კუტიკარზე, მე კი თოვლში და სიცივეში გამოვდიოდი გასაღებად. თუ ადამიანს სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ჩემს ტკივილს არც კი ვგრძნობდი, თუმცა მანამდე საწოლზე ვიყავი მიჯაჭვული. ერთი ხელით ვუმასპინძლდებოდი სტუმარს, მეორით კი თიაქარი მეჭირა. ვიდრე ვსაუბრობდით, მიუხედავად ძლიერი ტკივილისა, არაფერს ვეყრდნობოდი, რათა სტუმარი არაფერს მიმხვდარიყო. ხოლო როცა მნახველი მიდიოდა, ტკივილისგან ისევ ორად ვიკეცებოდი. განა მანამდე ტკივილი მიყუჩდებოდა ან სასწაულებრივად გამოვკეთდებოდი ხოლმე? არა! ვხედავდი, რომ სხვას სტკიოდა და საკუთარ ტკივილს ვივიწყებდი. სასწაული ხდება, როდესაც სხვის ტკივილს გრძნობ. მთავარია, ადამიანი ძმად შეიგრძნო და მის გამო გტკიოდეს. ეს ტკივილი შეძრავს უფალს და ხდება სასწაული, რადგან სხვა არაფერი უყვარს უფალს ისე, როგორც კეთილშობილი სულგრძელობა, ანუ თავგანწირვა. მაგრამ ჩვენს ეპოქაში სულგრძელობა იშვიათობაა, რადგან ჩვენში ჩასახლდა თავისმოყვარება, ანგარება. იშვიათად იტყვის ვინმე: "ჩემს რიგს სხვას დავუთმობ, მე კი მოვიცდი". რა ცოტანი არიან ასეთი კურთხეული სულები, რომლებიც სხვაზე ფიქრობენ! სულიერ ადამიანებშიც კი ბუდობს ეს საძაგელი სული - სული გულგრილობისა.

სიკეთე მხოლოდ მაშინაა სიკეთე, თუ მისი აღმასრულებელი რაიმეს გაიღებს მსხვერპლად: ძილს, სიმშვიდეს და ამის მსგავსს. სწორედ ამიტომ ბრძანა ქრისტემ: "თავის უარყოფით" როდესაც სიკეთეს აღვასრულებ, თუკი ის დამქანცველი არ არის ჩემთვის, მაშინ ძვირად აღარ ფასობს. თუმცაღა, მაგალითად, თუ დაღლილი ვარ, მაგრამ გამოვდივარ, რათა გზა ვუჩვენო ვინმეს, ვინც ამას მთხოვს, ეს უკვე ძვირადღირებულია. როცა მე, გამოძინებული, ღამეს უძილოდ ვატარებ იქ, სადაც ჩემი დახმარება სჭირდებათ, ამას დიდი ფასი არ ადევს. თანაც, თუ ამავე დროს საუბარიც ჩემს გემოზე მიდის, ამის გაკეთება ხომ სულაც იმიტომ შემიძლია, რომ ურთიერთობით ვისიამოვნო და ცოტა გავერთო. მაგრამ მაშინ, როცა დაღლილი ვარ, მსხვერპლს ვიღებ სხვის დასახმარებლად, სამოთხისეულ ნეტარებას განვიცდი. მაშინ მე ვპურდები ღვთაებრივი კურთხევით".

აქაც ჩანს, რომ ადამიანის სულიერი ცხოვრება გულისხმობს თავგანწირვას მოყვასისადმი, გაჭირვებაში ჩავარდნილისადმი. ნეტარება, მოსვენება, სიმშვიდე - ეს ყველაფერი იმ სამყაროშია და თანაც იმათთვის, ვინც მას იმსახურებს. აქ კი ყველანი მოწამეები ვართ. ოღონდ, რა თქმა უნდა, ყველა ვერ აფასებს ქრისტიანული ცხოვრების ამ მხარეს და ვერ დგას სათანადო სიმაღლეზე.

- ადამიანები ხანდახან ხვდებიან მძიმე სიტუაციაში და უწევთ მკაცრი გამოცდის ჩაბარება. არის წუთები, როცა მჟღავნდება და აშკარა ხდება, თუ რა უფრო ძვირფასია ჩვენთვის - მაღალი იდეალებისთვის თავგანწირვა თუ საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა. ასეთია, მაგალითად, ომი, სადაც ხშირია მოწამებრივი თავგანწირვის მომენტები. ასეთ რთულ სიტუაციაში რა მოტივი წარმართავს ადამიანის ქმედებას?

- ამის შესახებ მამა პაისი ათონელი წერს: "როდესაც მძიმე სიტუაციაში მოხვდება ადამიანი, გამოცდას აბარებს. ქმედითი სიყვარული, თავგანწირვა ასეთ წუთებში მჟღავნდება. როდესაც ვამბობთ, ესა თუ ის ადამიანი თავგანწირულიაო, ცხადია, ხიფათის ჟამს ის საკუთარ თავს არაფრად აგდებს და სხვებზე ფიქრობს. ანდაზაც ხომ გვეუბნება, "მეგობარი ჭირში იცნობაო". თუ ახლა, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგალითად, ჭურვები დაიწყებს ცვენას, მაშინვე აშკარა გახდება, ვინ ფიქრობს სხვებზე და ვინ - საკუთარ თავზე. ვინც მიჩვეულია მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრს, მძიმე წუთებში ისევ საკუთარ თავზე იფიქრებს და ღმერთიც აღარ იფიქრებს მასზე. და თუ ვინმე მიჩვეულია სხვებზე ფიქრს, ის ხიფათის დროსაც სხვებზე იფიქრებს. მაშინ აშკარა გახდება, ვის აქვს ჭეშმარიტი თავგანწირვის უნარი და ვინ - თავისმოყვარეა".

მამა პაისი იხსენებს: "მახსოვს, ჯარში ყველას ერთი მიზანი გვქონდა. მეც ვცდილობდი, მაგრამ თავგანწირვის გრძნობა სხვებსაც ჰქონდათ - იმისგან დამოუკიდებლად, სწამდათ თუ არა მომავალი მარადიული არსებობა. "რატომ უნდა მოკვდეს ეს ადამიანი, ის ხომ ოჯახის უფროსია!" - ამბობდნენ და სახიფათო დავალების შესასრულებლად მიდიოდნენ. იმ მსხვერპლს, რომელსაც ეს ადამიანები გაიღებდნენ, უფრო დიდი ფასი ჰქონდა, ვიდრე იმას, რაზეც მორწმუნე ადამიანი მიდიოდა. მორწმუნეს სწამდა საღვთო სიმართლე, საღვთო საზღაური, მაშინ როცა ურწმუნოებმა არ იცოდნენ, რომ მათგან გაღებული მსხვერპლი ამაო არ იყო და სხვა ცხოვრებაში მიეზღვებოდათ.

ოკუპაციისას, დავაკისის დროს, იტალიელებმა დააპატიმრეს ახალგაზრდა ოფიცრები, ხომალდზე აიყვანეს, შემდეგ კი ჩაძირეს. ამის შემდეგ სამოქალაქო პირების დაკავებაც დაიწყეს. მათ, ვინც პირველი დაიჭირეს, აწამებდნენ, რათა ეთქმევინებინათ, შინ ვის ჰქონდა იარაღი. ნეტავ გენახათ, როგორ თავგანწირვას ავლენდნენ ერისკაცები! კონიცაში, ჩვენი სახლის სიახლოვეს, იქ, სადაც მერე წმინდა კოზმა ეთოლიელის ტაძარი ააშენეს, ადრე მეჩეთი იდგა. ტუსაღები მეჩეთში გამოკეტეს და მთელი ღამე ეკლიანი შოლტებით სცემდნენ. მავთული კანს აძრობდა მათ. მათი ყვირილი რომ არავის გაეგო, იტალიელები მღეროდნენ ან მუსიკას რთავდნენ. აქედან მოდის გამოთქმა: "ტყავის გაძრობა მუსიკის თანხლებით". გარდა ამისა, უბედურებს ფეხებით კიდებდნენ, პირიდან სისხლი სდიოდათ, მაგრამ დუმდნენ, რადგან ფიქრობდნენ: "თუ ვაღიარებთ (მათ ხომ იცოდნენ, ვის ჰქონდა იარაღი), მაშინ ასევე სცემენ დანარჩენებსაც, რათა მათაც აღიარონ". ამიტომ პირველმოწამეებმა გადაწყვიტეს: "უმჯობესია, დავიხოცოთ და დავამტკიცოთ, რომ დანარჩენებს იარაღი არ აქვთ". სხვები კი ერთი ან ხუთი ოყა ფქვილისთვის გამოუტყდებოდნენ მტრებს. შიმშილობა იყო და ადამიანები გამცემები ხდებოდნენ.

...ომში სიკვდილს შეუძლია, სრულებით მოალბოს უფალი. ადამიანი, რომელიც მამაცურად დაეცა, თავს სწირავს სხვათა დასაცავად, ქრისტეს ბაძავს. ასეთები უდიდესი გმირები არიან, მათი შიშით ძრწის თავად სიკვდილიც, იმიტომ, რომ სიყვარულის გამო სძულთ სიკვდილი და ამგვარად მოითხოვენ უკვდავებას, საფლავის ქვაში პოულობენ მარადიულობის გასაღებს და მარადიულ ნეტარებაში შედიან".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat