გულში ფიქრობს, რომ ყველაზე უკეთესია, სხვებზე მაღლა დგას
გულში ფიქრობს, რომ ყველაზე უკეთესია, სხვებზე მაღლა დგას
სამყაროს ცენტრში იგი უკვე ღმერთის ნაცვლად თავის თავს აყენებს
მთავრობისმოყვარეობა ერთ-ერთი ვნებაა, რომლის შესახებაც წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი წერს: "მთავრობისმოყვარეობა ისაა, როცა კაცი სხვა ადამიანებზე უფლებისა და მბრძანებლობის მოპოვებას ეძებს. ამ ცოდვებში უფრო დიდმოხელეები ვარდებიან. თუ კაცი თანამდებობას მხოლოდ გასამდიდრებლად და მეტი პატივისა და დიდებისთვის ეძებს, დიდად სცოდავს. ვისაც თანამდებობა იმიტომ უნდა, რომ მოყვასთა სასარგებლოდ მოიხმაროს, სოფელში მშვიდობა და მყუდროება, სიმართლე და მართლმსაჯულება დაიცვას, კეთილი და მადლიანი საქმისთვის იღვწის, ყოველთვის ახსოვს, რა დიდი და ძნელი საქმეა მთავრობა და რა დიდსა და საშინელ პასუხისგებაში ვარდება ღვთის წინაშე ის, რომელიც ძალაუფლებას უსამართლოდ მოიხმარს". რა კვებავს, რა უმზადებს ნიადაგს მთავრობისმოყვარეობის ვნებას, სულიერ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რამდენად დამანგრეველია ადამიანისთვის ამ ვნების გავლენის ქვეშ ყოფნა, როგორ აღვზარდოთ ჩვენში უმრავლესობა და თავმდაბლობა და რა საშუალებით, რა ხერხით დავიცვათ თავი ამ ვნების საშინელი გავლენისგან - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება საპატრიარქოსთან არსებული წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნინო კანდელაკი.

- რა თვისებებით ხასიათდება მთავრობისმოყვარეობის ვნება და რითი განირჩევა სხვა ვნებებისგან?

- ძალიან საინტერესოა წმინდა მამათა სწავლება ვნებების შესახებ. ისინი ძირითადად რვა ვნებას გამოყოფენ. ესენია: ნაყროვანება, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, მრისხანება, მწუხარება, სასოწარკვეთილება, პატივმოყვარეობა და ამპარტავნება. ამ ვნებებს წმინდა მამები ორ ჯგუფად ყოფენ. პირველ ჯგუფში შედის ექვსი ვნება, მეორეში კი - ორი ვნება. ასეთი დაყოფა განპირობებულია იმით, თუ რომელი ვნება რომელს შობს და ასაზრდოებს. მაგალითად, ნაყროვანება შობს სიძვას, სიძვა იწვევს ვერცხლისმოყვარეობას, ვერცხლისმოყვარეობა - მრისხანებას, მრისხანებისგან წარმოიშობა მწუხარება და მწუხარებისგან - სასოწარკვეთილება. მეორე მხრივ, პატივმოყვარეობისგან აუცილებლად იშვება ამპარტავნება. ძალიან ხშირად ისეც ხდება, რომ ადამიანი ძლევს ნაყროვანების, სიძვის, მრისხანების, სასოწარკვეთილების... ვნებებს და ჰგონია, თავისი ძალებით მოახერხა და დაიმსახურა ეს. ხშირად მას ავიწყდება, რომ ვნებების დაძლევა და სათნოებების მიღწევა მხოლოდ ღვთის დახმარებითა და მონაწილეობით არის შესაძლებელი. ამიტომაც ამ ვნებებზე გამარჯვების შემდეგ ადამიანს ეუფლება ამპარტავნებისა და პატივმოყვარეობის განცდა, რადგან ამ გამარჯვებას საკუთარ მიღწევად მიიჩნევს.

წმინდა მამები აღნიშნავენ, რომ თუ ადამიანს ახასიათებს სწრაფვა პატივმოყვარეობისკენ, ამის გარდაუვალი შედეგი არის ამპარტავნება. პატივმოყვარეს სიამოვნებს, როდესაც სხვა ადამიანები მას ემსახურებიან, ეთაყვანებიან, როდესაც მის სათნოებებს აღიარებენ. პატივმოყვარე ადამიანი თავის თავს სხვაზე მაღლა აყენებს, რატომღაც დასაშვებად მიიჩნევს, მას ემსახურებოდნენ და არ ითვალისწინებს სახარებისეულ სიბრძნეს, რომელიც გვასწავლის, რომ არ უნდა ვეძებოთ საუკეთესო ადგილი, არამედ "რომელსაც სურს, დიდი იყოს, ყველას უნდა მოემსახუროს". პატივმოყვარე ადამიანს სიამოვნებს ბრძანებებისა და განკარგულებების გაცემა, სურს, ყველა მისი რჩევით მოქმედებდეს. რატომღაც იფერებს ამ მდგომარეობას, საიდანაც ადვილად გადადის ამპარტავნებაში. ამ დროს ადამიანი სრულიად ივიწყებს, რომ თუკი რამ სიკეთე მიეცა ამ ქვეყანაზე, ყველაფერი ღვთისგან არის. ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანს ყოველთვის აქვს განცდა, რომ სამყაროს ცენტრში არის ღმერთი. გავიხსენოთ ამბა დოროთეს ცნობილი სქემა - რაც უფრო ახლოს არიან ადამიანები ღმერთთან, მით უფრო ახლოს არიან ერთმანეთთანაც და, პირიქით, რაც უფრო შორდებიან ღმერთს, მით უფრო შორდებიან ერთმანეთსაც. ამპარტავანი ადამიანისთვის ეს სქემა იცვლება - სამყაროს ცენტრში იგი უკვე ღმერთის ნაცვლად თავის თავს აყენებს და სურს, მის გარშემო ტრიალებდეს სამყარო. შეიძლება არც ამჟღავნებდეს, მაგრამ გულში მაინც ფიქრობს ამარტავანი, რომ ყველაზე უკეთესია, სხვებზე მაღლა დგას. მისთვის არ არსებობს არანაირი ავტორიტეტი. ამპარტავანი ადამიანის ფსიქიკა იქამდე მიდის, რომ შეუძლია უხეშად შეიჭრას ღვთის ფუნქციებში და ეჭვი შეიტანოს მის მოწყალებაში, მის სამართალსა და განგებულებაშიც.

მამა პაისი ათონელი წერს: "ადამიანს შეუძლია, ერთ წუთში ან ანგელოზად იქცეს ან ეშმაკად - სიმდაბლით ან ამპარტავნებით". სამწუხაროდ, ამპარტავნებისა და პატივმოყვარეობის ცოდვისგან განთავისუფლება ერთ წუთში როდი ხდება. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ადამიანისთვის გაცილებით იოლია ზემოთ ჩამოთვლილი იმ ექვსი ვნებიდან გამოსვლა, ვიდრე ამპარტავნებიდან. თუ, მაგალითად, ადამიანი იმყოფება სიძვის ვნების ტყვეობაში, შეიძლება გაუჩნდეს სინანულის გრძნობა, რომლის წყალობითაც და აგრეთვე, უფლის მიერ გამოგზავნილი სხვადასხვა განსაცდელის გადატანით ნელ-ნელა ფხიზლდება და გამოდის ამ მდგომარეობიდან. მაგრამ ამპარტავანზე მხილება არ მოქმედებს, რადგან იგი უფრო მეტად იკეტება თავის სამყაროში. ასეთ დროს წმინდა მამები გვირჩევენ, მონასტრებში შევაგზავნოთ მოსახსენებლები ასეთთა ლოცვაში მოსახსენებლად, რათა გაუნათდეთ გონება და ნელ-ნელა შეძლონ სამყაროს სხვაგვარი თვალით დანახვა.

პატივმოყვარეობა და ამპარტავნება იმდენად საშიში ვნებებია, რომ ისინი სიკვდილის წინაც არ ანებებენ ადამიანს თავს. წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი "უხილავ ბრძოლაში" საუბრობს იმ ოთხი საცდურის შესახებ, რომლითაც ბოროტი ძალა სიკვდილის წინ აცდუნებს ადამიანს და ცდილობს მის ჩაგდებას სასოწარკვეთილების ცოდვაში. ერთ-ერთია, როცა სურს ადამიანი დააჯეროს, თუკი რამე კარგს მიაღწიე, ეს მხოლოდ შენი დამსახურებააო. ანუ ეს ვნება სიკვდილის წინაც ცოცხალია და არასოდეს ბერდება.

- ჩვენს ეპოქაში მეტად არის გამძაფრებული სწრაფვა პატივმოყვარეობისაკენ, მთავრობისმოყვარეობისაკენ. რა განაპირობებს ამას?

- ჩვენს ეპოქაში ყველა პირობაა შექმნილი ადამიანის პატივმოყვარეობის ვნებისკენ ადვილად მისადრეკად. გასულ საუკუნეებში არ იყო მრავალპარტიულობა. დღეს ადამიანი ადვილად შეიძლება იქცეს გმირად, ავტორიტეტად, თუმცა რეალურად, სულიერი თვალსაზრისით არც გააჩნდეს გმირის ღირსებები (შეიძლება ეს იყოს რომელიმე მოდელი, შოუბიზნესის ვარსკვლავი თუ სხვა ვინმე, რომელსაც არანაირი სულიერი ღვაწლი არ მიუძღვის ღმერთის, სარწმუნოების, ოჯახის, მოყვასის წინაშე). თვითონ საზოგადოება უწყობს ხელს, იგი ანაყოფიერებს იმ ნიადაგს, რომელზეც მავანთა პატივმოყვარეობის მცენარე იზრდება. ჩვენი საუკუნე უფრო მატერიალურ ღირებულებებზეა ორიენტირებული და ამან მოიტანა ძალიან ბევრ სფეროში ადამიანის ყოველგვარი ღვაწლის გარეშე გმირად ქცევა. პაისი ათონელი აღნიშნავს, რომ თუ ადამიანი ღრმად ჩაეფლობა ამპარტავნების ვნებაში, ამან შეიძლება შეპყრობილობაც კი გამოიწვიოს. ამაზე უკიდურესი სულიერი სიბრმავე არ არსებობს.

დღეს გაფეტიშებულია საქმე და სამსახური. ამასთან დაკავშირებით წმინდა პაისი ათონელი წერს: "არიან ადამიანები, რომლებიც მთლიანად ეწირებიან მატერიალურს. მთელი დღე ზრუნავენ სამუშაოს კარგად შესასრულებლად; ღმერთზე კი საერთოდ არ ფიქრობენ. ნუ მივეცემით ამას ჩვენც. იმუშავეთ ხელებით, იმუშავეთ ფეხებით, მაგრამ გონებას ნუ მისცემთ ნებას, ღვთისგან მიიდრიკოს. ნუ მიეცემით მატერიალურს მთელი არსებით. სხვაგვარად ადამიანი კერპთაყვანისმცემელი ხდება. მიეცით სამუშაოს განსჯის უნარი, მაგრამ ნუ მიუძღვნით გულს უსარგებლო არარაობას. სხვაგვარად როგორღა შეხედავს იგი ქრისტეს?! როდესაც გული ქრისტესთანაა, მაშინ სამუშაოც ნაკურთხია". აი, თურმე როდის იკურთხება ჩვენი საქმიანობა. ანუ ადამიანი სულიერი ძალების სიახლეს ინარჩუნებს და ჭეშმარიტ სიხარულს გრძნობს თავისი სამუშაოდან მაშინ, როდესაც ის ღვთისგან ნაკურთხია. მახსენდება პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შნემანის სიტყვები: "ქრისტიანი არის ადამიანი, რომელიც ყველგან ქრისტეს ხედავს და უხარია". ანუ სიხარული არის ქრისტიანის აუცილებელი თვისება. სიტყვა "ქრისტიანში" მოიაზრება სიხარული და, რა თქმა უნდა, სიყვარული. ქრისტიანი სხვა ადამიანებისგან უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ უნდა უყვარდეს მოყვასი, ასხივებდეს თავმდაბლობას და სიყვარულს.

მიღწევებზე საუბრისას წმინდა ნიკოლოზ სერბი აღნიშნავს, რომ როდესაც ადამიანი მიაღწევს წარმატებას რომელიმე სფეროში, თუ იგი ღვთის სადიდებლად არ იღვწის, ვერასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით, ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, უფრო მეტის მისაღწევად იღვწის და მაინც ვერ გრძნობს ვერც სულიერ სიხარულს და ვერც ღვთაებრივ კურთხევას. მის სულში სიცარიელე იმკვიდრებს.

- მთავრობისმოყვარეობის ვნება შესაძლოა არასრულფასოვნების კომპლექსის არაცნობიერი გამოვლინებაც იყოს. ხშირად - არასწორი აღზრის შედეგიც. რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი აღზრდის ფაქტორი ამ ვნებით მიდრეკილების დროულად აღმოსაფხვრელად?

- ქრისტიანობა დაფუნებულა ზომიერებაზე. ზომიერების დაცვა საჭიროა, რა თქმა უნდა, აღზრდაშიც. ხშირად ვაწყდებით ორ უკიდურესობას. ერთია, როდესაც ხდება ბავშვის გაფეტიშება, მუდმივი შეძახილი: "შენ ყველაზე უკეთესი ხარ, ყველა შენ უნდა გემსახურებოდეს; შენ ყველასთან მართალი ხარ და აბა, ეცადე, თავი არავის დააჩაგვრინო!" არის კიდევ მეორე უკიდურესობა, რომელიც ასევე აზიანებს ბავშვის ფსიქიკას - ზედმეტი სიმკაცრე, უნდობლობა, ბავშვის პიროვნების უგულებელყოფა. ასეთ დროს ბავშვი აშკარად გრძობს, რომ მის პიროვნებას პატივს არ სცემენ. არადა ადამიანი დაბადებიდანვე უკვე არის პიროვნება, არა აქვს მნიშვნელობა, რა ასაკისაა, და მშობელს ერთი ნაბიჯით უკან დახევა მართებს. მართებს იმის გაცნობიერება, რომ შვილი არის "ხატება და მსგავსება ღვთისა", რომელიც დროებით მიაბარა ღმერთმა აღსაზრდელად. მშობელი პატივს უნდა სცემდეს თავის შვილში პიროვნებას, ღვთის ხატს, რომელიც ღმერთმა ჩადო მასში, და არ უნდა მანიპულირებდეს იმით, რომ ის მისი შვილია. ბავშვი, უპირველეს ყოვლისა, უნდა გრძნობდეს მშობლის თანადგომას და პატივისცემას, უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ ის არის უსაფრთხო გარემოში, რომ ენდობიან. მაშინ მისი ფსიქიკა ჯანსაღად ყალიბდება, ბავშვი პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ პიროვნებაზე, რომ ის გაამართლებს ამ ნდობას. მიტროპოლიტი ანტონი (სუროჟელი) წერს: "მარტო ჩვენ კი არ გვწამს ღმერთის, ღმერთსაც სწამს ჩვენი. რა უფლება გვაქვს, არ გვწამდეს, რომ ადამიანი მოწოდებულია ყოველივე სიკეთისთვის, ცხონებისთვის, ღმერთთან ყოფნისთვის, სიყვარულისა და სიხარულისთვის? რა უფლება აქვს მშობელს, არ სწამდეს და არ ენდობოდეს შვილს, არ გააღვივოს მასში პასუხისმგებლობის, ნდობის, თანამშრომლობის, მეგობრობისა და სიყვარულის გრძნობები? ძველ აღთქმაში ადამიანი მონა იყო უფლისა, ახალ აღთქმაში კი იგი უფლის მეგობრად იქცა. ეს მეგობრული ურთიერთობა პირველ რიგში თუ არ იქნა ოჯახში და ბავშვი პატარაობიდანვე არ ეზიარა მას, მერე უკვე შეიძლება ჩამოუყალიბდეს არასრულფასოვნების კომპლექსი და არ არის გამორიცხული, რომ ამ კომპლექსის დაძლევის ერთ-ერთ ფორმად და საშუალებად პატივმოყვარეობა დაისახოს. ასე რომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აღზრდას, ეკლესიასთან სწორ ურთიერთობას.

ადრეული ასაკიდანვე უნდა შევაჩვიოთ ბავშვი იმას, რომ ეკლესიასთან ურთიერთობა და სარწმუნოება ცოცხალი უნდა იყოს, ქმედებებში გამოხატული. უპირველეს ყოვლისა, ეს გულისხმობს მოწყალების გაღებას, გაჭირვებულის დახმარებას, რომელიც საოცრად ამდაბლებს ადამიანს, ასწავლის თავმდაბლობას. რატომ არის, რომ ხშირად მშობელი ბავშვს აძლევს ხურდას, რათა მან საკუთარი ხელით მისცეს მათხოვარს? ეს არის საკმაოდ ჯანსაღი მიდგომა. ბავშვი პატარაობიდანვე უნდა შეეჩვიოს, რომ თავი დაიმდაბლოს, მივიდეს და ამ სახით მოემსახუროს გაჭირვებულს. ან თუნდაც, ვთქვათ, მეზობელი ან ახლობელი გაგვიხდა ავად. მოსანახულებლად, სასურველია, ბავშვებიც წავიყვანოთ, რათა ისინი შეეჩვიონ იმ აზრს, რომ მარტო თავისი თავისთვის და თავისი სამყაროსთვის არ უნდა არსებობდეს ადამიანი, არამედ მოყვასისთვის. ოდენ წირვაზე დასწრება და ზიარება არაფერს ნიშნავს. ამ ზიარების მადლმა ძალა უნდა მისცეს ადამიანს, რომ თუნდაც თავისი ფეხით მივიდეს ავადმყოფთან, მეზობელი იქნება თუ ახლობელი, თავისი ხელით ერთი თეფში საჭმელი მიაწოდოს. ეკლესიური ცნობიერება და ცხოვრება ამაში უნდა გამოიხატოს. ასევე სასურველი იქნება, თუკი მშობელი უპატრონო ბავშვთა სახლში წაიყვანს შვილს. იქ მყოფი ბავშვების მოსანახულებლად. ეს ყველაფერი ემსახურება ადამიანში თავმდაბლობის აღზრდას, რომელიც ამპარტავნების და ცუდმედიდობის წამალი გახლავთ. ასე ნელ-ნელა, პატარაობიდანვე თუ არ ჩაიდო ეს ადამიანში, მერე ერთბაშად ვერ გაჩნდება. ბავშვი უნდა შეეჩვიოს, სხვას ადგილი დაუთმოს ტრანსპორტში, ან სუფრაზე სამი ვაშლი რომ დევს, საუკეთესოსკენ კი არ გაიწოდოს ხელი, უკეთესი დაუთმოს მოყვასს და ა.შ. თავმდაბლობა ყველა წვრილმანში ვლინდება და ამისი აღზრდა ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად ხდება. ბავშვმა უნდა დაინახოს, რეალურად იგრძნოს ქრისტიანული ქმედებების სიკეთე.

მშობლები საღვთო სჯულის მხოლოდ სიტყვიერი სწავლებით, მამათა ცხოვრებების კითხვით არ უნდა დაკმაყოფილდნენ. თუკი ბავშვმა მთელი გულით არ იგრძნო, რას ნიშნავს სხვისი დახმარებით, სხვისთვის მსხვერპლის გაღებით გამოწვეული სიხარული, მარტო საღვთისმეტყველო წიგნების კითხვა და ზიარება საქმეს არ შველის. ეს ზიარება ცხოვრებაში უნდა გაცოცხლდეს. ასეთი აღზრდის შედეგად, ნელ-ნელა, წლების განმავლობაში ადამიანისთვის ეს ბუნებრივი გახდება. ამიტომაც აღზრდას მე ვუწოდებდი შემოქმედებით პროცესს, რომელიც მოითხოვს ყოველწუთიერ ჩართულობას.

- ადამიანებს გვახასიათებს მაღალი თანამდებობებისკენ სწრაფვა, მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ სიტყვა "თანამდები" მოვალეს ნიშნავს. რამდენად მნიშვნელოვანია იმ პასუხისმგებლობის გაცნობიერება, რომელსაც ესა თუ ის თანამდებობა გულისხმობს?

- სხვათა შორის, როდესაც ეთნოფსიქოლოგიაზე მიდგება საქმე, წმინდა მამები ამბობენ, რომ ყველა ერს აქვს თავისი ვნება (ნაკლი) და ღირსება. ქართველებს განსაკუთრებით გვებრძვის ვერცხლისმოყვარეობა და ამპარტავნება. ხელისუფლებისკენ სწრაფვა ანუ მთავრობისმოყვარეობა ამ ორივე ვნებას აკმაყოფილებს და თუკი ჩვენს ერს ეს ვნებები ასე ძალუმად ეძალება, მაშინ რაღა გასაკვირია, რომ ირგვლივ ამდენი პარტია არსებობს, ყველას ხელისუფლების სათავეში უნდა ყოფნა.

წმინდა ნიკოლოზ სერბი აღნიშნავს, რომ ადამიანური მიღწევები ის სათნოებები არ არის, რითაც ჩვენ უნდა წარვდგეთ ღვთის წინაშე, რითაც უნდა გავმართლდეთ და სასუფეველი დავიმკვიდროთ. მეუფე ანტონ სუროჟელის სიტყვებით: "ღმერთი არასოდეს აჩერებს თავის მზერას ადამიანის ბოროტ საქმეებსა და ცოდვებზე, არც მის სათნოებებზე, იმიტომ, რომ იცის, თუკი ყველა სათნოება ადამიანს ღმერთის დახმარებით აქვს მოპოვებული. უფალს აინტერესებს ადამიანში ის სული, რომელიც თვითონ შთაბერა. ანუ ის, რაც არის "ღვთის ხატება და მსგავსება" ჩვენში. ამას უყურებს უფალი". მთავარია, არ დავკარგოთ ღვთისკენ სწრაფვა. მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ იმას, რაც ჩვენს სულს სჭირდება და ყოველგვარი სიკეთე მოგვეცემა მისგან. ასე რომ, მთავარია, ჩვენში არ დაიკარგოს სახარებისეული სული, სული თავმდაბლობისა, მორჩილებისა, სიყვარულისა. ეს ყველაფერი აგვაცილებს ამ ცოდვას.

- და მაინც, რა განაქარვებს ყველაზე მეტად მთავრობისმოყვარეობის ცოდვას?

- ამ ცოდვის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი მძლავრი იარაღია ღვთის ხსოვნა, ხსოვნა იმისა, რომ ყველაფერი ღმერთმა მოგვცა და როგორც მოგვცა, ისევე შეუძლია ერთ წუთში უკან წაიღოს. თუნდაც იობ მრავალვნებულის მაგალითი გავიხსენოთ. იობმა ყველაფერი დაკარგა, მაგრამ იმის გამო, რომ სიმშვიდით შეხვდა, ღმერთმა ორმაგად დაუბრუნა დანაკარგი. ფიქრი გვმართებს იმაზე, რომ თუკი რამე სიკეთე მოგვეცა (თანამდებობა იქნება ეს თუ სხვა), ყოველივე წარმავალია, "ამაოება ამაოებათა" და თუკი რამე სიკეთეს ვაკეთებთ ღვთის სადიდებლად, ამით ღმერთს ვუბრუნებთ ვალს. არც ერთი ჩვენი მიღწევა არ უნდა მივაწეროთ ჩვენს თავს, არამედ მხოლოდ უფალს.

უნდა შევეხო ერთ გარემოებასაც. ხშირად მარტოობის განცდაც ბადებს ხოლმე ხალხის წინაშე თავის წარმოჩენის სურვილს. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არასოდეს არის მარტო. წმინდა მამები ამბობენ: "შედით თქვენს გულში და იქ ქრისტე დაგხვდებათ". უბრალოდ, ჩვენ არ შევდივართ ჩვენს გულში, რადგან იგი ვნებებით არის დაბინდული. როგორც კი ეს ღრუბელი გადაივლის, მაშინ შევძლებთ ჩვენსავე გულის სიღრმეში შესვლას, სადაც დაგვხვდება უფალი. და შევძლებთ იმ საოცარი სიჩუმის განცდას, რომლის ცენტრშიც დგას უფალი. აღიარების, თავის განდიდების მოთხოვნილება მარტოობის დაძლევის ცრუ და არაჭეშმარიტი გზაა. ყოველ ასეთ მოთხოვნილებას უფალთან ყოფნა აკმაყოფილებს. როდესაც უფალთან ხარ, არასოდეს ხარ მარტო, ყოველთვის ხარ აღიარებული, ღმერთს სწამს შენი, სურს, ცხონდე და მასთან იყო. ამაზე მეტი აღიარება რა შეიძლება იყოს? ეს ხომ ვერც შეედრება ადამიანებისგან აღიარებას?! ამგვარი ხედვა აბსოლუტურად ცვლის ადამიანის შინაგან სამყაროს.
ბეჭდვაელფოსტა
16.01. 2016
ხათუნა
ნინო, ძალიან კარგო და ჭკვიანო !მაკლია შენი რჩევები...
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat