ვინც ოქროს შუალედს იპოვის, მრავალი განსაცდელისგან დაიცავს თავს
ვინც ოქროს შუალედს იპოვის, მრავალი განსაცდელისგან დაიცავს თავს
ზომიერების დარღვევა ხიბლის გამოვლინებაა
ზომიერებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სულიერ ცხოვრებაში. "სამეუფო გზა" ყველაზე უხიფათო, საიმედოა და ამ გზით სვლა გვიცავს დაცემისა და განსაცდელისგან.

საღმრთო მოშურნეობა ქრისტიანს აიძულებს სულიერი და სხეულებრივი ღვაწლის ტვირთვას, მაგრამ ზედმეტი სიმკაცრის გამოჩენას საკუთარი თავის მიმართ, საკუთარი შესაძლებლობების გაუთვალისწინებლად, ხშირად სავალალო შედეგი მოაქვს - სულიერად და სხეულებრივად გვფიტავს. თუმცა, რა თქმა უნდა, არც ზღვარგადასული შვება და უზრუნველობაა სასარგებლო.

ოქროს შუალედის პოვნის უტყუარი ალღო დიდ სულიერ გამოცდილებას გულისხმობს. გვესაუბრება თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.

- როგორ დავიცვათ თავი უკიდურესობებისგან - არც სრული თავისუფლება მივანიჭოთ ჩვენს ნებას და არც გადამეტებულად შევზღუდოთ იგი?

- მამა სებასტიან ყარაღანდელმა თქვა, - "არ არის გამართლებული ზღვარგადასული ლოცვა, რადგან ამას მოსდევს გადაღლა, დაძაბულობა. უფალი ჩვენს შესაძლებლობებზე მეტად არ განგვცდის განსაცდელებითა და ტკივილებით. ამიტომ საჭიროა ყველაფერი მოვითმინოთ. ყველაზე საშიშია ამპარტავნება, რაც დემონური თვისებაა". მართლმადიდებელ სამყაროში ხშირად ადამიანები თვითნებურად ზედმეტ ღვაწლს იღებენ საკუთარ თავზე, მოძღვართან შეუთანხმებლად განსაზღვრავენ ამა თუ იმ ღვაწლის ფორმას და ხარისხს - ზედმეტად ლოცულობენ, მარხულობენ, რაც ბუმერანგივით უბრუნდებათ. შეიმჩნევა, ის, ვინც ზედმეტად ლოცულობს, მერე საერთოდ ანებებს თავს ლოცვას, სიზარმაცე, გულგრილობა ეუფლება. გადამეტებული სულიერი მოღვაწეობა სულიერ-სხეულებრივ ძალებს ფიტავს. ხშირ შემთხვევაში კარგავს ღვთისმსახურებითი წესების შესრულების უნარსა და სურვილს, რაც ზომიერების დარღვევის ლოგიკური შედეგია.

ერთხელ მამა სებასტიან ყარაღანდელის მორჩილებთან მივიდნენ ქალიშვილები და წმინდა მამასთან შესახვედრად და სალაპარაკოდ შუამდგომლობა სთხოვეს. მამა სებასტიანმა ეს რომ გაიგო, დაფიქრდა: "არ ვიცი, როგორ მოვიქცე. თუ კარგად მიიღებ მათ, შესაძლოა მოგეჯაჭვონ, ზედმეტად მოინდომონ დაახლოება, მაგრამ თუკი არ მიიღებ, ეწყინებათო". ამ სიტყვებით წმინდა მამას უნდოდა მომავალი მოძღვრებისთვის ეჩვენებინა, რომ სახიფათოა ყმაწვილი ქალების მიჯაჭვულობა სასულიერო პირებთან, მაგრამ, ამავე დროს, სახიფათოა უხეშობა მათ მიმართ. "ვინც ოქროს შუალედს იპოვის, ის მრავალი განსაცდელისგან დაიცავსო თავს", - ამბობდა წმინდა სებასტიან ყარაღანდელი.

ერთ-ერთი სასულიერო სასწავლებლის სტუდენტი ყველანაირად ცდილობდა, გულისხმიერი ლოცვა ჰქონოდა. ლოცვა მაშინაა შედეგიანი, როდესაც ადამიანი სწვდება და აღიქვამს სიტყვების შინაარსს გონების გაუფანტავად. სამწუხაროდ, ჩვენს ცხოვრებაში ეს ასე არ ხდება, ხშირად გვეფანტება გონება, სულ სხვა მიმართულებით დაჰქრის ჩვენი ფიქრები და წარმოდგენები. ყოველ ასეთ შემთხვევაში სტუდენტი უბრუნდება იმ ადგილს, საიდანაც დაეფანტა ყურადღება. ამას ძალიან განიცდიდა. არ ესმოდა, რომ გულისხმიერი ლოცვა არის წლების, ათწლეულების და დიდი სულიერების შედეგი და მონაპოვარი. რაღა თქმა უნდა, ქრისტიანი უნდა ისწრაფოდეს, რომ ლოცვა ყურადღებით წაიკითხოს. როდესაც გონება გაგვეფანტება, უნდა დავუბრუნდეთ ლოცვის იმ სიტყვებს, რომლის შინაარსიც სათანადოდ ვერ აღვიქვით, მაგრამ რაც არ უნდა დიდი ძალისხმევა გამოვიჩინოთ, მაინც ძნელია მთელი ლოცვის ყურადღებით წაკითხვა. მით უმეტეს, თუ საკითხავი საკმაოდ ვრცელი და ხანგრძლივია. ამ სტუდენტის ზედმეტ მონდომებას შედეგად მოჰყვა ის, რომ საერთოდ დაანება ლოცვას თავი.

იყო ასეთი მაგალითიც: ერთ-ერთმა სტუდენტმა ზედმეტად მოინდომა ასკეტური ცხოვრების დაწყება. ნაკლებად გამოდიოდა ოთახიდან, ნაკლები ურთიერთობა ჰქონდა მეგობრებთან და ცდილობდა, მუდამ მდუმარებაში ყოფილიყო. ეს თავისთავად კარგია, მაგრამ საამისოდ შინაგანი მომწიფებაა საჭირო. ეს ადამიანი ბოლოს თვითონვე მიხვდა ყველაფერს და დაუბრუნდა ძველი ცხოვრების წესს.

- გადამეტებული ღვაწლის აღებას ხშირად შედეგად მოსდევს საკუთარი შესაძლებლობების არაადეკვატური შეფასება, თავდაჯერებულობა, ისეთ არაჯანსაღ მდგომარეობაში ჩავარდნა, რასაც ხიბლი ჰქვია...

- დიახ, ხშირად ხიბლში ვარდებიან ის ადამიანები, რომლებიც გარეგნულად დიდ ღვაწლს იღებენ საკუთარ თავზე, გაძლიერებულად მარხულობენ, ლოცულობენ, ზამთარში ფეხშიშველნი დადიან, ყოველმხრივ აუძლურებენ სხეულს. ბოროტი აძლევს მათ ისეთ ძალას, რომ დიდი შეუპოვრობა და გამძლეობა გამოიჩინონ ამ მხრივ. ეს ცდუნებულთათვის იმის დამამტკიცებელია, რომ დიდ სიმაღლეს მიაღწიეს ღვთისკენ სავალ გზაზე. ანუ ზომიერების დარღვევა ხიბლის გამოვლინებაა, რაც კიდევ უფრო აამპარტავნებს ადამიანს. ამიტომ იგი ძალზე საშიშია. ცნობილია, რომ მრუშობის ვნების გახელების წინააღმდეგ მეტად მძლავრი საშუალებებია ლოცვა და მარხვა. თუმცა ზედმეტი ღვაწლის აღებას საპირისპირო შედეგიც მოაქვს. ასეთ დროს ერთგვარი ექსტაზი, აღგზნება, საკუთარი ძალების არარაციონალურად ხარჯვა გადაღლას, გამოფიტვას, უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს.

- ზოგიერთი მღვდელი თავისი სამწყსოს წარმომადგენელს შესაძლებლობების გაუთვალისწინებლად ზედმეტ ღვაწლს აკისრებს ანდა გადაჭარბებულ სიმკაცრეს იჩენს, რასაც მოძღვრისადმი უნდობლობა და ეკლესიისადმი გაუცხოება მოსდევს...

- სათანადო სულიერი მომზადებისა და სულიერი მოძღვრისა თუ დეკანოზის მხრიდან სწორი წინამძღვრობის გაუწევლად ახალბედა მღვდლები ხშირად ეძლევიან იმგვარ გულმოდგინებას, მათ ბუნებრივ მონაცემებსა და სულიერ ძალებს რომ აღემატება. თავიდან ადვილად შეიძლება მღვდელი გაძლიერებული ლოცვისა და მარხვის ღვაწლს მიეცეს, მაგრამ თუკი თანდათანობით გონივრულად და საკუთარი ძალების შესაბამისად არ განმტკიცდება ამ ღვაწლში, ძალიან მალე შეეტყობა გადაღლა, მერე კი გაგულგრილდება ნატვირთისადმი. კიდევ უარესი, შესაძლოა დაკარგოს მღვდლად კურთხევამდე შეძენილი გულმოდგინებაც. ასეთ დროს მღვდელმსახური დგება მეორე საცდურის წინაშე, საერთოდ აღარ ილოცოს ანდა შეასუსტოს სულიერი ღვაწლი, რამაც შესაძლოა ძალზე სწრაფად გამოიწვიოს სულიერი მოუძლურება.

ხშირად გამოუცდელი სასულიერო პირები სხვა საცდურის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ. მაგალითად, ზომაგადასული სულიერი ღვაწლითა და ზედმეტი გულმოდგინებით ზოგიერთი მოძღვარი თავის მრევლს უზომოდ მკაცრ მოთხოვნებს უყენებს, სულიერ შვილებს ძნელად სატარებელ ტვირთს ჰკიდებს ანდა წარუმატებელი სულიერი ღვაწლისთვის კიცხავს და ხშირად წარმოთქვამს მამხილებელ ქადაგებებს. ქადაგება, საერთოდ, ისეთი რთული და საპასუხისმგებლო საშუალებაა, რომელსაც ადვილად ვერ გამოიყენებ და რომელიც ყველასთვის ერთნაირად მისაღები არ არის, რადგან როგორც მოციქული ბრძანებს, "ნუ მრავალნი ჰმოძღვრიდით, ძმანო ჩემნო, უწყოდეთ, რამეთუ უდიდესი სასჯელი მოვიღოთ... რამეთუ ფრიად სცდებით. რომელი სიტყვითა არ სცდებოდეს, იგი სრული კაცი არს". მამხილებელი ქადაგება მეტადრე სახიფათოა და არცთუ იშვიათად მას უკუშედეგამდე მივყავართ. ეს საცდური განსაკუთრებული გამოცდაა მღვდელმსახურთა სიფხიზლისთვის, გულისხმიერებისა და სულიერი ტაქტისთვის. სამწუხაროდ, მრევლი ყოველთვის ისე როდი აღიქვამს ქადაგებას, როგორც ეს მღვდელმსახურს სურს. ამიტომაც ზედმეტ მოთხოვნებს და სიმტკიცეს შეიძლება მოჰყვეს სასულიერო პირებისადმი გულის აცრუება და თვით გაუცხოებაც კი ეკლესიისადმი, რაც კიდევ ერთი გამოვლინება გახლავთ უკიდურესობაში ჩავარდნის.

წმინდა იოანე კიბისაღმწერელი გვაფრთხილებს, რომ მოვიხვეჭოთ კურთხეული ნიჭი სიფრთხილისა, რომელიც გვიფარავს ორი უკიდურესობისგან: მარჯვნივ, ზედმეტი მარხვით რომ არ ჩავცვივდეთ განსაცდელში და მარცხნივ, უზრუნველობითა და სიზარმაცით არ დავეცეთ. "მარჯვენა განსაცდელი მარცხენაზე უარესია, - ამბობს წმინდა მამა, - გადამეტებული ღვაწლი უფრო გვავნებს, ვიდრე სიზარმაცე და უდებობა, რამეთუ ამ ბოლო შემთხვევაში სინანულით ისევ მივიქცევით ჭეშმარიტი გზისკენ, ხოლო პირველ შემთხვევაში შესაძლოა უკვე ვეღარ შევძლოთ შემობრუნება, რადგან ამპარტავნება წინ აღუდგება სინანულს და ეს დიდი დაბრკოლება იქნება ცხონების გზაზე მიმავალი ადამიანისთვის".
ბეჭდვაელფოსტა
20.12. 2014
ოქროს შუალედი
სიმშვიდეს მოგვიტანს ლოცვა, რწმენა, მოყვასის სიყვარული, მიტევება, მშობლების და ოჯახის პატივისცემა, სულიერი ღირებულებების გაცნობიერება ..... "ოქროს შუალედის" პოვნა ღირსეულ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს მივანდოთ :)
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat