მას უნდა დავემორჩილოთ, "მარადის საკუთარ თავზე მაღლა" დავდგეთ
მას უნდა დავემორჩილოთ, "მარადის საკუთარ თავზე მაღლა" დავდგეთ
დარდი აიძულებს ადამიანს, ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს
განსაცდელს ფსიქოლოგიის ენაზე უსიამოვნო სულიერ მდგომარეობას, ფსიქოლოგიურ ტრავმას, სტერსს უწოდებენ, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ზნეობრივ მხარეზეც და ორგანიზმზეც. მას სარგებლობაც მოაქვს. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი აღნიშნავს: "დარდი აიძულებს ადამიანს, ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს და გაიგოს საკუთარი თავი. ის აშოშმინებს ამპარტავნებასა და პატივმოყვარეობას, ადამიანს სხვების მიმართ უფრო შემწყნარებელს ხდის. ვისაც ბევრი უბედურება განუცდია, ის უკეთესად თანაუგრძნობს მოყვასის ტანჯვას, მაგრამ ყველაფერი ეს ხდება გარკვეული ხარისხით და გარკვეულ ვითარებაში".

განსაცდელმა, ხანგრძლივმა დაძაბულობამ შესაძლოა მელანქოლია, დეპრესია, მუდმივად მჭუნვარე განწყობილება გამოიწვიოს. მისი დაძლევა კი ადამიანის ნებისყოფაზე, ჩვევაზე, აღზრდაზეა დამოკიდებული.

უსიამოვნო სულიერი მდგომარეობა მრავალფეროვანია. ადამიანთა ხასიათის, ფსიქიკის კვალობაზე, მრავალგვარია სტრესზე რეაგირების ხარისხიც.

გვესაუბრება ფსიქოლოგი მაია გედევანიშვილი.

- ქალბატონო მაია, რამდენნაირი სტრესი არსებობს და რამდენად განსხვავდებიან ადამიანები მასზე რეაგირების თვალსაზრისით?

- სტრესზე (ეს უფრო ფიზიოლოგების ტერმინია, რომელიც ფსიქოლოგიაშიც გავრცელდა) ადამიანი როგორც ფიზიოლოგიურად (გულის აჩქარებით, სისხლის წნევის მომატებით...), ისე ფსიქოლოგიურად (ქცევით) რეაგირებს. სტრესი ადამიანის სულზე ძლიერი და ინტენსიური ზემოქმედება გახლავთ, რომელიც მისი ფსიქოფიზიკური ძალების მობილიზებას ახდენს. მასზე ნაკლებინტენსიურ, შედარებით მცირე გარემოებით გამოწვეულ მდგომარეობას ფრუსტრაციას უწოდებენ. ამ დროს სურვილის ბლოკირება ხდება. ეს მდგომარეობა მაშინ წარმოიშობა, როცა ადამიანი ცდილობს, ესა თუ ის ქცევა განახორციელოს, მაგრამ გარემო აფერხებს. ეს გამღიზიანებელი ყოველდღიური უსიამოვნებები გახლავთ. სტრესი კი, როგორც წესი, ერთჯერადია, სამაგიეროდ, ინტენსიური და ხანგრძლივი. შესაბამისად, ფრუსტრაცია არ არის ისეთი სულის შემძვრელი და მატრავმირებელი, როგორიც სტრესი.

ცხადია, ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებენ სტრესულ სიტუაციებზე და საით არის მიმართული მათი რეაქცია. ჰიპოკრატემ ათასწლეულების წინ გამოყო ადამიანის ტემპერამენტის ოთხი ტიპი (სანგვინიკი, ქოლერიკი, მელანქოლიკი და ფლეგმატიკი), რომლებიც გარემოსთან ურთიერთობის თავისებურებებით განსხვავდებიან და ამით საფუძველი დაუდო რამდენიმე სხვა კლასიფიკაციას. არსებობს ადამიანთა ტიპი, რომელიც სტრესულ სიტუაციაზე (განსაცდელზე) მთელი თავისი შესაძლებლობების, ფსიქოფიზიკური ძალების მობილიზებით რეაგირებს. არის ტიპი, რომელიც მიზეზს გარეთ ეძებს და არა საკუთარ თავში. თუ განსაცდელი შეემთხვა, ყოველნაირად ცდილობს, როგორმე აირიდოს პიროვნული პასუხისმგებლობა, შექმნილ სიტუაციას გარემოებას, ადამიანებს აბრალებს... სხვა ტიპის ადამიანი, პირიქით, რეაგირების ვექტორს საკუთარი თავისკენ მიმართავს, თავს იდანაშაულებს, სინანული, სინდისის ქენჯნა აღეძვრება. ასეთი ადამიანები შექმნილი სიტუაციის მთელ სიმძიმეს თავიანთ თავზე იღებენ და მდგომარეობიდან გამოსავალსაც თავადვე ეძებენ. სხვათა შორის, ფსიქოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ასეთი პიროვნული ტიპები სხვებზე მეტად არიან მიდრეკილნი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისკენ. მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმი სტრესს გარკვეული დოზით უძლებს, შემდეგ კი რომელიმე ავადმყოფობით პასუხობს.

მელანქოლიური, ფსიქოასთენიური ტიპის ადამიანებს ლაბილური (სუსტი) ფსიქიკა აქვთ. ისინი, უმეტესად, პესიმისტები და პასიურები არიან - დეპრესიული რეაქციებისკენ მიდრეკილნი. მათ ორგანიზმში შავი ნაღველი ჭარბობს. სანგვინიკური ტემპერამენტის ადამიანი კი ოპტიმისტია, აქტიურად ეძებს გამოსავალს. თუმცაღა, უნდა აღვნიშნოთ, რომ რეალურ ცხოვრებაში, როგორც წესი, ადამიანთა შერეული ტიპები გვხვდება.

ერთსაც დავძენთ: რეაგირების მიხედვით ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. შესაბამისად, სტრესის, განსაცდელის აღქმის ზღურბლიც განსხვავდება ადამიანთა ტიპების მიხედვით.

არსებობს ასეთი ტიპოლოგიაც: ექსტრავერტი და ინტროვერტი. ექსტრავერტი გულახდილი და ოპტიმისტია, გარემოსთან ურთიერთობაზეა ორიენტირებული. ინტროვერტი კი გულჩათხრობილი, პესიმისტი, იდუმალებით მოცული ადამიანია.

- განსაცდელის დაძლევა, უსიამოვნო ემოციებთან გამკლავება - ხელოვნებაა, რომელიც პიროვნების თვითაღზრდას, ნებისყოფის მობილიზებას გულისხმობს...

- ამ დროს მნიშვნელოვანია ინტელექტიც, ის ხომ დიდწილად განსაზღვრავს, რამდენად შეუძლია პიროვნებას სხვისი თვალით შეხედოს თავის ქცევას, გააანალიზოს, დაკვირვების საგნად აქციოს და შედეგად, შემდგომი ქცევის განხორციელების სასარგებლოდ, ობიექტური დასკვნები გამოიტანოს.

ადამიანის ბუნებაში არსებობს ფაქტორები, რომლებსაც ვერსად გავექცევით: ფიზიოლოგია, ნერვული სისტემის ტიპი... ჩვენ დამოკიდებული ვართ თანდაყოლილ თვისებებზე, გნებავთ, ტემპერამენტზე, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია პიროვნების ნებელობის როლიც. თუმცაღა, მიდრეკილებებიდან გამომდინარე, ყველა ადამიანს თანაბარი ძალისხმევა როდი სჭირდება სტრესის დასაძლევად. სწორედ ინტელექტის საქმეა, როგორ შეძლებს პიროვნება, აღზარდოს თავისი ნებისყოფა, გადალახოს სისუსტეები და დაეუფლოს განსაცდელებთან გამკლავების ხელოვნებას.

თანდაყოლილ თვისებებთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება აღზრდასაც. პიროვნების აღზრდა კი ადრეული ბავშვობიდან იწყება. სწორედ ამ დროს უნდა ჩაიდოს მასში ის საფუძველი, რომელიც ხელს შეუწყობს სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბებას. თუ ბავშვმა ადრეულ ასაკშივე არ შეიძინა გარემოს უსიამოვნო ზემოქმედებასთან ბრძოლის უნარი და ნებისყოფა მოადუნა, მოგვიანებით ეს უკვე მეტად რთული იქნება.

- დაბოლოს, განსაცდელის დაძლევაში ყველაზე მეტად რელიგია გვეხმარება. იგი აწრთობს და განამტკიცებს ნებისყოფას, ხასიათს, სხვა თვალით დაგვანახვებს განსაცდელს, გვანუგეშებს, უსაზღვრო სიმშვიდეს გვანიჭებს...

- განსაცდელთან, სტრესთან, გარემოს უარყოფით ზემოქმედებასთან გამკლავებაში რელიგია უმნიშვნელოვანესია. თავგადაკლული მატერიალისტებიც კი აღიარებენ, რომ რელიგია ფსიქოთერაპიის ყველაზე ქმედითი და ძლიერი საშუალებაა. რწმენის წყალობით ადამიანი განსაცდელს, უბედურებას, მწუხარებას უარყოფით მოვლენად აღარ აღიქვამს, მას თავისი სულიერი განვითარების აუცილებელ პირობად მიიჩნევს. ფსიქოლოგიაში ამას ხშირად "დაცვის მექანიზმს" უწოდებენ. ყველა ფსიქოლოგი აღიარებს, რომ სარწმუნოებას (მით უფრო - ჩვენს მართლმადიდებლობას) პასუხი აქვს ძალიან ბევრ კითხვაზე, რომელსაც ჩვენი ყოფა წარმოშობს. ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბებაზე ქრისტიანული რელიგიის დიდ გავლენაზე წერს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსიც: "ქრისტიანულმა რწმენამ გარდაქმნა ადამიანის აზრები, გამოცვალა მისი გრძნობები, მიანიჭა მათ თვინიერება და ადამიანურობა, სხვა მიმართულებით წარმართა ნება... მოკლედ, მან მთლიანად გარდაქმნა ადამიანი ყოველი მიმართულებით".

ადამიანის სულში რამდენიმე შრე გამოიყოფა. ყველაზე ღრმად ბურუსით მოცული არაცნობიერი სფერო ძევს, რომელიც დიდ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ცნობიერ ქცევაზე. შემდეგ მოდის ცნობიერება, რომელიც მასთან შედარებით მცირე შინაარსს იტევს. ზეცნობიერება, რომელსაც შინაგან ხმას, სინდისს ვეძახით, ცნობიერებაზე მაღლა დგას. ეს არის ზნეობა, მორალი. მას უნდა დავემორჩილოთ, "მარადის საკუთარ თავზე მაღლა" დავდგეთ.

პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი რთულია. როგორც კი იბადება, ადამიანს მყისვე თავს ატყდება წარმოუდგენლად ბევრი და მრავალფეროვანი გამღიზიანებელი, სტრესი. სწორედ მათთან ჭიდილში იზრდება იგი.

პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესს უამრავი დრამატული კითხვა ახლავს თან. მაგალითად, როცა უძვირფასესი ადამიანი "უდროოდ" გამოგვეცლება ხელიდან, შემაძრწუნებელი განსაცდელის პირისპირ დარჩენილნი ვკითხულობთ: "რატომ?" ამ თუ სხვა მწვავე ეგზისტენციალურ კითხვებზე ამომწურავ პასუხს მხოლოდ სარწმუნოება იძლევა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat