კარი, რომლითაც მარადისობაში შევდივართ
კარი, რომლითაც მარადისობაში შევდივართ
მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი წერს: "ჩვენ არა გვაქვს სიკვდილის გამოცდილება, არც იმისა, რაც სიკვდილის დროს ხდება, მაგრამ ინტუიციურად ვგრძნობთ, რა არის მარადისობა. თითოეულ ჩვენგანს გამოუცდია წამი, როცა დროის გარეშე არსებობს, არსებობს ცხოვრების მთელი იმ სისავსით და აღმაფრენით, რაც არ ეკუთვნის მიწას. ამიტომაც უნდა ვისწავლოთ და სხვასაც ვასწავლოთ არა სიკვდილისთვის, არამედ ცხოვრებისთვის მზადება. სიკვდილზე უნდა ვისაუბროთ, როგორც კარზე, რომლითაც მარადიულობაში შევდივართ. მაგრამ სიკვდილი ადვილი მაინც არაა. რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ სიკვდილზე, მარადიულობაზე, მაინც არაფერი ვიცით თავისთავად მასზე".

სიკვდილი ღვთის მყოფობისა და ჩვენი დანიშნულების პრობლემის წინაშე გვაყენებს. ის ღვთის სიბრძნის უდიდესი საიდუმლოა, რომელიც უფრო მეტად გამჟღავნდება გარდაცვალების ჟამს. ამქვეყნად კი მხოლოდ გარკვეული წარმოდგენა შეიძლება შეგვექმნას, თუ რას უნდა ველოდოთ სულის სხეულიდან გაყრისას. მიუხედავად ჩვენი, ადამიანური ცოდნის სიმწირისა და შეზღუდულობისა, მაინც მეტად მნიშვნელოვანია აქ, მიწიერ სიცოცხლეში ვემზადოთ სიკვდილისათვის, დაახლოებით ვიცოდეთ, რისი გადატანა მოგვიწევს იმქვეყნიურ სამყაროსთან ზიარებისას. და მაინც იბადება მრავალი კითხვა: რა არის სიკვდილი - დასასრული თუ დასაწყისი? ჩიხი თუ სხვა სამყაროში გადასვლა? გაქრობა და განადგურება თუ ახალი ქმნილების დასაბამი?

გვესაუბრება თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი:

- ადამიანის ყველაზე მძაფრი განცდები სიკვდილის ფენომენს უკავშირდება. ასაკის მატებასთან ერთად ეს თემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება... თვალსა და ხელს შუა გეპარება სიცოცხლე, ვერაფერს უხერხებ დროის ვერაგულ რბოლას... გინდა თუ არა, გარდაცვალებაზე ფიქრი გეძალება. სევდიანად იგონებ განვლილ წლებს - ადრე ვერ აფასებდი და თურმე რა საუნჯე ყოფილა. ასეც ფიქრობ: არსებობს კი ის სამყარო? იქნებ ყველაფერი აქ თავდება. ჩაგდებენ მიწაში და ყველაფერი დასრულდება. ხანაც იმედი გაქვს, რომ მიწაზე სიცოცხლე არ თავდება, ის სიკვდილის შემდგომაც გრძელდება, აქ მარტოოდენ სხეული რჩება, რომელიც თანდათანობით იხრწნება, სული კი ამოდის და მიფრინავს. ხან ძლიერდება ეს იმედი, ხანაც სუსტდება - კაცის ბუნება ცვალებადია.

მთელი ჩვენი სიბრძნე სწორედ ისაა, რომ დავიჯეროთ ჩვენი სულის, ჩვენი პიროვნების უკვდავება. დავფიქრდეთ იმაზე, რომ ადამიანი ცხოვრობს, გარკვეულ წლებს ატარებს აქ. რამდენ რამეს ფიქრობს, განიცდის, რამდენი რამ აქვს მოსაგონარი! განა შეიძლება გათავდეს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული პიროვნება, წამში უკვალოდ გაქრეს დაგროვილი ცოდნა, შთაბეჭდილებები, მოგონებები? ეს ხომ ალოგიკურია. მორწმუნეს მეტად სწამს სიკვდილის შემდგომ ცხოვრების გაგრძელებისა. ეს ეკლესიის წიაღში სულ უფრო ღრმად შესვლასთან ერთად განმტკიცდება, მაგრამ სულიერ გზაზე ეჭვიანობასაც ვერავინ ასცდება. არადა ღმერთი თუ არსებობს, მაშინ ხომ ზეციური ქვეყანაც არსებობს?

- სანამ ამქვეყნად ვართ, არ ვფიქრობთ სიკვდილზე, თითქოს იგი ჩვენგან შორსაა და არ გვჯერა, რომ ჩვენც გვეწვევა. სულიერი თვალსაზრისით, რამდენად მნიშვნელოვანია სიკვდილზე ფიქრი, მისი მოლოდინის სწავლა?

- უფალი ამზადებს ადამიანს. რაც უფრო ხანში შედის კაცი, ძალაუნებურად უფრო მეტს ფიქრობს გარდაცვალებაზე, თითქოსდა ერთგვარად ეჩვევა მას. ბავშვს, მოზარდს, ყრმას ეს ნაკლებად ადარდებს. ბერი პაისი ათონელი ამბობს: "აბა, შეეცადე, უთხრა პატარას: გქონდეს სიკვდილის ხსოვნა. გაიცინებს და სათამაშოდ გაიქცევა. უფალი რომ ეხმარებოდეს იმის გაგებაში, რომ ადრე თუ გვიან მოკვდება, პატარას ცხოვრებაზე გული გაუტყდებოდა. ამიტომაც ღმერთი, როგორც კეთილი მამა, ისე აწყობს, რომ ბავშვმა ვერაფერი გაიგოს, თუ რას წარმოადგენს სიკვდილი და უდარდელად, მხიარულად ითამაშოს".

- სულის უკვდავების, იმქვეყნიური სამყაროს არსებობის რწმენა რამდენად ეხმარება ადამიანს სიკვდილთან დაკავშირებული მჭმუნვარე აზრების განქარვებაში?

- ზოგჯერ ხვდები მძიმე ავადმყოფებს, რომელთა შორის არიან პატარებიც, ახალგაზრდებიც. ზოგიერთი მათგანი სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე დგას. უყურებ მათ მომვლელ დათრგუნულ ახლობლებს და ფიქრობ, როგორ მოიქცეოდი მათ ადგილას. ადვილი შესაძლებელია, სულმოკლეობა გამოგეჩინა, ღმერთი გაგეკიცხა - რატომ უშვებს ამასო.

ეკლესიურ კაცს ძალიან ეხმარება რწმენა და იმის ცოდნა, რომ უფალი, რაც არ უნდა მძიმე იყოს, ჩვენდა სასიკეთოდ უშვებს ამქვეყნად ყველა სახის განსაცდელს, სატკივარს. მან უკეთ იცის, როგორ წარმართოს სხვადასხვა ასაკის ხალხის ხვედრი და ზოგჯერ უკვე ადრევე ცვლის მათ მიწიერ გზას. ღვთაებრივი სიბრძნით, ჩვენ შესაძლებლობაზე მეტად არ გამოვიცდებით და ის განსაცდელი მოგვევლინება, რისი გადატანის უნარიც გვაქვს. მამა პაისი ათონელი აღნიშნავს: "ღმერთს, რომელსაც ასეთი სიყვარული, თანადგომა აქვს ადამიანისა, ჩვენი ამხელა ტკივილი, ტანჯვა გადააქვს იმიტომ, რომ იცის იმ ღვთაებრივი საზღაურის შესახებ, რაც მოელის ტანჯულ ადამიანს. ე.ი. რაც მეტად იტანჯება კაცი, მით მეტი საზღაური გადაიდება მისთვის ზეცაში. ჩვენ ვერ ვხედავთ ამას, არ გვესმის და ამიტომაც ვიტანჯებით, განვიცდით უფრო დიდ ტკივილს, ვიდრე საჭიროა. მაგრამ თუ კაცი თუნდაც მცირედ მაინც ხედავს, რა ელის წამებულს იმქვეყნად, იცის იმ ღვთაებრივი საზღაურის შესახებ, რასაც ზეცაში მიიღებს, მაშინ მისი აქაური ტანჯვა არცთუ ისე დიდად მოეჩვენება". ბერძენი ბერი მამა პორფირე თავის სულიერ ძმებს მიმართავდა: "წამალი, რითაც სიმსივნე იკურნება, მეტად მარტივია და ექიმები მას ყოველდღიურად ეხებიან. ის მათ თვალწინაა. მაგრამ უფალი არ ამჟღავნებს სახელს წამლისა, რადგან ბოლო ჟამს ამ სნეულების გამო სამოთხე ხალხით გაივსება". წმინდა სერაფიმე საროველი ამბობდა: "ადამიანმა რომ იცოდეს, სასუფეველში რა ნეტარებაა, მზად იქნებოდა, მატლებდახვეულს ათასი წელი მოეთმინა ორმოში ყოფნა".

- მართლმადიდებლური თვალსაზრისით, როგორ უნდა მოვემზადოთ იმქვეყნიურ სამყაროსთან შესახვედრად და როგორ დავიჯეროთ, რომ სიცოცხლე არ თავდება არსებობის ბოლო წამს? ფსიქოლოგიურად როგორ დავამარცხოთ სიკვდილთან შეხვედრის პანიკური შიში?

- ერთმა ფილოსოფოსმა სიკვდილის წინ თქვა: "კმარა". იგი ფსიქოლოგიურად მომზადებული შეხვდა სიკვდილს, მისთვის საკმარისი იყო ამქვეყნად გატარებული წლები. მართლმადიდებელ ადამიანს აქვს საოცარი იარაღი სიკვდილის შიშის შესასუსტებლად და გასაფერმკრთალებლად. ეს არის, მაგალითად, აღსარებაში თქმა იმისა, რომ პანიკურად გეშინია სიკვდილისა, ავადმყოფობისა და ა.შ. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ნევროზისთვის დამახასიათებელია ჰიპოქონდრიული სინდრომი. ამ ფსიქიკური ნაკლოვანებით შეპყრობილ ადამიანს ეჩვენება, რომ აქვს სიმსივნე, ინფარქტი ან კიდევ რაღაც მძიმე დაავადება. დარბის, ისინჯავს სხეულის სხვადასხვა ორგანოს, იკეთებს ანალიზებს და ა.შ. ფაქტობრივად ადამიანი მწყობრიდან არის გამოსული. ამის მიღმა არის სიკვდილის შიში. როდესაც აღსარებაში ადამიანი ამბობს სიკვდილის შიშის ამ სახით გამოვლინების შესახებ, ეს მწველი შეგრძნებები თუ არ ქრება, სუსტდება მაინც. ან კიდევ ასეთი დამთრგუნველი განცდებისას კარგია ლოცვა. საერთოდ, ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ადამიანი შინაგანად აფორიაქებულია, მოუწესრიგებელია, ნერვიულობს, სასოწარკვეთილია და ა.შ.

იმქვეყნიური სამყაროს არსებობის დაჯერებას ხელს უწყობს ისეთი მაგალითების გაცნობა, სადაც ადამიანები პირისპირ ხვდებიან სიკვდილს და მაინც ცოცხალნი რჩებიან. მაგალითად, არის ასეთი მართლმადიდებლური წყარო: "დაუჯერებელი, მაგრამ ნამდვილი ამბავი", რომელშიც აღწერილია ერთი კაცის ისტორია, რომელიც ჯერ გარდაიცვალა, მერე კი გაცოცხლდა. მისი ავტორი, კ. ისკული შემდგომ მონასტერში განმარტოვდა. იგი აღწერდა, თუ რა განცდები ჰქონდა სულის სხეულში დაბრუნებისას. ასეთი მაგალითების გაცნობისას გიმტკიცდება რწმენა, რომ ადამიანის სული უკვდავია. უკვდავების რწმენა არ არის აბსტრაქტული რამ, მას საზრდოობა სჭირდება. ამ რწმენის გაღრმავებაში ადამიანს ეხმარება წმინდა მამათა თხზულებების კითხვაც.

უკვდავების წყარო არის ეკლესიის წიაღში. აქ ემზადება ადამიანი მარადისობისათვის, აქ ხდება სიკვდილის შიშის დაძლევა. ღვთაებრივი მადლი აფერმკრთალებს და ასუსტებს მას. თუმცა შეიძლება წლების განმავლობაში იარო ეკლესიაში და სიკვდილისთვის ჯეროვნად მაინც ვერ მოემზადო. არის ასეთი ცნობილი გამოთქმა: "გახსოვდეს სიკვდილი". ადამიანმა დიდი ცოდნა დააგროვა ამა თუ იმ სფეროში, მაგრამ ხშირად ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და საჭირო, მისი თვალთახედვის მიღმა რჩება. ერთ-ერთი მათგანი გარდაცვალების საიდუმლოა. არადა არავინ დარჩება ამქვეყნად და წლებთან ერთად ეს თემა უფრო და უფრო აქტუალური და ახლობელი ხდება. ყველაზე დიდი რამ ჩვენთვის უკავშირდება უკვდავებას, მარადისობას.

- სიკვდილი ადამიანებისთვის ხშირად მხოლოდ განადგურებასთან, სიცოცხლის დასასრულთანაა გაიგივებული. არადა კლინიკური სიკვდილის შემთხვევებიც გვარწმუნებენ, რომ სხეულთან გაყრისას სული ახალ სამყაროში თითქმის იმავე მონაცემებით, წარმოდგენებითა და ცოდნით აღჭურვილი მიდის, რაც მიწაზე ცხოვრების დროს გააჩნდა...

- ამ მაგალითებით, სხეულიდან ამოსულ სულს ხშირად ეუფლება სიმარტოვის განცდა. უხმობს ახლობლებს, ექიმებს... მისი არავის ესმის. ეხება მათ, საკუთარ სხეულს და აწყდება სიცარიელეს. შეუძლია კედელში გავიდეს, ვერ გრძნობს ტემპერატურას.

მფარველი ანგელოზი, გარდაცვლილი ახლობლები ეხმარებიან ახალგარდაცვლილის სულს, იმ სამყაროს შეეგუოს, მაგრამ თავდაპირველად არის დამთრგუნველი მარტოობის განცდა.

გარდაცვალების შემდგომი განცდების, შეგრძნებების აღწერა საყურადღებოა იმიტომაც, რომ წარმოდგენა გვქონდეს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანის სული წუთისოფლიდან გასვლისას. თუ ადამიანს თავიდანვე ეცოდინება, რომ შეიძლება გარდაცვალებისას უმწეობის განცდა დაეუფლოს, ალბათ უფრო მომზადებული შეხვდება ასეთ დაბრკოლებას, ნაკლებად დაიზაფრება. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება სულის უკვდავების დაჯერებას, რასაც ეკლესია დიდად უწყობს ხელს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat