ღმერთზე ჩივილი მეტად დიდი ცოდვაა...
ღმერთზე ჩივილი მეტად დიდი ცოდვაა...
"უფალო, მომეცი ძალა, რათა სულიერი სიმშვიდით შევეგებო ყოველივეს, რასაც მომიტანს დღევანდელი დღე"
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) თავის "ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლებში" წერს: "ადამიანის გული ისეა გაერთიანებული იმედთან, რომ ეს უკანასკნელი არ გვტოვებს ყველაზე სასოწარკვეთილ და საშინელ შემთხვევებში. ამბობენ, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ეს კი გამოხატავს იმ აზრს, რომ იმედი იქაც არ გვტოვებს, სადაც თითქოს მისი არავითარი საფუძველი არ არსებობს. ადამიანის მტკიცე კავშირი ამ გრძნობასთან აიხსნება სიცოცხლის სიყვარულით და თვითშენახვის გრძნობით, რომლებიც ჩვენი ცხოვრების საფუძველია და რომლებიც გვტოვებენ სიცოცხლესთან ერთად". სასოწარკვეთილება - იმედის საპირისპირო გრძნობაა. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალება, რომელსაც ბოროტი ძალა იყენებს ადამიანის წინააღმდეგ და ამით ხშირად იმარჯვებს მასზე. როგორც დიდი წმინდა მამა იოანე კიბისაღმწერელი აღნიშნავს: "არც ერთ ვნებაზე გამარჯვება ისეთ გვირგვინს არ ადგამს ბერს, როგორც გულგატეხილობაზე". მიუხედავად იმისა, რომ ეს გამონათქვამი სასულიერო პირს შეეხება, იგი გარკვეულწილად შეიძლება ყველაზე გავრცელდეს, მათ შორის - უბრალო ერის ხალხზეც.

გვესაუბრება თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.

- რატომ და როგორ წარმოიშობა სასოწარკვეთილება?


- ჩვენი მიწიერი ცხოვრება მეტად მძიმეა და ერთი შეხედვით, სასოწარკვეთილებითი ფიქრების, განცდების აღმძვრელი მრავალი მიზეზი არსებობს. ცნობილი ფსიქოლოგის ვ. ფრანკლის მიხედვით, ნორმალური ადამიანი ყოველდღიურად გაცილებით მეტ უარყოფით ემოციას განიცდის, ვიდრე დადებითს. თუ დავუკვირდებით, რაც არ უნდა კარგად იყოს ამქვეყნად ადამიანი მოწყობილი, ფუფუნებაში ცხოვრობდეს, სურვილისამებრ ატარებდეს დროს, - საბოლოო ჯამში მისი არსებობა მაინც უფრო ტანჯვაა, სიძნელეთა გადალახვა, გაჭირვების დათმენა, ვიდრე ლხენა, სიხარული თუ ნეტარება. მრავალი განსაცდელისა და გასაჭირის გადატანა უხდება კაცს მიწიერ ცხოვრებაში და, ერთი მხრივ, სრულიად გასაგებია, სასოწარკვეთილებაში რომ ჩავარდეს, დაკარგოს იმედი, შეერყას რწმენა ღვთისა, მაგრამ მართლმადიდებლური ცხოვრების წესი აუცილებლად გულისხმობს, რაც შეიძლება ნაკლებად ავყვეთ სასოწარმკვეთ ფიქრებს, განცდებს და დროთა განმავლობაში სულ უფრო შეუვალი გავხდეთ მათ მიმართ.

სასოწარკვეთილება ზოგჯერ მეტად მძაფრია და ძნელად გადასატანი. წმინდა მამა ნილოს სინელი ამგვარად აღწერს მის მოძალებას: "როცა სულს სასოწარკვეთის სასტიკი ტალღები მოაწყდება, ადამიანი მათი შეწყვეტის იმედს კარგავს, მტერი შთააგონებს, რომ მეტად დიდია მისი ტანჯვა აწმყოში და შემდგომ უფრო გაიზრდება, ის მიატოვა ღმერთმა, უფალი მასზე არ ზრუნავს; ან ბოროტი ჩასჩურჩულებს, რომ ყველაფერი ამქვეყნად ღვთის დაშვების გარეშე ხდება და რაც მოუვიდა, არავის, მის გარდა, თავს არ გადახდენია".

- სასოწარკვეთილებას აქვს თავისი ხარისხები. ხშირად იგი ძლიერად მოიცავს სულს, ართმევს ძალას და აცარიელებს...

- დედა ტაისია წმინდა მამა იოანე კრონშტადტელთან საუბრისას შავბნელი განცდების მოძალებაზე ლაპარაკობს: "ზოგჯერ მეტად ძლიერ სულიერ ცდუნებას განვიცდი, რომლის სიტყვით გადმოცემაც შეუძლებელია; ეს თითქოს გულგატეხილობაა, მაგრამ მეტად მძიმე ხარისხით - თითქოს შავი ღრუბელი ჩამომაწვა თავზე და გამოსავალი არ ჩანს, ყველაფერი ისე მუქად მოჩანს, იმგვარად მაქვს სული დამძიმებული, რომ მას "ჯოჯოხეთურ" ცდუნებას ვადარებ. ეს განცდა დიდხანს რომ გაგრძელდეს, სიკვდილით ან რაღაც სხვა საშინელებით დაბოლოვდებოდა".

სასოწარკვეთილებითი განცდების მძაფრ სურათს ვხვდებით მამა იოანე მასლოვის სულიერი შვილის ნაამბობში:

"ერთხელ, აღდგომის მსახურებაზე, მჭმუნვარე ფიქრებმა შემომიტიეს - არავის ვჭირდები, რისთვის ვცხოვრობ-მეთქი და ა.შ. მესმოდა, ეს აზრები მტრისაგან იყო, მაგრამ ვერაფრით ვახერხებდი მათ თავიდან მოცილებას და ამის გამო მთელი დღე ვტიროდი. მინდოდა მამა იოანესთან მივსულიყავი, მაგრამ ყველას თავს არიდებდა. დრო იყო მძიმე, დევნიდნენ, რადგან მასთან ბევრი ხალხი მიდიოდა.

საღამოს, მსახურების შემდეგ, ის ჩემთან მოვიდა და მკითხა: - რა გინდოდაო? ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე. ყურადღებით შემომხედა და მითხრა: ნუ უგდებ ყურს, ეს მტრისგანაა. მას ახლა ისეთი მძიმე დრო უდგას, გაიხარებს, ყველას ცდუნება რომ შეეძლოს; ნუ მოუსმენო.

მამა იოანეს თვალებმა რენტგენივით გამანათა. ვგრძნობდი, სრულად ხედავდა, ესმოდა, რა ხდებოდა ჩემში, თუმცა ერთი სიტყვაც კი არ მქონდა ნათქვამი. რაღაც წავიბუტბუტე, მაგრამ არ მომისმინა. ნუ მიაქცევ ყურადღებასო, მითხრა, დამლოცა, მაგრად ჩამიკაკუნა თავში და გამშორდა. უეცრად ცრემლი წამსკდა, მაგრამ ეს ცრემლი უკვე შვებისა იყო!"

- როგორც ფსიქიატრები აღნიშნავენ, ფსიქიკურ დაავადებათაგან ჩვენს დროში უმთავრესად დეპრესიაა გავრცელებული. უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორი ზიანი მოაქვს ადამიანისთვის სასოწარკვეთილებას სულიერ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ახლა განვიხილოთ, თუ რას გულისხმობს ამ საკითხისადმი მართლმადიდებლური მიდგომა.

- "სიბრძნე ზირაქისაში" ვკითხულობთ: "ნუ მიეცემი მწუხარებას და თავს ნუ გაიწამებ ნებით. გულის სიხარული ადამიანის სიცოცხლეა და კაცის მხიარულება - დღეგრძელობა მისი. დაიამე სული, გულით გამხნევდი და დარდი განიშორე, რადგან დარდს მრავალი დაუღუპავს. უსარგებლოა იგი". მართლმადიდებლური შეგნება გულისხმობს: როგორც არ უნდა გაგიჭირდეს, უნდა მოითმინო, არ აჰყვე მძიმე განცდებს და გახსოვდეს, რაოდენ ძნელი გასაგებიც არ უნდა იყოს - ყველაფერი, რაც ტკივილს გვაყენებს, უფლის დაშვებით არის და ჩვენთვის სიკეთე მოაქვს. ამ სიბრძნის გაცნობიერება ან კიდევ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, განსაცდელის დროს მისით ხელმძღვანელობა არ არის ადვილი. ფული დაკარგე, ავად გახდი, მეგობარმა გიღალატა, ნერვები ვეღარ უძლებს ახლობლების ჭირვეულობას - განა მეტად ძნელი არ არის, ყოველივე ეს უდრტვინველად მიიღო იმ შეგნებით, რომ უფალს შენთვის ასე სურს? მართლმადიდებლური სრულყოფა აუცილებლად გულისხმობს გაჭირვების დათმენას და შეგნებას იმისა, რომ ასეთია ღვთის ნება. ამის მისაღწევად დროა საჭირო, დიდი მუშაობა საკუთარ თავზე, მაგრამ ადრე თუ გვიან აუცილებლად წარმატებას მიაღწევ. ოპტელ მამათა ლოცვა იწყება სიტყვებით: "უფალო, მომეცი ძალა, რათა სულიერი სიმშვიდით შევეგებო ყოველივეს, რასაც მომიტანს დღევანდელი დღე". აქვე ვკითხულობთ: "რა ამბავიც არ უნდა შევიტყო მთელი დღის განმავლობაში, მასწავლე, მივიღო იგი სულიერი სიმშვიდით და მყარი რწმენით, რომ ყოველივე შენი წმიდა ნებით არის, მიწინამძღვრე ყოველ ჩემს საქმესა და სიტყვაში, ჩემს აზრებსა და გრძნობებში. გაუთვალისწინებელ შემთხვევაში არ მომცე უფლება დავივიწყო, რომ ყოველივეს შენ მიგზავნი".

ჩვენ კი ხშირად ისე დაგვრევს ხელს მწუხარება და განვიცდით მომხდარს, რომ სასოწარკვეთილნი ღმერთსაც კი ვამტყუნებთ თავს გადახდენილის გამო. მთავარეპისკოპოსი ლუკა წერს: "როგორ ვუდგებით უფლისმიერ სასჯელს? რა თქმა უნდა, მძიმედ გადაგვაქვს, რადგან ახლა ყოველი სასჯელი გვეჩვენება არა სიხარულად, არამედ მწუხარებად (ებრ. 12,11). მძიმეა, მეტად მძიმე უფლისმიერი სასჯელის დათმენა... ჩვენ ხშირად ვჩივით ღმერთზე, ვუმხედრდებით, ვკიცხავთ - რისთვის, რატომ მსჯი ასე, უფალოო. თავად ვერ ვაცნობიერებთ, ვერ ვგრძნობთ საკუთარ დანაშაულს, ბრალს, ღმერთმა კი იცის ჩვენი გულის სიშავე და დამსახურებულად გვსჯის.

ღმერთზე ჩივილი მეტად დიდი ცოდვაა... როცა ღმერთზე ვდრტვინავთ, ეშმაკი ამრავლებს ჩვენს მჭმუნვარებას. რისთვის? - რათა ჩვენ უფრო მეტად ვიდრტვინოთ ღმერთზე, მაგრამ მათ, ვინც მადლობელია უფლისა შეგონებისა და დასჯისთვის, ის განეშორება, როგორც ნაცემი ძაღლი".

- დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება, რომელიც ხშირად იწვევს სასოწარკვეთილებით განცდებს, მატერიალური გაჭირვებაა. ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ არცთუ იშვიათად, როგორც არ უნდა მოინდომო, მაინც ვერ შეძლებ მოიპოვო საკმარისი სახსრები ცხოვრების ელემენტარული პირობების შესაქმნელად. ხშირად ეუფლება ადამიანს უძლურების განცდა. ერთგვარი შურიც კი გვეუფლება იმ ქვეყნების მცხოვრებთა მიმართ, სადაც შრომით შეგიძლია არჩინო ოჯახი, საკუთარი თავი. ჩვენთან ეს პრობლემა ხშირად იწვევს უიმედობას...

- აჯობებს, ნაკლებად ავყვეთ მჭმუნვარე განცდებს, მით უმეტეს, რომ მძიმე ვითარებაში ძალიან ხშირად იგრძნობა უფლის დახმარება. ერთ-ერთმა მოძღვარმა ქადაგებაში გვიამბო: "მარიამობის მარხვის დროს მონასტერში ვიყავით. წამოსვლისას იქ მყოფებმა ერთი მრავალშვილიანი ოჯახისთვის პროდუქტები გამოგვატანეს, - მატერიალურად უჭირთ და ზოგჯერ, თუ ვინმე გამოჩნდა ქალაქში წამსვლელი, ასე ვეხმარებითო. ჩვენც ხილი და სხვა რამ დავუმატეთ გამოტანებულს, - განაგრძო მოძღვარმა, - როცა იმ კაცთან მივედით, ატირდა - დღეს უკანასკნელი ლუკმა ვაჭამე ბავშვებს. სადილად რა მიმეცა, არ ვიცოდი. ფულიც არ მქონდა, რომ რამე მეყიდა. ახლა თქვენ გამოჩნდით და თქვენმა დახმარებამ მიშველაო. ვტირი, მაგრამ მარტო მადლიერების გამო კი არა, უფალი რომ დამეხმარა თქვენი ხელით, არამედ ჩემს სულმოკლეობაზეც ვდარდობო. რამდენჯერ გაჭირვების ჟამს შემშველებია ღმერთი და როცა არსაიდან არ ველოდი, გამოუგზავნია საზრდო, მე კი, მძიმე ჟამი რომ დამიდგება, მაშინვე ვკარგავ სასოებას და სასოწარკვეთილებაში ვვარდებიო".

სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთ? ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი; ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს. თქვენ კი უწინარეს ეძიეთ სასუფეველი და მისი სიმართლე, და ყოველივე ეს შეგემატებათ თქვენ" (მათე 6:31-34). ამ სიტყვების სიბრძნე, ჭეშმარიტება განსაკუთრებით მძაფრად სწორედ ახლანდელ ვითარებაში ჩანს და რომ არა ჩვენს გარშემო არსებული მძიმე გარემო, ალბათ კარგად ვერ შევიგრძნობდით მათ მნიშვნელობას.

ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ოჯახთა უმრავლესობა ისე ირჩენს თავს, რომ მათი წევრები ხშირად თავადაც ვერ ხვდებიან, როგორ ახერხებენ ამას. ბევრს არა აქვს სტაბილური შემოსავალი და დღეს თუ რაღაც თანხა იშოვეს, ხვალ უკვე აღარ იციან, შეძლებენ თუ არა ამას. ასე გრძელდება წლიდან წლამდე და, რა თქმა უნდა, ეს არ არის ადვილი გადასატანი. მაგრამ ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით შეიგრძნობა უფლის მზრუნველობა. როდესაც თითქოს არსად ჩანს გამოსავალი, სწორედ მაშინ მოდის დახმარება საიდანღაც. ეს, რა თქმა უნდა, უფლის წყალობის გამოვლენაა. ამან მაინც დაგვანახოს, რაოდენ ზრუნავს ღმერთი ჩვენზე, რა ხშირად გვიწვდის დახმარების ხელს! თანაც ეს წყალობა მხოლოდ ეკლესიურად მცხოვრებ ხალხზე კი არა, ყველა ჩვენგანზე ვრცელდება.

KARIBCHE- უფალი ყველას იცავს, მაგრამ მისი მფარველობა განსაკუთრებით იზრდება მასთან, ვინც ღვთისსათნოდ ცხოვრებას ცდილობს...

- თუმცა ყოველთვის ვერც ჭეშმარიტი მორწმუნენი დგანან სათანადო სიმაღლეზე. აქ თავს იჩენს ერთი ჩვენთვის მეტად საგულისხმო კანონზომიერება: ასეთ დროს ხშირად მალევე შეიგრძნობა უფლისმიერი დასჯის მომენტი - წარმოიშობა სხვადასხვა პრობლემა, გართულება. ამით უფალი თვალნათლივ გვიჩვენებს, რამდენად ვართ მასზე დამოკიდებულნი და როგორ ქრება მისი მფარველობა ჩვენი შეცოდებისას. ადამიანი ისეთი არსებაა, ვიდრე დასჯას არ იგრძნობს, მხოლოდ ცოდვათა, ვნებათა გახელებით მოტანილი ზიანი ვერაფერს ასწავლის, ვერ მიახვედრებს, რამდენად ურთულებს ყოფას არასწორი ქცევა. ამგვარ სასჯელს კი არცთუ იშვიათად სასოწარკვეთილების, უიმედობის, მწუხარების მოძალება მოჰყვება, ეკლესიურად მცხოვრებნი ზოგჯერ შიშობენ, რომ საკუთარ ჯვარს ვერ ზიდავენ, რაც უფრო ამძიმებს მდგომარეობას. იმ სახელმწიფოებში კი, სადაც სტაბილური შემოსავალი აქვთ და მყარი გარანტირებული ხელფასით შეუძლიათ დაუბრკოლებლად დაიკმაყოფილონ მოთხოვნილებები, უფლისმიერი მოწყალების გამოვლენა უფრო სუსტად იგრძნობა. იქ იმუშავებ და საზღაურით მრავალ პრობლემას გადაჭრი, ჩვენთან კი ასე არ არის და ხშირად ბევრი საკუთარი უძლურების შეგრძნებით იტანჯება... ასეთ დროს უფრო მეტად ხვდები, რამდენად ხარ ღმერთზე დამოკიდებული.

- რა საშუალებები არსებობს სასოწარკვეთილების ვნების წინააღმდეგ?

- საშუალება მრავალგვარია, მაგრამ პირველი და უმთავრესი მაინც მორჩილებაა. ამ უდიდესი სათნოებით ადამიანი უძლეველი ხდება და ეშმაკი ვერას დააკლებს. როცა ანტონი დიდმა ეშმაკის მიერ დედამიწაზე ადამიანთა დასაჭერად დახლართული ბადე იხილა, შეძრწუნებულმა შეჰღაღადა უფალს, ვინ გადაურჩება ამ განსაცდელსო. მხოლოდ მორჩილს არ შეეხება იგიო, - მიიღო პასუხად. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალი ჩვენს შესაძლებლობებზე მეტად არ გვცდის და იმ განსაცდელს გვარგუნებს, რისი გადატანაც ხელგვეწიფება.

მამა ანტონი (გარმაევი) აღნიშნავს: "ჩვენ გვეჩვენება, თითქოს ღმერთმა ზურგი შეგვაქცია, მიგვატოვა, მაგრამ შესაძლებელია კი ეს? შეუძლია კი ღმერთს თავისი საყვარელი შვილის დატოვება?" უფალი ადამიანს არასოდეს ტოვებს და თავისი დამრიგებლური მზრუნველობით მუდამ თან დაგვყვება.

როცა კაცი მორჩილებას ამჟღავნებს მწარე, ხშირად მტკივნეული სინამდვილის მიმართ, ამით იგი გზას უკეტავს უიმედო განცდებს, რომელთაც ბოროტი აღძრავს მასში.

სასოწარკვეთილების წინააღმდეგ მეტად მძლავრი საშუალებაა ლოცვა. თუმცა ხანდახან, როცა დაღლილი ხარ და უფრო მოგეჯარება შავბნელი ფიქრები, ლოცვაზე მეტად დასვენებაა მიზანშეწონილი. ასეთ დროს ლოცვამ შეიძლება უფრო გადაღალოს, გამოფიტოს კაცი. თუ დაისვენებ და შემდეგ ილოცებ, მაშინ ორივე საშუალება ერთად იმოქმედებს და ეს დიდი წინაპირობა იქნება იმისა, რომ დაცხრეს სასოწარკვეთილების შემოტევა. ზოგჯერ, მჭმუნვარე აზრების მოძალებისას, საუკეთესოა გონების გადართვა წიგნის კითხვაზე, გართობაზე, მეგობრებზე, რაიმე საქმიანობაზე. უსაქმურობისას ჩვენი ცნობიერება უფრო გახსნილია შავბნელი ფიქრებისთვის, უფრო მეტი დრო ეთმობა დაბრკოლებებზე, გაჭირვებაზე ფიქრს. ხანდახან დიდი სარგებლობა მოაქვს სულიერებით გამორჩეულ ადამიანთან შეხვედრას, საუბარს, მისგან რჩევა-დარიგებების მიღებას ან, უბრალოდ, ერთად დროის გატარებას. ასეთ დროს კაცი გახალისდება, უბრუნდება იმედი, რწმენა ღვთისა. ასეთ ადამიანებთან შეხვედრა თავისთავად გმუხტავს დადებითად, გაფიქრებინებს: თუ ისინი უძლებენ განსაცდელს, სიმშვიდით ხვდებიან სიძნელეებს, განა თავად არ ძალგიძს ეს? ე.ი. შეუძლებელი არაფერია.

სასოწარკვეთილებითი განცდების განქარვებას ხელს უწყობს წმინდანთა, გამორჩეულ ქრისტიან მოღვაწეთა ცხოვრების კითხვა. მათი ცხოვრება ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მძიმე გაჭირვებაშიც კი პიროვნული სიდიადის შენარჩუნება.

დაბოლოს, სასოწარკვეთილების ვნებასთან დაკავშირებულ ფიქრთა და განსაცდელთაგან თავის დახსნის ერთ-ერთი უმძლავრესი საშუალებაა ყოველივეს აღსარებაში თქმა, რადგან ამით ბოროტს ხელ-ფეხი ეკვეცება და სუსტდება მისი ზემოქმედება ჩვენზე.
ბეჭდვაელფოსტა
07.04. 2015
m.d
ვპასუხობ კ.წ.-ს კომენტარს. ნუ წუწუნებთ რომ გაქვთ ვალი, ნუ წუწუნებთ რომ არ გაქვთ საჭმელი და ტანსაცმელი, რადგან არსებობს უარესიც - ეს სიკვდილია საყვარელი ადამიანის. რაც გამაჩნია ყველაფერს გავიღებდი, ოღონდ ახლა ის ცოცხალი მყავდეს. მადლობა უთხარით უფალს ყოველი გათენებული დღისთვის ..........
23.11. 2014
luka
mjeroda mwamda am lamazi sityvebis,magram vfiqrob xshirad gmertic gviviwyebs
23.11. 2014
luka
am yvelafers lamazi sityvebit rom wert,gamosavasls xshirad adamiani poulobs,mapatiet uxeshad gamomdis magram zustad im dros roca sakutar vnebebs da am qveyniuri ketildgeobis daviwyebas vcdilobdi zustad mashin damemartla iseti ram ramac srula damakargvina rwmena,arasdros damviwyevi 7 gzis locva,ekesiashi yovel dge dadiodi dges kidev ar vkitxulob locvebs 5 welia eklesiashi ar vyofilvar,shemdeg uaresi da ufero uaresi bolo imedic davkarge,exla agaraferi mishvelis am drois mandzilze saertod ar migrdzvnia vinmesgan ar raimesgan rom chemtvis axmareba sul mcire mainc gaewios
28.10. 2014
კ.წ.
გამარჯობა ზემოთ ნათქვამია, რომ ბევრი ვერც კი აცნობიერებს როგორ ახერხებს, რომ თავი "როგორმე" ირჩინოს... როგორღაც არსებობს... არ აქვს სტაბილური შემოსავალი, არ იცის ხვალ რა ქნას, მაგრამ ასეთ დროს შეიგრძნობა უფლის მზრუნველობა. წლებია, სულ ვალებში ვიხრჩობი, არც საჭმლით ვარ განებივრებული (ცოტა ხმამაღლა ნათქვამი სიტყვაა), არც ტანსაცმლით და სხვა რაღა მოსატანია. არსებობისთვის და აქამდე "თავის მოტანისთვის" დამიგროვდა ვალი, 10000 ლარზე მეტი. ამ შემთხვევაში ცხოვრება ნულიდან კი არ უნდა დაიწყო, არამედ მინუსებიდან უნდა ამოხვიდე ჯერ და მერე ნულიდან გააგრძელო, თუ სასწაული მოხდა და მანამდე არ ამოგხდა სული. რამდენი წელია ერთი და იგივე მეორდება... ამას დამატებულმა სხვა "სიკეთეებმა" სასოწარკვეთილებაშიც ჩამაგდო, ნერვები გამინადგურდა და ამას აღადგენს რამე?
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat