უფალი უხილავად ეხმარება და მისი თითქოსდა გაუსაძლისი მდგომარეობა უკვე გასაძლები ხდება
უფალი უხილავად ეხმარება და მისი თითქოსდა გაუსაძლისი მდგომარეობა უკვე გასაძლები ხდება
ზოგიერთს განსაკუთრებული, მძიმე ხვედრი ერგო - სხვადასხვა ფიზიკური ნაკლოვანება, უნარშეზღუდულობა, გონებაჩამორჩენილობა, ხეიბრობა. მათ მიმართ მოთმინებისა და გულმოწყალების გამოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სულიერ ცხოვრებაში. ქრისტიანული თვალით ეს ყველაფერი უფლის მიერ გამოგზავნილ ჯვრად უნდა მივიღოთ. ჯვრის ტარება კი გულისხმობს არა მხოლოდ ამ მძიმე ხვედრის უდრტვინველად გაძლებას, არამედ მომვლელების მიერ იმის გაცნობიერებას, რომ ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება. ამ ადამიანების მოვლა-პატრონობა - მათი ჯვრის ტარებაა. განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას ოჯახის წევრებზე.

გვესაუბრება თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.

- რას ნიშნავს "მოთმინებით ვატაროთ ჩვენი ცხოვრების ჯვარი" და სულიერ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, როგორ უნდა შევხედოთ ჯვრის ტარებას?

- მთავარეპისკოპოსი ლუკა (ვოინო-იასენეცკი) წერს: "სახარებაში ვკითხულობთ: "თუ ვინმეს უნდა, რომ შემომიდგეს, უარყოს თავი თვისი, აღიღოს ჯვარი თვისი და გამომყვეს" (მარკ. 8,34). ამით უფალი ამბობს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აიღოს საკუთარი ჯვარი. ჯვარი სხვადასხვაა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული. თითოეულს ღვთის მიერ თავისი ჯვარი აქვს განკუთვნილი. მეტად მნიშვნელოვანია გავიგოთ, რას წარმოადგენს ჩვენი ჯვარი და ზუსტად ის ავიღოთ. უმრავლესობისთვის განკუთვნილია უბრალო ჯვრები, არა იმდაგვარი, როგორიც უდაბნოში მოღვაწეებს აქვთ. თითოეული ადამიანის არსებობა, მიწიერი ცხოვრება - მწუხარება, ვაება და ტანჯვაა; სწორედ ესაა ჩვენი ჯვარი. განა ცოტა ტანჯვა მოაქვს უიღბლო ქორწინებას, პროფესიის არასწორ არჩევას და ა.შ., განა ბევრი მოთმინება არ მართებს მას, ვისაც ასეთი გაჭირვება ადგას?! მძიმე ავადმყოფობები, დამცირება, ქონების დაკარგვა, მეუღლის ეჭვიანობა, ცილისწამება, ყველაფერი, რასაც ადამიანები ჩვენს მიმართ სჩადიან, განა ჩვენი ჯვარი არ არის?! ვალდებულების გამო ჯვარს ყველა ზიდავს, რომც არ სურდეს და რომც უარყოფდეს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ მორწმუნე მძიმე ჯვარს ცხოვრების ბოლომდე მორჩილებით ეზიდება და ღმერთს არ კიცხავს". ქრისტიანებს მიაჩნიათ, რომ ეს არის უფლის მიერ მათთვის გამოგზავნილი ცხოვრებისეული ჯვარი, რომლის ტარება ჩვენი ახლობლების ფიზიკური, სულიერი თუ გონებრივი ნაკლოვანებების მოთმინებით ატანაში გამოიხატება.

- უფალი ჩვენდა სასიკეთოდ უშვებს ყველაფერს, მაგრამ მაინც, ამქვეყნიური გაგებით, მეტად მძიმეა მოთმენა ისეთი განსაცდელისა, როგორიცაა ხეიბარი, გონებაჩამორჩენილი და ფიზიკური ნაკლოვანებების მქონე ახლობლების მოვლა-პატრონობა. როგორი სულიერი განწყობით უნდა მივუდგეთ ამ საკითხს?

- ისევ მთავარეპისკოპოს ლუკას დავესესხები. იგი აღნიშავს: "ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ცხოვრებისეული გზა ფართო და ვრცელი იყოს, ბალახის, ეკლებისა და ქვების გარეშე. ჩვენ გვსურს ია-ვარდით მოფენილი ცხოვრების გზა. ღმერთი კი სულ სხვა გზისკენ მოგვიწოდებს - ტანჯვის გზისკენ. თუ შევეცდებით და ამ გზაზე მთელი გულით მივმართავთ ქრისტეს, იგი შეგვეშველება, გაგვამხნევებს, გაგვაღვიძებს, დაგვამშვიდებს და მაშინ გავიგებთ პავლე მოციქულის სიტყვებს: "ვინაიდან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა მარადიულ დიდებას გვიმზადებს, მაშინ ჩვენი ხანმოკლე ცხოვრების თანამდევი ტანჯვა მსუბუქ ვაებად გადაიქცევა". სულიერი ცხოვრების საოცარი კანონია: როცა ადამიანი ცდილობს უფლისთვის სათნოდ, ეკლესიურად იცხოვროს და ცხოვრებისეული ჯვარი უდრტვინველად ატაროს, ამ შემთხვევაში უფალი უხილავად ეხმარება და მისი თითქოსდა გაუსაძლისი მდგომარეობა უკვე გასაძლები ხდება. მაგრამ თუ ადამიანი დრტვინავს, ჩივის, არაეკლესიურად უდგება ამ საკითხს, არ მონაწილეობს საეკლესიო საიდუმლოებებში და არ იღებს მადლს, რა თქმა უნდა, მას უჭირს ცხოვრებისეული ჯვრის ტარება.

- თუ სწორი სულიერ-ფსიქოლოგიური განწყობით მივუდგებით ამ პრობლემას, მაშინ იქნებ იმაზეც ღირდეს საუბარი, სულიერი თვალსაზრისით რა სიმდიდრის მომტანია ჩვენთვის დაკისრებული ამ მეტად მძიმე ცხოვრებისეული განსაცდელების მოთმენა?

- ამასთან დაკავშირებით მამა პაისი ათონელი იხსენებს: "ერთ საღამოს ტაძრის ერთ კუთხეში დავინახე მამა ხეიბრის სავარძელში მჯდომ თავის პატარასთან ერთად. მივედი მასთან, პატარას მოვეხვიე და ვაკოცე. "შენ იცი, რომ ანგელოზი ხარ? - ვკითხე მას, ხოლო მამამისს კი მივმართე: - გიხაროდეს, რადგან თქვენ ორივე სასუფეველში აღმოჩნდებით!.." სახეები სიხარულით გაუბრწყინდათ, რადგან უფლისმიერი ნუგეში იგრძნეს.

თუ ხეიბარი, - აგრძელებს მამა პაისი, - ითმენს, არ ჩივის, მაშინ იგი ძალიან დიდ საზღაურს მიიღებს, რადგან ყველა ასეთი ადამიანი თავისთვის გადადებს სულიერ დანაზოგს ზეციურ შემნახველ სალაროში, სადაც გახნილია ანგარიში: "ყრუსთვის - ყურთასმენის ნაკლოვანების, ბრმისთვის - ბრმა თვალების, კოჭლისთვის - დაზიანებული ფეხების გამო. ეს დიდი საქმეა. როგორც ომის ინვალიდები იღებენ განსაკუთრებულ პენსიას და ორდენებს, ასევე დაჯილდოვდებიან ასეთი ადამიანები. თუ ისინი არ ჩივიან, არამედ მორჩილებით ადიდებენ უფალს და ცდილობენ, უფალზე მინდობით იცხოვრონ, სამოთხეში საუკეთესო ადგილს დაიმკვიდრებენ - აღმსარებლებთან და მოწამეებთან ერთად, რომელთაც თავიანთი სხეული უფლის სიყვარულის გამო გაიღეს".

მიწიერი, ამქვეყნიური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძნელია გავითავისოთ და ჩავწვდეთ ამ ნაკლოვანებათა დათმენისადმი ქრისტიანული მიდგომის სიდიადეს, მაგრამ ერთია ჩვენი სიღრმისეული ჭვრეტის შეზღუდულობა სულიერ საკითხებში და მეორეა ის, რაც მართლაც ჩვენს გარეშე არსებობს - ღვთაებრივი სიბრძნე, რომელიც გვასწავლის, როგორ უნდა მივუდგეთ ურთულეს ცხოვრებისეულ საკითხებს. ხეიბრობა, ფიზიკური თუ სულიერი შეზღუდულობა დიდი უბედურებაა, მაგრამ ეს ყველაფერი, ამასთანავე, დიდი სულიერი სიკეთის თანხვედრიცაა, თუ ადამიანი მას სათანადო ქრისტიანული განწყობით მიუდგება. "ამიტომაც, დაე, ბრმა ზედმეტად ნუ დარდობს თავისი სიბრმავის გამო, არამედ მადლობა უთხრას უფალს, რადგან ამით იგი იცილებს ბევრ განსაცდელსა და საცთურს, რომელიც მხედველობის საშუალებით მოდის. იგი არ ერთობა საგნებისა და მოვლენებისგან მომდინარე შთაბეჭდილებებით და უფრო მეტად უღრმავდება საკუთარ შინაგან სამყაროს. ბრმა ხშირ შემთხვევაში უფრო მეტად წმენდს თავის სულიერ თვალს, იმეცნებს საკუთარ "მეს" და ჭვრეტს უფალს, ვიდრე თვალხილული; ყრუ, რომელსაც ადამიანთა ხმა არ ესმის, უფრო მეტად აყურადებს მადლის გამოძახილს, რომელიც მას სინდისისა და გულის საშუალებით სულის ხსნისკენ მოუწოდებს; კოჭლი ნუ დაიჩივლებს, რომ მას გზა აქვს გადაღობილი ბევრი ამქვეყნიური გართობისა და სიამოვნებისაკენ, არამედ დაიმშვიდოს საკუთარი თავი იმით, რომ მისთვის არ არის დახშული უფლისკენ სავალი გზა. მას ბევრ ჯანმრთელ ადამიანზე მეტად შეუძლია დაუბრკოლებელი სვლა იმ გზაზე, რომელიც უფალთან ურთიერთობას, მისგან საოცარი სიხარულის მიღებას გულისხმობს. ამასთან შედარებით კი ამქვეყნიური გასართობი არაფერია".

ასეთია ქრისტიანული ხედვა და მიდგომა ამ საკითხის მიმართ. მაგრამ ადამიანური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძნელია ამის სრულად გათავისება. მაინც უნდა ვეცადოთ, ესა თუ ის ცხოვრებისეული განსაცდელი ეკლესიური კუთხით ავხსნათ.

- ამ ადამიანების მოვლა-პატრონობაც ჩვენი სატარებელი ჯვარია და ამასთანავე ალბათ ღვთისაგან გამოგზავნილი საშუალებაც, რათა უფრო მეტად გამოვიცადოთ მოყვასისადმი სიყვარულსა და მოთმინებაში. როგორ შევხედოთ ამ საკითხს?

- მოხუცების მოვლა ძალიან დიდი ღვაწლია. ზოგიერთი, მაგალითად, წუწუნებს მოხუცი მშობლების უცნაურობის, მათი მძიმე ხასიათისა და ჭირვეულობის გამო, მაგრამ ავიწყდებათ თავიანთი ბავშვობის დროინდელი ცელქობა, სიჯიუტე, ჭირვეულობა და ა.შ. ეს არის მშობლებისთვის ვალის გადახდის ხელსაყრელი საშუალება ჩვენი ბავშვობის დროინდელი შეცდომებისა და იმ მოთმინების გამო, რომელსაც ჩვენს მიმართ იჩენდნენ. ვინც მოხუცს ღირსეულად და უდრტვინველად უვლის, იგი დიდ საზღაურს მიიღებს უფლის ხელიდან. მამა პაისი ათონელი წერს, რომ ერთ-ერთი მორჩილი შეპყრობილი იყო ბოროტი სულით. მას დააკისრეს მორჩილება: - მოევლო ექვსი მოხუცებული ბერისთვის, რომლებიც მონასტრის მოხუცებულთა თავშესაფარში იმყოფებოდნენ. მორჩილი ზურგზე წამოიკიდებდა ხოლმე სარეცხს და შორს მიჰქონდა გასარეცხად. სხვა მხრივაც შეძლებისდაგვარად უვლიდა მოხუცებს. გამოხდა ხანი და მორჩილი ბოროტი სულისგან გათავისუფლდა. ეს, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ მოხდა, რომ იგი საკუთარ თავს მოხუცებისთვის მსხვერპლად სწირავდა. ისინი კი ლოცვა-კურთხევას უგზავნიდნენ ასეთი მზრუნველობის გამო.

ჩვენც მოთმინებით, უდრტვინველად უნდა ავიტანოთ ის ჯვარი, რომელსაც უფალი გვიგზავნის. უფალი მოგვეხმარება მის ზიდვაში. ამავე დროს, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება და რადგან ასეთი ჯვარი გამოგვიგზავნა უზენაესმა, ეს ნიშნავს, რომ იგი ჩვენთვის საჭიროა და მიუხედავად დიდი სირთულეებისა, ბევრი სულიერი სიკეთის მოტანა შეუძლია.
ბეჭდვაელფოსტა
02.02. 2016
ნინო
დიდი მადლობა კარიბჭის რედაქციას,თითოეული ჩვენგანისთვის საჭირო და აუცილებელი სტატიებისთვის.
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat