"უფალო, მასწავე მე გზაი, რომელსაცა ვიდოდე"
"უფალო, მასწავე მე გზაი, რომელსაცა ვიდოდე"
ჯერ მოძღვარი იპოვეთ და მისი კურთხევის მერე თქვენს განკარგულებაში ვიქნები
გვსურს, "კარიბჭის" მკითხველს ვრცლად გავაცნოთ XX საუკუნეში მოღვაწე მონაზვნის, მამა არსენ მღვიმელის ცხოვრება. იგი გახლდათ სულიერი შვილი და თანამოსაგრე დიდი იოსებ მღვიმელისა - ათონის მთაზე ისიქაზმის ამაღორძინებლისა. მამა არსენის ცხოვრება შეადგინა მამა იოსებ დიონისელმა, რომელმაც ამ ღირსი ბერის გვერდით 18 წელი გაატარა.

სიყმაწვილის წლები.
მამა არსენი, ერისკაცობაში ანასტასი გალანაპულოსი, პონტოელი ბერძენი იყო. უჭირდათ პონტოელებს სამშობლოში ცხოვრება თურქული უღლის გამო: ან რწმენისთვის უნდა ეღალატათ, ანდა სხვა მხარეში გადასახლებულიყვნენ. როცა ანასტასი 12 წლის იყო, მათი ოჯახი სამხრეთ რუსეთში გადასახლდა.

პონტოელთა ოჯახები პატრიარქალური იყო, რამდენიმე თაობა ერთად და შეხმატკბილებულად ცხოვრობდა. შეიძლება ითქვას, რომ დიდ თუ მცირე კინოვიებს წარმოადგენდა, სადაც მოძღვრის ადგილს პაპა იკავებდა. მას განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ. ყოველ დილით ოჯახის თითოეული წევრი შინიდან გასვლის წინ, პაპასთან მიდიოდა, ხელზე ემთხვეოდა და მისგან კურთხევას იღებდა. საღამოს შინ დაბრუნებულ მამაკაცებს უმცროსი რძალი ფეხებს ჰბანდა. მამაკაცები კი ცოტა არ ჰყავდათ. მარტო ანასტასის ოჯახში "52 კოვზი ჩხარუნობდა".

ყველაზე მეგობრულ მონასტერსაც კი შეშურდებოდა ამ ოჯახის წევრთა მორჩილება, უფროსის პატივისცემა და რელიგიური ღვთისმოშიშება. მთელი წლის მძიმე მარხვებს ზედმიწევნით იცავდნენ. დიდმარხვის პირველ კვირას (როცა პირველ სამ დღეს თავს იკავებენ საკვებისგან) ორშაბათიდან შაბათამდე მარხულობდნენ. ოთხშაბათსა და პარასკევს ეზიარებოდნენ, ანტიდორსა და მცირეოდენ პურს იღებდნენ, ხოლო შაბათს ზეთიან კერძს მიირთმევდნენ.

ანასტასის პაპა მართლაც სამაგალითო ადამიანი იყო. არასოდეს ბრაზდებოდა, ყველას სიყვარულით აძლევდა რჩევას და ყოველთვის თვითონვე იყო მათი პირველი აღმსრულებელი. ბებიაც ცდილობდა, პაპის სათნოებები შვილიშვილებს დაენახათ.

ერთხელ პაპა შინ დაღლილი დაბრუნდა და სუფრას მიუჯდა. ბებიამ კერძს საგანგებოდ იმდენი მარილი დაუმატა, რომ საჭმელად უვარგისი შეიქმნა. კოვზი ჩაიდო თუ არა პირში, პაპამ გადმოაფურთხა და ითხოვა, - ჩქარა, წყალი მოიტანეთო. მერე კერძში უხვად ჩაასხა და ტრაპეზობა მშვიდად განაგრძო. ერთხელ კი ბებომ უმარილო სადილი მოამზადა, პაპამ უდრტვინველად დაუმატა მარილი და იტრაპეზა. ნასადილევს პირჯვარი გადაიწერა და ღმერთს მადლობა შესწირა ტრაპეზისთვის. ასეთ კურთხეულ გარემოში გაატარა ბავშვობა ანასტასიმ. ბერძნული ენა მან არ იცოდა, კარგად ლაპარაკობდა პონტოურად და თურქულად. სიყრმიდანვე განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობდა წმინდა ალექსი ღვთისკაცთან. ეს წმინდანიც მრავალგზის დახმარებია მძიმე სიტუაციაში.

საღმრთო სურვილი.
ანასტასის და მის უმცროს დას, პართენას, მონაზვნობის სურვილი გაუჩნდათ. ყმაწვილმა გადაწყვიტა, პალესტინაში წასულიყო და ღვთისმსახურებისთვის მიეძღვნა თავი. პონტოელებს ტადიციად ჰქონდათ, ამ სოფელში ერთი ბავშვი მაინც უნდა ჰყოლოდათ მონათლული. "თორემ იმ ქვეყანაში ქრისტე უბეში ქვას ჩაუდებსო", - ამბობდნენ. ანასტასის ეს სჯეროდა. როცა მისი ძმის, ლეონიდეს ცოლი დაფეხმძიმდა, რძალს უთხრა, - ბავშვის ნათლია მე უნდა ვიყოო. ნათლისღებისას ბიჭს ხარლამპე დაარქვეს (ორმოცი წლის შემდეგ ნათლია-ნათლული ათონის მთაზე შეხვდა ერთმანეთს და ერთად განაგრძეს ქრისტესთვის სიცოცხლე).

ყმაწვილმა მცირე ფულს მოუყარა თავი, ერთი წყვილი თეთრეული ჩაიდო გუდაში და ფეხით დაადგა კონსტანტინოპოლის გზას. იქიდან პალესტინისკენ გემს უნდა გაჰყოლოდა. ნავსადგურში ვიღაც თაღლითს გადაეყარა, რომელმაც მთელი ფული გამოართვა - გემის ბილეთს გიშოვიო და ღამის გასათევად საროსკიპოში მიიყვანა, თან "კეთილ" ქალებს სთხოვა, მასზე განსაკუთრებულად "ეზრუნათ". ძილმორეულ ანასტასის დერეფნის კუთხეში მიუჩინეს ადგილი, მაგრამ ისეთი ხმაური იდგა, ხშირად ეღვიძებოდა. გათენდა თუ არა, მადლობა გადაუხადა მასპინძლებს და გარეთ გამოვიდა. ამ დროს უცნობმა კაცმა შეაჩერა, - იქ რას აკეთებდიო. ღამის გასათევად მომიყვანესო. შვილო, ეგ ცუდი სახლია, მაგრამ შენმა ანგელოზმა დაგიფარა. ახლა წადი, მაგრამ შემდგომში ყურადღებით იყავიო. არავინ იცის, ვინ იყო ეს უცნობი. შესაძლოა, მფარველი ანგელოზი, ანდა ალექსი ღვთისკაციც იყოო, - ამბობდა მამა არსენი.

ანასტასი 1910 წელს წმინდა მიწაზე ჩავიდა, სადაც რვა წელი იცხოვრა. აქვე აღკვეცეს მონაზვნად ანატოლის სახელით. სამშობლოში მისი უმცროსი დაც მონაზვნად აღიკვეცა ევპრაქსიას სახელით და რამდენიმე წლის მერე წმინდა მიწაზე ჩამოვიდა. გაიხარა და-ძმამ ერთმანეთის ხილვით. ანატოლიმ ის ერთ-ერთ დედათა მონასტერში დაასახლა. სწორედ ამ დროს პალესტინაში სამოღვაწეოდ ერთი კაბადუკიელი ბერდიაკონი ჩამოვიდა, სახელად ბასილი, და წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში დასახლდა. ამ სავანეში შეხვდნენ ბასილი და ანატოლი ერთმანეთს. ბოლოს და ბოლოს, იპოვა ანატოლიმ ის, ვისაც ეძებდა - სულიერი ხელმძღვანელი. მამა ბასილი გაოცებული იყო ახალგაზრდის საღმრთო წყურვილით. სწორედ მისგან შეიტყო ანატოლიმ, რომ ელადაში არის ადგილი, "მთაწმინდად" წოდებული, სადაც მხოლოდ ბერები ცხოვრობენ და იქ დასახლება გადაწყვიტა. მამა ბასილმა კი დიდხანს იცხოვრა პალესტინაში. ბოლოს, ღვთის განგებულებით, კუნულ ეგინაზე დასახლდა, დიდი სქემა შეიმოსა და იერონიმე უწოდეს. მონაზონი ევპრაქსია ეგინაზე ჩავიდა და სიკვდილამდე ემსახურებოდა მოძღვარს. მართლაც ოქროპირი იყო მამა იერონიმე, სულ სხვა ძალა ჰქონდა მის დარიგებას, მონათხრობს: "ჩემს სამშობლოში შევხვდი წმინდა ადამიანებს, რომელთა დახმარებითაც პირველი ნაბიჯები გადავდგი, - ჰყვებოდა მამა იერონიმე, - ერთი მათგანი ცოლიანი იყო და შვილებიც ჰყავდა. სახლის გვერდით სამოღვაწეოდ პატარა კალივა აიშენა. უწყლოდ, უპუროდ ჩაკეტილი მკაცრად სჯიდა, თუ ვინმე მასთან უკითხავად შევიდოდა. ერისკაცი იყო და ხშირად ორი კვირით დაეყუდებოდა ხოლმე".

საკუთარ თავზეც იტყოდა მამა იერონიმე: - დღემდე ღუმლისკენ გასათბობად ხელი არ გამიწვდია და ჩემს სიცოცხლეში დედაკაცს არ შევხებივარო. ამას ხშირად იმეორებდა, რათა სულიერი შვილნი იმ ეგრეთ წოდებული "უმანკო სიყვარულისგან" დაეცვა, რომელსაც მტერი ადამიანის საცთუნებლად იყენებს. აი, ასეთი მასწავლებელი ჰყავდა ანატოლის, როცა მან პალესტინაში მოსაგრეობა დაიწყო.

მთაწმინდაზე.
1918 წელს წმინდა მიწა დატოვა და მთაწმინდაზე, სტავრონიკიტას იდიორითმულ მონასტერში დასახლდა. მალე ცხადი გახდა ახალგაზრდა მორჩილის სათნოებები. დღისით სამორჩილო საქმეებს ასრულებდა, ღამე კი ლოცვაში ათენებდა, ისე, როგორც მამა ირონიმემ ასწავლა. მალე დიდი სქემა შემოსეს და სახელად არსენი უწოდეს.

დიდი სქემის მიღების შემდეგ განმარტოებით ცხოვრებას ელტვოდა, მაგრამ იმავე დროს შიშიც ჰქონდა, იქნებ არ იყო ღვთის ნება, თავისი მონანიების ადგილი (ათონზე ეძახიან იმ სავანეს, სადაც მორჩილი მონაზვნად აღიკვეცება ხოლმე) დაეტოვებინა. მოძღვარმა ურჩია, თავისი ლოცვებისთვის ფსალმუნის სიტყვები წარემძღვარებინა: "უფალო, მასწავე მე გზაი, რომელსაცა ვიდოდე". კაცთმოყვარე ღმერთს, რომელიც აღასრულებს თავის მორჩილთა ნებას, აღარ დაუყოვნებია და მისცა პასუხი: "არსენი, დადუმდი და დაეყუდე".

მოძღვრისგან კურთხევა აიღო და ათონის მწვერვალისკენ გაეშურა, სადაც იმ დროს მრავალი ღმერთშემოსილი მამა ცხოვრობდა. მათ შორის ცისკრის ვარსკვლავივით ბრწყინავდა მამა დანიელ კატუნაკელი.

შეხვედრა. საღმრთო განგებულებით, ამ დროს სხვა ახალგაზრდამაც დატოვა სოფელი იშვიათი საღმრთო მოშურნეობით და 1920-21 წლებში გამოიკვლია მთაწმინდის მღვიმეები. სურდა ეპოვა ღმერთშემოსილი მამები და დაეცხრო საღმრთო წყურვილი.

ეს ორი ახალგაზრდა ათონის მწვერვალზე ფერისცვალების დღესასწაულზე შეხვდა ერთმანეთს. დარწმუნდნენ, რომ მართლაც ბევრი ჰქონდათ საერთო და პირობა დადეს, რომ სიცოცხლის ბოლომდე განუყრელად ყოფილიყვნენ.

არსენი უკვე მონაზონი იყო. მან ერისკაცი ფრანცისკი დიდად ნიჭიერ და ადმინისტრაციული უნარის მქონედ შეიცნო, ამიტომაც სთხოვა, "ამიერიდან შენ თვალი იქნები, მე კი ყურიო".

მწვერვალიდან მობრუნებულებმა შეიარეს მამა დანიელის ისიქასტრიონში და რჩევა ჰკითხეს. ღირსმა მამამ ახალგაზრდების წრფელი სურვილი რომ დაინახა, უთხრა: მოძებნეთ რომელიმე მამა და მას დაემორჩილეთ, ვიდრე არ გარდაიცვლება, ამით გაექცევით ეშმაკის საცთურს და მოძღვრის კურთხევასაც მიიღებთ მემკვიდრეობითო.

მამა იოსები თავის ერისკაცულ ცხოვრებას იხსენებს: "ერში ცხოვრებისას საიდუმლოდ, უმკაცრესად, სისხლის დაქცევამდე ვმოსაგრეობდი. ორ დღეში ერთხელ ვჭამდი, მეცხრე ჟამის მერე პენტელის მთებმა და მღვიმეებმა გამიცნეს როგორც ღამეული ყორანი, რომელიც ტირის და მოთქვამს, მაძიებელი ცხონებისა. გამოვცდიდი საკუთარ თავს, შევძლებდი კი ტანჯვის დათმენას, თუ მთაწმინდაზე მონაზვნად წავიდოდი. კარგად ვივარჯიშე რამდენიმე წელი და უფალს შევთხოვე, ეპატიებინა ჩემთვის ორ დღეში ერთხელ ჭამა. დავპირდი, მთაწმინდაზე რვა დღეში ერთხელ შევჭამ, ისე, როგორც ეს წმინდათა ცხოვრებაში წერია-მეთქი". ათონის მთაზე კი მან და არსენმა მღვიმეები შემოიარეს, დაეძებდნენ სულიერ წინამძღვარს, რომელიც მათ საღმრთო ჭვრეტასა და შუამავლობას ასწავლიდა.

ეახლნენ მამა კალენიკე ისიქასტს და თავის საძმოში მიღება სთხოვეს. "მისი ერთადერთი რჩევა მორჩილების ზუსტად აღსრულება იყო, - იგონებდა მამა იოსები.

- კურთხეულ იყავ, მამაო, დაე, ასე იყოს, მაგრამ გვითხარით, ჩვენ როგორ ვიღვაწოთ?

მაშინ ამ დიდმა მოსაგრემ გვითხრა:

- თუ მე გასწავლით ჩემს ხელოვნებას და მყუდროების გემოს იხილავთ, მაშინ ვინღა იმუშავებს?

- მაშ, როგორ მოვიქცეთ?

- ახლა ჩემთან მორჩილებაში იყავით, ხოლო როცა მოვკვდები, მემკვიდრეობით ჩემს ნიჭს მიიღებთ".

ახალგაზრდებმა ერთმანეთს შეხედეს. "ეს შეფარული პასუხი იყო იმისა, რომ იქიდან წავსულიყავით, - განაგრძობს მამა არსენი, - ვინაიდან მამა კალენიკე მუდმივად დაყუდებული იყო და კარს არავის უღებდა. თუ რამე დასჭირდებოდა, ცხვირსახოცს ალამივით ასწევდა და მაშინღა მიდიოდნენ მასთან მამები.

მერე კვლავ ვკითხეთ:

- მამაო, თუ ჩვენ წავალთ, მიგვიღებ ხოლმე რჩევისთვის?

- რა თქმა უნდა, ოღონდ ჯერ მოძღვარი იპოვეთ და მისი კურთხევის მერე თქვენს განკარგულებაში ვიქნები".

მამა კალენიკეც, ისევე როგორც ათონის სხვა წმინდა მამები, თვლიდა, რომ მოსაგრეობას საფუძვლად მორჩილება უნდა დაედოს, მის გარეშე სახლს ქვიშაზე ვაშენებთ, რაგინდარა მკაცრიც არ უნდა გვქონდეს ცხოვრება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.03.2022

არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვი

სინანულისა და აღსარების შესახებ

24.06.2020
ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.
28.05.2020
წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება
29.03.2017
გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან "XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე მოღვაწე რუს მამათა ცხოვრებანი". მამა ერმოლაოსმა ეს წიგნი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გამოსცა.
05.06.2014
სირიაში წარმოიშვა ასკეტური ცხოვრების უკიდურესი ფორმა მესვეტეობა, რომლის დამკვიდრებაც სვიმეონ მესვეტის სახელს უკავშირდება.
19.12.2013
არქიმანდრიტი სოფრონი
შეჯამებული სულიერი ცხოვრება
თუ დავაკვირდებით ქრისტიანის სულიერი მდგომარეობის შკალას
19.12.2013
მამა პორფირე კავსოკალიველი (ბაირაქტარისი)
მთელი დღეები მოწყენილი და ჩაფიქრებული ვიყავი. პატრონმა ეს შეამჩნია, მოვიდა და მკითხა:
05.12.2013
მდუმარება ის საცავია, სადაც ოქრო იბადება... ვისაც იგი არ მოუხვეჭავს, არ იცის ლოცვა, საკუთარ სულთან ურთიერთობა და ღმერთთან საუბარი...
05.12.2013
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი XIV
მორჩილება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat