გონიერ ლოცვას წიგნებით ვერ დაეუფლები
გონიერ ლოცვას წიგნებით ვერ დაეუფლები
მორჩილება აუცილებელი პირობაა ნებისმიერი წარმატებისთვის
განმარტოებისა და უფალთან საუბრის მოყვარულთ ვუძღვნით მამა კალენიკეს ცხოვრებას.
მამა კალენიკე, ერისკაცობაში კონსტანტინე თიასპრისი, 1853 წელს დაიბადა ათენში. იგი სიყრმიდანვე ერთგული შვილი იყო დედაეკლესიისა, არასოდეს გააცდენდა ღვთისმსახურებას, უყვარდა სასულიერო წიგნების კითხვა. მაგრამ მის სულს უფრო ამაღლებული, უფრო აღმატებული ცხოვრება უნდოდა. იმ ხანებში გაიცნო ერთი კაცი, რომელიც მას ათონზე, იქაურ მამებზე უყვებოდა და ყმაწვილიც ფიქრებით ათონს მიეჯაჭვა, სწამდა, რომ იქ აღივსებდა ნაკლულ სულს...

1875 წლის ერთ დღეს კონსტანტინე ნავსადგურში დახეტიალობდა. გადაწყვეტილი ჰქონდა ათონზე წასვლა და გულში ევედრებოდა უფალს, - თუ შენი ნებაა, რომ სამოღვაწეოდ ათონის მთაზე წავიდე, მაშინ ნავი მაჩვენე, რომელიც იქ მიმიყვანსო. ღვთის წყალობით ასეთი ნავი მართლაც იპოვა. ათონამდე რამდენიმე დღე უნდა ეცურათ. ნავის კუთხეში მიმჯდარი ფიქრობდა ნათესავებზე - ალბათ როგორ დარდობენ ჩემს გაუჩინარებასო. დარდი შემოაწვა, მაგრამ როგორც კი თვალი მოჰკრა ათონის მწვერვალს, სოფელზე ფიქრი მოშორდა და სული სიმშვიდით, სიხარულით აევსო. რამდენიმე დღე ივერონში იცხოვრა, მაგრამ სული ისიქაზმს ეძებდა. თუ ისიქასტური ცხოვრება გინდა, მაშინ კატუნაკის უდაბნოში უნდა წახვიდეო, - უთხრეს. "კატუნაკი ველური, კლდოვანი ადგილია ათონის სამხრეთით. მეზობელ სკიტებთან ერთად, კავსოკალივის, წმინდა ბასილის, მცირე წმინდა ანას, კარულისა და ვიგლას ჩათვლით (რომელიც ათონის ნახევარკუნძულის ბოლო შვერილია ეგეოსის ზღვაში) ქმნის მთაწმინდის ყველაზე წმინდა ნაწილს. თუ მთაწმინდას ტაძრად წარმოვიდგენთ, ეს მხარე იქნებოდა მისი წმინდა საკურთხეველი", - ბრძანებს არქიმანდრიტი ქერუბიმი.

განდეგილობის მოსურნე ახალგაზრდამ მოძღვარიც შესაფერისი იპოვა - მღვდელმონაზონი დანიელი. მამა დანიელი ადრე გრიგორიატის მონასტრის იღუმენი იყო, მაგრამ მერე განდეგილობა ისურვა და კატუნაკის უდაბნოში შესწირავდა ღმერთს ქების მსხვერპლს. ახალგაზრდა კონსტანტინე შეუდგა ამ ღვთივ გამორჩეული ისიქასტის კვალს. მოძღვარი ფრთხილად შეხვდა ახალგაზრდას, რომელსაც განსწავლულობა და ერისკაცული კარგი მანერები ეტყობოდა. კონსტანტინე დაჟინებით სთხოვდა მიღებას - გამომცადე, მამაო, თუ არ გამოვდგები, გამაგდეო. ბოლოს დაითანხმა.

კატუნაკის უდაბნო იმ პერიოდში მოფენილი იყო უდაბნოს შროშანებით - ღირსი მამებით, რომლებიც აქ განმარტოებით იღვწოდნენ და განთქმული იყვნენ თავიანთი სათნოებებით: დანიელი, გერასიმე, ეგნატე. ამ სულიერ გარემოში ყველა პირობა იყო კონსტანტინესთანა მორჩილის წარმატებისთვის. მამა დანიელთან დღეში ერთხელ ტრაპეზობდნენ. ზეთიანს მხოლოდ შაბათ-კვირას და დღესასწაულისას იღებდნენ. ღამის უმეტესი ნაწილი ლოცულობდნენ, ცოტა ეძინათ, მთელი დღე შრომობდნენ. არც ყველს სჭამდნენ, არც რძეს და არც კვერცხს. აღდგომასაც მხოლოდ ერთი წითელი კვერცხი მიჰქონდათ, დღესასწაულის პატივად იმასაც შორიდან უყურებდნენ და ინახავდნენ. "კურთხეულ იყოს ამგვარი ცხოვრება, მამაო", - ამბობდა კონსტანტინე, მაგრამ ერთი რამ კი ძალზე გაუჭირდა - მამა დანიელის საძმო ტანს საერთოდ არ იბანდა, მაგრამ ესეც დაითმინა.

გავიდა რამდენიმე წელიწადი, კონსტანტინე მამა კალენიკე გახდა. ერთხელ მამა დანიელმა ერთ ბერს სააღდგომო ტრაპეზისთვის ყველის შოვნა დაავალა. "მამაო, რას ამბობ? ყველი - უდაბნოში? ვის გაუგია ასეთი რამ?" - განცვიფრდა კალენიკე. გავიდა ორი თუ სამი წელი და დიდმარხვით ღონემიხდილმა კალენიკემ ინატრა: "მამაო, სააღდგომოდ რა საოცარი იქნებოდა, ცოტა ყველი რომ გვქონოდა". მამა დანიელს გაეღიმა და კალენიკეს თავისივე ნათქვამი შეუბრუნა: "რას ამბობ, შვილო? ყველი უდაბნოში? ასეთი რამე ვის გაუგია!"

კარგია, როცა მამა დანიელისთანა მოძღვარი გყავს. იგი მორჩილს კალივის დატოვების ნებას არ აძლევდა, გონება რომ არ გაფანტვოდა მარხვით, ლოცვით და ეშმასთან ბრძოლით ისედაც დაღლილს. კალენიკეც თავს არ ზოგავდა, საათობით იდგა ღამის ლოცვაზე და ბოროტს არ უთმობდა.

როგორც ბევრი მეუდაბნოე, მამა დანიელი ხეზე კვეთდა. კალენიკეც დაოსტატდა ამ საქმეში. XIV საუკუნეში გრიგოლ სინელის მიერ ათონზე ანთებული ისიქაზმის ცეცხლი თაობიდან თაობას გადაეცემოდა. კალენიკეც ღირსი გახდა ამ უძვირფასესი მემკვიდრეობისა. უპირველესად საკუთარი სულის ყოველი კუთხე-კუნჭული მოაწესრიგა. მერე კი ღვთის ტაძრად ქცეულ თავის სულში საოცარი სიხარული იხილა! მის წინ საოცარი ნათელი, თაბორის და აღდგომის ნათელი გადაიშალა.

მამა დანიელი 1881 წელს გარდაიცვალა და ღირსი გერასიმეს ისიქასტთა კალივის მოძღვარი მამა კალენიკე გახდა. მისთვის უმნიშვნელოვანესი საქმე გახლდათ სულიერი მამისეული სწავლების დამარხვა და ზრუნვა სულიერი ცხოვრებისთვის, მარხვა, ლოცვა, მდუმარება, გონების სიფხიზლე. კალენიკე ყველა ღონეს ხმარობდა, მამა დანიელის ღირსეული შვილი ყოფილიყო და, როგორც ამბობენ, მასზე მკაცრიც კი იყოო.

უყვარდა წმინდა მამათა ნაწერებში ჩაღრმავება, კითხულობდა და ჰბაძავდა ისიქასტ მამათა ცხოვრებას და შესაბამისად, მათსავით სულიერ ნაყოფს იხმევდა. უყვარდა განმარტოება, როცა თავისუფლად შეეძლო ღმერთზე ფიქრი. მაგრამ ზოგჯერ საჭირო იყო დაფნაში წასვლა. მყუდროება რომ არ დარღვეოდა, ამხელა გზას ფეხით მიუყვებოდა. მისთვის გზის სირთულეს მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი იყო დამტკბარიყო განმარტოებით.

მამა კალენიკეს საძმო ზეთს ერთნაირი მინიმალური რაოდენობისას იღებდა. მათი კელიის გვერდით ვაზი იდგა, რომელსაც ყოველ წელს ათამდე მტევანი გამოჰქონდა, მაგრამ არც ის და არც მისი შვილები ამ მტევნების კუფხალსაც კი არ ჭამდნენ. თვითონ არასოდეს სვამდა ყავას, სულიერ შვილებს კი ეუბნებოდა: "თუ გამხნევება გინდათ, სჯობს, წახვიდეთ და გამოიძინოთო. მამა კალენიკე გულმოდგინედ იცავდა დაუბანლობის წესს. ერთხელ ღამით ჩაეძინა და ნავთის ლამპა ანთებული დარჩა. აბოლდა და იქაურობა გააშავა. დილით სულიერმა შვილებმა მოძღვარი ვეღარ იცნეს. მამა კალენიკემ დასაბანად წყალი არ მოატანინა, უთხრა: "ნუ შეწუხდებით, მერე ოფლითა და ცრემლებით ყველაფერი ჩამოიბანებაო". მიუხედავად გარეგნული სიმკაცრისა, საოცრად კეთილი და თავმდაბალი იყო. გაურბოდა დიდებისმოყვარეობას, სურათსაც არ იღებდა, ამიტომაც მამა კალენიკეს მხოლოდ ერთი სურათია შემორჩენილი, ისიც მის უნებართვოდ გადაღებული. მდუმარე, სიტყვაძუნწი როცა ეზიარებოდა, იმ დღეს კელიაში ჩაიკეტებოდა და ბრძანებდა, საღამომდე არ შემაწუხოთო.

თავისი მოძღვრის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ მამა კალენიკემ დაყუდება გადაწყვიტა. მეზობელი მამებისთვის თუ რამეს შეტყობინება უნდოდა, ქსოვილშებმულ ჭოკს აღმართავდა. 45 წელი თავი კატუნაკის ერთ პატარა სენაკში დაიმარხა, აიკრძალა ყველანაირი გასეირნება და ადამიანებთან საუბარი, ხეზეც უკვე აღარ კვეთდა და ერთიანად ღვთის ჭვრეტას იყო მიცემული. მოძღვარი რომ თავისი ლოცვითი ღვაწლისას უზრუნველი ყოფილიყო, ამისთვის იღვწოდა მამა კალენიკეს ორი საკვირველი სულიერი შვილი - ნეოფიტე და დანიელი. ისინი მთელი დღე შრომობდნენ, იღებდნენ სტუმრებს, საღამოს კი, როცა ღონემიხდილებს მიეძინებოდათ, იქვე სამოც მეტრში მათი სულიერი მამა აღავლენდა ლოცვას. შუაღამისას კი, როცა ტიპიკონის მიხედვით მორჩილები იწყებდნენ ლოცვას, მამა კალენიკე რამდენიმე საათს ისვენებდა. წმინდა გერასიმეს ტაძარში კვირაში ერთხელ, ზიარებისას მიდიოდა. ხანდახან სულიერი შვილები დაუმზადებდნენ შეშას და მოძღვარი მდუმარედ თავისთვის იკეთებდა სადილს, ბრინჯს ხარშავდა, განმარტოებით ტრაპეზობდა.

დღეში ორ საათს თავის სულიერ შვილებს უთმობდა და უზიარებდა იმ საუნჯეს, დაყუდებისას რომ მოეპოვებინა. საუბარი მხოლოდ სულიერ საკითხებს ეხებოდა. წარსულს სიტყვითაც არ იხსენებდა. "ჩვენ არ ვიცოდით, ვინ იყო ის წარსულში, - იგონებს მოგვიანებით მისი სულიერი შვილი, - რა ერქვა მშობლებს, და-ძმებს. წარსულიდან არასოდეს არაფერს გაიხსენებდა".

მრავალს უნდოდა მისი სულიერი შვილობა, ბევრი მოდიოდა, მაგრამ მათგან რამდენიმე თუ დარჩა. ერთ მის მორჩილს სამორჩილო საქმეების კეთება არ ეხალისებოდა. მამაო, ამას როგორ დაითმენო, - ჰკითხა მომლოცველმა. "ორი ტომარა მაქვს, ერთში ფქვილი მიყრია, მეორეში ქატო. მორჩილებს ფქვილს ვაძლევ, მაგას კი ქატოსო". ეს იმ ბერმა გაიგონა და გამოსწორების სურვილი გაუჩნდა, "ქატოს ნაცვლად ფქვილი რომ მიეღო".

მამა კალენიკემ სულიერი განსჯის მადლი მიიღო და მასთან მრავალნი მიდიოდნენ რჩევისთვის - რუსები, ბერძნები, ბერები, ერისკაცები - სულიერი განძის მქონე მოძღვრები ანდამატივით იზიდავენ ყველა გაჭირვებულს. ვინმე ბერს ვნებები და განსაცდელები მოსწყლავდა. შვებისთვის მამა კალენიკეს მიმართა. შვილო, - უთხრა მას მოძღვარმა, - ეს ვედრო წყლით აავსე, მერე კი ტალახი ჩაყარე და აურიეო. ბერი ასეც მოიქცა. "აბა შიგნით რას ხედავ?" - ჰკითხა ბერს მამა კალენიკემ. "ვერაფერს, მამაო, წყალი ამღვრეულია". მამა კალენიკემ სხვა თემაზე განაგრძო საუბარი, ცოტა ხნის შემდეგ წყალი შეამოწმებინა: "ახლა დაიწყო დაწმენდა", - უთხრა ბერმა. მოძღვარმა ერთხანს კიდევ ისაუბრა და - წყალი ნახეო, შეახსენა. "მამაო, წყალი სრულად დაწმენდილია და ფსკერზე აშკარად ვხედავ პატარა ქვის კენჭებს". "ასეთი რამ დაგემართა შენც, - უთხრა მოძღვარმა, - შენი სული ახლა მღვრიე წყალივითა, მაგრამ გულს ნუ გაიტეხ, მოითმინე. ორი-სამი თვის შემდეგ ყველაფერი ჩაცხრება და დაინახავ, რომ სწორად და ნათლად დაიწყებ ფიქრსო".

ათონის მთის მცველი ერთ-ერთი პოლიციელი დაბრკოლდა მთაწმინდაზე მყოფ ადამიანთა ქმედებით და ეს მამა კალენიკეს შესჩივლა: "საყვარელო ჩემო მამაო, სათნოებები თეთრეული კი არ არის, დაფნაში ყველას დასანახად გასაშრობად რომ გამოფენენ. შენ ასეთი სამსახური გაქვს. მარტო თვალყური კი არ უნდა ადევნო ბოროტებას და უწესობას, არამედ აღმოაჩინო და ამხილო, მაშინაც კი, როცა მას ვერავინ ხედავს. შენ აქ სათნოებათა საპოვნელად კი არ გამოგგზავნეს, არამედ ბოროტების აღმოსაფხვრელად. შენ შენი დავალება დაივიწყე და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანე, ამიტომაც ხარ შფოთსა და სასოწარკვეთაში. გახსოვდეს, რომ სათნოება დაფარულია, საიდუმლოდ ამოიზრდება გულის სამალავში", - უთხრა მოძღვარმა.

მრავალგზის უნახავთ მამა კალენიკე ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინებული და შიში დასცემიათ. ერთხელ, გონიერი ლოცვისას, ზეცამდე ამაღლებულს კელიის კარზე ვიღაცამ დაუკაკუნა. მამა კალენიკემ პატარა ფანჯარა გამოაღო და ჰკითხა: "რა გინდა, დალოცვილო, რატომ მომიხმე?! ნეტავ იცოდე, ახლა სად ვიყავი და როგორ ნათელს ვხედავდიო". ერთხელ მცირე ანას სკიტიდან მამა გრიგოლი ეწვია მამა იოაკიმესთან ერთად. იმ დღეს მამა კალენიკე კელიიდან არ გამოსულა, არც მეორე დღეს, მესამე დღეს, შუადღისას მიიხმო ისინი თავისთან. "მამა იოაკიმე, დაინახე, როგორი ნათელი გამოდიოდა მამა კალენიკეს სახლიდან? როგორ ბრწყინავდა! იფიქრებდი, მოსე ვიხილეთ სინას მთიდან ჩამოსულიო. როგორი ბრწყინვალება, როგორი ღვთაებრივი ნათელი იყო", - ამბობდა აღტაცებული წმინდა მამა გრიგოლი.

მამა კალენიკე მასწავლებელი იყო გონიერი ლოცვისა, მაგრამ ამ საიდუმლოს არ უმჟღავნებდა იმ ბერებს, ვინც სათანადოდ არ იყვნენ მომზადებულნი, ანუ არ იყვნენ მორჩილებაში აღზრდილნი და ვნებები არ ჰქონდათ მოკვეთილი. ამბობდა: - გონიერი ლოცვისთვის აუცილებელია სრული სიმშვიდე და დავიწყება მიწიერ საქმეთა. შეუძლებელია ერში გონიერ ლოცვას მიეცე. იესოს ლოცვა ყველას შეუძლია იმეოროს, ოღონდ სიტყვიერად. ხოლო სხვაა გონიერი ლოცვა. პირველი თუ დაწყებითი სკოლაა, მეორე - უნივერსიტეტია. გონიერ ლოცვას წიგნებით ვერ დაეუფლები. მოძღვარი მართალი და გამოცდილი უნდა იყოს, მოწაფემ კი მას თავი უნდა მიანდოსო.

ერთხელ მამა კალენიკეს ბრმა ბერი, მამა ლეონტი ეწვია. რამდენიმე საათს ისაუბრეს, რა თქმა უნდა, გონიერ ლოცვაზე. მამა კალენიკეს სულიერმა შვილმა მამა ლეონტის ათონური ნუგეშისცემა - ყავა, წყალი და ყურძენი შემოუტანა. მამა ლეონტიმ გაბედა და ჰკითხა: "მამაო, მას რატომ არ ასწავლი გონიერ ლოცვას?" მამა კალენიკემ გაიღიმა და უთხრა: "მამა ლეონტი, მე რომ მაგისთვის გონიერი ლოცვა მესწავლებინა, ახლა ყავას ვინღა მოგვიტანდა? მან ჯერ მორჩილებაში უნდა დაამდაბლოს თავისი ნება, მერე კი დადგება ჟამი გონიერი ლოცვის სწავლისა. მორჩილება აუცილებელი პირობაა ნებისმიერი წარმატებისთვის".

სიკვდილის წინ რამდენიმე თვე იავადმყოფა მამა კალენიკემ. მისი მიწიერი ცხოვრების ბოლო საათები მართლაც წმინდა, სულიერად აღტაცებული იყო. ყველა ხვდებოდა მისი აღსასრულის მოახლოებას. უეცრად მამა კალენიკემ მის შესახვედრად გამზადებული წმინდა მამათა დასი იხილა და აღელვებულმა სულიერ შვილს მიმართა: "წადი, შვილო, ტაძარი მოამზადე, წმინდა მამები მოვიდნენო". გამოუთქმელი იყო მისი სიხარული - მამებმა, რომლებიც ასე უყვარდა და ვისი მაგალითითაც ცხოვრობდა, სიკვდილის წინ არ მიატოვეს. ნეტარ აღსასრულამდე ათი წუთით ადრე აღაპყრო ხელნი და წარმოთქვა: "უფალო, ჩემს სიცოცხლეში კარგი არაფერი მიქნია, მაგრამ გმადლობ, რომ მართლმადიდებლად აღვესრულებიო". თვალები დახუჭა, წმინდა ისიქასტმა-განდეგილმა დატოვა სხეული და სული მისი გადასახლდა ღვთის სამყოფელში. ეს მოხდა 1930 წლის 7 აგვისტოს (ძველი სტილით).

რამდენიმე წლის შემდეგ, მის ნაწილთა მოპოვებისას, მამებმა ნახეს, რომ მამა კალენიკეს ძვლებს ათონელ წმინდანთათვის დამახასიათებელი მოყვითალო შეფერილობა ჰქონდა.
ბეჭდვაელფოსტა
07.05. 2015
imeda buxrashvili
misi locva shegvecios kvela martlmadidebels da kvela morcmunes
სხვა სიახლეები
16.03.2022

არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვი

სინანულისა და აღსარების შესახებ

24.06.2020
ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.
28.05.2020
წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება
29.03.2017
გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან "XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე მოღვაწე რუს მამათა ცხოვრებანი". მამა ერმოლაოსმა ეს წიგნი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გამოსცა.
05.06.2014
სირიაში წარმოიშვა ასკეტური ცხოვრების უკიდურესი ფორმა მესვეტეობა, რომლის დამკვიდრებაც სვიმეონ მესვეტის სახელს უკავშირდება.
19.12.2013
არქიმანდრიტი სოფრონი
შეჯამებული სულიერი ცხოვრება
თუ დავაკვირდებით ქრისტიანის სულიერი მდგომარეობის შკალას
19.12.2013
მამა პორფირე კავსოკალიველი (ბაირაქტარისი)
მთელი დღეები მოწყენილი და ჩაფიქრებული ვიყავი. პატრონმა ეს შეამჩნია, მოვიდა და მკითხა:
05.12.2013
მდუმარება ის საცავია, სადაც ოქრო იბადება... ვისაც იგი არ მოუხვეჭავს, არ იცის ლოცვა, საკუთარ სულთან ურთიერთობა და ღმერთთან საუბარი...
05.12.2013
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი XIV
მორჩილება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat