"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
არქიმანდრიტი სოფრონი
კურთხევაა, იცოდე გზა
უკვე რამდენჯერმე შევეცადე ჩემი გამოცდილება იმის შესახებ გამომეთქვა , რომ შემოქმედის წინაშე ჩვენი ტოტალური აღსარების პროცესში, "ღმერთის ხატებამ" - ადამიანმა, ქმნილი არსებისათვის დაძლევადი ყველა სახის სულიერი გამოცდა უნდა გაიაროს. ის, რომ კაცი ღმერთის "ხატება და მსგავსებაა", აშკარად გვეუბნება, რომ ყოველ ადამიანშია განღმრთობის შესაძლებლობა. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ცოდვა დაიძლევა (ცოდვით დამძიმებულის განღმრთობა სრული შეუსაბამობა იქნებოდა, - რ. ჩ.). რა თქმა უნდა, ამ სირთულეს ადამიანი მხოლოდ თავისი ძალებით ვერ მოაგვარებს. ეს გამარჯვება მხოლოდ ქრისტეს რწმენით შეიძლება იქნეს მოპოვებული: "რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელსა და ესე არს ძლევაი, რომლითა სძლევს სოფელსა სარწმუნოებაი ჩუენი. რაი არს, რომლითა სძლევს სოფელსა, არამედ რომელსა ჰრწმენეს, ვითარმედ იესუ არს ძე ღმრთისაი?" (1 იოან. 5:4-5) აი, ასე! და კიდევ, უფალი ბრძანებს: "ამას გეტყოდე თქუენ, რაითა ჩემ თანა მშუიდობაი გაქუნდეს. სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (იოან. 16:33). ამ ძლევაში არა მხოლოდ ყველაფერი ხილული, არამედ გონით მისაწვდომიც იგულისხმება. იობის წიგნში ვკითხულობთ: "და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: ვინა მოხუალ შენ? მიუგო ეშმაკმან მან და ჰრქუა: მომივლიეს ყოველი ქუეყანაი და განმივლიეს ცასა ქუეშე და აწ აქა ვარ" (იობ. 1:7). წმინდა წერილში ცა ხშირად ღვთაებრივ სივრცეს გულისხმობს, ხოლო ცის ქვეშეთში - (ეფ. 6:12) ქმნილი სამყარო იგულისხმება... არც დედამიწაზე და არც კოსმოსში არ არის ისეთი ადგილი, სადაც შეუძლებელია ეშმაკს არ გადაეყარო. და თუ ეს უკანასკნელი, არა მხოლოდ ჩვენს სამყაროს, არამედ მთელ დანარჩენ სივრცეებსაც, როგორც "მთავარი იგი ამის სოფლისაი" (იოან 12:31) აკონტროლებს, მაშინ სადაც არ უნდა მოვხვდეთ ყოფიერად თუ სულიერად, ის მაინც მოვა ჩვენს საცდუნებლად. ღირსმა ბერდიდმა სილუანემ ამ საკითხზე საუბრისას ბრძანა: "გონი გონებით იპოვება... ჩვენი გონი - მტრის გონებასაა აყოლილი". ქრისტესაც კი, როდესაც იგი უდაბნოში იმყოფებოდა, ეშმაკი საცდუნებლად მიუხდა (მათ. 4:1-11; ლუკ. 4:4-14). მაგრამ აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ გეთსიმანიაში წმინდა ლოცვის წინ უფალმა თავის მოწაფეებს უთხრა: "მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისა? და ჩემ თანა პოოს არარაი" (იოან. 14:30). და აი, რისი თქმა მინდა: ღმერთისკენ ამაღლების პროცესში, მტერი ყველა დონეზე ჩვენი მდევნელი და მაცდუნებელია. როდესაც ჩვენს არსებაში ნებისმიერი სახის დაავადება შემოიჭრება ან ჩვეულებრივი სიამაყე დაგვეუფლება, ის შანსს არ ტოვებს და ყოველ ასეთ შემთხვევას ღმერთისგან ჩვენი ჩამოშორებისათვის იყენებს.

რომ არ ჩამოვთვალო ცდუნებისა და წამების ყველა ის ფორმა (რისი ჩამოთვლაც პრაქტიკულად შეუძლებელია), რაც ქრისტეს მოსაგრეს შეიძლება შეხვდეს, ღირსი ბერი სილუანეს შესახებ ჩემ მიერ დაწერილი წიგნიდან ფრაგმენტებს გავიხსენებ და ძრწოლვით მოვიყვანთ "მტრის გონთან" ბრძოლის მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდს: "ადამიანისათვის ღმერთთან ყოფნა ყოველთვის ადვილი არ არის. როდესაც ცოდვების გამო ადამიანს მადლი წაერთმევა (ეს მდგომარეობა, შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს), ადამიანს ღმერთი შეიძლება დაუნდობელ მტანჯველად მოეჩვენოს. ამის შემდეგ, როდესაც მიუხედავად უკიდურესად დიდი ღვაწლისა, ადამიანი ღვთის წყალობას ვეღარ ღებულობს, ისე ძლიერად იტანჯება, რომ ცხოვრებაზე უარის თქმაც კი უნდება...

რა არის მისი ტანჯვის მიზეზი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილი არ არის.

ღმერთის შეგრძნებისა და ყოფიერების მისსავ ნათელში დანახვის შემდეგ, ადამიანის სამშვინველი ამქვეყნიურობაში ვეღარც სიმშვიდეს და ვეღარც კმაყოფილებას ვეღარ გრძნობს, მას ინტერესი არაფრის მიმართ აღარ გააჩნია და გარშემო ყველაფერს უღმერთოდ ხედავს. ყველაფერი, რაც ადამიანის პიროვნულმა სულმა, როგორც ბოროტება და სიბნელე შეიცნო, მას რაღაც დემონური ძალით ეუფლება; გრძნობათა მტკივანი ღელვა დროდადრო ბოლო წერტილსაც კი უახლოვდება; ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, თითქოს ღმერთმა მას ზურგი შეაქცია და მის მუდარას ყურს არ უგდებს. ადამიანი გრძნობს თავის სრულ უსუსურობას და ღმერთს უხმობს ბნელ უფსკრულში ჩაკიდებული, მისი მცდელობა უშედეგოა. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ეს ტანჯვა და ტანჯვის ამოძახილი ღმერთს არ ეხება... მაგრამ ამის შემდეგ ღმერთის სამართლის შეგრძნება იწყება, თუმცა ტკივილი მაინც არ ნელდება. უღმერთობის სასიკვდილო საბურველით შემოსილის ძახილს ღმერთი წარმოდგენაში კი არა, სინამდვილეში არ უსმენს - გაუსაძლისი ტანჯვა აღარ მთავრდება. (ასეთი უღმერთობით დამძიმებულ დღეებს მტერი უდავოდ გამოიყენებს). ჩნდება შეკითხვა: რისთვის ხდება ეს ყველაფერი?...

ასეთ ძალვასა და მტეხიარებაში ადამიანის პიროვნულ სულს არ შეუძლია ღვთის მადლი, მისდამი ღმერთის ნდობა, სიწმინდესთან მიახლოვება და ღვთაებრივ ყოფაში ჩართვის პროცესი დაინახოს. სამშვინველმა მხოლოდ ერთი იცის: ღმერთმა ის მას შემდეგ მიატოვა, რაც მან ღვთაებრივი ნათელი იხილა, და ისიც იცის, რომ ამის შემდეგ მისი ტკივილი და ტანჯვა უზომოდ გაიზარდა. და როდესაც ღონემიხდილი, გულმოწყალე ღმერთს ვერ ხედავს, მას ისეთი აზრები და გრძნობები ეუფლება, რომელთა გამოც დუმილი გვმართებს".

აი, ახლა ჩემ წინაშე ჩემი ნამოღვაწარია და კითხვა მიჩნდება: მივენდო ჩემი თანამედროვეების მოწიფულობას და მათთან, როგორც ჭეშმარიტად ღვთის მაძიებლებთან ვისაუბრო, თუ მათი ჩვილობა გავითვალისწინო? მე მინდა ვთხოვო ყველას, ვინც ამ ფურცლებს გაეცნობა, ჩემთვის ილოცოს, რათა სიკეთის ნაცვლად უნებურად ვინმეს ზიანი არ მივაყენო.

ასეთ მძიმე წუთებში მტერი ადამიანში ღმერთის წინააღმდეგ ამბოხის სურვილს აღძრავს. მას - მტერს, ჩვენი მოდგმის დაცემის დღიდან ძალა შესწევს ყოველი ჩვენგანის სულის სიღრმეს ჩაწვდეს და სამყაროს ყველა ტკივილის გამო იქ დაიწყოს უფლის მტყუნება და შეწამება, მთავარ არგუმენტად კი იმას იყენებს, რომ უფალია ამ სამყაროს შემომქმედი. ადამიანური გაუგებრობა ბორკილებად გადაიქცევა და როგორც გულს, ისე გონებას, შფოთი ეუფლება. მაცდური ცდილობს ადამიანი უკიდურესობებისკენ მიმართოს: ყველაფერი ღვთის წინააღმდეგ აკეთებინოს.

აქ შევჩერდეთ. ზოგიერთი მტრული ქმედება ლორწოვან გარსზე მჟავის მოქმედებას მოგვაგონებს, სხვები - გამჭოლ, ცივ ან ცხელ ქარებს ემსგავსებიან; დროდადრო, ყოველგვარი ქარებისაგან დაცულობას ვგრძნობთ და მფრინავ ღრუბლებს ჩვენი საფარიდან შევცქერით. ეს გვაიმედებს, რადგან ქარი ძლიერია, მაგრამ ვერ გვწვდება, ჩაიქროლებს და გადაივლის ძლიერი ქარი. ჩვენ ასეთ შემთხვევაში, როგორც ატმოსფეროში მოძრავი ჩვენი აზრების თავისუფალი დამკვირვებლები საკუთარ თავს ისე შევიგრძნობთ; მოძრავი აზრები ჩვენ არ გვერჩიან. ეს შეგრძნები მათ ეუფლება ვინც მოახლოვებული, ღვთაებრივი მარცვლებით გაჯერებული მადლის ძალას შეიგრძნობს. დანარჩენები იმ პროფანებს ემსგავსებიან, რომლებიც საგამოფენო დარბაზში ან მუზეუმში იმყოფებიან და ვერ გაუგიათ, რომელი ნაწარმოები რა შინაარსის მატარებელია. ხშირად ისინი ყველაზე უვარგისს ირჩევენ.

"ჩვენი ბრძოლა უფროსობის, ძალაუფლების, ამ საუკუნის ბნელეთის მმართველების და ამქვეყნიური ბოროტი სულების წინააღმდეგაა მიმართული" (შეად. "რამეთუ არა არს ბრძოლა? ჩუენი სისხლითა მიმართ და ხორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროისათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე" (ეფეს. 6:12)). ცის ქვეშეთის ყველა ეს ბოროტი ძალა უტევს და თავს ესხმის აღსარებით მოლბობილ გულებს და არ ასვენებს ღმერთზე მოფიქრალთ. ეს ბოროტი სულები ჩვენში შემოდიან და იქ ისე მოქმედებენ, რომ მტრის მიერ ჩვენში შემოტანილი გრძნობა და აზრი ჩვენი გვგონია. დაცემის შემდეგ მართლაც არის ჩვენში დემონურთან შეხამებული შეგრძნებები. აღსარებას კი ისეთი ძალა აქვს, რომ ჩვენს სულს ხანდახან ამქვეყნიურობიდან გონებრივ უსასრულობაში გადაანაცვლებს, "იქ" საკუთარ სიშიშვლესთან და სიწრფელესთან მარტო ვრჩებით და ჩვენი დაცემისა და ღმერთის მარადიულობის შესახებ ნამდვილ ცოდნას უსიტყვოდ ვიღებთ.

ქრისტიანული ეკლესიის ყოფილ მდევნელს და მორწმუნეთა მკვლელობების მონაწილე პავლეს, რა თქმა უნდა, ბევრი ჰქონდა აღსარებაში მოსაგონარი. მიმაჩნია, რომ არ იქნება უპასუხისმგებლობა თუ ვიტყვი, რომ ფარისევლობიდან მისი გასვლის ან ექსტაზის წყაროს სასოწარკვეთილი აღსარება წარმოადგენდა. ამ მოვლენის შესახებ მოციქული თავად ასე წერს: "ვიცი კაცი ქრისტეს მიერ უწინარეს ათოთხმეტისა წლისა, გინა თუ ხორცითა, არა ვიცი, გინა თუ თუინიერ ხორცთასა, არა ვიცი, ღმერთმან იცის, აღიტაცა ესევითარი კაცი ვიდრე მესამედ ცადმდე. და ვიცი ესევითარი კაცი, გინა თუ ხორცითა გინა თუ გარეშე ხორცთასა, არა ვიცი, ღმერთმან იცის, რამეთუ მიიტაცა სამოთხედ და ესმნეს უთქუმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად" (2 კორ. 12:2-4). რომაელთა მიმართ წერილში კი ვკითხულობთ: "ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან? ვითარცა წერილ არს: რამეთუ შენთუის მოვწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი. არამედ ამას ყოველსა ზედა ვსძლევთ ჩუენ მის მიერ, რომელმანცა-იგი შემიყუარნა ჩუენ, რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუის მიერ უფლისა ჩუენისა" (რომ. 8:35-39).
შემდეგ: კურთხევაა იცოდე გზა - 6

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.03.2022

არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვი

სინანულისა და აღსარების შესახებ

24.06.2020
ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.
28.05.2020
წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება
29.03.2017
გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან "XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე მოღვაწე რუს მამათა ცხოვრებანი". მამა ერმოლაოსმა ეს წიგნი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გამოსცა.
05.06.2014
სირიაში წარმოიშვა ასკეტური ცხოვრების უკიდურესი ფორმა მესვეტეობა, რომლის დამკვიდრებაც სვიმეონ მესვეტის სახელს უკავშირდება.
19.12.2013
არქიმანდრიტი სოფრონი
შეჯამებული სულიერი ცხოვრება
თუ დავაკვირდებით ქრისტიანის სულიერი მდგომარეობის შკალას
19.12.2013
მამა პორფირე კავსოკალიველი (ბაირაქტარისი)
მთელი დღეები მოწყენილი და ჩაფიქრებული ვიყავი. პატრონმა ეს შეამჩნია, მოვიდა და მკითხა:
05.12.2013
მდუმარება ის საცავია, სადაც ოქრო იბადება... ვისაც იგი არ მოუხვეჭავს, არ იცის ლოცვა, საკუთარ სულთან ურთიერთობა და ღმერთთან საუბარი...
05.12.2013
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი XIV
მორჩილება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat