"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
არქიმანდრიტი სოფრონი
სულიერი მგლოვარების შესახებ
როდესაც ღმერთი ხედავს, რომ მის მოყვარულ სულს მთელ სამყაროში უკვე ვეღარაფერი მოაქცევს (შეადარეთ: "რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: იწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი? როგორც დაიწერა: "შენთვის გვხოცავენ ყოველდღე: ცხვრებად გვთვლიან, დასაკლავად განწირულებად". ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა. რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში" (რომ. 8:35-39).), მაშინ იწყება, ის მძიმე გამოცდა, რომლის გარეშეც ქმნილი და უქმნელი ყოფიერების ხატი და სიღრმეები ვერ შეიცნობა. "უმოწყალოა" ეს გასინჯვები: რაღაც მომენტში უხილავი მახვილი საყვარელ უფალს და მის მიუჩრდილებელ ნათელს ჩამოგაშორებს, ამ შემთხვევაში ადამიანი, თავის არსში, ყოველმხრივად და სრულად განიგმირება. მისთვის სრულიად უცნობი ხდება: რაში მდგომარეობს, გეთსიმანიის ლოცვის მსგავსი შეგრძნების მიზეზი, რომელიც თითქოს ღმერთთან უკვე საბოლოოდ დამკვიდრებული "სიყვარულით შეკავშირებას" მოულოდნელად ჯოჯოხეთური უღმერთობით ჩაენაცვლება. ამ გაუგებრობის პასუხს პავლე მოციქულის ეპისტოლეში ვპოულობთ: "ვისმა ხმამაც ქვეყანა შესძრა მაშინ, ხოლო აწ ამგვარად გვამცნო: "ერთხელ კიდევ შევძრავ არა მარტო ქვეყანას, არამედ ცასაც". ხოლო ეს "ერთხელ კიდევ" გვაუწყებს შეძრულის, როგორც შექმნილის, შეცვლას, რათა უცვლელად ეგოს შეუძვრელი. ამიტომ, შეუძვრელ სასუფეველს რომ ვიღებთ, გვქონდეს მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოშიშებით და მოწიწებით. რადგანაც ჩვენი ღმერთი არის შთანმთქმელი ცეცხლი" (ებრ. 12:26-29). მაგრამ ამ შეგრძნებამდე და შემდეგაც ჩვენ გვაქვს თავად მაცხოვრის მაგალითი: გოლგოთაზე ჯვარცმული უფალი მამას ვედრებით მიმართავდა: "ელი, ელი, ლამა საბაქთანი? რაც ნიშნავს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე?" (მთ. 27:46; იოან. 19:30).

ამრიგად, ჩვენთვის ღვთის სიყვარულის საიდუმლო განცხადდა და შევიტყვეთ, რომ სრული დაუძლურება წინმსწრებია სრული სრულყოფილებისა.

იესო ქრისტემ ადამიანის სამშვინველში სიყვარულის ცეცხლი ჩააფინა, ეს სიყვარული საოცარი თავისებურებით ხასიათდება: ის არის საწინდარი ყველასათვის მიუწვდომელი სიღრმეებისა და სიმაღლეების დაპყრობისა; ის მისცემს მორწმუნეს ძალას, მოერიოს ყოველგვარ ტანჯვა-წამებას და სიკვდილს; ეს ცეცხლი მას მრავალგზის გაატარებს აღუწერელ უსაზღვროებაში, სადაც მორწმუნე საყვარელი ღვთაებრივი ნათლის მოლოდინში დიდ ტკივილთან ერთხანს "მარტო" დარჩება.

ასეთია ლუციფერის შხამით მოწამლული ჩვენი ბუნების განწმენდის პროცესი. მაცხოვრის გზას შედარებითობიდან და მუდმივი ორჭოფობიდან შეუფარდებლობისა და ურყევობის სამფლობელოსკენ მივყავართ. სრულყოფილი მამობრივი სიყვარულისგან მოწყვეტილ ადამიანის სულს შფოთი და მოუსვენრობა ახასიათებს და ეს მდგომარეობა შეიძლება დაცემით დასრულდეს. ღვთის ხატი - ადამიანი - წმინდა, დაურღვეველი, უცილობელი და აბსოლუტური სიკეთის ძიებაშია. ვის ძალუძს ნათლად გადმოგვცეს, როგორია ღვთის სიყვარული? სად შეიძლება მოვიძიოთ სიტყვები, რომლის დახმარებითაც იმ მწუხარების თუნდაც აჩრდილს ვიხილავთ, რასაც ღმერთთან განშორების ჟამს განიცდის სამშვინველი?

თუ არა ღვთის სიყვარულს, სხვა არაფერს ძალუძს ქრისტიანის გული ცრემლით განწმიდოს. წმინდა წერილი გვაუწყებს, რომ იესომ "შეიყვარა თავისიანები, რომლებიც იყვნენ ამ ქვეყნად, და შეიყვარა ისინი აღსასრულამდე" (იოან. 13:1). ახლა მხოლოდ "აღსასრულამდე" ხდის გასაგებს გეთსიმანიის ლოცვას, სადაც იესოს "ოფლი სისხლის წვეთებად ეპკურებოდა მიწას" (ლუკ. 22:44). იქ, სადაც არ არის სიყვარული, - ასკეტურმა ღვაწლმა ინტენსიური მედიტაციები, ხანგრძლივი მარხვები, ამქვეყნიურობას განშორებისა და უმძიმეს პირობებში ცხოვრების სახეც რომ შეიძინოს, - ცრემლი მაინც ვერ იქნება. ამის მაგალითი მრავალია როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური ქრისტიანობის ისტორიაში.

როდესაც მთელი ჩვენი არსება ჩვენივე მოკრძალებული სულის მორჩილებაში გადადის, მაშინ ცრებლები გულის წიაღიდან მოედინება. სწორედ ამ მგლოვიარების შესახებ ბრძანებს უფალი: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ" (მთ. 5:3-4). რით იქნებიან ნუგეშინის-ცემულ, ამ შემთხვევაში იმ ნუგეშით, რაც სულიწმიდისგან მომდინარეობს და ვისაც იესო ქრისტემ ნუგეშინის-მცემელი უწოდა; არა ფსიქოლოგიური ან ფიზიოლოგიური თვალსაზრისით ნუგეშინის-მცემელი, არამედ ონტოლოგიური, ანუ იმ თვალსაზრისით რაშიც ღვთაებრივი მარადიულობა იგულისხმება.

მე ახლა უარი მინდა ვთქვა იმ საერთო საღვთისმეტყველო და ასკეტიკური დებულებების "დეტალების" ახსნა-ჩამოთვლაზე, რომლებიც ქრისტიანი ასკეტების მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას შეეხება. შევეცდები, ეს ექსკურსი ძალიან მოკლედ წარმოვადგინო. სულიერი მგლოვიარება თავის ხასიათს იმ მდგომარეობის შესაბამისად იცვლის, რომელშიც ასკეტი იმყოფება: არსებობს სიყვარულის ღმერთის სიახლოვით გამოწვეული სიხარულის ტკბილი ცრემლები, რომელიც მთლიანად მოიცავს ადამიანს. უფრო ხშირია შუალა გლოვა, რომელშიც სიხარული და დარდი ერთმანეთთან არის შერეული. მწუხარება და სინანული სიმწარის ცრემლებით იწყება და მგლოვიარების შეგრძნების წყარო ის ხდება, რომ ადამიანი საკუთარ პიროვნებას ცოდვის მონად ან მადლს მოკლებულად, ან ღვთისგან მოტოვებულად შეიგრძნობს. შესაძლებელია გლოვის მიზეზი კაცობრიობის ან საერთოდ ცოცხალი არსებების თანაგრძნობა გახდეს. ასეთ შემთხვევაში სულიერი მგლოვიარება ადამიანს ყველა სისაძაგლეს ჩამორეცხავს, რომელიც შეიძლებოდა მას ყოველდღიურ ყოფაში აჰყოლოდა და ამავე დროს, პიროვნებაში ღვთაებრივი სიმშვიდისაკენ მიმართული ძალები განახლებას იწყებს. ღვთისადმი სასოებით აღძრული სიყვარულის გლოვა ადამიანს საყვარელ უფალთან აკავშირებს, ამ შემთხვევაში: გონი, სამშვინველი და სხეული ერთიანდება და უქმნელი ნათლისკენ შერწყმულ მთლიანობად მიილტვის. ამგვარი გლოვა მიწიერი ყოფიერების მჭიდრო ჯაჭვს ამსხვრევს, ადამიანის სული ცოდვიანი ვნებებისგან თავისუფლდება, ზეციურ სივრცეს უახლოვდება და მთელი არსით უკვდავების გამოცდილებას ეზიარება.

მამათა სწავლებით, ცრემლის ნაკლებობა იმის ნიშანია, რომ ღვთისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ ლოცვას ჯერ კიდევ პირველ საფეხურამდე არ მიუღწევია. იმის შემდეგ, რაც ფიზიკური ცრემლი დაგვეწურება, შესაძლოა სხვა - უსიტყვო ლოცვა მოგვეცეს და ეს იქნება ჩვენს არსში სულიწმიდის მადლის იდუმალი შეგრძნება, შეგრძნება იმ მომენტისა, როდესაც "მშვიდობა ღვთისა, რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ზრახვებსაც ქრისტე იესოში" (ფილ. 4:7). ასეთი დახვეწილი ჭვრეტის უნარი, როგორც წესი, ადამიანს ისეთი ლოცვის შემდეგ ეძლევა, რომლის დროსაც მან საკუთარი პიროვნება მთლიანად უფლის სიყვარულს მიუძღვნა.

სულიერი მგლოვიარება - ცხოვრების ისეთ ხვავრიელობაა, რომელშიც სიყვარულის ძალები დაუცხრომლად მრავლდება, ეს ხდება მაშინ, როდესაც "მშვინვიერი" მგლოვიარება ანადგურებს მიწიერ არსებას. განგებამ მე ისეთ ქვეყანაში მაცხოვრა, სადაც ადამიანებს ბავშვობიდანვე ტირილისგან თავშეკავებას აჩვევენ; სადაც ტირილი, ცივილიზებული პიროვნებისათვის შეუფერებლად მიაჩნდათ და სძულთ. არ შეიძლება ასეთი კულტურის მიმართ გარკვეული პატივისცემით არ განეწყო, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი სიძულვილი მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, როდესაც ადამიანი დედამიწაზე ურყევად დადგება. ასკეტი მამებიც არ გლოვობენ დროებითი ფასეულობების დაკარგვას, მაგრამ ამასთან სულიერ მგლოვიარებას ითხოვენ, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია ვნებებით აღვსილი გულის მოლბობა. მათ მიაჩნიათ, რომ გაქვავებულ გულს არ შეუძლია სახარებისეული სიყვარულით უყვარდეს. მგლოვიარე ქრისტიანის გონი მთლიანად ეძლევა ღვთაებრივ უსასრულობას. ქრისტეს მცნებებიც ამას გვამცნობენ. ის, რაც ბანალური ცხოვრების წესით მცხოვრებთათვის ამქვეყნიურობაში აუტანელია, მგლოვიარესათვის ღვთის მცნებების შეუსრულებლობის შეგრძნების გამო სრულიად შეუმჩნეველი ხდება: ასეთ ადამიანს არ აწუხებს სიღარიბე, ამა სოფლის შვილებისგან არ განიცდის არც შეურაცხყოფას, არც დამცირებას და ცხოვრებისგან მოვლენილ დარტყმებს ადვილად იტანს; ეს იმის გამო ხდება, რომ ასეთი ადამიანის არა მხოლოდ გონი, არამედ მთელი სხეული მიწიერებაზე მაღლა დგება. ის თანაუგრძნობს ადამიანებს, მათ გამო დარდობს ღვთის წინაშე, მაგრამ რადგან თავად ღვთაებრივი ჭეშმარიტების მაძიებელია, იმ ადამიანების ინტერესებს არ იზიარებს, ვინც მიწიერებით არის შეპყრობილი.

ჭეშმარიტი სულიერი მგლოვიარება სულიწმიდის მადლის მოქმედების შედეგია და მადლთან ერთად ჩვენზე უქმნელი ნათელიც გადმოდის. შემდეგ მთელი სამყაროს დატევნისა და ღვთის ყოველი სულიერი ქმნილების სიყვარულის უნარს ჯერ გული იძენს და შემდეგ გონი. სულიერი მგლოვიარება უსაგნო არ არის: ღვთისაკენაა მიმართული და ღმერთში მყოფი მლოცველი ადამიანი, მთელ კაცობრიობასა და სამყაროს თანაუგრძნობს. წმინდა მამები გვირჩევენ, იმისათვის, რათა ჩვენში მოქმედი სულიწმიდა რაიმე ცოდვით არ შევაწუხოთ, ნეტარებებში ყოფნის ეს ნიჭი უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არ შეიძლება ამ მდგომარეობის "კულტივირება", ის ჩვენს ქმნილ არსებას არ ეკუთვნის და მასში არ არის მოქცეული: ეს არის მადლი, ღვთაებრივი მადლი კი ჩვენს განკარგვაში არ იმყოფება.

არის შემთხვევები, როდესაც ცრემლი ღვარად მოედინება. მაგრამ მაშინ, როდესაც თავს ღვთისაგან მიტოვებულად ვიგრძნობთ, ჩვენს არსში ყველაფერს სიმშრალე დაეუფლება და თვალში თითქოს დასერილი გულიდან ცხელი სისხლის მსგავსი ერთი წვეთი ძლივსღა დაგროვდება. ვისაც არ განუცდია ზეციური ცეცხლი, როგორც დაწერილია: "მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავ იფეთქოს!" (ლუკ. 12:49), აქ გამოთქმულის შინაარსს ის ვერ ჩასწვდება.

კვლავ გავბედავ და შეგახსენებთ, რომ ასკეტები ღვთის სამსჯავროზე ძრწოლითა დგანან: აქ საქმე სწრაფად არ ხდება. უფლის ნათელში მოქმედი მარადიულობის ან "გარესკნელის ბნელში" (მთ. 25:30) მიმდინარე პროცესები სწრაფად არ მიმდინარეობს. ასკეტები ამქვეყნიურის მიმართ უგრძნობნი ხდებიან: მათი გონი უფალშია დაუნჯებული და როდესაც ნათელის მამისგან "სიმშვიდე" მოდის, მგლოვიარეს სული ზეცასა სწვდება. ის ადვილად ივიწყებს ყოველგვარ ტკივილს, და სულიწმიდის მადლით იმ სიკეთედ გადაიქცევა, რომელსაც შეუძლია მტერი მართლა უყვარდეს.

ათონის მთაზე ერთი ბერდიდი ლოცვის შესახებ საუბრობდა და ამასთან დაკავშირებული გლოვის სხვადასხვა სახეობას ახასიათებდა. ადამიანზე ყოველი ასეთი გრძნობის ზეგავლენის თავისებურებებზე ყვებოდა. მან თორმეტი გრძნობა ჩამოთვალა და მეც, როგორც ყველა დანარჩენმა, მძიმე აღსარებებში შევიცანით გლოვის ეს ნაირსახეობები, მაგრამ არასოდეს აზრად არ მომსვლია დამეთვალა ჩემს მიერ შეცნობილ გრძნობათა რაოდენობა.

"ახლაც ამბობს უფალი: მოიქეცით ჩემკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით" (იოვ. 2:12). და "ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ", - ამ სიტყვებს უფალმა სამარადჟამო მნიშვნელობა მიანიჭა. თავად იესომაც "ხორციელად ყოფნის დღეებში ხმამაღალი ღაღადისითა და ცრემლების ფრქვევით შესწირა ლოცვა-ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო" (ებრ. 5:7). ყველასთვის ერთად და ყოველისთვის ცალ-ცალკე, ვინც ღვთაებრივი უკვდავებისკენ მიილტვის, იმისათვის, რათა თავი დავიხსნათ ჩვენში მოკალათებული სიკვდილად წოდებული ცოდვისგან, სწორედ ის გზა უნდა გავიაროთ, რომელსაც "ცრემლების ფრქვევით ლოცვა-ვედრება ჰქვია".

შემდეგი თავი: "შეურყევლის ძიებაში გამოვლენილი მერყეობები


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.03.2022

არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვი

სინანულისა და აღსარების შესახებ

24.06.2020
ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.
28.05.2020
წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება
29.03.2017
გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან "XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე მოღვაწე რუს მამათა ცხოვრებანი". მამა ერმოლაოსმა ეს წიგნი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გამოსცა.
05.06.2014
სირიაში წარმოიშვა ასკეტური ცხოვრების უკიდურესი ფორმა მესვეტეობა, რომლის დამკვიდრებაც სვიმეონ მესვეტის სახელს უკავშირდება.
19.12.2013
არქიმანდრიტი სოფრონი
შეჯამებული სულიერი ცხოვრება
თუ დავაკვირდებით ქრისტიანის სულიერი მდგომარეობის შკალას
19.12.2013
მამა პორფირე კავსოკალიველი (ბაირაქტარისი)
მთელი დღეები მოწყენილი და ჩაფიქრებული ვიყავი. პატრონმა ეს შეამჩნია, მოვიდა და მკითხა:
05.12.2013
მდუმარება ის საცავია, სადაც ოქრო იბადება... ვისაც იგი არ მოუხვეჭავს, არ იცის ლოცვა, საკუთარ სულთან ურთიერთობა და ღმერთთან საუბარი...
05.12.2013
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი XIV
მორჩილება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat