დღესასწაულები
სულიწმინდის გარდამოსვლა
17.06.2005
მაცხოვრის აღდგომიდან 50-ე დღეს მოციქულები ერთად შეიკრიბნენ. მოულოდნელად ხმაური ატყდა, თითქოს ქარმა დაბერაო და იქ მყოფთა თავზე ცეცხლის ენები დაირხა. სულიწმინდის მადლით მაცხოვრის 70 მოციქული სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდა. ხმაურზე უამრავი ხალხი შეიკრიბა.
შენ იხილე და ირწმუნე
06.05.2005
ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ეს დღე აღდგომის დღესასწაულის განცდის მისტერიაა. სწორედ ამიტომ იკრიბებიან ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე.
"ამაღლდა ღმერთი დიდებითა"
03.06.2005
აღდგომიდან მე-40 დღეს მართლმადიდებელი სამყარო ზეიმობს ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს - ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.  
"ამ დიდ დღესასწაულზე ყოველმა ადამიანმა სულიერ ამაღლებაზე, ფერისცვალებასა და განწმენდაზე უნდა იფიქროს.
ამ დღეს მთელ კაცობრიობას ემცნო, რომ სახიერმა ღმერთმა თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით ცოდვის ტყვეობაში მყოფი ადამის მოდგმის გამოხსნა ინება
25.03.2005
ცოდვით დამდაბლებული ქვეყნიერებისთვის ყოველივე სიკეთის დასაბამად ის დღე იქცა, როცა ყოვლადწმიდა ქალწულს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა: "გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის".
კრებამ ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა
01.03.2005
VIII საუკუნის I ნახევარში, სწორედ ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, წარმოიშვა მის წიაღში ახალი ერესი - ხატმებრძოლობა, რომელიც მთელი საუკუნის მანძილზე მძვინვარებდა და მრავალი უბედურება დაატეხა თავს ქვეყანას.
მხილველნი და მტვირთველნი ყრმა იესოსი...
01.02.2005
პტოლემეოს ფილადელფოსმა, რომელიც ქრისტეს შობამდე 287-247 წლებში განაგებდა ეგვიპტეს, ალექსანდრიაში ცნობილი ბიბლიოთეკა დააარსა. ერთხელ მან შეიტყო, რომ მის მიერ დამორჩილებულ იუდეველებს სიბრძნითა და სიწმინდით სავსე მრავალი საღმრთო წიგნი ჰქონდათ და გადაწყვიტა, ბერძნულად ეთარგმნა ისინი.
დღესასწაული სულის ზეიმი უნდა იყოს
01.01.2005
უფლისგან ნაბოძები ყოველი დღე სასწაულია, მაგრამ არის გამორჩეული დღეები, როცა სული სიხარულს ვეღარ იტევს, როცა გლოვა სრულდება და აღმაფრენა გეუფლება, როცა თავად ხდები უფლის მწუხარების თანაზიარი და შეიგრძნობ, როგორ იშვებს გული, როცა გაიგონებ: "ქრისტე აღსდგა!" - და მიუგებ: "ჭეშმარიტად აღსდგა".
ბნელში მყოფი იღებს ნათელს
01.01.2005
იმ ქრისტიანულ სასწაულთაგან, რომელნიც დღემდე ხილულად აღესრულება, ერთ-ერთი ნაკურთხი წყლის უხრწნელობა გახლავთ. მორწმუნენი ნაკურთხ წყალს, როგორც სიწმინდეს, წლობით ინახავენ ისე, რომ მას არც ფერი ეცვლება, არც გემო და არც სხვა რამ თვისება.
ადამიანმა შესცოდა და ადამიანსვე უნდა გამოესყიდა ეს შეცოდება
01.01.2005
იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრება და მასთან დაკავშირებული მოვლენები - შობა, მირქმა, ნათლისღება, ფერისცვალება, იერუსალიმს დიდებით შესვლა და სხვანი - ქრისტიანობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ, გარდა ისტორიული თუ პოლიტიკური შინაარსისა, აქვს ღრმა მისტიკური მხარეც.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო
საიტის პარტნიორები