დღე სიხარულისა
დღე სიხარულისა
მარად ეხაროს და ებრწყინოს საქართველოს სამოციქულო ეკლესიას!
25 მარტი დიდი სიხარულის დღეა საქართველოს დედაეკლესიის ყოველი შვილისთვის - ამ დღეს თითოეული ქართველი ჩვენი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას დღესასწაულობს. რა ბედნიერი წუთები იდგა 1917 წელს, როდესაც ერთი საუკუნის შემდეგ ქართველმა სამღვდელოებამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა!

დროებით, კათოლიკოსის არჩევამდე, ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე, ხოლო ამავე წლის სექტემბერში ქართულმა ეკლესიამ, 106-წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კვლავ აირჩია კათოლიკოს-პატრიარქი. ეს დიდი ჯვარი და პატივი წილად ხვდა ავტოკეფალიისთვის დაუცხრომელ მებრძოლს - კირიონს. უდიდესი მოღვაწე, რომელიც მადლიერმა ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, ქართველი ერის მტრებმა ვერაგულად მოკლეს მარტყოფის მონასტერში.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას დიდი ისტორია აქვს. მისი მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის საუკუნეთა განმავლობაში იბრძოდნენ დედაეკლესიის ღირსეული შვილები.

IV საუკუნეში, როცა, წმინდა ნინოს მიერ გაქრისტიანებულ წმინდა მოციქულთასწორთა მირიან მეფისა და ნანა დედოფლის ბრძანებით, ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ქრისტიანობის საქადაგებლად წმინდა კონსტანტინე დიდმა გამოგზავნა იოანე ეპისკოპოსი, რომელიც მოგვიანებით ნიკეის პირველმა საეკლესიო კრებამ ანტიოქიის პატრიარქად აირჩია. საქართველოს სამოციქულო ეკლესიაც ავტომატურად ანტიოქიის საპატრიარქოს ნაწილი გახდა.

V საუკუნის ბოლოს კი, წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის თაოსნობით, ქართლის კათალიკოსად დადგენილ იქნა პეტრე, მთავარეპისკოპოსად კი სამოელი. როგორც "მოქცევაი ქართლისაი" გვამცნობს, ამავე პერიოდში დაიყო ქართლის სამეფო თორმეტ საეპისკოპოსოდ. ამრიგად, წმინდა ვახტანგის მეფობის ხანიდან ქართლის სამეფოს ეკლესიას ჰქონდა ადგილობრივი საეკლესიო კრება და ხელეწიფებოდა ეპისკოპოსთა ხელდასხმა-გადაყენება. ასე რომ, საქართველოს ეკლესიამ მიიღო დამოუკიდებლობა, ის თვითონ განაგებდა თავის ცხოვრებას, თუმცა მირონს კვლავ ანტიოქიიდან იღებდა, რაშიც 1000 დრაჰკანს იხდიდა. მოგვიანებით კი, ღირსი მამა ეფრემ მაწყვერელის ღვაწლით, საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ მირონის კურთხევის უფლებაც მიიღო.

როდესაც დედაეკლესიის ავტოკეფალიაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, არ გავიხსენოთ XI საუკუნეში ათონის წმინდა მთაზე, ივერთა მონასტერში მოღვაწე წმინდა გიორგი მთაწმინდელი, რომელმაც ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეებს არა მარტო დაუმტკიცა მისი სამოციქულო პატივი, არამედ აჩვენა მისი უპირატესობა ანტიოქიის ეკლესიის წინაშე. "ანტიოქიის ეკლესია წმინდა მოციქულ პეტრეს დაარსებულია, - ბრძანებდა წმინდა გიორგი მთაწმინდელი, - საქართველოს ეკლესია კი მისი მომწოდებლის, ანდრია პირველწოდებულისა. ამიტომ, რაკი ერთი ღმერთის შვილები ვართ, შვენის ესრეთ, რაითა წოდებული იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს - ანტიოქიის ეკლესია საქართველოს ეკლესიას უნდა დაემორჩილოს".

ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი წინააღმდეგობა გადაულახავს ჩვენს დედაეკლესიას. და აი, დადგა ავბედითი დროც ჩვენი ერის ცხოვრებაში - სახელმწიფო დამოუკიდებლობის დაკარგვასთან ერთად დავკარგეთ ავტოკეფალიაც.

რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მრავალსაუკუნოვანმა სახელმწიფოებრიობამ შეწყვიტა არსებობა. ამას მოჰყვა 1811 წლის 10 ივნისს იმპერატორის მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ანტონ II-ისათვის მიწერილი წერილი: "საქართველოს სამეფოს რუსეთის სახელმწიფოსთან შემოერთების შემდეგ საქართველოს ეკლესიაც უნდა გაერთიანდეს უწმინდესი და უმართებულესი სინოდის გამგეობაში. ახალ მართვა-გამგეობასთან შეუთავსებელი იქნება საქართველოში კათალიკოსის ყოფნა... გითხოვთ საქართველოს ეკლესიის საქმეების განმგებლობისგან". ასე გაუქმდა ჩვენი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია, ხოლო ანტონ II რუსეთში გადაასახლეს.

დაიწყო უმძიმესი წლები საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. ეს იყო საშინელი რეპრესიების ეპოქა, როდესაც დაანგრიეს, გაძარცვეს ჩვენი ტაძრები, მრავალი მღვდელმსახური სამაგალითოდ აწამეს, დახვრიტეს... დავკარგეთ ის, რასაც საქართველოს ეკლესია საუკუნეების განმავლობაში რუდუნებითა და თავგანწირვით აშენებდა.

ცხადია, ამას ვერ შეეგუა და არ შეეპუა ქართველი ხალხი და დაიწყო ბრძოლა, ბრძოლა დედაეკლესიის გადასარჩენად. როდესაც ეგზარქოსებმა ქართულ ტაძრებში ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა აკრძალეს, სამღვდელოებამ და ჩვენი საზოგადოების ღვაწლმოსილმა პიროვნებებმა სასტიკი ბრძოლა გამოაცხადეს და, წმინდა ილია მართლის მეთაურობით, მეფისნაცვალ ვორონცოვს ოფიციალურ დონეზე მოსთხოვეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა. მართლაც დაინიშნა სხდომა, რომელზეც მოხსენებით გამოვიდნენ სასულიერო პირები, ეპისკოპოსები კირიონი და ლეონიდე, საზოდაგო მოღვაწენი. ადვილი მისახვედრია, რომ რუსეთის წარმომადგენლებმა კატეგორიულად უარყვეს ქართველთა სამართლიანი მოთხოვნები. მდგომარეობა ისე დაიძაბა, რომ ნიკო მარმა პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომათა დარბაზი. მაგრამ ჩვენს წინაპრებს არ შეუწყვეტიათ მოქმედება. მათი თავდადებული, დაუღალავი შრომის შედეგად, უფლის წყალობით, დედა ღვთისმშობლის წილხვედრი და მოციქულთა მიერ დაარსებული საქართველოს დედაეკლესიის ავტოკეფალია მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა, მაგრამ არ არსებობდა ამ აღიარების წერილობითი დასტური.

დადგა 1990 წელიც. ღვთის შეწევნითა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინამძღვრის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაუღალავი მოღვაწეობით, მსოფლიოს საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ეს ენით გამოუთქმელი სიხარული იყო, ჭეშმარიტი ბედნიერების განცდა მთელ ერში, რომელმაც დაიბრუნა სახელოვანი წინაპრების მიერ სისხლის ფასად მოპოვებული დედაეკლესიის დამოუკიდებლობა.

ჟურნალი "კარიბჭე" ყოველ ქართველს გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. დაე, მარად ეხაროს და ებრწყინოს საქართველოს სამოციქულო ეკლესიას!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat