"დარდებს ქურმუხს გავაყოლებ..."
"დარდებს ქურმუხს გავაყოლებ..."
დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ეს წერილი. ბოლოს სინდისმა მამხილა. ისიც გამახსენდა, რომ "უთქმელობა სიტყვას ჟანგავს" და აი, საინგილოში ერთდღიანი მოგზაურობის შთაბეჭდილებას თქვენც გიზიარებთ.

"საინგილო" ეწოდება მხარეს, რომელიც საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს და ამჟამად, კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებით, აზერბაიჯანის ფარგლებშია მოქცეული. საინგილოს წარსულში ელისენს უწოდებდნენ.

საქართველოს ამ ძირძველმა კუთხემ, ჩემს წარმოსახვაში, წლების მანძილზე სიზმრისეული, მიუწვდომელი ელფერი შეიძინა, რაღაც ძალზე სასურველსა და სანეტაროსთან შენივთდა და გულში ღრმად დაივანა. ალბათ იმ დროს დაელოდა, როცა სიტყვა მიწას დაერქმეოდა და სიზმარი "ცხადად" იქცეოდა. უფლის ნებით, ეს დრო ქართველთა სათაყვანებელი წმინდა გიორგის ხსენების დღე - 6 მაისი აღმოჩნდა, რომელიც მიწას მოწყვეტილ გეორგიანელებს ერთი დღით სამშობლოს უბრუნებს, ერთმანეთს მთელი სიცხადით განაცდევინებს და გულით ალხენს და ამღერებს. ეს ის დღეა, როდესაც სასწაულმოქმედი ქურმუხის წმინდა გიორგის მადლი ყველგანმყოფ ქართველს ეფინება.

ამის მოწმენი გავხდით სწორედ სხვის მიწაზე საკუთარ სისხლსა და ხორცთან სტუმრად ჩასულები. ერთხელ უკვე განცდილი მქონდა "ყოფილ" საქართველოში "ტურისტად" ყოფნის სიმძიმე, როცა ტაო-კლარჯეთს ვეწვიე და ვიცოდი, ამ განცდის სიმძაფრე არცთუ ადვილი გადასატანი იქნებოდა. ეს გრძნობა აზერბაიჯანის საზღვარზე გაგვიასკეცეს... დამძიმებული გულებით გადავლახეთ საქართველოს სამანი... შენს საქართველოში - მიტინგები და დაპირისპირება, სხვის კუთვნილ "ყოფილ" საქართველოში კი შევიწროებული და იმედით მომლოდინე ქართველები...

ჩვენი ჯგუფი ორ მსუბუქ მანქანაში ეტევა... გამგზავრების ინიციატორი გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიისა და კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის განყოფილების ხელმძღვანელი გია დვალაშვილია. ის ხუთი წელია ყოველ გიორგობას ახარებს ქართველ ძმებს მეგობრებთან ერთად სტუმრობით. ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ინგილოები გაორმაგებული განცდით ელიან - იციან, მათ ბედნიერებას საქართველოდანაც შეუერთდებიან. ჩვენს მოგზაურობას კიდევ ერთი სიხარული და სიამაყეც ახლავს: ჩვენთან ერთადაა მსოფლიოს გარშემო მარტოდმარტო მოგზაური, გინესის თოთხმეტგზის რეკორდსმენი, მსოფლიო მოქალაქე და მშვიდობის დესპანი ჯუმბერ ლეჟავა. ბატონი ჯუმბერი უკეთილშობილესი პიროვნება და თავისი ქვეყნის ღირსეული შვილია. ცდილობს, ყურადღება არავის მოაკლოს, განსაკუთრებით - ბედის უკუღმართობით საქართველოს ფარგლებს მიღმა გარჩენილ თანამემამულეთ. ამ მიზნით იგი ფერეიდანსაც ეწვია, შარშან კი პეკინის ოლიმპიადაზე დასასწრებად სწორედ საინგილოდან გაემგზავრა და, როგორც თავად აღნიშნავს, ქურმუხის მადლიც დაიკვება. მას კახში ახლაც მოუთმენლად ელიან - იციან, წელსაც გაამხნევებს თავისიანებს ჩვეული შემართებითა და ბრძოლის ჟინით.

უნიკალური მოგზაური არც ქართველ მესაზღვრეებს დავიწყებიათ - ბატონი ჯუმბერის დანახვისთანავე სახეებზე დიდი სიხარული და მოწიწება აღებეჭდათ, ყველანი სათითაოდ ართმევდნენ ხელს საამაყო ქართველს და განუყრელი ველოსიპედის ამბავსაც ეკითხებოდნენ. საბაჟო პროცედურების დასრულებამდე ბატონი ჯუმბერიც სიამოვნებით და დაუზარებლად უამბობდა ბიჭებს თავისი საარაკო მოგზაურობის საინტერესო ეპიზოდებს.

უფლის შეწევნით, გავუმკლავდით საბაჟო ბიუროკრატიას და გეზი კახისკენ ავიღეთ. საოცარია, აბრა გაუწყებს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ხარ, შენ კი ერთი წამითაც არ გტოვებს სამშობლოს განცდა. ასეა ბოლომდე, მით უფრო მაშინ, როცა ქურმუხში შენი გვარ-ჯიშისანი ნათელი ღიმილით მოგეგებებიან და თავანკარა ქართულით მოგესიყვარულებიან. აი, ამ დროს კი ყველა გრძნობა იხუვლებს ერთხმად და გაგახსენებს შენს უღირს ქართველობას. გაგახსენებს, როგორი დაუცველი გაქვს სამშობლო, ენა, რწმენა და საკუთარი ღირსებაც...

ერთხანს გავიფიქრე: მე რით მოვედი ამ ადამიანებთან, რა მაქვს მათთვის სათქმელი?! იქნებ პირიქით არის - სწორედ მათ უნდა გამიღვიძონ სამშობლოს განცდაც, ენის მოვლისა და დაცვის შეგრძნებაც, ერთურთის გატანისა და გაფრთხილების აუცილებლობაც. მათ ყველაზე კარგად უწყიან ენის, რწმენისა და მამულის ფასი. ისინი ხომ ყოველდღე იბრძვიან სხვა ქვეყნის ფარგლებში მოქცეული თავიანთი სამკვიდროს დასაცავად, ენისა და რწმენის შესანარჩუნებლად. ჩვენ კი, დაიმედებულნი, რომ ქვეყანას არავინ გვეცილება და საფრთხე არ არსებობს, წლების მანძილზე ვმცონარებთ: სულები მოვითენთეთ, ხორცი გავილაღეთ, ღირსებაც ნებით ავიყარეთ და ასე უზრუნველად, აუღელვებლად ვაგრძელებთ არსებობას...

აი, აქ, ყოფილ საქართველოში, განსაკუთრებული სიმძაფრით მოგეჯარვიან ფიქრები შენი ქვეყნის ბედკრულობაზე. იქნებ იმიტომაც გვევლინება ესოდენი განსაცდელი შინ თუ გარეთ, რომ გამოვიფხიზლოთ ლეთარგიული ძილისგან, ჩავუკვირდეთ ჩვენს ცხოვრებას და უკლებლივ ყველანი გავუფრთხილდეთ უფლის ნაწყალობევ სამშობლოს, რომლისადმი უდიერებას ღმერთი არ გვაპატიებს.

ეს ყოველივე ზედმიწევნით იციან აქ მცირე საქართველოსთვის ხმალამოწვდილმა მებრძოლებმა. ერთ-ერთი ასეთი მებრძოლი ჩვენი მასპინძელი - ემზარ სუყაშვილია. ქურმუხში ჩასულებს სწორედ ის გვეგებება და ტაძრის მისადგომთან, ტყეში გაშლილ საზეიმო სუფრასთან გვიწვევს. ვატყობ, უზომო სიხარულთან ერთად დიდ პასუხისმგებლობასაც მოუცავს - ბატონი ემზარი არა მხოლოდ საქართველოდან წვეულთა მასპინძელია, ადგილობრივთა თვალყურის მადევნებელი და სიტუაციის მოდარაჯეც გახლავთ. ცდილობს, ყურადღება არავის და არაფერს მოაკლოს, რომ შემთხვევითობამ მათი და სტუმრების დღესასწაული არ გააფერმკრთალოს.

უეცრად ჩვენს მახლობლად გაშლილ სუფრასთან მსხდომნი ფეხზე წამოიშალნენ. შევნიშნე, ბატონ ემზარს სახე მოეღრუბლა. თურმე კახის მილიციის უფროსი და მისი დამქაშები ეწვივნენ ქართველებს გიორგობის მოსალოცად. ღირსეული ჟესტია, ვერ დაძრახავ; თითქოს სწორედ ის ჟამი დამდგარა, თხა და მგელი ერთად რომ უნდა ძოვდნენ, მაგრამ... სამწუხაროდ... მეორე დღიდანვე მგელს ბუნებითი, ჩვეული ინსტინქტები უბრუნდება და სადღესასწაულო ეფემერაც მყისვე განქარდება. ეს უნდა იყოს ბატონი ემზარის დანაღვლიანების მიზეზიც. მან ხომ ყველაზე უკეთ უწყის მგლის ნამდვილი სახე და რეალური ზრახვები, რადგან ყოველდღიურად საკუთარ თუ თანამოძმეთა ტყავზე გრძნობს მის ბასრ კბილებს. გაგვიმხილა კიდეც: თავისუფლად სუნთქვას მხოლოდ საქართველოში ვახერხებო.

სხვათა შორის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვერავითარი ნაბეჭდი საჩუქრის ჩატანა ვერ გავბედეთ საინგილოში, ესეც იყო - ვაითუ ჩვენი კეთილი განზრახვით ისინი უდიდეს განსაცდელში ჩაგვეგდო და ჩვენი წასვლის შემდეგ მუდმივი ჩხრეკისა და მეთვალყურეობის ობიექტად გვექცია. მაგრამ დიდად აღარც ვდარდობ - იქ, სადაც ემზარ სუყაშვილია, წერა-კითხვისა და განათლების პრობლემა არავის შეექმნება, რა თქმა უნდა, არც მის ვაჟკაცებს - ცოტნესა და ლუკას.

მამის დარი ჭკვიანი ცისფერი თვალებით გვაკვირდება ლუკა სუყაშვილი, დინჯად მიმოდის ირგვლივ, თან მამას შეჰყურებს. ცოტა ხანში კი ქურმუხის წმინდა გიორგისკენ მიმავალ ულამაზეს გზაზე თავად მიგვიძღვის, მდუმარე და საოცრად ღირსეული...

ძალზე შთამბეჭდავია ტაძრის სიმაღლიდან აგრიჩაის (გიშის წყლის) სანახები. ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს ხორნაბუჯის ციხიდან ალაზნის ველს გადაჰყურებ, ჩვენი მასპინძელი კი ქურმუხის ტაძართან დაკავშირებულ ლეგენდარულ თუ რეალურ ამბებს გვიყვება.

KARIBCHE"დიდსაყდარი" - ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია მდინარე ქურმუხის პირას, ე.წ. კანგარის-კანგარაკის მთის ტყით დაფარულ კლდოვან თხემზეა აგებული. ძველი ტაძრიდან, რომელიც ერთ მთლიან უზარმაზარ ლოდზე ყოფილა დაშენებული, ახლა აღარაფერი ჩანს. ტაძრის გარშემო, ტყიან ტერასებზე კი კვლავაც შეინიშნება შენობათა ნაშთები. ახალი ეკლესია ძველი ტაძრის ნაფუძარზეა აგებული. თვით ეს ლოდი ისეთი მაღალია, მთელ ნუხის მაზრას, ზაქათალის ოლქსა და კახეთს გადაჰყურებს. ამ ლოდზე შემაღლებულებმა, ცხადია, ჩვენც მოვავლეთ თვალი საოცარ სახილველს...

პირველი ზუსტი ცნობა ქურმუხის ეკლესიაზე 1310 წლიდან მოიპოვება. გიორგი ბრწყინვალის დროინდელი სახარების წარწერა გადმოგვცემს, რომ ქურმუხი ყოფილა მონასტერი და კათედრა მთავარეპისკოპოსისა, რომელიც მთელი თანამედროვე საინგილოს ეკლესიებს მართავდა; მის სამწყსოში შედიოდა მთიულეთისა და დაღესტნის (წახურის) ეკლესიებიც.

წინათ ეკლესიას დიდი მამულები ჰქონია, XIX საუკუნის ბოლოს კი 100 დღიური ტყეღა შემორჩენია. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია ისიც, რომ ქურმუხის ტაძარი მრავალჯერ აოხრებულა და დანგრეულა. ახლანდელი ეკლესიის აღდგენა 1894 წელს დასრულებულა. მასალა და თანხის ნაწილი ადგილობრივი ქრისტიანი ქართველებისა ყოფილა.

1968 წლის 10 აპრილს, ღამით, ძეგლის მაღალი გუმბათი მთლიანად ჩამონგრეულა. გუმბათის აღდგენაზე ზრუნვა კვლავ იქაურმა ქართველებმა თავიანთი სახსრებით იტვირთეს. საუბრიდან ირკვევა, დღეს ტაძრის გუმბათს ჯვარი რომ ამშვენებს, რამდენიმე შეუპოვარი ინგილოს დამსახურებაა. აკი აღვნიშნე, აქაურ ქართველობას ყველაფრის მოპოვება ყოველდღიური შეუპოვარი ბრძოლით უწევს-მეთქი. გულდასაწყვეტია, რომ, ამ ბრძოლისა და გარჯის მიუხედავად, ქურმუხის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი კვლავაც უმოქმედოა, მრევლს ღვთისმსახურების აღსრულების უფლებას დღემდე არ აძლევენ. ამ მიზეზით წელსაც მხოლოდ მცირე მსახურებით - წმინდა გიორგის პარაკლისით შემოიფარგლნენ კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა ბადრი (არჩვაძე) და თბილისიდან სტუმრად ჩამოსული მამადავითის ტაძრის წინამძღვარი მამა იოანე.

გიორგობა საინგილოშიც წელიწადში ორჯერ იმართება და მას აქ "საყდრობა" ჰქვია. ძველად გამთენიისას გაამზადებდნენ საკლავს, სხვადასხვა საჭირო ნივთს და როდესაც მამალი პირველად იყივლებდა, ეკლესიის გზას ურმით დაადგებოდნენ. წირვისას მსურველი ქრისტიანული წესით ინათლებოდა. შესაწირის დაკვლის შემდეგ კი პურობა იმართებოდა. გიორგობას ინგილოები ერთმანეთს ამ სიტყვებით ულოცავდნენ: "დაგიმადლოს - შეგიწიროს". მხიარულება შებინდებამდე გრძელდებოდა.

ძალზე ამაღელვებელია ის გადმოცემები, რომლებიც ქურმუხის ტაძარს უკავშირდება. მათი სრულად მოხმობა, სამწუხაროდ, შეუძლებელია, მაგრამ რამდენიმეს გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლით, მით უფრო, რომ მათში ცნაურდება ქურმუხის წმინდა გიორგის უდიდესი ძალა და მადლი.

ინგილოთა თქმულებით, წელიწადში ერთხელ, აღდგომა დღეს, "მარიამ დედა" (ასე მიმართავენ ღვთისმშობელს საინგილოში) აღებს ხოლმე ტაძრის ქვემოთ, გამოქვაბულის კარს, გარეთ გამოდის და ოქროს სავარცხლით თმას ივარცხნის. ამ დროს შიგნიდან გამოფრინდება ოქროს მამალი და ყივილს დაიწყებს. მას მახლობელი სოფლების მამლებიც აძლევენ ბანს. ერთხელ, როცა მარიამ დედა, ჩვეულებისამებრ, თმას ივარცხნიდა, ერთი თათარი მიეპარა და დაჭერა მოუნდომა, მაგრამ მაშინვე ხელი გაუშეშდა. თათარი შეევედრა ღვთისმშობელსა და წმინდა გიორგის, განიკურნა და ქრისტიანობაც მიიღო.

თქმულება "კოშკი" კი გადმოგვცემს, რომ ქურმუხის ეკლესიის ტაძრის დღესასწაულზე ლეკმა წინამძღოლმა, ალილ-ბეიმ, სილამაზითა და სათნოებით განთქმული სამი ქართველი ქალიშვილი იხილა. იგი აღენთო სურვილით, "სამი ინგილო მზე" თავისთან წაეყვანა. ქალიშვილებმა კი შუამავლის მეშვეობით შეატყობინეს, რომ ქრისტეს რწმენის ღალატს სიკვდილს ამჯობინებდნენ. მათ სოფელ შოთავარს შეაფარეს თავი, იქიდან კი ყუმის დედათა მონასტრის საიდუმლო მიწისქვეშა გასასვლელით ზაქათალაში გადავიდნენ და თამარ მეფის ციხეში დაიმალნენ. ალილ-ბეიმ მაინც მიაგნო მათ კვალს და დაატყვევა. სასიკვდილო მუქარის მიუხედავად, ქალიშვილებმა უარი თქვეს რწმენის ღალატსა და სამშობლოს მტრების ცოლობაზე. განრისხებულმა ალილ-ბეიმ ისინი სოფელ ელისუს ახლოს მშენებარე კოშკის ამგებთ გადასცა და კედელში ცოცხლად ჩატანება უბრძანა. ქართველი ასულების უკანასკნელი სათხოვარი ასეთი იყო - იმ კედელში ჩაეტანებინათ, რომელიც მათი სამშობლოსკენ იყურებოდა...

ძნელია, სულით ხორცამდე არ შეგძრას ხალხში დარჩენილმა ამ ლეგენდარულმა ამბებმა, ისევე როგორც, ხილული სასწაულის ნიშნად, ტაძართან შემორჩენილმა უზარმაზარმა შავმა ქვებმა, მაჰმადიანთა სანთლის ნაღვენთებს რომ დაუფარავს ერთიანად. გადმოცემით, ეს ქვები ერთ დროს ტაძართან ჩავლილი მუსლიმისა და მისი აქლემების გაქვავებული ქარავანია. მეაქლემეს ქურმუხის წმინდა გიორგისთვის სათანადო პატივი არ მიუგია და რისხვაც მოსწევია. შეიგრძნობ აქ დავანებულ უდიდეს მადლს და სულში უფლისმიერი სიხარული გიღვივის.

ამ ნეტარების წუთებს მცირე ხნით მაინც გადაუარა სევდის აჩრდილმა - სინანული ტაძრის დამტვრეული კრამიტების ხილვამ მოგვგვარა. ისინი გამიზნულად ნასროლ უზარმაზარ ქვებს უმოწყალოდ დაემსხვრია. ადრეც ხომ ასეთმა უპატიო დამოკიდებულებამ აღაშფოთა წმინდა გიორგი და სათანადო სასჯელი მოუვლინა შემცოდეს...

უფლის წმინდა მხედარს თავისი ძალმოსილება მხოლოდ ამ ფორმით როდი გამოუხატავს: მაჰმადიანები, ქრისტიანებთან ერთად, შვილიერებასა და შემწეობას ახლაც შესთხოვენ წმინდა გიორგის და, უფლის მეოხებით, სასწაულებიც დღემდე აღესრულება. ჩვენც შენდობა და წყალობა გამოვთხოვეთ წმინდა მოწამეს, ძნელად დავეხსენით სილაჟვარდეში შეჭრილ უფლის სახლს და ტაძრის ძირში მოცეკვავე და მომღერალ, დღესასწაულით დაბანგულ თანამოძმეებს შევუერთდით.

თუკი ზაქარია ედილაშვილის ცნობას ვერწმუნებით, ინგილოებმა "მხიარულობისა და ქეიფის დროს სიმღერა არ იციან. მთელი საინგილო რომ შემოიაროთ, ვერ ჰპოვებთ ვერც ერთ ხალხურ სიმღერას. ამ მხრივ საინგილო დიდ გამონაკლისს შეადგენს მხიარულსა და მუდამ მომღერალ საქართველოსაგან... ან კი რა ემღერება ინგილოს: იმდენი ჭირი და ვარამი გამოუვლია ულმობელი მტრის ხელში, რომ ისიც გასაკვირველია, სული სულად რომ შერჩა და ხორცი ხორცად". კარგი იქნებოდა, მათი "ჭირ-ვარამით" გულდათუთქულ მეცნიერს ამღერებული ინგილოები ეხილა. არადა მღერიან, ფაქტს ვერსად გაექცევი... მაშინ რა ვუყოთ 2001 წელს დაარსებულ ანსამბლ "ლაზარეს", რომლის ერთ-ერთი წევრი, ქართული ფოლკლორული ჯგუფის მოთავე, ჩვენი მეგზური და მასპინძელი, დიდი ქართველი - ემზარ სუყაშვილია? ანსამბლის ხელმძღვანელი ზურაბ ტარტარაშვილი გახლავთ, წევრები კი სამაგალითო ქართველები - გია და ჯუმბერ ყულოშვილები, გიორგი და შიო ოთარაშვილები, აკაკი თაგორიშვილი, ილია ქიტიაშვილი, კახი კუჭოშვილი. ისინი 90-იან წლებში საინგილოში შექმნილ ანსამბლ "შვიდკაცას" საძირკველზე აღმოცენებულან. ენთუზიაზმს შეტოვებული ანსამბლი დროთა განმავლობაში გაყოფილა, მაგრამ ღმერთის წყალობით მომდევნო თაობისგან შევსებულა და მართლაც უფლის საყვარელ ლაზარესავით "ლაზარედ" აღმდგარა.

ისიც პარადოქსია, თუ სასწაულთა სასწაული არა, რომ ჯგუფის არსებობას ოფიციალურად არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს. ალბათ, ჯერ ვერ დაუდგენიათ, ცისა არიან თუ მიწისა. ეს მართლაც ძნელი გასარკვევია... თუ არა ღვთის რჩეულობა, თუ არა უმაგალითო რწმენა და თავდადება, თუ არა ციური სასწაული და ქურმუხის წმინდა გიორგი, რა გადაარჩენდა და აამღერებდა ინგილოს?!

...მოვდივართ ამ კურთხეული მიწიდან და ვგრძნობთ, რომ მიწის ნაგლეჯთან ერთად გულის ნაწილიც ჩვენს ინგილოებთან გვრჩება. ისინი კი თავიანთ სულსა და სიმღერას უშურველად გვატანენ საგზლად, რომ აღარასოდეს დაგვემშეს სულები, არასდროს დაგვავიწყდეს სამშობლო, მასთან ერთად - საქართველოს ნატრული ქართველები ჰერეთში...

დაგიმადლოთ - შეგიწიროთ, ძმებო!..

მოამზადა
სოფო ჯაფარიძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat