ქარმელში ერი და ბერი ერთად ლოცულობდა
ქარმელში ერი და ბერი ერთად ლოცულობდა
ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, სამწევრისის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში რამდენიმე დღე მონასტრის წევრივით ვიცხოვრე. წინამძღვარმა, სქემმონაზონმა ალექსანდრემ 14 სექტემბერს ქარმელის მამათა მონასტერში წაგვიყვანა. საჭეს სქემიღუმენი სვიმეონი მართავდა. სიხარული ყველას სახეზე გვეტყობოდა. საეკლესიო ახალ წელს მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით დადგენილი დღესასწაული - ყოველთა ქართველთა ერთობის დღე - ქარმელის მონასტერში აღვნიშნეთ.

შემთხვევით არაფერი ხდება და უფლის ნებით, ამ დღესასწაულს წელსაც ქარმელში შევხვდი. შარშანაც ქარმელში გახლდით, როცა მეუფის ლოცვა-კურთხევით და მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტის, მამა ზაბულონის (გელაშვილი) ძალისხმევით, აქ უზარმაზარი ღია ტრაპეზი დაიდგა. წელს კი ღია ტრაპეზი გადაიხურა. ამ დღეს ერიც და ბერიც, ზოგი ფეხით, ზოგიც მანქანებით, მოვიდა მადლის მისაღებად. ღვთისმსახურებას, მეუფე იობთან ერთად, ურბნისისა და რუისის მამები და მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსი მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი) აღასრულებდნენ სამღვდელოებასთან ერთად. მიუხედავად უამინდობისა, მლოცველთა სიმრავლე თვალშისაცემი გახლდათ.

მეუფე იობი: - ქარმელის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის ადგილას, ამ საკმაოდ მაღალი მთების შუაგულში, გასულ საუკუნეებში სოფელიც ყოფილა. უმეტესად წიქარიშვილების გვარი სახლობდა. დღეს კი ამ მადლიან ადგილას სამონასტრო კომპლექსია აშენებული და სულიერება ყვავის. შარშან ღია ტრაპეზზე, ახლა უკვე გადახურულში, ჩატარდა ღვთისმსახურება. მერმისს უფრო კეთილმოწყობის სურვილი აქვს მონასტრის წინამძღვარს მამა ზაბულონს.

უფლისა და კეთილი ადამიანების შეწევნით, მეუფის ლოცვა-კურთხევით, ამ ადგილას ქართული ანბანის ძეგლი უნდა დაიდგას. მეუფე იობმა ამის შესახებ წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებაში აღნიშნა. შემდეგ მრევლს უქადაგა მეუფე ილარიონმა.

მეუფე იობი: - "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი! მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, ყოველთა ქართველთა ერთობის დღეს. მართლაც საოცარია დღევანდელი დღე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კრებისა, დღეს ასევე არის ხსენება ძველი აღთქმის მართალი წინასწარმეტყველის და ისრაელის ებრაელთა ერის ხელმძღვანელის მოსეს შემდეგ, ისუ ნავესი, რომელმაც აღთქმულ ქვეყანაში შეიყვანა ებრაელთა ერი. ამ დღეს განსაკუთრებულად გვლოცავს ისუ ნავე, რომელმაც ღვთის წინაშე მრავალი სასწაული მოახდინა. მისი ლოცვით მზე შეჩედა და ისიც მანამ ებრძოდა მტერს, ვიდრე არ დაამარცხა. დღეს არის ასევე სვიმეონ მესვეტისა და მისი დედის, მართას ხსენება. ეს მამა IV-V საუკუნეებში მოღვაწეობდა. ის თავიდან ცხვრის მწყემსი იყო. ტაძარში შესულს საგალობელი "ნეტარ არიან" ღრმად ჩაებეჭდა სულსა და გონებაში და გადაწყვიტა, განმარტოებით ეღვაწა ღვთის წინაშე. მას ჰქონდა ასეთი გამოცხადება: საძირკვლის გათხრისას გვერდზე ედგა ალბათ ღვთის ანგელოზი და აქეზებდა, რაც შეიძლებოდა ღრმად გათხარეო. შემდეგ უთხრა, - საკმარისი არის და შენება დაიწყეო.

სულიერ ღვაწლს სჭირდება დიდი შრომა, რათა ჩვენი სულიერი ნაგებობა ავაშენოთ საძირკველზე. ამის შემდეგ მან სხვადასხვა სახის ღვაწლს მიმართა, მთის წვერზე ავიდა და იქ დაიწყო მოღვაწეობა. შემდეგ მესვეტე გახდა. სვეტზე ასვლა ახალი ღვაწლი იყო წმინდა მამათათვის. მამებმა გამოსცადეს - ეს ღვთისგან იყო თუ არა. მასთან მივიდნენ და უთხრეს, - თქვენთან საუბარი გვსურს და ძირს ჩამოდიო. მართლაც დაბლა დაეშვა. მამებმა გააჩერეს, - ეს ღვთისგან არისო და გააგრძელა მოღვაწეობა. ამ ღვაწლში დიდხანს იცოცხლა და მრავალი სასწაული აღასრულა სვიმეონ მესვეტემ. საოცარია მისი ცხოვრება. სვიმეონის სანახავად დედამისი, მართა მივიდა. მან არ მიიღო და უთხრა, - თუ ჩვენ აქ ფიზიკურად არ შევხვდებით და ამას დავითმენთ, საიქიოს ერთად მოგვიწევს ყოფნაო. ეს ღვთის სიტყვად მიიღო მართამ, განეშორა და ცალკე დაიწყო მოღვაწეობა. შემთხვევითი ისიც არაა, რომ აქ, ქარმელის მთაზე, ილია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტერში დაწესდა ეს დღესასწაული. თქვენ იცით, რომ ილია წინასწარმეტყველი არის ცოცხალი წმინდანი, რომელსაც სიკვდილი არ განუცდია. ის არის წმინდანი, რომელსაც ეწოდება მეორედ მოსვლის წინამორბედი. მოგეხსენებათ, რომ წინამორბედი იყო იოანე ნათლისმცემელი, რომელმაც პირველმა იქადაგა სინანულის შესახებ. ილია წინასწარმეტყველი იქნება მეორედ მოსვლის წინამორბედი. სანამ იესო ქრისტე მეორედ მოევლინება კაცობრიობას დიდებით, მანამდე ის იქადაგებს ამქვეყნად ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ეს წინასწარმეტყველი განმარტოვდა ქარმელის მთაზე და დიდი სასწაული მოახდინა. წარმართებს დაუმტკიცა ჭეშმარიტი ღმერთის არსებობა. დაუმტკიცა იმით, რომ ლოცვა აღავლინა ღვთის წინაშე და მსხვერპლზე გარდამოვიდა ღვთაებრივი ცეცხლი, რომელმაც დაწვა ეს მსხვერპლი.

აქ სრულიად საქართველოს მრევლი უნდა შეიკრიბოს, რათა ერთად აღვავლინოთ უფლის წინაშე ვედრება და შევთხოვოთ, მოგვცეს ერთსულოვნება, სიყვარული, თავდადება და ერთგულება, რაც ესოდენ გვაკლია. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებლობა გვაძლევს ამ თვისებებს. თუკი მივიღებთ სულიწმინდის მადლს, სულიწმინდის მადლით აღივსება ადამიანი. ამას ემსახურება დედაეკლესია. ეს არის ჩადებული ქრისტიანულ ცხოვრებაში ღმერთთან მისაახლოებლად. გვსურს ასევე, რომ ამ წმინდა ადგილას, ქარმელის მამათა მონასტერში დავდგათ ძეგლი - ქართული ანბანი, თითოეულ ასოს თავისი ძეგლი დაედგას. ეს არ არის შემთხვევითი, რადგან ჩვენ სამნაირი ანბანი გვაქვს: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. თითოეულ ქვაში ამოიკვეთება სამივე ანბანის თითო ასო. მართლაც, კიდევ ერთხელ განსხეულდება, განხორციელდება "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" - იოანე-ზოსიმეს ნაწინასწარმეტყველები, რომ მივაგოთ პატივი ჩვენს ენას, კურთხეულ ანბანს. არც ერთ ქვეყანას არ აქვს სამი ანბანი. ამითაც იქნება დატვირთული ეს დღესასწაული. ასევე ამ ტაძრის თაღების ქვეშ განთავსდება ყველა ქართველი წმინდანის ხატი.

KARIBCHEძამის ხეობა ძალიან მადლიანია თავისი მონასტრებით, ძალიან ბევრი მონასტერი აიგო უფლის წყალობით და ბევრს აქვს სურვილი აქ მოღვაწეობისა, მათ შორის უცხოელ ბერ-მონაზვნებს. ცნობილია, რომ ბოლო ჟამს მხოლოდ საქართველო იქნება მართლმადიდებლური ქვეყანა,აქ განიდიდება უფალი მართლმადიდებლობით, ჭეშმარიტი სარწმუნოებით. არის წინასწარმეტყველება, რომ სხვა ქვეყნის ჭეშმარიტი ბერები და მონაზვნები საქართველოში ჩამოვლენ უფლის სადიდებლად. ერთმა რუმინელმა ბერმა, რომელმაც ინტერნეტით ნახა ჩვენი ხეობა, წერილი მოგვწერა - ეს ის ადგილია, სადაც ჩვენ მოგვიწევს საბოლოოდ დამკვიდრება და ყოფნაო. ჩვენთან მოღვაწეობენ უკვე სხვა ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიის ბერები. ახლახან ბრძანდებოდა ლატვიელი დეკანოზი, რომელმაც ბერობის სურვილი გამოთქვა და სურს ძამის ხეობაში იმოღვაწეოს. ვმადლობთ უფალს, რომ ეს ადგილი კურთხეული გახდა. რა თქმა უნდა, საქართველოში არის სხვა წმინდა ადგილები, მაგრამ ასეთი სიმრავლე მონასტრებისა ერთადერთია და ვმადლობთ უფალს წყალობისთვის.

იმედი გვაქვს, საეკლესიო ახალი წელი ახალი წარმატების მომასწავებელი იქნება. დღეს ეყრება საფუძველი ახალ სულიერ ცხოვრებას ჩვენს ეკლესიაში, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ერში. საეკლესიო ახალ წელს გილოცავთ, ეს წელიწადი უფლისა ყოფილიყოს, უფლით წარმართულიყოს, როგორც უფალს ნებავს და არა ისე, როგორც ჩვენ, რამეთუ ჩვენი სურვილები და ნება ხშირად არ ემთხვევა უფლისას. უფალს სურს ადამიანების გამოსწორება, თავის სამსახურში ჩაყენება, უფალს სურს, იყოს ურთიერთსიყვარული, ურთიერთმიტევება, რათა გვქონდეს თავდადებისა და თავგანწირვის უნარი, როცა ეს ჩვენს ეკლესიას და სამშობლოს დასჭირდება. შევთხოვ უფალს, მოგვანიჭოს ჭეშმარიტი სიყვარული, ერთგულებისა და თავდადების უნარი.

მადლობას ვწირავ უფალს, რომ დღეს ჩვენთან ერთად ბრძანდებიან მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსი, მეუფე ილარიონი და სხვადასხვა ეპარქიიდან სასულიერო პირები. ამ დღიდან ჩაყროდეს საფუძველი საქართველოს და ქართველი ერის ერთობას და ერთსულოვნებას.

ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ღვთის წყალობა და მადლი არ მოგშლოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი!"

მეუფე ილარიონი: - "დღეს საეკლესიო ახალი წელიწადია. ეს არის გვირგვინი წელიწადისა. ასე უწოდა ეკლესიამ ამ დღეს. ეს დღე ჩვენი ქვეყნის გაერთიანების, მშვიდობის, სიყვარულის და ერთობის დღეა. სად უნდა მოძებნო ადამიანმა ამ სულიერი და ცხოვრებისეული პრობლემების ზღვაში სულიერი სიმშვიდე, თუ არა იქ, სადაც უფალი მყოფობს. ეს არის ის მონაზვნური სამყოფელი, ნავსაყუდელი, დედაეკლესია, სადაც ყველას შეუძლია შვება და ნუგეში მიიღოს ღვთისგან. დღევანდელი დღე მართლაც მნიშვნელოვანია ჩვენი ერისათვის. თუ მოვისმენთ და შევისმენთ უფლისას, თუ ვიქნებით ერთად და გვექნება სიყვარული, უფალი აუცილებლად გადაგვარჩენს. ურჩობამ დაღუპა ადამიანი და ურჩობას აგრძელებს დღესაც ღვთის წინაშე. როდესაც უფალი ჯვარცმის წინ ლოცულობდა, შეევედრა ზეციურ მამას, - თუ შეიძლება ამაცილე ეს ფიალა და თუ სხვანაირადაა შესაძლებელი ადამიანის გადარჩენა და ცხონება, სხვანაირად მოვიქცეთო, მაგრამ მამა ღმერთმა უთხრა, შენი გზა გოლგოთაა, ჯვარცმააო, და უფალმა მიუგო: - "იყავ ნება შენი". ჩვენც, ყველა მართლმორწმუნემ, უნდა შევთხოვოთ უფალს, მოგვცეს ძალა, რომ ვთქვათ, - იყოს ნება ღვთისა.

მორჩილებით, სიყვარულით ვიაროთ ღვთის გზაზე. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა გააძლიეროს მეუფე იობი. მე მას ვულოცავ განსაკუთრებით იმიტომ, რომ მან შექმნა ყოველივე ეს ჩვენს თვალწინ. მან დააფუძნა აქ სავანე, ეკლესიები, მონასტრები და გაამრავლა ის დიდი არმია მონაზვნებისა, რომლებიც უნდა იყვნენ წინამძღოლნი ერისა და ქვეყნისა. სწორედ ეს გადაარჩენს და აცხოვნებს თითოეულ ჩვენგანს. გაგაძლიეროთ და დღეგრძელობა მოგცეთ ღმერთმა. ღვთისმშობელი იყოს საქართველოს და თქვენი მფარველი, ამინ!"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat