გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენთანა
გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენთანა
"გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის", - ამ სიტყვებით ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა ყოვლადწმინდა მარიამს მესიის შობა. ეს მოხდა მართალი ელისაბედის წიაღში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ჩასახვიდან მეექვსე თვეს. მთელი კაცობრიობისთვის უდიდესი სიხარული გალილეის მხარეში, ქალაქ ნაზარეთში გაცხადდა.

როგორც წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელი განმარტავს, მთავარანგელოზის მიმართვა - "გიხაროდენ" - ქალწულის სულიერი სიხარულით აღვსებაზე მიუთითებს, "მიმადლებულო" - უფლის მადლის მიღებაზე, რადგან სწორედ ამ სიტყვების მოსმენისას შევიდა ქალწულში სულიწმინდა და ღვთაებრივი ცეცხლით განწმინდა შეუგინებელი ტაძარი - მარიამის უბიწო სხეული. ხოლო მთავარანგელოზ გაბრიელის შემდგომი სიტყვები - "კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის" - წინასწარმეტყველებაა იესო ქრისტეს შობის შესახებ, რომ ყველა დედისგან გამორჩევით მარადქალწულ მარიამს არ ექნებოდა მშობიარობის ტკივილები, რაც უფალმა სასჯელად დაუდგინა ევას სამოთხიდან გამოძევების დროს. "მწუხარებით ჰშვნე შვილნი შენნი!" - უბრძანა ღმერთმა პირველ დედას, რომელმაც დაარღვია უფლის მცნება და ურჩობის გამო განდევნილ იქნა ედემის ბაღიდან.

წმინდა წერილში ნათქვამია, რომ მარიამი შეაძრწუნა მთავარანგელოზის ნათქვამმა. წმინდა მამები ამ შეძრწუნებას ასე განმარტავენ: აქ ჩანს მარიამის უდიდესი სიფრთხილე და წინდახედულება. მას მწარე გაკვეთილი აქვს მიღებული ევასგან, რომელმაც ყოველგვარი გამოძიების გარეშე მიიღო ადამის მოდგმის მტრის - ეშმაკის ცდუნება. მარიამი კი ცდილობს დაადგინოს, როგორია ეს ჩვენება - ღვთიური თუ ეშმაკეული. მაშინ მთავარანგელოზი გაბრიელი ამშვიდებს ყოვლადწმინდა ქალწულს, რადგან, როგორც წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი განმარტავს, მარადქალწულმა აღუშფოთებელმა უნდა მოისმინოს წინასწარმეტყველება მაცხოვრის დაბადების შესახებ. "ჰპოვე მადლი წინაშე ღვთისა", - მიმართავს მთავარანგელოზი მარიამს და აუწყებს, რომ უფალმა ყოველი დაბადებულისგან გამოარჩია შეუგინებელი უბიწოების გამო. წმინდა მთავარანგელოზი გაბრიელი ახარებს მარიამს, რომ შობს ძეს, რომელსაც სახელად უწოდებს იესოს (ებრაულად - მაცხოვარს, მხსნელს): "ესე იყოს დიდ და ძე მაღლის იწოდოს". ძე მაღლისა ანუ ძე ღვთისა, ქალწულისაგან შობილი, დაჯდებოდა დავითის საყდარზე. ღვთივგანბრძნობილ მამათა განმარტებით, დავითის საყდარში იგულისხმება არა ხორციელი, არამედ ღვთაებრივი მეუფება; როგორც დავით მეფსალმუნე გამეფდა მორჩილებით, იესო ქრისტეც ჯვრის მორჩილებით ზიდვით დაიმკვიდრებდა მარადიულ ღვთაებრივ მეუფებას.

ყოვლადწმინდა ქალწულმა სულიერი სიმშვიდით მოუსმინა და ჰკითხა: "ვითარ მე იყოს ესე ჩემდა?" მარიამმა შეახსენა მთავარანგელოზს, რომ ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული ღვთის წინაშე. დასმულ კითხვაში ეჭვი როდი გამოსჭვივის, მასში ინტერესი ჩანს. მას, როგორც ბრძენსა და გონიერს, ამ მოვლენის არსის გაგება სურდა, ამიტომაც არ განისჯება მთავარანგელოზის მიერ, პირიქით, მისგან განმარტებას ისმენს. "სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაი გფარვიდეს შენ და შობილი იგი ძედ მაღლის იწოდოს", - მთავარანგელოზის ამ სიტყვებს წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელი ასე განმარტავს: გაბრიელმა დაამშვიდა ქალწული და უთხრა, რომ უფლის მადლი დაიფარავდა, ხოლო ამ მადლს ნუ გამოეძიებდა, რადგან დედამიწის ზურგზე არავინ არაფერი იცოდა მისი თვისების შესახებ. ძველი აღთქმის მრავალმა წინასწარმეტყველმა იქადაგა, რომ ქალწული შობდა ძეს, თუმცა რა სახით მოხდებოდა მისი დაბადება, არავინ უწყოდა, ეს საიდუმლო თვით ანგელოზებისთვისაც კი დაფარული იყო.

საგულისხმოა, რომ წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელი ანგელოზის სიტყვებში წმინდა სამების საიდუმლოს გაცხადებასაც ხედავს.

მთავარანგელოზმა თავისი სიტყვების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად მარადქალწულ მარიამს აცნობა, რომ მისი ნათესავი, ბერწი ელისაბედი შობდა ძეს, რომელსაც უკვე ექვსი თვე შესრულებოდა დედის წიაღში.

წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი გამოიკვლევს მარიამისა და ელისაბედის წინაპრებს და გვაწვდის ცნობას, თუ როგორ ენათესავებოდნენ ისრაელის სხვადასხვა ტომის შვილები ერთმანეთს. ყოვლადწმინდა მარიამი იუდას შთამომავალი იყო, ელისაბედი - აარონისა. აარონს ცოლად ჰყავდა იუდას შთამომავალი, სახელად ელისაბედი, ხოლო წმინდა იოანე ნათლისმცემლის დედა ელისაბედი სწორედ აარონის ერთ-ერთი ქალიშვილის შთამომავალი იყო. ამრიგად, ღვთისმშობელს მართალი ელისაბედი აარონის ცოლის მხრიდან ენათესავებოდა.

რატომ ამტკიცებს მთავარანგელოზი გაბრიელი თავისი ნათქვამის ჭეშმარიტებას მართალი ელისაბედის ორსულობის უწყებით? ამით შეახსენებს ქალწულ მარიამს, რომ "არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყვაი" - სადაც უფალი ინებებს, იქ ბუნების ყოველგვარი კანონზომიერება ირღვევა. ელისაბედი ხომ ბერწი იყო.

ყოვლადწმინდა მარიამის პასუხში - "აჰა, მხევალი ღვთისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა" - ჩანს ქალწულის უსათნოესი თვისება - სრული მორჩილება უფლის სიტყვის წინაშე და ყოველწამიერი მზადყოფნა შემოქმედის წმინდა ნების აღსასრულებლად. წმინდა მამათა განმარტებით, სწორედ ამ სიტყვების წარმოთქმისას გარდამოვიდა სულიწმინდა და ქალწულის საშოში მაცხოვარი ჩაისახა.

წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: როდესაც მაცხოვარმა განკაცება გადაწყვიტა, თავისი შობის მახარებლად გამოგზავნა მთავარანგელოზი გაბრიელი (რაც თარგმანებით ღვთის კაცს ნიშნავს) ნაზარეთში (რაც კურთხევას ნიშნავს), მარიამთან (ებრაულად - ქალბატონი).

ჟურნალი "კარიბჭე" თავის ერთგულ მკითხველსა და სრულიად საქართველოს ულოცავს ხარების უდიდეს დღესასწაულს, რომელსაც წმინდა მამები მაცხოვრის აღდგომისა და ჩვენი სულიერი ხსნის სიხარულის დასაწყისს უწოდებენ.
ბეჭდვაელფოსტა
07.04. 2022
ნანა
კარიბჭეს ვულოცავ ბრწყინვალე დღესასწაულს ხარებას! საქართველოს და მთელ მსოფლიოს! დღევანდელმა მადლმა და ძალამ დაგვაწყნაროს, გაგვაერთიანოს და დაიფაროს მთელი მსოფლიო. ამინ! კარიბჭეს ვუსურვებ წარმატებას!
07.04. 2021
ნანა
დიდება ღმერთო, შენდა დიდება! დიდება შენდა წმინდა მარიამ, დიდება!
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat