მამის ლოცვა შვილებისათვის
მამის ლოცვა შვილებისათვის
უფალო ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, შემოქმედო და დამბადებელო ყოველთა არსთაო, რომელმან მიუწვდომელითა მოწყალებითა შენითა შეჰქმენ კაცი , განსასრულებელად ყოვლისა ქმნილებისა შენისა, და დაადგინე იგი მეუფედ და მცველად და განმგებლად მისა, სახედ მეუფებისა შენისა; და მსგავსებაჲ ესე, სიტყვიერებასა და გონიერებასა და ნების თავისუფლებასა თანა, სიყუარულითაცა განასრულე შვილთა მისთა მიმართ, ბუნებითად დანერგულისა მის შორის; გმადლობ, რამეთუ მეცა, ცოდვილი და უხმარი მონაჲ შენი (სახელი) ღირს მყავ მადლსა შვილიერებისასა და გამოუთქუმელსა სიტკბოებასა მისსა; შეიწირე ვედრებაჲ ესე ჩემი და შეიწყალენ შვილნი ჩემნი (სახელები) და დაიცვენ და დაიფარენ იგინი, ღმერთო, მადლითა შენითა; განანათლენ გულნი და გონებანი მათნი (ან: გული და გონებაჲ მისი) ნათლითა მეცნიერებისა შენისაჲთა;

შეუნდვენ და მიუტევენ და აჴოცენ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი; იჴსნენ იგინი მზაკუვარებისაგან საეშმაკოჲსა, განარინენ ყოვლისაგან ბოროტისა, და ანგელოზნი ნათლისანი დაადგინენ მარჯუენით მათსა, მცველად ცხორებისა მათისა, და მარადის უძღოდე მათ გზათა ჭეშმარიტებისათა, აღსრულებად წმიდათა მცნებათა შენთა; სიწმიდითა და კეთილითა მოქალაქობითა აღავსე ცხორებაჲ მათი და გარე-შეზღუდენ იგინი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან; უვნებელად დაიცვენ განსაცდელთა შინა და გარე-წარაქციენ მათგან ყოველივე აღძრვაჲ ბოროტისაჲ; მოყუარენი და მეგობარნი განუმრავლენ, ხოლო მოძულენი მათნი სირცხვილეულ ჰყვენ; მოჰმადლენ კეთილგონიერებაჲ, მშვიდობაჲ, სულგრძელებაჲ და სიმდაბლე;

განამრავლენ და გარდაჰმატენ სულიერნი და ჴორციელნი ძალნი მათნი, გონებისა სიწმიდე და სიფრთხილე; წარმართენ გულსმოდგინებით სწავლად და საქმედ განწესებულსა მათდა ყოველსა საქმესა; განკურნენ სულიერთა და ხორციელთა სნეულებათაგან, და ვიდრე აღსასრულადმდე კეთილად განაგე ყოველივე ცხორებაჲ მათი, გინათუ ქალწულებითი, გინათუ შჯულიერად ქორწინებითი; და დღითა კეთილითა აღვსებულნი ღირს ჰყვენ მიმთხუევად ზეცისაცა კეთილთა შენთა, რაჲთა დაუცხრომელად აღმოსთქუამდენ დიდებასა და მადლობასა შენდა, შემოქმედისა და მწყალობელისა მათისა, მხოლოდშობილისა საყუარელისა ძისა შენისა თანა, ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და ყოველთა დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!
13.10.2022
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
13.10.2022

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
08.10.2022
ლოცუა შაბათისა ბოროტთა გულის სიტყუათათვს
საყუარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოსთა შეყუარებულო, ხმამაღალო ქადაგო ღვთისმეტყუელებისაო,
08.10.2022
პარასკევისა, ლოცუა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანისვჰსცე, და მას მხოლოსა ვმსახურო.
07.10.2022
ლოცუა ხუთშაბათისა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის
უფალო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო გულთ-მეცნიერო, და გულის-სიტყუათა მპყრობელო.
07.10.2022
ლოცვა ოთხშაბათსა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის,სავედრებელი ყოვლად-წმიდისა მიმართ.
ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი
07.10.2022
ლოცუა სამშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათვს
ჰოი უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყუელო, და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო,
07.10.2022
ლოცუა ორშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
ზესთა ნათელთა, და თვალთშეუდგამისა ღმერთმთავარისა, წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელოსნო, მიქაელ და გაბრიელ
07.10.2022
ლოცუა კვირიაკეს ბოროტთა გულის სიტყუათათვის:
უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, განწმიდე მე უჩინოთა ჩემთაგან.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler