ლოცუა კვირიაკეს ბოროტთა გულის სიტყუათათვის:
ლოცუა კვირიაკეს ბოროტთა გულის სიტყუათათვის:
ლოცუა კვირიაკეს ბოროტთა გულის სიტყუათათვის:
უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, განწმიდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო შენ უწყნი ცოდუანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს აღჰჴოცენ იგინი. შეგცოდე უფალო შემინდუჱენ მე სახელისა შენისათჳს წმიდისა. უფალო მომცენ მე კეთილნი ანგელოსნი მმართებელად და მოძღურად ცხოურებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი არამედ სახიერებისა შენისათჳს მომეც მე დაწყებაჲ დასაბამისა კეთილისა. უფალო მასწავე მე რათა ვჰსცხოუნდე, და ნუ თანა წარ მწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა კაცთ-მოყუარეჲ. რამეთუ კურთხეულ-არს სახელი შენი მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


კვირიაკესა სათქმელი, თეოფანესაგან თქმული:

აღგიარებ შენ მამაო უფალო ცათა და ქვეყანისაო, ყოველთა ცოდვათა ჩემთა რომელნი მიქმნიან ცხადად და დაფარულად რამეთუ შენ უწყნი და არა არს დაფარული მართალთა თვალთა შენთაგან ვითარცა უკვე მოწყალემან და შემწყნარებელმან ღმერთმან, რომელსა ბარბაროსთაცა გნებავს ცხოვრებაი სარწმუნოებით შენ სულთა მაცხოვნებელისა მიმართ მოლტოლჳლთასა. შემიწყალე - მე ფრიად განმამწარებელი შენი, სიხარულად მტერთა ჩემთა, და დაცემად საწყალობელისა სულისა ჩემისა და მოწყლულისა რომლისათჳს აჰა მომკუდარ ვარ მსმენელი ეშმაკთა. შენ უკუე მეუფეო უმსახურებელთა და უწყალოთა ჰსწყალობ. შემიწყალე მეცა, უღირსი კაცთმოყვარეო მეუფეო, დამბადებელო ყოველთა ხილულთა და უხილავთა აგებულთაო, რომელმან უწყნი დაფარულნი გულისა ჩემისანი, და არა უმეცარ ხარ საჩინოთა და უჩინოთა. შემიწყალე მე ცოდვილი და ყოვლადუბადრუკი, ჟამსა ამას აღმსარებელი შენდა, უსამართლოთა და მრავალთა ცოდვათა ჩემთა. რამეთუ არა არს სახე ცოდვასა თქმული და უთქმელი რომელი არა მიქმნიეს მე ყოვლადუბადრუკსა. ამისათჳს ვჰსძრწი და მეშინის ნუ სადა ზეცით გარდამოჰხდეს ცეცხლი და შემჭამოს მე. არამედ შენ მხოლოსა შეგცოდე, და შენდა მოვივლტი აღმსარებელი შენი, შემიწყალე მე არა მქონებელი სადა მიდრეკისას თავისა იხილენ უკუჱ მეუფეო მრავალნი და აურაცხელნი ბრალნი ჩემნი. იხილენ რაოდენნი შეგცოდენ შენ, ვჰსცოდე ვითარ არცა მეძავმან ჰსცოდა, ვითარ არცა ავაზაკმან ჰსცოდა, ვითარ არცა მეზვრემან ჰსცოდა, ვითარ არცა უძღებმან ჰსცოდა, ვითარ არცა ვინ სხუამან ქვეყანასა ზედა ჰსცოდა, მე ვჰსცოდე უძღებმან, და შეუნდობელ და მიუტევებელ არიან ცოდვანი ჩემნი, და არა ვარ ღირს. არცა შემძლებელ აღხედვად და ხილუად სიმაღლესა ცისასა, სიმრავლისაგან ცოდუათა ჩემთასა, რამეთუ განვარისხე გულისწყრომაჲ შენი უფროს მეძჳსა. და უფროსი დავითისა ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ, და ვიცი და გულისხმა-ვჰყოფ უფალო, ვიდრედ ცოდუათა ჩემთა დაჰფარნეს წყალობანი შენნი. არამედ მრავალ არს სახიერება შენი, მიუწდომელ არს მოწყალება შენი, და არა გნებავს ვისიც წარწყმედაი არამედ ცხოვნება ყოველთა კაცთა, რომლისათჳს მეცა უღირსი, უპატიო, არაწმიდა, მწიკულევანი, მეძავი, უძღები, მომთრუალე, მზრახუელი, მასმენელი და შემაგინებელი თჳთ ამის ჰაერისაცა, ბილწთა და უადგილოთა საქმეთა ჩემთა მიერ, შემაგინებელი ტაძარსა ხორცთა ჩემთასა თითოეულსა დღესა და ღამესა. უპატიობითა და ბოროტითა გემოთმოყუარებითა ჩემითა. რამეთუ რომელი უადგილოი ცოდუაი არა ვჰქმენ მე ყოვლადუბადრუკმან, რომელი უსჯულოება არა ვჰყავ, რომელი ბოროტი არა შევიყუარე, ყოველი საგრძნობელი, ყოველი წადილი, ყოველი ასოი ჩემი შევაგინე განვჰხრწენ უხმარ ვჰყავ, და ყოვლითურთ სახლ სავაჭრო და ჭურჭელ ეშმაკისა ქმნილმან და ვჰხედავ და უწყი უფალო ვიდრედ წინაშე პირსა ჩემსა წარმოადგენ ცოდვათა ჩემთა, ვაი მე ვითარ დაუთმო, რომელმან ძრწოლამან, და რომელმან ზარმან მომიცვას მე მაშინ უბადრუკი. შენ უწყნი დაფარულნი გულისანი. რამეთუ შენი არს სიმართლე, და ჩემი არს სირცხჳლი, რამეთუ შენ განჰმზადე სასჯელი შურისგებისა, ბოროტთა და უჯეროთა საქმეთა ჩემთა თავსვიდვა ღირსი სასჯელი, მე უღუაწმან მათნი, რომელნი - მიქმნიან საქმენი ბოროტნი და ძვირნი. არამედ უფალო, უფალო, ნუ სააჯმნო ჰყოფ საქმეთა ჩემთა. ნუ დაადგინებ ცოდუათა ჩემთა, ჟამსა სასჯელისასა წინაშე ჩემსა, ნუ მოავლინებ ანგელოსსა რისხჳთ, ფუცხჳთ აღმოყვანებად ყოვლად უღვაწისა და საწყალობელისა სულისა ჩემისა ჩემგან, და გულისწყრომით აღმოფხურად მისსა. ვითარცა არცა ერთსა ჟამსა სულისა შენისა წმიდისა განმჰსუჱნებელსა, ამაოსა ამას საწუთოისაგან, წინასწარმხედჳლი სიმრავლეს, და უფსკრულსა ბრალთა ჩემთასა, ნუსადა შევიკრა ხელით და ფერხით და შთავიგდო ბნელად გარესკნელად, სადა იგი არს ტირილი და ღრჭენა კბილთა. არამედ ვითარცა ნაზელი შენი მეუფეო და ნაქმარი ხელთა შენთა, ეგრეთ შეიწყნარე სული ჩემი. დაღაცათუ უზესთაეს ყოველთა კაცთასა შეგცოდე შენ, ღმერთო ჩემო ნუ გარე მიმაქცევ მე პირისა შენისაგან, უფალო ღმერთო ჩემო, ნუ შეჰხუალ სასჯელად მონისა შენისა. უფალო ღმერთო ჩემო, ნუ ჰსძლევნ ცოდვანი - ჩემნი, გამოუთქმელსა კაცთმოყუარებასა შენსა, უფალო ღმერთო ჩემო, ნუ დამჰსჯი მე თჳთ დაჰსჯილსა. მე თჳთ განვჰსჯი თავსა ჩემსა, და დასაჰსჯელ ვჰყოფ, არა მიხმს მამხილებელი, არა მიხმს მასმენელი. შენ მხოლოსა შეგცოდე მეუფეო და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ. აწ უკუჱ მამაო ზეცათაო, შემიწყალე, შემიწყნარე, შემეწიე, მოწყალე იქმენ ცოდუათა ჩემთა ზედა მრავალთა და ძნელთა, უსამართლოებათა, მოხუეჭათა, მრუშებათა, სიძუათა. ძჳრისზრახუათა, ბილწმეტყველებათა, ფუცუათა, გინებათა, ამპარტავნებათა, სიავეთა, ცრუმეტყუელებათა, მთურალობათა, რისხუათა, და რაოდენნი უწყალობანი ხელისქუჱშეთა, და თანა ძმათა ჩემთა მიმართ ვჰქმენ და მიქმიან. ვიდრემდე აქამომდე გვემათა, შიშთა, ქადებათა, დევნათა, გულარძნილებათა. მანქანებათა, სიძნელეთა, და შრომათა, ჭირუებათა, გინებათა, იწროებათა, ჭირთა მძიმეთა საქმისა დადებათა, და სხუა რაიცა ვჰქმენ და ვიქმ. ვიდრე აქამომდე შემინდუჱნ მე ყოველნივე, და შემიწყალე მე მრავლისათჳს, კაცთმოყვარებისა და მდიდრისა წყალობისა შენისათჳს, და ნუმცა მეწევიან მე ამათგანნი ცოდუანი, წინაშე საშინელისა და მიუახლებელისა საყდრისა შენისა. არამედ ვითარცა სახიერმან და მრავალმოწყალემან ღმერთმან, და მეცნიერმან უძლურებასა ჩუენ კაცთა ბუნებისასა შეურაცხჰყუჱნ ესე ყოველნი და ნუ გნებავს შესულად სასჯელად მონისა შენისა თანა. რამეთუ უკეთუ ინებო შესლუაი უფალო ვინმე დაგითმოს, არამედ თანაწარჰხედინ ყოველთა ბრალთა ჩემთა, დღითიდღედთა საქმითთა სიტყჳთთა, ღამისშინათა, ნებსითთა და უნებლიეთთა საჩინოთა და უჩინოთა დღითიდღეთა, ჟამითიჟამადთა ჰე უფალო, ჰე მეუფეო, ჰე წმიდაო. უწყი რამეთუ უწყი ვითარმედ წყალობანი შენი დიდ არს ჩემ ზედა. რამეთუ უკეთუმცა არა დიდ იყო ჩემ ზედა უღირსისა, ვითარ ესე ვითართა სიტყუათა შინა, მოგონებათა საქმეთა ამათ რომელთა წარვვლი ყოველთა შინა დღეთა ცხოურებისა -ჩემისათა. განმარისხებელი დღითიდღე და განმამწარებელი წმიდისა სახელისა შენისა, თავსიდებ და სულგრძელებ ჩემთჳს საწყალობელისა, და უძღებისა, და არა მქონებელისა კეთილისა სჳნიდისისა ყოვლად რათურთით არამედ თითოეულითა სიტყჳთა და საქმითა განმამწარებელისა შენისა, და არა მყოფელისა განშორებასა ბოროტთა საქმეთა ჩემთასა, არამედ გემოთ-მჭამელისა გუჱლებრ, და შემამწიკულებელისა სხეულისა ჩემისა სულისა თანაყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა. უფალო ღმერთო ჩემო, რომელმან შემქმენ მე და უწყნი ცოდუანი ჩემნი. ნუ მიმიშუჱბ მე წარწყმედად, ნუ დამიტევებ მე სახარულევან ყოფად მტერთა ჩემთა, და საწუნებელად ბოროტთა და დასათრგუნუჱლად ეშმაკთა. არამედ მადლი და წყალობა შენი იქმენინ ჩემთა, ყოველთა დღეთა ცხოურებისა ჩემისათა. და შემიწყნარე მე ვითარცა მეძავი, და ავაზაკი, და მეზუჱრეი, და უძღები ძეი მონანული რომელთათჳს ვჰსცოდე. აღვიარებ დღეს შენ წინაშე ცოდუათა ჩემთა. მილხინე, მომიტევენ, შემინდუენ, და ამიერითგან შეწევნითა შენითა, დააყენენ მოწყინებაი უდებებაი, მცონარებაი, და დახსნილობაი ჩემი, დავიწყებაი, და დაშუშება დაუმორჩილებელისა ჯერჩინებისა ჩემისა. ღამითნი ოცნებანი. გუარნი წადილნი სხეულისა ჩემისა, აღძრჳთნი ბოროტნი, და დაუდგრომელნი გულისსიტყუანი ჩემნი, ყოვლისა სიავისა და ყოვლისა ცოდჳსა მგონებელნი აღმადგინებელნი ძჳნად ჩემდა მაჭირვებელთა და დამთრგუნუელთა საწყალობელისა სულისა ჩემისათა და არცა ხორცთა ჩემთა მიმცემელთა განსუჱნებისათა. ვიდრე აქამომდე არ დავსცხერა განრისხებად შენდა უფალო, ვიდრე აქამომდე არა გულისხმა ვჰყავ ბნელსა შინა ვვლიდი ნათელო ნათლისაგანო ქრისტე ღმერთო ჩვენო სიმართლისა მზეო აჩუჱნე მოწყალებაი და წყალობაი შენი ჩემ ზედა ცოდჳლისა და დაბნელებულისა უძღებისა მწიკულევანისა უჯერჩინებულოისა, მფუცავისა, მსიძავისა, არაწმიდისა მზრახუელისა, მაგინებელისა, ცუდადმზრახისა, ეშმაკისა მორჩილისა საეშმაკოისა მუშაკისა, სამჱუფოისა შენისა უღირსისა, და თვით ამის ცხოურებისაცა ჩემისა, ყოვლისა ტანჯჳსა ღირსისა, ყოვლისა, განპატიჟებისა არზანგისა. ვსცოდე და განვარისხე სახელი შენი, ვითარ არავინ სხვამან განარისხა ქუეყანასა ზედა, ხოლო შენ უფალო შემიწყალე და შემინდუენ მე, და ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩემგან რამეთუ მჭირს მე. მოჰხედენ სულსა ჩემსა და მსთუად შეისმინე ჩემი და მიხსენ მე მეცნიერებითისაგან და უმეცრებითისა განზრახჳსა გონებისა საქმისაგან. და სიტყჳსა ღამეს შინა და დღესა შინა ნებსითისა და უნებლიეთისა საჩინოთა და უჩინოთა ცოდუათა ჩემთაგან. და მაცხოვნე მე უღირსი სახელისათვის შენისა და მრავლისა წყალობისა რათა სადაცა განმრავლდეს ცოდუა ზესთა გარდაემატოს მადლი შენი და გაქო და გადიდო შენ ყოველთა დღეთა ცხოურებისა ჩუენისათა: ხოლო შენ ქალწულო დედოფალო ღვთისმშობელო მოყავ ყური შენი და ისმინე ბილწთა ბაგეთაგან გამომავალნი სიტყუანი, რამეთუ აჰა ესერა შემუსრჳლითა სულითა, და დამდაბლებულითა გონებითა მოწყალებისა შენისა მომართ მოვისწრაფი ნუ უკუე შეურაცხ მყოფ უბადრუკსა ნუცა მიმიშუებ სრულიად წარწყმედად უღირსსა მონასა შენსა, არამედ დედობრივისა ვედრებისა მიმღებელმან, განჰკურნე დაგლახაკებული სული ჩემი, ბოროტად შემუსრვილი ბილწთა ვნებათა ჩემთაგან, რომელი მტერმან ბოროტმან გემოთმოყუარებითა ცოდუათა მიერ შემუსრვილი ქუეყანად დააკუეთა. რომლისათჳს ყოვლითა სირცხულითა აღვსებული ვერ ვიკადრებ, ვერცა ვჰპირიანობ, შემინდუენ მე მრავალნი ცოდვანი ჩემნი, და უკურნებელთა წყლულებათა ჩემთა, კურნება ითხოვე კაცთმოყუარისა ღვთისაგან, რამეთუ შევაგინე ტაძარი ხორცთა, და უჯეროთა გულისთქმითა შევამწიკულე იგი, და ყოველნივე საგრძნობელნი ჩემნი უწესოთა საქმეთა მიერ უხმარვჰყუენ ვინა არა მაქუს კადნიერებაი ცად მიმართ აღებად ხელთა რომელნი თავთა შინა საქმეთა მწიკულევან ვყვენ. არცა ბაგენი ვედრებისათჳს, რომელნი ძჳნად მოყუსისა გინებითა და ცილისწამებითა შევჰბღალენ, არცა ძრუად ბილწისა და ცოდჳლისა ენისა ჩემისა გალობისა მიმართ, ამისთჳს ყოვლადუბიწოო დედოფალო გამოუთქმელისა მოწყალებისა შენისა მიმართ, შევვედრებ თავსა ჩემსა, მე უღვაწი და უძღები, რამეთუ არა მაქუს სხუა სასო გინა შესავედრებელი თჳნიერ შენ მხოლოისა ნუგეშინისმცემელი და შემწე, სიხარულო სულისა ჩემისაო და სავედრებელო ქუაქმნილისა და განფიცხებულისა და მწიკულევანისა სულისა ჩემისაო შენდა უკუე ყოვლად უბიწოო სინანულით მოვივლტი, ჭირთა შინა შემწისა, და ღვთისა თანა სავედრებელისა. და განმაგრილებელისა და ძლიერისა წინამდგომელისა ჩემისა რომელი თანამდებ ვარ მრავალთა ცოდუათა, და სიღრმით გულისათ ვღაღადებ შენდამი. შემიწყალე მე კეთილისმოყუარეო არაწმიდა ესე ძაღლი და მატლი მწიკულევანი ყოვლითა სიმყრალითა და არაწმიდებითა აღსავსეი და შეიწირე მოწლე ესე და უნდოი ვედრებაი ჩემი. დაღათუ დახსნილად და უნდოდ შევჰსწირე შენდა. არამედ შენ დედობრივითა ვედრებითა შენითა ჰყავ იგი კეთილ შესაწყნარებელად წინაშე ძისა შენისა და ღვთისა, და მიხსენ მე მძლავრებისაგან მძიმისა ძილისა, ხოლო გარდასცუალენ შეკინებისა და მოწყინებისა ჩემისა ბოროტნი სულნი, და განმაძლიერე მე წადიერად და მღჳძარედ მიწევნად და თაყუანისცემად, ღამითა და განთიადისათა და მსახურებათა შენთა ღირსმყოფელმან ჩემმან, და ზეცათაცა სასუფეველსა შენსა მაქებელად და მაკურთხეველად, ყოვლად წმიდასა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწდამარადის და უკუნითი უკუნისამდე.


ლოცუა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს კჳრიაკესა:


უფალო ღმერთო ჩუენო რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდუათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდუათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყუელისა სინანული შესანდობელად გჳჩუენე. შენ მეუფეო, ჩუენ მრავალთა და დიდთა ცოდუათა შინა დაცემულნი ესე შეგჳწყალენ, ჩუენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღხოცენ ყოველნი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე. შენ რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქუს ხელმწიფებაი მიტევებად ცოდუათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემ თანა და სულითა მთავრობისათა დაგუამტკიცენ ჩუენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ, ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნოიყავ ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩუენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშჳნუამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდუათა მოტევებასა, და ღირსყოფად ჩუენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა. აწდა უკუნისამდე. ამენ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2022
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
13.10.2022
ტროპარი
ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის, და შემწისა უძლეველისა სუეტისა წმიდისა და ღვთივ-ბრწყინვალისა სუეტისა,
08.10.2022
ლოცუა შაბათისა ბოროტთა გულის სიტყუათათვს
საყუარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოსთა შეყუარებულო, ხმამაღალო ქადაგო ღვთისმეტყუელებისაო,
08.10.2022
პარასკევისა, ლოცუა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანისვჰსცე, და მას მხოლოსა ვმსახურო.
07.10.2022
ლოცუა ხუთშაბათისა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის
უფალო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო გულთ-მეცნიერო, და გულის-სიტყუათა მპყრობელო.
07.10.2022
ლოცვა ოთხშაბათსა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის,სავედრებელი ყოვლად-წმიდისა მიმართ.
ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი
07.10.2022
ლოცუა სამშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათვს
ჰოი უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყუელო, და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო,
07.10.2022
ლოცუა ორშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
ზესთა ნათელთა, და თვალთშეუდგამისა ღმერთმთავარისა, წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელოსნო, მიქაელ და გაბრიელ
17.08.2022
ტროპარი
ქრისტეს ფერსიცვალებასა მივეგებნეთ სურვილით ბრწყინვალედ მედღესასწაულენი, მორწმუნენო, და ვხმობდეთ:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი, ერისკაცობაში გერასიმე ქიქოძე  დაიბადა 1825 წ. 15 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის სოფ. ბახვში.

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

golpasi.com mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper