პარასკევისა, ლოცუა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
პარასკევისა, ლოცუა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
პარასკევისა, ლოცუა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანისვჰსცე, და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხუა მიიქეცინ თავსავე შენსა, და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსაცა ჟამსა შინა, და ყოფადსა საუკუნოსა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩუენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, და მონაო ბოროტო და განდგომილო. არა გაქუს შენ ფლობაი ჩუენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქუს ფლობაი ჩუენი. ყოველთა მისა ვჰცოდეთ და მასვე სიტყუა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსრუელო და წინააღმდგომო. მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯუელისა დამკჳდრებულო. ჩუენ სიმტკიცედ გუაქუს ჯუარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გუელისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა. და ზედამდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოსისა მიქაელისათა. რამეთუ მისა შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცუა სავედრებელი ჯუარისა, თქმული იოანე დამასკელისა პარასკევსა

ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომელი იგი არს მიზეზი სარწმუნოებისა ჩუენისა. რომელსა ზედა ამაღლებითა ვიცანთ მეუფეჲ მხსნელად ჩუენდა მოსრული ზეცით ქუეყანად. რომელმან უწოდა ძელსა მას დიდებად თჳსად, რაჟამს იგი მიმცემელი მისი ჰზრახჳდა მღუდელმთავართა იხილა იგი იესუ და იტყოდა ვითარმედ მოახლებულ არს ჟამი ჯუარცმისა ჩემისა და ჰსთქუა აწ იდიდა ძე კაცისა და ღმერთიცა იდიდა მის თანა. კვალად ხმაჰყო მამისა მიმართ, მადიდე მამაო თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს ყოფისა ჩემისა სოფელსა შინა, და გამოუცხადე თავი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე სოფლისა ამისგან, და ესრეთ დიდებად თჳსად უწოდა ძელსა მას შემოქმედმან ყოველთა ნათესავთამან, რამეთუ მას ზედა ამაღლებითა გუჱსწავა ძალი სამებისა წმიდისა. რომელი იგი ხმა ჰყო მამამან ძისა მიმართ გადიდე და კვალადცა გადიდო. და ესრეთ დიდებად ქრისტესსა არს ჯუარი, რომლითა მოიზიდნა ყოველნი წარმართნი, ძელითა მით ცხოველითა სარწმუნოებად და აწ შიშუელ არს ბელიარ, რაჟამს ყოველნი წარმართნი ძელსა თაყუანისჰსცემდენ, რომლითა ეშმაკი დაითრგუნა და სიკუდილი დაეცა, და ჯოჯოხეთი შეიმუსრა, სამოთხე განეღო, და ავაზაკი შევიდა წინამძღუარებითა ჯუარისათა. რაჟამს ძლიერი იგი მას ზედა ამაღლდა, და უძლეველი იგი ძალი მისი მას ზედა დაუტევა, და ძელი იგი ცხოურებისა მომცა ჩუენ საძლეველად. წყობასა მტერისასა, რომელთა გჳპყრიეს საცოდ და საჭურუჱლად, ჯაჭუად და ჩაფხუტად, ფარად და ლახურად სარწმუნოებისად, ზღუდედ მართლმადიდებლობისად, სიმტკიცედ მეფეთა, სიქადუღად მონაზონთა, და მიზეზად ყოველთა კეთილთა, შემწედ ყოველთა ჭირვეულთა და რაისაღ განვაგრძუნე სიტყუანი ჩემნი. ჯუარი მომტევებელი არს ცოდუათა ჩუენთა, და განმათავისუფლებელი ბრალთა ჩუენთა. მკურნალი წყლულებათა სულისა ჩუენისათა, და აღმხუმელი უძლურებათა ჩუენთა, და ვისმე ხელეწიფების მისულად ღმრთისა, გარნა ჯუარისა მიერ. ანუ ვინ შემძლებელ არს ცხოურებად, არათუ ვინმე მიისწრაფდეს ძელსა მასთანა ცხოურებისასა. ვინმე აღემართოს უძლურებისაგან, არათუ აქუნდეს კუერთხი იგი ძლიერებისა სიონით გამოსრული ჯუარი. ანუ ვითარ ვინ განვლნეს ღელუანი ამის სოფლისანი, არათუ აქუნდეს შემწედ ჯუარი ქრისტესი. ვითარ განძლიერდეს ხელნი დაშთომილნი, და მუხლნი უძლურნი და დახსნილნი, არათუ ვინმე მიეყრდნეს ზღუდესა მას შეურყეველსა რომელ არს ჯუარი. ანუ ვითარ ვინ ნუგეშინისიცეს ურუათაგან მისთა, არათუ აქუნდეს არგანი იგი ნუგეშინისცემისა. ანუ ვის ხელეწიფების მისლუად ქრისტესა, არათუ აღიღოს ჯუარი იგი მხართა თჳსთა ზედა, და ესრეთ იწყოს სლუად გზათა თჳსთა. ესე არს ხე იგი, რომელი ჰსდგას თანაწარსადინელსა წყალთასა, და ფურცელნი მისნი არა დაჰსცჳვჲან. ესე არს კუერთხი იგი განგებისა, და კუერთხი სუფევისა. ესე არს სასწაული შორის ქუეყანისა ყოფილი, რომლისაგან ჰრცხუენის მოძულეთა ჩუენთა. და ივლტიან გამოჩინებასა მას მისსა ეშმაკნი, ესე არს ძელი იგი, რომელმან განაქარუა სიკუდილი პირველისა მის, ხისა მიერ შემოსრული. ამან ძელმან იტჳრთა გუამი იგი სამეუფოი, რომელი პირველ ეტჳრთა ბეჭთა ზედა თჳსთა მეუფესა. ამას ძელსა ზედა განერთხნის მკლავნი იგი მპყრობელნი სამყაროისა ცათასანი, და საფუძუელთა ქუეყანისათანი, ამას ძელსა ზედა დაემჰსჭუალნეს თითნი იგი შემოქმედნი ადამისნი, ამას ძელსა ზედა შეჰსუა ძმარი და ნაღუელი, რომელმან გამოადინნა წყაროები მწუანვილსა მთათასა. ამას ძელსა ზედა გამოადინნა სისხლი და წყალი მხსნელმან ჩუენმან, და მორწყო ორითა მდინარითა და აღაყუავილნა ყუავილითა დაუჭნობელითა. ამას ძელსა ზედა დაისაჯა მსაჯული ცხოველთა და მკუდართა, და ჰყო დაჰსჯილთა განთავისუფლებაი და განიპოხა მადლითა მისითა, ვითარცა რა განიპოხოს პატრუქი ზეთისა მიერ და აღეგზნის ცეცხლისაგან, და ჰნათობს ბნელისა მყოფთა. ეგრეთვე ესე აღანთო ცეცხლმან ღმრთაებისამან, და ჰნათობს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა. ესე ყოველნი სატანჯუელნი თავსისხნა ძელსა მას ზედა ცხოურებისასა, ცხოურებამან ყოველთა დაბადებულთამან. და მოკუდა ხორცითა მოკუდავითა, ხოლო უკვდავი იგი ჰგიეს უკუდავად და უხრწნელად, და ეგრეთვე ეგო უვნებელად. ესე ყოველნი განგებულებით ჰქმნა, სიბრძნით, განმგებელმან ცათა და ქუეყანისამან. და ჯუარი იგი თჳსი მოგუცა ჩუენ შესავედრებელად და ზღუდედ, რათა მისითა ქონებითა ვიხსნნეთ ჩუენ შიშისაგან მტერთა ჩუენთასა, და მისითა ვედრებითა ვჰპოოთ შენდობაი ცოდუათა. რომლისათჳსცა შეუვრდები ძელსა მას ცხოურებისასა, და ვითხოვ მის მიერ შენდობასა აურაცხელთა ბრალთა ჩემთასა. და ვიტყჳ: ძელო ცხოურებისაო, მილხინე რომელი ესე შეპყრობილ ვარ სიმრავლისაგან ცოდუათა ჩემთასა და განმათავისუფლე ყუედრებისა მისგან ურიცხუთა ბრალთა თანამდები. მოწყალებასა შენსა მოვივლტი, და აჩრდილთა ფრთეთა შენთასა მოვისწრაფი, მოწყლული ესე ისრითა მტერისათა. მომეც მე ნაყოფისაგან შენისა, რათა ვჰსჭამო მისგან, და განვერე წამლისა მისგან, მაკუდინებელისა. ნაყოფნი შენნი დაატკბობენ უფროს თაფლისა პირთა მიმღებელთა მისთასა, წყაროითა მის წყლისა ცხოველისათა. რომელნი მხსნელმან ჩუენმან გამოადინნა შენ ზედა; მოჰრწყე, გუალული ესე გული ჩემი. რომელთა ცრემლთა წყარო გამოადინონ თუალთა ჩემთა. და ლმობიერად ვითხოვდე შენ მიერ მოტევებასა ცოდვათასა, ჰოჲ, ძელო დიდებულო მის მიერ, რომელი შენ ზედა განირთხა ძალითა მით ძლიერითა განმაძლიერე მსახურებად შენდა, რათა მხნედ წინააღუდგე ისართა მტერისათა. და რათა არღარა იწყლას გული ჩემი მათ მიერ კბენილი ესე, კბილთა მათთაგან გუელისა მის წამლიანისათა. აღვიხილავ თუალთა გულისა ჩემისათა, განმარინე მეცა წამლისა მისგან მაკუდინებელისა სასოებაო კბენილთაო. განპყრობითა ხელთათა დაეც უხილავი იგი ამალეკი და გამომიხსენ მე მძლავრებისაგან მისისა, დამხსნელო კრულებათა ცოდუათასა. მოსლუასა მას შენსა დიდებით რაჟამს ეპყრას სიმრავლესა მას ანგელოსთასა, და საშინელებანი ქრისტეს მოსლჳსანი წინაჰრბიოდენ. და მოხჳდე საყდრად მსაჯულისა მის შენ ზედა დაჰსჯილისა და შემდგომად მოვიდეს ძე კაცისა განჰსჯად ცხოველთა და მკუდართა, მას ჟამსა ნუ მიმცემ მე ხელთა უწყალოთა ანგელოსთასა, რათა არა მიმცენ მე ცეცხლსა მას საუკუნესა.ჰოჲ ჩემდა უბადრუკისა ამის, ვითარი მოსაგებელი წინამიძს და არა ვჰზრუნავ დღისა მისთჳს ზარისსახდელისა. არა უწყი ჟამი იგი განსლჳსა ჩემისა. დღესა ყოფად არს გინა მიმწუხრი, ანუ ხუალე, რომლისა ვერ შესაძლებელ არს გარეწარსლუა, და მე ვითარცა უკუდავი ვჰზრუნავ საქმეთა სოფლისათა, ჟამსა რომელი არა უწყოდე, და დღესა, რომელსა არა მოველოდე, მჰსწრაფლ მოიწევიან წარმყუანებელნი ჩემნი თჳნიერ ნებისა ჩემისა, და მიიტაცებენ სულსა ჩემსა, და არა დრო ჰყოფენ ჟამერთცა და არცა ისმენენ ქენებასა, და არც აღიღებენ ქრთამსა ნაცულად სულისა. სიმრავლე თუ ერისა გარე მომადგეს მე, ვერვინ უძლოს ხსნაი ჩემი. ტირილი მოწმეთა და ნათესავთა ჩემთა უსარგებლო არს ჩემდა. იგინი თავსა თჳსსა ავნებენ, და მე ვერარას მარგებენ, და ყოვლადვე ყოველივე შეწევნა კაცობრივი უსარგებლო არს ჩემთჳს, თჳნიერ ვედრებისა ღმრთისა, და შეწირუსა მსხვერპლთასა, და გამოზრდისა გლახაკთასა. ვინმე იყოს ნუგეშინისმცემელ ჩემდა, რომელი არა განმზადებულ ვარ დღისა მისთვს განსლუსა ჩემისა. რაიმე ძღუენი შევჰსწირო მეუფისა მის საშინელისა, რომელი მიუხუამს სულთა მთავართასა. ანუ ვითარი სამოსელი შევიმოსო მოსლუასა მას სიძისა მის უკუდავისასა, რომლისა წინაშე ვერ შემძლებელ ვარ წარდგომად სამოსლითა შეურაცხითა, და მე შემიგინებიეს სამოსელი იგი, რომელი ნათლისღებისა წმიდისა მიერ შემემოსა და აწ არღარა ვინ არს სასოებად ჩემდა გარნა ჯუარი იგი ქრისტესი, რომელი წინამძღვარ ექმნა ავაზაკსა და შეიყუანა სამოთხედ.. და მისსავე მივივლტოდე და მას შევევედრო, რომელსა ესე მქონან საქმენი ავაზაკებრივნი. ნუ უკუე ჩვეულებაი, იგი პირველი ჩემზედაცა აჩუენოს, გარნა პირველი იგი ავაზაკი დასჯილსა ჰხედჳდა ჯუარსა ზედა ვითარცა კაცსა ლიტონსა, და შეუორგულებელად აღიარა ძედ - ღმრთისად, ხოლო აწ ყოველნი კიდენი სოფლისანი ღმრთაებრ ადიდებენ და ძრწოლით ითხოვენ მოტევებასა ცოდუათასა. არამედ მაქუს სასოებაი მოწყალებათაგან მისთა, მისსავე მივივლტოდე, რომელი შემწყნარებელ არს მოსავთა მისთა, რომელი ჩუენისა ხსნისათჳს დაემსჭუალა ჯუარსა მას ზედა გამომხსნელსა ჩუენსა, და იხსნნა პყრობილნი ჯოჯოხეთისანი. რათა მეცა გამომიხსნეს, რომელი შეპყრობილ ვარ უსჯულოებათა ჩემთაგან. უფალო, რომელმან ნებსით თავსიდევ უსჯულოთაგან ვნებაი და შეურაცხებაი, განმათავისუფლე მე ყუედრებისაგან საუკუნოისა. რომელი დაისაჯე ძელითა მით ჯუარისათა, მიხსენ მე სასჯელისა მისგან ულხინებელისა. რომელი ამაღლდი ძელსა მას ზედა ცხოველსა და განიშიშულე ხორცითა, შეჰმოსე სიშიშულეი ჩემი, რომელი განმძარცუა ეშმაკმან. რომელმან გამოიხსენ ტყუეობისაგან ადამი და მისთანა მამათმთავარნი, გამომიხსენ მეცა ტყუეობისა მისგან საშინელისა. რომელმან დაჰხსენ პირველისა მის ჰსჯულისა წყევაი, ნუ მასმენ მე წყევასა მას რაჟამს წარავლინებდე ცოდულთა ცეცხლად საუკუნოდ. რომელმან დაჰშრიტენ ძალნი მტერისანი, მომეც მე ჯუარი შენი ფარად სულთა მათ ჰაერისმცუელთა მიმართ. უფალო, უფალო ნუმცა განმეშორების შეწევნაი ჯუარისა შენისა ცხოველისა ჟამსა განსლჳსა ჩემისასა. რათა მოძულენი იგი ჩემნი ვერ მომეახლნენ. მეშინის მე მცუელთა მათგან ჰაერისათა, რამეთუ ცალიერ ვარ მე კეთილთაგან საქმეთა, და არა მჰრიდებენ, არამედ სილაღით მოვლენ ჩემ ზედა გუემად ჩემდა, და რომლისათჳს შეგივრდებოდა დავით წინასწარმეტყუელი, შეიწყალე მონაი შენი, და ნუ ცილსა შემწამებენ მე ამპარტავანნი, რომლისათვს წინასწარმეტყუელი ზარტეხილ იყო, მე ვითარ არა შევშინდე შემთხუევისა მათისაგან. გარნა ნუგეშინისმცემელად ჩემდა, შენ მხოლო გიცი ყოველთაგან ურუათა და მწუხარებათა, მოიხილე ჩემ ზედა წყალობით თუალითა მაგით მოწყალებისათა, გამომიხსენ მე ხელთაგან მათთა განრავიდე ხორცთა ამათგან მშჳნჳერთა, ანგელოსთაგან მოვლინებულთა შენ მიერ: ნუმცა განისუენებს ნებაი მტერისა ბოროტისა ჩემზედა და ჟამი იგი დასასრულისა ჩემისა მომმადლე ნებასა შენსა, ნებსით ვნებულო ხსნისათჳს ვნებულთასა. შენ სახიერო უფალო, ჩუენთჳს ტანჯუანი თავსისხენ ვითარცა ძვრისმოქმედმან. ჯუარი, ლახუარი და სამსჭუალნი ხელთა და ფერხთანი, ძმრისა და ნაღვლისა შესუმაი, და ყუედრებით ყურიმლისცემაი. და პირსა მაგას სახიერსა, პირთა მათგან უმადლოსათა ნერწყუაი, და მე შენთჳს ჟამერთცა ვერ თავსმიძს, ჭირი და შეურაცხებაი ხორცთა ამათ დაყროლებულთა. და ყოვლადვე არა ღირს ვარ შენ მიერ მონიჭებად ლხინებასა. არამედ მოწყალებათა შენთა არა უმეცარ ვარ, რომელნი ჰყუენ მსგავსთა ჩემთა ზედა ცოდჳლთა. მეცა განმინათლენ თუალნი გონებისა ჩემისანი, და შემარტყ ძალი ძლიერებისა შენისა, რათა წინააღუდგე ნებათა ჩემთა ბოროტთა, და რომელი იგი სათნო არს შენდა აღვასრულო, და ნება ყოველი მოძულისა მტერისა განვიშორო. და წმიდითა გულითა და სიტყჳთა გხადო შენ ტკბილო მეუფეო ქრისტე, და გადიდებდე მამისა თანა სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

პარასკევსავე ლოცუა სინანულისა თქმული წმიდისა ეფრემისი:

ვჰსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა. უფალო ღმერთო ყოვლისამპყრობელო, და არა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა. და არცა აღხილუად და ხილუად სიმაღლესა ცათასა, სიმრავლისაგან უსამართლოებათა ჩემთასა. არცა სახელისდებად სახელსა შენსა წმიდასა ბაგითა ჩემ ცოდჳლისა მიერ. რამეთუ უღირს ვჰყავ თავი ჩემი ცისა და ქუეყანისა, განმარისხებელმან შენ სახიერისა მეუფისამან. ამისთვის გევედრები შენ უფალო ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან, ნუცა განმეშორები ჩემგან, რათა არა წარვჰსწყმდე რამეთუ უკეთუმცა არა დავეფარე მადლსა შენსა, აწვემცა წარწყმედილ ვიყავ, და ქმნილ ვიყავ ვითარცა მტუერი წინაშე პირსა ქარისასა. და ვითარცა არა რაი გამოჩინებულ ვიყავ საწუთოსა ამას შინა. რამეთუ ვინათგან დაუტევენ გზანი შენნი, არა შემემთხჳა მე დღე კეთილი. რამეთუ ცოდუასა შინა საგონებელი დღე კეთილობა უმწარეს ნაღვლის გამოჰსჩნდების. არამედ ამიერითგან ვესავ მადლსა შენსა, ვითარმედ განმაძლიერო მე ზრუნუად ცხოურებისათჳს ჩემისა, და აწ შეგივრდები მვედრებელი, შემეწიე მე შეცთომილსა გზათაგან სამართალთა შენთასა. განჰფინე ჩემ ზედა სიმრავლეი წყალობათა შენთა, ვითარცა უძღებსა შვილსა ზედა, რამეთუ ვარცხუენ ცხოურებასა ჩემსა განბნევითა სიმდიდრეთა მადლთა შენთათა, შემიწყალე მე ღმერთო ძჳრუჴსენებლობისა შენისათჳს შებღალულისა ცხოურებისა ჩემისათჳს, ვითარცა მეძავი და ავაზაკი შემიწყალე მე, რამეთუ ესენი ქუეყანასა ზედა რა იყუენეს განიწირნეს ყოველთაგან, ხოლო შენ უფალო შეიტკბენცა იგინი და სასუფეველისა მკჳდრად გამოაჩინენ იგინი, მიითუალენ ჩემ უღირსისა და უხმარისა მონისა შენისა სინანული. უფალო ღმერთო ყოვლისამპყრობელო მოიხილე მოწყალითა თუალითა სიმდაბლესა ზედა უღირსისა მონისა შენისასა, და აღმადგინე მე სასოწარკუეთილებასა შინა მდებარეი, და გამომიყუანე მე მცონარებათა შეყენებული, და აღმმართე მე უდებებითა დაღონებული, რამეთუ შევამწიკულე ცოდუასა შინა სული ჩემი, შევბღალე უძღებებითა სხეული, მწჳრიან ვჰყავ ნაყროვანებითა სული, ყოვლითურთ თავი ჩემი უხმარვჰყავ, ყოვლითურთ თავი ჩემი ბიწიანვყავ, ყოვლითურთ თავი ჩემი უჩინოვჰყავ. არამედ აღმომიწოდე მე უფროს ყოველთა კაცთა ბრალეული, განმაახლე ხრწნილებასა შინა შთავრდომილი, განმაცხოველე გარდასლჳთა მომკუდარი. განმწმიდე მე ვითარცა წმიდამან, აღმადგინე მე ვითარცა თანა მლმობელმან. განმბანე მე ვითარცა სახიერმან, შემიწყნარე, შემინდევ, და განმწმიდე მე ღმერთო. ნუ მამხილებ მე ნაცოდავთა, ნუცა სააჯმნო ჰყოფ უსამართლოებათა ჩემთა, ნუცა განაცხადებ უსჯულოებათა ჩემთა, ნუცა მამხილებ ჩემთა უძღებებათა. უწყი მეუფეო ვითარმედ ცუდი შენგან სიტყჳთ და საქმით განვვარდი, და უღირსვიქმენ შენისა შეწყნარებისაგან. რამეთუ ღამით და დღისით ბოროტითა აღვივსე, ყოველთა საგრძნობელთა სხეულთა შემწიკულებითა, და სულისა ძალთა დაშავებითა, ამისთჳს სალმობიერითა გულითა და უკადრითა სულისა სჳნიდისითა, შევრდომილი ვითხოვ შენისა მოწყალებისაგან. მლხინებელ მექმენ მე უფალო ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე ყოვლისმპყრობელითა ძალითა შენითა, და ვაქო სახელი შენი ამიერითგან და უკუნისამდე. ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო განჰსდევნენ ბოროტნი და არა წმიდანი გულისსიტყუანი უბადრუკისა და საარებულისა გულის ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდჳლი, რამეთუ უძლურ ვარ და უსუსურ, და მიხსენ მე ბოროტთა გულისსიტყუათა და მოგონებათაგან. უფალო, განმწმიდე მე უჩინოთა ჩემთაგან. შენ უწყნი ცოდუანი ჩემნი ვითარცა გნებავს აღჰხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდუენ მე სახელისა შენისათჳს, უფალო მომცენ მე კეთილნი ანგელოსნი მართებელად, და წინამძღუარად ცხოურებისა ჩემისა. რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რა მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათჳს მომეც მე დაწყებად დასაბამი კეთილისა. უფალო მაცხოვნე მე და ვჰსცხოუნდე, და ნუ უსჯულოებათა თანა ჩემთა წარმწყმედ მე კაცთმოყუარეო, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ლოცუა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელსა პარასკევსა

ვინათგან შესავედრებელად და შუამდგომელად განგიკუთნა შენგან შობილისა მიმართ ღვთისმშობელო ქალწულო ნათესავმან კაცთამან, და გესავს შენ, და დამოკიდებულ არს მარადის შენისა წინამდგომელობისა მიმართ და შენ მხოლო აქუ შემწედ და მისალტოველად, ვითარცა მქონებელი კადნიერებისა მისსა მიმართ. აჰა მეცა მოგიხდები მდუღარითა სულითა ვითარცა ვერ მკადრე ცხადად ძისა შენისა და ღვთისა ჩუენისა მისლუად. არამედ შენისა შუამდგომელობისა და მეოხებისა მიერ მვედრებელობ ცხოურებისა მიმთხუევასა. ნუ უგულებელსმყოფ კეთილისმოყუარეო. დედოფალო, ნუ განმიშორებ მონასა შენსა, შემდგომად ღვთისა ყოვლისა სასოებისა შენდამი დამდებელისა. ნუ მომიძაგებ მე უძღებსა, ნუ წარმხედავ ყოვლითურთ ძჳრხილულსა, და დიდთა სალმობათა შინა მდებარესა. არამედ, ვითარცა თანამლმობელმან და მოწყალისა ღვთისა დედამან მვედრებელი შენი შემიწყალე, და შეჰსცუალე სასოწარკუეთილი სჳნდისი ჩემი, და მომავალთა ჩემთა ცოდჳსა ვნებათაგან მიხსენ მე. ღელუანი გულისსიტყუათანი დაამშჳდენ, სახუმილი ხორცთა დააძინე და ძისა შენისა და ღვთისა ჩუენისა მიმართ სურჳლი აღაგზენ. და განაძლიერენ ყოველნი საგრძნობელნი ჩემნი არცა ერთისა ბოროტისა შემოსავალისა მიმშუებელმან ჩემ შორის. არამედ მომმადლე მე ჟამი სინანულისა, და მარადის ყოველთა გზათა კეთილთა სლუად წარმიმართე. ნუ უკუე მპოვოს მე უნაყოფო მანგალმან სიკუდილისამან და მომკუეთოს, და ვითარცა უნაყოფოი ცეცხლსა მივეცე, არამედ აღანთე ლამპარი სულისა ჩემისა დაშრეტილი, და წყუდიადი უსჯულოებათა ჩემთა განაქარვე. და ნისლნი ვნებათა და მწუხარებათანი მეოხებითა შენითა განჰსდევნენ, და განმანათლე მე ყოვლითურთ. რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ვედრება დედისა, ადჳლად დაგებად ძისა მიმართ. ხოლო მომეც მე დედოფალო ყოვლადუბიწოო ნებისაებრ ძისა შენისა და ღვთისა მოქალაქობად ყოველთა დღეთა ცხოურებისა ჩემისათა. და ვიდრემდის მრავალსალმობიერსა ამას ცხოურებასა შინა ვიყო, დამამტკიცე, დამიფარე, დამიცევ, შემზღუდე ყოვლადვე და ყოველთაგან. მოგზაურთა თანა მოგზაურობად, ზღუასა მავალისა თანა მავალობად, და რაჟამს სხეულთა ამათ ჩემთა თიხიანთა და უნდოთაგან მეგულებოდეს განსლუაი, წარმომიდეგ მე კეთილისმოყუარეო დედოფალო, და მოუთმენელი იგი სალმობაი აღმისუბუქე, და ტკივილნი ჩემნი შეამცირენ, და იწროებასა ჩემსა ნუგეშინისეც, და ხელი აღუპყარ უბადრუკსა სულსა ჩემსა სავანეთა მათ დაუსრულებელთა მიმართ და ნუცა შემემთხუევიან წინა აღდგომისა მტერისა წყუდიადნი ძალნი, და შთამხდიან სიღრმეთა ჯოჯოხეთისათა. შემიწყალე და ევედრე მოწყალე ყოფად ჩემ ზედა მსაჯულსა და სიტკბოებით მოხედუად ჩემდა, და ხსნად ჩემდა საუკუნოისა სახუმილისაგან შენ მიერ სძალო ღვთისაო და მოღებად საშინელსა საშუჱბელსა მას სამოთხისასა, და მიმთხუევად სასუფეველსა ცათასა. მადლითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა და ღვთისა შენისა, ხოლო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშუენის დიდება, თანა დაუსაბამოთ მამით მისით, და ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღმრთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცუა დაწოლისა პარასკევსა

დიდება შენდა ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელი პირველსაუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქუს, რომელმან ჩუენთჳს ჯუარცმა და სიკუდილი თავსიდევ სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე, და ნუ განმირისხნები მეუფეო: რამეთუ რომელთა საქმეთათჳს ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე შინა დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი უფალო რომელ უკეთუმცა არა მლხინებელგყოფდა აურაცხელი ეგე სახიერება და კაცთმოყუარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯუაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემ ზედა, და ქუეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი. არამედ სულგრძელ ხარ უფალო ჩემზედა თჳთდასჯილსა ამას, და სიტყჳსმიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო და მრავალმოწყალეო, აწ უკუე გევედრები შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყუარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯჳსა, და შემინდუენ ყოველნი ცოდუანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან, ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს. თუალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლჳთა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათჳს წმიდისა. ჰოჲ უფალო სახიერო და კაცთმოყუარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა, საქმით, სიტყვთ, გონებით და გულისსიტყჳთ, და მოგონებით. შემინდევ უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყუარეო. შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩუენო მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა. რამეთუ სახიერი და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, სულგრძელი, და მრავალმოწყალე, და მწყალობელი. და შენდა ჰშუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით, და ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.06.2024

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
13.10.2023
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!
13.10.2022
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
13.10.2022

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
08.10.2022
ლოცუა შაბათისა ბოროტთა გულის სიტყუათათვს
საყუარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოსთა შეყუარებულო, ხმამაღალო ქადაგო ღვთისმეტყუელებისაო,
07.10.2022
ლოცუა ხუთშაბათისა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის
უფალო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო გულთ-მეცნიერო, და გულის-სიტყუათა მპყრობელო.
07.10.2022
ლოცვა ოთხშაბათსა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის,სავედრებელი ყოვლად-წმიდისა მიმართ.
ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი
07.10.2022
ლოცუა სამშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათვს
ჰოი უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყუელო, და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო,
07.10.2022
ლოცუა ორშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
ზესთა ნათელთა, და თვალთშეუდგამისა ღმერთმთავარისა, წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელოსნო, მიქაელ და გაბრიელ
07.10.2022
ლოცუა კვირიაკეს ბოროტთა გულის სიტყუათათვის:
უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, განწმიდე მე უჩინოთა ჩემთაგან.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქრისტეს შობამდე 600 წელს იერუსალიმი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო, სოლომონის ტაძარი დაარღვია, დიდი ალაფი იგდო ხელთ და ხალხი ტყვედ წაასხა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat