ლოცუა სამშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათვს
ლოცუა სამშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათვს
ლოცუა სამშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათვს
ჰოი უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყუელო, და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა, და დანთქმული ცოდჳთა. გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთა ხმაო სიტყვსა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის, სანთელო მზისა სიმართლისაო, მზეებრ განაბრწყინუე გონებაი ჩემი ხენეშთა გულისსიტყუათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი. მწჳრეთაგან შებღალული ცოდჳსათა. მქადაგებელო სინანულისაო, სინანულისა და ლმობიერებისა ღუარითა ცრემლითათა, განჰსწმიდე მწიკულევანებით ფრიად შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფითა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა, აღავსე წყალობითა შენითა, წინასწარმეტყუელო და წინამორბედო ქრისტესო, წინამომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხუელთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლუელად და განმაქარუებელად, და იოტენ იგინი რისხჳთა შენითა ჟამსა მას სიკუდილისასა, და სულთა აღმოსლუსა ჩემისასა. და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომი და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას, და უბადრუკსა მონასა, და მსასოებელსა შენსა, ჰე გევედრები, და გაფუცებ სიყუარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალეჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა სიტკბოება და წყალობა, თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ლოცუა სამშაბათისა, სავედრებელი წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა, და წმიდათა წინასწარმეტყუელთა და წმიდათა მღვდელთმოძღუართა.

წინასწარმეტყუელად, მოციქულად და ანგელოსად გიცნობთ ჩუენ მორწმუნენი, დიდებულო წინამორბედო და ნათლისმცემელო მხსნელისა ჩუენისაო, რომელი იწამე პირისა მისგან უტყუელისა, უფროსად ყოველთა ნაშობთა დედათასა. არა ანგელოსისა მიერ გინა ქერაბიმისა ანუ წინასწარმეტყუელთა მიერ არს, თქმული ესე, არამედ მის მიერ რომელი იგი დამბადებელი არს ქერაბიმთა და შემოქმედი ანგელოსთა, და უფალი წინასწარმეტყუელთა მან დაამტკიცა სიტყუა ესე შენთჳს, ვითარმედ არავინ აღდგომილარს ნაშობთაგან დედათასა უფროს იოანე ნათლისმცემელისა. უკეთუმცა დაბადებულთა ეთქუნეს სიტყუანი ესე, განკჳრდებიან ყოველნი ბუნებანი კაცთანი დიდებასა შენსა. რომელი იგი მეუფემან ყოველთა დაბადებულთამან დაამტკიცა სიტუაი ესე, ვითარმედ ვის შეუძლოს გამოთქმად დიდებულებათა შენთა. ანუ რომელთა ანგელოსთაგანი მიიწია დიდებასა ამას. გახსნა მის მიერ რაჟამს იგი მუცელსავე დედისასა იყავ, მიერითგანვე იწყე ქადაგებად უფლისა ქუეყანად გარდამოსლჳსა. პირითა დედისათა, და გამორახუედ მიერ სიჩჩოთგანვე იწყე აღსრულებად ათთა მცნებათა პირუელისა ჰსჯულისათა, და ცხრათა ნეტარებათა ახლისა აღთქმისათა, და აღასრულე ძუელი იგი ჰსჯული და ახალი, და ორთავე ამათ ჰსჯულთაგან არა დაჰშთა საქმეთაგან კეთილთა, რომელიცა არა აღასრულე. რამეთუ ექმენ დასაბამ განშორებულთა, და სახე კეთილისა მონაზონთა, და ჰქადაგებდი სინანულსა და ყოველთა მოუწოდე სინანულად, და ექმენ ყოველთა კაცთა მიზეზ ცხოურებისა. იქცეოდა რა მხსნელი ჩუენი ქუეყანასა ზედა სახითა გლახაკთათა, და ვერ იცნეს იგი უგულისხმოთა ჰურიათა, არამედ ვითარცა კაცი ლიტონი ეგრეთშ ეჰრაცხეს იგი, და შენ ვითარცა წინასწარმეტყუელსა გხედჳდეს. ხოლო შენ ეტყოდი მათ ვითარმედ რომელი ეგე თქუენ შორის ჰსდგას მე არა ღირს ვარ განჰხსნად ხამლთა მისთა. გულისხმაჰყო ერმან მან, რომელი ესე ვითარსა წინასწარმეტყუელსა უაღრესარს და ჰსთქუეს ძე ღვთისა არს, და უკეთუმცა არა ღმერთი იყო, კაცისა მიერ ვერ შესაძლებელარს იოანესი ძისა ზაქარიასი, უფროჲს ყოფა და ურიცხუთა ერთა აღიარეს სიტყჳთა შენითა ძედ ღვთისად მეუფე ჩუენი და მხსნელი. ესე რა ყოველი სიმართლით აღასრულე, გჳრგჳნსა მოწამეთასა არავე დააკლდი, არამედ იქმენ სრულ მოწამე და სიტყჳსათჳს ქრისტესისა არა თავსიდევ საქმე უჯეროი. არამედ კადნიერად ამხილე ჰიროდის უსჯულოებაი იგი მისი, და არა შეიშინე პირისაგან სიკუდილისა და არცა ჰრიდე შენ შარავანდედობასა მეფეთასა, არამედ ურცხუენელად იტყოდი წამებათა უფლისათა წინაშე მეფეთა და ამისთვს მოგეკუეთა წმიდა თავი შენი, და მიიღე გჳრგჳნი ბრწყინუალე ცათა შინა, და სრულიქმენ ყოვლითავე სათნოებითა. რომელთა ვერ შემძლებელარს, ყოველი სიბრძნე კაცობრივი გამოთქმად სათნოებათა შენთა და აწ ამათ ყოველთა მოთმინებათა შენთათჳს მიწევნულ ხარ დიდებასა მას გამოუთქმელსა წინაშე სამებისა წმიდისა და თანა ზიარქმნილხარ დიდებასა და სუფევასა. მას შენ მიერ ნათელღებულისა ქრისტესსა, და მოცემულ არს შენდა მეოხება ყოველთა ბრალეულთა. ვითარ ჯერარს შენდა შრომათა შენთათჳს რაიცა ითხოვო მეუფისაგან. რომლისათჳს მეცა გევედრები ღელუაგუემული ესე, და აღვიარებ ბრალთა ჩემთა სიმრავლესა შენ წინაშე. რამეთუ ძლიერად გარემოუცავ უსჯულოებათა ჩემთა, და გუამი ჩემი შესუარულარს ყოვლითა არაწმიდებითა, და გულის სიტყუანი ჩემნი შეაგინებენ სულსა ჩემსა. და რაჟამს წარჰვსდგე წინაშე ღუთისა ლოცუად არა მიტევებენ მწიკულევანნი გულისსიტყუანი და მიახლებული ვარ დანთქმად სიღრმესა შინა ცოდუათა ჩემთასა, და არა არს ჩემთანა საქმეთაგანი კეთილთა, რომლისაგანმცა მაქუნდა სასოებაი ცხოურებისა, არამედ ჰოი წინამორბედო და ქადაგო სინანულისაო, აჩუენე ჩემზედა მოწყალებაი შენი და მოავლინე ჩემ ზედა მადლისაგან შენისა, და განაბნიენ ვნებანი სულისაგან ჩემისა, და ლმობიერი ჰყავ გული ჩემი, რათა დავჰსთხინე ცრემლნი და განვიბანო ცოდუა ჩემი. შენ თჳთ უწყი წმიდაო წინამორბედო სიგლახაკე ჩემი, რამეთუ ყოვლითურთ გლახაკ ვარ კეთილთაგან საქმეთა, და არა მაქუს კადნიერებაი თხოვად წყალობისა. ამისთვს შენდა მოვივლტი მომანიჭე მადლისაგან შენისა, და აღავსე სიგლახაკეი ჩემი, რათა მხურუალითა გულითა ვითხოვდე ლხინებასა შენ მიერ ნათელღებულისაგან. უწყი მეცა ქრისტეს ნათლისმცემელო თქმულთაგან შენთა, ვითარმედ აწვე ცული ძირთა თანა ხეთასა ჰსძეს, ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედუას. ხოლო მე ყოვლითურთ უნაყოფო ვარ და მეშინის მოკუეთისაგან, და ცეცხლისა მისგან დაუშრეტელისა, და შეძრწუნებული გევედრები, მოავლინე ჩემ ზედა ცუარი მადლისა შენისა დაბნელებულსა ამას გონებასა ჩემსა, რათა აღმოაცენოს ნაყოფი კეთილი ჩემ შორის, რათა არ დავიწუა ცეცხლსა მას დაუშრეტელსა, და ესეცა მომმადლე წმიდაო წინამორბედო , რათა წყალობისა წილ არა მოვიღო პატიჟი კადნიერებისა. რამეთუ შეგინებულნი ბაგენი აღუხუენ ვედრებად შენდა, და მწიკულევანითა გულისსიტყუთა ვითხოვ შენგან წყალობასა გარნა ამისთჳს კადნიერ ვიქმნები ვედრებად შენდა, რამეთუ ბუნებისავე ჩუენისა ხარ. დაღაცათუ ქერაბიმთა და სერაფიმთა პატივსა მიწევნულხარ, არამედ თანაგანს მეოხებაი ჩუენი რამეთუ პირველვე იწოდე ქადაგად სინანულისა, და მომწოდებელად ბრალეულთა გამოჰსჩნდი, და გზა ექმენ ცოდჳლთა წინაშე ღუთისა მიმყუანებელად. ამისთჳს გევედრები მე შეცოდებული ესე, წარმიძეღუ გზასა სინანულისასა და დამაგე ღმერთსა განდგომილი. და ისრითა ვნებათათა ფრიად მოწყლული. შემეწიე ბრძოლასა მტერისასა, რამეთუ იგი უნივთო, მე ნივთიერსა მებრძჳს უჩინოითა მახვლითა. და მას არა ოდეს დაეძინების, ხოლო მე ყოვლადვე მოძილვარ, იგი არა დაჰშურების, და არცა ეძიებს საზრდელსა, და გონება ჩემი ამის ყოვლისა მეძიებელარს. მას წარწყმედა ჩემი დიდებად მისა შეურაცხიეს და გონება მისი ამას ისწრაფვის, რაჟამცა ბადეთა მისთა შემაყენა და განმაშორა მოწყალებისაგან ღვთისა, ხოლო უკეთუ არა შემეწიოს მადლი შენი, ვითარ განვერე ხელთაგან მისთა, შენ უწყი უძლურებაი კაცობრივისა ბუნებისა წინამორბედო მადლისაო, დაღაცათუ ყოვლადვე არა უფლებულარს ნება მტერისა შენ ზედა, რამეთუ პირველს დაბადებად შენდამდე სამებამან სამკჳდრებელად თჳსად განგაწესა, და მუცელსავე შინა დედისასა გიცნა. არამედ ბუნებისა მიწისაგანისა ხარ. წყაროსაგან მადლისა შენისათა ცუარი მოწყალებისა შენისა დააწუეთე ჩემ ზედა, და განჰსწმიდე გონება ჩემი გულისსიტყუათაგან შემაგინებელთა საწყალობელისა სულისა ჩემისათა, და გესლისაგან გუელისა ზეთითა მოწყალებისა შენისათა, რათა ვითხოვდე ლმობიერითა გულითა შენ მიერ ნათელღებულისაგან, ხსნასა ულხინებელთა მათ სატანჯუელთაგან მოსლუასა მას მისსა საშინელსა, რაჟამს შეკრიბოს იფქლი საუნჯესა თჳსსა, და ბზეი იგი დაჰსწუას ცეცხლითა მით უშრეტითა, სადა არა არს მოლოდება გამოხსნისა და ლხინებისა. რაჟამს იგი აღმოუტევებდეს ხმითა მით საშინელითა და ზარისსახდელითა ალი იგი ცეცხლისა ჯოჯოხეთისა, და განაღოს პირი თჳსი შთანთქმად ყოველთა ბრალეულთა. ვაი ჩემდა საწყალობელისა მაშინ რომელთამე საქმეთაგან კეთილთა განვერე, ესე ვითართა სატანჯუელთაგან: გარნა თქუენცა გევედრები წმიდათა წინასწარმეტყუელთა, და მღუდელთმთავართა, რამეთუ ორნივე ეგე განწყობილნი მომწოდებელ ცოდჳლთა და შემწყნერებელ ბრალეულთა ჩინებულხართ წმიდაო წინასწარმეტყუელო და წინამორბედო და შენთანა ყოველთა წინასწარმეტყუელთა და ნეტართა მღუდელთმთავართა, რომელნი შვილ ღვთისა და თანა მკჳდრ ქრისტესა წოდებულ არიან. თქუენ გევედრები უღირსი ესე მოიხილეთ ჩემზედა რამეთუ ფრიადი ხელმწიფება მიგიღებიესთ ღვთისაგან, მადლი წინასწარმეტყუელებისა, აღდგინება მკუდართა, დაყენება მნათობთა სლჳსაგან, შეკრუა ჰაერთა სიტყჳთა, პირისპირხილუა ღუთისა ხორცითა. ვითარ გამოჰსთქუნეს ენამან კაცობრივმან დიდებულნი მადლნი თქუენნი რომელთა მოგეცნეს ღუთისგან უბიწოითა მოქალაქობითა თქუენითა ეგრეთვე თქუენ წმიდანო მღუდელთმთავარნო, რომელთა მოიღეთ ხელმწიფებაი მჰსგავსად მხსნელისა, შეკრუად და განხსნად ყოველთა ბრალეულთა. და კუალად საქმე სასწაულთა ვიდრე მთათა ცუალებადმდე, და მდინარეთა განხმობად, და მკუდართა აღდგენაი, და კურნებაი უძლურებასა სულთა და ხორცთასა. გევედრები თქუენ კრებულნო წმიდანო, წმიდათა წინასწარმეტყუელთა და მღუდელთმთავართანო. მე ცოდჳლი ესე უმეტეს ყოველთა კაცთა, იღუაწეთ ჩემთჳს, და განანათლეთ. დაბნელებული გონებაი ჩემი ზაკჳთა მტერისათა, განჰსწმიდეთ გული და საცნობელნი ჩემნი, მოფენითა მადლისა თქუენისათა. დაღაცათუ არა ღირს ვარ თქუენგან თხოვად ლხინებასა, სიმრავლისაგან უსჯულოებათა ჩემთასა. არამედ უწყი მოწყალებაი თქუენი რამეთუ არა მოიძაგებთ შეცოდებულთა. არამედ გეწყალჳან ყოველნი ბრალეულნი და გიყუარან მონანულნი. რამეთუ ნათელი თქუენი ნათლობს ყოველსა სოფელსა, და ბრწყინვალება მადლისა თქუენისა განაქარუებს სიბნელესა ცოდუათასა. და სიტყუანი თქუენნი მოაქცევენ ყოველთა შეცთომილთა, თქუენ ხართ საფუძუელი ეკლესიათა, და სიმტკიცე მორწმუნეთა, და ვედრებითა თქუენითა ჰგიეს ყოველი სოფელი. ამისთჳს მოვივლტი საფარუელსა მადლისა თქუენისასა ოტებული ესე მტერისა მიერ, და მოწყლული გესლისაგან კბილთა მისთასა, დაჰსდევით წამალი წყლულებასა სულისა ჩემისასა და შემიყუანეთ მე პანდუქიონსა მას შესაკრებელსა სულთა მართალთასა ეკლესიასა პირმშოთასა, და შემიყუანეთ მე სადგურსა სახიერისა მამისასა, და მხიარული პირი მისი მახილუეთ და სახიერებაი თქუენი ჩემ ზედა აჩუენეთ, და ჯეროვანი სინანული მასწავეთ მე. რამეთუ უკეთუ შეუცთომელნი შეიწყალნეთ ამას ყოველნი კაცნი ჰყოფენ. თქუენ ჩემ ზედა აჩუენეთ მოწყალებაი რომელი ესე არა ღირს ვარ წყალობასა, რამეთუ თქმულთა თქუენთაგან ესრეთ გჳსწავიეს, ვითარმედ მოწყალე იგი არს რომელმან არაღირსი წყალობისა შეიწყალოს. ამისთჳს გევედრები რომელი იგი სხუათა ასწავეთ ყოფად იგი თჳთ ჰყო ჩემზედა, აწცა აჩუენეთ იგივე სახიერებაი ჩემზედა და ჰკურნეთ წყლულებასა სულისა ჩემისასა წამლითა მაგით დაულევნელითა მადლისა თქუენისათა, მოიხილეთ ჩემზედა, და უხილავი ეგე ძალი თქუენი უძლეველი მოავლინეთ ჩემზედა, რათა განიოტოს მტერი ჩემგან, და იყოს ყოვლადვე შემწე ჩემდა, და დაფარვა მადლისა თქუენისა მოვედინ ჩემზედა, რათა განჰმტკიცდენ მუხლნი ჩემნი, და არღარა დავეცე შებრკოლებითა მტერისათა და წყაროი სულისა წმიდისა გარდამოადინეთ ჩემზედა რათა შიში ღვთისა დაენერგოს გულსა ჩემსა და გამოიხუნე ნაყოფანი კეთილნი, ისმინეთ აწ ვედრებისა ჩემისა წმიდანო წინასწარმეტყუელნო, და მღუდელთმთავარნო, და მომმადლეთ სინანული და ცრემლნი, რომელნი იგი სათნო არს წინაშე ღვთისა. რათა შეწევნითა ყოვლადწმიდისა მადლისა თქუენისათა განუერე ცეცხლისაგან საუკუნოისა და ღირს ვიქმნე სასუფეველსა ცათასა, რამეთუ ღმერთსა ჰშუენის დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა მამისა და ძისა, და სულითწმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


სამშაბათსავე ლოცუა აღსარებით თქმული ეფრემისი:

შეინანე, სულო ჩემო, შეინანე ყოველსა ზედა კეთილსა რომელნი მიიხუენ ღუთისაგან და არა დაიცუენ, შეინანე ყოველთა ზედა ბოროტთა რომელნი გიქმნიან. შეინანე ყოველთა ზედა რომელთა სულგრძელ ქმნილ არს ღმერთი შენ ზედა. განიფრთხუენ და შეინანე რათა არა გარესკნელსა ბნელსა მიეცე. შეინანე საარებულო სულო, რათა არა გრცხუენეს საშინელსა მას საყდარსა ქრისტესსა. ვაი მე ცოდჳლსა შემამწიკულებელსა გულისა ჩემისასა სილირბითა ჩემითა, რამეთუ უდებებამან და მცონარებამან ჩემმან კადნიერებაი გულისა ჩემისა დააბნელა, და ბოროტნი გულისთქმანი - ვითარცა მეფენი მონათა მიმორჩილებენ, ხოლო მე მყის ვითარცა ჩჩვილი შიშით ვემორჩილები და მაცთუნებენ მე და უდებ ვჰყოფ და ვინ არს რომელმან ჩემთჳს იგლოვოს ანუ ევედროს გარნა შენ მხოლოო მაცხოვარ, რომელსა გაქუს თჳსი სახიერებაი მოიხილე, ჩემზედა განწირულსა. ვაი მე ცოდჳლსა რამეთუ მე მხოლო მოწყლულვიქმენ. ვაი მე რამეთუ განწმენდილად შემქმენ მეუფეო და უდებებითა ჩემითა თავი თჳსი შევჰბღალე ცოდუათა შინა, სწორ პატივად ანგელოსთა მყოფმან თავი ჩემი შევამცირე. განმრავლდეს უსჯულოებანი ჩემნი უფალო, განმრავლდეს, და არა არს დასასრული სიმრავლისა მათისა, გარნა ვითარმე გევედრო შენ მაცხოვარო ჩემო, რამეთუ პირი ჩემი გინებითა აღვავსე, ანუ ვითარ გიგალობდე შენ რამეთუ სჳნიდისი ჩემი შემწიკულებულ არს. ანუ ვითარ შეგიყუარო შენ უფალო, რამეთუ სიძულილითა სავსე ვარ, გინა ვითარ ჭეშმარიტებით დაემკჳდრო ჩემ შორის, რამეთუ ტყუილითა თავი ჩემი აღმიჭურავს. ანუ ვითარ გხადოდე შენ, რამეთუ მცნებანი შენნი არა დამიცავნ. არამედ შენ უტყუელო უფალო ნუ უგულებელსმყოფ მე შეურაცხქმნილსა, რამეთუ ფრიად განჰსცხრების მტერი ჩემი, რაჟამს ჰხედავდეს, ვითარმედ განვჰსწირავ თავსა ჩემსა, რამეთუ მხოლოდ ამით იხარებს, რათა წარტყუენულად მიხილოს მე განწირულებით. არამედ შენ თავადმან მოწყალებითა შენითა არცხჳნე სასოებასა მისსა. და დამიფარე მე კბილთა მისთაგან, და ჰავხელოვნებისა ჯერჩინებისაგან და ყოვლისა ჩემდა მომართ აღძრულისა მოქმედებისაგან, ვევედრები სახიერებათა შენთა თანამელმე ვითარცა მოწყალე და განიოტე გონებისა ჩემისაგან განმხრწნელი მზაკუარებაჲ. პირველ სიკუდილისა უბრალო მყავ ნაწილისაგან უმსახურებელთასა. მომიხსენე მე უფალო წყალობითა და სიტკბოებითა, და მოჰყავ ყური შენი ვედრებასა მონისა შენისასა, და ნუმცა დავისჯები. ამპარტავანთა თანა. ნუმცა განგდებულ ვიქმნები პირისაგან თუალთა შენთასა, ნუმცა ვიქმნები წარწყმედულთა ნაწილისაგან. ნუმცა დავინთქმი სიღრმესა უფსკრულთასა. ნუმცა შევიწყუდევი ჯოჯოხეთისა საუნჯეთა შინა. ნუმცა დამეგების ქუეშე ჩემსა სიმპალე, და საფლუელ ჩემდა ნუ იქმნებიედ მატლნი, ნუმცა დავინთქმი ბნელთა საუკუნეთა შინა საფუძველთა ქუეშე მთათასა, სამარადიოითა საკრუელითა შეკრული. ნუმცა მივეცემი ანგელოსთა უწყალოთა, ნუმცა განვიპატიჟები ცეცხლსა შინა უშრეტსა. მომიხსენე მე უფალო და მაცხოვნე მე წმიდაო, რომელი წმიდათა შორის განისუენებ. რამეთუ ჰსთქუ უფალო ითხოვდით და მოგეცეს. ვითხოვ მე წყალობასა და მოწყალებასა, რამეთუ მიჰმადლებ მდიდრად ყოველთა, და არა აყუედრებ მეუფეო უფალო ყოვლისამპყრობელო, რამეთუ სახიერ ხარ და კაცთმოყუარე. მომეც მე უფალო პოვნად მადლი წინაშე შენსა და წმიდისა დიდებისა შენისასა. შემიწყნარებედმცა ჩუენ უფალო. მართალნი მხიარულებით საუკუნეთა საყოფელთა, ხსნილთა ხელთაგან ამპარტავანთასა. უფალო მრავალმოწყალეო, და ადვილ თანამლმობელო. უფალო რომელსა არა გნებავს სიკუდილი ცოდვილისა, განმკითხუჱლო უცნაურთაო, და მეძიებელო გულისსიტყუათაო, რომელი ჩემ უბადრუკისა და შემწიკულებულისა არა ესრეთ უმეცარ ხარ შობითგან ვიდრე აწამდეთა, ძნელთა და ყოვლადძჳრთა უღირსების მოქმედებათა. სიტყჳთთა და საქმითთა, მეცნიერებითთა და უმეცრებითთა, ღამისშინათა და დღისშინათა. ყოველნი შემინდუნ სულთმოყუარეო და ძჳრუხსენებელო, და თავის უფალმყავ მე ამათგან, დამამონე მე სამართალთა შინა შენთა ბრძანებათასა, და ესრეთ აღასრულე ნეშტი ცხოურებისა ჩემისა, და ნუ შემინდობ მე უნაყოფოდ. და არაწმიდად და შეუნანებელად მოპოვნებად უკანასკნელისა დღისა. ყოვლად ძლიერო და ადვილსავედრებელო არამედ სულგრძელ იქმენ მერმეცა ჩემზედა უდებსა და დახსნილსა, სიძჳსმოყუარესა, და გემოთმოყუარესა შებღალულსა, და უღირსსა ცისა და ქუეყანისასა თანამდებსა ყოვლისა პატიჟისა, და ტანჯჳსა გეენიისასა, და შემაწუხებელსა სულისა შენისა სახიერისა და მშჳდობისმყოფელისასა, მრავალთა შინა წელთა მგმობარსა თაყუანისსაცემელისა სახელისა შენისა ბილწთა და არაწმიდათა საქმეთა ჩემთა მიერ და მერმეცა გუემულსა და შებღალულსა, და თითოეულსა დღეს და ჟამსა, და წამსა სიტყჳთ, და საქმით და მოგონებით. შემაბილწებელსა ხატებისასა, და შემაგინებელსა ნათლისღებისასა, ეგრეთვე მონაზონებისა და წესსა არა დამცუელსა, და აწ სულგრძელო მეუფეო მოწყალე იქმენ, მერმე და მერმე, ჰყავ წყალობაი ჩემ უღირსსა -ზედა, ვითარცა თანანერგად მქონებელმან უფსკრულისა მოწყალებისა და სულგრძელებისა მიუწდომელისამან. და რომელმან არ მტანჯე მე ცოდჳლი, და არა დამწჳ უძღებებათა და არაწმიდებათა შინა შემწიკულებული. რომელმან არა განაღე ქუეყანაი და შთამანთქ ცოცხლებით, რომელმან არა მიმეც მე სოფლისა სამჰსჯავროთა, და პატიჟთა, სიკუდილთა, არამედ სულგრძელ მექმენ, არამედ ძჳრთა უხსენებლად იტვირთენ ბევრეულნი დაცემანი ჩემნი. ამათ ესოდენთა წელთა მეძიებელმან განმართლებასა ჩემსა, და აწცა შემიწყნარე მოქცეული და ცრემლით მვედრებელი და აღმსარებელი ცოდუათა ჩემთა. დამწყსენ ყოველნი ასონი, და გონებაი ჩემი მოქმედებად შენთა სათნოებათა მიმართ. და შეუნდუენ ყოველთა კაცთა ჩემდა მომართ მცოდუელთა, და რომელთა უწყნი და გიციან სამჰსჯავროთა, უფალო მაცხოვნე მე აურაცხელთათჳს შენთა მოწყალებათა, და ზესთააღმატებულისა სიტკბოებისა. მეოხებითა წმიდისა ღუთისმშობელისათა, და წმიდისა იოანე ნათლისმცემელისათა, და ყოველთა წმიდათა შენთათა. ამინ.

შეწევნითა ღმრთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცუა დაძინებისა სამშაბათსა:

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდუენ მე უღირსსა მონასა შენსა. რაოდენიცა ვითარცა კაცმან ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიედ, მეცნიერებით და უმეცრებით. აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისგან, და უდებებისა ჩემისა. გინა თუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინა თუ ვაფიცე. გინა ცილი ვჰსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა. გინათუ ვაგინე ვისმე, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვინმევარისხე ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცუასა და ფსალმუნებასა შინა, გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშუ, ანუ ურცხჳნოებით ვზრახე, ანუ ბილწებით, გინა ვიცინე უგნურებით, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე. გინა ვიამპარტავნე, გინა შუენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავჰსლბი. ანუ შეუტყუებელნი ჩემნი კადნიერებით ვჰზრახენ, გინათუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა. ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უშჯულოებათა. გინა თუ ლოცუაი ჩემი უდებ ვჰყავ, ანუ სხუა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან. უფალო შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყუარემან, რათა მშჳდობით დავსწუე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა, და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ:

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2022
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
13.10.2022
ტროპარი
ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის, და შემწისა უძლეველისა სუეტისა წმიდისა და ღვთივ-ბრწყინვალისა სუეტისა,
08.10.2022
ლოცუა შაბათისა ბოროტთა გულის სიტყუათათვს
საყუარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოსთა შეყუარებულო, ხმამაღალო ქადაგო ღვთისმეტყუელებისაო,
08.10.2022
პარასკევისა, ლოცუა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანისვჰსცე, და მას მხოლოსა ვმსახურო.
07.10.2022
ლოცუა ხუთშაბათისა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის
უფალო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო გულთ-მეცნიერო, და გულის-სიტყუათა მპყრობელო.
07.10.2022
ლოცვა ოთხშაბათსა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის,სავედრებელი ყოვლად-წმიდისა მიმართ.
ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი
07.10.2022
ლოცუა ორშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
ზესთა ნათელთა, და თვალთშეუდგამისა ღმერთმთავარისა, წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელოსნო, მიქაელ და გაბრიელ
07.10.2022
ლოცუა კვირიაკეს ბოროტთა გულის სიტყუათათვის:
უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, განწმიდე მე უჩინოთა ჩემთაგან.
17.08.2022
ტროპარი
ქრისტეს ფერსიცვალებასა მივეგებნეთ სურვილით ბრწყინვალედ მედღესასწაულენი, მორწმუნენო, და ვხმობდეთ:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი, ერისკაცობაში გერასიმე ქიქოძე  დაიბადა 1825 წ. 15 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის სოფ. ბახვში.

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

golpasi.com mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper