ლოცუა ხუთშაბათისა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის
ლოცუა ხუთშაბათისა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის
ლოცუა ხუთშაბათისა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის
უფალო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო გულთ-მეცნიერო, და გულის-სიტყუათა მპყრობელო. რომელმან პყრობილ ჰყუენ ზღუანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყუაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხუენ ცოდუანი სოფლისანი. შენ სახიერო დაამდოვრენ ღელუანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძრუანი ხორცთა ჩემთანი მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრუე და განაქარუე აღტეხაჲ იგი ზღჳსა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი, და იხსნენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან. ეგრეთვე შენ მეუფჱო, მოიხილე ჩემ ზედა მონასა ამას შენსა, და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა. გარე უკუნაქციე გულის-თქმაი ესე საშინელი წარსაწყმედელი სულისა და ხორცისა ჩემისა, გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯუარცმისა შენისა გუჱრდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა, და კუალად დღე იგი საშინელი განკითხჳსა. და მიხსენ ვნებათა ამათგან, მეოხებითა ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობელისათა, და ცხოველის-მყოფელისა ჯუარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა ამინ

ლოცუა ხუთშაბათისა, სინანულისა სავედრებელი წმიდათა მოციქულთა. თქმული იოანე დამასკელისა:

ყოველთა შემოქმედი ღმერთი იტყჳს პირითა წინასწარ-მეტყუჱლთათა ვითარმედ მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე, და შეურაცხისმყოფელნი ჩემნი შეურაცხ-ვჰყუნე. დიდარს სიტყუაჲ ესე მადიდებელთა მისთათჳს, რამეთუ რომელსა დიდებასა მიანიჭებს მადიდებელთა მისთა, ვინ-შემძლებელ არს გამოთქმად, რამეთუ არა ვითარ ქუჱყანისა მეფენი მიანიჭებენ წუთ-ჟამისა ამის-დიდებასა, რომელი დღეს არს და ხუალე განჰქარდების, და თჳთ მიმცემელიცა მათი უჩინო იქმნების, ეგრეთვე ვითარცა დიდება მათი. არამედ იტყუს დიდებისა მისთჳს, რომელი თუალმან არა იხილა, `და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი უცუალებელად ჰგიეს, და თჳთ მიმცემელი დიდებისა უცუალებელად და მოუკლებელად დამკვდრებულ-არს. ეგრეთვე შუჱბა იგი და სიხარული განუქარვებელად ჰგიეს, რომლისა თანა არა არს ურუა და მწუხარება, ამის უკუჱ დიდებულისა დიდებისა და პატივისა ძიებად მიისწრაფდეს წმიდანი მოციქულნი, და შეუდგეს მომცემელსა მას დიდებისასა ზეცით მოსრულსა მეუფჱსა რაჟამს იგი დაემდაბლა თავი თჳსი მხსნელსა ჩუჱნსა, და დიდება იგი მამული ხორცითა დაეფარა, და სახით გლახაკისთა იქცეოდა სოფელსა ამას შინა. ხოლო ამათ წმიდათა მოციქულთა არა რაჲ აქუნდა სოფელსა შინა, არამედ რომელიცა იგი აქუნდა დაუტევეს, და შეუდგეს მას შეუორგულებელად, და მცირედისა ამის წილ მოიგეს დიდებაჲ იგი გამოუთქმელი, ასი წილი აწვე სოფელსა ამას, და მუნ ცხოურებაჲ საუკუნო და განუქარუჱბელი. და მიიღეს ხელმწიფებაჲ დათრგუნუად ყოველსა ძალსა მტერისასა, და განჰხსნად ყოველთა ბრალეულთა ცოდუათა მათთაგან. ხოლო რომელთამე შეკრუად და განჰხსნად, რაჲსათჳს ღირს იქმნნეს დიდსა მას და მიუწვდომელსა დიდებასა და სასწაულსა, ქუეყანასა ზედა ცალიერ და გლახაკ იყუნეს, და არა რაჲ აქუნდა საფასე გარნა მდღევარი საზრდელი. რამეთუ არა მიცემითა საფასეთათა იქმნა განსაკჳრვებელი ესე მადლი მათ ზედა, არამედ სათნო-ყოფითა უფლისათა, რამეთუ ვნებანი იგი იესოსი ხორცთა შინა თჳსთა ეტჳრთნეს, და ღუაწლსა სოფელსა შინა მხნედ დაუთმეს. გუჰჱმაჲ და შეურაცხებაჲ ვითარცა მონაგებნი დიდთა საფასეთანი ეგრეთ შერაცხეს, და სიკუდილსა აღირჩევდეს ქრისტესთჳს, ვიდრეღა ცხოურებასა. და ყოველნი განსაცდელნი სოფლისანი სიქადულად აქუნდეს. ამისთჳსცა ღირსიქმნნეს მადლთა გამოუთქმელთა საქმედ სასწაულთა, რომელთა ვერ შემძლებელ არს გამოთქმად მეტყუჰჱლებაი ბრძენთა სოფლისათა. რომელნი აჩრდილთა მათითა აღადგინებდეს მკუდართა, და ოფლითა ჰკურნებდეს სნეულთა. და რომელთა გულის-წყრომით მიჰხედნიან მჰსწრაფლ ეუფლის მათ სიკუდილი. ამისთჳსცა მძლავრება იგი მეფეთა მპყრობელთა ქუჱყანისათა, რო-მელთა ჰმოსიეს საშარევანდედოი ფერხთა ქუჱშე მათთა დამდაბლდებოდეს. და რაჟამს იგი წარმოიდგიან სამოსლითა შეურაცხითა წინაშე მათსა, მძჳნუარებაი იგი მათი მხეცებრივი სიტყჳთა მათითა მოამდოვრიან და მორჩილი ბრძანებათა მათთა ჰყუნიან იგინი. და აწცა სამარხოთა მათთა შიშით და ძრწოლით შეეხებიან მეფენი ქუჱყანისანი, და ითხოვენ კურნებასა სულთა და ხორცთასა. და იგინი უშურუჱლად მიანიჭებენ ყოველთა მვედრებელთა, ერთბამად მდიდართა და გლახაკთა, და საფასეთა მათთა ყოვლადვე არა "მოაკლდების. ხოლო რაჟამს სრბაჲ მათი აღასრულეს ქუჱყანასა ზედა, და განვიდეს ხორცთაგან, მივიდეს წინაშე მეუფისა მათისა მხიარულითა პირითა რამეთუ უნაკლულოდ დაეცუნეს მცნებანი მისნი, და განჰფინეს სახარებაჲ მხსნელისა ყოველსა ქუჱყანასა. და წარმართნი მოიყუანნეს სარწმუნოებად, და კეთილითა ღუაწლითა მიისწრაფეს წინაშე უფლისა. ვითარცა რა ქუეყანისა მეფემან წარავლინნის მონანი თჳსნი ძიებად შორთა ქუჱყანათა და ქალაქთა და ციხეთა, და წარვიდიან მონანი იგი და კეთილად იღუწდიან მისთჳს, რომელ აქუნ ბრძანებული უფლისაგან თჳსისა, და ჭირნიღა თუ შეემთხვეჳან მოვეითმინიან, და ქედნი მათნი მახკლსა მიუპყრიან, და თავნი მათნი სიკუდილად განჰმზადიან, და რომელნიმე მათგანი მოცაიკლნიან ფიცხელითა გუჱმითა, და ამათ ყოველთა თითოეულად ნება უფლისა თჳსისა აღასრულნიან, და ქუჱყანა: იგი მრავალ-ჟამითგან მიღებული წარმოართჳან. ტყუჱნი გამოიხსნიან, და ნატყუჱნავი მტერსა დაჰყარიან. და ესრეთ რა განემარჯჳს. მხიარულ არიედ პირნი მათნი, რამეთუ მოელიედ უფლისაგან თჳსისა დიდებასა და პატივსა ნაცულად მსახურებისა მის მათისა, ხოლო უფალმან მათმან მიანიჭის უშურუჱლად, რომელსა იგი მოელიედ იგინი. ეგრეთვე წმიდათა მოციქულთა აღასრულეს რა ბრძანებაჲ უფლისა თვისისა და მოძღურისა, და წარვიდეს კიდეთა სოფლისათა ქადაგებად, და მოქცევად ყოველთა წარმართთა, და გუჱმად, და ტანჯუად ურჩთა. რამეთუ აღიღეს ჯვარი მხსნელისა, და მივიდეს მტერსა მას ზედა სულთა მომსრუჱლსა და წარმოიხუნეს ქუცყანანი რომელნი მას მიეტაცნეს, და გამოიხსნნეს კაცნი რომელნი მას ტყუჱ ექმნნეს. დაჰყარეს ნატყუჱნავი და მტერი იგი დაჰშთა განქიქებული. ხოლო იგინი მივიდეს თჳსისა უფლისა მხიარულნი, რამეთუ კეთილად განგებითა მათითა ეშმაკნი დაეცნეს. წმიდანი ეკლესიანი შენ არიან ყოველსა სოფელსა. და ნაცულად კერპთა ყრუთა და უსულოთა აღმართებულ არს პატიოსანი ჯვარი ქრისტესი, და ჰყუავის სარწმუნოება - მართლ-მადიდებელთა, რომლისა მიერ ვიყნოსებთ სუნნელებასა, რამეთუ ჯვრისა მიერ ეშმაკნი იდევნებიან, და ოხრებასა ბომონთა მათთასა ვაებით იგლოვენ, და მორწმუნენი ნაცულად შვილთა დაკლჳსა, თავსა თვსსა სიკუდილად მიჰსცემენ ქრისტესთვის. და ჰგონებენ ვითარმედ ქუეყანით ცად ამაღლებულ-არიან, და ქადაგებულსა მათსა დღითი-დღე შეემატების, და აღორძინდების სარწმუნოება. მარტჳლობა, უბიწოება, მონაზონება, მარხუა, მღჳძარება, ლოცუა დაუცადებელი. და ყოველნი საქმენი კეთილნი ნაყოფნი სულისანი, ქადაგებულისა მათისანი, და ოხერ იქმნების ბელიარ სიმდიდრისა მათისაგან. და აწ ნაცულად ამის ყოვლისა მოუღებიეს ქადაგთა მათ მადლისათა დიდებაჲ და პატივი ყოვლად მოუკლებელი უკუნისამდე, რომელსა ვერ მისწუთების გონება კაცობრივი. დაუდგამნ გჳრგჳნი დაუჭნობელნი მრჩობლნი, მოციქულებისა და მოწამებისანი. და კუალად მოელიან უზესთაესსა დიდებასა რაჟამს დაიდგნეს საყდარნი მოძღუარმან მათმან მათ მიერ ქადაგებულმან, და დაჰხსნეს ათორმეტთა საყდართა, განჰსჯად ათორ-მეტთა ტომთა ისრაჱლისათა. მაშინ მიემთხუჱვიან სრულებასა დიდებისასა, რაჟამს ტანჯულნი იგი ხორცნი მათნი სულსა თანა შეიერთნეს. ხოლო. ჩემდა რაიმე ყოფად არს ჟამსა მას უბადრუკისა ამის, ოდეს მსაჯული იგი საშინელი დაჰსჯდეს განკითხუად ცხოველთა და მკუდართა. და წმიდანნი მოციქულნი დასხნეს საყდართა ზედა, ვითარ წარვჰსდგე წინაშე მათსა, რომელსა ქადაგებული მათი არა აღმისრულებიეს, გარნა ნათლის-ღებაი. ხოლო, და იგიცა უსჯულოებითა ჩემითა შემიგინებიეს. და შვილი ესე ქადაგებულისა მათისა ნაშობ უკეთურებისა ვიქმენ, და თესლისა მისგან რომელი დაჰსთესეს არა რაჲ მაქუს ნაყოფი, რომელიცა მივართუ მთესუარსა მას. და მათ მიერცა მოველოდე ნაცუალსა შეწევნასა, არა მე წარმოუდგენა მეუფესა მას საშინელსა და ჰრქუან, ვითარმედ ნაშობი ესე უკეთურებისა არს და ღირს არს ხელით და ფერხით შეკურად, და შთაგდებად მდინარესა მას ცეცხლისასა, რამეთუ არა არს ნიში ქადაგებულისა ჩუენისა ამას ზედა. არამედ მიმსგავსებულ არს წარმართთა და რომელთა არა ნათელ-უღებიეს. ვაჲ ჩემდა საწყალობელისა ამის. მაშინ უბრძანოს მეუფჱმან ანგელოსთა უწყალოთა, და გარემომადგენ ლახურითა ცეცხლისათა. და შურის-გებითა და მძლავრებით მიმითრევდენ მე, და შთამაგდონ მე ბნელსა მას გარესკნელსა. სატანჯუჱლსა მას ულხინებელსა, რომელსა არღარა აქუს მოლოდებაჲ ლხინებისა და ესე არა შორს არს არამედ ახლოს, რამეთუ დაღაცათუ ჟამადმდე მეორედ-მოსლჳსა ჰსხენან ჟამნი და წელიწადნი მრავალნი, არამედ განსულა სულისა ჩემისა ახლოს არს, არა უწყი დღე ესე უკეთუ დაღამიღამდების, ანუ ღამე გაღამითენდების. რამეთუ დღენი და ღამენი ისწრაფიან წარსლუად, და რიცხუსა დღეთა ჩემთასა მოაკლდების. და ვჰგონებ თუ სიკუდილი უცნაურად მოვიდეს, დღესა რომელსა არა მოველოდე, და ჟამნი რომელი არა უწყოდე. წარმომიდგებიან მასწრაფებელნი ჩემნი წარსლუად წინაშე მეუფისა, რომლისაგან განდგომილ-ვარ, არღარა დრო ჰყოფენ ჟამ-ერთცა, არამედ აღმოიტაცებენ სულსა ჩემსა ფუცხჳთა ცეცხლისათა გუამისაგან ჩემისა. მაშინ გულის-ხმა-ვჰყოფ მოსაგებელსა ჩემსა, რაჟამს წარმომიდგენ მე საქმენი ჩემნი მრავალნი, მარჯუჱნით და მარცხენით, ვიდრეღა სული ჩემი გუამსა შინავე ჩემსა იყოს. ენა ჩემი დაკრულ იყოს და ვერ ძალ-ედუას სიტყუად, არავის ვჰხედჳდე შემწედ ჩემდა, და არცა ვინ იყოს ნუგეშინისმცემელ ჩემდა. რამეთუ ვჰხედჳდე საქმეთა ჩემთა ბოროტთა გარე მოდგომილთა, და ეშმაკთა მხიარულთა ჩემ ზედა, და ანგელოსთა განრისხებულთა და მჭმუნუარეთა და მომეხჳოს მე ალმური ცეცხლისა და ბნელისა თუალთა ჩემთა, და მოაკლდეს ძალი ხელთა და ფერხთა ჩემთა. და შეურაცხებით გამოიყუანონ სული ჩემი გუამისაგან ჩემისა, და მცუჱლნი იგი ჰაერისანი მგუჱმდენ მე უწყალოდ და არა მაქუნდეს ერთიცა საქმეთაგანი კეთილთა, რომელიმცა მიუპყარ ფარად ისართა მათთა. დაღაცათუ ვევედრო ანგელოსთა მათ არავე ისმინონ ჩემი არამედ მომიგონ მე მკსინუარითა პირითა და მრქუან მე, ვითარმედ ყოველი ცხოურებაჲ შენი უკეთურებით აღასრულე, რომლისათჳსცა ღირს ხარ უწყალოდ ტანჯუასა, და ამიერითგან ღირს ხარ ყუჱდრებასა და გუჱმასა ვიდრე მოწევნადმდე სრულისა მის სატანჯუჱლისა უკუნისამდე. ხოლო მე ამას ყოველთა ამისთვის მოველი, რამეთუ არა რაი შემიცნობიეს თავსა ჩემსა ერთიცა კეთილთაგან საქმეთა, და უდებებით აღმისრულებიან დღენი ჩემნი, ნაყროვანებით და არა-წმიდებით წარმიხდიან ჟამნი ჩემნი. ლოცჳსა და მარხჳსათვის მცონარე ვარ, და უკეთურებითა აღსავსე ვარ. არამედ სასოება ჩემი თქუჱნდა მომართ არს წმიდანო მოციქულნო, და ვედრებად, თქუჱნდა კადნიერ ვიქმნები, დაღაცათუ სახელთა თქუჱნთა მოხსენებადცა არა-ღირს ვარ, არამედ მოწყალებათა თქუჱნთა მეცნიერ ვარ. რამეთუ არა-ვინ უგულებელს-გიყოფიესთ, რომელი მოივლტოდეს თქუჱნდა. გინათუ წარმართი იყოს, გინათუ ჰურია, გინათუ ტჳრთ-მძიმე ვინმე იყოს ყოველნი შეგიწყნარებიან და ყოველთა ჭირუჱულთა თანა-მზრუნუჱლქმნილ ხართ და ყოველნი განგითავისუფლებიან ცოდუათაგან. ხოლო მე დაღაცათუ არა ვარ ჰურია და არცა წარმართი, არამედ ქცევათა მათთა მიმსგავსებულვარ. სიტყჳთ აღვიარებ ძესა ღვთისასა, და მცნებათა მისთა არა აღვასრულებ. ნათლის-ღებაჲ მომიღებიეს სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა, და უნათლავნი უფროს მოსწრაფე არიან მსახურებასა ჰსჯულისა მათისასა, არამედ ამის ყოვლისათვის, თქუენ მიერ მოველი ლხინებასა და შეწევნასა.ჰოი წმიდანო მოციქულნო მოავლინეთ ჩემ ზედა მადლი თქუჱნი რათა აღუჱმართო სენისა მისგან სასიკუდინოჲსა. დააწუთეთ ჩემ ზედა ოფლისა მისგან თქუჱნისა, რათა განვიკურნო წყლულებაჲ სულისა ჩემისა. დამდევით მარჯუჱნეჲ თქუენი თავსა ზედა ჩემსა, რათა აღმისუბუქდეს ტჳრთი ცოდუათა ჩემთა. მომიძიეთ კრავი ესე წარწყმედული, რომელი ბაკისა თქუჱნისაგან წარმიყუანა მგელმან მან და უცხო მყო, და მმწყსის მე არა კეთილად, არამედ საძოვართა ეკლითა და კუროს-თავითა სავსეთა მაძოვებს. რომელი განეცემის სასასა ჩემსა, და განეწონების გულსა ჩემსა და წყლულება იგი განძლიერდების, და დასჭრის ყოველთა ასოთა ჩემთა, და მასწავლის მე უცხოჲთა სწავლითა, რომელი არა ჰსთნავს მოძღუარსა თქუჱნსა. არამედ თქუჱნ ისწრაფეთ განრინებად ჩემდა, რამეთუ შვილი ვარ სარწმუნოებისა თქუენისა და დედა ჩემი კათოლიკე ეკკლესია არს, და ჰსჯულისა მისგან არა განშორებულ ვარ. ჰოი ქადაგნო სინანულისანო აჩუჱნეთ მოწყალებაჲ თქუენი ჩემ ზედა, და მჰსწრაფლ ლხინება ჰყავთ ჩემთჳს. რათა ჟამსა განსლჳსა ჩემისასა, არა ვიპოვო მე ბაკსა მწყემსისა მის ბოროტისასა, და შურის-გებით ვიგუჱმო. მომანიჭეთ მე მადლისაგან თქუენისა, რათა ლმობიერ იქმნეს გული ჩემი, და გარდამოადინებდენ თუალნი ჩემნი ნაკადულსა ცრემლთასა. მადლითა მცხინვარებისა თქუენისათა, განანათლეთ გონებაჲ ჩემი დაბნელებული მტერისაგან. ცუარითა მოწყალებისა თქუენისათა, განანათლეთ სული ჩემი, რათა გამოიღოს ნაყოფი შიშისა ღვთისა. და შთამაცუთ ძალი - ძლიერებისა, რათა ძლიერად ვევედროთ უფალსა და ვითხოვდე მოტევებასა ცოდუათასა. და უმეტეს ყოვლისა ამას გევედრები, რათა ნებასა ზედა ჩემსა არა უფალ მყოთ, და განზრახუასა ჩემსა არა მიმანდოთ, რამეთუ ვიცი უძლურება ჩემი და დახსნილებაჲ გონებისა ჩემისა. და მეშინის დაცემად, რომლითა ნუ უკუჱ მოცა ვჰკუდე, რათა მოვივლტოდე მცნებათა თქუენთა მიმართ. დაღაცათუ ნება ჩემი მისჰდრკების ცოდჳსა მიმართ, თქუენ ნუ უფალ მყოფთ. ამისთჳს წარივლინენით ყოველსა სოფელსა, რათა თქუჱნდა მოუწოდოთ ყოველთა შეცდომილთა რომელნი იგი არა სამწყსოსა თქუჱნისანი იყუნენ, მოიყუანნეთ იგინიცა ბაკად ქრისტესა. და განდგომილნი დააგნეთ ღმერთსა, რომელთა პირველი მე ვარ რომელი ნებსით თჳსით განვჰსდეგ ღვთისაგან, და მონა ვიქმენ გულის-თქმათა გულისა ჩემისათა, და აწ ჯერ არს თქუჱნდა რათა იღუაწოთ ჩემთჳს და მომაქციოთ გზათაგან უკეთურებისათა, და ჰყოთ მადლი თქუჱნი შემწედ ჩემდა, რათა ჩუჱულებამან უკეთურებისამან კუალად არა მიმაქციოს ცოდჳსა მიმართ. ჯაჭჳ უძლეველი მადლისა თქუენისა შთამაცუთ უძლურსა გუამსა ჩემსა, რათა მხნედ ვიპოო ბრძოლასა მტერისასა. და მოწყალება თქუჱნი. ნუ განმეშორებინ ჩემგან, რათა ვიქმნე განთავისუფლებულ მონებისაგან მზაკუარისა მტერისა. განვიპყრობ ხელთა გულისა ჩემისათა, და მოვივლტი აჩრდილსა მადლისა თქუენისასა, დავჰსდებ შეგინებულსა პირსა ჩემსა ფერხთა ზედა თქუენთა და უღირსითა ბაგითა ამბორსგიყოფ. და ვითხოვ თქუჱნ მიერ ნაკადულსა ცრემლთასა, რომელთა ნელსაცხებელისა წილ ცრემლით დავალტუნე ფერხნი თქუენნი. და ვითხოვო თქუჱნგან განთავისუფლება ცოდუათა ჩემთაგან, ვითარცა ჰყო მეძავმან მან დედაკაცმან და ესმა მოძღუარისაგან თქუენისა, ვითარმედ მიგეტევნენ ცოდუანი შენნი, ეგრეთვე თქუენ მომიტევეთ ურიცხუნი შეცოდებანი ჩემნი. რამეთუ გაქუსთ ხელმწიფება მოტევებად ცოდუათა რათა თქუენ მიერ განათლებული ვადიდებდე მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ:

ხუთშაბათსა ლოცუა თქმული წმიდისა ეფრემისი

უფალო ღმერთო მილხინე მე ცოდჳლსა, რამეთუ არა ვინ შეგცოდა და არავინ არს ესრეთ უბადრუკ ვიდრე მე, შემიწყალე მე ზესთა სახიერო უფალო მდაბალი და ცოდჳლი, ყოველთა უცოდკლესი ყოველთა უარაწმიდესი. ყოველთა უბილწესი, ყოველთა უმეტეს შებღალული და უმწიკულევანესი, და უუსჯულოესი. შემიწყალე მე უფალო ვითარცა მეძავი, ვითარცა ავაზაკი, ვითარცა უძღები შვილი, ვითარცა დავით, ვითარცა მანასე ვითარცა მეზუჱრეი, ვითარცა უმწურვალჱსი პეტრეჲ, ვითარცა ყოველნი რომელნი შეიწყალენ უფალო ბოროტად ვნებულნი, სხეულევანად და სულიერად. უწყი უფალო უძლურებაჲ გონებისა ჩემისა, და ცოდჳსა მიმართ ადვილი მიდრეკილებაჲ. რაითამცა წარვიპარენით, რაითამცა მოვისამჭედურენით, რაითამცა მოვჰსცეთით. ადვილ მზა ვარ ცოდჳსა მიმართ, შემიწყალე, მილხინე, შემინდუჱნ, მომიტევენ უფალო, მრიდე კაცთ-მოყუარე, და ნუ თანა-წარმწყმედ უსჯულოებათა და ცოდუათა ჩემთა მიერ მეუფჱო. ნუმცა აღიტაცებენ ვითარცა ლომნი სულსა ჩემსა სიკუდიდ ჩემდა წყურიელნი. ნუ მომკუჱთ მე ვითარცა უნაყოფოსა მას ლეღუსა. რომელსა არა გნებავს სიკუდილი ცოდჳლისა, არამედ მოქცევაი და ცხოურებაჲ მისი. რომელი არა მოჰხუედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდჳლთა მოქცევად და სინანულად. რომელსა წყალობაჲ უფროს გნებავს ვიდრეღარა მსხუჱრპლი. რომელი სამეოც და ათ შვიდ-გზის გჳბრძანებ შენდობასა ურთიერთარს ცოდუათასა. უპასუხო ვარ უფალო, არა მაქუს სიტყუს-გებაი. არა სადა მაქუს მისალტოლველი, თჳნიერ მოწყალებისა შენისა მომართ მიუთხრობელისა. შემიწყალე, მილხინე, შემინდუენ, მომიტევენ უფალო, მრიდე უფალო. მრწამს და აღვიარებ უფალო, ვითარმედ შენ ხარ ქრისტე ძე ღვთისა ცხოველისა, რომელი მოჰხუჱდ სოფლად. და კუალად მომავალ ხარ დიდებითა ღვთივშუჱნიერითა, განკითხუად ცხოველთა და მკუდართა. მე ვარ უფალო განკეთროვნებული სულითა, ცოდუათა მიერ მოწყლული, რომელსა ვნებათა მიერ შემწიკულებული მომაქუს სული, და ბოროტად ეშმაკეული უჯეროჲთა თანა-კრთომითა და გულის-თქმითა. მასმინე მე უფალო, ვითარცა გრწმენა გეყავნ შენ, მასმინე მეცა უფალო ვითარმედ მიგეტევნენ შენ ცოდუანი შენნი მრავალნი.მრწამს უფალო ვითარმედ: უკეთუ გნებავს ძალ-გიძს განწმედაჲ და განკურნებაჲ ჩემი. მხოლოდ ინებე უფალო და განვჰსწმდები და განვიკურნები, ჰე მეუფეო კაცთ-მოყუარეო, განმყოფელო კეთილთაო, შემიწყალე მე, მომიტევენ ცოდუანი ჩემნი, ნუ მომაკლებ დიდებისაგან წმიდათა შენთასა მეუფჱო, და აწინდელთათჳს რაიცა გნებავს ჰყავ. რამეთუ უფალი ხარ და მეუფჱ წინა-განმგებელი, მაცხოვარი, მოურნე, მამა მოწყალებათა, და ღმერთი ნუგეშინის-ცემისა. უწყი უფალო საზომი ძალისა ჩემისა, და უძლურებასა ჩემსა არა უმეცარ ხარ. უწყი ჰყავ უმჯობესი ჩვენი, ვითარცა ჰნებავს სახიერებასა შენსა განაგენი ჩემთჳს. მხოლოდ დიდებისაგან წმიდათა შენთასა ნუ დამაკლებ მე. მეოხებითა მშობელისა შენისა ყოვლად-უხრწნელისა დედოფლისა ჩვენისა ღვთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა, მარიამისათა და ყოველთა წმიდათა, რომელნი საუკუნითგან სათნო-გეყუნეს შენ. რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნეთა მიმართ ამინ:

შეწევნითა ღუთისათა და იოელ მთავარ-ანგელოსისათა. ლოცუა ხუთშაბათისა დაწოლისა:

მომეც ჩუენ მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმინდანთა შენთა მოციქულთათა, ძილი მშვდობისა და განსუჱნებისა სულისა და ხორცთასა, და დამიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა. დააცხრუნ აღძრუანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაჲ ხორცთა. და მომეც გულის-სიტყუაჲ კეთილი, და უბიწო მოქალაქობაჲ. ღამე ყოველი გალობისა დიდების-მეტყუჱლება, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცულნი შენდა, დიდებასა შევჰსწირვიდეთ. მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, უკუნისამდე, ამინ:

ბეჭდვაელფოსტა
10.02. 2023
ნუცა ჩხაიძე
უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილი
სხვა სიახლეები
13.10.2023
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!
13.10.2022
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
13.10.2022

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
08.10.2022
ლოცუა შაბათისა ბოროტთა გულის სიტყუათათვს
საყუარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოსთა შეყუარებულო, ხმამაღალო ქადაგო ღვთისმეტყუელებისაო,
08.10.2022
პარასკევისა, ლოცუა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანისვჰსცე, და მას მხოლოსა ვმსახურო.
07.10.2022
ლოცვა ოთხშაბათსა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის,სავედრებელი ყოვლად-წმიდისა მიმართ.
ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი
07.10.2022
ლოცუა სამშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათვს
ჰოი უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყუელო, და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო,
07.10.2022
ლოცუა ორშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
ზესთა ნათელთა, და თვალთშეუდგამისა ღმერთმთავარისა, წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელოსნო, მიქაელ და გაბრიელ
07.10.2022
ლოცუა კვირიაკეს ბოროტთა გულის სიტყუათათვის:
უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, განწმიდე მე უჩინოთა ჩემთაგან.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler