ლოცუა ორშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
ლოცუა ორშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
ლოცუა ორშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
ზესთა ნათელთა, და თვალთშეუდგამისა ღმერთმთავარისა, წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელოსნო, მიქაელ და გაბრიელ გევედრები მოსავი თქუენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა. რამეთუ თქუენვე ხართ ზედა მდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდუათაგან. მიხსენით მე კრულებისაგან უჰსჯულოებათა ჩემთასა, ნუ მიმიშუებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინათგან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა. ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდუათა ჩემთა განუცდელსა მას ზღჳსა ღვთისა მიწყალებასა, იხსენით სიკუდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი მიხსენით ჰაერისმცუელთა ხელისაგან, ცეცხლითა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირუელობისა თქუენისათა, შეჰსწუენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩუენნი. და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისა და ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსლჳსასა წარმომიდეგით წინამავალად, და მოგზაურად, შემდგომად ჩემსა, ზღუდე და მფარუელ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი - თქუენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქუენდა. ნუ გარე მიმაქცევთ მხურუალედ შემწენო მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით საყდართა, მთავრობათა, ქერუბიმთა, და სერაფიმთა, ანგელოსთა, და ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა გონიერთა მაგათ გულისხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ, ხოლო არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქუენდა მოცემულ არს სათხოველი
ამის მოსაგებელადე მოტევებაჲ ცოდუათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცუა ორშაბათისა სათქმელი ღირსისა მიმართ და წმიდათა ანგელოსთა თქმული იოანე დამასკელისა:

ჰოი უფალო მრავალმოწყალეო ამისთჳს მოვივლტი შენდა, რამეთუ არავინ განაგდე რომელი მოვიდა შენდა, რამეთუ შენ გამოირჩიენ გლახაკნი უფროს მდიდართასა, და ცოდჳლნი არა მოიძაგენ არამედ მიჰმადლენ შენდობაი. და მეზუერეცა მახარებელი ჰყავ. და ავაზაკსა სამოთხეი მიანიჭე, და ყოველთა ცოდჳლთა განუხუენ კარნი სასუფეველისანი, და გუასწავენ წამალნი მრავალსახენი საკურნებელად წყლულებასა სულთა ჩემთასა. პირუელად მოგუანიჭენ ბეჭედნი ნათლისღებისა, რომლითა მოვიღებთ სულსა შენსა ყოვლადწმიდასა, და მით ვიქმნებით ნათესავმოდგამ ღვთაებისა შენისა, ოდეს მიიხუენ შენ ჩუენგან ხორცნი და ბუნებაჲ კაცობრივი, რომლისა შემოქმედი შენვე ხარ და მით იქმენ ნათესავ ჩუენდა, და აღ მოგუანიჭებ სულსა შენსა წმიდასა, რომლისა თანა ზიარებაი არა გუაქუნდა მით გჳზიარენ ღვთაებისა შენისა თანა, და განგჳწესენ რომლითა შეუძლოთ მამულსა მას საყოფელსა მოგებად, რომელი წარუაგეთ ურჩებითა ჩუენითა, სარწმუნოებაი მართალი, სიწმიდეი ხორცთა, წყალობაი გლახაკთა, მარხუა, და მღჳძარებაი, და მრავალსახენი სათნოებანი და სისხლითა შენითა ჰქმენ მშჳდობაი შორის ანგელოზთა და კაცთა რაჟამს მოიქცეს ერთი ცოდულთაგანი მხიარული არიან ანგელოსნი, ვითარ მამა იგი უძღებისა მის შვილისა მოქცევასა ძისა თჳსისა. შენვე ტკბილო მეუფეო ფრთენი მოწყალებისანი ყოვლადვე განმარტებულად გიპყრიან შეწევნად ყოველთა, და არა გნებავს სიკუდილი ცოდჳლისა, არამედ ყოველთაგან მოელი სინანულსა, და ყოველთათჳს განგიმზადებიეს სასუფეველი, რომელიცა ვიდოდეს გზასა მცნებათა შენთასა. ხოლო უკეთუ ვინმე უდებჰყუნეს მცნებანი შენნი და არა შეინანოს სატანჯუელთაგან საუკუნეთა. მოსლუასა მას შენსა საშინელსა მიიყუანების იგი ცეცხლად საუკუნოდ, მრისხანეთა მიერ ანგელოსთა რომელი, განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთათჳს, ხოლო მე ამას ყოველსა მეცნიერ ვარ, არამედ სასოებაი მაქუს მოწყალებათა შენთა მიერ რომელნი გიქმნიან ნათესავსა ზედა კაცთასა, და ვითარნი ნიჭნი განგიმზადებიან ნებისმყოფელთა შენთათჳს რომელნი სათნო გეყუნეს, და შემდგომად ამისა ვითარითა შურის გებითა მიაგებ რომელნი არა სათნო გეყუნენ შენ, და ვითარნი სატანჯუელნი განმზადებული არიან ცოდულთათჳს. უწყი მე და უდებ ვარ აღსრულებად მცნებათა შენთა, და მიდრეკილ არს გონება ჩემი გზათაგან სიმართლისათა. კეთილთა წილ საქმეთა აღმირჩევიან ქცევანი ბოროტნი, ლოცჳსა წილ ცუდადმეტყუელებაი, მარხჳსა წილ ნაყროვანებაჲ, სიწმიდისა წილ არაწმიდებაჲ, სიმდაბლისა წილ ამპარტავნებაჲ. და რასაღა მრავალსა თითოეულად წარმოვიტყოდე, არა არს ჩემ თანა ერთიცა კეთილთა სათნოებათაგანი, რომლისა მიერ მეც მოველოდე შენდობასა ცოდუათა ჩემთასა, და ყოვლითურთ სასოწარკუეთილ ვარ საქმეთაგან ჩემთა, უკეთუ მივიდე ტაძრად წმიდათა და ვევედრებოდე მეოხებასა წინაშე შენსა, არა აღიძრვიან მეოხებად ჩემდა, ვიდრე არა იხილონ ჩემთანა ერთი, გინა ორი, გინა სამი სათნოებაი და რაჲთამცა ძღუნად შეჰსწირეს შენ წინაშე და შემდგომადცა მითხოვეს შენდობაჲ და ლხინებაჲ ცოდუათა. უკეთუ მე თავით ჩემით დავვარდე წინაშე შენსა და ვითხოვდე შენდობასა, რომელნი სათნოებანი შევსწირნე წინაშე შენსა, და მათ მიერ მომანიჭო თხოვაი ჩემი, რომელი ესე ყოვლითურთ განშიშულებულ ვარ კეთილთაგან საქმეთა, არამედ შენდავე მოვივლტი ძჳრუხსენებელისა, რომლისა ბევრის-ბევრეულნი ურიცხვნი ცოდუათაგან განგითავისუფლებიან დაღაცათუ მე მათ ყოველთა უმეტეს შეცოდებულ ვარ წინაშე შენსა. არამედ უწყი სახიერებაი შენი, რამეთუ ცოდჳლთათჳს მოხუედ ძიებად, და განკურნებად წყლულებასა სულთა ჩემთასა; ამისთჳსცა კადნიერვიქნები წინაშე შენსა ვედრებად ღმერთო, და შეგივრდები მომმადლე, გული ლმობიერი და სულთქმაი მხურუალე და ნაკადულნი ცრემლთანი, მოჰსდრიკე გული ჩემი წამებათა შენთა, და ნუ ანგარებასა. შენ უფალო უწყი უძლურებაი ჩემი, და დახსნილობაი გონებისა ჩემისა, უკეთუ შენ არა შემეწიო ვითარ ვჰსცხოუნდე, ვინ კაცთაგანმან თჳთ თავით თჳსით მოიპოვა ჯეროვანი ვედრებაი წინაშე შენსა, და არა ითხოვა შენ მიერ შეწევნაი უფალო. ოდეს იგი პეტრე თავმან მოციქულთამან არა ითხოვა შენგან შეწევნაი არამედ თავით თჳსით აღგითქუა დადებად სულისა თჳსისა შენ თანა, და მსწრაფლ დაეცა, და ნაცულად, აღთქმისა მის უარისყოფად მიიწია უნდოისა მისგან მხევლისა ხმობითა და არა თუ მხედართა მიერ, გინათუ ზარისაგან მეფეთასა, არამედ ყოველივე ძალსა თუსსა მინდობილი მსწრაფლ მიჰსდრკების გზათაგან სიმართლისათა შურითა ეშმაკისათა, არამედ ჰოი უფალო სახიერო მასწავე რათა ვჰყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი და სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა, და განმატკიცენ ფერხნი ჩემნი სლუად გზათა შენთა, ვითარ შეჰგავს მონისა შეცოდებულისა და გლახაკისაგან ვედრებად მეუფისა საშინელისა გევედრები აღავსე სიგლახაკეი ჩემი სიმდიდრისაგან მადლთა შენთასა საუნჯეთა მათგან ზესკნელისათა, განამდიდრე დაგლახაკებული სული ჩემი, რათა იგივე შევსწირო წინაშე შენსა. და ვითხოვო მოტევებაჲ ურიცხუთა ცოდუათა ჩემთა. უფალო. ამისთჳს კადნიერ ქმნილვარ ვედრებად შენდა რამეთუ მაქუს მე მართალი სარწმუნოებაი, და ბეჭედითა მით რომელ დაგჳტევე აღსაბეჭუდელად ცხოვართა სამწყსოსა შენისათა, აღბეჭდულ ვარ სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა. დაღათუ ყოველთაგან საქმეთა კეთილთა ცალიერვარ, არამედ ორთა ამათ საქმეთაგან ხელვჰყოფ ვედრებად შენდა, მიხსენ მე პირისაგან ლომისა, და რქათაგან მარტორქისათა სიმდაბლეი ჩემი, ვითარცა რა მწყემსსა კეთილსა წარუწყმდის ცხოვარი აღბეჭდილი ბეჭდილთა თჳსითა, მსწრაფლ იწყის ძიებად მისსა, და ჰპოვის, რა ცხოვარი მისი და წარმოუძღჳს და წარმოიყუანის ბაკად თუსად. და შერთის იგი ცხოვართა თვსთა თანა, და განუმზადის ადგილი მწუანვილთანი, ეგრეთვე შენ მწყემსო კეთილო მომიძიე მე წარწყმედული ესე ცხოვარი, მიყუანებული მხეცისა მიერ სულთა განმხრწნელისა. და მიხსენ მე შუათა მისთაგან, რომელსა აღუღიეს პირი მისი შთანთქმად ჩემდა, და აღულესავნ კბილნი მისნი აღსაჭრელად ჩემდა და მხიარული არის პირი მისი წარწყმედასა ჩემსა, და ყოვლითურთ ისწრაფის მიყუანებასა ჩემსა გეჰენიად, და მოსწრაფე არს განსლუასა ჩემსა ხორცთაგან, რათამცა ნებასა შინა მისსა აღვესრულე, და შთამიყუანა მე ქუესკნელად სადა იგი თჳთ დამკვიდრებულარს. არამედ უფალო კაცთმოყუარეო არცხვინე მტერსა ჩემსა, და ნუმცა აღესრულების ნებაი მისი ბოროტი ჩემ - ზედა, დაღაცათუ მე ვიუფლე იგი რამეთუ მას არა ოდეს აქუნდა ხელმწიფებაი ჩემზედა, გარნა მე თჳთ მოვჰხადე იგი ნებსით ჩემით, და დავემონე ხელმწიფებასა მისსა. აწ მე ვერღარა ძალმიძს გამოხსნაი ბადეთაგან მისთა, უკეთუ არა შემეწიოს მადლი შენი არამედ შენ ტკბილო უფალო ნიავითა მაგით მადლისა შენისათა განაქარუენ მანქანებანი მისნი, და გამომიხსენ მე ხელთაგან მისთა, რომელი ესე შეპყრობილვარ მის მიერ, და სირცხულეულჰყავ მტერი ჩემი, და მხიარულჰყავ სიმრავლე ანგელოსთა რომელნი მჭმუნუარე არიან ჩემ ზედა ყოვლადვე უკეთურებათა ჩემთათჳს, და სირცხჳლეულვარ წინაშე სიმრავლესა ანგელოსთასა, მეშინის მე მათ მიერ მოსლუასა მას შენსა საშინელსა, რაჟამს დაიდგნეს საყდარნი და დაჰსჯდე განკითხუად, მაშინ ყოველნი დაბადებულნი ზარგანხდილნი დაჰსდგენ წინაშე შენსა, ოდეს იგი ოხრიდეს ალი ცეცხლისა ხმითა მით მეხისტეხისა მჰსგავსითა და განემზადებოდენ სატანჯუელნი იგი პირადპირადნი, და მატლი იგი დაუძინებელი მიელოდეს ცოდჳლთა. ჰოი, რაზომ მძიმე არს ჟამი იგი ჩემთვს, და მჰსგავსთა ჩემთა ყოველთა ცოდჳლთათჳს. რაჟამს იგი მიეცეს ბრძანებაი შენ მიერ, წარყუანებად გეჰენიად ანგელოსთა მიერ მრისხანეთა, და მსწრაფლ მოიწინენ კუერთხითა ცეცხლისათა, და შურისგებით აიძულებდენ შესულად ჯოჯოხეთად, და უწყალოდ შთაჰსთხინენ იგინი ტბასა მას ცეცხლისასა რომელსა ყოვლადვე ნათელი არა აქუს, და მიეგებოდენ მას მატლი იგი დაუძინებელი, რომელი ყოვლადვე არა დაჰსცხრების გუემისაგან მათისა, და არცა მოელიან ლხინებასა. არამედ ჰოი სახიერო უფალო და კაცთმოყუარეო, ამისთვს წოდებულ არს შენდა კაცთმოყუარე, რამეთუ არა მოიძაგებ ცოდჳლთა და არცა გარემიიქცევ პირსა შენსა ვედრებისა მათისაგან, არამედ უკეთუ ვინმე გეძიებდეს მჰსწრაფლ ეპოები მათ,ისმინე ჩემიცა, დაღაცათუ უძჳრესნი საქმენი მქონან ყოველთა კაცთასა, და შეგინებულთა ბაგეთა აღვახუამ ვედრებად შენდა, არამედ ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ნუ მასმენ ხმასა მას საშინელსა ვითარმედ წარვედ ჩემგან არა გიცი. არა ვითხოვ შენგან სასუფეველსა, და ყოფასა, ანგელოსთა თანა და ყოველთა წმიდათა რამეთუ ესე საქმე სრულთა არს, არამედ ამას ოდენ გევედრები, რათა მიხსნე მე გეენისაგან, და სატანჯუელთა მათგან ულხინებელთა და სირცხვლისა მისგან საუკუნოისა. და სავანესა მას რომელსა არა იყუნენ ესე ვითარნი სატანჯუელნი მუნ დამამკვიდრე მე, რამეთუ სახლსა მამისა შენისასა სავანე მრავალ არიან. რაჟამს იგი დაეცეს საყჳრსა და აღსდგენ ყოველნი დაბადებულნი და განძლიერდებოდეს მოლოდება - შენი საშინელებათა მათგან მოსლკსა შენისათა, რომელნი ჰრბიოდენ ვიდრე მოსლუად შენდამდე, და შემდგომად მოხვიდე სიმრავლესა თანა ურიცხუსა ანგელოსთასა. მაშინ ყოველთა კაცთა წარმოუდგენ საქმენი თჳსნი რომელი რაი ვის ექმნას ცხოურებასა ამას შინა. ენანი დაჰსდუმდენ და საქმეთა იწყონ მეტყულებად. რაიმე ვჰყო ჟამსა მას საწყალობელმან, ამან. რომელსა არა მაქუს ნუგეშინისცემაჲ საქმეთაგან ჩემთა. მაშინ წარმოდგენ წინაშე შენსა წმიდანი ანგელოსნი შენნი და იწყონ შესმენად ჩემდა და ჰსთქუან ხმითა მაღლითა, ვითარმედ ამან უმეტეს ყოველთა კაცთასა შეგცოდა, და არა დაიმარხა ერთიცა მცნებათა შენთაგანი, და ჩუენ შეგუაწუხნა ყოფასა ჩუენსა მას თანა ბოროტად ქცევითა მისითა, და ჩუენ წილ სიმრავლე ეშმაკთა იხარებდა მის ზედა, ჰოი წმიდანო მთავარანგელოსნო ნუ მრისხანებით მოიხილავთ ჩემზედა, ნუ მომხედავთ თუალითა გულისწყრომისათა, მე ღირს ვარ უწყალოებასა თქუენ მიერ, რამეთუ არა მპოვეთ ჟამ ერთცა რათამცა მხიარულ იქმნენით ჩემზედა, და თქუენ მიერ ჯერ არს ტანჯუაი ჩემი უწყალოდ. არამედ მაქუს ბეჭედი დამბადებელისა თქუენისა და მხსნელისა ჩემისა, და იგი არს ნუგეშინისმცემელ ჩემდა და ამისთჳს კადნიერ ვიქმნები ვედრებად თქუენდა. წყალობა ჰყავთ ჩემ ზედა ამის წარწმედილისა რომელი აღბეჭდულ ვარ ბეჭდითა მით ქრისტესითა. ჯერ არს რათა ლმობიერ იქმნნეთ ჩემ ზედა, ბეჭდისა ამისთჳს რამეთუ მეუფისა თქუენისა არს ბეჭედი ესე. დაღაცათუ არა საცნაურ არს, რამეთუ მე შევაფარილე არაწმიდებითა ცოდუათა ჩემთათა, არამედ მოფენითა მადლისა თქუენისათა განმწმიდეთ და განმანათლეთ, და ძღუნად მიმიპყართ მომცემელსა მას ბეჭდისასა, და მის მიერ მითხოვეთ ხსნაი სატანჯუელა მათგან ულხინებელთა. რამეთუ ამისთჳს დაჰსთხია მხსნელმან ჩუენმან უბიწოი სისხლი თჳსი ჯვარსა ზედა, რათა სისხლითა მისითა დაჰხსნდეს მტერობა იგი პირველი ანგელოსთა და კაცთა და შეაერთნეს ქუეყანისანი ზეცისათა. და მტერობისა მის წილ სიყუარული განეწესა შორის თქუენსა და ჩუენსა. დაღაცათუ თქუენ ნათლითა სამებისათა განათლებულხართ, და წინაშე პირსა ღვთისასა მდგომარე ხართ, და იშუებთ დიდებითა მისითა. და დიდებითა შემოსილნი ჰმსთავრობთ გუნდთა მათ წმიდათა ანგელოსთასა და ჩუენ ქუეყანასა ზედა მყოფ ვართ ყოვლითურთ ცოდუასა შინა განფრდილ და შესვარულ ვართ არაწმიდებითა. არამედ ერთისა შემოქმედისა შექმნულნი ვართ თქუენდა ჯერ არს მეოხებაი ჩუენთჳს, ვითარცა საკუთართა მეუფისათა, კადნიერებაი გაქუსთ მეოხებად ჩუენდა თხოვად წყალობისა ვითარცა რა ნებისმყოფელთა თჳსისა უფლისათა და წინაშე პირსა მისსა მდგომარეთა მეოხებაი ჰყჳან მონისათჳს შეცოდებულისა, და უფალმან მათმან მიჰმადლის კეთილად მსახურებისა მათისათჳს. ეგრეთვე თქუენ იღუაწეთ ჩემთჳს და ითხოვეთ ხსნაი სატანჯუელთა მათგან საუკუნეთა, და ხელმწიფებისაგან სოფლისმპყრობელისა მის ბნელისათა გამომიხსნენით. რათა თქუენ მიერ ხსნილნი ვადიდებდე მამასა, და ძესა და წმიდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ამასვე დღესა სხუა ლოცუა სინანულისათვს თქმული ეფრემისა


სულო უბადრუკო ვიდრემდის უზრუნუელ ხარ ვიდრემდის უდებობ, ვიდრემდის გძინავს დამძიმებულსა ძილითა ბოროტისა დახსნილობისათა. რას მოელი ჟამსა, რასა ჰსდროებ დაწყებასა სინანულისასა მომლოდე ხუალისა, არა უწყია, ვითარმედ ყოველნი დღენი შენნი ცოდუათა შინა და განურჩეველობათა გარდავლენ ამათ თანა, და აწ განუნახველად და უგრძნობელად ჰმყუანებელობ ბოროტთა უსაწყალობელესსა აწსა შინა უდებობით გარდავლასა, და მერმესაღა შინა მომლოდე წარმართუასა. ყოველი ცხოურებაი შენი განხმელ და უნაყოფო ჰყავ, უფროსღა მმორჩილებელ ცოდუათა, და მომმუშაკებელ ნაყოფთა ცეცხლისა საუკუნეთა დასაწუელთა, და ამათ რომელთა არა ვმორცხობდე თქმასა, ვიჯმენ ეშმაკისაგან და ყოველთა მოქალაქეობათა მისთა, არამედ მეტყუელმან ხოლო საქმითთა ნებათა მისთა მოწრაფებით შეუდეგ, და ამათ ყოველთა მოწამე არს სჳნიდისი ჩემი, ხოლო შეუდეგ ქრისტესა და არცა ერთსა აწინდელსა ბრძანებათა მისთასა, ანუ მცნებათა იპოები აღმასრულებელად. არამედ ყოვლითა არა წმიდებითა განილევიან დღენი შენნი, ესენი არიან პირველის ცხოვრებისა შენისა ნამუშაკევნი, ხოლო მცონის თქმად ვიდრედ უცხოყოფანი ღვთისაგან და თჳსებანი საუკუნეთა სატანჯუელთანი, ხოლო რაჟამს მოვიდე მეორისა ცხოურებისა შენისა აღთქმასა ზედა, და ვმსიტყუელებდე თუ ვითარ აღუთქუ ღმერთსა შენანებაი და უარყოფაი თავისა და მოძულებაი – ხორცთა და სოფლისა და ამათისა ცნობისა. და აწ გხედავ შენ ძუელთავე ჩვეულებათა თანა შემაერთებელად ახალთა, და რამეთუ ხორცთა დამონებული უდებებით შეიბღალევი, და მცონარებით შეიმწიკულები, და უქმთმეტყუელებითა განჰმტკიცნები, და გულისწყრომითა ფრთოვან იქმნები, და მაღალცნობითა აღზუავნები, და ამპარტავანებითა აღლაღდები, და უგრძნობელობითა დაეცემი და ამათ ყოველთა ზედა ვიწყებ სასოწარკუეთილებით სიკუდილად მიცემასა შენსა მოღუაწეობ, რათა ჩემითა მემკჳდრისა შენისა მიიღო სანაყოფეი ჰავთა საქმეთა რომელნი გიქმნიან ჩემმიერ, გეჰენია ცეცხლისა და ბნელი საუკუნო და ღრჭენა კბილთა. ზარი დამეცემის მე, უღონოება და დახსნილება ხელთა და დაბნელება თუალთა, და აღჳრი პირსა, ხოლო ლაგამი ენასა ჰოი მე, ჰოი მე და კუალად ვიტყჳ, ჰოი მე. მოვედ სულო ჩემო, მოვედ განიფრთხუჱ განიბერტყე ძილი, და განიყარე კამში თუალთა, აღვჰსდგეთ ერთად ვიცემდეთ მკერდსა თანად, და სულთვითქმიდეთ, ვიმარხოთ ერთად, შევჰმუსროთ თანად გული და ცნობაი, და მოვადინნეთ მონანულთა ცრემლნი განმწმედელნი, მოვედ უკუჱ, მივივლტოდეთ და შეუვრდეთ სოფლისა მისალტოლველისა, ცოდჳლთა მომაქცეველისა, ცხოუნების მნებებელისა მოძღურისა ძლიერისა, ღვთისა მიმართ დამაგებელისა, შემდგომად ღვთისა მიმართ, მოსავთასა, წმიდათა უწმიდესისა, და ყოველთა აგებულთა უპატიოსნესისა, ღუთისმშობელისა მარიამისსა და ვიტყოდეთ: დედოფალო ქალწულო დედაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო, უწყი ვითარმედ არაწმიდა ვარ მე და ბილწ და მწიკულევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა, აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროს რიცხჳსა ქჳშისა ზღჳსა, შეჰყროლდეს და დალპეს ნაგუემნი სულისა ჩემისანი, სიმრავლისაგან ბოროტთა საქმეთა ჩემთასა. არამედ მოვივლტი
შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძჳრთა ცოდუათა ჩემთასა. შენ დედაო ღვთისა ჩემისაო, მრავალგზის განგარისხე არაწმიდებათა ჩემთა მიერ შემწიკულებულმან. შემიწყალე მე ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყუარეო, და შემინდუენ მე, და ნუ მომიძაგებ მე დედოფალო ჩემო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და მივიქცე მეცა შენგან. ვაიმე, ვაიმე, დაბნელებული. ნუ დედოფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე მტერთა ჩემთა, არამედ აღადგინე გულისსიტყუაი ჩემი სინანულად. და ხელპყრობილ მყავ მე გზისა მიმართ საცხოვრებელისა რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად, და შენითა წინამძღურებითა ვჰსცხოვნდე. ჰე დედოფალო დედაო კაცთმოყუარისა ღვთისაო, შეჰმუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თუალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა, და განანათლე იგი მეოხებათა შენთა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკუდიდ. მასხურე მე უსუპითა წყალობითა შენთათა, და განვსწმიდნე მე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე დედაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი ჩემი, და შეეწიე უძლურებასა ჩემსა და დაიცევ ნეშტი, ცხოურებისა ჩემისა სინანულით უცთომელად. და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსლვსასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყუა მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე მაშინ გამომიჩნდი დედოფალო მოწყალითა თუალითა შენითა, და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყჳსმიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა. და მექმენ მე ვაქილ, და უჩინო ჰყუენ ყოველნივე ცოდუათა ჩემთა ხელითწერილნი, მაშინ წარმადგინე მე ურცხუენელი და ცხოვნებული საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა მხოლოდშობილისა ძისა შენისა და ღვთისა, და დაუსაბამოისა მამისა მისისა, და ყოვლადწმიდისა სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა, ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღმრთისა და იოელ მთავარანგელოსისა ლოცუა ძილად დაწოლისა ორშაბათისა

უფალო ღმერთო ჩემო რაოდენიცა რა ვსცოდე დღეიდელსა ამას დღესა, გინა საქმით, გინა სიტყჳთ და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით ანუ უმეცრებით, გინა გულისხმისყოფითა, ანუ უგულისხმოდ ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინღევ სახელისა შენისათჳს, შემიწყალე, მე უფალო და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდუენ კაცთმოყუარებისა შენისათჳს. და მშვდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცუელად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, ღა ყოვლისაგანვე ნაგუემისა გულარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ, და არაწმიდათა ჰაერისმცუელთა და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისთანა კურთხეულხარ, ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველისმყოფელით სულითწმიდითურთ აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!
13.10.2022
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
13.10.2022

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
08.10.2022
ლოცუა შაბათისა ბოროტთა გულის სიტყუათათვს
საყუარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოსთა შეყუარებულო, ხმამაღალო ქადაგო ღვთისმეტყუელებისაო,
08.10.2022
პარასკევისა, ლოცუა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანისვჰსცე, და მას მხოლოსა ვმსახურო.
07.10.2022
ლოცუა ხუთშაბათისა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის
უფალო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო გულთ-მეცნიერო, და გულის-სიტყუათა მპყრობელო.
07.10.2022
ლოცვა ოთხშაბათსა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის,სავედრებელი ყოვლად-წმიდისა მიმართ.
ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი
07.10.2022
ლოცუა სამშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათვს
ჰოი უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყუელო, და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო,
07.10.2022
ლოცუა კვირიაკეს ბოროტთა გულის სიტყუათათვის:
უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, განწმიდე მე უჩინოთა ჩემთაგან.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler