ლოცვა ოთხშაბათსა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის,სავედრებელი ყოვლად-წმიდისა მიმართ.
ლოცვა ოთხშაბათსა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის,სავედრებელი ყოვლად-წმიდისა მიმართ.
ლოცვა ოთხშაბათსა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის,სავედრებელი ყოვლად-წმიდისა მიმართ.
ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულის-თქმათაგან და მოგონებათაგან, უწყი ვითარმედ არა-წმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროს რიცხვისა ქვიშისა, შეჰყროლდეს და დალპეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა. არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა. შენ დედაო ღვთისა ჩემისაო, მარადის განგარისხე არა-წმიდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან, შემიწყალე მე ყოველთა მწყალობელო კაცთ-მოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე დედოფალო: ნუცა გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან. და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული. ნუ დედოფალო, ნუ ახარებ ამით ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა, აღადგინე გულისსიტყვა ჩემი სინანულად. და ხელ-პყრობილ მყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა რომლისა მპოვნებელმან და მოგზაურმან, მოგიგო შენცა მოგზაურად. და შენითა წინამძღვარებითა ვჰსცხონდე, ჰე დედოფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შეჰმუსრე გული ჩემი, და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერითა, და განანათლე იგი მეოხებათა შენთა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ. მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე. განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე. ჰე დედაო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცთომელად. და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსლვისასა, რაჟამს მეგულვებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი დედოფალო მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის-მიმხდელთა, სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა. და მექმენ მე ვაქილ, და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი. მაშინ წარმამადგინე მე ურცხუენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა. დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისასა და ყოვლად წმიდისა სულისა მისისასა ცხოველს-მყოფელისა ერთისა, და დასაბამ ნათელთასა. და თანა-არსისა სამებისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ოთხშაბათისა სავედრებელი წმიდისა ღვთისმშობლისა, თქმული იოანე დამასკელისა

ყოვლად-დიდებულო კურთხეულო უხრწნელო და ყოველთა ნათესავთაგან სანატრელო ღვთის-მშობელო, ვითარმე შეუძლოს ენამან კაცობრივმან გამოთქმად დიდებულებათა შენთა, რომელსა ღირს-იქმენ მიმთხვევად, რამეთუ ყოველნი ძალნი ცათანი ხერუბიმნი და სერაფიმნი, ანგელოზნი და ხელმწიფებანი, და ყოველნი ზეცისა განწყობილნი ვერ შემძლებელ-არიან ღირსად გამოთქმად დიდებისა შენისა, რამეთუ იტვირთე მუცლითა ცათა და ქვეყანისა სიტყვით დამბადებელი, რომელსა ვერ იტვირთვენ ზესკნელნი და ქვესკნელნი, ცანი და ქვეყანა, ზღვანი და ხმელნი, რომლისა მიხედვითა დაჰსდნებიან მთანი და ბორცვნი, ვითარცა ცვილი, უნდეს თუ განახმობს ზღვათა სიტყვითა და წამის-ყოფითა თვისითა შეჰმუსრავს ცასა და ქვეყანასა. ესე ვითარი ძლიერი მეუფეჲ დაიტია წმიდამან საშომან შენმან. და რასათვის გამოგირჩია ყოველთა ნათესავთა შორის, აწ ესერა ვსთქუათ, რამეთუ პირველ საუკუნეთა შესაქმედმდე გაგმზადა სამკვიდრებელად თვისად. და საყდრად სამეუფოდ განგაწესა სულმან წმიდამან. და სულით და ხორცით განგწმიდა და ყოვლადვე ვერ მიგხედნა თვალმან ორბისამან, ვითარცა სთქუა მართალმან იობ. და ვერცა მიგეახლნეს ძენი ამპარტავანებისანი, რამეთუ მოიგენ შენ ყოველნი საქმენი კეთილნი სათნონი უფლისანი. სიწმიდეი სწორად ანგელოზთა, სიმშვიდე, სიმდაბლე, სიწრფოებაი, და სიყვარული უზესთაესი ყოვლისა. რომელსა ყოველნი ჰსჯულნი და წინასწარმეტყველნი დამოკიდებული არიან. ამისთვის სათნო იყო სიკეთეი შენი მაღალმან მეუფემან, არა თუ ქმნულებაი რაიმე შვენიერებისა შენისა შეიყვარა, არამედ ბრწყინვალება შინაგანი გონებისა შენისა, რამეთუ უკეთუმცა არა უმეტეს ყოველთა დაბადებულთასა შემკობილ იყავ და განწმედილ ყოვლითა სიკეთითა, ვითარმცა შენ შორის დაიმკვიდრა, რომლისა ხელთა შინა არს ყოველი დაბადებული. გარნა უზესთაეს ყოველთა დაბადებულთა ზეცისა და ქვეყანისათა წმიდა იპოვე, ამისთვისცა ღირს-იქმენ ტვირთვად მეუფესა მას, რომლისა ხელთა შინა არიან მეფენი ქვეყნისანი, და განიკითხავს მათ ვითარცა თვით ჰნებავს. ამას დიდებასა მიიწიე, ყოველთა ადამიანთა ცხოვრებისათვის სიწმიდითა და სიკეთითა გონებისა შენისათა და ბუნებაჲ ჩვენი განხრწნილი თანაზიარ ღვთაებისა ჰყავ და კაცნი შენ მიერ ღმერთ-ვიქმნენით. და მიწისაგანი ბუნებაჲ ნათესავ-მოდგამ ღვთაებისა შენ მიერ იქმნა, და დაიხსნა მტერობა ანგელოზთა და კაცთა. ცანი და ქვეყანა შეიერთნეს, რაჟამს ღმერთი ხორცითა უშევ კაცთა. ვინმე გამოთქვნეს სიმრავლენი ნიჭთანი, რომელი შენ მიერ მოეცნეს ნათესავსა კაცთასა. რამეთუ ესე ყოველი შენ მიერ აღესრულა ვიდრე იგი იყავღა სოფელსა შინა, ხოლო რაჟამს აღესრულნეს ჟამნი განწესებულნი შენ ზედა, მოვიდა შენგან შობილი,სიმრავლესა თანა ანგელოზთასა, და წამის-ყოფამან მისმან შემოჰკრიბნა წმიდანი მოციქულნი კიდით ქვეყანისათ, და დიდებითა ბუნებათა დედობრივთა უაღრესითა მიგცუალა ქვეყანით ზეცად. და აწ სულით და ხორცით წინაშე ძისა შენისა, ჰსუფევ. და იდიდები მის მიერ ვითარ იგი ჯერ არს პატივი და დიდება ძისაგან დედისა. რამეთუ მან ასწავა პატივი მშობელთა შვილთა, ვითარმცა მან არა ას-წილად პატივ გცა. რამეთუ არავინ არს შობილი ვითარ ძე შენი, ღმერთი ყოველთა დაბადებულთა. და არცა ვინ მშობელი, ვითარ შენ ყოვლადუბიწოო, რამეთუ ღმერთი ჰშევ ხორცითა და ქალწულებისაგან არა იცვალე. ამისთვის ესე ფრიად სიქადულ არს ჩვენდა, რამეთუ კაცი ბუნებისა ჩვენისა წინაშე ღვთისა მდგომარე ხარ, და წინდად ჩვენდა ღვთაებასა აქუ შენ,და და იცი უძლურება ჩვენი. და შეიწყალვის ბუნება ჩვენი რაჟამს იძლეოდეს მტერისაგან, და ვედრებად არა დასცხრები შენგან შობილისა მიმართ ცხოვრებისათვის ჩვენისა. და შენ გიცნობთ მორწმუნენი მიზეზად ხსნისა ჩვენისა. სიმტკიცედ ეკკლესიათა, გვირგვინად მოწამეთა, სამკაულად მღვდელ-მთავართა, დიდებად მეფეთა, და ზღუდედ ყოვლისა სოფლისა და მეოხად ყოველთა მორწმუნეთა. და შენ მიერ მიიღებენ მთავარ-ანგელოზნი ბრწყინვალებასა, სერაფიმნი სიწმიდესა, და ხერუვიმნი პატივსა. რამეთუ შენ ხარ ნავთსაყუდელი ღელვა-გვემულთა, განმამტკიცებელი შერყეულთა, აღმადგინებელი დაცემულთა, ნუგეშინის-მცემელი ჭირვეულთა. ჰოი ვისსამე მივივლტოდე, ანუ ვისსამე ვჰხადოდე შემწედ ჩვენდა შენსა გარეშე. რომელნი ესე შენ მიერ დავეგენით ღმერთსა, განდგომილნი ესე და საწყალობელნი. შენ მიერ ვიცანთ სამება ღმერთი, შენ მიერ ვიხსნენით კერპთა მონებისაგან, და არღარა თაყვანის-ვჰსცემთ ხელით- ქმნულთა კერპთა, არამედ ღმერთსა მხოლოსა საუკუნეთა შემოქმედსა, და საცოდ გვაქვს ჯვარი ძისა შენისა იესო ქრისტესი, რომელი გვიპყრიეს საჭურველად მტერთა წყობასა, და შენ მიერ ვიქმნენით შვილ ღვთისა, და მეორედ ვიშვებით ემბაზისა მიერ, და მოვიღებთ სულსა წმიდასა. და ყოვლად განვჰსწმდებით სისხლისა ძისა შენისათა. ცათა მეუფისა მშობელო, რაოდენთა ნიჭთა ღირს-ქმნილ ვართ შენ მიერ, ყოველსავე გამოთქმად ვინ შემძლებელ-არს. ხოლო მე უბადრუკმან ამან და საწყალობელმან რაიმე ვჰყო, რამეთუ განვაბნიე სიცრუით ყოველი კეთილი, რომელი შენ მიერ მომცა შენგან შობილმან, და ცალიერ ვიქმნენ ყოველთა მათგან ნიჭთა, რამეთუ სამოსელი იგი რომელი ნათლის-ღებითა შევიმოსე, შევჰბღალე იგი მწვირითა ცოდვათა ჩემთათა. და სული იგი წმიდა რომელი შთამებერა ჟამსა მას მეორედ შობისასა. მტერისა მიერ უკეთურებათაგან ჩემთა განვიშორე, და გვამი ჩემი ვჰყავ სადგურ სულთა უკეთურთა, და აწ სული ჩემი შეგინებულ არს შეწყნარებითა ბოროტთა გულის-სიტყვათათა, და ბაგენი ჩემნი მწიკვლევან არიან ზრახვითა უჯეროთა და უშვერთა სიტყვათათა და რასაღა მრავალსა ვიტყოდე თითეულად მე საწყალობელი ესე, უკეთურებათა და უბადრუკებათა ჩემთა, რომელი ყოვლითურთ განშიშვლებულვარ მადლისაგან ღვთისა. და დამიშრეტიეს სანთელი სულისა, და ვიყოფები ბნელსა შინა ცოდვისასა, და მტერისაგან სულთა განმხრწნელისა ვიგვემები მე უწყალოდ, არამედ შენდავე მოვივლტი კარაო წმიდაო, ღვთისა საყოფელო, დაღაცათუ ღირსვე არა ვარ სახელის-დებად შენდა, სიმრავლისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, არამედ ბრწყინვალებასა ნათლისა შენისასა მოვისწრაფი დაბნელებული ესე, განანათლე სული ჩემი, მცხინვარებითა მადლისა შენისათა,და შემიყვანე მე ნავთსაყუდელსა მყუდროსა, რომელი ვიგვემები ღელვათაგან ცოდვათა ჩემთასა. განაქარვენ ბოროტნი ზრახვანი გულისა ჩემისანი, ნიავითა მაგით მადლისა შენისათა, განაგრილე გონებაჲ ჩემი, რომელი განხურვებულ არს ეშმაკისაგან ტრფიალთა მიმართ, გამომიხსენ ხორხისა მისგან ვეშაპისა, რომელსა აღუღიეს პირი მისი შთანთქმად ჩემდა. ჰოი, წმიდაო დედოფალო, მჰრცხვენის მე სახელის-დებად შენდა უღირსითა ბაგითა, და მეშინის მე პატიჟთაგან კადნიერებისათა. რამეთუ მე ფრიად შეგინებული, შენ შეუგინებელსა შეგივრდები. მე არა-წმიდითა ბაგითა, შენ წმიდათა უწმიდესისაგან ვითხოვ წყალობასა. მე სადგური ვნებათა ბოროტთა, შენ სადგურსა სულისა წმიდისასა შეგივრდები. შენ უზესთაეს ხარ ყოველთა დაბადებულთა ზეცისათა და ქვეყანისათა დიდებითა და პატივითა. ხოლო მე ცოდვათა ჩემთა სიმრავლისაგან უფროს ყოველთა კაცთა დამდაბლებულ ვარ. ვითარ არა მეშინოდეს მე შენგან, ანუ ვითარ ვიკადრო სახელისდებად შენდა, რომელი უცხო ვარ ყოველთაგან სათნოებათა, ვაი ჩემდა უბადრუკსა, რაიმე ვჰყო ჟამსა მას ოდეს მოვიდეს ძე შენი დიდებითა საშინელითა და გამოუთქმელითა. და დაჰსჯდეს განკითხვად ყოველთა დაბადებულთა, და წარმომადგინონ მე ცალიერი ყოველთაგან საქმეთა კეთილთა და განჰსცხადნენ ყოველნი საქმენი ჩემნი ბოროტნი, და ვიგვემებოდე შიშისაგან და სირცხვილისა მეუფისაგან საშინელისა ძისა შენისა, და შენგან დედოფალო დედისა მისისა, და წმიდათა ანგელოზთაგან, და უმეტეს ყოველთასა შენგან მეშინოდეს, რამეთუ რომლისა იგი მუცელი ავასხე შობად, მან ბუნებაჲ ჩვენი ღვთაებისა თვისსა იზიარა, და გზანი სინანულისანი გვიჩვენნა, და კარნი სასუფეველისანი განგვიხვნა, და ყოველთავე მოგვიწოდს შესვლად მას შინა. ხოლო მე საწყალობელმან ამან რაი ვჰყო, რამეთუ ხმისა მისისა არა ვისმინე, არამედ ბოროტსა ნებასა ჩემსა მივჰყევ. და გულის-თქმამან ჩემმან შემაგინა, და აზნაურება იგი რომელი შენ მიერ მომეცა უკეთურებითა ჩემითა განვიძარცვე, და ნებითა ჩემითა მონა ვიქმენ ეშმაკისა. რაჟამს იგი ძემან შენმან მოუწოდოს მართალთა და მიანიჭოს მათ სასუფეველი, მაშინ მეშინის შენგან ნუ უკვე რქვა ძესა შენსა, ვითარმედ: ამან უკვე მონამან ბოროტმან უგულებელსჰყვნა ყოველნი მცნებანი შენნი, და არა ჰყო ძიება კეთილთა რომელი ჩემ მიერ მიანიჭე ყოველთა კაცთა, და უმეტეს ყოველთასა შეგცოდა, და უდებ იქმნა სულისა თვისისათვის და ნებსით თვისით დაემონა ეშმაკსა. აწ უკვე განჰხადეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა, სადა იგი არს ტირილი თვალთა და ღრჭენა კბილთა და შურისგებით შური იძიო ჩემ ზედა უკეთურებათა ჩემთათვის. რამეთუ ჟამსა მას წყალობა არღარა ყოფად არს ცოდვილთათვის. მე ამას ყოვლადვე ღირს ვარ ცოდვათა ჩემთათვის და ფრიად უსასო ვარ. გარნა სასოწარკვეთილება არა ჯერ-არს. დაღაცათუ ცოდვანი ჩემნი ფრიად არიან, არამედ მოწყალება შენი უსაზღვრო არს. რამეთუ დაღაცათუ მე გარდავჰრიე საქმედ უკეთურებისა, არამედ მადლნი შენნი აურაცხელ არიან. მე ყოვლადვე არა მიქმნიეს ნება შენი, არამედ აწ შენდავე მოვივლტი, რამეთუ ეძიებ შეცთომილთა და არა გნებავს სიკვდილი ცოდვილთა, და ვითხოვ შენგან ყოვლად-წმიდაო დედოფალო, რათა მიმზიდო სამწყსოთა შენთა და შემრთო მათ თანა. დაღაცათუ მე არა მნებავს მოქცევა სინანულად, არამედ შენ იღვაწე ჩემთვის, და ნუ უფალ მყოფ ნებასა ზედა ჩემსა. გული ჩემი ჰლმობიერ ჰყავს და შიში ღვთისა გულსა ჩემსა დაჰნერგე, და ცრემლთა ნაკადული მომმადლე, და სიყვარული ძისა შენისა ჩემ შორის აღაორძინე. ნებაჲ შენი მასწავე და ნებანი ბოროტნი განმაშორენ ჩემგან. ჰოი ცათა მეუფისა დედაო, რასა ჰმსთავრობს ჩემ ზედა, მპყრობელ ბნელისა, რომელი ესე შვილი ნათლისა ვიწოდე. და არა აქვს მთავრობა ჩემ ზედა, რამეთუ ქმნილი ვარ ხელთაგან ძისა შენისათა, და ხატად მისა დაბადებული და მართლ-აღმსარებელი წმიდისა სამებისა და თაყვანისმცემელი, და აწ სამწყსოისა მისისაგან წარუყვანებიე მე მხეცსა მას უწყალოდ სულთა განმხრწნელსა უკეთუ მსწრაფლ მოწყალება შენი არა მეწევის, მივეცემი მე განჰრყვნად, არამედ მოიხილე ჩემ ზედა თვალითა მოწყალებისათა და გამომიხსენ მე შუათაგან მისთა. და მასწავე მე ჯეროვანი სინანული და მადლობა ყოვლად-დიდებულო, რათა გესლი იგი კბილთა მისთა განწონილი გულსა ჩემსა ცრემლთა სინანულისათა აღმოვიხოცო და განწმედილი გაქებდე შენ კურთხეულო, და ძესა შენსა ვადიდებდე, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ოთხშაბათსა ლოცვა წმიდისა ეფრემისი სინანულისათვის

შენ მხოლოო ძვირ-უხსენებელო უფალო აღგიარებ ცოდვათა ჩემთა. რამეთუ დაღაცათუ მე ვჰსდუმნე შენ უწყნი უფალო ყოველნივე, რამეთუ არა არს დაფარულ პირისაგან თვალთა შენთასა, არამედ ვინათგან შენ ჰსთქუ უფალო წინასწარ-მეტყველისა შენისა მიერ. ჰსთქუჱნ პირველად ცოდვანი შენნი რათა განჰმართლდე. ვჰსცოდე, უფალო, ვჰსცოდე და არა ღირს ვარ აღხილვად სიმაღლესა ცათასა, სიმრავლისაგან უსამართლოებათა ჩემთასა. რამეთუ კნინისა და ბილწისა გემოისათვის ცეცხლი შეურაცხ-ვჰყავ, და არა რაი ვჰქმენ სანაცვლო სამეუფოისა შენისა. და რაი ვჰყო არა უწყი მე უბადრუკმან ყოველთა კაცთამან, ვჰსტიროდე თავსა ჩემსა, რამეთუ არს ჟამი ცრემლთა შეწყნარებისა და ვინმცა ჰსცა მდინარეჲ თავსა ჩემსა და თვალთა ჩემთა წყარონი ცრემლთანი, და დავჰსჯდე და ვჰსტიროდე ღამე და დღე, რათა ლმობიერ გყო შენ ღმერთი, რომელი განგარისხე. მომმადლენ მე ცრემლნი სინანულისანი, რომელი მხოლო სახიერი ხარ და მოწყალე, რათა მათ მიერ გევედრო შენ განწმედად მწიკვლევანებასა გულისა ჩემისასა, რამეთუ შეუცავს იგი მწვირესა ცოდვათასა, რათა არა შემდგომად განყოფისა სულისა ჩემისა უღვაწისა ამის სხეულისაგან, მომიცვან მთავართა მათ ბნელისათა, კაცთ-მოყვარე. და ვინ იყოს შემწე, ანუ მხსნელი ჩემი ჟამსა მას ხელთა მათთაგან, უკეთუ ოდენ შიშველ ვიპოო საფარველისაგან შენისა, და რომლისათვის სიტყვის-ვმგებელობდე. პირველ მრავალ-ყოფასა სულიერთა ვნებათასა, ნამდვილვე საშინელთა და საზარელთა ადგილთა მეგულების წარსვლაი, სხეულისაგან განყოფილისა და მაშინ შემემთხვევის მე სიმრავლე ბნელთა, და კაცთმოძულეთა ეშმაკთა, და ვინ იყოს შემწე ანუ მხსნელი ჩემი ჟამსა მას ხელთა მათთაგან, უკეთუ ოდენ შიშველი ვიპოო საფარველისაგან შენისა და არავინ არს თანა მოგზაურთაგანი შემწე ანუ განმარინებელი ჩემი მეუფეო, რამეთუ ბილწთა საქმეთა ჩემთათვის განვიოტენ მცველნი ცხოვრებისა ჩემისანი, წმიდანი ანგელოზნი. გარნა რადმე დავიბადე მუცელსა დედისა ჩემისასა, რად შემემთხვივნეს მე მუხლნი და არა მყის შობასავე შინა წარწყმედაი, უკეთუ მეგულების აღსაგზებელ გეენიისა ცეცხლისასა ქმნად, რაიმე უყო მას ჟამსა ბნელსა გარესკნელსა, სადა არს ტირილი და ღრჭენა კბილთა. ვაიმე, ვაიმე, რაიმე უყო ტარტაროზსა დაუსრულებელთა სატანჯველთა და უყო მატლსა წამლიანსა, ვაიმე რაიმე უყო ტბასა ცეცხლისასა დაუშრეტელსა ცეცხლისა - უქუჱნესთა ქვეყანისათა, ვაიმე რაჲ უყო ქვესკნელთა წარმწყმედელთა ფსკერთა ჯოჯოხეთისათა. ვაიმე რაიმე უყო ქადებასა ანგელოზთასა სატანჯველთა ზედათასა, რამეთუ საშინელ და უწყალო არიან ცეცხლებრ მტანჯველ მკამებელნი ცეცხლის მბერველნი, რამეთუ უწყი ვითარმედ არა შემწიკვლებულთაგანი იხილავს დიდებასა პირისა შენისასა. არამედ საშინელად და საზარელად პირ-უთნებელისა მჰსჯავრისა შენისაგან განიდევნების, თითოეული უფალო ღმერთო. და ერცხვინების და ეკდემების შენისა ბეჭდისა უხმარყოფისათვის, რომლისა განახლებად არ ისწრაფა. ამისთვის უფალო ჟამისა მის საშინელისა რაჟამს ესრეთ განვიცდებოდე მრავალთა ცოდვათა ჩემთათვის, გონებად მომღებელი, ყოვლად-უბადრუკი ესე, შეუვრდები მოწყალე სახიერებათა შენთა,არა მიცემად მეუსამართლოეთა ჩემთა, ნუ უკვე იქადონ მტერთა ჩემთა უფალო სახიერო მონისა შენისა ზედა იღრჭენდენ რა კბილთა, და აშინებდენ ცოდვილსა სულსა ჩემსა, ნუმცა იტყვიედ ხელთა ჩვენთა მოსრულ ხარ, და ჩვენდა მოცემულ ხარ. უფალო ნუ მომაგებ მე ცოდვათა ჩემთაებრ და ნუ განაყენებ წყალობასა შენსა ჩემგან, ნუცა მეტყვი მე: არა გიცი შენ. უფალო მასწავე მე წყალობითა შენითა, და ნუმცა იხარებს მტერი ჩემი ჩემ ზედა, არამედ დახსენ მოქმედებანი მისნი და განაქარვენ ყოველნი ქადებანი მისნი, და მომეც მე შენდა მომართ გზაი განუცდელი და შეუგინებელი. ჰე უფალო ღმერთო ჩემო ვედრებულ იქმენ არა სიმართლეთა ჩემთა მიერ, არამედ სიტკბოებათა შენთა მიერ, და მრავალთა სახიერებათა. იხსენ სიკვდილისაგან შეჭირვებული სული ჩემი. მომიხსენე სახიერო უფალო რამეთუ მცოდველი და მახლობელად სიკვდილისა მოწყლული, არა მილტოლვილ ვარ სხვისა მკურნალისა, და არცა განმიმარტებიან ხელნი ჩემნი ღვთისა მიმართ უცხოისა, არამედ შენისა სახიერებისა მიმართ, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი, რომელსა გაქვს ხელმწიფება ყოველთა სულთა. შენ სთქუ უფალო: ითხოვდით და მოგეცეს თქვენ; განმწმიდე მე უფალო პირველ აღსასრულისა ყოველთა ცოდვათაგან. ნუ განიშორებ ვედრებასა ჩემსა სახიერო, პირი უღირსი ჰღაღადებს შენდა მიმართ და გული არაწმიდა ცოდვითა და სულითა შებღალული. შემიწყალე მე უფალო ისმინე სახიერებათა შენთათვის, რამეთუ არა განაგდებ ვედრებასა ჭეშმარიტებით მონანულთასა. ხოლო ჩემი სინანული - არა-წმიდა არს და განხრწნილ, ერთ-ჟამ ვინანი და ორსა განგარისხებ. დაამტკიცე გული ჩემი სახიერო უფალო შიშსა შენსა, დაადგინენ ფერხნი ჩემნი კლდესა ზედა სინანულისასა. ჰსძლიენ სახიერებამან შენმან უფალო ჩემ-შორისთა სიავეთა, ჰსძლიენ ნათელმან მადლისა შენისამან ჩემ-შორისთა ბნელთა. აღახვენ დაბნელებულნი თვალნი გულისა ჩემისანი, უფალო, რომელმან განახვენ თვალნი ბრმათანი, რომელმან სიტყვით განჰსწმიდე კეთროვანი, განჰსწმიდენ ბილწებანი სულისა ჩემისანი. იქმენინ მადლი შენი სახიერო უფალო ჩემი მო"რის, ვითარცა ცეცხლი შემწველი ჩემ-შორისთა არა-წმიდათა გულის-სიტყვათა. რამეთუ შენ მხოლო ხარ სახიერი ნათელი ზესთა ყოველთა ნათელთა სიხარული ზესთა ყოველთა სიხარულთა, განსვენება ზესთა ყოველთა განსვენებათა, ცხოვრება ჭეშმარიტი, მაცხოვარება ქებული უკუნისამდე. შენ მხოლოსა სახიერისა მოვივლტი ვედრებით, მე ყოვლისა სატანჯველისა თანა-მდები, შენ მხსნელსა გევედრები: ნუმცა მეწევის მე წინა-აღმდგომი სრულიად, არამედ შენ უფალო ღმერთო ჩემო ვითარცა სახიერმან და ძვირ
უხსენებელმან და მოწყალემან, აღადგინენ ასონი ჩემნი რომელნი დააკუჱთა ცოდვამან, და განანათლე სული ჩემი რომელი დააბნელა ბოროტმან გულის-თქმამან, და მიხსენ მე ყოვლისაგანვე საქმისა ბოროტისა, და დაჰნერგე ჩემ შორის სრული სიყვარული შენი უფალო იესო ქრისტე მაცხოვარო ჩემო, დაჰსწერე სახელი ჩემი უღირსისა მონისა შენისა, წიგნსა მას შინა ცხოვრებისასა. მომმადლე მე კეთილი აღსასრული, ძლევისა მომღებელსა ძვინად ეშმაკისა, და ყოველთა ბოროტთა სულთა მოქმედებათა მისთა, და თაყვანის-ცემად საყდართა საშინელისა მეუფებისა შენისათა, ყოველთა თანა წმიდათა სათნო ყოფილთა შენთა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მოწყალე და შემწყნარებელი და კაცთ-მოყვარე, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარ-ანგელოზისათა ლოცვა ძილად დაწოლისა ოთხშაბათსა

აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი, განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე. რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის-სიტყვანი ჩემნი. წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოზი შენი მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, და მოყვარესა სულსა ამაოებისასა. და რათა ჟამსა განღვიძებისასა ჩემისასა, განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი, და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეჲ და ქალაქი ჩემი. მეფე რომელ არს სული ჩემი, და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრებელად სიწმიდისა შენისა. ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა, შემზღუდე მე მადლითა ღვთაებისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე. მრავალ-მოწყალეო ღმერთო, უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა, და წმიდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა,რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირსვიქმნე წმიდითი გონებითა, მოსლუად და მოღებად საშინელთა და შესაძრწუნებელთა საიდუმლოთა შენთა. რამეთუ შენ ხარ რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე ქრისტე ღმერთო ჩემო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!
13.10.2022
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
13.10.2022

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
08.10.2022
ლოცუა შაბათისა ბოროტთა გულის სიტყუათათვს
საყუარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოსთა შეყუარებულო, ხმამაღალო ქადაგო ღვთისმეტყუელებისაო,
08.10.2022
პარასკევისა, ლოცუა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანისვჰსცე, და მას მხოლოსა ვმსახურო.
07.10.2022
ლოცუა ხუთშაბათისა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის
უფალო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო გულთ-მეცნიერო, და გულის-სიტყუათა მპყრობელო.
07.10.2022
ლოცუა სამშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათვს
ჰოი უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყუელო, და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო,
07.10.2022
ლოცუა ორშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
ზესთა ნათელთა, და თვალთშეუდგამისა ღმერთმთავარისა, წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელოსნო, მიქაელ და გაბრიელ
07.10.2022
ლოცუა კვირიაკეს ბოროტთა გულის სიტყუათათვის:
უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, განწმიდე მე უჩინოთა ჩემთაგან.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler