ლოცუა შაბათისა ბოროტთა გულის სიტყუათათვს
ლოცუა შაბათისა ბოროტთა გულის სიტყუათათვს
ლოცუა შაბათისა ბოროტთა გულის სიტყუათათვს
საყუარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოსთა შეყუარებულო, ხმამაღალო ქადაგო ღვთისმეტყუელებისაო, ღირსქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძუელო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყჳსა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდსმიყრდნობილო ყოვლადბრძენო ნეტარო იოანე ქადაგო სამებისაო. მითხოვე ქრისტესგან შენდობაი ცოდუათა, და ხსნა განსაცდელთაგან. განჰსდევნენ ჩემგან მტერნი ჩემნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კჳნოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშუენის დიდება, პატივი და თაყუანისცემა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცუა შაბათსა სათქმელი სინანულისა თქმული წმიდისა იოანე დამასკელისა:

შემიწყალე მე უფალო ცათა და ქუეყანისაო რომელი მამისა და წმიდისა სულისა თანა დიდებულხარ. მე მხოლო საწყალობელი, მე მხოლო ვნებული, მე მხოლო ცოდჳლი, მე მხოლო უძღები მტერი სულისა ჩემისა. შემიწყალე მე ბოროტი მონაი დამმალველი ტალანტსა მას მცნებათა შენთასა, ურცხჳნოდ შესრული ქორწილსა მას სამეუფოისა შენისასა თჳნიერ უხრწნელისა სამოსლისა, მგუემელი თჳსთა თანა მონათა და აღმაშფოთებელი, და მემთრუალეთა და მემუცლეთა თანა ქმნილი. შემიწყალე მე მსიძავი შემწიკულებული. შებღალული, უძღები, ბილწი, საძაგელი, შეგინებული, არაწმიდაი. შემიწყალე მე უპირველესი ყოველთა ცოდჳლთა, და უუკანასკნელესი ჰავთა. დამმარჯუებელი მეძაობათა მომპოვნებელი ვნებათა უძღებებისა. შემიწყალე მე მცონარი, გემოთმოყუარეი, ლირწი აღუარებელი. უსიტყუელი, სალტოლველი, მყრალი, მხურვალე, მყოფელი უძღებებისა, დაფარულთა მესაიდუმლოეთა და საიდუმლო მყუანებელი, ყოველთა უთქმელთა ქმნისა და მიერისა ყოვლისა კაცობრივისა ბუნებისა. ვიტყჳ ვითარმედ და ეშმაკთაცა უცხოსა, და უწესოთა მზოგადები სრულთასა, შემიწყალე მე ბიწიანი ესე და მწკჳრიანი, შემიწყალე მე მაჩუენებელი. შემიწყალე მე ცთუნებული, ზღაპართმეტყუელი, ადჳლმქცევი, განმცხრომელი, ცრუმეტყუელი, უსამართლოდ მეტყუელი,ამაოდმეტყუელი, ძჳრთმოხსენეი, ძჳრთამზრახუელი, მჩურჩნელი, მალემწყრომი, არა ოდეს მბაძუელი კეთილისა, ხოლო მალე მბაძუელ ქმნილი ბოროტთა შინა, შემიწყალე მე ლაღი შემკადრებელი, და უწყნარებელი, და უმჭირველი, უწურთელი, გულმწყრალი, მაგინებელი, მამბოხებელი. წინაგანმწყობი, ჰავთმოყუარეი, კარგთმოძულეი. შემიწყალე მე ქედმაღალი, მზუაობარი, ცუდდიდამპარტავანი, და უმწყსელი მგმობარი, ლაპი, მაჩუჱნებლობისმოყუარე, კაცთმოთნეი, განბერილი, მიუთვალველი, და დაუმდაბლებელი. შემიწყალე მე უწყალოი ვეცხლისმოყუარეი, მოშიში, საწყალობელი, ამაღლებული მჩემებელი, მენაკუეთეი. შემიწყალე მე საღმრთოთა მცნებათა შენთა შეურაცხმყოფელი, გარდამავალი ბრძანებათა შენთა და თანანადებთა ჩემთა, რომელნი აღგითქუენ შენ წმიდათა ჰსჯულთა შენთა წარმხედული, სამართალთა შენთა განდგომილი. შემიწყალე მე საგრძნობელითა ყოვლითა უწურთელი, თუალთა მიერ გარდაქცეული, საყნოსელთა მიერ დახსნილი, სასმენელითა უკაროი, საგემებელითა ვითარცა უძღები და ურიდი ძაღლი შესახებელთა ვნებათა, და განცემული გონებითა, დაუდგრომელი საგონებელითა. დაბნელებული ოცნებითა და შეცთომილი, საგრძნობელითა უგრძნობელი, და პირუტყუებრივი. შემიწყალე მე შეკრული ბოროტთა მისაღებელთა, ბილწთა ჩუეულებათა თანა შეყენებული, ვნებულთა გულისსიტყუათა მიერ და ნებსითა მათდა მიმართ მისწრაფებითა, და მრავლად წურთითა და ჟამიერად თრგუნჳთა, ამათ შინა უნებლიეთცა მათ მიერ მეფებული. შემიწყალე მე მჩემებელი თავმოყუარეი, მოკიცხარი. მბასრობელი, მზუჱლავი, მქირდუელი, ღირსთა შენთა ვიდრეღა ხოლო თუ მიმსგავსებისა მათისა, არ მნებავი, არამედ მათთაცა საქმეთა მგინებელი და ბასრობის ხელმყოფელი. შემიწყალე მე მრისხანეი განურჩეველი, მემთრუალეი. მყეფარე, ნაცუალმეტყუელი, არ მსმენელი, გაუწურთელი, და უმწყესელი, და უთმინოი. საგონისთა მზრუნველი, დაუმდაბლებელი ვისიცა სარგებელისათჳს სულიერისა. შემიწყალე მე უდები, ლირბი მოწყინეი, დაუდგრომელი, დაუმზადებელი. შემიწყალე მე ზღუაი საეშმაკოთა ვნებათა და მოგონებათა, უფსკრული ხენეშთა მომპოვნელობათა, წყაროი სიავეთა, სიღრმეი ბილწებათა, პელეგონი უსჯულოებათა, მდინარეი სიბოროტეთა, ძირი საძაგელთა აღმასრულებლობათა, აღმომამორჩი მწიკულევანთა საქმეთა. შემიწყალე და ფრიად ავი ღა უხმარი, ჭურჭელქმნილი სიცოფილისა არაწმიდებისა. ამათ ყოველთა ზედა და ამათ ყოველთათჳს სასოწარკუეთილი, მდებარე საფლავთა შინა დაცემათასა. უფალო ღმერთო ჩემო, შემიწყალე მე და შემინდუენ მე აურაცხელნი სიმრავლენი სიბოროტეთა ჩემთანი. რამეთუ არა ყოველთავე - უძლოს აღრიცხუაი, კნინმან და საწყალობელმან სიტყუამან ჩემნან. არცა თავსიდებოდა თჳთოსახედ მოხსენებაი მათი სახელდებით, ანუ მოქმედებითი მითხრობაი მათი არა ვინებე, პირველად უკუე თანამონათესავეთა მსმენელთა სირცხჳლთა, ხოლო მეორედ რათა არა სხუათაცა მიზეზ დაბრკოლებისა ვექმნე. და სასჯელი მათი საარებულსა და უბადრუკსა თავსა ჩემსა მოუგო საწყალობელმან, შეგივრდები უკუე მვედრებელი, და შემოგტირ სალმობიერი სულითა და უსიტყუელი გულითა ვღაღადებ: ვჰსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა. შემიწყალე მე და ნუ უგულებელსმყოფ მე მეუფეო. ნუ განმაგდებ და ნუ განმიშორებ მე, ნუ დამიტეობ მე მდაბალსა და უძლურსა უშესავედრებელოსა. არ მქონებელსა სადა თავისა მიდრეკისასა, თჳნიერ წყალობისა მიმართ შენისა. ნუ მოიხსენებ უსჯულოებათა ჩემთა, ძვრთა არა მომხსენებელო. უდებებათა ზედა ჩემთა სულგრძელო. ცოდუათა უგულებელსყოფასა ჩემსა, ბოროტთა არა მომხსენებელო და აღთქმათა გარდასლჳსა ჩემისათა. რომელმან უწყნი უძლურებაი კაცთა ბუნებისა, და არა უღირსიჩინე მისი შემოსაი, სიმრავლისათჳს აურაცხელთა წყალობათა შენთასა. მომეც მე ამათ ყოველთათუსვე შენდობაი, მოტევებაი, და გამოხსნაი. მომეც მე უფალო ნაცულად ამასსა წინააღმდგომი ამათი სარწმუნოებაი, სასოებაი, სიხარული, სიყუარული, მშვდობაი, სულგრძელებაი, სახიერებაი, სიმშვიდეი, მომჭირნეობაჲ, მომეც მე მარხუაი კეთილი მასწავლელი კეთილთა სულისა და სხეულთაცა თანა მღჳძარებაი, და თანადმოქმედი პატიოსანთა სათნოებათა. ცრემლნი და სულთქმანი, განწმედელნი მწიკულთა გულისსიტყუათანი. მოსწრაფება კეთილთა საქმეთა მიმართ, ზრუნუაი სულიერთა მოქმედებათა მიმართ, მომეც სურჳლი ლოცჳსა, მდუღარებაი ფსალმუნებისა, თჳსაგან ლოცჳსა მხურუალებაი ყოველთა შენთათჳს სრულყოფისა შეძლებაჲ. მომეც სიმდაბლეი, უნდობაი, სულიერი სიგლახაკეი, მოღუაწებაი, მორჩილებაი, მოთმინებაი, მსმენელობაი, კეთილმსრბოლებაი, შეურაცხებაი სახეთა ამის სოფლისათა, მოქალაქეობაი ცათა შინა მოქალაქეთა. მომეც მე განმრჩეველობაი მამათა, ცნობაი წმიდათა შენთა წერილთა, ძიებაი ცხოველსმყოფელთა ვნებათა შენთა. სწავლაი სულიერი, წურთილებაი, მართებაი ჩუენთა და თჳთ ჩემი შენისა მართებისა მიმართ. მომეც მე მრთელცნობობაი, ცნობიერი სიმხნეი. კეთილი სიმართლეი, გარეშემცუელი ყოველთა კეთილთა განთჳსებულობით მდგმოებისა. მომეც მე კეთილადმდგმოებაი გულისსიტყუათა, გონებისა სიმტკიცეი, ძჳნად ვნებათა სულისა განწმედაი სხეულთა, სიწმიდეი გულისა სინანულით. სულისა ამაღლებაი ხედუათა მიმართ, და მდგმოება საქმეთა შენთა, რომელთა მჰსგავს არს გლოვა დაუცხრომელი. დღითიდღედთა ნაქმართა გამომეძიებლობაი დღე და ღამე, მომეც კეთილმსახურებაი, სამარადისო კრძალულებაი, წესთა შემკობილებაი, პატიოსნებაი, გარეშისამცუჱლობაი, შინაგანისა დაუცხრომელი კეთილთა აღმატებაი, სიტყჳსა მადლი აღებასა პირისასა, მართლიანობაი შენისა მომბერველობისა მიმართ. მომეც მე გულვებად კეთილთა გულისთქმათა. სასუფეველისა ცათასა სურჳლი, სამოთხისა ტრფიალებაი, შენი უკუნითი უკუნისამდე თაყუანისცემაი, მოღებაი - კეთილთა შენთა, ხედუაი და შუებაი მას შინა. უფალო, უფალო, გევედრები შენ, ვინაითგან უღირსად მე უღირსმან ესენი ვიძიენ, ნუ ამისთჳს გარემიმაქცევ მე, არამედ მეცა დაბადებული შენი მიღუაწე, და დამიფარე მე საფარველსა ქუეშე ფრთეთა შენთასა მამით ჩემითურთ სულიერით,რომლისა ლოცჳთა უფალო ნუ დამაკლებ მე ნუცა აქა და ნუცა მუნ მისთანა მეეზოებისაგან: დაღათუ კადნიერება არს თქმად ნუცა ჩემთანათა ყოველთა. და ჩემსა შემდგომთა და ყოველთა სახელისა შენისათჳს თავთა შემომვედრებელთა ჩუენდა, და ყოველთა.

ჩემ უღირსისა მამცნებელთა მათთჳს ლოცჳსა და მცუელად, და დამბეჭუდელად, ამათ ყოველთა სიმდაბლეი მომანიჭე, რათა საქმით და სიტყჳთ და გულისთქმით, და ყოვლითა ქცევითა კეთილითა, სათნოგეყო შენ ღმერთსა, მეცა ყოვლისა მაცხოვარებისა უღირსი, და გადიდო შენ საუკუნეთა მიმართ საუკუნეთასა, ჰრჩეულთა შენთა საუკუნითგან ვიდრე აღსასრულადმდე შემყუარებელთა შენთა, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა მარადის ქალწულისა მარიამისათა. პატიოსნისა ჯუარისათა, წმიდისა იოანე წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისაითა. წმიდათა ზეცისა ძალთა, წმიდათა და ყოვლად ქებულთა მოციქულთათა, ღირსისა მამისა ჩუენისა ვასილისათა, წმიდისა ონოფრესითა და ყოველთა წმიდათა შენთათა. რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნეთა საუკუნეთასა ამინ.

ლოცუა ძილად დაწოლისა შაბათსა

უფალო, რაოდენიცა ვჰსცოდე დღეიდელსა ამას დღესა, გინა სიტყჳთ, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებითა და გულისხმისყოფითა. შემინდევ მე სახელისა შენისათჳს წმიდისა, და მშჳდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცუელად ჩემდა. შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგუემისა გულარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არაწმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყუარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!
13.10.2022
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
13.10.2022

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
08.10.2022
პარასკევისა, ლოცუა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანისვჰსცე, და მას მხოლოსა ვმსახურო.
07.10.2022
ლოცუა ხუთშაბათისა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის
უფალო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო გულთ-მეცნიერო, და გულის-სიტყუათა მპყრობელო.
07.10.2022
ლოცვა ოთხშაბათსა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის,სავედრებელი ყოვლად-წმიდისა მიმართ.
ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი
07.10.2022
ლოცუა სამშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათვს
ჰოი უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყუელო, და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო,
07.10.2022
ლოცუა ორშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
ზესთა ნათელთა, და თვალთშეუდგამისა ღმერთმთავარისა, წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელოსნო, მიქაელ და გაბრიელ
07.10.2022
ლოცუა კვირიაკეს ბოროტთა გულის სიტყუათათვის:
უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, განწმიდე მე უჩინოთა ჩემთაგან.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler