"ჩემს აღკვეცას არ ესწრებოდა არც ერთი ქართველი" - პატრიარქის სამი მოგონება პირადი არქივიდან
"ჩემს აღკვეცას არ ესწრებოდა არც ერთი ქართველი" - პატრიარქის სამი მოგონება პირადი არქივიდან
ილია მეორის მოგონებები ცხოვრების სამ ეტაპზე: ბავშვობა, ბერად აღკვეცა და პატრიარქობა. გთავაზობთ ამონარიდებს პატრიარქის არქივიდან:

ბავშვობა
"...მამას და ბიძას პურის საცხობი ჰქონდათ. პურს აცხობდნენ და იქ ცხოვრობდნენ. ჩრდილოეთ კავკასიაში გადადიოდნენ და იქიდან ჩამოჰქონდათ ხორბალი, სიმინდი… ერთხელ, ღამით, მამაჩემის ერთი ნაცნობი მოვიდა და გვითხრა: "მოსკოვიდან მათი სია გამოგზავნეს, ვინც უნდა გავაკულაკოთ. თქვენც ამ სიაში ხართო". მშობლებმა დროებით დატოვეს საქართველო და ვლადიკავკაზში გადავიდნენ საცხოვრებლად, იქ სახლი იყიდეს. აი, ასე გადავედით ოსეთში...

მოგვიანებით მამაჩემმა შეიძინა მიწის ორი ნაკვეთი ჩვენს ქუჩაზე, ვლადიკავკაზში და იქ მოაწყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის სამლოცველო (ეს იყო მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ან მის უკანასკნელ წელს). ამ სამლოცველოში კარგი მოძღვრები მსახურობდნენ. მე ისინი ძალიან მიყვარდა; როდესაც ჩვენთან სტუმრად მოდიოდნენ და საკიდზე შესამოსელს ტოვებდნენ, ჩუმად შევიპარებოდი ხოლმე იმ ოთახში და ანაფორას ვიცვამდი. ღვთისმსახურებაზე მუდამ ამბიონთან ძალიან ახლოს ვდგებოდი ხოლმე, რადგან დიაკონი აღსავლის კარში როცა შევიდოდა, მის შესამოსელს შევხებოდი. მაშინ 10-12 წლისა ვიყავი. აი, როგორ ოჯახში ვიზრდებოდი. ამან განაპირობა ჩემი ცხოვრების გზა..."

ბერად აღკვეცა
"მე აღვიკვეცე მაშინ, როდესაც ბერობა ილეოდა საქართველოში. მახსენდება ის დღე, როცა წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელი მეწოდა. საქართველოს
ეკლესიის საჭეთმპყრობელი მაშინ უწმინდესი და უნეტარესი მელქისედეკი ბრძანდებოდა. მან მეუფე ზინობს დაურეკა და უთხრა: "დღეს თქვენთან სტუდენტი მოვა და აღკვეცეთ ბერად". სხვა არაფერი უთქვამს. ჩემი აღკვეცა წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში შედგა. დიდი მარხვის ბოლო კვირა, ვნების შვიდეულის სამშაბათი იყო. ჩემს აღკვეცას არ ესწრებოდა არც ერთი ქართველი. აი, ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა იმ დროს საქართველოს ეკლესია. ერთ-ერთმა სასულიერო პირმაც იგივე მითხრა: თქვენ რომ ჩაიბარეთ საქართველოს ეკლესია, მას სუდარა ჰქონდა გადაფარებულიო. გარეგნულად თითქოს მართლაც ასე იყო, მაგრამ ზეციური საქართველოს შემწეობა ცხოვლად იგრძნობოდა, ყოველთვის ასე იყო,
Aდვერტისემენტ
ასეა დღეს და ასე იქნება კვლავაც. ზეციური საქართველოს, ჩვენი დიდი წინაპრების, ზეციური მხედრიონის ლოცვა-ვედრება ჩვენი ეკლესიის ძლიერების აღსადგენად ღმერთმა შეისმინა..."

პატრიარქად მოღვაწეობა
უწმიდესის საგანგებო წერილი აფხაზებისადმი, 1992 წლის აგვისტო:

"საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სახელით, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ დიდ გულისტკივილს იმის გამო, რომ საქართველოში, კერძოდ - აფხაზეთში, კვლავ იღვრება სისხლი გარეშე ძალების ჩარევით. ეს ის ძალები არიან, რომელნიც ასაზრდოებენ ცენტრიდანულ ელემენტებს, ისინი კი, უტოპიური იდეებით შეპყრობილნი, მიზნად ისახავენ ჩვენი ქვეყნის დაყოფას; მაგრამ ეს ცდები ამაოა. აფხაზეთი ისეთივე განუყოფელი ნაწილია საქართველოსი, როგორც ქართლი, იმერეთი, სამეგრელო... საუკუნეთა მანძილზე ჩვენ და აფხაზი ხალხი ვცხოვრობდით ერთად და კვლავაც ვიცხოვრებთ, ჩვენ გვაკავშირებს არა მარტო ერთი მიწა-წყალი, არამედ - ნათესაური კავშირი და ურთიერთპატივისცემა.

... მამაშვილური სიყვარულით მივმართავ ყველას: ნუ ჩაიდენთ დანაშაულს, რომლისაც მერე შეგრცხვებათ, ვიცხოვროთ დალოცვილ საქართველოში ერთად, მშვიდობითა და თანხმობით... მივმართავ მთავრობას და ყველას, ვისაც კი ეხება: გააკეთეთ ყველაფერი, რათა შეწყდეს სისხლისღვრა და მოლაპარაკების მაგიდასთან, სამართლიანად გადაწყდეს პრობლემები. სიყვარულმა, სიმართლემ და კეთილგონიერებამ უნდა გაიმარჯვოს და მწამს, ასეც იქნება..."


პატრიარქის მოგონებებს ჟურნალმა "კარიბჭემ" ფეისბუქის გვერდზე მოუყარა თავი და მათი გაცნობის საშუალებას ინტერნეტმომხმარებლებსაც აძლევს. "კარიბჭის" ფეისბუქის გვერდზე პატრიარქის ცხოვრებიდან საინტერესო დოკუმენტური მასალები და უნიკალური ფოტოარქივიც ქვეყნდება, რომელსაც ინტერნეტმომხმარებლებში დიდი გამოხმაურება აქვს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.12.2024
ერთობლივ ლოცვებს  დიდი ძალა აქვს. საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ჩვენს სასულიერო პირებს  გეძლევათ კურთხევა, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკოთ ზარი და აღავლინოთ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი,
13.12.2024
ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია,
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat