ნუ შეძრწუნდებიან გულნი ჩვენნი, ვესავდეთ უფალს
ნუ შეძრწუნდებიან გულნი ჩვენნი, ვესავდეთ უფალს
16/29 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს წმინდა ამბროსი აღმსარებელს (ხელაია). გვსურს შემოგთავაზოთ სიტყვა, რომელიც მან წარმოთქვა 1921 წლის 14 ოქტომბერს, პატრიარქად კურთხევის დღეს.

"საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარნო, ქართველი ერის მოძღვარნო, სამღვდელო და სამონაზვნო პირნო და აქ შეკრებილნო მორწმუნენო!

უღრმესი გულწრფელობით აღსავსე მადლობას გწირავთ, რომ მიიღეთ შრომა და ამ საღმრთო წირვაზე აღავლინეთ მხურვალე ვედრება ყოვლად მოწყალე ღვთისადმი სული წმიდის მადლის შემწეობის გამოსათხოვად ჩემი უღირსებისათვის! რა უნდა ვსთქვა ამ ჩემთვის დიდმნიშვნელოვან წამებში დიდებული სვეტიცხოვლის ამბიონიდან, საიდანაც გაისმოდა მრავალ მჭევრმეტყველ მამამთავართა მკვეთრი სიტყვა? მეკარგება გაბედულობა, როდესაც ამ ისტორიულ ამბიონზე ვდგევარ და როდესაც წარმოვიდგენ ჩემს უღირსებას. მეხატება წარსული ჩემი ცხოვრება, რომელშიც მე ნათლად ვხედავ ღვთის ჩემს უღირსებაზე განგებულებას, მზრუნველობას, ვხედავ, რომ ხელი უფლისა იყო ჩემ ზედა და მარონინებდა იმ გზით, რომელიც არა სთნდა სულსა ჩემსა და რომელიც კაცობრიულ წარმოდგენით უნდა ამეცილებია თავიდან, რომელიც არ მინდოდა სოფლიურ მიდრეკილებათა და ქედფიცხელობის გამო ჩემისა. ახლაც მწამს, მომიწოდა უფალმა ამ დიდი და მძიმე მსახურებისთვის, მაგრამ რა მეთქმის მორჩილების მეტი და ამ წამებშიაც რა შემფერის, თუ არა დუმილი.

მოციქულებს მოუწოდა უფალმა და ისინი არა სიტყვებით მიმართავენ მას, არა იმას სცდილობენ, რომ თავის მჭევრმეტყველებით მოაწონონ ვისმე თავი, არამედ მორჩილება-დუმილით სტოვებენ ყველაფერს და მისდევენ მომწოდებელს. გენისარეთის ტბაზე მესათხევლენი ითვალისწინებდნენ არა აწმყოს, არამედ იმას, რომ გახდებოდნენ "მესათხევლედ კაცთა" (მათე 4,10), შემოივლიდნენ მთელ ქვეყნიერებას, სძლევდნენ მეცნიერთა, მეფეთა და დიდებულთა ამა ქვეყნისათა, დაამხობდნენ წარმართობას და ქრისტეს მიანიჭებდნენ გამარჯვებას. მიუხედავად ამნაირი დიდი მომავლის წინათგრძნობისა, მათ ირჩიეს, დუმილით და სიტყვის მიუგებლად მისდიონ ქრისტეს მოწოდებას. მით უმეტეს, მე არა მეთქმის რა, როდესაც მომავალშიც ვერას ვხედავ, არა ვხედავ, რომ შევძლო რისიმე საყურადღებოს გაკეთება.

ან მართლაც რა უნდა ვსთქვა ჩემს უღირსებაზე? მაგრამ ამის შესახებ უკვე მაქვს ნათქვამი სხვა დროს და სხვა ადგილას და არ გავიმეორებ. მხოლოდ ვიტყვი პავლე მოციქულთან ერთად - "მე უძლურებასა შინა და შიშსა და ძრწოლასა" გავიყოფდი თქვენს შორის (I კორ. 2,3).

მამამთავრობის ტვირთის სიმძიმეზე? მაგრამ ვინ ჩვენგანმა არ უნდა იცოდეს სიმძიმე და სიძნელე მოვალეობის აღსრულებისა, მეტადრე ამ აუტანელ დროს, როდესაც სათავეში მყოფნი სიძულვილით და მტრულად უყურებენ ეკლესიას, როდესაც ურწმუნოება გარეგნულად მაინც გამეფებულა და სირცხვილად მიაჩნიათ თავის სარწმუნოების გამოაშკარავება. მაგრამ ვიცი ჭეშმარიტება მოციქულის სიტყვებისა, რომ მომწოდებელი ღმერთია, ვინაითგან "არავინ თავით თვისით მიიღოს პატივი, არამედ რომელნი წოდებულ არიან ღვთისა მიერ?" (ებრ. 5,4) და რომ "ყოველი მღვდელმთავარი, კაცთაგან მოყვანებული, კაცთაგან დადგეს იგი ღვთისა მიერ". მაშასადამე, ჩემი უღირსებაც, ვიმეორებ, ღვთისგან მოწოდებულია ამ დიდ თანამდებობაზე და ის მომცემს ძალას ხალხისათვის მსახურებისას, ვინაითგან მოციქულ პავლესთან ერთად მეც მეუბნება უფალი, "ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნებისო" (კორინთ. 12,6).

გამოვთქვა წუხილი სარწმუნოების დაცემის შესახებ ჩვენში? მაგრამ ესეც არ უნდა იყოს საჭირო. მახსოვს, რომ ჩემ წინმოადგილემ, განსვენებულმა ლეონიდემ, ამ ამბიონიდან კათალიკოზობაზე აყვანის დღეს ბრძანა, რომ საქართველოს ეკლესია ოთხივე კუთხივ შავი ღრუბლით არის მოცული და სწუხდა, ვაი თუ ვერ გავფანტეთ ეს საბედისწერო ღრუბლებიო. მდგომარეობის უნუგეშობის დასამტკიცებლად მან მსმენელებს მიუთითა ამ დიდებული ტაძრის აწინდელ მდგომარეობაზე და ბრძანებდა, რომ სვეტიცხოვლის ტაძარი არ არის ამ შემთხვევაში გამონაკლისი. ღვთის სახლი დღეს თითქმის ყველგან პატივაყრილია, დარბეული, დამცირებული და ყოველგვარად შევიწროებულია. სამღვდელოება და მორწმუნენი განიცდიან დევნა-შეურაცხყოფას. ქრისტიანობა მრავალთ დაუსახავთ მოსასპობათ, მოკლედ, დღეს თითქმის ყველანი ამხედრებულან ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ და მისი მდგომარეობა მოგვაგონებს "კედელსა მიდრეკილსა და ღობესა დაწუნებულსაო". ამნაირად ახასიათებდა მამამთავარი ჩვენი ეკლესიის მდგომარეობას 1919 წელს და დასძენდა, რომ ვაითუ ვერ გავაკეთე რამეო. გადავხედოთ ეკლესიის დღევანდელ მდგომარეობას. რას ვხედავთ ახლა? ვხედავთ, რომ ეკლესიის მდგომარეობა არამც თუ არ გამოკეთებულა, არამედ ბევრად უფრო გაუარესდა, მის გარშემო შავი ღრუბლები უფრო და უფრო საბედისწერო გამხდარა: რისთვის ვერ შესძლო ეკლესიურ საქმის განახლება-გამოკეთება ამ დიდად ნიჭიერმა და მჭევრმეტყველ-პატრიოტმა მღვდელმთავარმა? მისთვის, რომ მას გარემოება ხელს არ უწყობდა, მის გარშემო მჭიდროდ ვერ შეკავშირდნენ ეკლესიის კეთილდღეობისთვის თავდადებული მორწმუნენი. ეს ნათლად ამტკიცებს ჩვენი სიტყვების სინამდვილეს, იმ სიტყვებისას, რომელიც წარმოვსთქვი სიონის ტაძარში პირველად შესვლის დროს, რომ თუნდაც გენიოსი გყავდეს ეკლესიური ცხოვრების სათავეში, ვერას გაარიგებს, თუ თვით შეგნებულ მორწმუნეთა არ გაუწიეს მას დახმარება.

მაგრამ შორს ჩვენგან უიმედობა, ვინაითგან წარსულ ივნის-ივლისის სოფლების შემოვლამ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში დამარწმუნა, რომ ხალხმა პირი იბრუნა სარწმუნოებისაკენ, რომ მას სწყურია სარწმუნოებრივი სწავლა-მოძღვრების მოსმენა, რომ მას ეს სადღეისო აუცილებელ მისწრაფება-მოთხოვნილებად გახდომია, რასაც უწინ ადგილი არ ჰქონდა. ხალხის ამ გარდაქმნაში, სარწმუნობისკენ პირის დაბრუნებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით, ნუ გაგიკვირდებათ, სოციალისტ-პროპაგანდისტებს, მათი სარწმუნოების საწინააღმდეგო ქადაგებას, მათგან ხალხის წმინდის შეგინება-შელახვას. განა ამასვე არ გვიმტკიცებს დღევანდელი დღესასწაული, ეს სვეტიცხოვლის თაყვანის საცემად მოსულ მორწმუნეთა სიმრავლე და განა ყველა ეს არ გვარწმუნებს, რომ შორს უნდა იყოს ჩვენგან უიმედობა?

ჩვენს უიმედობაზე ღმერთი მოგვიგებს იმაზე მეტს, გვანუგეშებს უფრო მეტად და საგრძნობლად, ვინემ ანუგეშა წინასწარმეტყველი ილია, როდესაც ის ისრაელთა ურწმუნოების გამო აქაბის დროს სასოწარკვეთილებაში შთავარდა. "დამიტევებიეს ისრაელის შვიდი ათასი მამაკაცი, რომელთა არა მოუდრიკნეს მუხლნი მათნი ბაალს" (3 მეფეთა 19,18). თუ ღმერთმა მაშინ ილიას უთხრა ეს სიტყვები, რომ არიან კიდევ შვიდი ათასი მორწმუნენი, ახლა ის მიგვითითებს, ამ სვეტიცხოვლის და სხვა ტაძრების დღეობის დროს ზღვა მლოცველზე, რომელთაც ქედი არ მოუხარეს ახლანდელ ურწმუნოებას და უღმერთობის ქადაგებას.

მაშასადამე, ნუ შეძრწუნდებიან გულნი ჩვენნი, ვესავდეთ უფალს. დადგება და მოახლოებულიც უნდა იყოს ის დრო, როდესაც ამ მორწმუნე ხალხიდან გამოვლენ ჩვენი ეკლესიის განახლება-აღორძინების საქმეში დამხმარენი და ჩვენ, ეკლესიურ ცხოვრების სათავეში მყოფნი, არ ვიქნებით მარტონი. ამის საბუთს გვაძლევს არა ამერეთი მარტო, არამედ იმერეთიც, სადაც ხალხი სარწმუნოებრივ საქმეში კიდევ უფრო გათვითცნობიერებულია. სარწმუნოებრივ საქმეში ამერ-იმერნი ერთმანეთში შეთანხმებულ-შეკავშირებულნი არიან. ამ მხრივ დიდებულია დღევანდელი დღესასწაული სვეტიცხოვლობა. ეს არის არა მარტო დღესასწაული ტაძრისა, არამედ ამერ-იმერთა გამოხმაურება, მათი მჭიდროდ შეკავშირება ეროვნულად და ეკლესიურად, ვინაითგან ჩემი უღირსება, არჩეული ცათამობაძავი გელათის თაღებქვეშ, ამ ხახულის, აწყურის, გელათის და ბიჭვინთის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატების სავანეში, საქართველოს ემბაზმა სვეტიცხოველმა დღეს ლოცვა-კურთხევით მიმიღო. ბედნიერად მიმაჩნია ჩემი თავი, რომ იმერ-ამერის კავშირი სიმბოლურად გამოიხატა ჩემს არჩევა-კურთხევაში.

დღევანდელი ჩვენი ერის მდგომარეობა იმას გვიმტკიცებს, რომ ხალხის ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი ცვალებადია, არ იცვლება მხოლოდ მისი სარწმუნოებრივი განცდა. ამისთვის საუკეთესო მატარებელი და დამცველი ეროვნული იდეალებისა არის ეროვნული ეკლესია. ერის პოლიტიკური ცხოვრების შეცვლა არ მოასწავებს ეროვნული სარწმუნოების შეცვლას. პოლიტიკურ რწმენაში და ცხოვრების ცვალებადობაში, სადაც ხშირათ ეროვნული იდეალებიც დავიწყებას მიეცემიან, უცვლელია მხოლოდ სარწმუნოებრივი ცხოვრების ნორმები, რის გამოც ეკლესიაში ეროვნული იდეაც სამარადისო და შეურყეველია.

ხალხი მჭიდროთ უკავშირებს ერთმანეთს ეკლესიას და სამშობლოს, ვინაითგან ის მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში იცავდა თავის სამშობლოს, მაგრამ ქრისტეს ჯვარსაც ხელიდან არ უშვებდა. ის სისხლს ღვრიდა სარწმუნოების, სამშობლოს დაცვისათვის, მაგრამ სარწმუნოების დაცვაში ხედავდა უსათუოდ მამულის დაცვასაც. ეს მას შესისხლხორცებია, გახდომია ჭეშმარიტებათ და აუცილებელ მოთხოვნილებათ. ახლაც ამნაირია ხალხის ფსიქოლოგია და როგორ გინდათ ამოგლიჯოთ ეს ხალხის გულიდან? მრავალი საუკუნის განმავლობაში ამ მის (ცხოვრების) ღრმად ჩაყრილ საძირკველზე მას აუშენებია მკვიდრი შენობა თავისი ეროვნული ცხოვრებისა და შემეცნებისა და როგორ გნებავთ ახლა ის საძირკველი გამოუცვალოთ ამ დიად შენობას და ჩაუყაროთ ახალი ამავე სიღრმეში? მოსახერხებელია განა ამნაირი ცდა, საძირკვლის გამოცვლა არ შეარყევს თვით შენობას? თუ ეს მოსახერხებელია და საშიშარიც არ არის, მაშინ გკითხავთ, ამ ახალ საძირკველს გამაგრებისათვის რამდენი საუკუნის განუწყვეტელი მედგარი შრომის განმეორებაა საჭირო ხალხისთვის? ვისთვის ან რისთვის არის ეს საჭირო, სასურველი? ასე იტყვიან ისინი, ვინც ხალხს ართმევენ სარწმუნოებას, ეროვნულ შენობას უნდათ გამოაცალონ ბურჯი, რომელზეც ის აშენებულია და ჩაუყარონ ახალი - ინტერნაციონალიზმის და ურწმუნოების საძირკველი, მაგრამ ფუჭი, უსარგებლო და უნაყოფოა ამნაირი ცდა. ერთადერთი შედეგი ამისა შესაძლებელია მხოლოდ ის იქმნეს, რომ დროებით შეაჩერებენ ხალხის ეროვნულ განვითარებას.

აი, რას უნდა ჩაუფიქრდეს არა მარტო ეკლესიის მორწმუნე წევრი, არამედ ყველა, ვისაც თავის მოღვაწეობის მიზნად დაუსახავს ჩვენი ერის კეთილდღეობისთვის ზრუნვა, მისთვის სამსახური.

მაშ, მორწმუნენო, მამულიშვილნო, ორივე, ეკლესიაც და სამშობლოც, ტკბილია, ორივე წმიდათა წმიდაა. შევიგნოთ ისტორიული გაკვეთილების ძალა, შევისწავლოთ ხალხის მრავალსაუკუნოვანი ცხოვრების ნაყოფი, ხალხის ფსიქოლოგია და ის გვასწავლის და გვეტყვის, რომ საჭიროა შემოვიკრიბოთ ეროვნული ეკლესიის გარშემო. პოლიტიკური მდგომაროების ცვალებადობასთან ნუ იქნება ცვალებადი ჩვენი შეხედულება სარწმუნოებაზე. ვემსახუროთ თავისუფალ ეროვნულ ეკლესიას და ის მოგვცემს ძალას, შევანახვიოთ ჩვენს ხალხს ეროვნული სახე და თავისუფლება. ეროვნული ეკლესიის თავისუფლება გულისხმობს ეროვნულ თავისუფლებასაც.

აი, ამნაირად, არა ხალხის, საზოგადოდ, რომელსაც ინსტინკტად გახდომია ამის შეგნება, არამედ ინტელიგენციის გარდაქმნის მოლოდინი მომცემს მე ძალას, ჩემი ცხოვრების მიწურული საღამო შევწირო ჩვენი ეკლესიის და ერის კეთილდღეობას, მათ სამსახურს. მხოლოდ ამ იმედით ვიტვირთე ეს დიდი ჯვარი მამამთავრობისა და ჩვენი მრავალტანჯული ეკლესიის საჭეთმპყრობელისა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.12.2024
ერთობლივ ლოცვებს  დიდი ძალა აქვს. საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ჩვენს სასულიერო პირებს  გეძლევათ კურთხევა, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკოთ ზარი და აღავლინოთ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი,
13.12.2024
ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია,
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat