უნეტარესი კათოლიკოსი რევოლვერის ტყვიით იყო მოკლული
უნეტარესი კათოლიკოსი რევოლვერის ტყვიით იყო მოკლული
"ჩაქრა ლამპარი, რომლის მსგავსი იშვიათად აინთება საუკუნიდან საუკუნემდე!

ეს იყო კაცი არა მხოლოდ ბერი მღვდელმთავარი, არამედ სამოქალაქო მოღვაწე, მოაზროვნე, მეისტორიე, დიდი მამულიშვილი".
იოსებ იმედაშვილი

1918 წლის 27 ივნისს გაუგონარმა ტრაგედიამ შეძრა საქართველო. გაზეთებში დაიბეჭდა ცნობა, რომ სოფელ მარტყოფის წმინდა ანტონის ეკლესიაში დილით, საკუთარ საწოლ ოთახში, გარდაცვლილი იპოვეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II. პრესა მოერიდა იმის თქმას, რაც ელვის სისწრაფით მოედო ამერ-იმერს - უნეტარესი კათოლიკოსი რევოლვერის ტყვიით იყო მოკლული.

კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (ერისკაცობაში - გიორგი საძაგლიშვილი) 1855 წელს დაიბადა გორის მაზრის სოფელ ქვემო ნიქოზში. მამამისი სასულიერო პირი იყო, რამაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა შვილის მომავალი. ნიჭიერებით და გულმოდგინებით გამორჩეულმა გიორგიმ თბილისის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ კიევის სასულიერო აკადემია დაამთავრა და ღვთისმეტყველების კანდიდატის წოდებით ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ დაინიშნა.

საქართველოში დაბრუნებული გიორგი საძაგლიშვილი გორის, თელავის, ქუთაისისა და თბილისის სასულიერო სემინარიებში ასწავლიდა. იყო საქართველოს მონასტრების ბლაგოჩინი და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების ინსპექტორი. ამ პერიოდში მან არა ერთი სამრევლო სკოლა დააარსა და ბიბლიოთეკებით აღჭურვა. იგი მთელი სიცოცხლის განმავლობაში სამეცნიერო მუშაობასაც ეწეოდა: იკვლევდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას, ქართულ ლიტერატურას, აგროვებდა უნიკალურ ხელნაწერებს, ძველ ქართულ მონეტებს. "ივერიელისა" და "ნიქოზელის" ფსევდონიმით ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს.

1896 წელს, მეუღლისა და შვილების გარდაცვალების შემდეგ, გიორგი საძაგლიშვილი ბერად აღიკვეცა კირიონის სახელით. იგი ქვათახევის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. მამა კირიონი, ღვთისმსახურებასთან ერთად, აგრძელებდა მეცნიერულ მოღვაწეობასაც: აგროვებდა ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს, სწავლობდა სამონასტრო სიძველეებს. ეკლესიების საცავებსა და საოჯახო კოლექციებში მან მრავალი იშვიათი ხელნაწერი მოიპოვა და თბილისის საეკლესიო მუზეუმსა და წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა. უნიკალურ სიძველეთა კვლევაში მიღწევებისათვის მამა კირიონი მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების წევრი გახდა.

1898 წელს არქიმანდრიტი კირიონი ალავერდის ეპისკოპოსად აკურთხეს. მისმა უშრეტმა ენერგიამ ახლა კახეთში იპოვა ასპარეზი - საკუთარი სახსრებით დაიწყო ალავერდის ტაძრის შეკეთება. ამავე დროს კახეთის ეკლესია-მონასტრებში დაცულ სიძველეთა შესწავლას მიჰყო ხელი. მოიპოვა და სხვა ხელნაწერებთან ერთად საეკლესიო მუზეუმს გადასცა ბაგრატ IV-ის დროინდელი მანამდე უცნობი სახარება.

სამშობლოს უსაზღვროდ მოყვარული კირიონი ყოველთვის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის მებრძოლთა მოწინავე რიგებში იდგა. მის ირგვლივ ყოველთვის განათლებული და პატრიოტულად განწყობილი საზოგადოება იკრიბებოდა. ეს არ გამოპარვიათ საქართველოს ეგზარქოსს და კავკასიაში რუსული ხელისუფლების წარმომადგენლებს. გადაწყდა, დაფასებული და გამორჩეული მოძღვარი სამშობლოსათვის მოეშორებინათ. 1902 წელს ეპისკოპოსი კირიონი რუსეთში გადაიყვანეს, მაგრამ მაინც ვერ მოწყვიტეს სამშობლოს. მიუხედავად მრავალი ცილისწამებისა და შევიწროებისა, მეუფე კირიონი რუსეთშიც აგრძელებდა სამეცნიერო მუშაობას საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე. მისი თაოსნობით პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში დაარსდა აღმოსავლეთის ეკლესიათა ისტორიის კათედრა. მეუფე კირიონის დახმარებით 400-მდე ქართველი ახალგაზრდა გაიგზავნა სასწავლებლად ორიოლის სასულიერო აკადემიაში, 15-მა კი მისი ხარჯით განათლება რუსეთისა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მიიღო. ეპისკოპოს კირიონს ეკუთვნის 40-ზე მეტი წიგნად გამოცემული მონოგრაფია.

...საქართველოში კი არ წყდებოდა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლა. 1905 წელს, ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით, საზოგადოების წარმომადგენლებმა მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს მიმართეს თხოვნით, განხილულიყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი. რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა, პეტერბურგში, რუსეთის წმინდა სინოდში, ამ საკითხისადმი მიძღვნილი საგანგებო სხდომა გაემართა. სხვა მამულიშვილებთან ერთად, ამ სხდომას ეპისკოპოსი კირიონიც ესწრებოდა. მან ორი მოხსენება წაიკითხა, რომლებშიც ამტკიცებდა, რომ ნებისმიერი ერისათვის სულიერი და ეკლესიური დამოუკიდებლობის დაკარგვა ყოველგვარ მონობაზე უფრო ძნელია. ამაო გამოდგა ქართველ მეცნიერთა და სამღვდელოთა მცდელობა. რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარებად მიიჩნევდა.

რუსეთის სინოდში ეპისკოპოს კირიონის თამამი გამოსვლა გახდა მისი დევნის გამძაფრების მიზეზი. 1908 წელს საქართველოს ეგზარქოსის, ნიკონის, მკვლელობაში თანამონაწილეობის გამოგონილი ბრალდებით მას ეპარქია ჩამოართვეს და ჯერ კურიაჟში გადაასახლეს, შემდეგ კი სანაქსარიის უდაბნოში. თავად მღვდელმთავარი ამ განსაცდელს ჭეშმარიტი მორწმუნის სიმშვიდით იტანდა. "სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია", - უთქვამს მას. დევნამ და განსაცდელმა კიდევ უფრო განუმტკიცა სულიერი ძალა. სამშობლოში გამოგზავნილ წერილებში იგი ამხნევებდა თანამებრძოლებსა და ავტოკეფალიის აღდგენისათვის დაუღალავი ბრძოლისაკენ მოუწოდებდა.

მღვდელმთავრისადმი წაყენებულმა ყალბმა ბრალდებამ გულგრილი არ დატოვა საქართველოსა და რუსეთის განათლებული წრეები. შეიქმნა კირიონის დაცვის საზოგადოება, გროვდებოდა ხელმოწერები მისი გათავისუფლების მოთხოვნით. ყოველივე ამან გამოხმაურება ევროპაშიც პოვა და 1915 წელს რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა, შეეწყვიტა კირიონის დევნა და მისთვის ეპარქიის მართვის უფლება დაებრუნებინა, თუმცა საქართველოში დაბრუნების ნება არ მისცეს და ვიტებსკის ეპისკოპოსად დანიშნეს.

1917 წლის მარტში სვეტიცხოვლის ტაძარში გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის 106 წლის წინ გაუქმებული ავტოკეფალიის აღდგენა. თავისი ცხოვრების ამ უმთავრესი მიზნის განხორციელებას ეპისკოპოსი კირიონი რუსეთში შეხვდა. ქართული საზოგადოების მოთხოვნით, ზაფხულში იგი სამშობლოში დაბრუნდა. არაგვის ხეობაში ხალხის საყვარელ, 62 წლის მღვდელმთავარს 120 ცხენოსანი შეეგება და დიდი პატივით მიაცილა თბილისამდე, სადაც მისი დაბრუნების აღსანიშნავად საზეიმო შეხვედრა გაიმართა.

1917 წლის სექტემბერში მოწვეული იქნა სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება, რომელმაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია დიდი მამულიშვილი და ღირსეული მღვდელმთავარი - ეპისკოპოსი კირიონი. კურთხევა 1-ელ ოქტომბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართა. უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ასე მიმართა სამშობლოს: "სამშობლო საყვარელო, ღვთისმშობლის წილხვედრო, ბრძმედსა შინა ტანჯვა-ვაებისასა განწმენდილო! შენთვის დაწული, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი, მუდამ შენსკენ ლტოლვილი, დღეს განვისვენებ ტკბილსა შინა წიაღსა შენსა არა ვითა შვილი უძღები, არამედ ვითარცა მესაიდუმლე და სინდისი ეკლესიისა შენისა..."

მაგრამ ქართული ეკლესიის გამარჯვებას რუსეთი იოლად არ შეგუებია. თუმცა მოვლენებში პირდაპირი ჩარევის ძალა აღარ გააჩნდა, მაგრამ მოსყიდული ქართველების ხელით მდგომარეობის არევა მანამდეც და მერეც არაერთხელ მოახერხა. ასე მოხდა ამჯერადაც. როცა კურთხევის დამთავრების შემდეგ კათოლიკოსი კირიონი საყდრის კარისაკენ გაემართა, მას ბარათით აცნობეს, რომ ტაძრის ეზოში დაქირავებული მკვლელი ელოდა. ამის მიუხედავად, კირი-
ონ II ნელი ნაბიჯით გაემართა გასასვლელისკენ. ამ დროს მას ათიოდე შეიარაღებული პირის თანხლებით ყარამან კიკნაველიძე მიუახლოვდა, ქედი მოიხარა კათოლიკოსის წინაშე და მიმართა: "მომეცით ხელი, თქვენო უწმინდესობავ! აბა, ვინმემ გაბედოს თქვენზე იარაღის აღმართვა". ტაძრიდან კირიონ II თვალებანთებული ჩოხოსნებით გარშემორტყმული გამოვიდა.

ქართველმა საზოგადოებამ და თავად კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა ეს ფაქტი უბრალო ინციდენტად მიიჩნიეს, თუმცა მალევე ცხადი გახდა, რომ ქართული ეკლესიისა და მისი მწყემსმთავრის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა. სულ ნახევარი წელი იყო ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობლად უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II. ამ ხანში მოხდა ქართველთა საუკუნოვანი ოცნების ახდენა - ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ II-მ წერილით მიმართა საქართველოს ეროვნულ საბჭოს: "თქვენ, რჩეულნო ივერიისანო, უნდა იხსნათ სამშობლო განსაცდელისაგან, თქვენ უნდა მიიყვანოთ ნავთსაყუდელსა მყუდროსა და დაამყაროთ მასში ძმობა, მშვიდობა, წესიერება და ბედნიერება. თქვენი ერთობა, ერთსულოვნება და დროის ვარამის განმჭვრეტელობა წინდი არის იმისა, რომ ვითარმედ "აღდგებიან მკუდარნი", საქართველო განცხოველდება და ქართველი ერი კვლავ აღბეჭდავს მატიანეთა შინა კაცობრიობისა საქმეთა თვისთა საგმიროთა".

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების აღსანიშნავად, 1918 წლის 2 ივნისს, წირვის შემდეგ, სიონისა და ქაშვეთის ტაძრებიდან სამღვდელოება ლიტანიობით გაემართა თავისუფლების მოედნისკენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ II-მ აქ სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა. "აღარ ვართ მონა, არამედ აზნაურ", - ასე დაიწყო თავისი სიტყვა უწმინდესმა და უნეტარესმა და ქართველ ხალხს თავისუფლება მიულოცა. სამი კვირის შემდეგ კათოლიკოსი სოფელ მარტყოფს გაემგზავრა საპატრიარქო რეზიდენციაში, თან ბიბლიოთეკიდან სამუშაო მასალები წაიღო. მეორე დილით საძინებელ ოთახში იგი ტყვიით განგმირული იპოვეს. მაშინვე დაიწყო გამოძიება, გაჩნდა უამრავი ეჭვი, მაგრამ მკვლელობა ისე კარგად იყო ორგანიზებული, რომ სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა. კვალის დასაფარავად მკვლელებმა თვითონვე შეთხზეს და გაავრცელეს მკვლელობის ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები. ხელისუფლების დაბნეულობამ ხელები გაუხსნა მკვლელობის თაოსნებს.

ცოტა ხანში კათოლიკოსის ბედი გაიზიარა კირიონ II-ის რამდენიმე ერთგულმა თანამოაზრემაც: მოწამლეს ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი, მცხეთაში მოკლეს არქიმანდრიტი მირიანი, საკუთარ სახლთან ტყვიამ იმსხვერპლა მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე.

უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოსის მკვლელობამ აღაშფოთა მთელი საქართველო. საზოგადოებამ ავისმომასწავებელი ანალოგია დაინახა ათიოდ წლის წინ წიწამურთან მომხდარ ილია ჭავჭავაძის საზარელ მკვლელობასთან. მაგრამ იმდროინდელი საქართველოს არეულმა და გამწვავებულმა მდგომარეობამ გამძაფრებული გრძნობები მალევე დააცხრო, ხოლო როცა საქართველო საბჭოთა რუსეთის ჯარებით აივსო, მარტყოფში დატრიალებული ტრაგედია დავიწყებას მიეცა.

როგორც ერთმა მაშინდელმა საზოგადო მოღვაწემ თქვა: "საუკუნეებში წარხდომილმა უნეტარესმა კათალიკოზმა საფლავში ჩაიტანა მარტყოფის ტრაგედიის ახსნა, მისი სასიკვდილო იარაზე მიკრული ხელი კი ჰფარავს უღრმეს მწუხარებასთან ერთად მივარდნილი მონასტრის საიდუმლოებასაც". მოწამებრივი სიკვდილით აღსრულებული კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა 2002 წელს წმინდანთა დასში აღავლინა. მისი ხსენების დღედ 10 ივლისი (ძვ. სტილით 27 ივნისი) დადგინდა.

უწმინდესი და უნეტერესი კირიონ II დაკრძალულია სიონის საკათედრო ტაძარში.


მოამზადა
ერეკლე ბიბიჩაძემ

მომზადებულია პროფესორ სერგო ვარდოსანიძის ნაშრომის მიხედვით
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.12.2024
ერთობლივ ლოცვებს  დიდი ძალა აქვს. საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ჩვენს სასულიერო პირებს  გეძლევათ კურთხევა, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკოთ ზარი და აღავლინოთ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი,
13.12.2024
ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია,
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat