კათალიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძეს) წერილი რედაქციის მიმართ.
კათალიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძეს) წერილი  რედაქციის მიმართ.
პატივცემულო რედაქტორო!
გთხოვთ მომცეთ საშუალება გაზეთ "კომუნისტში" ამ მოწოდების გამოქვეყნებით ჩემი და მთელი ჩემი სამწყსოს ხმა შევუერთო ქართველი ერის სამართლიან მოთხოვნას, რომელიც წამოყენებული იყო თურქეთის მიმართ პატივცემული მეცნიერების- ს.ჯანაშიასა და ნ.ბერძენიშვილის წერილში (იხ. "კომუნისტი" #24 (7461) 14.12.-1945 წ.).
14-ე საუკუნეში მაჰმადიანურმა ოსმალეთმა ქრისტიანულ მსოფლიოს გულზე ფეხზე დაადგა: სახელოვანი კონსტანტინეპოლი დაიპყრო და კულტურული ახლო აღმოსავლეთის სიამაყის-ბიზანტიის სახელმწიფოს არსებობა სამუდამოდ შეწყვიტა.
იუსტიანიანე კეისრის დროის გენიალურ ქმნილებაზე-წმინდა სოფიის ტაძარზე, დაპყრობილ ქრისტეანეთა სისხლით მოსვრილი ხელის ანაბეჭდი-გამომხატველი გამარჯვებული ხონთქარის მიერ ქრისტიანული ტაძრის მიზგითად გადაქცევისა, მომასწავებელი რამ იყო ოსმალთა პოლიტიკისა მათ მიერ დაპყრობილ ქრისტიანულ ქვეყნებში.
საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით ბნელი უკუნეთი ჩამოწვა, ჩვენს ქვეყანას ოსმალეთი გაუმეზობლდა. შეწყდა მრავალსაუკუნოვანი ცხოველი ურთიერთობა ქართველებისა დასავლეთის განათლებულ ხალხებთან.
ოსმალეთი ყოველთვის შორს იდგა მეზობლებთან მშვიდობიანი კულტურული ურთიერთობისაგან. ეს აგრესიული ბუნების სახელმწიფო ყველა მეზობელს თავს ესხმოდა და გლეჯდა, ვიდრე საამისო ღონე მოსდევდა.
ამ დროიდან მოკიდებული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან ზავი არ ჰქონია. ოსმალეთი უჩვეულო სიჯიუთით ცდილობდა საქართველოს დაპყრობას ცეცხლითა და მახვილით, მაგრამ ქართველები შეუნელებელი მხნეობით თავს იცავდნენ.
300 წელს გრძელდებოდა უსწორო ბრძოლა.
მოძალადე მტაცებელმა განაზრახი ვერ შეისრულა, ქართველთა სიმტკიცე ვერ გასტეხა და საქართველო მთლიანად ხელთ ვერ იგდო. დამპყრობელს მწარედ მოაგონდება ბასიანი, ბათომი, გორი, ასპინძა, ზეკარი, ხრესილი, ჩხერის ციხე და არაერთი სხვა ადგილი-მოწმე ქართველთა მამაცური შებმისა და მომხდურის დამარცხება-უკუქცევისა.KARIBCHE

მაგრამ უზარმაზარ მტერთან ბრძოლაში მეტად დაზიანდა ქართველი ხალხი. ოსმალეთმა თანდათანობით მიიტაცა საქართველოს სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით ვრცელი მიწა-წყალი: ჭანეთი, ბეიბურთ-გიუმიშხანე, თორთუმი და სპერი, შავშეთ-კლარჯეთი, ტაო-ბასიანი, კოლა-არტაანი და სამცხე.
არც ერთ დამპყრობელს შუა საუკუნეებში კულტურული ახლო აღმოსავლეთისთვის ისეთი ზიანი არ მიუყენებია, როგორიც მას ოსმალეთმა მიაყენა. ბიზანტია-საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, სერბია, ალბანეთი, სომხეთი, საქართველო და მრავალი სხვა კულტურული ქვეყანა, ქრისტიანული და მაჰმადიანური, შეიქმნა მსხვერპლი ოსმალური მიმტაცებლობისა და მისი ბარბაროსული მოძალადეობისა.
შეუძლებელია სიტყვით გამოთქვას ის უსამართლობა, რომელიც გადაიტანა ხონთქრის საბრძანებელში მოყოლილმა ქართველობამ ოსმალო დამპყრობელთაგან. ფიზიკური ზალადობა, მორალური შეგინება ოსმალთა ბატონობის მთავარი იარაღი იყო.
ოსმალეთმა შეუძლებელი გახადა მის მიერ მიტაცებული ქართული ოლქების შემდგომი განვითარება. ბარბაროსული თურქული ფეოდალიზმი სულშემხუთავ ძალად დააწვა შეუდარებლად უფრო წინმდგომ ქართული საზოგადოებრივ წყობილებას დაპყრობილ ოლქებში. დამახასიათებელია, რომ ქართულმა საზოგადოებრივმა აზროვნებამ დამპყრობელთა მიერ შემოღებულ წესებს, ყოვლად უცხოს და შეუფერებელს ქართული ცხოვრებისათვის, უწოდა ოსმალობა, რომელიც უსამართლობის სინონიმად გადაიქცა.
წინსვლა შეჩერდა და ქვეყანა თანდათან უკან წავიდა. ქრისტიანობა, ეროვნული კანონები და ქართული ენა ცეცხლითა და მახვილით იდევნებოდა. ოდესმე აყვავებულს ქვეყანაში უკულტურობამ დაისადგურა. სასოებითა და სიყვარულით ნაგები ტაძრები, ხელოვნების შესანიშნავი ძეგლები, თანდათან დაიცალა, დაყრუვდა. თანდათან გაქრა ანჩას თუ ხახულის ოპიზართა მიერ ნაჭედი წმინდა ხატები, წყაროსთავს მოხატული სამღვთო წიგნები, შატბერდს ნათქვამი სიბრძნე, ოშკს შეთხზული საგალობლები. მათი უმრავლესობა დაიღუპა, ნაწილიც სასოებით გადამალეს შევიწროებულმა მლოცველებმა, ნაწილიც თან წაიღეს გაჯოჯოხეთებული სამშობლოდან ლტოლვილებმა.
დამპყრობელთა ბარბაროსულმა მმართველობამ ხალხი გააღატაკა; მოსახლეობის რიცხვი კატასტროფულად შემცირდა, ქვეყანა გავერანდა. ოსმალური მმართველობის ჩამორჩენილობის მჭერმეტყველური ნიშნაია, რომ მას შემდეგ, რაც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ეს დამპყრობელი დაეპატრონა, იქ მოიშალა და მოისპო ოდესმე აყვავებული საქალაქო ცხოვრება, ინტენსიური სასოფლო მეურნეობა, ჩაქრა განათლების კერა, შეწყდა ყოველგვარი მშენებლობა. მთელს ამ ვრცელ ტერიტორიაზე, რომელიც სავსეა ქართველობის დროის დიდებული არქიტექტურული ძეგლებით (რამდენადაც ისინი ჯერ კიდევ არ გაუნადგურებიათ ისტორიისა და მეცნიერების წინაშე პირშავ ბარბაროსებს), არც ერთი სასახლე, არც ერთი ტაძარი, არც ერთი ქარვასლა, არც ერთი ხიდი და არც სხვა რამ შენებულება, რამდენადმე ღირს შესანიშნავი, არ აგებულა ოსმალთა ბატონობის დროს.
ხალხის სასიცოცხლო ძალების პარაზიტული გამოწოვით ოსმალურმა მმართველობამ დაპყრობილ ქართულ ქვეყნებში დაახშო განვითარებისა და შემოქმედების ყოველგვარი გზა.
ზემოთქმულში დასარწმუნებლად საკმაოა ერთიმეორეს შევადაროთ დღევანდელი საქართველოს ორი ნაწილი: საქართველო ოსმალეთის ბატონობის ქვეშ მყოფი და საქართველო თავისუფალი. განუზომელია ჩამორჩენა სამხრეთ-დასავლეთი ნაწილისა და მწარე კაეშნის მომგვრელია ბედის უკუღმართობა: ისტორიულ საქართველოს დიდი კულტურული აღმავლობის ხანაში, 9-12 საუკუნეებში, და შემდეგ, ვიდრე ოსმალთა მიერ მიტაცებამდე, საქართველოს სწორედ ეს ნაწილი იყო ჭეშმარიტი აკვანი და საძირკველი მთელი ჩვენი ხალხის სულიერი თუ ნივთიერი კულტურისა.
დიდი ოქტომბრის რევოლუციის შედეგად საბჭოთა ხალხებთან განუყრელ ძმურ კავშირში აღდგა თავისუფალი ქართველი ერი. გასაგებია, რომ საუკუნო ზრუნვის საგანი-მტრისაგან ძალად მიტაცებული ქართული მიწა-წყლისა და დაჩაგრულ-შეგინებული ღვიძლი ძმების დედა-სამშობლოსთვის დაბრუნება-გარდაუვალ ამოცანად დაისვა მის წინაშე.

KARIBCHE



ქართული მართლმადიდებელთა ეკლესია ისტორიულად ყოველთვის ეროვნული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მატარებელი და მქადაგებელი იყო. ჩვენი ეკლესია ამასთანვე სხვა სარწმუნოების მიმდევართა მიმართ ყოველთვის ლმობიერებით და მოთმინებით განირჩეოდა. მით უმეტეს ეს ითქმის იმ ქართველის, ჩვენი ღვიძლი ძმების მიმართ, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი ძალადობის შედეგად ისლამის სარწმუნოება მიიღეს.
ქართულ ეკლესიას არ ჰქონია და არც არასოდეს ექნება განზრახვა სამხრეთ საქართველოს რაიონებში ქრისტიანობის აღდგენაზე იფიქროს. ხოლო რაც შეეხება საბჭოთა ხელისუფლებას, ყველასთვის ცნობილია მისი დამოკიდებულება სარწმუნოების საკითხისადმი: ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებულია სინდისისა და რწმენის თავისუფლება-ყველას შეუძლია ირწმუნოს და ილოცოს ისე, როგორც თვითონ სურს.
დღეს ისტორიული უსამართლობის გასწორების ჟამია. თავისუფლებისმოყვარე ხალხებმა სამუდამოდ დაამარცხინეს მძლავრობა-მტაცებლობის კერა-ფაშისტური გერმანია და მისი მოკავშირენი.
ქართველმა ხალხმა თავდადებული ბრძოლით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბოროტ ძალთა განადგურების ამ საერთო საქმესი და უდავო უფლებაც მოიპოვა მოითხოვოს ისტორიული უსამართლობის გასწორება-საქართველოს ეროვნულ-ტერიტორიული გაერთიება.
თავისუფალ ერთა გაერთიანების წევრმა ოსმალეთმა საქართველოს უნდა დაუბრუნოს ქართული მიწა-წყალი: რაიონები არტაანისა, ართვინისა, ართვინისა, ოლთისისა, თორთუმისა, ისპირისა, ბაიბურთისა, გიუმიშხანესი და ლაზისტან-ჭანეთი ტრაპიზონისა და გირესუნის ჩათვლით.
მე მივმართავ გაერთიანებულ ერთა ხელმძღვანელებს, მსოფლიო მოწინავე საზოგადოებრივობას და მოვუწოდებ მათ მხარი დაუჭირონ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის ამ წმინდა საქმეს.
კალისტრატე, სრულიად-საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, 1946 წლის იანვრის 5.
გაზ."კომუნისტი", 8 იანვარი, 1946 წ.
ბეჭდვაელფოსტა
30.09. 2014
nato
axlas aktualuria es kvelaferi da ras svenia unda davibrunot ras zalit sartmeulia.
სხვა სიახლეები
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
13.04.2020
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქადაგება ბზობის სადღესასწაულო წირვაზე (12.04.2020)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat